შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას VII


27-10-2018, 11:35
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 642

-ჰო,კარგად მემსახურებოდა რუსეთში და წამოვიყვანე.
-მე შენს მომსახურებას ახლა შეთე მაჩაბელო!-დავუღრინე.-ამ საძინებელში რატომ შემოიტანეს ჩემი ნივთები?
-იმიტომ რომ დღეიდან ამ ოთახში ვიცხოვრებთ მე და შენ..-ნაბიჯები ერთი-მეორეს მიყოლებით გადმოდგა ისე სწრაფად რომ ვერაფრის სროლა ვერ მოვასწარი..
ზურგს უკან ცალი ხელით გამიკრა ხელები,მეორეთი კი თმა გადამიწია..
ჯერ კისერში მაკოცა ისე ვნებიანად,რომ ლამის კვნესა აღმომხვდა,შემდეგ ტუჩებს დაეწაფა..
როგორ მომნატრებია მათი შეხება.. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა,ლამის მეცხრე ცაზე გადავინაცვლე სიამოვნებისაგან,მაგრამ წამის მეასედში გამოვფხიზლდი და ტუჩზე ვუკბიე.. მაშინვე უკან დაიწია და სისხლი მოიწმინდა.
-ვფიცავ გიჟი ხარ!-დაიყვირა მან
-რომ არ შემცოდებოდი ფეხებს შორის გითავაზებდი,ასე რომ ახლა დამშვიდდი.-ჩემი ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში შევედი.
არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი.. ვაპატიე? არამგონია უფრო იმის დამტკიცებ მინდოდა რომ შეთე ავადმყოფი ა,რომლის გამოსწორება შეუძლებელია, ის არიმსახურებს სიყვარულს.. მე ამაში საკუთარი თავი უნდა დამერწმუნებინა.. ერთი არასწორი ნაბიჯი და ვეღარასოდეს მომეკარებოდა.
მის გვერდით ვიცხოვრებდი,მაგრამ არა მასთან ერთად..
მე არ შევეგუებოდი,ეს მას მოუწევდა შეგუება..
როცა აბაზანიდან გამოვედი სვახშმოდ ჩავედი.. სუფრა ორისთვის იყო გაშლილი,ლამაზად გაფორმებული.. წითელი,გრძელი სანთლები ენთო და შეთე მოუთმენლად მელოდებოდა.
რომ დამინახა,თვალები გაუბრწყინდა,მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ მის კუპრივით შავ თვალებში კვლავ ალიცლიცდნენ ვარსკვლავეი,გაღიმებისას კი ლოყაზე საყვარელი ნაჩქმეტები უჩნდებოდა.. როგორი თავბრუს დამხვევი მამაკაცი არსთქო გულში ვთქვი და სუნთქვა შემეკრა,თითქოს ჩემი უაზრო გეგმები რომ ის უთუოდ დაუშვებდა შეცდომას,რის შემდეგაც მიბვატოვებდი უადგილო და აფსურდული იყო.. ზუსტად ვიცოდი,რომ მისი მიტოვება არ შემეძლო.. ვირველი შეხვედრისთანავე გავიაზრეთ ერტმანეთის პიროვნება და დღემდე ასე გრძელდებოდა.. თუმცამ ბოროტი რომ შეგიჩნდება სწორედ ისე დამემართა..
სანამ სკამზე დავჯდებოდი სანთლები ჩავაქრე,ჩემი საქციელი არ შეიმჩნია შეთე და გვერდიით მომიჯდა,თუმცა ესმას სახე დაებრიცა და არ მესიამოვნა.. მტრულად მიმზერდა გოგონები,ჩემი გამოხედვა არ გამოჰპარვია შეთეს.
-ესმა რამით უკმაყოფილო ხარ?-ვკითხე მე
-არა ანაბელ როგორ გეკადრევათ..-დაიმორცხვა შეთეს წინაშე.
-შენთვის ქალბატონი ვარ ძვირფასო!-თავი დახარა.
-გოგონებო მარტო დაგვტოვეთ.-თავაზიანად გაუღიმა შეთემ და მათაც უმალვე შეასრულეს ბრძანება.შემდეგ მე გამომხედა.-ჯერ არ მოსულხარ და უკვე ჩხუბი მოასწარი? ყოჩაღ ანაბელ!
-რა ვქნა ძვირფასო,სადაც წამიყვანე ყველგან მტრულად განწყობილი ხალხი დამხვდა.-პასუხით გაკვირვებული სულაც არ ჩანდა,მაგრამ ხასიათს ინარჩუნებდა..
-არ მინდა განდიდების მანიამ შეგიპყროს და უბრალო ხალხზე ფსიქოლოგიურად იძალადო..
-შენი ბრალია,რადგან მოდელები მოიყვანე,არ ვიცი ამით რისი თქმა გინდოდა ჩემთვის,მაგრამ მათ გონიათ რომ მე აქ დროებით,შენს გასართობად ვარ.
-ნუ ვიკამათებთ ანაბელ,დამშვიდდი.. -საუბარი აღარ განაგრძნო და მივხვდი სწორადაც მოიქცა..
მშვიდად ვვახშმობდით,ყოველგვარი საუბრის გარეშე..
ვახშმობას რომ მოვრჩით აივანზე ვისხედით.. არაფერრზე ვსაუბობდით უბრალოდ სიმშვიდით ვტკბებოთით.. ყოველ შემთხვევაში მე.. თავს ორწლინახევრის შემდეგ პირველად ვგრძნობდი ასე კარგად,ფიქრები აღარ მტანჯავდა,მონატრება აღარ მიწამებდა სულს.. თვალები დავხუჭე და სიჩუმეს ვუსმენდი..
დილით რომ გავიღვიძე და მოვწესრიგდი,უკვე შეთე წასული დამხვდა,ვიფიქრე რომ უნივერსიტეტში წავიდოდი,მაგრამ დაცვამ არ გამშვა.
-ბატონმა გვიბრძანა არ გაგიშვათ ქალბატონო.-მომმართა გიორგიმ
-ჯანდაბა!-თავი გადავაქნიე ბრაზიანად.. -ისევ იგივე მეორდება არა გიორგი? თითქოს დეჟავიუ გვაქვს.-შევბრუნდი სახლისკენ, მაგრამ გიორგის ხმა მომესმა.
-მიხარია, რომ დაბრუნდით ქალბატონო.
-ნეტა მეც იგივეს ვგრძნობდე..-გავუღიმე და შინ შევედი..
რა უნდა მეკეთებინა მთელი დღე სახლში? ინტერნეტი გამითიშა და ტელეფონის კარტა გადაიტეხა შეთე.
შუადღემდე ვიძინე,შემდეგ ბიბლიოთეკას მივაგენი,სადაც უძველესი და ძალიან საინტერესო წიგნები ინახებოდა..
ისე შევყევი კითხვას, რომ დრო გამეპარა და აზრზე მხოლოდ შეთეს თავზე კოცნამ გამომარკვია,რომელც ზურგს უკან მედგა..
-უკვე მოხვედი?-გამეღიმა,ჩემდა გასაკვირად გულწრფელად გამიხარდა მისი მოსვლა..
-მოგენატრე?-როცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო ჩაახველა და განაგრძნო.-მითხრეს,რომ დღეს არაფერი გიჭამია ანაბელ,ასე არ შეიძლება..
-ნუ არ მშიოდა..
-კარგი,მაგას მოვაგვარებთ..
-და როგორ?
-დილით ერთად ვისაუზმებთ ხოლმე და ამის შემდეგ წავალ საქმეებზე.
-რაც შეეხება შენს საქმეებს.-ხელზე დავქაჩე რომ გვერდით დამჯდომოდა და თავი მხარზე დავადე..-ისევ ცუდი რეპუტაციის მქონე ადამანი ხარ შეთე,ყველას ეშინია შენი სახელის გაგონება,მაგრამ არ ვიცი რატომ.. ასეთ ახალგაზრდა მამაკაცს რა გაქვს ისეთი ჩადენილი რომ ყველას თავზარს სცემს შენი სახელი?-კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე ამიტომ გავნაგრძე.-ვინმე მოკალი?-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.-აბა იძალადე?-ისევ უარი მივიღე.-გაძარცვე?-არაო..-შეთე გამაგებინე რას საქმიანბ.
-შენ ნუ იდარდებ,ისეთს არაფერსგავაკეთებ რაც დაგაზარალებს.
-ვიცი რომ შენი გარდაცვლილი მამისა და ძმის ბიზნესებს მართავ,მათში რაიმე უკანონოა?
-ანაბელ ნუღარ მისვამ კითხვებს იმაზე რისი ცოდნაც არ გჭირდება,შენს გვერდით მე უბრალოდ შეთე ვარ,კაცი რომელსაც უგონოდ უყვარხარ და გულზე ლახრად ესობა თითოეული შენი დაღვრილი ცრემლი. მიყვარხარ ანაბელ,ასე უბრალოდ,ბანალური გრძნობით მიყვარხარ..
-შენ ხომ იცი რომ მე სახლში გამოკეტილი ვუდრივარ ხუთ ლომს გალიაში ჩაკეტილს.. ჩემს მოშინაურებას ნუ შეეცდები შეთე,თორემ სწორედ ის ხიბლი დამეკარგება რომელიც ასე ძალიან გიყვარს..-ჩემს ტუჩებს დაეწაფა და დივანზე გადამაწვინა.მკლავებქვეშ მომიქცია,თავად კი გამარჯვებულის მზერით დამყურებდა..
-რომ იცოდე ანაბელ რა გრძნობით მიყვარხარ ალბათ გაგაგიჟებდა ჩემი გრძნობების სიმძაფრე.შესაძლოა გასული საუკუნის მამაკაცივით ვსაუბრობ,მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი სპეტაკი სულის,სპეტაკი სხეული.. ყველაფერს გავაკეთებ უსიტყვოდ და პრტესტის გარეშე მხოლოდ შენთვის,მაგრამ ხომ იცი რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის ზნეობრივი და მორალური ნორმები?
-ვიცი ჰო.. გამიგია რომ შენნაირი რეპუტაციის კაცს სახლში მნაზონი ცოლი უნდა ჰყავდეს და მხოლოდ შვილების აღზრდაზე ფიქრობდეს,თუმცა მე არც მონაზონი ვარ და არც შვილები მინდა.-ბოლო სიტყვაზე მოიქუფრა და ფეხზე წამოდგა..
-აი შვილების გაჩენისათვის მხოლოდ კოცნა საკმარისი არ არის ძვირფასო.-შუბლზე მაკოცა და ზურგი მაქცია..-ქვემოთ დაგელოდები,მოემზადე დღეს დედასთან ვივახშმებთ..
მანანას და ნინოს გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა..
დაახლოებით ნახევარი საათი აქეთ-იქეთ დავდიოდი,მაგრამ არაფერს ვაკეთებდი,არც ვიცვლიდი არც ვემზადებოდი,უბრალოდ შეშლილივით დავდიოდი..
წასვლა საშინლად არ მინდოდა,მაგრამ საძინებლის კარი ისევ შემოაღო შეთემ და ჩემი დაბნეული თვალები, რომ დაინახა მიხვდა რაც მაწუხებდა.
-ნუ ღელავ,ვერავინ შეგავიწროვებს,ისიც ჩვენი სახლია ჩემი და შენი.. როცა ადაპტაციის პერიოდს გადალახავ მოგვიწევს იქ დავბრუნდეთ.
-არ მინდა შეთე,დედაშენის მეშინია,ის ისეთი..
-მას შვილი მოუკლეს.. როგორი გინდა რომ იყოს?-სიტყვა გამაწყვეტინა უკმაყოფილოდ
-ვფიქრობ შვილებიც ცუდი აღზრდილი ჰყავს და სწორედ ამიტომ მოუკლეს.-შეთეს თვალები ბრაზისაგან აენთო,ცოტაც და ადგილზე დამწვავდა
-დაუფიქრდი რას ამბობ!-დაღრიალა ბოლოს
-რა ტყუილს ვამბობ? შესაძლოა სამაგალითო დედას ერთი შვილი მაინც გამოვიდეს კრიმინალი,მაგრამ დედას.. რომლის ყველა შვილი კრიმინალია,ამას რა ეწოდება? -შეთე გაღიზიანდა,კარადას მუშტი დაჰკრა და სარკე ნამსხვრევებად აქცია..
-ანაბელ პასუხს არ ვაგებ იცოდე..
-რა მეც დამარტყამ? მიდი რაღას უცდი ძვირფასო,მაგრამ სწორედ იმ ციხეში ამოყობ თავს სადაც შენი ძმა უნდა იყოს წესით.-შეთემ ჩემს ქურთუკს დაავლო ხელი .
-ვიცი რასაც აკეთებ ანაბელ და არ გამოგივა!-საოცრად სწრაფად დამშვიდდა და ლამის იძულებით ჩამაცვა ქურთუკი.-გინდა გავბრაზდე და წავიდე,რომ მანანასთან შეხვედრას აარიდო თავი.. უკვე შევიცანი შენი ხასიათი..-თქვა და ხელში ამიყვანა ისე დაეშვა კიბეებზე
-დამსვი შეთე რაა..
-რატომ? არ გინდა ქალბატონივით ხელის გულზე გატარონ?
-არ მინდა.. -გავაპროტესტე და ვაიძლე კიბის ბოლოში დავეშვი..-მე ისიც მყოფნის რომ გიყვარვარ და ჩემი გესმის..
-შენ?-მკითხა და თავი საჩვენებელი თითით მაღლა ამაწევინა,რომ სიტყვების სიზუსტე თვალებს დაედასტურებინად.
-უსაზღვროდ,უღმერთოდ,უსასრულოდ მიყვარხარ..-ისე მომაჯადოებლად გაიღიმა,რომ რომც არ მყვარებოდა თავიდან მოვიხიბლებოდი ამ მამაკაცით..
გარეთ რომ გავედით დაცვა შემოგვხვდა და ეზოში შავად მოელვარე როლს როისის კარები გამიღეს.. შეთეს გადავხედე გაკვირვებული თვალებით.. ეს მანქანა ჩემს შორეულ ოცნებებშიდაც კი მიუწვდენელ იყო,ახლა კი როგორც ჩანს ჩემი ბიჭის იყო..
გიორგი( დაცვა) საჭესთან მოთავსდა და გავემართეთ წყნეთის აგარაკისკენ..
ვუყურებდი შეთეს და ვფიქრობდი,რომ ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ. ალბათ ამაშია ბედნიერება,იქნებ უკვე დრო იყო წინააღმდეგობა აღარ გამეწია და გრძნობების დაპირისპირება შეთეს სასარგებლოდ დამესრულებინა..
რამხელა გზა გამოვიარეთ,რამდენი ტკივილი და ცრემლი იყო ჩვეს შორის..
გამეღიმა და შეთემ შემავლო თვალი..
-რატომ იღიმი?-მკითხა ხავერდოვანი ხმით.
-აგათა კრისტის სიტყვები გამახსენდა,ზუსტად ასახავს ჩვენს ურთიერთობას..
-"უხილავი ძაფით არიან გადაბმული ისინი,ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა უწერია.ძაფი შეიძლება გაგრძელდეს ან აიბურდოს, მაგრამ არასოდეს გაწყდება" -წინადადების წარმოთქმა დამასწრო შეთემ და კვლავ მომაჯადოებლად გაიღიმა.-მეც არაერთხელ გამხსენებია ეს სიტყვები და როცა ვხვდებოდი,რომ უფრო ვმძიმდებოდი შენი მონატრებით ეს სიტყვები მაძლევდა ძალას.ვფიქრობდი, როგორ მეპოვა შენამდე მოსასვლელი გზა,რათა კვლავ ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყავი და ყოველი დილა გაგელამაზებინა შენი უბრალოებით.
-შესანიშნავი სიტყვებია შეთე,მაგრამ ბოლოში კი დავიბენი.. ანუ მე უბრალო ვარ?
-ის წლები როცა შენგან შორს ვიყავი,ვცდილობდი ყველა ადამიანში შენი მსგავსი მეპოვნა,მაგრამ არავინ იყო ისეთი უბრალო და ლაღი როგორიც შენ.. შენ შესაძლოა ერთმა გვირილამ გაგახაროს,რომელსაც გულით მოგიძღვნი,მაგრამ სხვა დანარჩენს გვიირილა არაფრად უღირს,თანაც ერთი ცალი.-შუბლზე მაკოცა და გულზე მიმიკრა.-ანაბელ,უბრალოება ყველაზე ღირებული რამაა რაც კი ადამიანს გააჩნია.-მისი ფილოსოფიური აზროვნება მაჯაჭვავდა მის პიროვნებას.. სასიამოვნო იყო მისი მოსმენა..


უკვე წყნეთში,სახლის წინ ვიდექი და გამბედაობას ვიკრეფდი რომ შევსულიყავი.. შეთე არ მაჩქარებდა,თუმცა ზეცა დაუნდობლად აფრქვევდა ცრემლებს.. ერთიანად დავსველდი,მაგრა არ ვჩქარობდი.. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და ნაბიჯი გადავდგი..
შეთემ ხელი მაგრად ჩამჭიდა და პირდაპირ მისაღები ოთახისაკენ გავემართეთ..
ნაბიჯების ხმაზე ნინომ შემოაბრუნა თავი რომ გაეგო ვინ მივიდა..
ბუხარი აეგიზგიზებინათ და მანანა,ნინო,ტასო და კიდევ ერთი ჩემთვის უცნობი ქალი მის ნაპირთან,დივანზე ჩამომსხდარან და ყავას მიირთმევდნენ..
ჩემს დანახვაზე სახიდან ყოველგვარი ღიმილი წაეშალათ.ტასომ თითქოს ვერც შემამჩნია და ფეხზე წამოფრენილი შეთეს კისერზე მოეხვია,თუმცა ამ უკანასკნელმა ნაზად მოიშორა ლამაზი ქალი და ჩემზე ჩაჭიდებული ხელიუფრო წინ გასწია,რათა ყველას შეემჩნია.
-ეს ქალი აქ რას აკეთებს?-იკითხა განრისხებულმა მანანამ
-ეს ქალი,როგორც შენ მას უწოდებ ანაბელია.. ამაზე უკვე ვისაუბრეთ ადრე..
-აქ რას აკეთებსთქო!
-ზუსტად ამ თემაზე სასაუბროდ მოვედით დედა.-შემდეგ ტასოს გახედა და დაჯომა თხოვა,ჩვენც მათთან ახლოს დავჯექით.. შეთემ ხელი გადამხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა.
-ძვირფასო რა ხდება,ვინ არის ეს ?-ჰკითხა ტასომ და სახეწაშლილი შემომხედა.
-ტასო,მე ოჯახთან სასაუბროდ მოვედი,თუ თავის შეკავება არ შეგიძლია,მაშინ შეგიძლია დაგვტოვო და გვაცადო.-ძალიან მომეწონა როცა ტასოს ასე მიმართა შეთემ,უფრო გავიმართე მხრებში და ეს იგრძნო მანაც.ტასო ადგილიდან არ განძრეულა..
-დედა ეს დღეები სწორედ იმიტომ არ ვჩანდი,რომ მე და ანაბელმა მცხეტაში გადავწყვიტეთ ცხოვრება.-გულში გავიფიქრე,მე ვინ მკითხათქო,მაგრამ ხმა არ ამომიღია.-გვინდოდა თქვენი,სამივეს ინტრიგებისაგან შორს გაგვერკვია ყველაფერი,თუმცა ადრე თუ გვიან მოგვიწევს აქ დაბრუნებაც და მინდა ფსიქოლოგიურად შეეგუოთ ამ ამბავს,წინააღდმეგ შემთხვევაში მე და ანაბელს თვალით ვეღარასოდეს გვნახავთ.
-ნებართვას ითხოვ?-ირონიულად იკითხა მანანამ
-დედა ჩემს რომელ სიტყვაში ჩანდა ეგ.. სად დაინახე, რომ მე რაიმეზე ნებართვას ვითხოვდე? ჩვენ ორის გადასაწყვეტი რაც იყო ის უკვე გადავწყვიტეთ,ახლა თქვენზე მომინდია იმის გადაწყვეტა,გინდათ მე აქ ვიყო ჩემს საყვარელ მეუღლესთან ერთად თუ შორს თქვენგან..-როგორც შევატყვე აქ მხოლოდ ოჯახში მისვლა არ მისვლის საქმე არ წყდებოდა.. საუბარი ორაზროვნად მიმდინარეობდა რაც ჩემთვის გაუგებარი იყო.
-ანუ მის გამო ყველფერზე უარს იტყვი?-ჰკითხა ნინომ
-მის გამო სიცოცხლეზეც შემიძლია უარის თქმა არა უბრალოდ დიდებაზე და მემკვიდრეობაზე.-მზრუნველი სახით გადმომხედა და ხელზე მაკოცა..
ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა.. ვცედავდი ტასოს თვალებს,რომელიც აწყლიანებულ ერთ წერილს მიშტერებოდა და რეალურად შემეცოდა.. ვიგღძენი მისი ტკივილი,რადგან მეც გამოვიარე ეს.. ვიცოდი რაოდენ მტკივნეული საყვარელი მამაკაცის დაკარგვა.შემეცოდა,მაგრამ მისი თანაგრძნობა ჩემთვისაც კი ზედმეტი იქნებოდა. უბრალოდ თვალი ავარიდე და შეთეს გავხედე,რომელიც ასევე ტასოს უყურებდ,მაგრმ არც ის თანაუგრძნობდა,უფრომობეზრებული მზერა ჰქონდა..
მანანამ ჩაახველა და ჩვენი,ორივეს ყურადღებაა მიიქცია..
-რაკი ასეა და შენ..-უმძიმდა სიტყვების ერთმანეთზე მიწყობა.- ამ ქალის..
-ანაბელის.-შეუსწორა შეთემ..
-ჰო.. ანაბელის გარეშე არ შეგიძლია.. მაშინ,.. მაშინ იცხოვრეთ აქ ორივემ ერთად.. ვერ შეგპირდები,რომ ასე უცებ ამ ფაქტს მივიღებ.. გამიძნელდება საკუთარი შვილის მკვლელის ოჯახში მიღება..
-მას არ მოუკლავს!-ისევ ჩაეჭრა საუბარში შეთე.
-ჩემთვის ყველ ახვლედიანი მკვლელია შვილო,ყველა ერთნაირად მძულს,მაგრამ მხოლოდ შენს გამო შემიძლია,ვეცადო მაინც ანაბელის მიღება,როგორც რძალის. ვერ დაგკარგავ შეთე,შენ ჩემი იმედი ხარ,ჩემი სულის სინათლე..
-დედა,როცა ანაბელის დაჩაგვრას გადაწყვეტ და ვიცი ეს მოხდება,გაიხსენე რომ ის ჩემი სულის სინათლეა,ჩემი იმედი და სიცოცხლის სურვილი.გაიხსენე რომ თუ ის აქედან წავა,მეც წავალ!-სიტყვა დაასრულა შეთემ და ფეხზე წამოდგა..
ტასო გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე და გარეთ გაიქცა.. მისთვის არავის გაუხედავს,არავინ გაჰყოლია და შემებრალა..
-შვილო.. რაკი ყველაფერი გავარკვიეთ იქნებ დღესვე გადმოხვიდეთ ჩვენთან..-შესთავაზა მანანამ შეთემ კი მე გამომხეედა,უარყოფის ნიშად თავი გავუქნიე.. არ დათანხმდეთქო,მაგრამ ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია დედამის პასუხი გასცა..-დიდი სიამოვნებით დავრჩებით.
იმ ღამით თითქმის საუბარში გავათენეთ.. გავაცნობიერე, რომ მისთვის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.. მიუხედავად ყველაფრისა დედას პატივს სცემს და ესეც დასაფასებელი აღმოჩნდა ჩემთვის.. ეს ადამიანი არ ვიცი რატომ ან რის გამო იქცა საშიშ დამნაშავედ,მაგრამ ხშირად მეფიქრება,რომ მასზე მეტი კრიმინალი მე ვარ.. ის ისეთი სათნო და კეთილია ვერანაირად წარმოვიდგენ მასზე ცუდს..
სწორედ მისი საუბრისა და შინაგანი სამყაროს გამოა ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი..
დილით საუზმესთა ყველა ერთად ვისხედით,მანანა კვლავ არ მაშორებდა თვალს,ნინო თავაუწევლად საუზმობდა,მათთვის ხიწვივით ვიყავი,თუმცა ეს დიდად არ მაღელვებდა.რადგან მე მყავდა ის ერთადერთი,ვინც ასე მჭირდებოდა ბედნიერებსათვის,სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანი გახდა..
მთელი დღე უნივერსიტეტში ვიყავი სადაც უტა გაურბოდა ჩემს სიახლოვეს,შემდეგ ლაბორატორიაში,ბოლოს კი ბრში გოგონებტან ერთად ვჯექი და ვჭორაობდით.გვიან შეთემ გამოგვიარა და მე სახლში წამიყვანა..
-როგორი დღე გქონდა?-მკითხა მან
-სასიამოვნო იყო მეგობრების გარემოცვაში.
-ვინმე ხომ არ გავიწროვებდა?-მივხვდი აქცენტი რაზედაც დასვა.
-არა.. ცოტა არ იყოს და ჯერ ისევ გადაჰკროდა სილურჯე თვალთან.-ეს შეთეს ნამუშევარი იყო ვიცოდი,თუმცა როდის ან რატომ უცნობი იყო.
-ასეა ჩემს გოგოს რომ მიეკარებიან.-ღიილით მითხრა და ნახევრად შიშველმა მამაკაცმა მკლავებქვეშ მომიქცია..
ზემოდან დამცქეროდა,თითქოს ჩემი ცქერით ტკბებოდა,მეტყველების უნარი დავკარგე.ორივე ვდუმდით.. შეწინააღმდეგების აღარც ძალა შემწევდა და აღარც სურვილი მქონდა.გრძნობააშლილი დაეწაფა ტუჩებს.მისი ხელები ჩემს სხეულს მთელი არსებით იკრავდა გულში,გონება გამეთიშა.. შიში და არამიწიერი სიამოვნების განცდა ერთმანეთს ანაცვლებდა. ხელის ფრთხილი მოქმედებით მხდიდა ტანზე მოკრულ სამოსს და კოცნით ალბობდა მხრებსა და მოშიშვლებულ მკერდს.შეთეც თავს კარგავდა ალერსში.რიდისა და დამორცხვების ეტააპი ისე დასრულდა,რომ არც დაწყებულა.. ალერსით გაბრუებულმა ვერც კი შევნიშნე როდის დაიწყო დღე..
მართალი ყოფილა ნათქვამი:ყველაზე დიდი ბედნიერება იმ სხეულის შეხებაა,რომელიც სიგიჟემდე გიყვარსო..

ვსწავლობდით ერთად ცხოვრებას და მეტ -ნაკლებად გამოგვდიოდა..
იყო პრობლემები,მაგრამ ერთად ვუმკლავდებოდით.მიუხედავად იმისა რომ ჯერაც არ ვიცოდი მისი რეალური საქმიანობის შესახებ მაინც ამაყად დავაბიჯებდი დედამიწის ზურგზე.ყველას შიშისზარს სცემდა ის ფაქტი რომ მე თავად შეთე მაჩაბელის მეუღლე ვიყავი.ყველა გამირბოდა,ვინც არ გარბოდა კი სათანადო სიტყვები ეძებდა..

რესტორანში უნდა წავსულიყავი ქეთად დაბადების დღის წვეულებაზე,როცა გზა გადამიჭრა მანანამ და ეჭვისთვალით შემომხედა..
-ამ დროს სად მიდიხარ?-ირონიულდ გამეცინა.. ამდენი ხანია ამ სახლში ვცხოვრობდი,მაგრამ ამ ქალმა ახლა შემამჩნია..
-ანგარიშის ცაბარებას მთხოვთ ქალბატონო მანანა?
-არ გთხოვ ძვირფასო.. მოვითხოვ!-მისმა აბეზარმა საქციელმა გამაღიზიანა ამიტომ მობილური ავიღე და შეთეს დავურეკე..
-ძვირფასო,რესტორანში მივდივარ ქეთას წვეულებაზე..-ეს რაც მე გავაკეთე იყო ორი კურდღლის ერთად დაჭერა. მანანას მისი „მოთხოვნისამებრ“ არ ჩავაბარე ანგარიში,მე ჩემი მეუღლე ჩავაყენე საქმის კურსში და მანანამ უბრალოს დაუბარს მოჰკრა ყური,ამიტომ იძულებული გახდებოდა,გზიდან ჩამომცლოდა.
-ასეთ დროს?-მკითხა შეთემ.
-კი ძვირფასო..
-კარგი.. ძალიანაც ნუ დააგვიანებ.დროებით..-ტელეფონი გამითიშაა შეთემ მანანა კი უკმაყოფილო სახით ჩამომეცალა გზიდან..
გამარჯვებულის მზერით დავტოვე სახლი.
გიორგიმ როგორც ჯელტმენმა მიმაცია რესტორნამდე და ჩემი მოსასხამიც კი გარდერობში ჩააბარა..
-ქალბატონო გარეთ დაგელოდებით.-გიორგისგან ვგრძნობდი მოწიწებულ საუბარს და ეს არ იყო მხოლოდ იქედან გამოწვეული, რომ მე მისი ბატონის ცოლი ვიყავი.. მან აფექტურ მდგომარეობაში მნახა და იცოდა რაოდენ მტკიოდა შეთესთან განშორება..
-გიორგი..-დავუძახე,როცა გარეთ გადიოდა და მაშინვე მობრუნდა.-ანაბელი დამიძახე და გარეთაც ნუ დამელოდები.. თავად მოვალ
-არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია?
-სახელით მომართვა და ასევე აქ თქვენი დატოვება,ბატონი..
-ბატოთან მე მოვაგვარებ! და სახელით მომმართე ესეც ბრძანებად ჩათვალე.-ზურგი ვაქციე და სტუმრებით სავსე დარბაზში შევედი.
ძალიან გაუხარდათ გოგონებს ჩემი დანახვა,ასევე ქალბატონ მაიკოსაც (ქეთას დედა).. თითქოს ახლა უფრო მეტი საერთო მქონდა მაიკოსთან.. ისიც ჩემსავეთ ღარიბი ოჯახიდან გაჰყვა ძალიან მდიდარ მამაკაცს,თუმცა მეეჭვება ისეთ საქმეებში ყოფილიყო ბატონი თემო,როგორშიც ჩემი ქმარია გასვრილი..
დიდი სითბოს ვგრძნობდი თითოეული მათგანისაგან,ნაცნობებისა თუ უცნობებისაგან..
ბევრი ვიხალისეთ,ალკოჰოლიც კი დავლიე.. უტა თავს მარიდებდა და ეს ჩემთვის სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას.ნათიაც კი აღარ ატლიკინებდა ენას,რადგან გაიგო რომ მისი ინტელიგენტი და დახვეწიი საბუკა,ჩემი მეუღლის დაცვის წევრი იყო.
ცეკვისაგან გადაღლილები სუფრას შემოუსხდნენ,როცა ვალსის ხმა გაისმა,არავინ გაჰკარებია საცეკვაო მოედანს, მაგრამ ორკესტრი აგრძელებდა დაკვრას,სხვა მაგიდიდან უცნობი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ჩემს წინ გაჩერდა..
-ქალბატონო შეიძლება ვიცეკოთ?-შემომთააზა და ხელი გამომიწოდა.მამაკაცს ავხედე,საკმაოდ მაღალი,მშვენიერი პრისახის მამაკაცი,მდიდრულ ფრაკში გამოწყობილი იდგა და მეგობრულად მიღიმოდა..


პ.ს მეგობრებო სწრაფად გამოვაქვეყნე რედაქტირება ვერ მოვასწარი..
იმედია მოგწონთ.. ხოლო ამ თავის დასასრულს რაც შეეხება არ მინდა დაგაბნიოთ,ეს არ არის "ახალი ბიჭი" ანაბელისათვის თუმცა საკმაოდ დიდ არეულობას გამოიწვევს (მაგრამ არა პირადში)



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა და სიყვარულით სავსე,

 


№2 სტუმარი Ucnobi

ძალიან მაგარია, ასეთი კარგი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხავს, არც შეცდომები არ გაქვს, ყოჩაღ და წარმატებები!

 


№3 სტუმარი ლია

კარგად წერ.საუკეთესო ხარ

მიყვარხარ. ამ ისტორიაში შენს ლამაზ სულს ვხედავ.❤❤❤

 


№4  offline მოდერი The Dreamer

ლია
კარგად წერ.საუკეთესო ხარ

მიყვარხარ. ამ ისტორიაში შენს ლამაზ სულს ვხედავ.❤❤❤

მადლპბა ჩემო საყვარელო ასეთი სიტყვებისათვის kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ გოგოს ოჯახი სადაა, ნუთუ მამას არ აინტერესებს შვილის ბედი? მითუმეტეს, მას აქვს ისეთი კავშირები, რომ აუცილებლად ეცოდინებოდა შეთეს შესახებ. ან ტასო რა სტატუსითაა ამდენი წლის შემდეგ იმ ოჯახში. ბოლოს როგორც მახსოვს შეთეს ცოლად მიყვებოდა. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვისნიშანი დამიტოვა ამ თავმა. მომდევნო თავში რამდენად საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ეს მაინტერესებს

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ახალს როდის დადებ

 


№7 სტუმარი სტუმარი The dreamer

სტუმარი მარიამი
ახალს როდის დადებ

ხვალ შუადღეს დაიდება მომდევნო თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent