ეკიპაჟი! (თავი 3.)
დილით მშობლებმა დიდი ცერემონიით გამაცილეს აეროპორტისკენ. დედას ერთი-ორი ცრემლიც ჩამოუგორდა. აეროპორტში მისულმა მთელი რიგი პროცედურები გავიარე და როგორც იქნა ნატალიასთან ერთად აეროდრომზე გავედი. იქვე იდგა ჩვენი სილამაზეც და საწვავით ივსებოდა. -სანდრა შენ კუდს მიხედე, მე და ვიკა წინ ვიქნებით. -ნატალიამ ჩვენთან ერთად მომვალ გოგონას უთხრა და ბორტზე ავიდა. კაბინასთან ლაშა დაგვხვდა.. -ძალიან გიხდება ფორმა.-გამიცინა და გადამკოცნა.. -ლაშა, ჩემ ვიკას თავი დაანებე მიხედე საქმეს..-ნატალია ჩადგა ჩენს შორის.. ონიანს მოვშორდით თუ არა მე მომიბრუნდა.-კაპიტანს არ მოსწონს ბორტზე ესეთი რამეები, ცოტა უცნაური კაცია. შეიძლება რამე ცუდი გითხრას და გაწყენინოს. ამიტომ ეცადე ბორტზე ლაშასგან ცოტა მოშორებით იყო. ვიცი ახალგაზრდები ხართ და მოგეწონათ ერთმანეთი.. თან ჩვენი პილოტი სიმპატიური და ძალიან კარგი ბიჭიაა.-სირცხვილისგან გავწითლდი.. -კაი ვიკა იმისთვის კი არ მითქვამს რომ შეგრცხვენოდა.. -მესმის ნატ. გავითვალისწინებ აუცილელად-გავუღიმე - ეხლა მითხარი მე რა გავაკეთო..- მითითებები მომცა ნატალიამ და მაშინვე დავიწე მისი შესრულება. ერთი საათი სწრაფად გავიდა, ხალხმაც დაიწყო ხომალდზე ამოსვლა.პირველი დღე...პირველი ემოციები, ეს იყო საოცარი გრძნობა, იმის შეგრძნება რომ მიზანი მიღწეულია, ოცნება ასრულებულია და მე ბედნიერი ვარ. ხალხს მომღიმარი სახით დავხვდი და დავეხმარე ადგილების მოძებნაში, ზოგს ჩანთა შევანახინე.. ბორტის კარები დაილუქა, მე სავარძლებს შორის დავდექი, გაისმა კაპიტანის ხავერდოვანი ხმა.. - მისი ხმა რატომ მაღელვებს?.-გავიფიქრე და მისი სიტყვების ჟესტიკულაციით გავიმეორე.. აი ისიც პირველი აფრენა.. უკვე ჰაერში ვართ და მე ჯერ კიდე სიზმარი მგონია.. ძალიან ლამაზი სიზმარი.! 5 საათი სრულ ბენიერებაში გავატარე, რომ იცოდეთ რა სასიამოვნოა იმ საქმის კეთება რაც გიყვარს.! თან მთელი არსებით. სრული განცხრომიდან ისევ იმ ხმამ გამომარკვია რომელმაც გამოაცხადდა რომ ლონდონის საერთაშორისო აეროპორში ვეშვებოდით. ხალხს გამოვუცადე რომ უსაფრთცოების ღვედი შეეკრათ, სკამები პირველად მდგომარეობაში მოეყვანათ. საბუთები მოვაწესრიგეთ და მთელი ეკიპაჟი ერთად გავედით აეროდრომიდან, ლაშა ჩემს გვერდით მოდიოდა. -აბა ლამაზო და მშვენიერო, როგორი იყო პირველი ფრენა.. რა ემოციები იგრძენი?-ჩემი პატარა ჩემოდანი გამომართვა და მომხიბლელად გამიღიმა. რატომღაც თვალი დაჩისკენ გამექცა, აუღელვებლად მიაბიჯებდა და არც კი გვაქცევდა ყურადღებას. -ძალიან კარგი იყო, ასეთ გრძნობას არ ველოდი. -სიტყვებით მიჭირდა იმ გრძნობის გადმოცემა რასაც ნამდვილად ვგრძნობდი. - ვიკა საღამოს..-დაჩიმ შეაწყვეტინა. - ონიანი გამომყევი..- მკაცრად უთხრა.. -კაი ვიკა არ გვაცდიან საუბარს, მოკლედ დღეს საღამოს სასტუმროს რესტორანში დავილაპარაკოთ კარგად. -ჩანთა გამოვართვი და გავუღიმე. ნატალის ამოვუდექი გვერდით და შორიდან ვადევნედდი თვალს ამ ორ განსხვავებულ მამაკაცს. სასტუმროში მისულმა მაშინ ვიგრძენი დაღლა. ჩემოდანი იქვე კარებთან მივაყუდე და სააბაზანოში შევედი, ფორმა საკიდზე ჩამოვკიდე და თეთრი ფუმფულა ხალათი ჩავიცვი.. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და მეც მშვიდად გავაღე. ზღურბლს იქით ჯერ კიდევ ფორმაში გამოწყბილი კაპიტანი დამხვდა, მთლად დავიბენი და ჩემმა იმდროინდელმა ჩაცმულობამ სულ უფრო ამაწითლა.. -ბოდიში ცუდ დროს მოვედი.. -თავი დაბლა დახარა. ღმერთო როგორ შეუძლია ამ კაცს ხასიათის ცვლა. სულ სხვანაირი იდგა ჩემს წინაშე ის კაპიტანი და უფროსი კი არა უბრალო დაჩი ლიპარტელიანი იყო. -არაუშავრს..-დიდი პაუზის შემდეგ ვუთხარი.-რით შემიძლია დაგეხმაროთ. - მოურიდებლად, როგორც ვაგონში ისე მივაშტერდი მის თვალებს, რომელმაც მზერა ჯერ ჩემს ტუცცებზე გადაიტანა, შემდეგ კი უფრო დაბლა მიყვეოდა, მაგრამ უცებ გამოერკვია და ისევ თვალებს დაუბრუნდა. -საღამოს ყველა ერთად ვაპირეთ ვახშმობას 10 საათზე გელოდებით დაბლა.-მშვიდი აუღელვებელი ტონით მითხრა და ისე წავიდა პასუხი არც მოუსმენია. კარები მივხურე, ზურგით ავეკარი, სახე მოვისრისე და ისევ აბაზანისკენ გავემართე, წყალი უკვე ავსებული დამხვდა და მეც მშვიდად ჩავწექი, თვალები დავხუჭე. მთელი გონიბით ხან ლაშასთან ვიყავი ხან კი ჩვენს უსიმპატიურეს კაპიტანთან. სველი თმით აივანზე ვიდექი და დედას ველაპარაკებოდი. -აბა ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ?-გამოჩნდა ჩემი უთბილესი დედა და მალევე მამაც მიუჯდა გვერდით. -აუუ რავი აბა ისეთ მაგარია რომ არ ვიცი ვერ ავღწერ.-აღფრთოვანებული ვუყვებოდი ყველაფერს, ისინიც გულისყურით მისმევდნენ და ჩემთან ერთად ბედნიერდებოდნენ. აივანზე დავდიოდი წინდაუკან სიცილი შემაშრა როცა მისი მკაცრი მზერა დავინახე. -დედა რა მოხდა..-მაშინვენვე ჩამეძია თაკო როცა ჩემი სახე დაინახა.. -არაფერი დე.. -ისევ ტელეფონს დავხედე.-გკოცნით წავედი, მიყვარხართ-კოცნა გავუგზავნე და ტელეფონი გავთიშე, ისევ მისკენ გავიხედე, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. რატომ მიყურებდა ხან თბილად ხანაც ისეთი მკაცრი მზერით რომელიც სულს მიფორიაქებდა.. ოთახში შევედი და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.. -ნეტა გამაგებინა რა გინდა. რას მერჩი..-ხმამაღლა ამოვილაპარაკე და თმის მშრალება დავიწყე.. რამდენიმე ხანში უკვე მზად ვიყავი, შავი ტყავის ელასტიკი და თეთრი გრძელი პერანგი ჩავიცვი, ოდნავ დეკოლტით. დაბბლა ჩავედი, ჩემს გარდა ყველა შეკრებილიყო ერთი დიდი მაგიდის გარშემო, გვერდით მივუჯექი ლაშას, რომელსაც საგულდაგულოდ შეენახა ჩემთვის ადგილი, მაგრამ პირისპირ ლიპარტელიანის წინ ავღმოვჩნდი. -ჩვენ რაღაცეები შევუკვეთეთ..- ხელი ხელზე ნაზად დამადო.- რამეს ხომ არ დაამატებდი შენ ან რამეს ხომ არ დალევ? - არა ალკოჰოლთან ნაჩხუბარი ვარ..-გამეცინა. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ოლოს მაგიდის გარშემო მე ლაშა და ნატალია დავრჩით.. ჩემი ყურადღები მთლიანად ონიანისკენ იყო მიპყრობილი და ვცდილობდი საგულდაგულოდ დამემალა ჩემი აფორიაქება რომელიც დაჩის დაჟინებულ მზერას გამოეწვია.. რამდენჯერმე შეუკვეთა ვისკი ყინულით და ერთი გადაკვრით დაცალა, მიკვირდა ხვალ რეისსი გვქონდა და მას ეს სულ არ აღელვებდა. -ბატონო დაჩი თქვვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს შეიძება?-ხმადაბლა ვიკითხე და პასუხის მოლოდინში დამფრთხალმა ლაშას შევხედე. ქვევიდან ამომხედა მისი შავი თვალებით და მანიშნა გისმენო. -დიდი ხანია რაც ამ სფეროში მუშაობთ? -10 წელია.-მოკლედ მომიჭრა. დაჟინებით მომაჩერდა და მეც გამიქრა იმის სურვილი რომ მასთან საუბარი გამეგრძელებინა. -უი დაჩი იმ დღეს შენი მეუღლე შემხვდა მოლში..-ეს რამდენიმე სიტყვა წუილივით ჩამესმა ყურში და ისედაც მიუწვდომელი იყო ეს კაცი და ახლა.. ახლა? -მეუღლეე?-წამიერად ვერ მოვთოკა თავი და ეს უცნაური კითხვა დავსვი. აი როგორც იქნა დავიმსახურე მისი ყურადღება.. -ხო რა იყო?-ირონიულად გამიღიმა თითქოს ესიამოვნა მისით რომ დავინტერესდი.. -არა უბრალოდ თქვენს ხელზე ბეჭედი არ შემიმჩნევია.. -თავი დავხარე და ნერვიულად დავიწყე ხელების ფშვნეტა. -რამდენიმე დღის წინ დავკარგე.. -ჭიქიდან სასმლის ბოლო წვეთები გამოცალა.-ბოდიშით მე დაგტოვებთ. ღამე მშვიდობისა .-ეს ბოლო სიტყვები კბილების ღჭიალით წარმოთქვა თან ისე რომ თვალები წამითაც არ მოუშორეია ჩემგან.. დამენანა, დიახ მისი გული დამენანა რომელიც უკვე დაკავებული იყო და მე პატარა გოგოს არანაირი შანსი არ მქონდა.. ან რომელ შანზე იყო ლაპარაკი, აშკარა იყო არ ვეხატებოდი გულზე. ღმერთო ოღონდ ეს გრძნობა არ შემომეპაროს რომელიც სამუდამოდ მატკენს გულს, ღერთო ასე არ გამწირო. გულში საკუთარ თავს ვანუგეშედი და ლაშას სიტყვეი ბუნდვნად აღწევდა ჩემამდე. -ისე ძალიან უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს დაჩი..-მის სახელზე გამოვერკვიე. -ხო მგონი ცოლთან აქვს დაძაბული ურთიერთობა..-ნატალიამ კიდევ ერთხელ თავისდაუნებურად და ჩემდა გასაკვირად მატკინა გული. -ისე იცნობ ნატალია მის ცოლს??-კითვა ჩავაკვეხე. -კი ადრე ჩვენთან მუშაობდა ისიც ბორტგამცილებელი იყო, სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი. ძალიან ლამაზია ანა.. -ლამაზია.. -ჩემდაუნებურად გავიმეორე. -ხო ლამაზია, თან ძალიან კეთილი და კარგი გოგოა მოკლედ. -წამოდგა.-აბა ბავშვებო მე დაგტოვებთ, დიდხანს არ გაჩერდეთ ხვალ დილით გამოძინებულები უნდა იყოთ-გაგვიღიმა და თვალი ჩამიკრა.. -ღამემშვიდოისა.-ორივემ ერთად ვუთხარით. დავრჩით მე და ლაშა მარტო. -ძლივს.-ამოისუნთქა.-იმენა არ მაღირსეს შენთან მარტო დარჩენა.-ჩემი ხელი მუჭში მოიქცია და ნაზად მაკოცა, უხერხულად ვიგრძენი თავი. რაღაც ცუდად გამომდიოდა მასთან, არ იყო იმის ღირსი მის გვერდით სხვა კაცის კოცნაზე და თვალებზე მეფიქრა. -ლაშა არ გეწყინოს რაა. -ტუჩები უხერხულად გავაცმაცუნე.-ძალიან დავიღალე და იქნებ ჩვენც დავბრუნდეთ ნომრებში. -კაი როგორც იტყვი პატარავ.-წამოდგა და მეც გავყევი, ლიფტში უხერხული სიჩუმე იდგა ჩვენს შორის, თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი. ოთახამდე მიმაცილა, დამშვიდობებას ვაპირებდი მისი ხელი წელზე რომ ვიგრძენი. ვიუხერხულე, გაეღიმა ჩემს საქციელზე. -ნუ გეშინია არაფერს ისეთს არ ვაპირებ-ნეტა შენ თვალეზე გავგიჯებულიყავი ლაშა, ნეტა შენ ყოფილიყავი ჩემი ფორიაქის მიზეზი.. გულდაწყვეტილი ვფიქროდი. კოცნა დამიტოვა ღიმილის კუთხეში და ოთახში შემაცილა, ვერც შევეწინააღმდეგე, გაქვავებული ვიდექი და საკუთარ საქციელზე ნერვებ მოშლილი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა...ოთახში მარტო თავთან დარჩენილს უფრო ძლიერ მეტკინა გული. იმედი გამიცრუვდა, იმედი იმისა რომ ოდესმე მე მისი.. -ღმერთო ვიკა რას ბოდიალობ.. -ძალით გამეცინა.-რა მისი ვერ ხედავ კაცს ცოლი ყავს და შენ ცალ წიხლე კიდიხარ.. -კარებზე უხეში კაკუნი გავიგე და მეც მაშინვე გავაღე.წამის მეასედში გაჩნდა ჩემს წინ და შემდეგ კარებზე აკრული მე მის მკლავებში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.