შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [25]


31-10-2018, 00:45
ავტორი მე♥
ნანახია 12 977

"24_ე თავის ბოლო ეპიზოდი"

-კვერცხის შეწვა გთხოვე და არა დაბრაწვა..._აღრენილმა გამოართვა კვერცხიანი ტაფა და გაზქურაზე დადო.
-ლოლა, ეგ ჩემი წილია, შენი ჯერ არ მომიმზადებია. _
-ა, ბოდიში. _მორიდებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. _წავალ მე ტელევიზორს ვუყურებ, რომ მორჩები დამიძახე. _შერცხვენილმა უკან დაიხია და სამზარეულოს მოშორდა.
-არა, უშენოდ ვაპირებდი ჭამას.
-შენი ტელეფონი რეკავს. _მისაღების მაგიდაზე აცეკვებულ ტელეფონს გახედა ლოლამ. _მოგიტან. _დანაშაულის გამოსასყიდად მამაკაცის გულის მოგება ამ გზით სცადა. ტელეფონი აიღო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა თარაშისკენ ისე რომ ეკრანისთვის არც კი დაუხედავს.
-გისმენ თაკო. _ნაცნობი სახელის გაგონებისას გაბადრულს ღიმილი სახეზე მიეყინა, _კარგად შენ?
-თაკო..._გაღიზიანებულმა გამოაჯავრა და დივნისკენ წავიდა._ძალიან არ მინდა ჩემი აქ ყოფნა მძიმე დანაშაულით დასრულდეს ასე რომ ყველა ქალმა იცოდეს თავისი ადგილი!_თვისთვის იგესლებოდა და დაღრენილი მისჩერებოდა მერლანს.
-დღე? არ ვიცი, ლოლას ვკითხავ და თუ შეძლებს აუცილებლად მოვალთ.
-როგორ გაახარე. _სიცილით ჩაიჩურჩულა ლოლამ და ფეხი ფეხზე გადადებული ტელევიზორისკენ მიტრიალდა. _ლოლასთან ერთად რომ დაგინახავს გულზე მურმანის ეკლები დასათვლელ

25_ე თავი

როგორც კი თარაშმა ტელეფონი გათიშა ლოლამ უინტერესო გამომეტყველება მიიღო და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა. მერლანი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დივანს.
ოთახში გამეფებული დუმილით შეწუხებულმა ხმამაღლა ამოიხვნეშა და ცალი თვალი ჩუმად გააპარა მამაკაცისკენ. მერლანი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უყურებდა ცნობისმოყვარედ აცახცახებულ მხრებს და ტუჩის კუთხეში ცინიკურად იღიმოდა.

-ვინ იყო?_სხვათაშორის იკითხა ლოლამ და ცალი წარბი შეათამაშა. თარაშმა ხმადაბლა ჩაახველა. _კარგი და რა უნდოდა?_მიხვდა რომ თავის გასულელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

-დაბადების დღეზე დაგვპატიჟა.

-დაგპატიჟა!_შეუსწორა და ფეხზე წამოდგა. _დარწმუნებული ვარ სახე მოეღრიცა როდესაც უთხარი რომ ჩემთან ერთად მიხვიდოდი.

-ანუ ჩემი თქმის გარეშეც იცი ვინ იყო და რა უნდოდა._ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით აიფუზა ლოლა და შერცხვენილმა ტუჩები წინ გამოსწია.

-არ გვინდა წვრილმანებზე გამოკიდება. _თავის ქნევით სცადა თემის შეცვლა. _თუ წავალთ იცოდე ოდნავადაც რომ გაგეპრანჭოს აუცილებლად გავცემ პასუხს და არ მინდა რომ ეს შენთვის მოულოდენლი იყოს!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა ქირიამ. თარაშმა მხრები აიჩეჩა და დივნის საზურგეზე ჩამოჯდა. _ზუსტად ვიცი რომ გაგეპრანჭება. _კმაყოფილმა დააყოლა, თარაშთან მივიდა ფეხები მხრების სიგანეზე გაშალა და მამაკაცის მუხლებზე მოკალათდა. _და სანამ თიკუნიასთან წავალთ რაიმეთი ხომ არ დავკავებულიყავით?_ეშმაკური ხმით ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-კვერცხი გამიცივდება. _ერთი ხელის მოძრაობით გადასვა ლოლას სუსტი სხეული დივნის საზურგეზე და სამზარეულოსკენ წავიდა ფხუკუნით.

-სერიოზულად?!_გაოგნებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მამაკაცს დააკვირდა. თარაშმა პურის ნატეხი ყბაში გაიქანა და თავის ქნევით დაუდასტურა მისი “გადაწყვეტილება”. _კარგი, მე სააბაზანოში შევიდვარ._აგრესიულად მიაძახა და სააბაზანოსკენ წავიდა.

***
-არა, ეს ზედმეტად გამომწვევია და თან რაღაცნაირად ქალურს მხდის. _უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მკერდთან საკმადო შეხნილი მოკლე კაბა საწოლზე გადაფინა. _ცოტა თავისუფალი და რაც მთავარია სექსუალური მჭირდება რაიმე. _წარბები შეათამაშა და გარდერობში გამოკიდებული კაბები შეათვალიერა. ბევრი ფიქრის მიუხედავად ბოლოს არჩევანი ისევ ჯინსის შარვალზე, კედებზე და შავ ატლასის მაისურზე შეაჩარა. საკუთარი არჩევანით ცოტა გაკვირვებულმა სარკეში უნდობლად შეათვალიერა თავი და თარაშს გასძახა მისაღებში.

-დარწმუნებული არ ვარ რომ ასე უნდა წამოვიდე, მაგრამ თან მომწონს. თავისუფლად ვარ. როგორი სიტუაცია იქნება?_სწრაფად მიაყარა და ოთახის კართან მდგარს დააკვირდა._ჰა, რა სახე გაქვს... მიპასუხე!_დადუმებულ თარაშს მხარზე ხელი მიკრა და მის წინ დატრიალდა.

-კარგად ხარ, რაც მთავარია გიხდება და რა მნიშვნელობა აქვს სიტუაციას?!_თავის ქნევით ჩაილაპარაკა მერლანმა.

-აქვს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. _თავი გააქნია და მაისური გადაიძრო. _რომელ საათზე მივდივართ?

-ჯერ ადრეა. შვიდისთვის გავიდეთ.

-კარგი, მაშინ მე ჩემებს ვნახავ და საღამოს მოვალ. _თვალი ჩაუკრა, ტუჩის კუთხეში აკოცა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიტრიალდა.

***
-ძალიან შეიცვალა, თითქოს სულ სხვა ადამიანია. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა მარიტამ.

-და დარწმუნებული ხარ რომ მისი ცვლილება ოჯახის ზეგავლენით არის გამოწვეული?_დაეჭვებულმა მოჭუტა თვალები.

-არა, დარწმუნებული არაფერში ვარ. რამდენჯერაც ვნახე იმდენჯერ ძალიან ცივად მომიშორა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ეშინია.

-როგორც ყოველთვის ახლაც აბუქებ. _სიცილით გააქნია თავი ლოლამ და ცივი ყავა მოსვა.

-აი, შეგხვდება და დარწმუნდები რომ არაფერს არ ვაბუქებ. _თითის ქნევით გააფრთხილა გოგონა. _მართლა. შენ და თარაში როგორ ხართ? როგორ შეეგუეთ ერთმანეთს?_ეშმაკური ღიმილით იკითხა დაწარბები შეათამაშა.

-ხომ არ გავიწყდება რომ იტალიაშიც ერთად ვცხოვრობდით.

-ხო, მაგრამ ჩვენი ჰაერი ყველაფერს ცვლის. აქ სულ სხვანაირად იწყებ აზროვნებას. _ფხუკუნით დაამატა მარიტამ.

-დღეს თარაშის ყოფილი ცოლის ახლობელთან მივდივართ დაბადების დღეზე. _ღიმილით ჩაილაპარაკა ლოლამ.

-მოიცადე, თარაშის ყოფილი ცოლის ახლობელთან თუ თარაშიც ახლობელთან? დალაგებულად მომაწოდე ინფომრაცია._წარბწეულმა ჩაიდუდღუნა.

-ორივეს ახლობელთან.

-ბევრად უკეთესად ჟღერს. ეჭვიანობის მიზეზია?

-არა, თარაშს მის მიმართ ინტერესი არ აქვს. უბრალოდ ეს გოგო იმდენად არ მომწონს რომ დარწმუნებული ვარ კარგი ურთიერთობა ვერ გვექნება.

-მთავარია რომ თარაშს არ აინტერესებს დანარჩენი დარწმუნებული ვარ რომ უმნიშვნელოა.

***

-მზად ვარ!_სიცილით გახედა მისაღებში მჯდარ მამაკაცს. თარაში ხვნეშით წამოდგა ფეხზე. _არა, მოიცადე. ტუში მავიწყდებოდა. _მოულოდნელად წამოიძახა და ოთახში შევარდა. სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და დარწმუნდა რომ ტუში მართლაც დაავიწყდა. _ბოდიში, ორ წუთში გამოვალ. _მორიდებულმა გასძახა მამაკაცს.

ზუსტად ორ წუთში თარაშის წინ იდგა და კმაყოფილი უღიმოდა ლოდინისგან დაღლილ მერლანს.

-ხომ იცი რომ როგორც წესი ასე არ ხდება ხოლმე, უბრალოდ არჩეული მაისური დავსვარე და იძულებული გავხდი სხვა მომეძებნა. _დამნაშვემ ეშმაკური ღიმილით აათამაშა წარბები. _კარგი, გპირდები შემდეგში შენ დაგელოდები. _სიცილით მოხვია წელზე ხელი და კარისკენ უბიძგა.

***

-სახლში იხდის?

კორპუსთან მისულმა გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები. თარაშმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანიდან გადავიდა. როგორც წესი თაკოსნაირი გოგონები მსგავს წვეულებებს ყოველთვის დახურულ ბარში, ან რესტორანში მართავენ ხოლმე. კორპუსის მეექვსე სართულიდან მუსიკის და ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა.

-ყოველთვის მინდოდა ასეთი მშვიდი მეზობლები მყოლოდა. ჩემთან ოდნავაც რომ აუწიო ტელევიზორს პოლიციაში რეკავენ.

სიცილით დაასრულა და ლიფტში შევიდა. თარაშმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ღილაკს მიაჭირა თითი. ლოლა ცნობისმოყვარე მზერით ათვალიერებდა ლიფტს, თითქოს და აქ რაიმე ისეთს იპოვის რასაც თაკოსთან დააკავშირებსო. როგორც კი ლიფტის კარი გაიღო ალკოჰოლის სურნელი ეცა, სახე უკმაყოფილოდ დამანჭა და ლიფტიდან გავიდა. სახლის კართან რამდენიმე ბიჭი იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, თარაშის დანახვისას ორივე წელში გასწორდა და თავის დაკვრით მიესალმა მამაკაცს. ლოლამ თვალებდაქაჩულმა ჯერ ბიჭებს გადახედა და მერე მერლანს.

-მე მგონი შენი ეშინიათ. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და უკან მიიხედა. თარაშმა წელზე მსუბუქად მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა.

-სტუმრებიც მოსულან. _ნაცნობი ხმის გაგონებისას ტუჩები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და თავი თაკოსკენ მიატრიალა, არც მასპინძელს ჰქონდა გახარებული სახე, ლოლას ალმაცერად ათვალირებდა, თან ცალი თვალი ბედნიერს თარაშისკენ გაურბოდა. ქირიამ თავი დაბლა დახარა ცინიკური ღიმილი რომ დაეფარა და იატაკს დააჩერდა.

-დაბადების დღეს გილოცავ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მერლანმა და საჩუქარი გაუწოდა.

-მეც გილოცავ. _ღიმილით დაუქნია თავი.

-დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მომეწონება. _საჩუქარზე მიუთითა და ყუთი შეათამაშა.

-ძალიან გამიხარდება თუ მოგეწონება, ვეცადეთ. _ნიშნისმოგებით დაუკრა თავი და თარაშის ცინიკურად მომღიმარ სახეს ახედა. იუბილარმა ამრეზიით შეათვალიერა ლოლა და წარბწეულმა გადახედა სტუმრებს.

-კომფორტულად იგრძენით თავი, მე სტუმრებს მივხედავ და შემოგიერთდებით.

-მე მგონი ცოტა უხეში იყავი. _ხმადაბლა გადაულაპარაკა თარაშმა.

-სულაც არა, უბრალოდ მივახვედრე რომ მეტი საქმე არ გაქვს მაგის საჩუქარზე იფიქრო. _წარბწეულმა ჩაიჩურჩულა და სახლი მოათვალიერა. _შენი ყოფილი ცოლიც იქნება ალბათ ხომ?_ინტერესით იკითხა და მზერა თარაშზე გადაიტანა. მერლანმა წარბებშეჭმუხნულმა დახედა ქირიას.

-ალბათ, არ ვიცი.

-მე მგონი ეს ის ადგილი არ არის სადაც შენთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს გავიცნობ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლოლამ და თარაშს ღიმილით ახედა. მერლანმა თანხმობის ნიშნად თვალი ჩაუკრა და ხელი წელზე მოხვია.

-ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ჩვენთან სახლში გაიცნობ.

-თარაშ. _მამაკაცის ბოხი ბარიტონი მოესმა ლოლას. თავი ოდნავ მიატრიალა კაცისკენ და მოულოდელობისგან დაბნეულს ხველა აუტყდა. თარაშმა ჯერ მამაკაცს შეხედა, მერე ლოლას და ზურგზე ხელი მსუბუქად დაარტყა.

-კარგად ხარ?_ხმადაბლა კითხა და იქვე მაგიდაზე მდგარი წვენის ჭიქა მიაწოდა. ქირიამ ერთი ამოსუნთქვით დალია წვენი და წელში გასწორებულმა დაუქნია თავი.

-კი, კარგად ვარ. _ლუღლუღით უპასუხა და ცალი თვალი ნაცნობისკენ გააპარა.

-ბაჩო, როგორ ხარ?_მერლანი მამაკაცს მიუტრიალდა. ბაჩომ ცინიკური ღიმილით გადახედა ლოლას და ისევ თარაშზე გადაერთო.

-კარგად შენ როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ. ხომ ყველაფერი რიგზეა? _ცნობისმოყვარე მზერით იკითხა და თან ლოლაზე მიუთითა.

-კი, ყველაფერი კარგად არის. გაიცანი, ლოლა, ჩემი საცოლე. _მამაკაცს ღიმილი სახეზე მიეყინა. დაბნეულმა ააცეცა თვალები და წყვილს დაკვირვება დაუწყო.

-საცოლე?

-კი საცოლე.

-თარაშ, მე და ბაჩო ვიცნობთ ერთმანეთს. _ჩუმი ხმით ჩაერთო საუბარში ლოლა. _ჩემი კურსელი იყო. _თავისი ქმებით მამაკაცს მიახვედრა რომ მერლანთან დასამალი არაფერი არ ჰქონდა და ბაჩოს ცინიკური ღიმილი სულაც არ წარმოადგენდა მისთვის პრობლემას.

-ვფიქრობ მარტო კურსელები არ ყოფილხართ. _მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა. ლოლამ სიცილნარევი ხმით დაუდასტურა და წარბაწეულმა გადახედა ბაჩოს.

-ხო, იყო რაღაც, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი თავის დროზე დასრულდა. _რომ ახსენდება როგორი დამღლელი ფლირტი აკავშირებს ამ კაცთან საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები. _საბედნიეროდ. _კიდევ ერთხელ, თავისთვის ჩაიჩურჩულა და სტუმრებს გადახედა.

-ჩემ ქორწილში არ მოხვედი.

-არ ვიყავი საქართველოში, რომ ვყოფილიყავი აუცილებლად მოვიდოდი. წერილი ხომ მიიღე?

-მივიღე, მაგრამ მერჩვინა პირადად მოგელოცა.

-პირადად ახლა გილოცავთ, მთელი გულით. _გაუღიმა და მოლოცვის ნიშნად მხარზე ხელი მოუცაცუნა.

-გაიხარე, გაიხარე. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ბაჩომ და თვალი ჩაუკრა.

თარაში მშვიდი გამომეტყველებით აკვირდებოდა ორივეს და ტუჩის კუთხეში ღიმილს ვერ იკავებდა. ლოლამ როგორც კი მამაკაცის გამომეტყველება დააფიქსირა ბაჩოს შეეშვა და მთელი გონებით “საქმროსკენ” გადაერთო.

-კარგი, სხვა დროს გნახავთ. _ხელი დაუქნია და მათ ტერიტორიას გაეცალა.

-რატომღაც მეგონა რომ ცოტას მაინც იეჭვიანებდი. _მოღუშულმა ჩაიჩურჩულა.

-ბაჩოზე?! _გაკვირვებულმა გადახედა ლოლას. _ამის მიზეზი არცერთს არ მოგიციათ.

-ზოგჯერ ძალიან იდეალური ხარ._აბზუებულმა ჩაიდუდღუნა და ზურგი აქცია.

ზუსტად იცოდა რომ თარაშის ყოფილი ცოლის დანახვისას განსაკუთრებული რეაქცია არ ექნებოდა, მაგრამ რატომღაც მის მიმართ გაჩენილ ინტერესს ვერაფერი ვერ მოუხერხა. მერლანმა ძალიან კარგად აუხსნა ცირასთან ურთიერთობის მიზეზი და შესაბამისად ლოლას კითხვები აღარ აქვს, არც ეჭვიანობის მიზეზი აქვს, თარაშს ბოლომდე ენდობა და იცის რომ მისი აქ ყოფნა დისკომფორტს არ შექმნის.

***
-ლოლა, თარაში სად არის?_იუბილარი ღიმილით გავიდა აივანზე. ქირიამ ჯერ მის გვერდით მდგარი ქალი შეათვალიერა და მერე დაფიქრდა დასმულ კითხვაზე.

-თავის მეგობარს გაჰყვა, ტაქსიში ჩავსვამ და ამოვალო. _აივნიდან გადაიხედა და თან ცალი თვალი გოგონებს დაასო.

-უჩემოდ რომელი მათგანი წავიდა?!_გაკვირვებულმა შეიცახა და მოაჯირს დაყრდნობილმა ეზოში გადაიხედა. _გიგლა. _თარაშის გვერდით მდგარი დაბანცალებული ბიჭის დანახვისას სიცილით გადააქნია თავი. _გაიცანით, ლოლა თარაშის მეგობარი გოგო. თარაშის ყოფილი ცოლი, ცირა. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და წარბების თამაშით გააცნო გოგონებს ერთმანეთი.

-სასიამოვნოა. _მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ჩაიჩურჩულა ლოლამ. ცირამაც ღიმილით დაუქნია თავი და თვალების ბრიალით გადახედა მეგობარს.

-ძალიან გამიხარდა თარაშის კარგად ყოფნის ამბავი რომ გავიგე. იმსახურებს ბედნიერებას. _ცირას გულწრფელი სიტყვების მოსმენისას სულ გადაავიწყდა მარიტასთან მასზე საუბრის დროს რამდენი ცუდი და არასასიამოვნო რამ გაივლო გულში.
თქმით არაფერი არ უთქვამს გაბადრული უქნევდა თავს.

-სულ ვფიქრობდი რომ თარაშის ყოფილი ცოლი ჩემთვის უსიამოვნო ადამიანი იქნებოდა არა იმიტომ, რომ რაიმე დაბრკოლებას შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენი ურთიერთობისთვის, უბრალოდ ხასიათებით ვერ შევეწყობოდით. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მომღიმარ ცირას დააკვირდა, თაკო დაბღვერილი უყურებდა ჯერ ერთს, მერე მეორეს.

-დადაქალდით?_მოულოდელად იკითხა და ყბადავარდნილმა, თვალებდაქაჩულა ცირას მხარზე უჩქმიტა.

-არა!. _თაკოს არაადეკვატური კითხვა ხუმრობით სცადა დაეფარა, ცირა უხერხულად შეიშმუშნა და მეგობრის ქცევის გამო ლოლას თვალებით მოუბოდიშა, მერე კი თაკო გაიყვანა.

-მოიწყინე? _ხმაურიან მისაღებ ოთახში მარტო მდგარს უკნიდან თარაშის ხმა მოესმა. სწრაფად მიტრიალდა მისკენ და გაბადრულმა გააქნია თავი.

-პირიქით, კარგი საქმე გავაკეთე. ცირა გავიცანი, თაკოს ბევრად სჯობია. _სხარტად მოახსენა და წარბები შეათამაშა.

-ცირას კარგი ხასიათი აქვს, კი. _დაუდასტურა და მის გვერდით დადგა.

-და რატომ არ შეგიყვარდა?_ინტერესით წამოაყრანტალა და ცნობისმოყვარე თვალით ახედა.

-ალბათ იმიტომ, რომ უხასიათო გოგონები მომწონს. _ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და ცხვირზე თითი დაჰკრა. ლოლამ კმაყოფილმა ჩაიხითხითა და ტუჩები ეშმაკურად შეათამაშა.

-ანუ მე უხასიათო ვარ?! _მოჩვენებით იწყინა, არა და რეალურად საკუთარ ხასიათზე საერთოდ არ ეფიქრებოდა, მთავარი თარაშის სიტყვები იყო რომელმაც ძალიან გააბედნიერა.

-ეგრე გამომივიდა. _დაუდასტურა და ხელი წელზე მოხვია. _ხომ არ წავიდეთ?_სწრაფად შეცვალა თემა. ქირიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალები ააფახუნა.


***

-მე მგონი შენი მეგობარი თაკო ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავტოვეთ. _ცინიზმს არ წყვეტდა ლოლა და გველივით იგესლებოდა. თარაშმა სიცილით გააქნია თავი, შარვალი გაიხადა და სკამზე გადაკიდა.

-მოდი, თაკოზე საუბარს შევეშვათ და დავიძინოთ, ძალიან დავიღალე. _თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ წავიდა. _წყალს გადავივლებ.

-არ გშია?_შეწუხებულმა შეჭმუხნა წარბები და ტუჩგადატრიალებული მიაჩერდა მერლანს.

-ცოტა, მაგრამ ჯერ წყალი უნდა გადავივლო.

-კარგი, მაშინ მე მანამდე რაიმეს შევუკვეთავ... რას შეჭამ?_სწრაფად დასწვდა ტელეფონს და სწრაფი კვების ობიექტების ნომრების ძებნა დაიწყო.

-რასაც მაჭმევ იმას შევჭამ.

ლოლამ სიცილით ესროლა რამდენიმე წუთის წინ გახდილი მაისური და ფეხმორთხმული დაჯდა იატაკზე.

-კარგი, მაშინ მოდი რაიმე ცხარე და გემრიელი მოვძებნოთ.

***
-ზუსტად საათ ნახევარია შეკვეთას ველოდებით. _პირსახოცი თავზე შემოიხვია და მოფუზული მოუჯდა თარაშს გვერდით. _სულ ასე აგვიანებენ ხოლმე?! იქნებ დავურეკოთ და ვკითხოთ. _შიმშილის და ლოდინისგან შეწუხებული ვეღარ ისვენებდა.

-არ ვიცი, დღეს პირველად შევუკვეთე. _მხრები აიჩეჩა თარაშმა. _დაელოდე, მოიტანენ.

-ხო, ველოდები... ველოდები, სხვა რა გზა მაქვს, მშია. _ცხვირაბზუებულმა ამოიდუდღუნა და ფეხზე წამოდგა. სამზარეულოსკენ წასული კარზე ზარის ხმამ შეაჩერა. გაბადრული სახით მიტრიალდა თარაშისკენ და კარისკენ სირბილით წავიდა. _მოიტანეს!_გახარებულმა გამოგლიჯა კარი, თან ცალი ხელით ჯიბიდან საჭირო თანხას იღებდა. მოულოდნელობის და გაკვირვებისგან ღიმილი სახეზე შეახმა. დაბნეულმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალების ფახუნით დააკვირდა თაკოს.

-თაკო?!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ლოლამ.

-ჩემთან ეს დაგრჩათ. _პატარა ყუთი გაუწოდა და თვალებით თარაშის ძებნა დაიწყო. ლოლამ თავი ოდნავ მიატრიალა უკან, როცა დარწმუნდა რომ მამაკაცი ისევ მისაღებში იყო გათამამებული მიუტრიალდა თაკოს. ახლა უკვე მზერა თაკოს უკან მდგარ კეპკიან ბიჭზე გადაიტანა, რომელსაც ხელში თეთრი პარკი ეჭირა.

-თქვენ შეუკვეთეთ?_მორიდებულმა, ხმადაბლა იკითხა და ლოლას დააკვირდა. ქირიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, პარკი გამოართვა და თანხა გაუწოდა.

-ხურდა დაიტოვეთ. _ღიმილით დაემშვიდობა ბიჭს. _თაკო, შემოდი მექსიკური კერძები შევუკვეთეთ და დაგვეწვიე. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა ლოლამ.

-მექსიკური?!_გაკვირვებულმა იკითხა._თარაშს მწარე კერძები არ უყვარს.

-არ უყვარდა.. რთულია მეგრელი საცოლე გყავდეს და ცხარე კერძები არ გიყვარდეს. _ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და კარს ოდნავ მოშორდა._არ დაგვეწვევი?

-არა, წავალ, დაღლილი ვარ, თანაც სახლში სტუმრები მელოდებიან.

-როგორც გინდა.

***
-შეკვეთა მოიტანეს და თაკოც მოჰყვა. უფრო სწორად ჯერ თაკო მოვიდა, ეს რაღაც მოიტანა და მერე შეკვეთა მოვიდა. _ყუთი თარაშს გაუწოდა. მამაკაცმა დაბნეულმა იტაცა მარჯვენა ხელი ჯიბეზე, თუმცა სავარაუდოდ გაახსენდა რომ ხალათის ამარა იჯდა და ჯინსის შარვალის ჯიბე მისგან ძალიან შორს იყო. _რა არის?_ინტერესით იკითხა და სანამ თარაში ყუთს გამოართმევდა შეათვალიერა. _ბეჭდის ყუთს გავს, ხელი უნდა მთხოვო?_სიცილით იკითხა და ყუთი დივნის საზურგეზე დადო. _მე გავამზადებ და მოვიტან._თარაშის პასუხს არც დალოდებია ისე გატრიალდა სამზარეულოსკენ.

-ხო, ხელი უნდა გთხოვო. _ცინიკური ღიმილით დაუბრუნა მერლანმა პასუხი, ყუთი ხალათის ჯიბეში ჩაიდო და ტელევიზორის ეკრანს მიუბრუნდა.

-თაკომ მითხრა რომ ცხარე საჭმელი არ გიყვარს. _მისაღებში დაბრუნებულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-სიყვარულით არ მიყვარს, მაგრამ ზოგ კერძში მომწონს.

-ძალიანაც კარგი, მექსიკურ კერძებს უხდება. _უკმაყოფილოდ ასწია ცალი წარბი, არ ესიამოვნა თაკოს სიტყვები რომ გამართლდა.

ინტერესით აკვირდებოდა თარაშს და ცდილობდა მამაკაცის სახის გამომეტყველებით მიმხვდარიყო რამდენად მადიანად მიირთმევდა მერლანი ცხარე კერძებს. დაჭმუჭნული და შეწუხებული მზერა რომ ვერა და ვერ შენიშნა შვებით ამოისუნთქა და ჭამა განაგრძო.

მთელი გონებით და გულით იმ პატარა ყუთზე ფიქრობდა თარაშის ხალათის ჯიბეში რომ იდო. ვერ ხვდებოდა ყუთი რანაირად დარჩა თაკოსთან, როგორც წესი ასეთ ნივთებს ყველგან არ აფრიალებენ და მითუმეტეს არ ტოვებენ. აზრი რომ თარაშმა ხელი უნდა სთხოვოს ცოტა არ იყოს და აშინებს, ზუსტად იცის რომ ჯერ ამისთვის მზად არ არის, თანაც ორივეს დაფიქსირებული აქვს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია და იცის რომ არც თარაშს არ აწყობს ამ ეტაპზე ცოლიანი მამაკაცის სტატუსი მოირგოს.
ლოლასაც უფრო სხვანაირად წარმოუდგენია მისი ცხოვრება ამ ასაკში, ჯერ არ არის მზად საქართველოში ცხოვრებისთვის, თანაც გათხოვილი ქალის ამპლუაში.
მაგრამ რა ქნას რომ გულის სიღრმეში ზუსტად ისე უნდა იმ ბეჭდის თითზე მორგება რომელიც ყუთშია, მაგრამ რატომ გადაწყვიტა რომ ყუთში აუცილებლად ნიშნობის ბეჭედია, იქნება აბურდული კულონია, ან სამაჯური. რა აუცილებელია პატარა ყუთში ბეჭედი იდოს.
როცა მიხვდა რომ აზრების გაფანტვას იწყებდა საკუთარ თავს მაქსიმალურად შეუწყო ხელი ამაში და დაფეთებული წამოხტა ფეხზე. მისი ქცევით დაბნეულ თარაშს ლუკმა მარცხენა მხარეს გაუჩერდა.

-რა მოხდა?_ოდნავ ჩაახველა მამაკაცმა და წყალი მოსვა.

-გინდა ამ დღეებში სადმე წავალ. _ეშმაკური ღიმილით ჩაიჩურჩულა, საკუთარ თავს ვერ ცნობს.

-სად უნდა წახვიდე, ან მე რატომ უნდა მინდოდეს შენი წასვლა?_მამაკაცი აშკარად დაიბნა, რაც ლოლას სულაც არ ესიამოვნა.

-რა ვიცი, იქნებ მარტო გინდა ყოფნა, ან იქნებ რაიმეს გაკეთება გინდა სახლში.

ცალწარბაწეული აპარებდა მისთვის რატომღაც უკვე დაგეგმილ სიურპრიზს და ხელის თხოვნის ცერემონიალს.

-არა, არაფერი დამიგეგმავს, ასე რომ შეგიძლია სახლში იყო. _თვალი ჩაუკრა და ცინიკურად გაუღიმა.

***

დილით თარაშზე ადრე გაღვიძებას თუ ასწრებდა მერე მთელი დღე მისთვის გაუგებარი და არასასიამოვნო ფიქრები იპყრობდა. რამდენიმე დღე თბილისიდან გასვლა ვერ მოახერხეს, თარაშს სამსახურში საქმეები გამოუჩნდა, ლოლასაც ჯერ წასასვლელი არსად არ აქვს, ყველა მუშაობს და მარტო დასასვენებლად წასვლა ცოტა არ იყოს და არ ხიბლავს. თარაშს დაელოდება, ამასობაში ყველა აიღებს შვებულებას და იქნებ მერე რამდენიმე დღე ერთადაც დაისვენონ.

მისი არასასიამოვნო ფიქრები რა თქმა უნდა თარაშის სამსახურს და დამსახურებულ შვებულებაში ვერ გასვლას არ ეხება. მამაკაცთან თანაცხოვრებამ ცოტა არ იყოს და შეაშინა, თითქოს მისთვის რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მაგალითად ადრე არ ინტერესდებოდა თარაშის პერანგის ფერით, მდგომარეობით ახლა საკუთარ თავს ვერ აპატიებს მამაკაცს პერანგი ზურგზე ოდნავ დაკუჭული მაინც რომ ჰქონდეს, თითქოს ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. რამდენჯერმე სცადა მერლანისთვის ხმამაღლა ამის თქმა, მაგრამ უკან დაიხია, არ უნდა რომ თარაშმაც ის იფიქროს რასაც თავად ფიქრობს.

“ყველამ საკუთარ ტანსაცმელს მიხედოს!”_ხმადაბლა ჩაიჩურჩულებს ხოლმე და თავში ხელს წაიშენს.
თავადაც მშვენივრად იცის რომ ერთმანეთზე ზრუნვა სულაც არ ნიშნავს ჩარჩოს რომელიც ოჯახად აქცევს, უბრალოდ დედამისის დამოკიდებულებიდან გამოყოლილი სტრესი ხშირად იჩენს ლოლაში თავს.

-იქნებ მართლა მეოჯახე ვხდები!? ქალი რომელსაც სამზარეულო უფრო უყვარს ვიდრე საკუთარი პროფესია?_დაბნეულმა ჩაიჩურჩულა და ყავა მოსვა._როგორც არ უნდა იყოს, არ მომწონს ასეთი ლოლა!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და წარბები შეკრა.

-თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ შენი კაბის და მაისურის სისწორეზე მეც ბევრჯერ გამიმახვილებია ყურადღება.

ზურგს უკან თარაშის ხმის გაგონებისთანავე შერცხვა, მიხვდა რომ ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შუბლზე ეწერა, გარკვევით და გასაგებად. შუბლი დარცხვენილმა შეჭმუხნა და თითებით დაიზილა.

-ზოგჯერ მგონია რომ ძალიან ვიჩქარე როდესაც აქ გადმოვედი, მაგრამ ზოგჯერ წარმოდგენაც არ მინდა მთელი ზაფხული უშენოდ რა უნდა მეკეთებინა... თუნდაც ჩემს სახლში, სადაც გავიზარდე. _დაბნეულმა ამოიჩურჩულა და შუბლი მაგიდის ცივ ზედაპირზე დადო. _მეშინია რომ ჩემი გაუგებარი ხასიათით დაგაფრთხობ... ვიცი რომ ყველაფერს ძალიან ვართულებ და ეს ურთიერთობა ჩემი ხასიათის ასეთ სიმძიმეს არ იმსახურებს, მაგრამ საკუთარ თავზე ვერ ვმუშაობ. როგორც კი იმაზე ფიქრს ვიწყებ რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, წამებში გადამდის ფიქრები სამსახურზე, იტალიაზე და მომავალზე.
როგორ ფიქრობ რამდენად დიდია შანსი რომ ეს ურთიერთობა ასეთი სახით სუნთქვას შეძლებს?_ფიქრისგან დაღლილმა ამოილაპარაკა და ჩაწითლებული თვალები მიანათა თარაშს. _არ მინდა ღრმად შევტოპო და მერე ძალიან ვინანო, არ მინდა ყველაფერი გავართულო.

-ლოლა, ვერ ვხვდები რას გულისხმობ... დაშორება გინდა?_ყოველგვარი გაგრძელებების გარეშე იკითხა მერლანმა. _მესმის რომ შენთვის რთულია, არ ხარ მიჩვეული, მაგრამ საკითხის ასეთი კუთხით შემოტრიალება ცოტა არ იყოს და მაფიქრებს. ურთიერთობის გაწყვეტა თუ მარტო იმიტომ გინდა რომ შენ თავას არაკომფორტულად გრძნობ ჩემი ხელით ჩაგილაგებ ბარგს. არ მინდა ეს ურთიერთობა შენთვის ბორკილები იყოს, არ მინდა ის რამაც წესით ბედნიერი უნდა გაგხადოს გაშინებდეს და გზღუდავდეს.

-და ასე ადვილად გამიშვებ?_ეგოისტური თვალები მიანათა მამაკაცს და ქვედა ტუჩი მსუბუქად ამოატრიალა.

-ეგოისტობ!_ოდნავ გაღიზიანდა მერლანი. _შენც არ იცი რა გინდა. _ფეხზე წამოდგა და მაცივრის კარი გამოაღო.

-ხო, არ ვიცი რა მინდა... არ ვიცი იმიტომ, რომ ყველაფერი შენი ბრალია. ასე ძალიან რომ არ მიყვარდე ძალიან მარტივი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მიყვარხარ და ყველაფერს ართულებ. _აკანკალებული ხმით წამოიძახა და ფეხზე წამოდგა, მამაკაცისკენ აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა, ფეხისწვერებზე აიწია და მის ტუჩებს გახელებული დაეტაკა. _წარმოდგენაც არ მინდა ამ ტუჩების გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო და შენ მეუბნები რომ ბარგს შენი ხელით ჩამილაგებ. _უკმაყოფილო მზერით მოშორდა მერლანის ტუჩებს და იატაკზე დაბრუნებული ისევ თავის ადგილზე დაჯდა.

-მართალია ძნელია ჩემნაირი კაცის ასე დატოვება. _ცინიკურად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-ჰო, ძნელია._ღიმილით დაუქნია თავი და მზერა აარიდა.

არც თარაშს აღარ გაუგრძელებია საუბარი, თითქოს მის აზრებს კითხულობსო, მიხვდა რომ ახლა არაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი. გაურკვევლობაშია, თავგზა აქვს არეული, მსგავსი ურთიერთობის წინაში არასოდეს მდგარა და მისი დამოკიდებულებაც ძალიან ბუნებრივია. მერე რა რომ თარაშის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობს, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და არ უნდა რომ შეცდომა დაუშვას.

-სააბაზანოში შევდივარ, რაიმე ხომ არ გინდა?_ფიქრების გასაფანტად სწრაფად წამოხტა ფეხზე. მერლანმა თავი გაუქნია და მაცივრიდან 5 ცალი კვერცხი გამოიღო.

-კვერცხს ხომ შეჭამ?

-კი. _სიცილნარევი მზერით დაუქნია თავი და სწრაფად დატოვა სამზარეულო.

***

-ნინასთან არც კი წამოგცდეს, შეიძლება იქვე დაგმარხოს. _როგორც კი საუბარი დაასრულა აღშფოთებულმა მარიტამ წამოიძახა და ყურებზე ხელისგულები აიფარა. _ანუ ამბობ რომ ბედნიერი არ ხარ?

-შენ შტერი ხარ?!_სრული სერიოზულობით იკითხა ლოლამ და დეიდაშვილს დააკვირდა. _ამდენი იმიტომ გელაპარაკე რომ ეგ კითხვა დაგესვა? უბედურის რა მეტყობა?_წარბწეულმა დაუბრიალა თვალები.

-ვიკითხე... უბრალოდ ან კი, ან არა რომ გეპასუხა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა შენი პასუხი. _წარბები შეკრა გოგონამ და წვენი მოსვა.

-არა, ბედნიერი ვარ! ძალიან ბედნიერი, ვგრძნობ რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდება, უბრალოდ ვხვდები რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ზედმეტად იდეალურია. არ ვარ ოჯახისთვის შექმნილი გოგო, ვერ აღვიქვამ ყველაფერს ისე როგორც საჭიროა. ზოგჯერ მგონია რომ ერთმანეთს ვღლით, მგონია რომ მეგობრებთან ერთად წასვლა უნდა, მაგრამ მე ვერ მტოვებს იმიტომ, რომ მასთან ვარ სახლში.

-დრამას ქმნი. დრამას რომელიც აუცილებლად ძალიან გატკენს გულს და როდესაც ამაზე დაფიქრდები მიხვდები რომ ძალიან შეცდი. გისმენ და მგონია რომ ზღაპარს მიყვები... კაცთან ერთად ცხოვრობდი, მის გამო დედასაც კი დაუპირისპირდი, ამდენი რაღაც გამოიარეთ, მასთან ერთად ცხოვრობ და ახლა იაზრებ იმას რომ ეს ყველაფერი შენი არ არის?! ლოლა, ხვდები მაინც რას ამბობ?_დეიდაშვილის არაადეკვატურობით შეწუხებულმა მარიტამ ხმადაბლა დაუსვა კითხვა და აწყლიანებულ თვალებში ჩააჩერდა.

-მინდა რომ იტალიაში ვიცხოვრო, მინდა რომ იქ დავწერო ჩემი ცხოვრება. ვიცი რომ აქ არაფერი არ მელოდება და ისიც ვიცი რომ ადრე თუ გვიან მომიწევს ჩემი ბარგი შევკრა და აქ წამოვიდე.

-ეგ იმ შემთხვევაში თუ ამ ურთიერთობას გააგრძელებ... _მისი აზრები ამოიკითხა და გაახმოვანა. ლოლამ თავი დაუქნია და ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო.

-მაგრამ ახლა მინდა რომ ყველაფერი ისე დავტოვო როგორც არის, უბრალოდ დავტკბე იმით რაც მაქვს... შვებულება როგორც კი დასრულდება დანარჩენზე მერე ვიფიქრებ, ახლა არ მინდა თარაში დავაფრთხო და ჩემთან ურთიერთობის დროს სიფთხილე გამოიჩინოს.

-სანამ მასთან დაშორებას გადაწყვეტ იცოდე რომ შანსი ისევ დაგიბრუნდეს ძალიან მცირე იქნება, ამას იმიტომ არ გეუბნები რომ დაგაფრთხო. უბრალოდ არ მინდა მერე ინანო და მასთან დაბრუნება სანატრელი გაგიხდეს, ეცადე ისე არ დაკარგო რომ გეტკინოს.

-მიყვარხარ!_დეიდაშვილის ლოყები ხელისგულებში მოიქცია, მისკენ ოდნავ გადაიწია და შუბლზე აკოცა.

***
-ყველაფერი ჩაალაგე?! ხომ არაფერი გრჩება?_სიცილით გადახედა თარაშმა ლოლას ორ დიდ ჩემოდანს.

-შენი ბრალია, ნორმალურად რომ მეუბნებოდე სად მივდივართ მარტო იმას ჩავალაგებდი რაც იქ დამჭირდებოდა. არ მეუბნები, შესაბამისად არ ვიცი რა დამჭირდება, ასე რომ ყველაფერი მომაქვს. _მოკლედ უპასუხა, ბარგი საბარგულთან დატოვა და თვითონ მანქანაში ჩაჯდა. მერლანმა წარბწეულმა გადახედა საჭესთან მოკალათებულ ქირიას.

-საჭესთან ჯდება ის ვინც გზა იცის.

-მძღოლის გვერდითაც შეუძლია ეგეთს დაჯდომა. _თვალი ჩაუკრა და ღვედი შეიკრა. თარაშმა ხმამაღლა ამოიხვნეშა, თმები აიჩეჩა და მანქანას მეორე მხრიდან მოუარა. _აბა, ჩემო ნავიგატორო, საით?_სიცილით იკითხა და შუბლშეკრულს კოცნა გაუგზავნა.

-ჯერ დაქოქე.

-მთელი გზა ეგეთი სახით უნდა იჯდე?! _მოღუშულმა გადახედა მამაკაცს და ცალი ხელით მუხლზე მოეფერა. _გინდა მუსიკებს ჩავრთავ და ვიმღერებ, შენ ხომ გიყვარს ჩემი სიმღერა?_ეშმაკური ღიმილით იკითხა. იცის რომ თარაში უტაქტოდ ამ კითხვაზე არასოდეს გასცემს პასუხს, ისიც იცის რომ მამაკაცს მისი ხმა მართლა მოსწონს. _მე ვიმღერებ და შენ შემაფასე. მერე დაჩაგრული რომ არ გამოხვიდე, საღამოს მე შეგაფასებ და ბარი ბარში ვიქნებით. _ვნებიანი ღიმილით ჩაიჩურჩულა და ცალი თვალი თარაშისკენ გააპარა.

-გზას უყურე და სიჩქარე აკონტროლე. _მკაცრად გააფრთხილა და შეფარული, თარაშს რომ ახასიათებს ისეთი ცეცხლისფერი თვალებით გადახედა.

-არის, უფროსო!

მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. თარაშთან ერთად მარტო ყოფნა ასე უფრო სასიამოვნო გახდა მისთვის. წარმოდგენა არ აქვს სად მიდიან, ჯერ ავტობანზეა და ერთადერთი რაც იცის არის ის რომ პირდაპირ უნდა იაროს, დანარჩენს მერე გეტყვიო თარაშმა, მაგრამ უცნაურად კარგად გრძნობს თავს. მისთვის ძალიან სასიამოვნო გახდა ბურუსით მოცული საზაფხულო არდადეგების ადგილსამყოფელი. არ იცის რომ ჩავა რა დახვდება ზღვა, მთა თუ ტყეში ფუღურო გაჩენილი ხის სახლი, მაგრამ მაინც ბედნიერია.
დროდადრო თარაშისკენ გააპარებდა ხოლმე თვალს და დაკვირვებით ათვალიერებდა, საკუთარ თავთან ძალიან საინტერესო დიალოგი ჰქონდა გამართული. მამაკაცის დადებით და უარყოფით თვისებებზე ფიქრობდა, პარალელურად კი თარაშს სულ სხვა თემებზე ესაუბრებოდა.
არ უნდოდა მამაკაცთან დუმილი ჩამოეგდო, ეშინოდა რომ ეს დუმილი ორივესთვის სასიამოვნო მოსასმენი გახდებოდა და მისი დარღვევის სურვილი ორივეს გაუქრებოდა, ამიტომაც საუბრობდა ყველაფერზე.

-დღეს დილით დედაჩემმა დამირეკა და რომ ვუთხარი თარაშთან ერთად 1 კვირიან ტურს ვიწყობ-მეთქი იცი რა მითხრა?! _ღიმილი ძლივს შეიკავა. _’საღამოსთვის აუცილებლად ჩაილაპაგეთ თბილი ტანსაცმელიო.”_გაკრეჭილმა ხმამაღლა წამოიძახა. _ჩაილაგე’თო, ორივემო შენც და ჩემმა სასიძომაცო. _ხმამაღლა აკისკისდა ქირია. თარაშს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა, მარჯვენა ხელით ლოლას თლილ თითებს მოეფერა და ტუჩებთან ახლოს მიიტანა, მსუბუქად აკოცა და მერე თავის ძლიერი თითები მოუჭირა.

-მოდი, აქედან მე დავჯდები.

-კარგი, თან ცოტა დავიღალე. _სწრაფად დასთანხმდა და ნელი სვლით მანქანა გზიდან გადაიყვანა.

***

-არ მითხრა რომ მიყრუებულ სოფელში ჩამომიყვანე. _როგორც კი მანქანა სოფლის გზაზე გადავიდა უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და მამაკაცს მუდარით გადახედა. _თარაშ, მე ზღვა მენატრება. _მოღუშულმა ამოიჩურჩულა და აწითლებული თვალებით გადახედა გარემოს. _მართალია სოფელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა აქ ერთი კვირა არ გამომკეტო, რა. _მუდარით ამოილუღლუღა და ქვედა ტუჩი დაბრიცა.

-ხვდები რომ ახლა შეიძლება გულს მტკენდე?_წარბაწეულმა გადახედა გოგონას.

-კი ვხვდები, მაგრამ მირჩევნია გული გატკინო ვიდრე მოგატყუო რომ ჩემთვის ახლა ერთი კვირა სოფელში დასვენება რომანტიკა იქნება. _მხრები აიჩეჩა და თვალები ააფახუნა.

-მადლობა თქვი რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ წარმოგიდგენია, თორემ ერთი კვირა კი არა მთელი ცხოვრების აქ გატარება მოგიწევდა. _ჯიბრიანად გამოაჯავრა და მანქანა გააჩერა. _წამოდი.

-სად?_დაბნეულმა იკითხა და მანქანიდან გადავიდა.

-15-20 წუთი ფეხით უნდა ვიაროთ.

-რაა?! და ეს ბარგიც ჩვენ უნდა ვათრიოთ?_ამოიღმუილა და საჩვენებელი თითი საბარგულისკენ გაიშვირა.

-ყველამ ჩვენ-ჩვენი ნივთები. _თვალი ჩაუკრა, საბარგულიდან თავისი პატარა ჩემოდანი ამოიღო და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა.

ლოლა პირდაღებული უყურებდა მამაკაცს და ვერ იჯერებდა რომ დარჩენილი ერთი კვირა აქ უნდა გაეტარებინა, სოფელში სადაც საქათმეც კი არ შეუმჩნევია. გამწარებულმა ორ ჩემოდანს მტრული მზერით გადახედა და ფეხები ბავშვივით ააბაკუნა.

-იცოდე რომელიმე ამ ქვებზე გორიალით რომ გაფუჭდეს შენ მიყიდი!_მუქარის ტონით დაუყვირა მამაკაცს და ჩემოდანი საბარგულიდან წვალებით გადმოაგდო. _მანქანა მაინც ჩაკეტე.

ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, თან ცდილობდა რომ თარაშის გამოსახულება არ დაეკარგა და მამაკაცის კვალს ღირსეულად გაჰყოლოდა. არცერთხელ არ დაუწუნია, დინჯად მიაგორიალებდა ჩემოდანს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე წონასწორობას კარგავდა და უმისამართოდ იქნევდა “კუდს”. ჯიბრით მერლანისთვის დახმარების თხოვნაც კი ეუხეშებოდა, საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, მამაკაცმა საბოლოოდ გასწირა, თანაც ისე რომ ერთხელაც კი არ მოუხედავს უკან, იქნებ საერთოდ არც გამოყოლია, ხომ უნდა დარწმუნდეს არა?! მაგრამ ლოლას ჩემოდანს იმხელა ხმა აქვს მეორე სოფელში გაიგებდნენ ახალჩამოსულების შესახებ.

-კიდევ ბევრი დაგვრჩა?_ხმამაღლა დაიყვირა და პასუხს განაბული დაელოდა.

-ერთი აღმართი.

-დიდი იმედი მაქვს რომ ეს ის ჩემოდანია რომელშიც შესაფერისი ტანისამოსი ჩავალაგე, თორემ უკან ჩამსვლელი მე აღარ ვარ.

***

რკინის, ცისფრად შეღებილი, მაგრამ სიძველისგან გახუნებულ და დაჟანგებულ “ჭიშკარს მავთულის საკეტი” მოხსნა და ნელი ნაბიჯებით შევიდა ეზოში. ლოლამ გაოგნებულმა გადახედა ყველაფრისგან და ყველასგან მიტოვებულ ეზოს და მის შუაგულში მოთავსებულ ხის პატარა სახლს.
შეწუხებულმა თვალები დააწვრილმა და ქვედა ტუჩი სიწმრით მოიკვნიტა. ეს სულაც არ იყო ის ხის სახლი სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად ბუხრის გვერდით მოკალათებული მათ საერთო მომავალზე ბედნიერი ისაუბრებდა.

-თარაშ, დარწმუნებული ხარ რომ აქ ცხოვრება შესაძლებელია?! დარწმუნებული ხარ რომ ჭერი თავზე არ დაგვეცემა?

-თუ დაგვეცემა ვიგრძნობთ.

-ჰა-ჰ, ხუმარა ბიჭო!

\\\\\\\\\\\\\\

მართლა არ ვიცი როგორი ბოდიშით უნდა დავიწყო. მართალია ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც ამ ისტორიას დავმართე, მაგრამ ნებით არ მიქნია... ახსნას რა თქმა უნდა არ დავიწყებ და ჩემს ამბებს თავზე არ მოგახვევთ... უბალოდ გეტყვით რომ ისტორიის შუა გზაზე მიტოვება აზრადაც არ მომსვლია, როგორც კი ამის საშუალება მომეცა დავდე. <3 ეს თავი უნდა ყოფილიყო დასასრული, მაგრამ კიდევ დიდხანს მოგიწევდათ ლოდინი, თქვენც ნახეთ რომ ჯერ ბევრი რამ აკლია ამიტომაც დასასრულის ორ ნაწილად გაყოფა გადავწყვიტე. <3 მალე ისიც იქნება.
დიდი მადლობა მოთმინებისთვის, ყურადღებისთვის და იმისთვის რომ კიდევ წამიკითხეთ! <3 იმედია მოგეწონათ <3



№1 სტუმარი ბუ ♡

გლახათ ვარ ♡

 


№2 სტუმარი მერო

კარგით რააა ეს თუ არსებობდა აღარც მახსოვდა არადა რა გაფაციცებით ვკითხულობდი.ამხელა შუალედი შეიძლებააა ინტერეს დაკარგული გული ვეღარ დავუდე უჰჰჰჰჰჰ.

 


№3  offline წევრი Tamara Tamo

ეე როგორ გამეხარდაა❤️❤️❤️ ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️❤️

 


№4  offline მოდერი მე♥

ბუ ♡
გლახათ ვარ ♡

იმედია მოგეწონა და იმიტომ :დდდ
მერო
კარგით რააა ეს თუ არსებობდა აღარც მახსოვდა არადა რა გაფაციცებით ვკითხულობდი.ამხელა შუალედი შეიძლებააა ინტერეს დაკარგული გული ვეღარ დავუდე უჰჰჰჰჰჰ.

მე ძალიან კარგად მესმის მკითხველის რომელსაც დაგვიანებული ისტორიის ავტორის მიმართ მცირეოდენი აგრესია აქვს.. მართლა მესმის, მითუმეტეს მაშინ როდესაც ასე აგვიანებს და ვერც გაგამტყუნებთ!
ძალიან გული დამწყდა თუ ისტორიამ თქვენში იგივე ინტერესი ვერ გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლი. არც დაგვიანება იყო ჩემი სურვილი. <3
Tamara Tamo
ეე როგორ გამეხარდაა❤️❤️❤️ ვგიჟდები შენს ისტორიებზე❤️❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ძალიან დიდი სტიმულია ახლა შენი კომენტარი! <3
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი მალუ

სანამ შენი მინაწერი წავიკითხე გაურკვევლობაში ვიყავი და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ბოლო დიალოგი რამე ხომ არ გამომრჩა თქო
ძალიან გამიხარდა 25 ბოლო რომ არ აღმოჩნდა.
ერთხელ არ მითქვამს შენთვის წერა სიამოვნებისთვისაა და არა ვალდებულებისთვის შენ კი დრო აღარ გაქვს და იწიწები რომ ჩვენც გვასიამოვნო ეს აუცილებლად უნდა დაინახოს მკითხველმა და მარტო ჩვენს თავებზე არ უნდა ვიფიქროთ, ძალიანაც არ მომწონდა რომ ამდენ ხანს არ იდებოდა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ვიწუწუნო. როცა ახეხებ და დებ ეგეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მადლობა შენ ყველაფრითვის ყველა იმ წუთისთვის ასე დიდ სიამოვნებას რომ მანიჭებდი კითხვის დროს

 


№6 სტუმარი სტუმარი

ძალიან გამიხარდი .უმაგრესი გოგო ხარ შენ ❤️❤️

 


№7  offline წევრი Taattu

რამდენიხანი ველოდებოდი და გამიმართლდა იმედები
ძალიან კარგი იყო მართლა
გამაბედნიერე relaxed heart_eyes
ველი შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი manana

ძალიან მომწონს ეს ისტორია. დღეს დილით რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა, მიუხედავად დიდი შუალედისა, ყველაფერი ისე მახსოვს თითქოს გუშინ წავიკითხე, გელოდები და წარმატებები.

 


№9 სტუმარი Shorena kiladze

Vaime rogor gamaxare ra magroba iyo tkbilo .chemi bichi superia rakacia ra .magari gogo xar shen zaaan magari

 


№10  offline წევრი თე ოო

რა კარგი გოგო ხარ რო დადე ძალიან მომეწონა kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი ქიტო

ვაიმე დაბრუნდიიიიი თვალებს ვერ ვუჯერებ როგორ გამახარე იმედია ახლაც არ მიგვატოვებ და ამ აბიტურიენტობის ჟამს შენი ისტორიებით დავტკბებიიიიი

 


№12  offline მოდერი მე♥

მალუ
სანამ შენი მინაწერი წავიკითხე გაურკვევლობაში ვიყავი და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ბოლო დიალოგი რამე ხომ არ გამომრჩა თქო
ძალიან გამიხარდა 25 ბოლო რომ არ აღმოჩნდა.
ერთხელ არ მითქვამს შენთვის წერა სიამოვნებისთვისაა და არა ვალდებულებისთვის შენ კი დრო აღარ გაქვს და იწიწები რომ ჩვენც გვასიამოვნო ეს აუცილებლად უნდა დაინახოს მკითხველმა და მარტო ჩვენს თავებზე არ უნდა ვიფიქროთ, ძალიანაც არ მომწონდა რომ ამდენ ხანს არ იდებოდა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ვიწუწუნო. როცა ახეხებ და დებ ეგეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მადლობა შენ ყველაფრითვის ყველა იმ წუთისთვის ასე დიდ სიამოვნებას რომ მანიჭებდი კითხვის დროს

ზუსტად მაგიტომ მიხარიხართ! რომ გესმით და ხვდებით რომ წერა ვალდებულება არ არის. <3 ვალდებულებაა დაწყებული ისტორიის ბოლომდე მიყვანა, მაგაში ვერავის შევედავები, მაგრამ წერას როდის გააგრძელებს ავტორი ეგ სხვა ამბავია. <3
უღრმესი მადლობა შენ! <3
სტუმარი
ძალიან გამიხარდი .უმაგრესი გოგო ხარ შენ ❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა <3 მეც ძალიან გამიხარდი! <3
Taattu
რამდენიხანი ველოდებოდი და გამიმართლდა იმედები
ძალიან კარგი იყო მართლა
გამაბედნიერე relaxed heart_eyes
ველი შემდეგ თავს

უღრმესი მადლობა. ძალიან მიხარია იმედები რომ გაგიმართლე და არა პირიქით <3 გაიხარე <3
manana
ძალიან მომწონს ეს ისტორია. დღეს დილით რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა, მიუხედავად დიდი შუალედისა, ყველაფერი ისე მახსოვს თითქოს გუშინ წავიკითხე, გელოდები და წარმატებები.

როგორი ბედნიერი ვარ! <3 ძალიან გამიხარდა ახლა შენი სიტყვები, მიხარია რომ გახსოვდა <3
Shorena kiladze
Vaime rogor gamaxare ra magroba iyo tkbilo .chemi bichi superia rakacia ra .magari gogo xar shen zaaan magari

შორე, ჩემო კარგო. დიდი, დიდი მადლობა <3
თე ოო
რა კარგი გოგო ხარ რო დადე ძალიან მომეწონა kissing_heart

როგორი კარგი გოგო ხარ მართლაც, ძალიან დიდი მადლობა <3
სტუმარი ქიტო
ვაიმე დაბრუნდიიიიი თვალებს ვერ ვუჯერებ როგორ გამახარე იმედია ახლაც არ მიგვატოვებ და ამ აბიტურიენტობის ჟამს შენი ისტორიებით დავტკბებიიიიი

არც მე მჯერა :დდდ გაოგნებული ვარ. უღრმესი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№13  offline წევრი tebea

როგორ გელოდი და გამახარე ♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

რამდენი თვე უნდა ველოდოთ დასრულებას? ამ ისტორიას რომ დაასრულებ იგივე სხვებზე აღარ გააკეთო მკითხველიც შეიცოდე და შენიისტორიებიც

 


№15  offline მოდერი მე♥

tebea
როგორ გელოდი და გამახარე ♥️

ძალიან დიდი მადლობა. <3 უზომოდ მიხარია! <3
სტუმარი ნათია
რამდენი თვე უნდა ველოდოთ დასრულებას? ამ ისტორიას რომ დაასრულებ იგივე სხვებზე აღარ გააკეთო მკითხველიც შეიცოდე და შენიისტორიებიც

ეს არის პირველი ისტორია რომელის ასე გაწირვაც მომიწია, და ასევე უკანასკნელიც. <3
მადლობა რომ კითხულობ <3
--------------------
ა.ა

 


№16 სტუმარი სტუმარი ნათია

რამდენი თვე უნდა ველოდოთ?

 


№17  offline მოდერი მე♥

სტუმარი ნათია
რამდენი თვე უნდა ველოდოთ?

ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს რომ 'თვის მაგივრად უბრალოდ რამდენიმე დღე იყოს. <3
--------------------
ა.ა

 


№18  offline წევრი NniNna

მე♥
სტუმარი ნათია
რამდენი თვე უნდა ველოდოთ?

ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს რომ 'თვის მაგივრად უბრალოდ რამდენიმე დღე იყოს. <3

თუმცაა ნამდვილად თვე გამოგსვლია..://// საინტერესოა ვაფშე გაგრძელდება თუარა://@

 


№19 სტუმარი სტუმარი Solo

მე♥
სტუმარი ნათია
რამდენი თვე უნდა ველოდოთ?

ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს რომ 'თვის მაგივრად უბრალოდ რამდენიმე დღე იყოს. <3

აპირებთ ამ ისტორიის დასრულებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent