შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [24]


10-05-2018, 16:35
ავტორი მე♥
ნანახია 4 918

დაბნეულმა ხმაურით გადაუშვა სასულეში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა ყელში და თვალებდაწვრილებულმა ახედა თარაშს. მერლანი სერიოზული გამომეტყველებით დაჰყურებდა ლოყებშეფარკლულ და გონებადაბინდულ გოგონას.
აკანკალებული თითები თარაშის თითებში ახლართა და შეეცადა დაძაბულობა როგორმე თავიდან მოეშორებინა. მერლანმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ცერა თითი წარბზე გადაისვა.
მსგავსი რამ ლოლასთან ერთად არასოდეს გაუკეთებია. წვერის თამაში იცის, ხელისგულებსაც ხშირად უხახუნებს ერთმანეთს, მაგრამ როგორც სჩანს წარბზე თითის გადასმა ახალია, ან ამ ქმედებით გოგონასთვის რაღაცის მინიშნება სურს.

-დედაჩემს რა უნდა ვუთხრათ?_ჭარბებშეჭმუხნულმა იკითხა და მამაკაცს ოდნავ მოშორდა.

-დიდი იმედი მაქვს რომ ჩემ სახლამდე ცოცხლები მივაღწევთ. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლოლას ჩვემოდანს მოკიდა ხელი და მასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.

-მაგის იმედი არ გქონდეს!_გააფრთხილა და გარეთ გასულმა თვალებით თარაშის მანქანის ძებნა დაიწყო.

-თარაშ!
ზურგს უკან ქალის წიკვინა ხმა გაისმა. ლოლამ თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა და ინტერესით მიატრიალა უკან. მაღალი, სუსტი და საოცრად სექსუალური ქალი უმზერდა მერლანს და თან სახიდან ღიმილს არ იშორებდა. მაღალწელიანი ჯინსის შავი შარვალი, ნაცრსიფერი ტოპი და მხარზე მოგდებული ზურგჩანთა. ლოლამ დაბნეულმა აათამაშა ცალი წარბი და მამაკაცს ახედა.

-თაკო, როგორ ხარ?_მათკენ წამოსული გოგონასკენ გაიწია და გადაკოცნა.

-კარგად შენ როგორ ხარ?_გაბადრულმა დაუბრუნა პასუხი და ტუჩები თარაშის ლოყაზე მთელი ძალით მიაწება. ლოლა უხერხულად შეიშმუშნა და წყვილს მზერა აარიდა.

როგორც წესი ეჭვიანობა არ ახასიათებს, არც თვითშეფასება აქვს დაბალი, უბრალოდ იგრძნო რომ ამ ქალსა და თარაშს შორის ადრე რაღაც ხდებოდა, ისიც იგრძნო რომ გოგონას ნათქვამი როგორ ხარ უბრალო მოკითხვა არ იყო და ძალიან ბევრ გრძნობას იტევდა. წარბწეულმა შეათვალიერა წყვილი და მზერა გოგონას უკან მდგარ მოხუც ქალბატონზე გადაიტანა რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს.
-უკაცრავად... რამით შემიძლია დაგეხმაროთ?_ღიმილით წავიდა ქალისკენ.
-ჩემი ბიჭი უნდა მოსულიყო, მაგრამ როგორც სჩანს აგვიანებს. _შიშნარევი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. მიხვდა რომ არც აეროპორტში დაკარგულა და არც რაიმე სხვა გადახდენია თავს, უბრალოდ შვილის დაგვიანების მიზეზის არ ცოდნა არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას.
-ნომერი ხომ იცით?_ ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გახარებულმა მიანათა თვალები. _თარაშ, შენი ტელეფონი მჭირდება. _შეყვარებულს მიუტრიალა და თვალების თამაშით გაუწოდა ხელი. მერლანმა უსიტყვოდ დაუდო გაშლილ ხელისგულზე მობილური და ინტერესით დააკვირდა. _მიკარნახეთ.

-ძალიან დიდი მადლობა, როგორც იქნა ამოვისუნთქე. _გახარებულმა დაუბრუნა ტელეფონი და თითებზე მოეფერა.

-რას ამბობთ, მიხარია თუ თქვენი დახმარება შევძელი.
-ბავშვს კბილი ამოსდის და მთელი ღამე არ დაგვაძინაო, ჩასძინებიათ. _სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა.
-ძალიან კარგი, იმედია მალე მოვალ.

ღიმილნარევი სახით მოშორდა ქალს და ისევ წყვილს დაუბრუნდა.

-უკაცრავად, თქვენი გაცნობა ვერ მოვახერხე. _ინიციატივა პირველმა გამოიჩინა და გოგონას ხელი გაუწოდა. _ლოლა.

-სასიამოვნოა, თაკო. _ნაძალადევი ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და ხელი ჩამოართვა.

-ჩემთვისაც. _ცინიკური ღიმილით გაებადრა სახე ქირიას. _თარაშ, თუ გინდა მე მანქანაში დაგელოდები.

-არა, მეც მოვდივარ. _სწრაფად ჩაილაპარაკა ლოლას ჩემოდანს მოკიდა ხელი და თაკოს მიუტრიალდა. _შენ საით მიდიხარ?

-დედაჩემთან.

-მაშინ ჯერ თაკო დავაბინაოთ. _თაკოს პატარა ჩემოდანსაც დასწვდა და გოგონებს ზურგი აქცია.
ლოლამ თავის ქნევით გადახედა თაკოს და ნელი ნაბიჯებით მიჰყვა თარაშს. მანქანაში წინა სავარძელზე მოკალათდა, დაღლილმა ღვედი შეიკრა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

-თარაშ, ეთო და ცირა ხომ არ გინახავს, ან ხომ არ შეგხმიანებიან?_თაკოს ხმის გაგონებისას სმენა დაძაბა და თვალებდახუჭულმა დაუგდო ყური.

-ცირა, რამდენიმე დღის წინ შემხვდა, ეთო არ მინახავს. _თარაშმაც ყველანაირი შეფერხების გარეშე დაუბრუნა პასუხი. ლოლამ იგრძნო რომ მერლანმა ცალი თვალით გადახედა.

-სანამ წავიდოდი ორივე ვნახე, მაგრამ ბოლო დროს არცერთს დავკონტაქტებივარ, იმედია კარგად არიან.
_სიცილნარევი ხმით დააყოლა გოგონამ.

-კი, კარგად იყო.

-ბოდიში ლოლა._თავისი სახელის გაგონებისთანავე დაჭყიტა თვალები და თაკოსკენ შეტრიალდა. _შენ იცნობ ცირას?_გოგონას კითხვით გაოგნებულმა ჯერ თარაშს გადახედა და მერე ისევ თაკოს.

-ცირას?!_ჩათვალა რომ სახელი არასწორად გაიგონა.

-კი, ცირას. თარაშის...

-ყოფილ ცოლს.

ნიშნის მოგებით დაასწრო თქმა და კმაყოფილმა გაბადრა სახე. ზუსტად ამას გულისხმობდა როდესაც თარაშს ეკამათებოდა, წარმოდგენაც არ უნდა ცირაზე მარიტას რომ არ ეთქვა ახლა როგორ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ზუსტად ამიტომ უნდა იცოდეს თარაშის შესახებ ყველაფერი, არ აქვს მნიშნველობა რამდენი ცოლი და ქალი ჰყავდა წარსულში, ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არასოდეს არ ექნება, უხერხული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად ცოდნა საჭიროა .

-არა, არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ვინც არის. _განაგრძო და კმაყოფილ მერლანს გახედა._ალბათ ოდესმე შევხვდები._წინადადება ცინიკურად მომღიმარმა დაასრულა და ფანჯრიდან გაიხედა.

-ძალიან კარგი გოგოა, აუცილებლად უნდა შეხვდეთ.

-აუცილებლობას ვერ ვხედავ. _გოგონას სითამამით გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ცალი წარბი მაღლა ასწია.
>>>

-მალე მოვალ. _მანქანიდან გადასულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საბარგულიდან თაკოს პატარა ჩანთა ამოიღო. სადარბაზოსკენ წასულ წყვილს ერთხელ შეავლო მზერა და ტუჩები ხმაურით გააწკლაპუნა.

-“ლოლა, ცირას იცნობ... თააარაშ.”_გაღიზიანებულმა გამოაჯავრა თაკო და თმები ყურსუკან გადაიწია.
მანქანაში დაბრუნებული მერლანი დაკვირვებით შეათვალიერა და მარცხენა ფეხი აათამაშა.


-მოსწონხარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ლოლამ. მერნალნმა სწრაფად შეატრიალა თავი გოგონასკენ.

-შენი აზრით ვერ ვხვდები?_წარბწეულმა კითხა და მანქანა დაქოქა.

-და შენი ყურადღება რომ აიმედებს იცი?

-არა! თუ ქალს თავში ჭკუა აქვს ადამიანური ყურადღება და სიმპათია უნდა გაარჩიოს, თუ ეს არ შეუძლია პრობლემა მასშია! _აუღელვებლად ჩაილაპარაკა და თვალებდაჭყეტილს ლოყაზე უჩქმიტა.

-როგორი ლამაზი ნათქვამია, მოხიბლული ვარ თქვენით. ამ საღამოს რას აკეთებთ?_ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და თარაშისკენ გადაიხარა.

-ნუ ცუღლუტობ და გასწორდი, საჭესთან ვიზვარ.

-ერთს გაკოცებ და გავსწორდები. _კისკისით ჩაილაპარაკა და ყელში ხმაურით აკოცა.

-ნინას როდის დაველაპარაკოთ?_საუბარი დაიწყო თარაშმა. ლოლა უხერხულად შეიშმუშნა და გზას გახედა.

-ხომ იცი რომ შენთან ერთად ცხოვრება ძალიან მინდა, ერთი წამითაც არ დავფიქრდები ისე გადმოვალ, მაგრამ ნინას ფაქტორი მართლა ძალიან მაბრკოლებს.

-ადრე თუ გვინა მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს...

-ამდენი ხანი არ ვუნახივარ და ახლა კიდევ სხვაგან ვიცხოვრო?! გაგიჟდება, ნამდვილად გაგიჟდება!

-აუცლებელია ცოლი გერქვას რომ ჩემთან რჩებოდე?

-რა შუაშია?_დაბნეულმა წამოიძახა.

-ქალი ხარ რომელთან ერთადაც იტალიაში ვცხოვრობდი და ახლა როდესაც აქ ხარ მარტო იმიტომ რომ ნინა გაბრაზდება ერთად არ უნდა ვიყოთ? ცოლი რომ იყო მაშინაც ასე მოხდებოდა?!_მამაკაცის კითხვამ დააფიქრა.

-არა, მაშინ ასე არ იქნებოდა..._გულწრფელად ჩაიჩურჩულა ლოლამ.

-ანუ ჩვენი დაუმოწმებელი ურთიერთობაა პრობლემა?

-არა! ჩემთვის არა!

-აბა ვისთვის?! ნინასთვის, ილიასთვის, ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის?_გაღიზიანებულმა შეცვალა ხმის ტონი. _მაქსიმალურად ვცდილობ გაგიგო, ზუსტად მაგიტომ არ გთხოვ რომ აქედანვე ჩემთან წამხოვიდე, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია რომ ეს დრო ერთად გავატაროთ, ისე როგორც წყვილმა!

ლოლამ ანერვიულებულმა მაიტრიალა თავი ფანჯრისკენ, ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა წვალებით გადაუშვა სასულეში და მისი შიმშრალისგან გამოწვეული ხველებით დამხრჩვალმა საცოდავი თვალებით გადახედა მერლანს. თარაშმა მანქანის კარის სათავსოდან წყლის ბოთლი ამოიღო და შუბლშეკრულმა გაუწოდა ქირიას.

სულმოთქმულმა წყლის ბოთლი კარის სათავსოში ჩადო და ათამაშებული წარბებით თარაშისკენ შეტრიალდა. მერლანი არაფრის დიდებით არ ხსნიდა კოპებს და ძარღვებდაჭიმული უყურებდა გზას.
იცის რომ მამაკაცი მართალია, ასეთ დროს ურთიერთობები უბრალო შეყვარებულობით რომ არ შემოიფარგლება უკვე ხვდება, მაგრამ ისევ ნინას ფაქტორი აფერხებს და ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან ბრაზობს. თარაშთან თანაცხოვრების იდეა რომ ძალიან სწორი და ლოგიკურია ეს წესით ნინამაც უნდა იცოდეს, უკვე აქვთ ის ურთიერთობა რომ ერთ სახლში ცხოვრებაზე ორივე მხარე თანახმა იყოს, მაგრამ როგორც ყოველთვის დაბრკოლებას ისევ დედამისი წარმოადგენს.

თარაშის სიტყვებში ამოკითხული სიმართლე უფრო დამაფიქრებელი გახდა მისთვის, ზუსტად ყველაფერი ისე წარმოაჩინა როგორც იყო. ოჯახის არსებობის შემთხვევაში პერენზია არავის გაუჩნდებოდა მათ თანაცხოვრებაზე, მაგრამ ახლა როდესაც უცხოეთიდან ჩამოსული დასაოჯახებელი შვილი კაცთან რჩება არასწორია.

-გადმოვალ!_მოულოდნელად წამოიძახა და ამაყად ასწია თავი. თარაშმა წარბაწეულმა გადახედა გოგონას და ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ჩაიღიმა. _გადმოვალ და ზუსტად ისე ვიცხოვროთ როგორც საჭიროა, ნინასთან სტუმრად მივალ ხოლმე!

-რას ამბობ?!

-დიახ, დღესვე გადმოვალ შენთან! _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ქირიამ.

-არა, მე მგონი უმჯობესი იქნება თუ დღეს სახლში დარჩები. ასე უფრო ცივილურად მოვაგვარებთ ნინასთან ამ საკითხს. _ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-მე ვიცნობ დედაჩემს, ახლა რომ სახლში მივიდე და იქ დავრჩე ზუსტად ვიცის რომ ამას ჩემ ვალდებულებად ჩათვლის და ვერ გაიგებს რომ ეს მისი ხათრით და ჩემი სურვილით გავაკეთე. იფიქრებს რომ “დიახ, ასე უნდა მოვქცეულიყავი. აბა პირველივე დღეს შენთან ხომ არ გამოვქნადებოდი, სახლი არ მაქვს თუ კარი?!” _ნინას ინტონაციით დასრულა წინადადება და ყურებამდე გაკრეჭილმა თმები შეისწორა.

-კარგი მაშინ ახლა ნინასთან მივიდეთ, მაგრამ ჩემოდანი მანქანაში დავტოვოთ.

-კარგი. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და თავი დაუქნია.
***

-და აბა როგორ უნდა ყოფილიყო?_ხმადაბლა იკითხა ნინამ და პირდაღებულ წყვილს დააკვირდა.

-დედა... _ლუღლუღით ჩაილაპარაკა ლოლამ და თარაშს გადახედა._არ იჩხუბებ?

-რატომ?! ბავშვს ვგავარ, ან სულელ ქალს რომელიც ვერ ხვდება რომ თუ ორ ზრდასრულ ადამიანს ურთიერთობა აქვს შესაძლოა ისინი ერთადაც ცხოვრობდნენ? _სერიოზული, მშვიდი გამომეტყველებით საუბრობდა ნინა.

თარაშმა უხერხულობის განსამუხტად მსუბუქად ჩაახველა და ღიმილნარევი სახით გადახედა გაოგნებულ და გაკვირვებულ ლოლას რომელსაც ვერაფრით ვერ გაეგო ნინას ასეთი მშვიდი რეაქცია რას ნიშნავდა. რა თქმა უნდა მათ ურთიერთობას ასე თუ ისე შეეგუა, მაგრამ 100%_ით დარწმუნებული იყო რომ თანაცხოვრებაზე მინიმუმ ისტერიკას მაინც მოაწყობდა. ან იქნებ თარაშის თანდასწრებით მოერიდა და ლოლას მარტო რომ დაიგულებს მერე მოუგრიხოს კისერი?! ამ ქალისგან უკვე აღარაფერია გამორიცხული.
მერლანი რამდენიმე წუთით ეზოში ჩავიდა, მანქანიდან რაღაცას ამოვიტან და ამოვალო. ლოლამ ამასობაში დრო იხელთა სამზარეულოდან ცივი წყალი გამოიტანა და ნინას წინ დაუდგა.

-დედა, მე მგონი წეღან რაც გითხარით ვერ გაიგე და მინდა რომ თავიდან გაგიმეორო.

-და ამ ცივი წყლით მოსულიერებას მიპირებ?_ცინიკური ხმით იკითხა ქალმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

-მე და თარაში... ახლა რომ აქედან გავიდა ეგ კაცი, ერთად ვაპირებთ ცხოვრებას... ერთ სახლში.
ნინამ მობეზრებულმა და დაღლილმა აატრიალა თვალები, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა.

-მე მგონი რაღაც აჭამეს. _სააბაზანოში შესული დედა როგორც კი დაიგულა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ჩაფიქრებული გადაჯდა სავარძელში.

კარის ხმაზე თავი სწრაფად მიატრიალა უკან და გაკრეჭილი ილოს დანახვისას ფეხზე წამოხტა. მონატრებულ დას მთელი ძალით მოეხვია და სარეცხის მანქანიდან ახლადგამოღებული ტანსაცმელივით დაფერთხა.

-დიდი ხანია მოხვედი?_ლოყაზე უჩქმიტა და ოდნავ მოშორებულს ხელი გადახვია.

-თარაში არ შეგხვედრია?

-სად?

-ეზოშია.

-უკანა შემოსასვლელიდან შემოვედი. არ ამოვა?

-კი ამოვა. შენ როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. _მონატრებულ ძმას ორივე ლოყა ხმაურით დაუკოცნა და მთელი
ძალით მოეხვია.

-მეც ძალიან მომენატრე. სოფელში როდის წავიდეთ?

-იცი სოფელში წასვლა მე მგონი ცოტა გადაიდება იმიტომ, რომ მე და თარაშმა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და ასე უცებ... ხომ გემის?_მორიდებით ჩაიჩურჩულა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-რატომ მიხსნი?! როცა მოგინდებათ მაშინ ჩამოდით.

-ილო, დედა უცნაურად ხომ არ იქცეოდა?

-არა, რატომ მეკითხები.

-რამდენიმე წუთის წინ ვუთხარით რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამაზე ძალიან ადეკვატური რეაქცია
ჰქონდა. უფრო სწორად არაადეკვატური, დედას მხრიდან.

-ჩხუბობს რატომ ჩხუბობსო, მშვიდად არის მშვიდად რატომ არისო?! რა გინდა შენ?_სიცილით იკითხა ილომ და სააბაზანოდან გამოსულ ნინას ხელი აუწია. _დედიჯან, ქალბატონ ქალიშვილს პრეტენზიები აქვს.

-ვიცი და მე მგონი მაგ შენ დას ცოტა გიჟი ვგონივარ.

***
-ჩემს ოთახს არ მაჩვენებ?_სერიოზული სახით იკითხა ლოლამ და გაკვირვებულ მერლანს დააკვირდა. თარაშის სახის გამომეტყველებაზე ხმამაღალი სიცილი ძლივს შეიკავა და არტისტულად განაგრძო თამაში. _აბა რა გეგონა, რომ პირველივე დღეს ერთად დავწვებოდით?

-მორჩი მაიმუნობას და პირდაპირ რომ ოთახია იქ შეიტანე ნივთები, მე მანამდე სააბაზანოს მოგიმზადებ.

-მარტო უნდა შევიდე?

-კი!_მოკლედ უპასუხა და მისაღებში მარტო დატოვა. ქირიამ ტუჩები წინ გამოსწია და გაბრაზებული წავიდა საძინებლისკენ.

ჩემოდანი ოთახის ცენტრში მოათავსა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ფანრჯისკენ წავიდა. ხედი დიდი ვერაფერი, მაგრამ დილით ისეთი კაცის გვერდით მოუწევს გაღვიძება ამას ვინ ჩივის. ოთახით ძალიან მშვიდ ფერებში ჰქონდა მოწყობილი, ყველაფერი ძალიან სადა და ნეიტრალური იყო. მართალია რაღაც დეტალების შეცვლა იმ წამსვე მოუნდა, მაგრამ ამას დრო რომ გავა მერე მიხედავს, ახლა უხერხულია.
ღიღინით წავიდა გარდერობისკენ და კართან მისულმა მისი გამოღება დააპირა, მაგრამ უცებ შეყოვნდა. როგორც წესი სხვის ნივთებში ძრომიალი მისი ჰობი არასოდეს ყოფილა და რატომღაც ახლაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საკუთარ თავს უფლება ვერ მისცა თარაშის სახლში ისე მოქცეულიყო როგორც ოჯახის წევრი. იტალიაში ყოფნის დროს ერთ გარდერობში ჰქონდათ ნივთები მოთავსებული და თარაშის ტანსაცმელს ხშირად თავად აწესრიგებდა, მაგრამ ახლა აქ ყველაფერი ძალიან სხვანაირად არის.

-გარდერობის ერთი ნაწილი ცარიელია შეგიძლია შენი ნივთები მანდ მოათავსო. _თარაშის ხმის გაგონებისას ოდნავ შეკრთა და ნახევარი ტანით მისკენ შეტრიალდა.

-შემაშინე..._წარბებშეჭმუხნულმა უსაყვედურა და გარდერობის კარის სახელურს ჩააფრინდა. _და რატომ ხარ დარწმუნებული რომ ერთი ნაწილი მეყოფა?_ცინიკური ღიმილით შეათამაშა წარბები და ტუჩები სასაცილოდ გამოსწია წინ.

-მაშინ მოგიწევს ჩემოდანი გამოიყენო. _ყოველგვარი ფიქრის გარეშე უპასუხა მერლანმა და თვალი ჩაუკრა. ქირიამ წარბებშეჭმხუნულმა აიქნია მარჯვენა მხარი და ჩემოდანს გადახედა.

-გამიმზადე სააბაზანო?_გადიდგულებულმა, ყელი მოიღერა და ამაყად იკითხა. მამაკაცმა დასტურის ნიშნად თავი მსუბუქად დაუქნია და გზიდან ჩამოეცალა.

-ჩემ ნივთებს ავიღებ და შევალ, იმედია მანამდე წყალი არ გაცივდება.

-ჯაკუზი და ფერადი ქაფი მომთხოვე კიდევ. სააბაზანოს გამზადება არ ნიშნავს იმას რომ ყელამდე წყლით აგივსე, უბრალოდ ხალათი და ტანსაწმენდი დავდე გამოსაჩენ ადგილას. _ირონიული ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და დამცინავი ღიმილი მიაპყრო გოგონას.

-მე კიდევ ვიფიქრე რომ რომანტიკულ გარემოს მომიწყობდი და იქაურობას სანთლებით გადაავსებდი. _არანაკლებ ცინიკური იყო ქირიაც. მამაკაცის პასუხით უკმაყოფილომ ამოიგმინა და ჩემოდანი გახსნა.

-გაითვალისწინე ამ სახლში ჩემი ოთახი ყველაზე ცხელი წერტილია, საწოლი უარესი. _ლოლას ღამის პერანგის დანახვისთანავე ჩაილაპარაკა მერლანმა.

-დღეიდან ამ სახლში ყველაზე ცხელი ვარ მე და არა შენი ოთახი და საწოლი! გასაგებია?!_ნიშნის მოგებით წაისისინა, თავის ნივთებს ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ კურტუმის ქნევით წავიდა. _და კიდევ, შენ თავს დააბრალე დღევანდელი საღამო... განახებ როგორი გრილი პერანგებიც მაქვს.
***

-კვერცხის შეწვა გთხოვე და არა დაბრაწვა..._აღრენილმა გამოართვა კვერცხიანი ტაფა და გაზქურაზე დადო.

-ლოლა, ეგ ჩემი წილია, შენი ჯერ არ მომიმზადებია. _

-ა, ბოდიში. _მორიდებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. _წავალ მე ტელევიზორს ვუყურებ, რომ მორჩები დამიძახე. _შერცხვენილმა უკან დაიხია და სამზარეულოს მოშორდა.

-არა, უშენოდ ვაპირებდი ჭამას.

-შენი ტელეფონი რეკავს. _მისაღების მაგიდაზე აცეკვებულ ტელეფონს გახედა ლოლამ. _მოგიტან. _დანაშაულის გამოსასყიდად მამაკაცის გულის მოგება ამ გზით სცადა. ტელეფონი აიღო და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა თარაშისკენ ისე რომ ეკრანისთვის არც კი დაუხედავს.

-გისმენ თაკო. _ნაცნობი სახელის გაგონებისას გაბადრულს ღიმილი სახეზე მიეყინა, _კარგად შენ?

-თაკო..._გაღიზიანებულმა გამოაჯავრა და დივნისკენ წავიდა._ძალიან არ მინდა ჩემი აქ ყოფნა მძიმე დანაშაულით დასრულდეს ასე რომ ყველა ქალმა იცოდეს თავისი ადგილი!_თვისთვის იგესლებოდა და დაღრენილი მისჩერებოდა მერლანს.

-დღე? არ ვიცი, ლოლას ვკითხავ და თუ შეძლებს აუცილებლად მოვალთ.

-როგორ გაახარე. _სიცილით ჩაიჩურჩულა ლოლამ და ფეხი ფეხზე გადადებული ტელევიზორისკენ მიტრიალდა. _ლოლასთან ერთად რომ დაგინახავს გულზე მურმანის ეკლები დასათვლელი გაუხდება.

----
დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ <3 ძალიან დიდი მადლობა ყველას <3
ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის.<3
ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე სამწუხაროდ. <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ramagari iyooo, ise monatrebuli mqonda erti amosuntqvit cavikitxeee, momenatre alubalooo

 


№2 სტუმარი სტუმარი maka

კარგად წერ შენი ყველა ისტორია მიყვარს

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Dagvibrundi zalian maklixar.

ganumeorebeli xar.❤❤❤

nu agvianeb

 


№4  offline წევრი naniko mindia

Rogor gamixarda rom davinaxe agar dagviano velodebi shemdegs ????????????????
--------------------
lomidze

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყოო ძალიან ძალიანნ

 


№6 სტუმარი ანა ბლიაძე

უმთვარო ღამის მეორე ნაწილის დაერას არ აპირებ?

ძაან კარგად წერ შენი ყველა მოთხრობა მიყვარს

 


№7  offline წევრი Mariammmo

ვაიმე რა მაგრობაააა <3
დრეს წავიკითხე ყველა და ეხლა ყოველ დღე დაბიწყებ შემოწმებას <3
ძალიან ძალიან მომეწონა <3

 


№8 სტუმარი თაკო სანაია

ანას ვეთანხემბი და მართლა უმთვარო ღამის მეორე ნაწილს დაწერას ხომ არ პირებ

კარგად წერს ძალიან ასე გააგრძელე

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ჩემი საყვარელი მწერალი ბევრი მიზეზის გამო ხარ, ისიც საკმარისია, რომ საოცრად წერ, თუმცა კიდევ ერთი მიზეზი არის ის რომ არასდროს აგვიანებ ახალი თავის დადებას, თუმცა ახლა ვხვდები, რომ სერიოზული პრობლემები გაქვს, თორემ ამდენს არ ალოდინებდი შენ საყვარელ მკითხველს იმდენად პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ. მინდა გისურვო რო ყველაფერი დალაგებულიყოს შენს ცხოვრებაში, მე ვიცი ისედაც რომ ყველაფერი კარგად გექნება, თუნდაც იმიტომ რომ ამხელა ბედნიერებას ანიჭებ ამდენ ადამიანს თუნდაც რამდენიმე წუთით. ვერ ვიტან ლოდინს, მითუმეტეს ისტორიის კითხვის დროს, თუნდაც იმიტომ რომ ისტორიის მთელი შინაარსი მავიწყდება, შენ კი ის ერთადერთი გამონაკლისი ხარ, რომლის ისტორიის ყველა დეტალი გადაუმითხავად მახსოვს. რამდემი
ე წელია შენი მკითხველი ვარ, სპეციალურად დიდი ხანია აღარ შემიმოწმებია ახალი თავი იდო თუ არა, რათა გული არ დამწყვეტოდა, დღეს გამახსენდი და ეგრევე შემოვარდი გულაჩქარებული, ისევ იგივე მდგომარეობაში რომ დამხვდა მოთხრობა, მივხვდი ბევრი სირთულეების გავლა გიწევს და ვიფიქრე ჩემი კომენტარით და აზრით, იმაზე თუ რამდენად შესანუშნავი ხარ, რამდენიმე წამით მაინც გაგახალისებდი. ველოდები შენს დაბრუნებას დიდი სიყვარულით <3

 


№10  offline წევრი bobga

მალეე დაგვიბრუნდიიი ❤❤❤

 


№11 სტუმარი თამრო

ვითომ ჩვენ არ ვარსებობთ :-)

 


№12 სტუმარი მარო

საკუთარ ისტორიას ესე არ ექცევიან! მკითხველზე რომ არაფერი ვთქვათ)))

 


№13 სტუმარი სტუმარი ეკა

ანუ შენ ფიქრობ რომ ამ ისტორიის აქ მიტოვება დაშვებული და სწორი საქციელია??!!?

 


№14  offline წევრი kasunia

კაიი რაა დაგვიბრუუნდიი

 


№15  offline მოდერი მე♥

ძალიან ბევრი ბოდიში მაქვს თქვენთან მოსახედელი, მართლა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო... ერთი რაც ზუსტად ვიცი არის ის რომ წერის შესაძლებლობა არცერთი წუთით არ მქონია.
საიტზეც, ბოლოს მაისის შუა რიცხვებში ვიყავი, იმის მერე თითქმის სამი თვე გავიდა... ძალიან მწყდება გული რომ ისტორია ასე გავაწვალე, მაგრამ გეფიცებით რომ სხვანაირად ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი... სამწუხაროდ კაფანდრა აღმოჩნდა ის ისტორია რომელიც თურმე ასე უნდა გამეუფასურებინა ლოდინით...


ისტორია აუცილებლად დასრულდება, არცერთი წამით იფიქროთ რომ ამ ისტორიას დასასრული არ ექნება... უბრალოდ დრო მჭირდება. <3
დიდი მადლობა ყველას, ძალიან მიხარია რომ ლოდინი შეგიძლიათ და ასეთ უნამუსობას იტანთ. <3
მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით! <3
--------------------
ა.ა

 


№16 სტუმარი კაწი

??? ¿¿¿?????????

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინია

აღარავის აინტერესებს უკვე ეს ისტორია.შეგიძლია არც გააგრძელო :დდ

 


№18 სტუმარი სტუმარი ლელა

არ იჩქარო :-)

 


№19  offline მოდერი მე♥

სტუმარი ნინია
აღარავის აინტერესებს უკვე ეს ისტორია.შეგიძლია არც გააგრძელო :დდ

მხოლოდ მათთვის გავაგრძელე ვისაც ჯერ კიდევ აინტერესებს. <3 კეთილი რჩევისთვის დიდი მადლობა. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent