შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (ნაწილი 2)


31-10-2018, 17:15
ავტორი salome_13
ნანახია 1 314

მიუხედავად ჩემი სურვილისა უკან დაბრუნება მაინც მომიწია. მივდიოდი და ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასე განწყობილი მათ მიმართ? საერთოდ უნდა დავთანხმებულიყავით თუ არა მის შემოთავაზებას თამაშის შესახებ? არასდროს ვიჩენ ინიციატივას ბიჭებთან, თუ ჩემს დაქალებს მთელი დღე შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი, მე ამაში გართობას ვერ ვხედავ. მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ ბიჭები არ მაინტერესებს, მათ ყურადღებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ვთვლი, რომ მათ გარეშეც საინტერესოა ცხოვრება.
ჩაფიქრებული მივდიოდი, როდესაც გიორგი დავინახე, რომელიც იმ მიმართულებით მოდიოდა საითაც მე ვიყავი. სულაც არ ვიფიქრებდი, რომ ჩემთან მოდიოდა. უეცრად ჩემს წინ გაჩერდა და გაეღიმა.
-ამისთვის მოდიხარ?-ხელი მაღლა აწია და გასაღები დამანახა.
-ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის ხო?-კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.
-ხო რათქმაუნდა-გასაღები გამომიწოდა-აიღე და ეცადე, ყველგან არ დატოვო სადაც წახვალ.
მის ამ სიტყვებზე გამეღიმა და თავი დაბლა დავხარე, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ უბრალოდ შემოტრიალება და წამოსვლა ცუდად გამომივიდოდა. თავი მაღლა ავწიე, კიდევ ერთხელ გავუღიმე და ძალიან დაძაბულმა წარმოვთქვი რამდენიმე სიტყვა
-იმედია შენ თამაში დაგავიწყდება, რადგან არ მინდა, შემდეგში სადმე თუ შეგხვდი კიდევ წავაგო.
გიორგის გაეცინა და სასიამოვნო ხმით მითხრა
-მაგის იმედი არ გქონდეს, სჯობს შენ ისწავლო.
გავუღიმე და წამოვედი. მთელი დღე გიორგიზე ვფიქრობდი. თავიდან არ ამომდიოდა ჩემი უხეში სიტყვები. ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვნახავდი და ამის გამო უფრო მინდებოდა დროის უკან დაბრუნება.
...........
გავიდა ორი კვირა, ვცდილობდი გიორგიზე აღარ მეფიქრა. ამაში კი სკოლის დაწყებაც დამეხმარა, გაცილებით ნაკლები დრო მქონდა ფიქრისთვის.
სკოლაში ყველაფერი, ჩვეულებრივად იყო.
22 ოქტომბერი
სახლში დაღლილი მოვედი, გაკვეთილები მალევე ვისწავლე და დავიძინე. სიზმარში გიორგი ვნახე, არ ვიცოდი ასე რატო მოხდა, რადგან გიორგის სახელი რამდენიმე კვირაა არც კი მიხსენებია. შეშინებული ვიყავი, რადგან სიზმარში ვნახე, როგორ სცემდა 5 მასზე გაცილებით დიდი ასაკის ბიჭი.
მეორე დღეს, მთელი დღე დამწუხრებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომში წასვლა ყოველთვის მიხაროდა, არც იმან გამახარა, რომ საღამოს ვაპირებდით წასვლას. საღამო მალე მოვიდა, ბორჯომში ჩავედით და სახლში მივედით. სახლში მომეწყინა, ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე. ტელეფონზე ვლაპარაკობდი, როდესაც რაღაც ნაცნობი ხმა გავიგონე, მიმოვიხედე და ჩემი ბავშობის მეგობარი დავინახე. ბორჯომში ჩასვლის დროს ყოველთვის ვნახულოდი მას და ვუყვებოდი ახალ ამბებს, ისიც თავის ამბებს მიზიარებდა. მისმა დანახვამ ძალიან გამახარა. ცოტახანი ვისაუბრეთ და მალევე წავიდა, სახლში ეჩქარებოდა. გადავწყვიტე სკვერში დავმჯდარიყავი, სკვერში მივედი და იმ სკამზე ჩამოვჯექი სადაც, ბოლოს ტასოსთან, გიორგისთან და დათოსთან ერთად ვიყავი. გამახსენდა ის თუ როგორ ვთამაშობდით, ის თუ როგორ ვეუხეშე და ბოლოს როგორ მომიტანა გასაღები. ამ ამბის გახსენება ერთდროულად მაბედნიერებდა და სევდიანსაც მხდიდა. ცოტახანი ვიჯექი, შემდეგ კი ავდექი და სკვერიდან უნდა გამოვსულიყავი, როცა მხარზე რაღაც ვიგრძენი. ცივმა ოფლმა დამასხა, რადგან უკვე ბნელოდა და ძალიან შემეშინდა, უცბად შემოვტრიალდი და დავინახე ბიჭის სილუეტი. თვალებს არ ვუჯერებდი, მისი ხმა რომ გავიგონე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გიორგი იყო. მისი სასიამოვნო ხმა არასდროს დამავიწყებოდა. მისმა დანახვამ ისე გამახარა, ვერც კი მივხვდი რამდენიმე წუთი გაშეშებული როგორ ვიდექი. უცბად ჩახუტება მომინდა და ჩავეხუტე. სკვერში დავსხედით, ცოტახანი ვილაპარაკეთ. ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო, მან კი მთხოვა, ამის გამო ბოდიში აღარასდროს მომეხადა.
-პირველად როცა დაგინახე არ მეგონა თუ ასეთი იქნებოდი, მაგრამ როდესაც სიგარეტი შემოგთავაზე და ძალიან გაკვირვებული თვალებით შემომხედე, მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. როდესაც წახვედი, ვფიქრობდი რომ ჩემი ხასიათით თავს გაბეზრებდი და სწორედ ამიტომ მომექეცი ასე, მიუხედავად იმას, რომ გადავწყვიტე აღარ შემეწუხებინე, შენი ნახვა მაინც მინდოდა. ავდექი, სახლში უნდა წავსულიყავი და უცბად გასაღები დავინახე. ვიფიქრე დათოს მივცემდი, რომ მას მოეტანა, მაგრამ მაინც მე გადავწყვიტე მოსვლა. ბოლოს ისე საყვარლად გამიღიმე, რომ მთელი ამ დროის მანძილზე არასდროს დამვიწყებია. დღეს ბორჯომში ჩამოვედი, საღამოს სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ რატომღაც დარჩენა და ამ ადგილას მოსვლა გადავწყვიტე. კიდევ კარგი ასე მოხდა, თორემ ხომ ვერ გნახავდი?
მეც მინდოდა ბევრი რამის თქმა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ყელში თითქოს დიდი ბურთი გამეჩხირა. ცოტახანი ჩუმად ვიყავით და შემდეგ ვუთხარი
-მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, წასვლა იმის გამო მომინდა, რომ მივხვდი ჩემზე არასწორი შეხედულება გქონდა. მეც ვფიქრობდი, მაგ დღეზე და შენზე და ბოლოს ჩემი თავი დავადანაშაულე ყველაფერში. მინდოდა დროის უკან დაბრუნება მაგრამ გვიანი იყო. სხვათაშორის თამაში უფრო კარგად ვისწავლე და უკვე თავისუფლად შემიძლია მოგება.
ჩემს სიტყვებზე გაეცინა. უკვე ძალიან გვიანი იყო და სახლში წასვლა გადავწყვიტე. ცოტა კიდევ რომ გველაპარაკა გიორგიმ სახლამდე მიცილება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.
...



№1  offline წევრი lamazi tvalebi

საყვარლებიიიი... მომეწონა ეს თავიც... კარგად წერ, გააგრძელე ველიდები შემდეგს❤❤❤❤

 


№2  offline წევრი salome_13

lamazi tvalebi
საყვარლებიიიი... მომეწონა ეს თავიც... კარგად წერ, გააგრძელე ველიდები შემდეგს❤❤❤❤

მადლობა მადლობა მადლობააა❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი nina kupradze

ძალიანნ მომწონს❤️❤️

 


№4  offline წევრი salome_13

nina kupradze
ძალიანნ მომწონს❤️❤️

მადლობაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent