შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება(ნაწილი 1)


29-10-2018, 23:52
ავტორი salome_13
ნანახია 1 416

რა არის ცხოვრება? რატომ არის ზოგჯერ მეტისმეტად მოსაბეზრებელი?
არის დრო როდესაც ვარდისფერ ფერებში ხედავ ყველაფერს, არ შეგიძლია გაიაზრო რაიმე პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას შენებურად უდგები. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალე მიკეთია. თუ საზოგადოებაში ვარ და რაიმე პრობლემას შევიტყობ, ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ზედმეტად გულგრილია. არვიცი რატომ, მაგრამ ასეა. თუმცა, თუ მარტო ვარ ძალიან სევდიანი ვხდები.
რამდენიმე წელია მსურს დავწერო რაიმე, ხშირად დამიწყია წერა, თუმცა არასდროს გამომდიოდა. იმედია ამ ყველაფერს ისე დავასრულებ, რომ ამ ამბავს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება.
ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება წლევანდელი ზაფხულის დასაწყისიდან დამეწყო. ზაფხულის დასაწყისში დაქალთან ვიყავი სოფელში, მას ნინი ჰქვია. ვერთობოდით თუმცა უთანხმოება ხშირად გვქონდა. არვიცი რატომ მაგრამ, მასთან კამათი ხშირად მომდის.
შემდგომ სახლში ვიყავი, თუმცა აგვისტოს დასაწყისში ბათუმიდან მამას ძმაკაცის ოჯახი გვესტუმრა. მამას ძმაკაცს ორი შვილი ყავს: ლანა და ნიკა. ისინი ძალიან საინტერესო და ამასთანავე მხიარულები არიან. მინდოდა განსხვავებული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა და არ ვყოფილიყავი მოსაწყენი. სწორედ ამიტომ სულ თამაში მეკერა პირზე. ნიკა ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ახლო ურთიერთობა არ მქონია თავიდან. თუმცა შემდეგ Alias-ის თამაში დავიწყეთ და სულ ვუმტკიცებდი რომ ვერ მომიგებდა. მომდევნო რამოდენიმე დღე სულ ერთად ვიყავით. ლანას ძალიან დავუახლოვდი და ერთად კარგ დროს ვატარებდით. ამის შემდეგ მე ჩავედი ბათუმში და იქაც საინტერესო თავგადასავლები მქონდა.
ბათუმში ყოფნის პერიოდში, ქალაქ გარეთ გავედით, იმ დღესაც ჩვეულებისამებრ ვერთობოდით, შემდეგ მანქანაში დავსხედით და ნიკას ძალიან ეძინებოდა, მანქანის უკანა სავარძელზე მიწვა და იძინებდა, როდესაც რამდენჯერმა ფეხზე დავარტყი, რადგან არ მინდოდა დაეძინა, გაბრაზდა და უხეშად გამცა პასუხი. ეს ძალიან მეწყინა და ისე წამოვედი არც დავმშვიდობებივარ. ამის შემდგომ აღარ მინახავს...
ბათუმში მრავალი საინტერესო რამ გადამხდა თავს. ერთ-ერთი იყო ის რომ, როდესაც სასტუმროში ვრჩებოდი ერთი ბიჭი იყო რომელიც სასტუმროს ეზოში დავინახე. კიბეებზე ვიჯექი და დაქალს ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცბად შევამჩნიე რომ მაღლიდან ვიღაც მიყურებდა. მას ძალიან საყვარელი გამოხედვა ქონდა, თმები შავი, ჩაცმულობის სტილი კი სპორტული ქონდა. ეს მზერა რამდენჯერმე შევნიშნე იმ საღამოს., თუმცა განსაკუთრებული არაფერი რადგან მან ჩამი სახელიც კი არ იცოდა. როდესაც დაბლა ჩავდიოდი, რამდენიმე წუთის წინ ისიც ჩამოდიოდა, თუმცა გამუდმებით ხელში ტელეფონი მეჭირა და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია.
ვფიქრობ ჯერ ბიჭთან ურთიერთობა ადრეა, თუმცა მათ მიერ გამოჩენილ ყურადღებას ყოველთვის ვანიჭებ მნიშვნელობას.
ჩემ თვისებებში რაც მომწონს, ერთ-ერთი ისაა რომ სპონტანურად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება. 1 სექტემბერი იყო , როდესაც მე და ტასო, ტასოს ეზოში ვისხედით და ვსაუბრობდით. (ტასო ჩემი მეზობელი და დაქალია)
-აუ სადმე მინდა წასვლა, მაგრამ უკვე სკოლა იწყება და აქამდე რო მოგვეფიქრებინა კარგი იქნებოდა-დამწუხრებულმა მითხრა.
-შენი აზრით ახლა გვიანია?-თავში შესანიშნავმა აზრმა გამიელვა.ბორჯომში ბინა გვაქვს, რომელსაც ზაფხულობით ვაქირავებთ, ახლა კი თავისუფალი იყო და წასვლა შეგვეძლო.-წამო წავიდეთ,ბორჯომში, მშობლებს ვუთხრათ, რომ სახლს დავალაგებთ, თან დავალაგოთ და მერე გავისეირნოთ.
-კი მაგრამ როდის? ახლა რაღა აზრი აქვს?-უიმედოდ მითხრა ტასომ.
-კარგი რა... ხვალ წავიდეთ და საღამოს ჩამოვიდეთ-მაინც არ ვნებდებოდი.
-კარგი იყოს ეგრე, მაგრამ ახლა მშობლების პრობლემაა გადასაწყვეტი-თითქმის გაბრწყინებული თვალებიით მითხრა.
მშობლებთან საქმე ადვილად მოვაგვარეთ, ისე მოხდა, რომ მაგ დღეს შეხვედრა მოუწიათ და სწორედ ამ დროს ვუთხარით ჩვენც ეს ამბავი. დედაჩემი ადვილად დაგვთანხმდა, რადგან უკვე ვყოფილვარ მარტო ბორჯომში, არც ტასოს დედის დათანხმება გაგვიჭირდა.
2 სექტემბერი ????)
გათენდა დილა და სადგურში ჩავედით, ძალიან ბედნიერები ვიყავით რადგან ვიცოდით რომ გავერთობოდით. ბორჯომში მალევე ჩავედით, მაღიაში შევიარეთ და შემდეგ სახლში მივედით. სახლის დალაგება მალევე დავასრულეთ, ერთჯერადი სუპები ვჭამეთ, რადგან სხვა რამის გაკეთება დაგვეზარა და სკვერში წავედით.
სკვერში როგორ ყოველთვის სიმშვიდე იყო, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ და სკამზე დავსხედით. სკვერი თითქმის ცარიელი იყო, რადგან შუადღე იყო და თან სადაცაა სეზონიც მთავრდებოდა, ამიტომ დამსვენებელთა რაოდენობდა მცირე იყო. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სამი უბრალოდ გამვლელი ბიჭი ადვილად შევამჩნიეთ. როგორც შემდგომში გაირკვა არც მათ გამოპარვიათ მხედველობიდან ჩვენი შემჩნევა.
ტელეფონზე ჩემ ძმას ვესაუბრებოდით, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორედ ჩაგვიარა და გაიგონა რომ კარტის თამაში გვინდოდა, თუმცა მაღაზიაში გასვლა გვეზარებოდა, რათა კარტი გვეყიდა. მე და ტასო ერთმანეთის საპირისპიროდ ვისხედით, ჩემს უკან კი ის ორი ბიჭი იდგა, ხოლო მესამე კი მას შემდეგ შეუერთდა მათ რაც ჩვენი საუბარი გაიგო. მესამეს დათო ერქვა, ხოლო იმ ორიდან ერთ-ერთს რომელიც მომეწონა გიორგი. მიუხედავად იმისა რომ დათომ გაიგო თამაშის შესახებ, ჩვენთან გიორგი მოვიდა.
უეცრად, მომნუსხველი ხმა გავიგე:
-გამარჯობა გოგონებო, მარტო ხართ?
ამ ხმამ ძალიან გამაკვირვა და გაკვირვებულმა მაღლა ავიხედე, ჩემს წინ გიორგი იდგა, მზე ზუსტად მას ანათებდა და უფრო მომხიბვლელს ხდიდა. გაკვირვებული ხმით ვუპასუხე
-დიახ.
-ჯოკერის თამაში გინდათ?-უცნაური მზერა მომაპყრო.
-რატომაც არა...-ჩემს მაგივრად ტასომ უპასუხა, რადგან მიხვდა რომ მე გაკვირვებული ვუყურებდი მას.
წავედით იქ სადაც მაგიდა იდგა. ჩემს წასვლას არ ერქვა წასვლა. სასაცილოა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ სიტვაციაში ცოტა ნაზად უნდა მოვქცეულიავი, ჯდომის დროს ფეხი დამიბუჟდა და ასკინკილით მომიწია წასვლა (წარმომიდგენია, როგორი სასაცილო სანახავი ვიყავი. ალბათ, გიორგი ამის გამო ნანობდა თავის მოქმედებას). მივედით და დათოც მოვიდა. სამწუხაროდ, კალამი და ფურცელი არ გვქონდა, ამიტომ მჯერა-არ მჯერას თამაში გადავწყვიტეთ. გიორგის ქცევებით მივხვდი რომ მოვეწონე, ამიტომ მისგან ვცდილობდი თავის შორს დაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მომიჯდა შორს გავიწიე. თამაშის დროს ცდილობდა დამხმარებოდა, მაგრამ არასდროს არ ვუჯერებდი, მის დახმარების მცდელობებს შემდეგნაირად ვუპასუხე:
-შენ არასდროს დაგიჯერებ!-ეს ყველაფერი მოგვიანებით უხეშად მომეჩვენა, თუმცა ალბათ ასე იყო საჭირო.
დათომ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო, ტასომ უთხრა რომ სიგარეტის სუნი გვაწუხებდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია. გიორგიმ, კი არ ვიცი რატომ მაგრამ სიგარეტი მომაწოდა, ეგონა მოვწევდი და ჩემი ცივი უარის შემდეგ ტასოს მიაწოდა, ტასომაც ცივი უარით უპასუხა. ვფიქრობ, თვითონაც არ ეწეოდა.
ცოტახანი ვისხედით,შემდეგ კი ისეთი სიტვაცია შეიქმნა, რომ წასვლის სურვილი გაგვიჩნდა. ამის შესახებ რომ ვუთხარით, გიორგიმ მკითხა გავიდოდით თუ არა საღამოს კიდევ. წასვლის სურვილი იმდენად მაწუხებდა რომ ლამის ვიყვირე:
-არა!!!
მოგვიანებით ჩემი საქციელი ვინანე...
ცოტა მანძილი გავიარეთ და ტასოს გაახსენდა, რომ სახლის გასაღები სკამზე დატოვა. მთხოვა მე მივსულიყავი, მე კიდევ ეს საშინლად არ მინდოდა.
...



№1  offline წევრი lamazi tvalebi

კარგად დაიწყე, მომეწონა.... იმედია არ გვალოდინებ. წარმატებები...

 


№2  offline წევრი salome_13

lamazi tvalebi
კარგად დაიწყე, მომეწონა.... იმედია არ გვალოდინებ. წარმატებები...

მადლობაა, ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის❤️

 


№3  offline წევრი all we need is love

მომეწონა დასაწყისი

 


№4  offline წევრი salome_13

all we need is love
მომეწონა დასაწყისი

დიდი მადლობაა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი კეკე

სიტვაცია არა,სიტუაცია:)

 


№6  offline წევრი salome_13

სტუმარი კეკე
სიტვაცია არა,სიტუაცია:)

აუცილებლად გავითვალისწინებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent