გაზაფხულის სურნელი (2)
ბოლოჯერ მოავლო თვალი სახლის სივრცეს,მზერა ფანჯრისკენ გააპარა და უბრალოდ გაეღიმა,აქედან ახალი საწყისი ნათლად მოცანდა და ეს მშვენივრად იცოდა.პალტო მხრებზე მოიგდო,ხელჩანთას დასწვდა,ხელი მოკიდა ჩემოდნის სახელურს და კარი გამოიხურა.ტაქსი უკვე ელოდა.უხმოდ გასცდა შენობას რომელშიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდა და ეცადა ყურადღება არ გაფანტვოდა,რადგან უნდა დაემახსოვრებინა,ყველა დეტალი რაც პარიზის ქუჩებს არ დაავიწყდებდა.სიმართლე რომ ითქვას თავადაც არ იცოდა ზუსტად რა ელოდა,დაბრუნდებოდა კი აქ? თვითმფრინავში მოთავსდა თუ არა,თვალები დაიფარა,არ უნდოდა რაიმე გახსენებოდა ფრენის შესახებ.ხშირად უნატრია თვალები დაეხუჭა და საფრანგეთის მაგივრად საკუთარ ქვეყანაში გაეღვიძა,ახლა კი სწორედ ამ ნატვრის წინაშე იდგა და ყველაფერი იდეალურად უნდა გამოსულიყო. ღრმა ძილიდან ტაშის ხმამ გამოაღვიძა,მგზავრები პატივისცემას გამოხატავდნენ პილოტის მიმართ რომელმაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა ბილიკზე. სანამ გასასვლელამდე მივიდოდა ყველაფერი ისე გააკეთა თითქოს ჯერ კიდევ ღრმა ძილში იყო,მაშინღა გამოფხიზლდა,როცა ნაცნობი სახე დალანდა.ისევ ისეთი,შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი,ჯმუხი აგებულების,მუდამ მოქუფრული სახის და დინჯი იყო კიტა.ეკატერინე წამში მიხვდა რომ სხვებისთვის ჩვეულ გასლილ მხრებს და მომენატრეს არ უნდა დალოდებოდა,რადგან ჩასახუტებლად მხრებს არავინ გაშლიდა,ამიტომ ზუსტად ასეთივე სიჩუმით ჩასხდნენ მანქანაში და სანამ მამაკაცი ძრავას აამუშავებდა,მანამ ამოიჩურჩულა: -მე სასტუმროში დავრჩები,გეცოდინება რომელია ქალაქში კარგი სასტუმრო,მინდა იქამდე მიმიყვანო...-პასუხი არ ყოფილა და ეკატერინე მანამ ვერ გამოერკვია რას უპირებდნენ სანამ ნაცნობ გალავანს არ მიადგნენ და ორი ყველაზე თბილად მოსაგონარი ქალის სახე არ შეიცნო. როგორც იქნა სახლშიც შეიპატიჟეს.თავდაპირველად ორივენი გაკვირვებულნი ვუცქერდით იმ ცვლილებებს რომელიც სახლს დატყობოდა,მაგრამ შვატყვე რომ ეკატერინე სხვა რამესაც შეიგრძნობდა,ეს იყო ცვლილება.შემოდიხარ სახლში,ყველაფერი სხვანაირია,ავეჯი შეუცვლიათ,დიდი ჭაღები ჩამოუხსნიათ და მის მაგივრად თანამედროვე განათება შემოუტანიათ,ანტიკვარული კარადა გუქრიათ და მის მაგიერ ახალი,ცისფრად შეფერადებული შუშებიანი,დეკორატიული კარდა დაუდგამთ,მაგრამ ყველაფერი მაინც ნაცნობია,თითქოს ეს-ესაა სახლიდან გასული შემობრუნდიო,რატომ?სუნი ყველაფერს იგივე აქვს,ანეს ძვირფასი ფრანგული პარფიუმის და შორენას ახლადგამომცხვარი პეროგის შეუცვლელი სურნელება საიამოვნოდ გიღიტინებს ცხვირში და უეცრად,სრულიად უმიზეზოდ გეღიმება. თითქოს შეატყოო ისე გაუცინა ხმელ-ხმელმა,მოხდენილმა ლედიმ,დივანზე მიუთითა და შეეცადა გამოეკითხა რას აკეთებდა ამ ბოლო ხანებში,ისიც უთხრა დედი არ უნდა გეწყინოს,ამ ბოლო დროს სულ გულმავიწყი გავხდი და რახან კიტამ თქვა ჩამოდისო თავიც აღარ შევიწუხე რეკვებით,ვიფიქრე უამრავი საქმე ექნებათქო,ეკატერინემაც იმის ნიშნად ყველაფერი კარგად მესმისო თავი დაუქნია,თან ჩუმად გააპარა თვალი კიტასკენ,რომელიც ღიმილიანი სახით ენად გაიკრიფა ტელეფონზე,ქალი შეუჩერებლივ ეტიტინებოდა რაღაცაზე ამირეჯიბი კი ნეტავ ახლა გაჩუმდებოდეს და ერთი გემრიელი ჩახუტების უფლებას მომცემდეს მეტი არაფერი მინდაო ფიქრობდა. ჩაით გაუმასპინძლდნენ და უკვე კარგა გვიან იყო დაძინების უფლება,რომ მისცეს,წავიდა მაგრამ იმდენად არ ეძინებოდა,რამდენადაც ემოციებისგან განტვირთვა ესაჭიროებოდა,ოთახში შესულს ის ის იყო უნდა დაეწუწუნა ახლა რა ვაკეთოო რომ ჩემოდანი დალანდა და გაიფიქრა ამოვალაგებ და გულსაც გადავაყოლებო,კარგა ხანიც მოანდომა,მაგრამ ისე გაერთო დაკაკუნებაც ვერ გაიგო,ასე რომ შორენამაც უეცრად შემოუღო კარი და ღიმილიანად ჰკითხა - ჩემო გოგო,ვიცოდი შენც არ დაგეძინებოდა,ხოდა ჩაი შენთვისაც გავაკეთე. -კიდევ ვის არ ეძინება ნენე? -არ გესმის?კიტას ბორგვის ხმა შენს ოთახშიც ისმის.ისე უკვე რამოდენიმე დღეა ასეა,მინდა ვკითხო მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოვიცალე,ხომ გესმის?!.... -არ იღელვო,უცებ გავერკვევი ... - თვალი ჩაუკრა ეკატერინემ და როგორც ბავშვობაში ცელქობაზე დაუქნევდა ხოლმე საჩვენებელ თითს შორენამ ისე დაუქნია ახლაც, ოღონდ იმედიანი და ღიმილიანი სახით. კარი გაიხურა თუ არა ბავშვობის ნენემ,მაშინვე ხელი უშვა ტანსაცმელს და კარისკენ გაემართა.სასხვათაშორისოდ ეკატერინე იმ ოთახში მოათავსეს სადაც დაახლოებით15 წლის წინათ.მის და კიტას ოთახებს რომლებიც გვერდიგვერდ იყვნენ და ერთმანეთს საზირო კედლის კარით უკავშორდებოდნენ ჰქონდათ ფართო გასასვლელები ერთ ვერანდაზე.ორივე მათგანის დარაბა იატაკამდე იყო ჩაჭრილი და ერთდროულად ასრულებდა კარის და ფანჯრის როლსაც.სწორედ ის საზიარო კარი გამოაღო ეკატერინემ და მოფრიალე ფარდასთან მდგომ,სპორტულ შარვალსა და შავ ზედაში გამოწყობილ მამაკაცის შეყრილ წარბებს მოჰკრა თუ არა თვალი შეიცადა,ყურადღებით დააკვირდა მერე კი,ეჭვიანად გადაიქნია თავი.ამოძრავდა.ლოგინისკენ დიდი ნაბიჯებით წავიდა , ჩამოსკუდა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო: -მაშ ჩემო ძმაო დაგიშინებია ოჯახის ქალები შენი უხასიათობით და ეგააა. ეკატერინემ ვერა,მაგრამ მე კი დავინახე როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა კიტაზე,თითქოს სახეში მაგრად გაულაწუნესო,ცივად შემოუბრუნდა,თუმცა მისი ხალისინი სახის დანახვაზე მოლბა,გაისუსა. -აბა რას ამბობ კატო,მე ჩემს ქალბატონებს როგორ გავანაწყენებ? -აბა რატომ დაიჩივლა შორენამ ჩემთან,უფრო ჩაიკეტაო,ასე საღამოობით აღარც კი იძინებსო.ნუ ცოტათი გავაბუქე მისი ნათქვამი მაგრამ მაინც... -ბევრი მოგსვლია ... - გაუცინა ყალბად დოლაბაურმა. -მითხარი რა ხდება! .. -ხმა საოცრად შეეცვალა ქალს,ამჯერად დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში და დაამსხვრია გასულელებული მდედრის ნიღაბი,კიტამ ნამდვილად იგრძნო რომ მართალი იყო სესილია-ის ცუდადააა. საწოლზე თავადაც ჩამოჯდა და როცა ყურადღებით დააკვირდა,მაშინ დაწვრილებით მოაგონდა დიალოგი,რომელიც ზუსტად ერთი თვის წინათ გაიმართა და როცა ის ცხოვრებაში ორი ერთი-მეორეზე მნიშვენლოვანი რამ მოხდა-ეკატერინე დაბრუნდა და გვანცა სამსახურში აიყვანა. უყურებდა ეკატერინე მის თვალებში ჩაკარგულ კიტას და თავადაც გაკვირვებული იყო,რაღაც ცვლილება განეცადა თუმცა დღემდე ვერ ამოეხსნა ამირეჯიბს რა და რატომ.თითქო დრო მოვიდაო,თითქო აფხიზლებსო ჩუმად უჩურჩულა "კიტაა" და ისიც გეგონებოდათ ცივი წყალი გადაასხესო,უცებ წამოხტა,აშრიალებულ ფარდას ამოეფარა და გაირინდა.იკვირვა ეკატერინემ ამგვარი უცხოობა,ნუთუ გამირბისო და იგრძნო სიმართლეს რომ ღაღადებდა შინაგანი ხმა.ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა მის თავს მაგრამ აფოქრიაქების,გაურკვევლობის მეტი არაფერი იხატებოდა ამიტომ დუმილი ვარჩიე მეც.წამოიმართა,ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ,თვალებში სხივი აუკიაფდა,მამაკაცს დოინჯი ჰქონდა შემორტყმული და ეკატერინემაც იხელთა სიტუაცია,თავისი მკლავები შეაცურა და ხელისგულები მუცელზე მჭიდროდ შემოარტყა.ცხვირი მის ფართე ზურგში ჩამალა და ნაცნობმა სურნელმა ცხვირში სასიამოვნოდ შეუღიტინა.ეს იყო რაღაც მშობლიური,მონატრებული და მწვავე.თავად ფიქრობდა ამით ვაგრძნობინებ ახლოს რომ ვარო მაგრამ კიტა კი საწინააღმდეგოს მოქედების ქვეშ იყო.ეუხერხულებოდა ქალის ამგვარი სიახლოვე,ამდენი ხნის შემდგომ გამქრალიყო გრძნობა სიახლოვის,გრძნობა მუდმივი მოთხოვნილების და ახლა ამან ისე გაანერვიულა რომ არც დარიდებია უხეშად წაწეულიყო წინ,მისი ხელისგულები მოეშორებინა და უკვე საკმაოდ შორს მყოფი ქალისგან ვერანდის მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა. ამირეჯიბი ერთ ადგილზე გახევდა.ვერ იგრძნო უხერხულობა,იგრძნო სიცივე მთელს ძვალრბილში რომ გაატანა და აქამდე გამღვალი უჯრედები წამში გაყინა.სახეზე აკრული ის ბრწყინვალება გაქრა,მის ადგილზე კი შეყინული იმედები აცეკვდნენ.ეკატერინე მოკვდა ! -თუ არ გსურს ხომ იცი დაძალება არ მჩვევია,მინდოდა დაგხმარებოდი ... -რთული წელი მქონდა ეკატერინე,ნუ მიიღებ ამას ... - აშკარა თვალთმაქცობა იყო ამ სიტყვებში,ერთი შეხედვით ბოდიშის მქონენი საშინელ სურვილს ამჟღავნებდნენ ქალი დახსნოდათ. -სწორედ ამიტომ,მეგონა საერთო დახმარების იდეა ჯერ კიდევ ძალაში იყო,შენ კი თურმე... -ძალაშია,უბრალოდ დღეს არა.ძალიან დავიღალე,დარწმუნებული ვარ შენც.ხვალ განვაგრძოთ. კიტა შემობრუნდა აშკარად იგრძნო დანაშაულის გრძნობა,თუმცა ჯერ კიდევ თავის აზრზე იყო.მას რაღაც სჭირდა,ისეთი აქამდე რომ არ დამართნია.თუმცა საჭირო იყო ეკატერინეს დამშვიდება თორემ ეს ქალბატონი დაავლებდა ხელს თავის ჩანთას და იმისდა მიუხედავად უცხო ქალაქში რომ იყო,წავიდოდა და აღარც გამოჩნდებოდა.ეს სიმართლე იყო და ამიტომ შემობრუნდა მისკენ,ხელები მის მხრებს შეავლო და იმისდა მიუხედავად ეს რატომღაც უმძიმდა შუბლზე აკოცა.ეკატერინემ ხელის აქნევით მოიშორა და შორს დადგა.მერე ამოისისინა -დავასრულებთ რას? იმას რაც არც კი დაგიწყია ... შებრუნდა,გააფთრებული გავიდა ოთახიდან,კარი გაიჯახუნა და უკან გაყოლილ კიტას ამით ამცნო შენთან დიალოგი დავასრულეო.ისიც აღარ მიჰყოლია,კარი ცხვირწინ რომ მოუჯახუნეს იმ პოზაში გაშეშდა და დოინჯი შემოირტყა,ერთი რაღაც მწარედ ამოთქვა და შემობრუნდა.კიდევ დიდხანს იყო შთაბეჭდილებების ქვეშ.ვერანდაზე მყოფმა არაერთხელ გაზომა თავისი საქციელის სისწორე და იგრძნო ის უმაღლესი რამ რასაც დანაშაულის გრძნობის აღქმა ჰქვია.ის მაშინვე შეთანხმდა საკუთარ თავთან რომ ხვალ დილით ამირეჯიბს ბოდიშს მოუხდიდა და ამ უცნაურ გრძნობას ტვინიდან გააძევებდა. ოთახში დაბრუნებულ ეკატერინეს სიბრაზის ტალღამ ისე სწრაფად ვერ გადაუარა,როგორც მის გვერდით ოთახში მყოფს.საწოლზე ჩამოჯდა,თავი ხელისგულებში მოიქცია და ამოიხრიალა,სიმძიმე რომელსც აქამდე მალავდა ახლა მთელი თავისი დიდებულებით წარმოუდგა თვალწინ და თავი უსუსურ,პაწაწინა ადამიანად აგრძნობინა.როგორც კი გაანალიზა რომ ისევ იქ ბრუნდება საიდანაც ათ წელზე მეტია მოდის,ეცადა თავი მაღლა აეწია და სიბრაზე დაეძლია.ფეხზე წამოიმართა,აივნის კარი გამოაღო და დაწნული სკამი მოაშორა მაგიდის კიდეს,ფეხები მოკეცა და ეცადა თვალი სივრცის ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა.ბევრი რამაა გასახსენებელი,ბევრი რამაა სასიამოვნო რაც ამ ქვეყანაში დატოვა.ხელი კისერზე შეივლო და ცეფზე ჩამოკიდებულ ქორწინების ბეჭედი ხელისგულში მოიქცია. -იცი რატომაც ჩამოვედი! ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენი საიდუმლოების შენახვას,ჩვენი მომენტების გახსენებას და დამახსოვრებას,მათთვის ის დამარხულია,შენთვისაც! შენ უსაფრთხოდ ხარ ჩემ გულში და იცი,რომ ეს ის ერთადერთი ადგილია, რომელსაც ეკუთვნი. უმისამართოდ,თავისთავად ეღიმება და დაუზარებლად შერბის ოთახში,ჩემოდანში წუთების მანძილზე ეძებს რაღაცას და როგორც კი პოულობს ისევ ფეხისწვერებით გარბის ვერანდაზე,კალათდება სავარძელში და ჩემოდნიდან ამოღებულ წიგნაკში იწყებს წერას. "კარს გაბრაზებული ვაღებ და ვუბღვერ როგორც კი თავადაც შიგნით შემოდის, დამცინავად მიღიმის და გარემოს თვალს ავლებს. ხელით შუქის ჩამრთველს აწვება და როცა არაფერი გამოდის გუნება უფუჭდება, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი და დავცინებდი მაგრამ ისეთი გაღიზიანებული და გააფთრებული ვარ რომ უნდა ამოვანთხიო. -შესანიშნავია,შუქი არაა..-იძახის ის და ამჯერად კომოდის უჯრებში ეძებს რაღაცას. -ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით მდინარეზე წასვლა რომ არ ამოგეჩემებინა, მომინდომა სოფლის კამკამა მდინარე... -ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით მოუხერხებელი რომ არ იყო და სადაც შეიძლება თუ არ შეიძლება ,რომ არ ეცემოდე...-გაბრაზებული ბურტყუნებს და მაჩუმებს, თვითონაც ხვდება რომ ამ არგუმენტმა იმუშავა და გაკვირვებული მაკვირდება, მე კი ვხვდები რომ გაბუსული ტუჩებით და ენაჩავარდნილობით გაკაპასებულ პატარა გოგოს ვგავარ რაც მას ამშვიდებს და შერბილებული ტონით მეუბნება...-უნდა იბანაო და გამოიცვალო,ტალახიანი და სველი ხარ. -ოოჰოო,დიდი ბოდიში შემთხვევით ტალახის სუნმა ხომ არ შეგაწუხათ...-ვბრაზდები ოღონდ არ ვიცი რაზე,უბრალოდ მისმა სიტყვებმა გამაცოფა...კომოდიდან პირსახოცი ამოიღო და უეცრად ისე რომ არ მოველოდი მაისური გაიხადა, მე კიდევ ინსტიქტურად გველნაკბენივით შევტრიალდი და ავკივლდი გაგიჟდითქო, მისმა ჩაქირქილებამ პამიდორივით ამაწითლა...-არც კი მომწონხარ,თორემ აქამდე იმდენი მომენტი მქონდა ერთს მაინც გამოვიყენებდი...-მის სიტყვებში ლოგიკაა და მეც ვბრუნდები მისკენ მაგრამ თვალს მაინც ვერ ვუსწორებ...-გამომართვი,მდერეფნის მარჯვნივ სააბაზანოა, წყალი ცივი იქნება, მაგრამ ტალახს მოიცილებ,მანამდე ცეცხლს დავანთებ. -ბოდიში დამავიწყდა ტალახის სუნმა რომ შეგაწუხა...-გამომწვევად ვქირქილებ და მაისურს და პირსახოცს კი არ ვართმევ ვგლეჯ,თუმცა მაჯაზე მწარედ მეჯიკავება და ამჯერად თავადაც გაბრაზებუული,ანთებული თვალებით ყვირის. -ჯანდაბას შენი თავი, სუნი კი არ მაწუხებს გაცივდები ! ენაჩავარდნილი ვუყურებ განთავისუფლებულ მაჯას,მის ზურგს და სააბაზანოსკენ მივცანჩალებ.წყალი საშინლად ცივი იყო,მაგრამ თმაც კი ტალახში ამოთხვრილი მქონდა,ამიტომ წარმოვიდგინე რომ ამაზე თბილ წყალს მსოფლიოში ვერ იპოვნიდნენ და შამპუნის სურნელმა მალევე შეცვალა მდინარის ტალახის მჟავე სუნი.ტანსაცმელი ხელით დავრეცხე და მისი მაისური მოვირგე, ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა მაგრამ ამაზე რატომღაც არ მინერვიულია. სველი ტანსაცმელი მისაღებისკენ წავიღე და ოთახში შესული უხერხულად შევიშმუშნე , ფეჩი დაენთო და ოთახში ძალიან სუსტად მაგრამ მაინც იყო ცეცხლის მოწითალო შუქი, მაგრამ ამაზე მეტად ახლა ის მაფიქრებდა რომ მისი თვალები უცნაურად მიყურებდნენ , თავიდან ფეხებამდე ისე ამათვალიერა თითქოს სრულიად შიშველი ვყოფილიყავი და ამან ზედმეტად სასიამოვნო შეგრძნებები გამიღვივა.რატომ ვგრძნობ ამ კაცის გვერდით თითქოს სადაცაა ჩამოვდნები როცა ასეთი სახით მიყურებს. გველნაკბენივით ვტრიალდები და სკამზე ვაფენ სველ ტანსაცმელს, მესმის მისი ნაბიჯების ხმა , მოზომილი ნაბიჯების,წელში ვიმართები და შემდეგ სვლას ერთიანად აკანკალებული ველოდები, როცა მის ცხელ სუნთქვას კისრის კუთხეში ვგრძნობ ვხვდები რამდენად ახლოსაა და თვალებს ვხუჭავ. -მაისური არ უნდა მომეცა...-დახშული ხმით ხრიალებს ის და ამ ნათვამს ჩაქუჩის ჩარტყმის ეფექტი აქვს თავში.საშინელება ისაა რომ მის თითებს ბარძაყებზე მოსრიალეს ვგრძნობ და გული სადღაც მეპარება,ვცდილობ ხელი უკან გავწიო რომ როგორმე მოვიშორო მაგრამ არაფერი გამომდის. - რას აკეთებ ? ... -კატეგორიული ტონი ხომ ჩემი დამხმარეა. -ვცდილობ დავრწმუნდე რომ არ გამიცივდები...-ერთი კარგად გავულაწუნებდი ახლა მაგრამ მისი თითები უკვე ჩემ მუცელზეა და ეს საზიზღარი დიაფრაგმა სრულიად ემორჩილება სიამოვნების ამორალურ შეგრძნებას,მაქსიმალურად იკუმშება და ჩემ თავს გასცემს.მისი ბოროტული ჩაცინება სწორედ ამის დადასტურებაა.ვხვდები როგორ პარავს ჩემ სველ თმას სურნელს და მას შემდეგ რაც მისი ცხელი სუნთქვა და ტუჩები ჩემ ყელს ეფინება, კისერსაც ვეღარ ვიმორჩილებ და ჩემი თავი მაქსიმალურად უკან იწევა რომ გზა გაუნთავისუფლოს.და როცა ვფიქრობ რომ სრულიად თანახმა ვარ ყველა მის მოქმედებას მხარი ავუბა ის მშორდება და შორიდანღა მესმის მისი ხმამაღალი გამაღიზიანებელი სიცილი.ვბრაზდები,ასეთი რამ როგორ გამიკეთა,ჰგონია ამას შევარჩენ? იოცნებოს ! ვტრიალდები და ვხვდები რამხელა ბრაზი მაქვს ყელში გაჩხერილი,ის დივანთან მიდის და ტრიალდება , მიყურებს და სახეზე ღიმილი აშრება...მისკენ მივდივარ და ორივე ხელისგულს მაქსიმალურად ვკრავ, დივანზე მოულოდნელობისგან ვარდება,ცალ ფეხს ვხრი და მალევე ორივე მუხლით დივანს ვედები,ის გაკვირვებული მიყურებს მის კალთაში აღმოჩენილს,მაგრამ ეს ცინიკური გამოხედვაა რომ მწამლავს.წელსზევით შიშველია და ეს ჩემ ნდომას აათმაგებს, ხელს ვერაფერი შემიშლის,დღეს მისი ნამდვილი ცოლი გავხდები და ისე მოვუწყობ საქმეს რომ უარი თვითონაც ვერ თქვას. -რას აკეთებ .. -დამცინავად ქირქილებს ის და ხელებს განზე წევს იმის დემონსტრირებისთვის ხელსაც არ დაგაკარებო. -ვრწმუნდები...-ვჩურჩულებ თავდაჯერებით და ტუჩებს ვისველებ -რაში ? ... -ზუსტად იგივენაირად ამბობს ის და როგორც კი სახე ახლოს მიმაქვს ვაკვირდები როგორ იძაბება. -იმაში რომ მაისურს მალე დაიბრუნებ...- ხელისგულით მის კეფას ვეხები და არ ვკოცნი,მინდა ეს თვითონ გააკეთოს,სახით ვეხები მისი სახის კანს,ახლა მართლა არ მაინტერესებს თვითონ რას გრძნობს, მე უბრალოდ ისე ვკარგავ თავს რომ მისი ცხელი სუნთქვა მთლიანად მყოფნის იმაში დასარწმუნებლად რომ ამ კაცს ამ წამს სიგიჟემდე ვუნდივარ.მაგრამ არ მკოცნის,მე კიდევ შეჯიბრების თავი არ მაქვს და თავად ვწვდები ქვედა ტუჩზე, თვითონ არაფერს აკეთებს,გახევებულია და მარტო ჩემ მოქმედებებს დაყვება,როგორც კი ტანით ზევით ვიწევი,ვგრძნობ მის ხელისგულებს მენჯებზე და იმას როგორ მაკრავს თავის სხეულს მთელი ძალით,ხელისგულებს აცოცებს მაისურს შიგნით და ამჯერად ჩემი კანიც ეზიარა მათ სიმხურვალეს.სველი თმიდან წვეთები მოგორავს და მის სხეულზე ეცემიან,ჩემი მაისურიც დასველდა.ვწყდები მის ბაგეებს და რაც შეიძლება სწრაფად ვთავისუფლდები მისი მარწუხებისგან,შორს ვდგები,ნიშნისმოგებით ვუღიმი და ცინიკურად ვსისინებ -შენ მე საერთოდ არ მოგწონვარ სადნრო..." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.