შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მერე?!


3-11-2018, 01:36
ავტორი ნიანო
ნანახია 982

კიდევ ერთი ჭიქა მოვიყუდე და უხოდ გამოვცალე
-არ გინდა მეტს ნუღარ დალევო. მეტყოდი აქ რომ იყო, მარამ აქ არ ხარ. ამიტომ ამის დედაც კიდევ დამისხი..
ბართან უსიამოვნოდ ჩამოცხა, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი. თვალწინ ქალაქი გამეშალა.. ბოლოჯერ ვიყავი აქ.. ბოლოჯერ დაპირველად შენს გარეშე..
მაინც როგორ წახვედი.. როგორი ხმაურით.. როგორი ტკივილით მაგრამ როგორ ჩუმად. უსიტყვოდ.. შუბლზე მაკოცე და კარი გაიხურე... ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.. შენ უბრალოდ წახვედი, ჩუმად... უსიტყვოდ .. მაგრამ ამ სიჩუმეში ყველაზე დიდი ძახილი იყო..
-არ წახვიდე.. დარჩი .. გთხოვ.. გაჰკიოდა გონება მაგრამ შენ აღარ გესმოდა.. ჩემი გულის ამოძახილი შენამდე აღარ მოდიოდა.. უსიცოცხლო სივრცეში იკარგებოდა და ქრებოდა როგორც ჩვენ გავქრით..
პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გაგიფიქრე.. მაშინვე ჩემს ოცნებაში გაჩნდი.. მერე შემომხედე და შენს თვალებში მე ყველაფერი დავინახე..
ქალაქს ვუყურებ და ვგრძნობ რომ შენს გარეშე ყველაფერი გამიუფერულდა.. შენს გარეშე ისევ ამ ჭაობში ვიძირები საიდანაც შენ ხელჩაკიდებულს ამოგყავდი.. შენს გარეშე ისევ არავინ ვხდები.. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი შენ იყავი..
საკუარი თავი მაპოვნინე მაგრამ შენვე დამაკარგინე.. მთელი არსებით გავხდი შენზე დამოკიდებული. შენ იყავი ის რასაც ცხოვრებას ეძახიან.. შენ გახდი ის ვინც მამოძრავებდა...
და შემდეგ ჩემთვის დედამიწა გაჩერდა.. არა მარტო დედამიწა კიარა.. სამყარო.. ყველაფერი რაც კი ცოცხალი იყო დაიმარხა, რაც მოძრაობდა გაჩერდა..
ყოველ დილას იმ აივანზე ვზივარ რომელიც ერთად მოვხატეთ და მზის ამოსვლას ველოდები მაგრამ მზე არ ჩანს..არც მჯერა რომ ოდესმე ისევ გამოჩნდება.. სამყაროს სხვანაირი თვალით შემახედე და ახლა გახელილი თვალებით იქ დავრჩი სადაც შენ არ ხარ..
რამდენი ღამე გაგვითეთრებია ამ ვერანდაზე.. რამდენი გვიცეკვია... ერთად.. ყველაფერი ერთად იყო.. ახლა კი სხვა წყვილი ზის იმ სკამზე.. სხვა წყვილი ცეკვავს და სხვა უყვართ..
ბართან ვბრუნდები..
კიდევ ერთი ჭიქა.... ისევ ფიქრები შენზე
სანაპიროზე ღამის თენება..
პირველი მიყვარხარ..
პირველი მოპარული კოცნა და უსაზღვრო გრძნობა რასაც ვერსად ვატევ..
ჩვენ აღარსად აღარ ვართ..
ჩვენ არ ვვარსებობთ..
საკმარისად გამოგიტირე მაგრამ მაინც ვერ ვწყვეტ ჩვენზე ფიქრს..
ბოლოს ამ ბართან ვისხედით...
აქ მთხოვე ხელი.. აქ დაგთანხმდი წამიერად... გაუაზრებლად.. მაგრამ ვიცოდი რომ მიყვარდი.. ვიცოდი რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი..
და მაშინ რა შეიცვალა... თუ ჩვენ ასე გვიყვარდა ერთმანეთი.. რა შეიცვალა... რატომ არ ხარ ახლა ჩემთან ერთად...
რატომ ხარ შორს..
რატომ დავმთავრდით..
ტელეფონზე გაუაზრებლად ვკრეფ შენსნომერს
ერთი ზარი..ორი .. სამი..
მერე შორიდან ხმა მპასუხობს.. ნაცნობი.. საყვარელი.. თბილი..
მთელ სიცოცხლეს რომ მერჩივნა ის ხმა...
დილა მისით რომ იწყებოდა ის ხმა
-რატი.. სხვა ვერაფერი ვთქვი, არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა.. როგორ მინდოდა მეთქვა რომ ისევ მიყვარდი.. რომ შენი ბრალი არაფერი იყო.. რომ გაპატიე ჩემგან წასვლა..
რატომ დაგვემართა რატი ეს.. ასე კარგად ვიყავით.. რატომ დაგვემართა ეს.. აღარ მიყვარდი?? პირიქით, იმის მერე რაც ჩვენი პატარა გაუცნობლად დავკარგეთ უფრო შემიყვარდი.. მაძლიერებდი.. პასუხები არ მაქვს.. კითხვებს ვსვამ რომელზეც პასუხები არ მაქვს და ეს მაგიჟებს რატი..ყოველ ღამე მეღვიძება და რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად რომ შენ აღარ ხარ.. რომ მარტო ვწევარ უზარმაზარ სიცარიელეში და ასე მგონია კედლები გამჭვირვალეა.. მგონია ყველა მიყურებს შიშველს.. მე შენ მჭირდები რატი.. ერთადერთი ადამიანი იყავი ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი საყვარელი.. ერთადერთი ცოცხალი... მაგრამ შენ გაქრი და მეც თან გამიყოლე.. მუცელზე ახლაც ვგრძნობ ნაიარევს.. ამან რატი? ეს იყო მიზეზი?
მაგრამ მე ვდუმვვარ.. შენც.. ჩვენ ისევ ჩუმად ვართ და ვინ იცის რამდენი რამის თქმა გვინდა.. მხოლოდ ორი სიტყვა რატი..
-ცოლი მომყავსო . მეხივით გაისმა ჩემს ყურებში...შემდეგ შენი სიტყვები უსაშველო სიგნალმა შემიცვალა.. აი ისეთი ძველ რადიოებში რომ ისმის ხოლმე... ყველაფერი შენელდა.. წამიც კი გაჩერდა..
...
შენს სახეს ნათლად ვხედავ რატი..
შენ აქ ხარ რატი..
ჩვენი პატარა გოგოც აქვეა რატი...
მგონი ვგიჟდები რატი
მგონი აგონია მაქვს რატი
მჭირდები რატი..
დამიბრუნდი რატი...
ხელს მიწვდი რატი და მეც მოგყვები.. ერთი
ორი
სამი
ოთხი
რა პატარა კიბე ყოფილა..
მერე აივანია რატი.. ჩვენი აივანი..
გახსოვს აქ რომ ვიდექით და ჩვენ შვილს ვეფერებოდით რატი?!
ახლა სხვა ქალი გაგიჩენს შვილს... სხვა ბავშვის მამა გახდები..
მაგრამ ჩვენ ?!
ჩვენ ისტორია ასე უკვალოდ უნდა გაქრეს რატი?..
ისევე უკვალოდ როგორც მე..
ჩემთან ერთად უნდა დაიმარხოს..
კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ რატი...
შენთან მოვდივარ..
დამელოდე...
ნუ გარბიხარ რატი
ჩვენი შვილი სად მიგყავს რატი
აგონია მიბპყრობს..
მგონი ბევრი დავლიე..
-სად ხარ რატი? ვყვირი ბოლო ხმაზე მაგრამ შენ ხმას არ მცემ
...
მერე
მერე აივნის კიდეა
მერე სიმსუბუქეა..
მერე არაფერია..
მერე თვალებს ვხუჭავ
მერე უსასრულობაა..
მერე მე აღარ ვარ...
მერე მე ვეღარ გხედავ...
რძისფერი ნისლი მოდის და ჩემგან შორს მიყავხარ
და
მერე რატი?!
უსასრულობა დიდია.. იცი რამხელაა?მე და შენ რომ ვერ გავწვდებით იმხელა
არ იდარდო რატი... მე შენთან მოვედი..
მე შორიდან გაკვირდები
ვიცი ერთ დღეს გამიგებ..
ერთ დღეს მიხვდები მაგრამ
მერე რატი?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent