შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ ჰელოუინამდე [ ნაწილი3 ]


3-11-2018, 23:36
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 148

_ ზოიიიიი _ კიდევ ერთხელ ვიკივლე და დაფეთებულ ბავშვებს, ჩემი ხელი გამოვწიწკნე. შეშლილივით წამოვხტი, დაბუჟებული ფეხი ავითრიე და ოთახში შუქები ავანთე.
_ რას აკეთებ, ასე ხომ... _ სიტყვა გაუწყდა ჩემი საქციელით აღშფოთებულ მეგის და პირზე ხელებაფარებულმა, თვალები დაქაჩა.
უეცრად, ზოიმ წერა შეწყვიტა, თვალები დახუჭა და მთელი ძალით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ზურგით გადაეშვა იატაკზე.
_ მე არაფერი მიქნია, ჩემი ბრალი არაა, უბრალოდ შემეშინდა ასე რომ იყო _ ბრაგვანის ხმაზე, შიშისაგან თვალთ დამიბნელდა და ადგილზე გავქვავდი.
_ ზოი, გესმის ჩვენი? _ საბა მკლავზე ეხებოდა და ცდილობდა გონზე მოეყვანა.
_ არ უნდა წამომხტარიყავი, ხომ თქვა ხელები ჩაკიდეთ და გაუნძრევლად ისხედითო? _ შეტევაზე გადმოვიდა მეგი და ბავშვებისკენ მიხოხდა.
_ ხოო? ის რატომ აღარ თქვა, ასე თუ დაგვაფრთხობდა? _ არც კი ვიცოდი, რას ვლაპარაკობდი. ოთახს შეშინებული ვათვალიერებდი და სხვა, ბნელი კუნჭულებიდან დამალული მონსტრის, ან რომელიმე მიცვალებულის სულის გამოჩენას ვუცდიდი.
_ ჯანდაბა ზოი, ერთადერთი ხარ, ვისიც ასე ძალიან შემეშინდა _ როგორც იქნა ადგილიდან დავიძარი და მასთან ახლოს მივედი.
_ იქნებ, სასწრაფოში დაგვერეკა? _ მომიტრიალდა საბა.
_ და რა ვუთხრათ, სულის გამოძახებისას, ჩვენი მაგიის მიმდევარი , ალქაჯი მეგობარი ცუდად გაგვიხდა-თქო? თან, თმებიც ისეთ ფორმაში აქვს, ასეთი რამ არასდროს მინახავს_ დავიხარე და ნელი მოძრაობით, ძალიან ფრთხილად თმაზე შევეხე. მთელს ტანში წამიერმა სიმხურვალემ დამიარა, სხეული თითქოს დამიბუჟდა და ბუსუსებმა დამაყარა. წამში შევხტი და უკან დავიხიე.
_ რა გჭირს? _ მომიბრუნდნენ შეშინებულები.
_ ეს რაღა ჯანდაბაა, დენმა დამარტყა, ზოიიიიი _ გულმოსულმა ვიღრიალე.
_ აააა _ უგონოდ მყოფი სხეულიდან ბგერები ამოუშვა.
_ ცოცხალი ხარ? რამე დაიშავე? რა ხდებოდა? _ შეკითხვები მიაყარა მისი გონს მოსვლით გახარებულმა მეგიმ.
_ თავი გამისკდა _ როგორც იქნა გონს მოვიდა, ქვემოდან ამოგვხედა და ჩვეული, ცივი ტონით ალაპარაკდა.
_ მოდი, წამოდგომაში მოგეხმარები _ საბამ, დიდი სიფრთხილით მოჰკიდა ხელი და ნელ-ნელა წამოწია.
_ მაგარი ვარცხნილობა გაქვს _ გახუმრება სცადა მეგიმ.
_ რა გაყვირებდა ელენე? შუქი რატომ აანთე? _ შეკითხვები ისე დამისვა, ზედაც არ შემოუხედავს. იქვე, ხალიჩაზე მიგდებული შავი წიგნაკი აიღო და იმ ადგილას გადაშალა, სადაც რამდენიმე წუთის წინ გაუცნობიერებლად ჯღაბნიდა რაღაცას.
_ შემეშინდა, თვალები ისეთ დღეში გქონდა. მეგონა რამე მოგივიდა_ შევეცადე თავი გამემართლებინა. განა მართლა შეშინებული და დამფრთხალი არ ვიყავი?
_ ჰმ, აჰამ _ წიგნაკი კმაყოფილი სახით დახურა, ჩანთაში ჩაიდო და ისევ მომიბრუნდა _ ჩვენს სტუმართან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი, მადლობაც კი ვერ გადავუხადე.
_ მოიცა, ანუ ყველაფერი არ გაგიკეთებია? შენ არ თქვი, სულს რომ გამოვიძახებთ, მერე მადლობას გადავუხდით და უკან გავიხმობთო?
_ მე, ისიც ვთქვი, წყნარად ისხედით, სანერვიულო არაფერია-თქო _ გაავებულმა შემომხედა. გამოხედვაზე, თითქოს ისევ დამარტყა დენმა, ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და დავდუმდი, ზოი კი წამოდგა და საუბარი განაგრძო.
_ ახლა, ისტერიკას ნუ დაიმართებ და წივილ-კივილსაც ნუ დაიწყებ. რამე უცნაურს თუ დაინახავ, ყურადღება არ მიაქციო და არ შეიმჩნიო.
_ ანუ? რას უნდა ველოდო? სულს ვერ დავემშვიდობეო და გამოდი უკანაც ვერ გაიხმე? ისევ აქაა? _ დამფრთხალმა მიმოვიხედე.
_ თქვენთან არც ყოფილა, გეყოფა უაზრო ნერვიულობა, როგორც ხედავ მეც არაფერი მომსვლია. ჯობდა ბოლომდე მოგეცადა. _ მომდგარი კორსეტიდან წინასწარ, მოსაწევად გამზადებული, სიგარეტივით გადახვეული პლანი ამოიღო.
_ ხო, საერთოდ არა, სულაც არ ჰგავდი შეპყრობილს და თმაც ისე ლამაზად და საყვარლად გაქვს
_ გამწარებულმა, ცინიზმით დავუწყე ლაპარაკი და მის ყალყზე მდგარ თმაზე ვანიშნე.
_ ოჰ, ეს? არაფერია, ასე იცის ხოლმე _ გაეღიმა და სამზარეულოსკენ დაიძრა, რა თქმა უნდა, ჩვენც ბატებივით დავედევნეთ.
_ არ გვეტყვი იქ რა მოხდა? _ მეგის სახე და შეკითხვები უკვე მაღიზიანებდა.
_ მისამართი უკვე მაქვს, ყველაფერი უკეთესად წავიდოდა, შუქები რომ არ გაგეჩახჩახებინათ _ ტუჩები მოკუმა და სამზარეულოს ფანჯარა გადმოხსნა.
_ შემდეგზე, სულ რომ კვდებოდე, თითსაც აღარ გავანძრევ _ გულმოსული ჩამოვჯექი სკამზე.
_ შემდეგი აღარ იქნება. თქვენს სალემში წაყვანას ნამდვილად არ ვაპირებ, ზედმეტი თავსატეხები არ მჭირდება. _ ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ღრმა ნაფაზს არტყამდა და კისერს იზელდა.
_ მეც დამიტოვე რა _ შეეზიარა საბა და გვერდით მიუსკუპდა.
_ ჰუჰ, ყველაფრის მერე კარგი მოსადუნებელი საშუალებაა. შეგიძლია შენთვითონაც შეახვიო _ გამხმარი მცენარით სავსე პაკეტი გაუწოდა და ღრმად ჩაისუნთქა.
_ მოია, ანუ ჯეკის სული მართლა მოვიდა და მისამართი მოგცა? სალემში წასვლას როგორღა აპირებ?_ მგონი, მე უკვე აღარავის ვახსოვდი.
_ ამის ცოდნა თქვენთვის არაა საჭირო _ ისევ იდუმალების ნიღაბი მოერგო.
_ კარგი, ის მაინც გვითხარი, ეს სიტყვები რას ნიშნავს-lemuria, lervos _ დამახსოვრებული სიტყვები გავუმეორე.
_ ამ სიტყვებით შელოცვაში ძველ სულებს, ჯეკის მოძებნას ვთხოვდი, რომელიც შემდეგ უშუალოდ ჩემთან დაამყარებდა კონტაქტს და საჭირო ინფორმაციას მომაწვდიდა. ლემურია- საკმაოდ ძველი დღესასწაული იყო, რომლის დროსაც ხალხი ცდილობდა გარდაცვლილთა სულებისგან დახმარება მიეღო. დღესასწაულის კულმინაცია ხდებოდა 13 მაისს. რომაულ კალენდარში არსებულ, მკვდართა საპატივცემულო დღესასწაულთა შორის, ყველაზე საშიშად ლემურია რჩება.
ლემურიის დროს, ეგრედ წოდებული ლერვები- ანუ, გარდაცვლილთა სულები ეცხადებოდნენ ცოცხლებს და უთვალთვალებდნენ, მოსვენებას არ აძლევდნენ მათ. სულების დასაწყნარებლად, რომაელები, გარდაცვლილთა საფლავებს რძეს ასხამდნენ და მათთან ნამცხვრები მიჰქონდათ.
_ ანუ, ამით გარდაცვლილებს ირიგებდნენ ?
_ ასე გამოდის.
_ და რიტუალის დროს, არაა საჭირო მსხვერპლი ან საჩუქარი? _ დასკვნების გამოტანა დავიწყე და თავში ათასგვარი შეკითხვა დამებადა.
_ რა თქმა უნდა _ პასუხმაც არ დააყოვნა.
_ და ამ რიტუალის დროს რომ არაფერი შეგიწირავს?
_ ვინ გითხრა, რომ არაფერი შემიწირავს? _ ეშმაკურად ჩაეცინა.
_ არც რძე მინახავს, არც ნამხვარი ან რაიმე ამდაგვარი _ ახალი პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
_ მე ყველაზე დიდი შესაწირი მივუტანე სულებს, ნამდვილი ადამიანური, ცოცხალი შიში _ გამომწვევად ჩამიკრა თვალი და როცა მისი ნათქვამი წინადადება კარგად გავიაზრე, მთელი სხეული სიბრაზით ამევსო. გულში მისთვის სიტყვებს ვალაგებდი, რომ როგორმე სათქმელი ისე დამელაგებინა, ნაკლებად გამეღიზიანებინა სიკვდილს გადარჩენილი.
_ უკვე 11 საათია, რამე ხომ არ გვეჭამა? _ მოწევა დაემთავრებინა და ახლა ჩემს მაცივარშიც იქექებოდა, გეგონება სულ არაფერი მომხდარიყო.
_ სალემში რატომ არ წაგვიყვან? _ ნელ-ნელა მაგიდას შლიდნენ და დედჩემის გამზადებულ საჭმელს ათვალიერებდნენ.
_ ნუ გეშინიათ, საწამლავი არ მომიყრია, უბრალოდ ყველანაირი სუნელისა და მარილის გარეშეა, _ ბოროტულად ჩავიხითხითე.
_ სალემში წასვლა არც ისე ადვილია, სხვა ადგილები მიცდია, ახლო წარსულიც, მაგრამ ამხელა დროის ნახტომი და სალემი არასდროს მიცდია _ ყველაფერი თავიდან იწყებოდა, მე ისევ აღარავის ვახსოვდი, ისე განიხილავდნენ ახალ უცნაურობას, იმ განსხვავებით, რომ ახლა ზოის დაცინვის მაგივრად, დიდი გაოცებით შეჰყურებდნენ და ეკითხებოდნენ. მე კი, ისევ ის ქვეშაფსია გოგოს როლი მქონდა, რომელსაც ყველაფერი ჩაეშალა და რის გამო? ჯანდაბაშიც წასულა ეს შიშები, ჯანდაბა ელენე, ნუთუ არ შეგეძლო უბრალოდ გაქვავებული მჯდარიყავი ბავშვებთან ერთად და ხმა არ ამოგეღო? _ ყველასგან დამალული მონოლოგი მქონდა და გაბუტული ვიჯექი.
_ გესმით? კარზე ვიღაცაა _ საბამ მაცივარი მიხურა და შემომხედა.
_ ოჰ, გაგახსენდათ ჩემი არსებობაც _ ჩავიბუტბუტე და გავინაბე, არანაირი კაკუნის ხმა არ მესმოდა.
_ ჩშშ _ ტუჩზე თითი მიიდო და ხელით მანიშნა მოუსმინეო.
ხმა გავკმინდე, ყურები დავცქვიტე და წამოვდექი, ამჯერად მართლა გავიგონე კაკუნის ხმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერდებოდა.
_ რას შვები გაღებას არ აპირებ? ეგრე უნდა იდგე?
_ არავის ველოდები და ვინ უნდა იყოს? _ მე და დედას ნათესაობა თითქმის არასდროს გვსტუმრობდა. დედაჩემის დაქალები კი მოსვლამდე, წინასწარ რეკავდნენ და გვაფრთხილებდნენ. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუაღამეს? კარებთან შიშით მივიპარე და სათვალურში გავიხედე, იქ არავინ იდგა.
_ ალბათ, მეზობელი იყო და უკან გაბრუნდა _ ბავშვებს გავხედე და სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ კაკუნი ისევ გაისმა და სანამ კართან მივედი, ეს კაკუნი ძლიერ ბრახუნში გადაიზარდა.
_ ვინ ხარ? _ შეშინებულმა დავიყვირე და სათვალურში გახედვა დავაპირე.
_ რა ხდება? ვინააა? _ საბამ კარისკენ გაიწია.
_ არ ვიცი, წეღან გავიხედე და არავინ იყო, ახლა ვუყვირე ვინ ხარ-თქო და პასუხიც არ გაუცია, ალბათ მალე კარს ჩამოიღებს.
_ აქედან არავინ ჩანს_ მოტრიალებულმა მიპასუხა და სახეზე შიში დაეტყო.
_ ტრაკუნები იქნებიან, ხომ გითხარი რამე ისეთს თუ დაინახავ, ან გაიგებ ისტერიკები არ მოაწყო-თქო._ ბრახუნის ხმაზე ძლივს ვარჩევდი ზოის ლაპარაკს.
_ ვიინ? ტრაკუნები? _ მგონი არასწორად მესმოდა.
_ ერთი შეხედვით საყვარელი არსებები არიან, მიწისქვეშ ცხოვრობენ. გამოირჩევიან საოცრად ჭყიპინა ხმითა და ბუზღუნით. თუმცა, ისინი არც ისეთი მკბენარები არიან, როგორც მაჯლაჯუნები და არც ისეთი ბოროტები, როგორც ველური ვიტრები _ ჩაიხითხითა ზოიმ და სამზარეულოსკენ დაიძრა.
_ აჰ, იმედს ვიტოვებ, რომ ხუმრობ, თუმცა ძალიან მეეჭვება. ჯობს კარი გავაღო _ აკანკალებულმა კარისკენ გადავდგი ნაბიჯი.
_ ჩემი რჩევა იქნება, არ შეიმჩნიო და სამზარეულოში დავბრუნდეთ. თუ კარს გააღებ, მერე მე აღარაფერი დამაბრალო, პასუხისმგებლობას არ ვიღებ. ასე კიდე აბრაგუნებენ და რომ დაიღლებიან წავლენ.
_ ზოი, ამჯერად რა შარში გაგვხვიე?



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

ძალიან საყვარლობაა <3 უფროდა უფრო იხვეწება თხრობა. ტრაკუნები :DD! მაგარია ! <3 არ ვიცი,მინდა უფრო და უფრო მეტი დაწერო ამ ჟანრში,ძალიან მიხარია,რომ ამ ისტორიის დაწერა გადაწყვიტე. ხო და,დროის მონაკვეთი ახსენე. დროში მოგზაურობასთანაც თუ გვექნება საქმე,აჰა ჩემი გული შენ❤️:DD

 


№2  offline წევრი melanqoliki

Alice76
ძალიან საყვარლობაა <3 უფროდა უფრო იხვეწება თხრობა. ტრაკუნები :DD! მაგარია ! <3 არ ვიცი,მინდა უფრო და უფრო მეტი დაწერო ამ ჟანრში,ძალიან მიხარია,რომ ამ ისტორიის დაწერა გადაწყვიტე. ხო და,დროის მონაკვეთი ახსენე. დროში მოგზაურობასთანაც თუ გვექნება საქმე,აჰა ჩემი გული შენ❤️:DD

ვაიმეეე როგორ მიხარია შენი კომენტარი აქ ❤❤❤ ემოციებს ვერ ვიკავებ ❤ ძალიან ცოტა დროში მომიხდა დაწერა და დიდი თავი ვერ გამოვიდა მაგრამ შემდეგს გავზრდი და დროში მოგზაურობაზეც ვიფიქრებ ❤❤❤ უზომოდ გახარებული ვარ ❤ როცა შენ განუმეორებელ ისტორიას ვკითხულობდი ჰელოუინზე გონებაში ეს პერსონაჟები გაჩნდნენ და ისეთი არაჩვეულებრივი განწყობა მქონდა ❤ შენი დამსახურებაა ასეთ, ჩემთვის უჩვეულო რამეზე რომ დავიწყე წერა ❤ აჰ ისე დავიწყე გეგონება ჩემი ისტორიებით სავსე იყოს ეს ადგილი :დ სულ მეორე ისტორიააა ❤❤ დიდი მადლობა

 


№3  offline წევრი melanqoliki

ჰაიკო
ძლივს არ ვნახე სალემი სხვაგანაც? :) :)

მახარებს შენი აქ ყოფნა იმედია შემდეგი თავი მოგეწონება ❤❤❤

 


№4 სტუმარი ნიცა

ძალიან კარგი და საინტერესოა, რატო აღარ დებ?

 


№5  offline წევრი melanqoliki

ნიცა
ძალიან კარგი და საინტერესოა, რატო აღარ დებ?

დიდი მადლობა აუცილებლად დავდებ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent