შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 1 თავი


4-11-2018, 00:49
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 2 984

- დაროს დაურეკეთ. _ ისმის მამაკაცის განრისხებული ხმა.
- არ პასუხობს. _ თავდახრილი ამბობს ახალგაზრდა გოგო.
- არ მაინტერესებს. რაც გინდათ ის გააკეთეთ, დარო სასწრაფოდ მომიყვანეთ.
- კი, მაგრამ ბატონო დემნა.
- ახლავე შეასრულეთ ჩემი ბრძანება.
- გასაგებია. _ სასწრაფოდ ტოვებს კაბინეტს მდივანი.
- ღმერთო ჩემო რა ჯანდაბა მოვუხერხო ამ გოგოს? _ მძიმედ ჩაესვენა სავარძელში.

- ბატონი თავის კაბინეტში გელოდებათ. _ გოგოსთვის არც კი მოუსმენია, ამაყი ნაბიჯებით წავიდა ლიფტისაკენ. ღილაკს ხელი მიაჭირა და დაელოდა.  ამაყი არის ქალბატონი ლაშხი, დაუნდობელი, შეუალი. არავის ინდობს, ვინც წინ გადაუდგება ყველას ერთი ხელის მოსმით ანადგურებს. მისთვის უცხოა სიბრალული, შეცოდება, დანდობა, სიყვარული და რაც მთავარია რწმენა. სწამს მხოლოდ საკუთარი თავის და არავისი სხვისი.
ასეთი არის ქალბატონი დარო ლაშხი.
ლიფტის კარი გაიღო და შევიდა, მალევე ავიდა მეცხრე სართულზე.  ამაყი ნაბიჯებით მიუახლობდა კაბინეტს, ორჯერ დააკაკუნა თანხმობას დაელოდა და კარი შეაღო.
- სად იყავი? _ შესვლისთანავე ესმის მამაკაცის განრისხებული ხმა.
- დამშვიდდი. _ მშვიდად მიუახლობდა სავარძელს, ადგილი დაიკავა და ჩანთა იქვე მოათავსა.
- რა ხდება?
- ბედავ და მეკითხები რა ხდება? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, მითხარი? ჩემი სიკვდილი გინდა?
- ბატონო დემნა. _ ფეხზე წამოდგა გოგო.
- ეს ჩემი პროფესიაა, თუ არ მოგწონთ არც ეგ არის პრობლემა. მე იმას ვაკეთებ რაც მე მინდა. ხომ იცი არავის ჭკუაზე არ დავდივარ, არასოდეს გავაკეთებ იმას რაც ხალხს სურს.
- დარო. _ დაიღრიალა მამაკაცმა.
- ხმას დაუწიე. _ მშვიდი ხმით ამბობს გოგო.
- ხმას ნუ უწევთ ჩემთან. რა არ მოგწონთ ჩემს პროფესიაში?
- შენ ადვოკატი ხარ, გესმის? ადვოკატი, შენი მოვალეობა დაიცვა, უდანაშაულო და დამნაშავე ციხეში გაუშვა. არა პირიქით, დამნაშავე დატოვო დაუსჯელი.
- გახსოვს რა გითხარი 22 წლის წინ? მოვა დრო ინანებ დადაწყვეტილებას, რომელსაც ახლა ღებულობ, მაგრამ გვიანი იქნება თქო. ასე რომ ბატონო დემნა, მეორედ აღარ შემაწუხოთ.
- დარო. _ ჩანთას ხელი დაავლო და ისევ ამაყად დატოვა კაბინეტი.

- როგორც უკვე იცით დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი, ლევან ვაშაძე ბრალდებულია თაღლითობაში, მკვლელობაში და უკანონო იარაღის შენახვაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მას, ქალბატონი დარო ლაშხი დაიცავს. როგორც იცით ლაშხი, მხოლოდ დამანშავეებს იცავს. ვაშაძე უკვე ორი თვეა იმყოფება, წინასწარი დაკავების იზოლატორზი. მიუხედავად მტკიცებულებისა, ის არ აღიარებს დანაშაულს.
- ქალბატონო დარო რას გვეტყვით, რატომ არ აღიარებს თქვენი დაცვისქვეშ მყოფი დამნაშაულს?  გავიგეთ რომ არსებობს მოწმე, რომელმაც საუკარი თვალით დაინახა როგორ ჩაიდინა ვაშაძემ დანაშაული.
- წინასწარ არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი დაცვისქვეშმყოფი უდანაშაულოა, ამაში კი სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით.
- ქალბატონო რატომ იცავთ დამნაშავეს? თქვენ ხომ კარგად იცით მისი დანაშაულის შესახებ?
- როგორც უკვე ვთქვი ის არ არის დამნაშავე. _ ჟურნალისტებს შორდება და სასამართო დარბაზის  კარი შეხსნა. ადგილი დაიკავა, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავი დაუკრა და საბუთები გაამზადა.
- ყველაფერი ისე გააკეთე როგორც შევთანხმდით. _ ჩურჩულით ეუბნება ბიჭს.
- მოსამართლე მობრძანდება. _ ფეხზე წამოდგა ყველა, მოსამართლემ თავისი ადგილი დაიკავა და ბრალდების მხარეს სთხოვა დაეწყო.
- ბატონო მოსამართლე, ნება მომეცით მოვიწვიო ჩვენი პირველი მოწმე.
- მოწმე. _ გაისმა მოსამართლეს ხმა.
ფიცი დაადებინეს და შემდეგ კითხვების დასმა დაიწყეს.
- ქალბატონო თამარ როგორც ჩვენებაში აღნიშნეთ, თქვენ დაინახეთ როგორ ესროლა ბრალდებულმა გარდაცვლილს. მოგვიყევით როგორ მოხდა ეს?
- ვაპრიტესტებ ბატონო მოსამართლევ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეჭვმიტანილია და არა ბრალდებული. ქალბატომს დაზუსტებით არ უთქვამს, იქ ვინ დაინახა.
- პოტესტი მიღებულია. თუ შეიძლება შეცვალეთ კითხვა.
- ქალბატონო თამარ, რა დაინახეთ ამა წლის სამ ოქტომბერს?
-დავინახე თუ როგორ ესროლა, ნიღბიანმა მამაკაცმა გარდაცვლილს.
- შეგიძლიათ აღწეროთ დამნაშავე?
- სახე არ დამინახავს, მაგრამ მემარცხენე იყო. მარჯვენა ხელზე კი სვირინგი ჰქონდა. ეს ნამდვილად დავინახე.
- ეს დაკითხვის დროს არ გითქვამთ.
- ახლა გამახსენდა.
- კითხვები აღარ მაქვს ბატონო მოსამართლევ.
- დაცვის მხარეს ვთხოვ დაკითხოს მოწე.
- მოგესამებით. ქალბატონო თამარ, რატომ შეცვალთ ჩვენება?
- არ შემიცვია, მე ის ვთქვი რაც დავინახე. ეჭვმიტანილი ის არ არის ვინც მე დავინახე.
- სხვა არაფერი დაგინახავთ, ან გაგიგიათ? რატომ არ დარეკეთ პოლიციაში? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენი ზარი არ არის დაფიქსირებული არსად.
- შემეშინდა და გავიქეცი.
- გარდაცვლილის და მკვლელის გარდა, დაინახეთ იქ ვინმე?
- არავინ. მხოლოდ ის გავიგე, როგორ სთხოვდა გარდაცვლილი დანდობას. ისიც უთხრა, თუ არ მოკლავდა მისცემდა საბუთებს, რომელიც მას სჭირდებოდა.
- კითხვები აღარ მაქვს.
- ქალბატონო დარო დაცვის მხარეს თუ ჰყავს მოწმე, ან სურს რამეს თქმა შეგიძლიათ გამობრძანდეთ.
- ბატონო მოსამართლევ, დაცვის მხარეს აქვს ჩანაწერი სადაც სჩანს ეჭვმიტანილი. თუ როგორ შედის, ღამის ათ საათზე ღამის კლუბში. რომელიც მკვლელობის ადგილიდან, ორი საათის მოშორებით არის. ასევე ცნობილია რომ მკვლელობა, ზუსტად 11 საათზე მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი იმ დროს მეგობრებთან ერთად სვამდა. ჩანაწერი შეისწავლეს და ის არ არის ყალბი, ასევე გვყავს მოწმე რომელიც ადასტურებს რომ ბატონი ლევანი ღამის ორ საათამდე შენობაში იმყოფებოდა, და მას არ დაუტოვებია ტერიტორია. აი ჩანაწერი, შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში რასაც მე ვამბობ.
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლევ, ჩვენ გვყავს მოწმე რომელიც ადასტურებს რომ ეჭვმიტანილი, ღამის კლუბში ღამის თორმეტის ნახევარზე შევიდა.
- ბატონო მოსამართლევ მკვლელობა 11 საათზე მოხდა, ასევე როგორც უკვე ვთქვი კლუბი დანაშაულის ადგილიდან, ორი საათის სავალზეა. როგორ შეიძლება, ტერიტორია დატოვო ისე რომ ეს ყველაფერი ვერავინ შენიშნოს. მოკლა ადამიანი და ნახევარ საათში ისევ უკან დაბრუნდე?
- პროტესტი მიუღებელია.
- მე დავასრულე. _ თავი დაუკრა მოსამართლეს და თავისი ადგილი დაიკავა.
 
- მოისმინეთ განაჩენი. ბატონი ლევან ვაშაძე, უდანაშაულოდ სცნეს ყველა წაყენებულ ბრალდებაში. მისი დანაშაულებრივი კვალი, არც თაღლითობაში, არც მკვლელობაში და არც იარაღის უკანონო ვაჭრობაში არ დაფიქსირდა.
- ყოჩაღ კარგად იმუშავე.
- ეს ჩემი მოვალეობაა. _ კმაყოფილი ღიმილით აჯილდოვებს კაცს, ფეხზე დგება და იქაურობას სასწრაფოდ სცილდება.

- დარო რა მოხდა?
- არაფერი დე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. _ სახლში შემოსვლისთანავე სიამაყე, სიყალბე და ცივსისხლიანობა ჯანდაბაში მოიშორა. საყვარელ დედას სახე დაუკოცნა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
- ამ ყველაფერს ცუდი სუნი ასდის შვილო. _ დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა.
- დედა გთხოვ შენ მაინც ნუ მეუბნები ამას. ხომ იცი ამ ყველაფერს თავს არასოდეს დავანებებ, დემნას დავანახებ თუ როგორ სცდებოდა ჩემში.
- მის გასამწარებლად რატომ ღუპავ ამდენ ადამიანს.
- ვინ დავღუპე დე?
- ეჰ დარო, დარო არ უნდა დამეტოვებინე აქ.
- ელზა. _ 31 წლის მანძილზე პირველად მიმართა დედას სახელით. - ხომ იცი ამ ყველაფერს რატომაც ვაკეთებ?
- ვიცი შვილო, მაგრამ.
- არავითარი, მაგრამ. _ სიმკაცრე შეერია ხმაში. თუმცა მალევე შეეცვალა გამომეტყველება როდესაც დედის ცრემლიანი თვალები შენიშნა.
- მაპატიე. _ გულში ჩაიკრა ქალი.
- გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.
- არ მინდა შენც დაგკარგო.
- არ დამკარგავ.

- ქალბატონო დარო თქვენთან არიან.
- ვინ არის?
-  ერეკლე ლიჩელი.
- ვიინ? _ გაკვირვება შეეტყო ხმაში.
- შემოუშვი. _ ფეხზე წამოდგა ლაშხი, ქვედაბოლო შეისწორა და ყალბი ღიმილით შეინიღბა.
- გამარჯობა. _ მალევე გაისმა კაბინეტში მამაკაცის ხმა.
- გაგიმარჯოთ. _ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მანაც მალევე შეაგება თავისი.
- დაბრძანდით. _ ხელით ანიშნა სავარძლისაკენ, შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა.
- თქვენთან წინადადებით მოვედი.
- რამეს დალევთ? _ მამაკაცის ნათქვამი დააიგნორა.
- არაფერს. წინადადებით მოვედი.
- გისმენთ აბა? რამ შეგაწუხათ? რა წინადადებაა ასეთი, თავად თქვენ რომ მესტუმრეთ?
- მინდა ჩემთან გადმოხვიდეთ სამუშაოდ.
- ბატონო ერეკლე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფირმით სადაც ახლა ვმუშაობ. უახლოეს მომავალში სამსახურის შეცვლას არ ვაპირებ.
- მინდა ჩემი პირადი ადვოკატი გახდეთ.
- მე მხოლოდ დამნაშავეებზე ვმუშაობ,პირადი ადვოკატობა კი ჯერ არ გადამიწყვეტია.
- დროს მოგცემთ.
- ვერ გამიგეთ. ჩემთვის უმთავრესია ის ხალხი, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. თუ მე თქვენ თანხმობას გაგიცხადებთ, მისია რის გამოც ვიბრძვი ყველაფერი უნდა დავივიწყო. თქვენ მთხოვთ ხაზი გადავუსვა, ჩემს გეგმებს და წამოვიდე თქვენთან. _ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო ლაშხი.
- თუ ჩემთან წამოხვალთ უფლებას მოგცემთ, დაიცვათ ისინიც ვისაც თქვენი დახმარება დასჭირდება.
- რატომ მაინდამაინც მე? ჩემს გარდა უამრავი ადვიკატია.
- თქვენ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ.
- მე ხომ მხოლოდ დამნაშავეებს ვიცავ? ნუ ასე ამბობენ. თქვენ, თქვენ რა დააშავეთ ასეთი ჩემი დახმარება რომ გჭირდებათ? _ ინტერესით ჩააჩერდა თაფლისფერ თვალებში კაცს.
- მაგას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუ ჩემთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ.
- დაგიკავშირდებით. _ უღიმის.
- ამას მხოლოდ იმიტომ მეუბნები,
ჩემი თავიდან მოშორება გსურს, ხომ ასეა?
- შესაძლოა. _ იღიმის.
- თუ რამეს გადაწყვეტთ ამ ნომერზე დამირეკეთ. _ ჯიბიდან სავიზიტო ბარათს იღებს და გოგოს აწვდის.
- აუცილებლად.
- რა უნდოდა? _ ბიჭის გასვლის შემდეგ კაბინეტში, გიჟივით შემოვარდა დაროს  მეგობარი გვანცა.
- მასთან მუშაობა შემომთავაზა. _ გოგოსთვის არ შეუხედავს ისე ეუბნება.
- რა სიმპათიურია არა?
- არის რა, არც ისეთი გასაგიჟებელი როგორც ამბობენ.
- გემოვნება საერთოდ არ გაქვს. როგორ ამბობ მასზე გასაგიჟებელი არ არისო?
- მის წინ ნაცრად არ ვქცეულვარ. ჩემი ტიპაჟი არ არის.
- ხომ იცი არა ვინც არის.
- ერეკლე ლიჩელი, ლიჩელების ერთადერთი მემკვიდრე და მათი კომპანიის დირექტორი.
- 30 წლის ერეკლე ლიჩელი, სიმპათიური მაღალი დაკუნთული. თაფლისფერთვალება, ქერა. ბიჭი რომელზეც ნახევარი საქართველო აფანატებს. ყოფილი კალადბურთელი, და ახლა უკვე კომპანიის ბოსი.
- როგორც ვიცი მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალია, რატომ ჩააბარა კომპანია მას?
- გულის პრობლემები აქვს. კომპანიაში ხშირად არის თუმცა, ხელმძღვანელად მისი შვილი დანიშნა. მისი და ანა ლიჩელი, უცხო ენების სპეციალისტია. როგორც ვიცი გერმანიაში საქართველოს ელჩია.
- ამდენი რამე მათზე რატომ იცი? _ მხოლოდ ახლა ამოწია თავი საბუთებიდან.
- შენ არაფერი გაინტერესებს და მე მაინც მეცოდინება.
- შავაძე სხვა საქმე არ გაქვს? რაში გაინტერესებს ლიჩელების საგვარეულო, ხის შესწავლა?
- უჟმური ხარ, ნამდვილი უჟმური და უინტერესო. ასეთი მაგარი ბიჭი მოვიდა შენთან, თანამშრომლობა შემოგთავაზა და შენ რა უთხარი?
- ჯერ-ჯერობით უარი არ მითქვამს.
- მოიცა შენ რა უარის თქმას აპირებ?
- თუ გინდა შენზე ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი იქნებ წაგიყვანოს.
- მას შენთან თანამშრომლობა უნდა, მე რომ ვდომებოდი მე მომაკითხავდა.
- არ ვაპირებ მასთან თანამშრომლობას. არ მინდა მამიკოს განებივრებული შვილის კაპრიზები ვასრულო. მე ჩემი მისია და გეგმები მაქვს.
- არ ფიქრობ რომ თუ მასთან ითანამშრომლებ, უფრო კარგად დაუმგკიცებ დემნას ყველაფერს?
- არ ვფიქრობ.


- რა ქენი? ელაპარაკე? _ ვისკის ჭიქა გაუწოდა ლიჩელს მეგობარმა და წინ ჩამოუჯდა.
- კი ველაპარაკე.
- მერე რაო? მართლა ასეთი ლამაზია როგორც ამბობენ?
- რა ვქნა ახლა? მისი სილამაზის შესახებ მოგიყვე? თუ ის რა მითხრა?
- ჯერ ის თქვი რა გითხრა, მერე სილამაზე.
- უარი არ უთქვამს, არც თანხმობა გაუცხადებია.
- გასაგებია ანუ არც მწვადს წვავს და არც შამფურს.
- მწვადი და შამფური არ ვიცი მე, მაგრამ ეგ რომ უეჭველი დარეკავს ვიცი.
- მასე ადვილი არ გეგონოს ლაშხის გადმობირება. ლეგენდები დადის მის სიჯიუტეზე. თავად მამამისმაც ვერ შეძლო ლაშხის გადაბირება, ძალიან რთული ხასიათი აქვს როგორც ვიცი.
- ვინ არის მამამისი?
- მოიცა შენ რა არ იცი მამამისი ვინ არის? სად გძინავს შე**ემა? ამ ქალაქიდან არ ხარ? დემნა ჩადუნელი ხომ იცი არა ვინც არის?
- როგორ არა.
- ჰოდა ხუთი თუ ექვსი წლის წინ, გაჟონა ინფორმაციამ რო ჩადუნელს, უკანონო შვილი ჰყავს. უკანინო კი არა როგორც ვიცი პირველი ცოლიდან ჰყავს. პირველ ცოლს მეორე ცოლის გამო გაშორდა. ეს მეორე ცოლი შეძლებული ოჯახიდან იყო, ჰოდა მის საქმიანობას ასე სჭირდებოდა.
- ვერაფერი გავიგე.
- მოკლედ ამ ჩადუნელს ხომ ჰყავდა ცოლი, ჰოდა ამ ცოლს გაშორდა რათა ახალი ცოლის ოჯახთან რაღაც გარიგება დაედო. პირველ ცოლზე ინფორმაციას სულ მალავდა, მის შვილსაც. არსად არ აჩენდა გოგოს, 9 წლის ასაკში ესპანეთში გაუშვა. გოგოების სასწავლებელში, წლები იქ ჰყავდა. 10 წლის წინ გამოიქცა და საქართველოში ჩამოვიდა. შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა.
- ანუ მის შვილს უკანონო შვილად იცნობენ?
- ჰო, მაგრამ ზოგმა დღემდე არ იცის ვინ არის ჩადუნელის შვილი.
- შენ საიდან იცი?
- დაროს ერთადერთი მეგობარი ჰყავს, გვანცა. გვანცას ძმა კი ჩემი ძმაკაცია.
- გასაგებია.  თუმცა საკითხავია რატომ მალავს ჩადუნელი მის შვილს? გვარიც რომ არ მიუცია.
- გვარზე თავად დარომ თქვა უარი. მამამისის გვარზე იყო, თუმცა დედის გვარზე გადავიდა. მითხარი ახლა მართლა ასეთი ლამაზია?
- მასზე ამდენი რამ იცი და ნანახი არ გყავს?
- რა დროს ვნახავდი? ეგ სულ დამნაშავეებს იცავს, და მე რომელი დამნაშავე მნახე დაცვა რომ მჭირდებოდეს? თან ისეთია გვანცას დაბადების დღეზეც არ დადის, გასართობად საერთოდ არ დადის. წარმოიდგინე შოპინგზეც არ დადის, ყველაფერს დედამისი ყიდულობს. მისთვის მხოლოდ სამსახური, სახლი არსებობს. ასეთი უინტერესო გოგო არ შემხვედრია.
- ლამაზია, ძალიან ლამაზი.  ულამაზესი მწვანე თვალები აქვს, დიდი ვარდისფერი ტუჩები. გამოყვანილი წელი, ძალიან სექსუალურია.
- მისი თეძო-მკერდი ამიღწერე თქო არ მითქვამს. გკითხე ლამაზი არის?
- ძალიან. ეგ მართლა
ქერაა თუ შეღებილი ქერა?
- რა ვიცი ძმა მე.
- არავინ ყავს?
- მგონი არა.


- რა გჭირს? _ დივანზე მოკალათებულ დაროს თავზე ადგება დედა.
- არაფერი დე.
- კარგად გიცნობ შვილო, ვიცი რაღაც გაწუხებს.
- უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- ცხოვრება ძალიან რთულია შვილო.
- დედა. _ დედისკენ დაიხარა და თავი კალთაში ჩაუდო. - რატომ წავიდა მამა? შენ ხომ ამბობ რომ მას უყვარხარ?
- თუმცა ჩემზე მეტად მას, მისი ამბიციები უყვარს.
- როგორ შეიძლება პოლიტიკის გამო, საყვარელ ქალზე უარი თქვა?
- შენც ხომ თქვი უარი სიყვარულზე? მამაშენისთვის იმის დასამტკიცებლად რომ შეცდომა დაუშვა?
- მე არ მიყვარდა დე, მე არ მყვარებია. მე უარი ვთქვი ვინმეს შეყვარებაზე რადგან, ეს არ ზის ჩემში.
- ძალიან გავხარ მამაშენს.
- ხომ იცი არ მიყვარს მას რომ მადარებ?
- ვიცი, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო.
- და ის? ის რომ ახლა აქ იყოს, მამაც ხომ აქ იქნებოდა?
- რომ არა მამაშენი მას არაფერი მოუვიდოდა.
- მენატრება.
- მეც მენატრება შვილო.

- დარო. _ გიჟივით შუვარდა კაბინეტში გვანცა.
- რა ხდება?
- ის, ის, ის.
- ამოისუნთქე. ვინ ის?
- მოკლედ სამი თვის წინ მკვლელობა მოხდა. 16 წლის ბავშვი მოკლეს.
- მერე?
- სავარაუდო დამნაშავეები დააპატიმრეს, თუმცა დღეს სასამართლოზე უდანაშაულედ სცნეს. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
- და აქ მე რა შუაში ვარ?
- სავარაუდო დამაშავიდან ერთ-ერთი მამაშენის ძმიშვილია.
- რომელი?
- გოგა.
- გასაგებია. გარდაცვლილის ოჯახის წევრთან დამაკავშირე, ასევე მის ადვოკატთან. დღეიდან მე ვიქნები მათი ადვიკატი.
- დარო.
- არავითარი დარო. ვინ არის მისი ადვოკატი?
- ლაშა ლოლაძე.
- გასაგებია. დაურეკე და შეხვედრა დაუნიშნე.
- დარო მე შენი მეგობარი ვარ და არა შენი მდივანი.
- გასაგებია. _ გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.
- ლანა, შეგიძლია ლაშა ლოლაძეს დაურეკო.
- მე მეძებ? _ მალევე გაისმა ბიჭის ხმა.
- ზუსტად შენ გეძებდი. შემოდი ჩემთან. _ კაბინეტში შევიდა და ბიჭიც უკან მიიჰყვა.
- რა ხდება?
- როგორც გავიგე, სამი თვის წინ მომხდარი მკვლელობის, შესეხებ შენ უნდა გაგესაუბრო.
- მეც მაგ საქმეზე ვარ, მაგრამ მეგონა.
- შეგიძლია დაზარალებულ ოჯახთან დამაკავშირო. მსურს მათი ადვიკატი გავხდე.
- კი, მაგრამ შენ ხომ მხოლოდ.
- ერთხელ ყველა ღალატობს პრინციპებს.
- დარო, ეს საქმე იმაზე მეტად ჩახლართულია ვიდრე გგონია.
- შენი აზრით, საქმის სირთულე რომ არ ვიცოდე ხელს მოვკიდებდი? ხომ იცი სირთულე ძალიან მიყვარს?
- ვიცი, მაგრამ.
- ვიცი რომ ის ჩემი " ბიძაშვილია" _ კბილებში გამოსცრა გოგომ.
- მამაშენს სურს, დამნაშავე შენ დაიცვა.
- მამაჩემს ბევრი რამ სურს. არ ვაპირებ მის სურვილს დავემორჩილო, ასე რომ ან დამეხმარები ან მე თავად დავუკავშირდები.
- აქ სწორედ ბატონმა ვლადმა გამომგზავნა, მას სურს შენ იყო მისი ადვოკატი.
- ძალიან კარგი. შეგიძლია საქმის მასალები მომცე?
- რა თქმა უნდა. _ წინ დაუდო გოგოს დიდი საქაღალდე.
- განმეორებითი სასამართლო, სამ დღეშია.
- ყველაფერს გავეცნობი.
- მადლობა. უნდა იცოდე ამ საქმეში უამრავი, ადამიანის ხელი ურევია.
პოლიტიკოსები, სამართალდამცავები ყველას ვისაც მაღალი თანამდებოდა უკავია.
- რა თქმა უნდა ბატონი პრეზიდენტიც, არის ამ საქმეში გარეული არა?
- დიახ.
- ძალიან კარგი.


- რას აკეთებ? _ სასამართლოს შესასვლელში ისმის მამაკაცის ყვირილი.
- ბატონო გიორგი, ძალინ გთხოვთ ტონს დაუწიეთ. როდესაც მე მესაუბრებით, ზედმეტის უფლებას ნუ მისცემთ თქვენს თავს.
- იცოდე თუ ჩემს შვილს.
- შენი შვილი იმას მიიღებს რაც დაიმსახურა.
- დარო. _ კბილებში გამოსცრა კაცმა.
- ქალბატონო დარო. _ წარბს სწევს ლაშხი.
- ბატონო ვლად. _ ღიმილით წავიდა გარდაცვლილი ბიჭის მამისკენ.
- მიხარია შენი ხილვა.
- ყველაფერი კარგად იქნება. _ დამამშვიდებლად მხარზე ხელი ჩამოუსვა.

- ფეხზე წამოდექით, მოსამართლე მობრძანდება. _ ისმის მამაკაცის ხმა და მალევე ჩნდება მოსამართლეც.
- პირველ სასამართლო პროცესზე ბატონი გოგა ჩადუნელი უდანაშაულოდ სცნეს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.  დღეს კი ბრალბელის მხარენ, უნდა წარმოადგინოს გარკვეული მტკიცებულებები. ამ საქმეში ასევე ფიგურირებდა ორი პირი, რომლებსაც უკვე მიესაჯათ სასჯელი.
- ბატონო მოსამართლევ. _ ფეხზე დგება ლაშხი. - მამან სამან პროცეზს დაიწყებთ, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. ალბათ ყველამ კარგად იცით ვინ არის გოგა ჩადუნელი, ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ძმიშვილია.
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლევ, ეს არანაირ კავშირშია.
- მე მხოლოდ შესავალ სიტყვას წარმოვსთქვამ.
- პროტესტი მიუღებელია, გთხოვთ განაგრძეთ.
- დიახ. ის საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი დემნა ჩადუნელის ძმიშვილია, მე და არა მარტო მე მთელ აქ დამსწრე საზოგადოებას. გვჭირდება მტკიცებულება, სიტყვა, ფიცი როგორც თქვენ  გადაწყვეტთ. ის რომ ბრალდებული პრეზიდენტის ძმიშვილია, ეს არანაირ კავშირს იქნება დღევანდელ სასამართლო პროცესთან.
- ქალბატონო ადვოკატო თქვენ მე და ქვეყნის პირველ პირს, კორუფციაში გვდებთ ბრალს?
- ეს მე არ მითქვამს, მაგრამ მიხარია სწორ დასკვნამდე თავად თუ მიხვედით.
- ქალბატონო ადვოკატო სიტყვებს დაუკვირდით.
- ბატონო მოსამართლევ მე ამით მთელი ქვეყნის სათქმელი ვთქვი, მე არავის გდებ ბრალს კორუფციაში. მე უბრალოდ გარანტია მჭირდება.
- გარანტიას გაძლებთ.
- ძალიან კარგი. ახლა კი თუ ნებას მომცემთ, ბრალდებუს რამდენიმე კითხვას დავუსვამ.
- რა თქმა უნდა.
- დაიფიცეთ რომ იტყვით სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
- ვფიცავ.
- ბატონო გოგა თქვენ მორწმუნე ბრძანდებით?
- ვაპროტესტებ.
- რას აპროტესტებთ? თქვენმა კლიენტმა ფიცი დადო, და რას აპროტესტებთ?
- პროტესტი მიუღებელია, განაგრძეთ.
- მორწმუნე ხართ?
- დიახ.
- რა ურთიერთობა გქონდათ მოკლულთან?
- არანაირი.
- მაშ რატომ მოკალით ადამიანი, რომელსაც არ იცნობდით?
- მე არავინ მომიკლავს.
- კარგით, მაგრამ ამიხსენით როგორ აღმოჩნდა თქვენი დეენემი, მკვლელობის იარაღზე?
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლევ,  არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული ამის შესახებ.
- თუ კარგად წაიკითხავთ, კრიმინალისტი ნათია ლაღიძის სამი თვის წინ საბოლოო ჩატარებული, ანალიზის შედეგებს გარკვევით წაიკითხავთ თუ რა წერია იქ. ნუთუ ამის შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ? როგორც სჩანს ბატონო ადვოკატო, თვალის პრობლემა გაქვთ.
ახლა კი გთხოვთ გამეცით პასუხი, თუ მოკლულთან არანაირი კავშირი გქონდათ როგორ აღმოჩნდა თქვენი დეენემი იქ.
- არ ვიცი.
- არც მე ამიტომ მაინტერესებს რატომ მოკალით მოქალაქე?
- არ მომიკლავს.
- გასაგებია. ბატონო მოსამართლევ რადგანაც არავის მოსვლია აზრად, დანაშაულის ადგილის გარე პერიმეტრზე, დაყენებული ვიდეო კამერების ჩანაწერები ამოეღო. მე თავად წავედი, ახლო მახლოს მდებარე მაღაზიების ვიდეო კამერების შესამოწმებლად. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ განაცხადა რომ, ვიდეო ჩანაწერი უკვე წაიღო პროკურატურამ. დამაინტერესა თუ რატომ არ იყო წარდგენილი ის როგორც მტკიცებულება. თუმცა დეტექტივმა მანაცხადა, რომ იქ არაფერი არ ჩანდა. ვიცოდი დეტექტივი არ მომცემდა საშუალებას, მენახა ჩანაწერი. ამიტომ მომიწია ისევ უკან დავბრუნებულიყავი, როგორც გაირკვა დაცვის წევრმა. სამართალდამცავ პირს ვიდეო ჩანაწერის ასლი გადასცა, რადგამ მან იცოდა რომ ისინი ამას დამალავდნენ. ჩანაწერის ორიგინალი მე გადმომცა და მინდა წარვადგინო. თქვენ იქ იმაზე მეტს ნახავთ ვიდრე წარმოგიდგენიათ.
მანამ სანამ ჩანაწერს გავუშვებ, ბრალდებულს ვაძლევ შანს აღიაროს დანაშაული.
- მე არავინ მომიკლავს.
- კარგი. ბატონო მოსამართლევ ჩანაწერი შემოწმებულია სპეციალისტების მიერ, ეს იმის მტკიცებულებაა რომ ის ნამდვილად ავთენტურია.
- გთხოვთ ჩართოთ ჩანაწერი.
- ეს ტყუილია, მე არავინ არ მომიკლავს. _ ისმის ბიჭის ყვირილი, როდესაც დიდ ეკრანზე გამოჩნდა თუ როგორ დაესხა ის თავს გარდაცვლილს. პირველი სამი დარტყმა უკნიდან განახორციელა, შემდეგ მუცლის არეში, საბოლოო დარტყმა კი საძილე არტერიაზე.
- ბატონო მოსამართლევ ამ მტკიცებულების, ფომზე გთხოვთ გააუქმოთ თქვენი ბრძანება წინა ორ ბრალდებულზე. რადგან ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ ამ საქმეში. და ბრალდებულ გოგა ჩადუნელს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა.
მე დავასრულე.


- ეს როგორ გააკეთე? მითხარი როგორ გაიმეტე ჩემი შვილი სამუდამოსთვის? რა ადამიანი ხარ?
- რომ შემეძლოს შენც და შენს ძმასაც, ისევე ხელის აუკანკალებლად მოგისჯიდით სამუდამოს როგორც ეს შენს შვილს გავუკეთე. ახლა კი მორჩი ჩემთან ადამიანურ კანონებზე, ლაპარაკს და შენს გულში ჩაიხედე.  იფიქრე თუ რატომ ჩაიდინა შენმა შვილმა ეს ყველაფერი. ნუ გგონია რომ ყველაფერი ხახვივით შეგრჩებათ ჩადუნელებს. ხომ იცი მაშოს სისხლს, არც შენ და არც რომელიმე ჩადუნელს შევარჩენ?. რიგ-რიგობით აგებთ პასუხს ყველაფერზე.
- ამას ინანებ დარო.
- დიდი ხანია არაფერს ვნანობ, იმ დღის გარდა.


- რა გააკეთე? _ სახლში მისულ გოგოს კარში ხვდება დედა.
- ისეთი არაფერი რაც აქამდე არ გამიკეთებია.
- ხომ იცი ამის გამო პასუხს მოგთხოვს?
- დიდი ხანი ვიყავი ჩუმად, არ ვაპირებ ისევ გავჩუმდე. მან მე ცხოვრება დამინგრია, შენ გაგანადგურა. ჩემი დის.
- არ თქვა. _ ყვირის ქალი.
- საკმარისია დედა, გესმის? საკმარისია.
ნუ მაჩუმებ ყოველთვის როდესაც მასზე ვლაპარაკობ. მან არაფერი გააკეთა გესმის? არაფერი, ჩემს დას ცხოვრება დაუნგრიეს, ბავშვობა ჯოჯოხეთად უქციეს. მათ გამო თავი მოიკლა, და მისი მკვლელობის გამო ციხეში არავინ ზის. მე უკანონო შვილად მაკურთხეს, შენ ბო*ად გამოგიყვანეს. მთელი 22 წელი დედა, იცი მაინც რა რთული იყო ეს? მთელი 22 წელი ხმა არცერთს არ ამოგიღიათ, ჩემი და მიწას მიაბარეს და ყველამ დაივიწყა ის, ჩემს გარდა. ასე რომ ნუ მომთხოვთ პასუხს იმის გამო რასაც ვაკეთებ. არ ვაპირებ ისევ დავუხარო თავი მათ.
არ ვაპირებ ისევ გავჩუმდე, ყველას გესმის? ყველას გავაგებინებ ვინ არის სინამდვილეში პრეზიდენტი.
- ეს არ გააკეთო დარო.
- დედა თუ გინდა ამ საქმემ  ზიანი არ მოგაყენოს, ესპანეთში წადი იქ ჩემი მეგობარი დაგხვდება, ის დაგეხმარება და იქ წაგიყვანს სადაც უსაფრთხოდ იქნები. თუ მეცოდინება რომ უსაფრთხოდ ხარ ყველაფერს, ისე გავაკეთებ როგორც საჭიროა.
- ვერ წავალ დარო, შენ რომ რამე მოგივიდეს მე მოვკვდები.
- გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.  ბილეთი უკვე აგიღე, ფრენა ხვალ დილით არის. მაპატიე მე ვერ გაგაცილებ, მძღოლი წაგიყვანს შემდეგ კი უთხარი რომ განთავისუფლებულია. _ საყვარელ დედას სახე დაუკოცნა და სახლიდან გავიდა.



№1 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მაგარია საღო ახალი თავი ერთი სული მაქვს როდის დაიდება მალე დადე ვერ ვითბენ.

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმეეე როგორ მომეწონა ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე მიყვაააააააააააარს

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
მაგარია საღო ახალი თავი ერთი სული მაქვს როდის დაიდება მალე დადე ვერ ვითბენ.


ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ, არ ველოდი ნამდვილად. ახალ თავს ხვალ შემოგთავაზებთ ❤

I love you baby
ვაიმეეე როგორ მომეწონა ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე მიყვაააააააააააარს


ძალიან მიხარია ❤

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

ლათინო
ლურჯთვალა გოგონავ! პირველ რიგში გეტყვი რომ იყო რამდენიმე შეცდომა,თუმცა უმნიშვნელო,მექანიკური.როცა ერთი პერსონაჟის სათქმელს აგრძელებ ახალი აბზაცი არ სჭირდება,პირდაპირ გააგრძელე...სხვა მეტი არაფერი. ეს ის შემთხვევაა როცა თავის მოცულობასთან მე პირადად პრეტენზია არმაქვს. ამხელა თავებს თუ დაგვიდებ მადლობელი დაგრჩები. კარგი დასაწყისია და იმედია ასეც გაგვიგრძელებ ❤


ხო ვიცი შეცდომები მაქვს, ნუ შესწორება მინდოდა მაგრამ სულ გადამავიწყდა. დადებას არ ვაპირებდი ჯერ მაგრამ ვერ მოვითმინე :დ ხომ იცი არა რა მოუთმენელი ვარ.

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს და იმედია ასე გაგრძელდება.. უბრალოდ თუ უფრო განავრცობ და მხოლოდ დიალოგებს არ დასჯერდები კარგი იქნება... ასევე ნუ დააბრმავებს დაროს შურისძიება რადგან შეიძლება შეცდომა დაუშვას...
თავიდან რაღაც შეცდომები მომყვა თვალში თუმცა გამიასწორებ .. მომეწონა დიდი თავია და იმედია ასე განაგრძობ მთავარია არ დააგვიანო.. წარმატებები

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

ტკბილიწიწაკა
ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს და იმედია ასე გაგრძელდება.. უბრალოდ თუ უფრო განავრცობ და მხოლოდ დიალოგებს არ დასჯერდები კარგი იქნება... ასევე ნუ დააბრმავებს დაროს შურისძიება რადგან შეიძლება შეცდომა დაუშვას...
თავიდან რაღაც შეცდომები მომყვა თვალში თუმცა გამიასწორებ .. მომეწონა დიდი თავია და იმედია ასე განაგრძობ მთავარია არ დააგვიანო.. წარმატებები


ნელ- ნელა მიხვდები ისტორიის მთავარ აზრს, მიხარია რომ კითხულობ. შეცდომები არის ვიცი ჰო, რადგან ისე მინდოდა ატვირთვა თვალი ვეღარ გადავავლე, როს გამოც ბოდიშს ვიხდი. ❤

 


№7 სტუმარი ლიზიკო

მაგარია მაგარია ხხხვალ აუცილებლად დადე მოუთბენლად ველი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შეცდომებს მე აზრს ვგებულობ რაც მთავარია მიყვარს ეს ისტორი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შემიყვარდება. ხო და კიდევ ზოგიერთმა იცის პატარა თავების დადება მიხარია რომ შენ ასეთ თავებს დებ და საერთოდ მიხარია რომ დაიბადე არ გიცნობ თუმცა მაინც მოკლედ ტომ ვთქვა მე ბოლომდე გამოგყვები და ძალიან მომწონს ეს ისტორია

 


№8  offline მოდერი LurjTvala demoni

ლიზიკო
მაგარია მაგარია ხხხვალ აუცილებლად დადე მოუთბენლად ველი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შეცდომებს მე აზრს ვგებულობ რაც მთავარია მიყვარს ეს ისტორი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შემიყვარდება. ხო და კიდევ ზოგიერთმა იცის პატარა თავების დადება მიხარია რომ შენ ასეთ თავებს დებ და საერთოდ მიხარია რომ დაიბადე არ გიცნობ თუმცა მაინც მოკლედ ტომ ვთქვა მე ბოლომდე გამოგყვები და ძალიან მომწონს ეს ისტორია


მომდევნო თავიც და იმის მომდევნოც დაწერილი მაქვს, თუმცა ხვალამდე მაინც ვერ ავტვირთავ. ძალიან მიხარია თუ მოგწონს, უღრმესი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის ❤

 


№9 სტუმარი ანისია

ეს ისტორია ადრეც იდო აქ ზუსტად ამ სახელებითა დაა სიუჟეტებით

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

ანისია
ეს ისტორია ადრეც იდო აქ ზუსტად ამ სახელებითა დაა სიუჟეტებით


ეს ისტორია? რას ამბობ? ისტორიას თავად ვწერ და არავისგან არ ამიღია, არც სახელი და არც სიუჟეტი.

 


№11  offline მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
დამაგვიანდა ხო ვიცი რომ დამაგვიანდა
ბოდიში რა
მართლა ძალიან მომეწონა
ძალიან მაგარი იყო
ამ გოგოზე უკვე ვგიჟდები
მისი პრინციპებით
როგორ მინდა ყველაფერი მალე გაირკვეს
ერეკლეს ძმაკაცს არ ვიცი რა ქვია მაგრამ ის რომ ყველა ზე მეტად მომწონს ეგ ვიცი
მოკლედ რააც განსხვავებული იყო
მგონი პირველად ვნახე შენი ისტორია ასეთი სერიოზული დასაწყისით
კარგი იყო ძალიან კარგი
მიყვარხარ დეიდა ❤ ❤ ❤ ❤


მერწმუნე გაგრძელებაც ასეთივია. ძმაკაცს გუგა ჰქვია. მიხარია თუ მოგეწონა დეიდას გოგოვ, ახალ თავს დღეს დავდებ ცოტა მოგვიანებით ❤

 


№12  offline წევრი mariam m.k

Es istotia namdvilad ar ido magram erti istoria ido da zan hgavs imas... Magram sasiamovno wasakitxia da vnaxot ganvitareba rogor aqvs:)?!?!

Es istotia namdvilad ar ido magram erti istoria ido da zan hgavs imas... Magram sasiamovno wasakitxia da vnaxot ganvitareba rogor aqvs:)?!?!

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

raძალიან მაგარი დასაწყისია

 


№14  offline მოდერი LurjTvala demoni

mariam m.k
Es istotia namdvilad ar ido magram erti istoria ido da zan hgavs imas... Magram sasiamovno wasakitxia da vnaxot ganvitareba rogor aqvs:)?!?!

Es istotia namdvilad ar ido magram erti istoria ido da zan hgavs imas... Magram sasiamovno wasakitxia da vnaxot ganvitareba rogor aqvs:)?!?!


შეიძლება ჰგავს თუმცა არსაიდან ამიღია, შეგიძლია სხვა თავებიც ნახო და მიხვდები

terooo
raძალიან მაგარი დასაწყისია


მიხარია თუ მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent