შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვლავ სიცოცხლე მინდა (დასასრული)


4-11-2018, 14:55
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 707

ბურუსია, გარშემო ისეთი სიბნელე და სიცივეა ვკანკალებ. რაღაც ხმა წინ წასვლას მაძალებს, თუმცა მეც ძალიან მინდა გავიგო რა ხდება იქ.
მარადიულ სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების მტვრევის ხმა არღვევს რომელსაც ფეხს მე ვაბიჯებ, სადღაც შორიდან მხიარული კისკისი მესმის, ნაცნობი ხმაა... უფრო წინ მივიწევ, უფრო დიდ ნაბიჯებს ვდგამ. ატლასის პიჟამა მაცვია, კანი სიცივისგან სულ დახორკლილი მაქვს. რა მჭირს? ვეკითხები საკუთარ თავს თუმცა ის ჩუმადაა. მაგნიტივით რაღაც, ან ვიღაც წინ მექაჩება. ცივი ნიო ისე საამურად მეალერსება სახეზე მგონია გავარვარებული ლავა ვარ.
კირკისი კვლავ არ წყდება, ძალიან ახლოსაა... თითქმის მივედი და...

თვალებს ვახელ, ჩემს გვერდით ბეკას მშვიდად ძინავს. ატლასის პიჟამა გაოფლილი მაქვს, სიზმარი ისეთი ცხადი იყო... წყალი მინდა, უბრალო შავ მაისურს და ნაჭრის შორტს ვიცმევ და პიველ სართულზე ჩავდივარ. სამზარეულოში სანდროა, ლუდის ახალ ბაკალს ხსნის
- შენ რა კიდე სვამ? დღეს ბევრი დავლიეთ
- ხო მაგრამ არ მეყო, გინდა? - ბოთლს მაწვდის მე კი თავს ვაქნევ
- არა, წყალი მინდა - ჭიქას წლით ვავსებ და ბოლომდე ვცლი
- კაი წავედი, ტკბილი ძილი - სანდრო თვალს მიკრავს და გადის. მეორეთ ვავსებ ჭიქას ცივი წლით და ვსვამ, ასე მგონია ცეცხლი მიკიდია და ვერანაირი წყალი ვერ ჩააქრობს. მისაღებში, ჩამოსაკიდზე ბეკას პლაშოვკას ვიღებ და ვიცმევ, სუფთა ჰაერი მჭირდება. არა რაღაც მჭირს აშკარად. გული ძალიან აჩქარებული და დამძიმებული მაქვს, ბეკას გაღვიძება და მისი განერვიულება არ მინდა. ჯიბიდან ფანარს ვიღებ და ჩამწვანებულ ხეებს ვანათებ. მდინარის ხმა მესმის... ის ისეთ ბგერებს გამოსცემს მგონი რომ მასთან მიხმობს, მდინარისკენ მიმავალ ბილიკს ვუყურებ. ეხლს ძალიან გვიანია რა მინდა იქ? ძალიანაც მინდა თუმცა ბეკას შეეშინდება რომ გაეღვიძოს და სახლში არ დავხვდე. თან სუფთა ჰაერზე გასეირნებაც მინდა, იქ მდინარესთან კი ცივი ქარი უბერავს იქნებ ჩაახჩოს ეს უკიდეგანო ლავა რომელიც ჩემს სულში ბობოქრობს? არა, სახლში შევალ. ზურგით ვტრიალდები თუ არა კისკისი მესმის... მეცინება, რა თქმა უნდა ირონიულად. აბა ანასტასია რა გასწავლა ფსიქოლოგმა? "დააიგნორე". თუმცა ჩემი გონება ერთს ფიქრობს ჩემი ტვინი კი მეორეს.
უკვე ბილიკის ნახევარი გავიარე, აბა შენ იცი ანასტასია!შენს თავს უნდა აჯობო, შენ ძლიერი გოგო ხარ! კისკისი უკვე მაღიზიამნებს, რაც აქ ჩამოვედი დამამშვიდებელი არ დამილევია, არ მინდოდა " ზომბს" დავმსგავსებოდი და გათიშულს მევლო. რამოდენიმე წამში მდინარის მკაფიო ხმა მესმის რომელიც კისკის დაერთვის. ძალიან ცუდად ვარ, უკან ბეკას გვერდით თბილ ლოგინში დაბრუნება მინდა, მაგრამ ჩემი მეორე მე ამის უფლებას არ მაძლევს. უკვე ხიდის დასაწყისში შევაბიჯე,ხმა ხიდს შუაგულიდან მოდის... მდინარე სასტიკად შემაშინებლად ღელავს, მეშინია ძალან მეშინია.
- ანასტასია.
დაიწყო აიი ისევ დაიწყო... მეშინია! მთვარე მთელ არემარეს ანათებს, იმდენად ხმაურია ერთმანეთში ხმები მომაკვდინებლად ერწყმის, მგონია ყურსასმენებში მძიმე როკს ვუსმენ. ხიდის შუაგულში გავჩერდი, კისკისი წყდება.
- ცივი წყალი გიშველის. ანასტასია...
თავს ვარწმუნებ გეჩვენება, ყველაფერი კარგადაა. ეხლა უბრალოდ გაბრუნდები და სახლში წახვალ. ბეკასთან, ის იქ გელოდება...
მდინარე კი ისევ სასტიკად ბობოქრობს, ძალიან მცხელა, ვიწვივარ. ისევ მეშინია... ხიდის მოაჯირს ხელს ვკიდებ, ცივია და გახურებილ კანს ელამურება. ყველაფერი აქ დამთავრდება, აქ ამ დღეს. ამ წამს და ამ ღამით ცოდვებს გამოვისყიდი, ლილიკოს ვნახავ.
არ მინდა სიკვდილი... კვლავ სიცოცხლე მინდა.
სიცოცხლე მინდა!
- ჩემთან მოდი, მე გელოდები - აი ეს კი ბოლო წვეთი იყო, ბოლო ხმაზე ვღრიალებ
- დაე მიაღწიო საწადელს! შენ გაიმარჯვე.
მოაჯირს ორივე ფეხს ვადებ და ხელებს ვშლი, მოვდივარ... მე ეს აარ მინდოდა შენ დამაძალე! ამ დროს ჩემს გონებაში ომია, სიცოცხლის წყურვილსა და დამარცხებული ანასტასიას შორის. მოაჯირს ხელს ვუშვებ და ცივი წლის აფეთქების მოლოდინში ჰაერში ვფიქრობ ბეკაზე, ელენაზე, მშობლებზე, ყველაზე. თურმე როგორ მყვარებია სიცოცხლე. მაგრამ ლილიმ ათი წლის წინ მიმისაკუთრა...
- ანასტასია!!! - მალამოსავით ჩამესმის ბოლო წამს ბეკას შეშინებული ხმა, ამ უკიდეგანო, დაუმარცხებელ და ტანჯულ წამებში კვლავ მისი ხმა მესმის. გულში კი საშინელ ტკივილს ვგრძნობ, მაპატიე ბეკა.
ცივი წყალი მთელ სხეულს შთანთქავს.

2 თვის შემდეგ.
ფსიქიატრიული

- და ეხლა რა მოხდება ექიმო? - ამბობს ნინა და ცრემლებს იწმენდს
- სასწაულების გჯერათ ქალბატონო ნინა? - ექიმი დგება და ფანჯარასთან მიდის, შემდეგ ტრიალდევა და ნინას უყურებს
- არა, არ მჯერა.
- ხოდა, ამის შემდეგ უნდა დაიჯეროთ.
ნინას ხელს ვკიდებ, როდესაც წარმივიდგენ რომ აქ წევს ერთ-ერთ თეთრ ოთახში ანასტასია სული მეხუთება. ნინა თავს აქნევს და სახეზე ფითრდება
- შეიძლება ვნახოთ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ აზრი?
მართლაც აზრი? ანასტასია კომიდან გამოსვლის შემდეგ ხმას არ იღებს, უფროსწორედ იღებს მაგრამ ჩვენ არ გველაპარაკება. გაუგებრად საუბრობს, რამოდენიმე სიტყვას თუ გაარჩევ მაგალითად : კისკისებს? ვერ ვხვდები ამას გამუდმებით რატომ ამბობს თუმცა ის ჩემი ანასტასია აღარ არის, გარეგნულად მაინც ვიცი სადღაც იქ არის, სულის სიღრმეში. ნინას ფსიქიატრიულის დირეკტორმა და ანასტასიას პირადმა ფსიქიატრმა ურჩიეს აქ დაეწვინათ რაგან სახლში მისი ყოფნა, მისივე სიცოცხლისთვისაა საშიში.
- საჭმელს ჭაამს? - ნინა ხელებს ისრისავს და დერეფანას მიუყვება, ახალგაზრდა ექთანი გოგონა კი თბილად პასუხობს
- ნუ ღელავთ, მას ყველაფერზე ვთანხმდები ამის შემდეგ ის ჭამს.
- ელენა შემომყვები?
- რა თქმა უნდა.
კედლები თეთრი, ლოგინიც და იატაკიც, პატარაობაში ყოველთვის ვფიქრობდი რატომ თეთრი? ეხლა კი ვხვდები, ადამიანის ფსიქიკა როდესაც თავდაყირა დგას სხვა ფერები ზედმეტად გადაჭარბებულია. ანასტასია იატაკზე ზის და პირდაპირ იყურება. ნინა მის გვერდით ჯდება და ხელს, ხელზე კიდებს
- დედას მზე და ვარსკვლავებო, გინდა რაიმე მითხრა? შენი სურნელი მომენაატრა დედას ყვავილო
ისეც სიჩუმე, ანასტასიას თვალები ემღვრევა მხოლოდ, როგორც ყოველთვის. ცრემლები მომდის და სული მეხუთება, მის წინ ვიმუხლები და თვალებში ვუყურებ რომელიც ყოველთვის ანათებდა ეხლა კი უბრალოდ ჩაქრა.
- მომენატრა რძალო, აი ხო ხედავ რძალიც კი დაგიძახე. ნინას ბეკა შეუყვარდა, ღამე უფლებას აძლევს შენს ლოგინში დაიძინოს ხოლმე. დამიბრუნდი, დაგვიბრუნდი - ცრემლები სახეს მისველებს, ნინა ძალიან გაფითრებულია ამიტომ იძულებული ვარ ოთახიდან გავიყვანო. ანასტასიას ლოყაზე ვკოცნი და ვეუბნები მალე მოვალ თქო.

ანასტასიას მამა რომელის არაჩვეულბრივი და ძლიერი პიროვნებაა ეხლა იმდენად სუსტი და უძლური ჩანს სისხლი მეყინება. ბეკას თვალებითვეძებ მაგრამ ვიცი სადაც ვიპოვი ამიტომ პირდაპირ ანასტასიას ოთახში შევდივარ. მის ლოგინზე წევს და ბალიშზე უდევს თავი, იმდენად საცოდავად გამოიყურება ტირილი მინდა
- აქ ჯდომით რას იზამ ბეკა? მის სანახავად არ წახვალ? - თვალებს ახელს და ჩამქრალი თვალებით მიყურებს
- არა.
- რატომ?
- რატოომ? შენ რა გგონია არ მენატრება? რა გგონია მეც მისნაირად არ მტკივა? - გაცეცხლებული სწრაფად დგება
- დამშვიდდი, უბრალოდ ნახე ბეკა.
- ვერ ვნახავ, ისეთს ვერ შევხედავ. რასაც ვუყურე მეყოფა, იცი რამდენი ხანია არ მიძინია? რომ დამეძინოს მისი გაყინული სახე მესიზმრება და გიჟივით ვიღვიძებ. ცუდად ვარ გესმისს? მენატრება!მისი სურნელი მენატრება...
სდასრულ ასაკში შესული ჩემი ძმა პირველად იწყებს ტირილს ჩემს წინ და მეც მატირებს, მივდივარ და ვეხუტები
- მისმინე ბეკა, მას სჭირდები მდგომარეობიდან რამენაირად ხომ უნდა გამოვიდეს? გინდა მომიყვე რა მოხდა იმ ღამით?
- არ მინდა გახსენება.
- გთხოვ!უნდა ვიცოდე...
- გამეღვიძა, ანასტასია აღარ იწვა და ვიფიქრე საპირფარეშოში გავიდა თქო. ათი წუთი ველოდე და ქვევით ჩავედი, სანდრო ჩამოვიდა ლუდის ქილით ხელში და ახალი აიღო. გიჟივით ყოველ კითხეში ვეძებე, სანდრომ რახდებაო და ვუთხარი ანასტასია არაა მეთქი, მითხრა ქვევით იყო ჩამოსული 10წუთოს წინო, მერე გარეთ ფანრის შიქს მოვკარი თვალი მეგონა შენც მასთან ერთად იყავიო. გავგიჟდი, გარეთ ტრუსის ამარა გავარდი, სად არ ვეძებე ბოლოს ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას დავუწყე ძებნა მდინარეზე რომელიც იმ დღეს დილით მე ვაჩვენე. გულს ვიიმედდებდი სუფთა ჰაერზეა თქო. შემდეგ ნახევარი გზა მქონდა გავლილი მისი ღრიალი გავიგე ვიღაცას უყვიროდა. გავიქეცი, მაგრამ...ვერ მივუსწარი დავინახე თუ არა თან ხელი გაუშვა. იმ წამსვე გადავხვტი წყალში, ყინავდა ისეთი ცივი იყო. დინება სწრაფი იყო, ორივე ხის მორევს მივენარცეთ, სანდრო უკან გამომყოლია დაგვინახა თუ არა გადმოხტა და ანასტასია რომელიც გათიშილი იყო ამომაყვანიმა. დანარჩენი იცი... არც კი მინდა წარმოდგენა რა ცუდად იყო, ალბათ როგორ უჭირდა, მე...მე არც კი ვიცი რა გავაკეთო - სახეზე ხელებს იფარებს და ისევ ტირის როდესაც ელენი შემოდის.
- ბეკა ძვირფასო - ეხუტება და თვითონაც ტირის
- მაპატიეთ, უნდა დამეცვა. ჩემი ბრალია
- შენ გადაარჩინე ის, ეს ოდესღაც მოხდებოდა. მაგრამ შენ მიუსწარი, თუ ჩემი შვილი ეხლა ცოცხალია, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა.
- ვნახავ, მასთან წავალ ხვალ.
- მართლა? - გაკვირვებული ვიყავი მაგრამ ძალიან ბედნიერი, ნინა ისე ჩაეხუტა
- მადლობა ბეკა! შენ მას სჭირდები.
ბეკა ნინას მიჰყვება ქვევით, მარტო ვრჩები და მახსენდება ყველაფერი.
მიას მხარზე თავი მედო, ახალ ჩაძინებულს მანკნის დაქოქვის ხმა და ბეკას გამყინავი ხმა მესმის, სწრაფად ვდები და ხვედავ როგორ უჭირავს უძრავი ანასტასია ბეკას ხელში, აზრზე ვერ მოვდივარ. სწრაფად ჩავდივარ ქვევით შემდეგ შემოსასვლელ კარებს ვაღებ და სანდროს გაფითრებულ სახეს ვეჩეხები. ვეკითხები ისიც სწრაფად მიყვება და პლედის გამოსატანად შერბის სახლი, ბეკას და ანასტასიას ვუახლოვდები, ბეკა მიწაზე ზის და ანასტასია კალთაში ყავს ჩაჯენილი. თან რაღაცეებს ბუტბუტებს, ტირის და სახეს უკოცნის, მათ წინ ვიმუხლები და ელენას გაყინულ ხელს ვკოცნი. ტირილი, ისტერიკაში გადამდის. მია და ევაც ტირიან და ცდილობენ გათიშული ანასტასია გაათბონ და სველი ტანსაცმელი გახადნონ, ბეკა სწრაფად ჯდება მანკანაში უკან ანასტასიასთან ერთად და სანდროს სწრაფად მიჰყავს მანკანა საავადმყოფოში, ჩვენც სწრაფად ვიცვლით და ანასტასიას მანკნით მივდივართ. ექიმი ამბობს რომ კომაშია და დროა საჭირო, ნინა გამაყრუებლად კივის და გული მისდის, ჩემი მშობლები მასთან მიდიან და ექიმების ხმები მესმის რომლებსაც ნინა პალატაში შეჰყავთ. ორი დღის შემდეგ ანასტასია იღვიძებს, თუმცა ის ანასტასიას მხოლოდ გარეგნულად ჰგაქვს.
ყოველდღე ვცდილობდით მე ბეკა, სანდრო, საბა და ტყუპები ანასტასიას გამხიარულებას და გონზე მოსვლას თუმცა ამაოდ.
ეს ორი თვე ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ყოველმა ჩვენთაგანმა. ანასტასიას ტკივი ჩვენი ტკივკლიც იყო.
მეორე დღეს, ბეკას ხმა მესმის როგორ ეუბნება მამას ანასტასიასთან მივდივარო, მამაც ამშვიდებს და თხოვს დამშვიდებული შევიდეს.
- ბეკა წაგიყვან, გარეთ დაგელოდები
თავიდან ვეწინააღმდეგები მაგრამ მაინც ჩემსას ვიტან, არ მინდა ანასტასიას დანახვის შემდეგ მარტო დარჩეს. ფსიქიატრილში მისუები უკვე ბეკას სახე ერევა და თეთრდება, ვეუბნები არ შემოვალ გარეთ დაგელოდები თქო, პატარა მინაში ჩანს ბეკა როგორ ფრთხილად უახლოვდება ანასტასიას რომელიც საწოლზე უძრავად ზის და სივრცეში იყურება. ბეკა მის წინ იმუხლება და სახეზე ეფერება, თხოვს დამელაპარაკე შენი მხმის გაგონება მენატრებაო, ტირიკს იწყებს და ანასტასიას ხელებს კოცნის, თავს ვწევ აღარ შემიძლია ამდენი ტანჯვა. ბეკასხმა მესმის
- ანასტასია, დამიბრუნდი გთხოვ. ხელი მომკიდე
ისევ სიჩუმე როგორც ყოველთვის. უკვე ბეკას ხმამაღალი ლაპარაკი მესმის და სწრაფად ვბრუნდები, ხელები ანასტასიას მხრებზე აქვს მოკიდებული და ანჯღრევს
- ის მოკვდაა, სიკვდილი გინდა? კარგი მოდი ორივემ ერთად მოვიკლათ თავი!! საერთოდ გკიდივარ და არ გეცოდები ხო? უგულო ხარ!
შევდივარ და ბეკას გამოყვანას ვცდილობ, ექიმები შემოდიან და ბეკას მკაცრად ეუბნებინ გადიო, რამოდენიმე წამში ანასტასიას გამყინავი კივილი გვესმის, რომელიც რამოდენიმე წამში წყდება.

***
ბეკას წასვლის შემდეგ ვენაში ნემსი გამიკეთეს, გავითიშე.
ვხვდები რომ დიდი ხანი ვიყავი გათიშული რადგან პატარა ფანჯრიდან ვარსკვავებს ვხედავ. არ ვიცი რა მჭირს... საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, მართლა გიჟი ვარ? გავიგე მდინარიდან როგორც ამომიყვანა ბეკამ, პალატაში ნინას უყვებოდა ელენა ალბათ ეგონათ მეძინა. თავიდან ამ პატარა ოთახში მარტოობის მეშინოდა, ღამე საბნის ქვეშ ვიმალებოდი. ორი თვეა არანაირი ხმა და კისკისი არ გამიგონია. რატომ არ ვიღებდი ხმას? მეშინოდა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. თუმცა აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია ბეკას ვუყურო როგორ მემუდარება და უგულო ხარო მეუბნება, დედას ელენას ტირილს. გული მტკივა და აღარ ვიცი რა გავაკეთო. კომიდან რომ გამოვედი მეგონა მკვდარი ვიყავი, თუმცა თვალების გახელა და მამას ნამტირალები თვალებკს დანახვა ერთი იყო, გული დამეწვა და ვერაფრის თქმა რომ ვერ მოვახერხე უბრალლდ ხმას აღარ ვიღებდი, ერთადერთი სიტყვა წამომცდებოდა ხოლმე ხმამაღლა კისკისი. ანასტასია შენ რა გიჟი ხარ? ვუმეორებდი საკუთარ თავს. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო
- აქ არის ვინმეეე? - გავძახე პატარა კარის მინიდან ექთნებს, ერთ-ერთი გოგო გაშტერებული მიახოვდება, მე ხომ თვენახევარზე მეტია ხმა არ ამომიღია
- რა? ვერ...
- სახლში მინდა, მამას უნდა დავურეკო ტელეფონი მომეცით
- თქვენ სახლში ვერ წახვალთ, ესეთ მდგომარეობაში ვერსად გაგიშვებთ
- მამა დამალაპარაკეთ ახლავე თორემ გეფიცებით აქაურობას გადავდგამ
- კი მაგრამ...
- ტელეფონი მომეცით... - გოგონა აკანკალებული ხელით მაწვდის ტელეფონს, მამას ნომერს ვკრიბავ და ორი ზარის შემდეგ მპასუხობს
- მამა?
- ანასტასია? კი მაგრამ...
- სად ხარ მამა?
- მე..მე
- მომაკითხე და აქედან წამიყვანე სასწრაფოდ!
მამა ათ წუთში მოდის, ფეხის ხმა მესმის სწრაფი შემდეგ კარები იღება და ოთახში მამა შემოდის, მეხუტება და ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა ან რა შეიცვალა ჩემში
- შვილო შეენ
- კარგად ვარ მა, მაპატიე გთხოვვ. მაპატიე - ვეხუტები და ორივე ვტირით
- ესეიგი დაბრუნდი?
- დავბრუნდი.
- დედას უნდა დავურეკო
- არაა, სიურპრიზი მოვუწყოთ.
მაგრამ ორი საათი ვინ გამოგვიშვა? სანამ პირადმა ექიმმა ბოლომდე არ დამკითხა მანამ არ მოისვენა და არ დამრთო უფლება სახლში წავსულიყავი, კვირაში ორჯერ ისევ მომიწევდა მასთან სწუმრობა.
მანქანაში წინ მამას გვერდით ვზივარ და მისკენ ვარ გადაბრუნებული, ბედნიერი სახე აქვს. მამაჩემი ისევ ისეთი სიმპათიურია როგორიც ადრე, სახეზე ხელს ვუსმევ და ხელზე ვკოცნი. სახლთან ჩერდება მანკანა, ჩემს ფანჯარაში შუქია ანთებული. ყველაფერი ისე მომნატრებია გული მიწუხს სიხარულისგან, სწრაფად ვაღებთ კარებს მაგრამ დედა არსად ჩანს, მამა ეძახის მაგრამ არავინ პასუხობს... სამზარეულოში მზვანე ფურცელია მიკრული " ელენთან ვარ, მწვანე ჩაი მინდოდა და მალე დავბრუნდები" მეღიმება და ჩემს ოთახში ავდივარ, თაბრუ მეხვევა ალბათ წამლების ზემოქმედების ქვეშ ვარ ისევ. ოთახის კარს ვაღებ, ჩემს ლოგინზე ბეკა წევს და თვალები აქვთ დახუჭული, ფეხის ხმაზე თვალებს ახელს და მიყურებს, გიჟივით ვარდება ლოგინიდან და შეშლილი სახით მიყურებს
- ანასტასია?
- მაპატია, მაპატია გთხოვ - მისკენ გავრბივარ და მთელი ძალით ვეხუტები ორივე ვტირით და ბეკა მთელ სახეს მიკოცნის
- დამიბრუნდი?
- დაგიბრუნდი.
ალბათ ოცი წუთი მაინც ვიყავით ესე ჩახუტრბულები, დედას ხმა რომ გავიგონე მოვედიო. სიხარულით გული ამევსო ბეკას ხელი მოვკიდე და პირველ სართულზე სირბილით ჩავედი, დედას და ელენას ერთად დანახვამ ჩემი იმდენად დიდი ბედნიერება და სიხარული გამოიწვია მეგონა ბედნიერებით გავგიჟდებოდი
- ღმერთო მელანდებაა ელენა შეხედე! - ნინა გაფითრებული მიყურებს და გული მისდის.
ათ წუთში ფხიზლდება და როდესაც ელენაც და ნინაც იჯერებს რომ ნამდვილად დავბრუნდი, ვეხვეწები ექიმს დავურეკოთ
- არა, არარის საჭირო.
- რა როგორ არარის დედა, ეხლავე დავრეკავ...მამა ტელეფონი
- არ გინდათ, ჰორმონების ბრალია, იოლი არარის ტყუპების მუცელში ყოლა. ორი ბავშვს ეხუმრებით? - მე მამა, ელენა და ბეკა ვშეშდებით. მომესმა? რაააო?
- დე რა?
- ორსულად ვარ, სამი თვის და ტყპებს ველოდები.
იმდენად დიდ სიხარულს ვგრძნობ რომ დედას ვეხუტები სანამ მამა არ ყვირის მიმიშვითო, მამას დედა ხელში აჰყავს და ჰაერში ატრიალებს.
აქ ყველა ბედნიერია, ყველა.

ბათუმი, 6 თვის შემდეგ.
- ხელი მომკიდე - ბეკა ზღვის ნაპირზე მაჯენს და მზის ჩასვლის მოლოდინში კანკალებს.
- ჯერ ადრეა - ხელზე ვკოცნი და თავს ვადებ.
არ ვიცი ყველაფერმა კარგად იმოქმედა ჩემზე, დედას მუცლის უდიდესად გაზრდამ, ბეკას სიყვარულმა, ელენამ ზოგადად ქართველიშვილებმა, სანდრომ და საბამ, ტყუპებმა. ყველა ერთ სასწუმროში ვართ, ექვსი თვეა არანაირი ხმა არ გამიგონია, თითქმის ყოველ დღე დავდიოდო ლილიკოს სასაფლაოზე, ყველაფერს ვუყვებოდი, სულ ჩუმადაც ვიჯექი ხოლმე მაგრამ ჩემს დას ჩემი უთქმელადაც ესმის რათქმაუნდა. ნინა დიდი მუცლით, ხელში გვირლებით მართვევინებდა მის სასაფლაოს და ორივე ერთად ვბრუნდებოდით სახლში.
დღეც ის დღეა, ის დრო და საათები როდესაც ლილიკომ დამტოვა. მაგრამ ის ყოველთვის აქ არის, ჩემს გულში. მას ყოველთვის მუდამ თან ვატარებ.
ბეკას უფრო მჭიდროთ ვეხუტები
- უკვე მესამე კურსზე ხარ, კიდევ ერთი წელი მოვითბინო?
- ერთი წელიც, ელენა და მია უკვე სერიოზულად არიან ერთად. გული მწყდება ორი თვით ნიუ-იორკში რომ მიდიან
- დამშვვიდი, ხომ არ დაგავიწყდა რომ დას და ძმას ელოდები. ცოტა წამოიზარდნონ და ჩვენც წავიდეთ შემდეგ
- ბეკა...
- ჰო
- მიხარია რომ არსებობ.
- მეც ხომ იცი? აი მზე ჩადის - მზის ჩამავალი სხივები ჩემს იასამნისფერ ყელსაბამს ანათებს, ხელს ვუსმევ შემდეგ ბეკას ვკოცნი და ვეხუტები
- სამუდამოდ?
- სამუდამოდ.
ტელეფინი რეკავს ელენაა
- ანასტასიაა! ნინამ წ....ბი დაღვარაა
- რააა?
- სწრაფად მოდით, ექიმმა ანასტასიას კითხულობსო.
ვთიშავ და ბეკას სიცილით ვეუბნები
- მე მშობიარობას არ დავესწრები, თორემ გეფცები შვილს ვერ ეღირსები!
ბეკა ხელს მკიდებს და სწრაფად გავრბივართ და სად მივდივართ?
იქ სადაც სიცოცხლეა, სადაც ბედნიერება და ოჯახია.
კვლავ სიცოცხლე მინდა! ბეკას ხელს ვუჭერ და 11 წის შემდეგ ჩემი ოჯახის შემვსები არსებებისკენ გავრბივარ.


ესეც ასე, ამ ნაწილის დაწერისას იმდენად დიდ ენერგიას,ადრენალინს და ემოციებს ვგრძნობდი ვერც კი გადმოგცემთ. მადლობას ვუხდი თითვეულ თქვენთაგან ბოლომდე ჩემს გვერდით ყოფნისთვის. იმედია ცოტა ხნით მაინც დარჩება ანასტასია და ლილიკო თქვენც გონებაში, თუმცა ანასტასია და ბეკა უფრო. მადლობა! მადლობა თქვენ!



№1 სტუმარი sweet girl

ვაიმე, ვაიმეეე როგორ შეგაქო აღარც კი ვიცი.
სასწაული ხარ როგორც ისტორია. გული გამისკდა და შემიქანდა კითხვის დროს, ისეთი ბობოქარი ნაწილი იყო რო რავიცი, ერთი სიტყვის ყოჩაღ! აი დასასრულიც ამას ჰქვია!
მადლობა ამ ისტორიისთვის. მოუთბენლად ველი შენს შემდეგ ისტორიას

 


№2  offline წევრი nina kupradze

ესს რაიყოო? გავგიჟდიიი უბრალოდ. აი შოკირებული დამტოვე ოღონდ მართლა.
საუკეთესო იყო! აი ძალიან ძალიან მაგარიი!

 


№3 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მე ხომ ვთქვი ბოლომდე გამოგყვები თქო ჰო და გამოგყევი მართალია მეწყინა რომ დამთავრდა თუმცა ძალიან ძალიან მაგარია რაც შეეხება გონებაში დარჩენას ჩემს გონებაში თითოეული პერსონაჟი დარჩება ძალიან კარგია ყოჩაღ

 


№4  offline მოდერი Tamta.k

sweet girl
ვაიმე, ვაიმეეე როგორ შეგაქო აღარც კი ვიცი.
სასწაული ხარ როგორც ისტორია. გული გამისკდა და შემიქანდა კითხვის დროს, ისეთი ბობოქარი ნაწილი იყო რო რავიცი, ერთი სიტყვის ყოჩაღ! აი დასასრულიც ამას ჰქვია!
მადლობა ამ ისტორიისთვის. მოუთბენლად ველი შენს შემდეგ ისტორიას

მადლობა ძალიაააან დიდი! მახარებ და ძალიან ბედნიერი ვარ

nina kupradze
ესს რაიყოო? გავგიჟდიიი უბრალოდ. აი შოკირებული დამტოვე ოღონდ მართლა.
საუკეთესო იყო! აი ძალიან ძალიან მაგარიი!

უუღრმესიიი მადლობა????

ქამელეონის თვალება გოგო
მე ხომ ვთქვი ბოლომდე გამოგყვები თქო ჰო და გამოგყევი მართალია მეწყინა რომ დამთავრდა თუმცა ძალიან ძალიან მაგარია რაც შეეხება გონებაში დარჩენას ჩემს გონებაში თითოეული პერსონაჟი დარჩება ძალიან კარგია ყოჩაღ

ჩემო ერთგულო, ეჭვიც კი არ მეპარებოდა რომ ბოლომდე წაიკითხავდი! მადლობა ძალიაააან დიდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent