შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 8 თავი )


6-11-2018, 01:55
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 205

“საყვარელი ადამიანები არასდროს გვტოვებენ , არის ისეთი რამეები რასაც , სიკვდილი ვერ ერევა : საღებავი ... მოგონება ... სიყვარული ...“

ცუდად ვიყავი , გული საშინლად მტკიოდა , თითქოს ყველა პრობლემამ მოილაპარაკა და ერთიანად დამესხა თავს .რამდენიმე კვირის წინ , ყველაფერი კარგად იყო , ყველა პრობლემა გაქრა , ბედნიერი ვიყავი რადგან , ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდით მყავდა და კარგად იყვნენ , თუმცა ყველაფერი შეიცვალა .

საღამოს ვიჯექი , მახსენდებოდა ბაბუა , მისი ლაპარაკი და ხმა . გული ყველაზე მეტად იმაზე მტკიოდა , რომ ვერ შევძელი მასთან მისვლა და უკანასკენლად იმის თქმა , რომ მიყვარს . როდესაც ბოლოს ვნახე მითხრა : „შენ , უნდა მიტირო“ . მე კი ვერ შევძელი , ვუყურებდი როგორ ემშვიდობებოდნენ , უყურებდნენ და იმახსოვრებდნენ მის ბოლო მდგომარეობას , თუმცა მე ვერ მივედი მასთან ახლოს , მოშორებით ვიდექი და ჩუმად ვტიროდი , ვერ შევძელი მისვლა და მისი ამ მდგომარეობაში ნახვა , რადგან უფრო მეტად მეტკინებოდა გული , უფრო ცუდად გავხდებოდი . არ მინდოდა , ეს ყოფილიყო ჩემი ბოლო მოგონება მასზე , მინდოდა ისეთი დამმახსოვრებოდა , როგორიც იყო , როდესაც სუნთქავდა .
- ლიზა , მიდი ჩემს მანქანაში ჩაჯექი ( „გიორგი“ - ბიძა )
- შენ , არ მოდიხარ ? ( ლიზა )
- მეორე მანქანით წამოვალ . ჩემი ძმაკაცი ზის , ის წამოგიყვანს ( გიორგი ) - მანქანაში ჩამსვა . მოვდიოდი და ვტიროდი , უფრო მეტად მეტირებოდა . ბიჭმა შენიშნა , რომ ცუდად ვიყავი .
- მისი შვილი-შვილი ხარ ? ( უცნობი ) - ცრემლები მოწიმინდე და შევხედე .
- კი ... ( ლიზა )
- ალბათ , ძალიან გიყვარდა , რადგან ასე ხარ ... ( უცნობი )
- რა თქმა უნდა , შესაძლებელია რომ ბაბუა არ გიყვარდეს ? მითუმეტეს მაშინ , როდესაც ბავშვობაში მასთან იზრდებოდი ? ( ლიზა ) - ბავშვობის გახსენებაზე , უფრო ცუდად გავხდი .
- გინდა , გავაჩერო ? ჰაერს ჰოარ ჩაყლაპავ ( უცნობი )
- არა , მადლობა ( ლიზა ) .
საღამოს სახლში მივედით , უცნაური იყო იქ მისვლა , აქამდე ვგრძნობდი რომ იქ იყო , ვიცოდი , რომ კარს შემოაღებდა და შემოვიდოდა , თუმცა ახლა ეს სხვანაირი გრძნობა იყო , მის ნაცვლად სურათი იყო და , თითქოს გამაკანკალა .. ოთახში ვიჯექი , როდესაც გიორგი მოვიდა , შევხედე და მის თვალებში საშინელი ტკივილი დავინახე , რა თქმა უნდა , მამა ყველას უყვარს , იმის მიუხედავად მისგან შორს იზრდებიან თუარა . ის კი , ზუსტად ასე იყო , მამისგან შორს იზრდებოდა , და - ძმისგან შორს იყო .. ამიტომ უხერხულობას გრძნობდა , რაღაც მხრივ . თუმცა უნდა ვთქვა , რომ ჩემთან კონტაქტი ჰქონდა , სულ მკითხულობდა , როგორც ბიძას ევალება .
- როგორ ხარ ( ლიზა )
- ცუდად , უკვე ძალიან მენატრება ... მისთვის მამა , არასდროს დამიძახია , თუმცა ის მაინც მამაჩემი იყო , ეს ყველამ იცოდა ქალაქში ( გიორგი )
- პაპას ძალიან უყვარდი , გიორგი . დარწმუნებული ვარ , შენით ამაყობდა , შენი მიღწევებით და საქმეებით . მას ვუყვარდით , შვილები და შვილიშვილები ( ლიზა )
- ვიცი და , ზუსტად ესაა მტკივნეული .. მტკივა , რომ მასთან უფრო ახლოს არ ვიყავი .. რა ვიცოდი , რომ ასე მალე დაგვტოვებდა , რა ვიცოდი , რომ ასე მალე მომიწევდა გამომშვიდობება , თორემ უფრო ახლოს ვიქნებოდი და დროს არ დავკარგავდი ( გიორგი )
- შენი მესმის ... არასდროს არ ვიცით , კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით საყვარელი ადამიანების გვერდით , არ ვიცით ბოლოს როდის ვუყურებთ და ველაპარაკებით ... ეს, რომ ვიცოდეთ , შეცდომებსაც აღარ დავუშვებდით და მათ არ ვატკენდით ( ლიზა )
რამდენიმე დღეში თბილისში დავბრუნდი , თუმცა ტკივილს არ გაუვლია და , ვიცი რომ ასე მალე არც გაივლიდა , თუმცა ცუდად ვიყავი .
ერთ - ერთ საღამოს , ცუდად ვიყავი , მარიამ დამირეკა და შენიშნა , რომ ცრემლები მახრჩობდა , ხედავდა , რომ ცუდად ვიყავი . ბევრი ხვეწნის შემდეგ კი , თავისან გამიყვანა , ბაღში ვისხედით და ვლაპარაკობდით , ყველაფერი მოვუყევი და თითქოს შვებისგან ამოვისუნთქე , თითქოს დავცარიელდი , თუმცა ცრემლები მაინც მახრჩობდა .
- შენსა და გუჯაზე უნდა გელაპრაკო ( მარია )
- ახლა მასზე არ მინდა ლაპარაკი ( ლიზა )
- მაინც უნდა გითხრა , რადგან მნიშვნელოვანია ( მარია ) - დავინტერესდი ასეთი რა იყო .
- კარგი .. რა ხდება ( ლიზა )
- წეღან , როდესაც ტიროდი და სახლში მარტო იყავი , მე ჰო წასვლას ვაპირებდი , მანჩოსაც არ ეცალა . ამიტომ შეტყობინება გავუგზავნე და უთხარი , რომ ცუდად იყავი და ტიროდი , შენზე ვნერვიულობდი , თუმცა გამოსვლას ვერ ვახერხებდი და იქნებ შენთან მოსულიყო ... - ყურებს ვერ ვუჯერებდი . - თუმცა მან უბრალოდ დამსინა და არაფერი მომწერა , როგორც ჩანს შენთვისაც არ მოუწერია ( მარია )
- რა გააკეთე ? რატომ ? ვიცოდი , რომ არ მომწერდა და მითუმეტეს არ გამოვიდოდა , რადგან შეიცვალა , ცივი გახდა ... ( ლიზა )
- ჰო მაგრამ , მეგონა რამეს მაინც მკითხავდა ... მითუმეტეს რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ ( მარია )
- ალბათ , იმიტომ რომ დასრულდა ... ყველაფერი დამთავრდა , ისე არ ვუყვარდი როგორც საჭიროა , თორემ გიორგისთან ერთი შეხვედრის გამო , არ დამშორდებოდა ( ლიზა )
- ანუ , არაფრის გაკეთებას არ აპირებ ? არ ეცდები მის დაბრუნებას ? მის გამო არ ხარ ასე? ( მარია )

- არა , მის გამო არ ვარ , ერთადერთი მიზეზი , რის გამოც ახლა ვარ , კარგად იცი . გუჯა არაფერ შუაშია ... არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმის გამო , რომ გიორგი ვნახე , არ ვაპირებ ისევ რამის ახსნას , რადგან აზრი არ აქვს ( ლიზა )
- ამ ბოლო , დროს ძაან გაძლიერდი და მაშინებს , შენი საქცეიელი ... მთლიანად შეიცვალე , ხასიათები შეგეცვალა .. ( მარია )
- ჰჰჰ ... მე კი მახარებს , რადგან მივხვდი , რომ იმ ადამიანებზე ზედმეტი დრო არ უნდა დაკარგო , ვინც ვერ გაფასებს ... შეხედე ჩემს ცხოვრებას , ამას არავინ მოველოდებოდით , გიორგი დაბრუნდა და ცდილობს შემირიგოს , გუჯა წავიდა ... თითქოს მათთან ყველაფერი ისეა , როგორც ადრე .... ( ლიზა )
- გიორგისთან რას აპირებ ( მარია )
- ახლა მათზე საუბარი არ მინდა ... დრო გვიჩვენებს ( ლიზა )
- მართალი ხარ ... თუმცა , ერთ რამეში დავრწმუნდი გუჯა ნამდვილი იდიოტია ( მარია)
- ნამდვილად და , მიხარია რომ ასე მოხდა ... მიხარია , რომ თავისდროზე გავიგე რას გრძნობს და , რომ ნამდვილი გრძნობა არ ჰქონია ... მისი სიტყვები და საქციელები ერთი დიდი სიცრუე იყო , და ამას მივხვდი შენი წყალობით ... ( ლიზა )
1 თვის შემდეგ ...
1 თვე გავიდა , ტკივილი ნელ - ნელა გამიქრა , ფეხზე დავდექი და ცხოვრება განვაგრძე , რადგან დანებების უფლება არ მქონდა , ჩემი მომავლისთვის უნდა მებრძოლა. არ მჭირდებოდა გვერდით , ვინმე იმისთვის , რომ ძლიერი ვყოფილიყავი , თუმცა სიმართლე გითხრათ , გიორგი არ ნებდებოდა , ცდას განაგრძობდა , კონტაქტს და საუბარს . გუჯასგან განსხვავებით არ ნებდებოდა . მისი მცდელობების მიუხედავად ვერ ვივიწყებდი , რომ თვეების განმავლობაში მასზე ფიქრისას საშინლად მტკიოდა გული , ვერ ვივიწყებდი , რომ იმის გამო დაიხია უკან რაშიც დარწმუნებული არ იყო .
( ავტორი )
3 დეკემბერი ...
- მანანა , ლიზა როგორაა ? რამდენი ხანია არ მინახია ( შოთა )
- უკეთესადაა ( მანჩო )
- რატომ აღარ მოდის ( მარი )
- არ უნდა და , მეც არ ვაძალებ , რადგან აქ ყოფნისას ბევრ ისეთ ადამიანს შეხვდება , ვინც გული ატკინა და რაღაც სისულელის გამო დატოვა ( მანჩო ) - გუჯა იქ იჯდა , თუმცა არაფერს იმჩნევდა .
- ყველას მოგვენატრა ... არა გუჯა ? ( შოთა )- მკაცრი ხმით უთხრა და გახედა . მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა . ვიდრე რამეს იტყოდნენ მარიმ დაასწრო .
- გუჯი , დღეს სადმე გავიდეთ ? ( მარი ) - მანჩომ გაოცებულმა და გაკვირვებულმა შეხედა .
- რატომაც არა , გავიდეთ ( გუჯა )
- გუჯა , ცოტა ხანს გამოდი . - ოთახში შეიყვანა . - რას აკეთებ ბიჭო ! რატომ დათანხმდი, მართლა აპირებ წასვლას ? ( შოთა )
- რა თქმა უნდა , წავალ ... რატომ არ უნდა წავიდე , მე ხომ თავისუფალი ვარ , ვისაც მინდა შევხვდები ( გუჯა )
- ახლა ლიზასთან უნდა მიდიოდე და , არა მარისთან ერთად ( შოთა )
- ეს თემა დახურულია . მე და ლიზა აღარ ვარსებობთ , დამთავრდა და შეეგუეთ ამას . დარწმუნებული ვარ ლიზა , უკვე შეეგუა და მალევე გიორგისთან დაბრუნდება ( გუჯა)
- იცი რა ? აქამდე დარწმუნებული ვიყავი , ლიზას რომ ეს გაეკეთებინა შემეცოდებოდი , თუმცა ახა , რომ გავიგო მათი ერთად ყოფნის ამბავი , მერწმუნე მივალ და მივულოცავ, შენ კი უარესის ღირსი იქნები . ახლა გგონია , რომ მარისთან დაბრუნება სწორია , მაგრამ ცოტა მოიცადე და ნახავ , რომ გიორგი დაიბრუნებს მას , თან ისე რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ . ( შოთა )
- ხოდა შესანიშნავია . ბედნიერებას ვუსურვებ ( გუჯა )

( ლიზა )
საღამოს , სიმღერებს ვუსმენდი , როდესაც კარზე დააკაკუნეს . გავაღე და გავშეშდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი , გიორგი იყო ... ჩემს წინ იდგა და მიცინოდა .

- გიორგი ? აქ რა გინდა , როგორ .... ( ლიზა )
- ნუ მკითხავ საიდან ვიცი მისამართი , მაინც არ გეტყვი ... არ შემიპატიჟებ ? ( გიორგი )
- შემოდი ... - ჯერ - კიდევ გაოცებული ვუყურებდი , თვითონ კი იცინოდა , თუმცა ვერ ვიგებდი რაზე , ალბათ ჩემს სახეზე . - რატომ იცინი ( ლიზა )
- თმა , შესანიშნავად გაქვს . - სარკეში ჩავიხედე და , მხოლოდ მაშინ დავინახე რომ აბურდული მქონდა . მაშინვე გავისწორე და წინ დავუჯექი . - ნუ ჯდები , სწრაფად ჩაიცვი და მივდივართ ( გიორგი )
- სად მივდივართ , ვინ გითხრა რომ საერთოდ გარეთ მინდა გასვლა ( ლიზა )
- ჩემმა გონებამ . ბევრს ნუ საუბრობ , მალე ჩაიცვი , გარეთ დაგელოდები ( გიორგი )
- არსად წამოვალ , არ მინდა და , ვერ მაიძულებ ( ლიზა )
- აირჩიე , ან შენი ნებით ჩაიცვამ და წამოხვალ , ან ასე წაგიყვან ძალით ( გიორგი )
- ამას არ გააკეთებ ( ლიზა ) - სიცილით ვუთხარი და ტელეფონი ავიღე .
- ანუ , არ მოდიხარ ? ( გიორგი )
- ნწ , არა ( ლიზა )
- მე გაგაფრთხილე .. - მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა . - ნუ ფართხალებ ლიზა ( გიორგი )
- შეიშალე ? გამიშვი , დამსვი ( ლიზა )
- მაშინ , შენი ნებით იცმევ და მოდიხარ , თორემ გეფიცები .. ( გიორგი )
- კარგი , კარგი ... 15 წუთი მომეცი ( ლიზა ) - რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და გავედი .
- როგორც იქნა ( გიორგი )
- მე უნდა ვწუწუნებდე , რომ ძალით მიგყავარ ( ლიზა )
- წუწუნებ კიდეც , აბა შენი აზრით , ეს რა არის ( გიორგი ) - სიცილით შემომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა .
- რატომ მოხვედი , რის მიღწევას ცდილობ , ან სად მივდივართ ( ლიზა )
- ღმერთო , ლიზა ! დამავიწყებია , რომ ამდენი ლაპარაკი გიყვარს . ცოტა ხანს გაჩუმდი , მალე მივალთ და გაიგებ ( გიორგი )
- ასე , რომ იქცევი ნერვები მეშლება . უთქმელად მადგები სახლში და , ჩემი ნების წინააღმდეგ მიგყავარ . ასეთი მამაცი , როდიდან გახდი ( ლიზა )
- მას შემდეგ , რაც მივხვდი , რომ მეორედ ვეღარ დაგკარგავდი ( გიორგი )
- შენი არც ვარ ! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო , შეიგნე . არაფერს ვგრძნობ , არ მომწონხარ ( ლიზა ) - გაბრაზებული ველაპარაკებოდი , როდესაც სიცილი დაიწყო .
- თვითონაც არ გჯერავს , მაგ სისულელეების ამიტომ გაჩუმდი ( გიორგი ) - იმდენად ვიყავი გადართული გიორგისთან ჩხუბზე , რომ ვერც კი შევნიშნე ტაქსი მძღოლი როგორ იცინოდა და თვალს არ გვაცილებდა .
- ძალიან საყვარლები ხართ , თქვენნაირ წყვილს იშვიათად თუ , ნახავ ამ დროში ( მძღოლი )
- მადლობთ , მადლობთ ( გიორგი ) - ამაყად უთხრა და თვალი ჩამიკრა .
- არა , გეშლებათ .. ჩვენ ერთად არ ვართ , ძალის გამოყენებით წამომიყვანა , წესივრად არც ვიცნობ ( ლიზა )
- იმისთვის , რომ ადამიანი გიყვარდეს საჭირო არაა , მასზე ყველაფერი იცოდე ( მძღოლი )
- არ მიყვარს ( ლიზა )
- რა თქმა უნდა , ვუყვარვარ , უბრალოდ საშინლად ჯიუტია ( გიორგი )
- ნუ ჯიუტობ შვილო , მისნაირი ბიჭები ახლა იშვიათია ( მძღოლი )
- მადლობთ , რომ მიცავთ .. ( გიორგი )
- ერთ რამეს გეტყვით ... ახალგაზრდობაში , ჩემი ცოლიც საშინლად ჯიუტი იყო , არ აღიარებდა , რომ ვუყვარდი , თუმცა ჩემზე ჭკუას კარგავდა . ყოველთვის მეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა გავეგიჟებინე , თუმცა მის თვალებში დიდი სიყვარული ჩანდა ... ახლა კი 30 წელია ერთად ვართ , მართალია ხანდახან მინდა დავახრჩო , მაგრამ ის ხომ ჩემი ცოლია და მიყვარს ( მძღოლი ) - მისი ისტორიის მოსმენამ იმოქმედა , როდესაც ამას ყვებოდა მის ხმაში უდიდესი სიყვარული და აღტაცება ჩანდა .
- ძალიან გაგიმართლათ , რადგან ახლა ასეთი სიყვარული აღარ არსებობს ( ლიზა )
- ცდები შვილო , ახლაც არსებობს . უბრალოდ საჭიროა , ისეთი ადამიანი იპოვო , რომელიც ასე შეგიყვარებს და დაგაფასებს ... მნიშვნელობა არ აქვს , რამხელა ტკივილი მოგაყენა ამ სიყვარულმა , მთავარია გიყვარდეს და მასაც უყვარდე , სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ( მძღოლი ) - აღაფერი მითქვია , ფანჯარაში გავიხედე და მოხუცის სიტყვებზე ვფიქრობდი . მალევე მივედით მთა - წმინდაზე .
- მადლობთ ( გიორგი )
- ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ , ერთმანეთს აპატიეთ , ერთმანეთი არ დაკარგოთ . - შემდეგ კი მე შემომხედა . - შვილო , დარწმინებული ვარ ახლა გული გაქვს ნატკენი , თუმცა შენს თვალებში სიყვარული , შენს ტკივილზე მეტია , ამიტომ ნუღა დაიტანჯავ თავს ... ერთმანეთს სასწაულად შეეფერებით ( მძღოლი )
- მდლობთ , გავითვალისწინებ ( ლიზა ) - მაღლობზე ჩამოვჯექი და ქალაქს ვუყურებდი, ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო , სიჩუმე , რომ შემძლებოდა აქ ყოველ-ღამე ამოვიდოდი და ვიფიქრებდი .
- ლამაზია არა ? ( გიორგი )
- საოცარია ( ლიზა ) - წუთიერი დუმილის შემდეგ , მომიბრუნდა .
- იცი ? როდესაც ცუდად ვარ აქ ამოვდივარ და , ვფიქრობ ... ცუდად კი , ბოლო დროს ბევრჯერ ვყოფილვარ , აქ ყოფნა კი მამშვიდებს ( გიორგი )
- მესმის , ყოველდღიურობა ძალიან დამღლელია , ამიტომ საჭიროა ხანდახან სიმშვიდეში იყო და ყველაფერს გაექცე . - შეუმჩნევლად ჩაეღიმა , თუმცა მე არ გამომპარვია . - რატომ იღიმი ( ლიზა )
- ისევ გესმის ჩემი ... ისევე , როგრც ადრე გესმოდა ( გიორგი )
- ასე ფიქრობ ? შენი მესმოდა ? ( ლიზა )
- რა თქმა უნდა , ყოველთვის ... ყოველთვის ხვდებოდი რასაც ვგრძნობდი . - ჩუმად ვიყავი ქალაქის ხედით ვტკბებოდი , სიჩუმე კი ისევ მან დაარღვია . - როგორ მივედით აქამდე ( გიორგი )
- რას გულისხმობ ( ლიზა ) - მივხვდი რაზეც ამბობდა , მის თვალებში ჩანდა .
- ჩვენ ამბავს , როგორ დავკარგეთ ერთმანეთი , ერთი შეცდომის გამო ? ( გიორგი )
- არ ვიცი , ალბათ ასე იყო საჭირო ( ლიზა )
- ძალიან მჭირდები ლიზა ... მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ , მინდა ჩვენი ურთიერთობა , ჩვენი ამბავი , ჩვენი სიყვარული თავიდან დაიწყოს ( გიორგი )
- ეს შეუძლებელია გიორგი , ჩვენი ამბავი დასრულდა ( ლიზა )
- ამას ნუ ამბობ გთხოვ ... ჩვენი ამბავი არ დასრულებულა , ჩვენი ისტორია არ დამთავრებულა ... ვიცი გული გაქვს ნატკენი , ვიცი საშინალდ ვიქცეოდი , თუმცა მეც მტკიოდა , ყოველ - დღე მტკიოდა , შენი მზერა მტკიოდა ... ამ დროის განმავლობაში მხოლოდ შენზე მოგონებებით ვიცხოვრე ... მიყვარხარ ლიზა და , ამ სიტყვაში მთელი მარადისობაა მოქცეული , შენში ყველაფერი მიყვარს , შემიძლია ეს დაუსრულებლად ვიმეორო ... უბრალოდ , კიდევ ერთ შანსს გთხოვ , უკანასკნელს , თუ ვერ შევძელი შენში ძველი გრძნობის დაბრუნება , გპირდები სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან ( გიორგი ) - ვერაფრის თქმა ვერ შევძელი , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მიმეცა თუარა მეორე შანსი ადამიანისთვის , რომელმაც გული საშინლად მატკინა და , რომლის გამოც სიმშვიდე დაკარგული მქონდა .
- ამაზე დავფიქრდები , თუმცა დარწმუნებული არ ვარ ( ლიზა ) - თვალები გაუნათდა და სიხარულისგან , თავისი დამახასიათებელი ყვირილი დაიწყო .
- ღემრთო , მადლობა ! ეს , ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავს ( გიორგი ) . სახლში გვიან დამტოვა და წავიდა , მე კი ვფიქრობდი , თუმცა ვერ ვწყვეტავდი .. ჩემს ერთ ნაწილს უნდოდა მისთვის მეორე შანსი მიეცა , თუმცა მეორე ნაწილი სასტიკად წინააღმდეგი იყო , რადგან ეშინოდა ისევ ტკივილი არ მოეყენებინა გიორგის .
მეორე დღეს , მანჩოს შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი , მან კი ყურებს ვერ დაუჯერა .
- შეუძლებელია , სერიოზულად ? ღმერთო , გაოცებული ვარ ( მანჩო )
- დაბნებული ვარ მანჩ , რამე მირჩიე , თორემ არ ვიცი რა ვქნა ... მეორე შანსი მივცე ? ისევ რომ მატკინოს გული ? ისევ რომ დამტოვოს ? იქნებ საერთოდ აღარაფერი ვიგრძნო მასთან ყოფნისას , მერე რა მოხდება ? მას ხო უფრო მეტად ეტკინება ? ( ლიზა)
- რა იგრძენი , როდესაც შეხვდი , როდესაც საუბრობდით ( მანჩო )
- როდესაც , მელაპარაკებოდა საშინელ ტკივილს ვგრძნობდი , შიგნიდან რაღაც მტკიოდა .. არ ვიცი რის ბრალი იყო , იმის რომ ისევ მიყვარდა , თუ იმის , რომ ახლა თვითონაა ანალოგიურ მდგომარეობაში .... თუმცა , სიმართლე გითხრა , როდესაც მის ღიმილს ვუყურებდი ყველაფერი მახსენდებოდა ... დავიბენი ( ლიზა ) - ბევრი ვილაპარაკეთ .
- გულს მოუსმინე ლიზი , ის ყოველთვის სწორ რჩევას მოგცემს ( მანჩო )
რამდენიმე დღე გავიდა , ყველაფერზე ვფიქრობდი .. უნდა მიმეცა კი , გიორგისთვის მეროე შანსი ? უფლება უნდა მიმეცა , რომ ისევ დაბრუნებულიყო ჩემს ცხოვრებაში ? ... ახლა , რა მოხდებოდა , ისევ მეტკინებოდა ? თუ ბედნიერი ვიქნებოდი ? ნუთუ ისევ , ვიგრძნობდი მის მიმართ რამეს ? აზრები მერეოდა ....
ორშაბათი ...
დილით , ტელეფონი ავიღე , გიორგისთან დავრეკე და შეხვედრაზე შევუთანხმდი . არ ვიცოდი რას ვაკეთებდი , ჯერ - კიდევ არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული , თუმცა მაინც შევხვდი .
საღამოს , ერთ - ერთ ბაღში შევხვდით .. სიტყვებს ვერ ვპოულობდი საიდან დამეწყო საუბარი , არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა , ან როგორ ....
- ლიზა , ჩუმად ნუ ზიხარ ... რამე მითხარი , თორემ ვნერვიულობ ( გიორგი )
- სიმართლე გითხრა , არ ვიცი საიდან დავიწყო , ან როგორ ( ლიზა )
- უბრალოდ დაიწყე , ოღონდაც რამე მითხარი ( გიორგი )
- ამ ურთიერთობაში ბევრი ტკივილი იყო , ბევრჯერ წარმომედგინა ის მომენტი , როდესაც , ერთად ვიქნებოდით , როდესაც მეტყოდი , რომ გიყვარდი , როგორი ბედნიერი ვიქნებოდი , თუმცა ეს იმდენი ხანი არ ხდებოდა , რომ ბოლოს იმედი დამეკარგა და უბრალოდ , შენს გარეშე გავაგრძელე ცხოვრება ... და ზუსტად ამ დროს გამოჩნდი , როდესაც ყველაფერი მითხარი , არ ვიცი რა ვიგრძენი , თუმცა ალბათ გამიხარდა .... არც ახლა ვიცი , რას ვაკეთებ , უბრალოდ ჩემს გულს ვუსმენ , რაც ახლა უნდა გითხრა , გულმა მიკარნახა და , არ ვიცი სწორია თუ არა , მაგრამ .... კი , თანახმა ვარ , კიდევ ვცადოთ ( ლიზა )
- როგორც იქნა ! მადლობ ლიზა , მადლობ რომ , კიდევ ერთი შანსი მომეცი . გპირდები ყველაფერს გავაკეთებ , რომ ისევ შეგიყვარდე და , ჩემთან ბედნიერი იყო ( გიორგი )
- თუ , რამე ისე ვერ იქნება , უბრალოდ დავშორდეთ და ერთმანეთს გული აღარ ვატკინოთ .. ( ლიზა )
- ყველაფერი კარგად იქნება , აი ნახავ ... შენგან მეორე შანსს ვითხოვდი და მივიღე , ახლა კი ჩემი ჯერია , რომ სიყვარული დაგიმტკიცო , ჩემი დროა , გაჩვენო თუ როგორ მიყვარხარ და , რომ არასდროს დაგტოვებ ( გიორგი )
- არასდროს დამპირდე იმას , რაშიც დარწმუნებული არ ხარ ( ლიზა )
- მე , ჩემს სიტყვებში დარწმუნებული ვარ , რადგან გეუბნები , რომ აღარსდროს დაგტოვებ , ესეიგი ასე იქნება ! მიყვარხარ ( გიორგი ) - მომიახლოვდა და ძლიერად ჩამიხუტა . ვერ ვიჯერებდი , რომ ეს რეალურად ხდებოდა , რომ მასთან ასე ვიყავი ჩახუტებული , რომ მის გულისფეთქვას ვგრძნობდი ...
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი , არ ვიცოდი ეს შეცდომა იყო , თუ არა ... თუმცა მაინც გავაკეთე ... ერთი რამ ვიცოდი , ვიცოდი რომ გუჯას ამის გაგებისას გული ეტკინებოდა , ვიცოდი , იფიქრებდა , რომ მასთან ყალბი ვიყავი , თუმცა ეს მისი შეცდომა იყო და არა ჩემი ... მან მიმატოვა , თუმცა სულ მიმეორებდა , რომ მუდამ ჩემთან იქნებოდა ... მე რა უნდა გამეკეთებინა ? ...
კი შეიძლება ეს , მცდარი ნაბიჯი იყო , თუმცა ეს გადაწყვეტილება ჩემი გულიდან მოდიოდა და , არ მინდოდა ამ შანსის დაკარგვა , რადგან შეიძლება ამჯერად ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent