შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 7)


7-11-2018, 17:49
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 177

ფესვი ღრმად გაედგა ყველაზე ცივი დროების პირველ თვეს, სუსხიანი ქარი უბერავდა გარშემო წუილით და დააქროლებდა თოვლის ფანტელებს აქეთ-იქით. კრისტალებივით ცვიოდა ფიფქი ციდან და იპენტებოდა გარემო. თეთრ სუდარაში ეხვეოდა ყოველივე. გადაჰყურებდა ელისაბეტი მიდამოს და გულში ნაცნობი შეგრძნებები უკიაფდებოდა, როგორ გასტანა ორი ზამთარი მარტოდ მარტომ? როგორ შეძლო ყინვის გადატანა, შიმშილის, ტკივილის?!.. ცახცახმა მოიცვა გოგო და ურცხვად გამობრუნდა. ზურგი აქცია მეფის ვაჟს და ოთახში შევიდა. სურნელოვანი სანთლებიდან უხვად იფქრქვეოდა სინათლე და დასთამაშებდა მას, ალიონის ცის ფერ თვალებზე. ბუხარში ტკაცა-ტკუცით იწვოდა ნედლი ხის ნაჭრები.
უფლისწული გოგოს უკან მიჰყვა. ტერასის შეხსნილი კარებიდან მოქროლილი ნიავი კვლავ არხევდა თეთრ ფარდებს, უფლისწული ხან სილუეტად წარუდგებოდა თვალწინ, ხანაც ადამიანად.
ადამიანი... ისიც ადამიანი იყო. უფლისწული აჰმედი, მეფის ვაჟი, მომავალი მეფე, ტახტის მემკვიდრე. ისიც ადამიანი იყო, ადამიანური გრძნობებით.
ფიქრებისაგან თავბრუ ეხვეოდა. სიბრაზის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ მაინც ისევე ელავდა მისი თვალებიდან გამკრთალი სხივები, ისე, რომ უეჭველად ლამობდა ვიღაცის მსხვერპლად შეწირვას.
-რატომ? -შეესიტყვა უფლისწული და ტახტზე ჩამოჯდა. ბეჭდებ აცმული ხელი წვერით შემოსილ სახეზე ჩამოისვა. ელისაბეტმა მზერა გაუსწორა და წარბები შეკრა. დუღდა ემოციები მასში და უფრო ეგზოტიკურსა და მიუწვდომელს ხდიდა უფლისწულისთვის ეს მას.
-რას გულისხმობთ?
-რატომ ახლა, რატომ მოგინდა ჩემი შეყვარება? -მშიდად განუმარტა უფლისწულმა.
-ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა? მთავარი ხომ ის არის, რომ თქვენ ჩემს სიყვარულს დაუფარავად შეძლებთ...
-მე ისედაც დაუფარავად გეტრფი. -აღნიშნა მეფის ვაჟმა.
-გასაგებია, მაგრამ ახლა შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თქვენი გრძნობები ცალმხრივი არ იყოს! ნუთუ არ გსურთ ჩემი სიყვარული?
-საპასუხო სიყვარული არ ისწავლება, ის უბრალოდ უნდა იგრძნო. მე არ მძლულს თავი შეგაყვარო.
-ანუ უარს მეუბნებით?
-რას გულისხმობ უარში, მე გინმარტავ, რომ არ მძალმიძს თავი შეგაყვარო. მიუხედავად ჩემი დიდძალი გრძნობებისა შენს მიმართ, ჩემი სიყვარული წმინდაა, მას არ შურს, არ არის ბოროტი!... არ მინდა ამ გზაზე გაუფერულდეს და ისევე გაჭუჭყიანდეს, როგორც ხორციელში გადმოტანილი იდეალი.
-მაშ, გაიდეალებული გყავთ საკუთარი სიყვარული?
-დიახ, მე მიყვარს ჩემი სიყვარული შენდამი. მინდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იგივე გრძნობით მიპასუხო, მაგრამ არ შემიძლია მე შეგასწავლო ეს. როგორც სიარული არ უსწავლებია არავის, ეს შენით გააკეთე ოდესღაც. იმედი მაქვს ოდესმე იგრძნობ, მიხვდები რაზეც ვსაუბრობ.
ელისაბეტს აღარაფერი უთქვამს. სიტყვა არ დასცდენი ამ თემაზე დიდი ხანი. დატოვა თუ არა უფლისწულის ოთახი თავი ასწია და სასახლის ყოფაში გადაეშვა. თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. მეფის ვაჟი აღარ ნახულობდა, ისკანდერს კი თავად არ იმჩნევდა. ხარჭებთან ერთად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ღმავდებოდა ზამთარი ოქროს უბეში. მკაცრდებოდა სასახლე. ელისაბეტი ცდილობდა საქმეზე გადართულიყო, რომ „წარსულის დემონებს“ გონებაში შემოღწევის უფლება არ მიეცა. ცდილობდა არ ეფირა, თუმცა სად წაუვალთ სარეცელზე თავდადებულნი მძმე ფიქრებს.
სასახლე საზეიმო წვეულებისათვის ემზადებოდა. მთლად აფუსფუსებულიყო ხალხი. ჰანუმი დილაუთენია შესძახებდა და ყველა ხარჭა ერთიანად წამოიშლებოდა საწოლიდან, დადგებოდნენ ერთ რიგად და ინაწილებდნენ საქმეს. ელისაბეტს გამუდმებით მარტო მუშაობა ხვდებოდა წილად და ეჭვები ღრღნიდა, აინტერესებდა ერია თუ არა ამაში ვინმეს ხელი.
ნელსაცხებლებით გალამაზებული ბრინჯაოსფერი კანი სიცივისაგან შესეთეთრებოდა. თოვლისფერი, აბრეშუმის ქსოვილი ემოსა, სახეზე კი გამჭვირვალე პირბადე ჩამოეფარებინა. გიშრისფერი დალალები ორ ნაწნავად ჰქონდა ჩამოშვებული. სავსე ბაგენი მოუჩანდა თვალწარმტაცად, წითელად შეღებილი. იუნინისფერ თვალთა გარშემო ფერადობები შემოეყარა. საოცრება იყო. მიდიოდა დერეფანში, გაყინულ ფილებს შორის, აკიაფებული ჩირაღდნების მიერ შექმნილ ულამაზეს დარბაზში, მარტოობის საუკუნო სამყოფელში და თან მიჰქონდა ყველა სულიერის მზერა. არ დამცხრალიყო სასახლე მის მშვენებაზე საუბრით.
ხარჭები მარცხენა კედელთან იყვნენ განლაგებულნი. ელოდნენ ჰანუმის მინიშნებას, რომ „მაღალ საზოგადოებაში“ შერეულიყვნენ და დაუფარავად ეძიათ თავიანთი მსხვერპლი. შეემოსათ ცივ ფილებით ნაშენი დარბაზები ძოწისფერი, ლალისფერი, აგუას ფერი ფარდებითა და ატლასის ნაჭრებით. ჭარბობდა ფერადი ნათებები და რთული იყო განგერჩია მორთულ-მოკაზმული ხატებები ერთურთისგან.
სამეფო ოჯახი საპატიო ტახტზე ისხდნენ, ღვინის თასებით ხელში აკვირდებოდნენ ერთმანეთში ბუზებად არეულ ხალხს. ვერ ხედავდა თუმცა ნათლად გრძნობდა უფლისწულის მწველ მზერას გოგო და გულში უცნაური კმაყოფილების გრძნობა ეღვრებოდა. შორიდან ვერ არჩევდა დედოფალს, თუმცა იცოდა იქ იყო, ზემოდან დაჰყურებდა ყოველივეს. ზიზღმა გაჰკრა კბილი გოგოს დედოფლის წარმოდგენაზე და თლილი თითები მუშტად შეკრა.
დასავლური მუსიკა, რაჰათლუჰუმის მოტკბო სურნელება, თასებში ჩამოსხმული ღვინო, დაბრაწული ხორცი, მზენაცქერი ხილეულობა. ყველაფერი იყო გარშემო. ტილოს დაკემსილი ნაჭრით შემოსილი მონები, რომ დაატარებდნენ უჩუმრად და შეუმჩნევლად. ჰანუმმა ხარჭებს ანიშნა და ისინიც ტალღისებრ შეერივნენ ბრბოს, შეერწყნენ „მაღალ საზოგადოებას“ და ნათლად დაუწყეს ძიება მათ ახალ მსხვერპლს.
რჩეულებს, მათ ვისაც წილად ხვდათ საცეკვაო ნომრის შესრულება გზა გაუნთავისუფლეს და მათ გარშემო წრე შეკრეს. საგულდაგულოდ გალამაზებული, მშვენიერი მანდილოსნები მწკრივში დადგნენ და ერთმანეთს ისე მიეჯაჭვნენ ვით გადაბწნილი კალათი. აკვნესდა საკრავები და მათაც ნარ-ნარით შემოუფრინეს მიდამოს. გამომწვევი მოძრაობებით და შესაშური მიხვრა-მოხვრით ლამობდნენ მაღალჩინოსანთა ყურადღების მიპყრობას, თუმცა ყოველივეს გულში ერთი ედო რა, ეწადათ უფლისწულის ინტერესი გაეღვივებინათ, ვინაიდან პატივი იყო უდიდესი მის სარეცელში ღამის გათევა.
იდგა ელისაბეტი კუთხეში, ცივი ფილების კედელს მიყრდნობოდა და ზედ დაჰნათვოდა ჩირაღდნის ნაირ-ნაირი ნათება. უელავდა პირბადიდან მომზირალი თვალები და შეჰყურებდა ბარბაროსთა საყუდელს. ნუთუ ეს იყო გართობა მათთვის, ქალების მზერა, ღვინოს სმა და უგემოვნო მუსიკის სმენა? გული ერეოდა ყოველივეზე, თუმცა ერთადერთი რაც იქ აძლებინებდა, უფლისწული იყო.
მეფის ვაჟი მოცეკვავეებს გადახედავდა, მათ პირ-სახეს, ამობურცულ მკერდს, წვრილ წელს დააკვირდებოდა და თვალები კვლავაც იმ ერთადერთისაკენ გაურბოდა, ასე რომ დაეპყრო მისი შინაგანი სამყარო. იდგა ეულად, იდგა მარტოსულად, თუმც იდგა ამაყად. იზიდავდა მისი სიმარტოვე, უნდოდა გვერდში ამოსდგომოდა და გაექარწ....ბინა ყოველი დარდი მისთვის, უნდოდა მხიარულების ნოტაზე დაეყვანა მის გუნება, თუმცაღა იცოდა, არ სძალმძიდა იმ ადამიანის გარშემო ყოფნა, რომლის მიმართაც ასე მტკიცე გრძნობები გააჩნდა, იმ ადამიანის, რომელიც იცოდა საპასუხოდა არაფერს გრძნობდა.
დედოფალმა მზაკვრული მზერა მოავლო დარბაზს და შვილს მხარს ზემოდან გადახედა. მისი პირმშო იყურებოდა დარბაზში, თვალებით სჭამდა ყოველ სულიერს და ხედავდა მის მზერაში ქალი, რათა ყველა დედა გრძნობს შვილის გასაჭირს. დაობლებულიყო სული მისი და გამრთელება მხოლოდ ერთს ეწადა. დიდხანს არც უძებნია, მისი თვალები მაშინვე დაესვენა იმ ერთადერთ სილუეტს, რომელსაც მზერას არ არიდებდა უფლისწული. უცხომიწელი დიაცი, სასახლეს ძღვენად მიძღვნილი. მისი მოსვლის დღიდან გებულობდა ნაირ-ნაირ ჭორებს, იმასაც იგებდა, უფლისწულს საუკეთესოდ მიუჩნევიაო, რამოდენიმე ღამეც კი გადაბმულად გაუთევია მის სამყოფელში. ლეგენდები დადიოდა სასახლეში უცხომიწელის მშვენიერებაზე და სწადდა დედოფალს, შეეცნო იგი. ერთ-ერთ ხარჭას უხმო. ყურში უცხო ენაზე ჩასჩურჩულა რამ და კვლავ შვილს გადახედა. დაობლებულიყო მზერა მისი, აუხდენელის სურვილით.
ხარჭა ხალხში გაუჩინარდა, დედოფალმა შორიდან მოჰკრა თვალი როგორ მიეჭრა ეულად მდგომს და როგორ უჩურჩულა ყურში. გაიგო რა, მაშინვე ამოჰხედა აელვებული თვალებით დიაცმა დედოფალს და მათი მზერა ერთურთ შეეყარა. გაშეშდა ელისაბეტი, მიეყინა ადგილს, სცდილობდა გონებაში გაეხსენებინა, რამდენი წელი იყო დედოფალთან შეხვედრას ლამობდა?.. რამდენი წელი იყო მის თვალებში ჩახედვას და იქიდან სულის ამოწოვა სწადიდა?...
ცხრამეტწლიანი ცხოვრების მანძილზე, თუ რამ შეიგნო ეს იყო, არ შეედავო დედოფალს, ვინაიდან სისხლიანია სამართალი მისი. ხარჭას უკან გაჰყვა. თავბრუ ეხვეოდა და იდღაბნებოდა გამოსახულებები ერთმანეთში. მოცეკვავეთა სილუეტები, მოხარხარე კაცთა ძეგლები, ჩუმჩუმელა მონების ფაჩიფუჩი. შორიდან ესმოდა საკრავების ხმა. მიჰყვებოდა უხმოდ ხარჭას და მიდიოდა ცხოვრების მიზნისაკენ.
სამეფო ოჯახთან მიახლოებულმა, შენიშნა როგორ უყურებდა უფლისწული მას. თვალები ოდნავ გაჰფართოვებოდა, მის თვალებში დახატული კოშკები კი შიშის ზარით ელავდნენ. ნაკადულებად იღვრებოდა ფერადი ნათება და მის სახეს იმოდენ მშვენებად ეფინებოდა, წამით გული შეუტოკდა დიაცს. ნუთუ ენახა ქვეყნად მასზე ლამაზი რაიმე?
დედოფალმა გაიღიმა. მისი საზარელი ღიმილი ტალღებათ გაიშალა გარშემო და დაიზაფრა ყოველი მისი შემხედვარი. უფლისწულმა კითხვებით სავსე მზერა მიაპყრო მშობელს, თუმცა თვალი მაინც გოგოსაკენ გაურბოდა. იდგა მშვენება, ანგელოზივით ლამაზი, თეთრ კაბაში გამოწყობილი. დალალებ შევარცხნილი, ბაგე წითელი, მოელვარე ალიონის ცისფერი თვალებით, იდგა ეულად, მაგრამ ამაყად და შესცქეროდა სამეფო ოჯახს, შესცქეროდა ზიზღით, ბოღმითა და ბოროტებით, თუმცა არ ჰკარგავდა სისპეტაკეს ყოველის მზერით.
ენა ჩაუვარდათ მხილველს, დაუფარავად დაასრიალებდნენ ქონში ჩაძირულ თვალებს დიაცის სხეულზე. არა ენახათ მშვენება მსგავსი.
დედოფალს მისი თვალწარმტაცობა არა მოეწონა რა, წარბები შეკრა და მკაცრი მზერით მოავლო თვალი ყოველთ. ყურად იღეს გამაფრთხილებელი თვალშემოვლება და ყველამ უკლებლივ, გარდა უფლისწულისა, აარიდა მზერა მშვენიერ ასულს.
ელისაბეტი დედოფალს უმზერდა, ქალის თვალებში ეძებდა ცხოვრების და არა არსებობის ნიშან-წ....ბს, სურდა ეხილა მისი სული, სურდა მისი ცხოვრება ეხილა, თვალებში, რომლებსაც დაეტყვევებინა მბრძანებელი ყოვლის, თვალებში, რომელიც ღიმილით შესცქეროდა ყოველივე მოკლულს. თვალებში, რომელიც დაუფარავი ზიზღით და ამზერით უმზერდა მრავალი წლის წინ მის მშობელთ, უსულოდ, რომ ეყარენ ზამთრისაგან მოყინულ მიწაზე.
გაოგნდა გოგო, თუ რამ ენახა წუთი სოფელში, მსგავსი არა იყო რა. სრული სიშავოება ამოიკითხა ქალის თვალებში. არც ქალაქები, არცა კოშკები, ქუჩები ან გაშენებული სოფელ-მინდვრები; წყვდიადი ელავდა მათში, ყოვლისმომცველი ავი წყვდიადი, რომელთაც ყორნებივით შემოსხდომოდნენ საზარელი მხლებლები თან და ზე დასჩხაოდნენ.
გააკანკალა ელისაბეტს, დედოფლის სილამაზე ამოდენ მშვენიერი, არამიწიური იყო და მაინც, იმდენი ზიზღი სუფევდა მასში, იმდენი ბოროტი ძალა, პირველად შეეშინდა ცხოვრებაში იმის, რომ სარწმუნოს ადამიანი არ წარმოადგენს.
-გვიცეკვე რამე, განთქმულო უცხომიწელო. -ირონიული ღიმილით გამოსცრა კბილებს შორის დედოფალმა და მიაჩერდა გოგოს.
არ სურდა ცეკვა, მაგრამ ერიდებოდა წყვდიადის განრისხებას. თვალი მოავლო უფლისწულს, რომელიც კვლავ შიშ-ჩამდგარი თვალებით უმზერდა გოგოს. მეფის ვაჟმა შეუმჩნევლად დააქნია თავი და მისი კოშკები საცეკვაო სცენისაკენ მიმართა. ელისაბეტმა მინიშნება გაიგო და სცენისაკენ მძიმე ნაბიჯებით წავიდა.
შეჩერდნენ მოცეკვავენი და ამზერით გადახედეს უფლისწულის რჩეულს. ბოღმა ამოიკითხა მათ მზერაში გოგომ, ბოღმა და შური. არა სწადდა ცეკვის შესრულება სამეფო ოჯახისთვის, მაგრამ იცოდა უნდა შეენარჩუნებინა სიცოცხლე მისი.
საკრავების ხმა შორეული ჰანგებივით ჩაესმა ყურში, გაოგნდა როდესაც ნაცნობი მელოდია ამოიკითხა. დამკვრელებისკენ შებუნებულს ისკანდერი დაუხვდა მათთან ახლო-მახლო მდგარი. თვალები უელავდა ბრაზისაგან, თუმცა იცოდა, ამჯერად მისი განრისხების ადრესატი თავად არ იყო. მთავარსარდალმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და შეტოკდა გული დიაცისა. მზერა აარიდა მას და მხოლოდ ფერად ნათებებს დაუდო გული. ეწადდა რაიმე საგნის ხილვა, რათა დაეწყო მოძრაობები. წამში გულთ იღო უფლისწულის მწველი თვალები და მათ შეაჩერდა.
რა შეაჩერდა მის კოშკებს, არა გაუხედავს სხვა მხარეს. თითქოს ყოველივეთი აგრძნობინებდა, თითოეულ მოძრაობას მას უძღვნიდა. ცეკვავდა უცხომიწელი და გარინდულიყო მთელილ დარბაზი ოხვრის სიჩუმეში. წამიერად გადაუვლიდა შეძახილები და ჩაწყდებოდა კვლავ. გაოგნებულნი შესცქეროდნენ მის მოძრაობებს, ნუთუ ეწადდა უცხომიწელს, მთელი სასახლის გულის მისაკუთრება?
გვიან მორჩნენ საკრავები სლუკუნს. ბოლო მოძრაობაზე შეეყინა ხელები გოგოს. სიჩუმე გამეფებულიყო გარშემო და მოეცვა ყოველივე. ელავდნენ ათასობით მნათობი ირისები და თითოეული მისი მშვენებისაკენ იყო მიმართული.
დროების შემდგომ იქუხა ტაშმა. აღტაცებული აწებებდნენ მტევნებს ერთურთს და აღფრთოვანების გამოხატვას ლამობდნენ ამით. ჩაიძირა დარბაზი აპლოდისმენტების ზღვაში და კვლავ შეერწყა ორად გაყოფილი ბრბო ერთურთს. შეუმჩნევლად გაიპარა ელისაბეტი სცენიდან, დარბაზიდან გასვლამდე ისკანდერის აელვებულ თვალებს ჰკიდა მზერა, თუმცა არ შეიმჩნია და ოსტატურად გაუჩინარდა გროზ კედლებს შორის.
მიჰქროდა გოგო მიჰქროდა სასახლეში, კლდეშეუვალი ფილების შორის და ამოჯდომას ჰქონდა გული. არ ეწადა დაჯერება იმ სიმართლის, რომელშიც მტერთათვის გართობის საგანი გახდა. მის სხეულს აკვირდებოდა ყოველივე და ღმერთმა იცის რა ბილწი ფიქრები მოსდიოდათ თავში. სიმწრის კურცხალი გადმოუგორდა ლოყაზე ასულს და ის იყო უნდა შეეხვია დერეფანში, რომ ძლიერად ჩაავლეს ხელი და ინერციით შებრუნებული, მაშინვე უფლისწულის მკერდზე მიხუტებული აღმოჩნდა.
აჩქარებით უცემდა მეფის ვაჟს გული და მისი გულისცემა ნოზთა სიმღერას შეადარა გოგომ. მისი უცხო სურნელება შეიგრძნო და კვლავ გადმოაგდო რამოდენიმე ცრემლი, ოღონდ რაღასი, არა იცოდა რა.
-როგორ შემეშინდა, რომ რამეს გავნებდა. -მის ყურთან ჩაიჩურჩულა უფლისწულმა და უფრო ძლიერად მიიკრა გოგო. ელისაბეტმაც გაუბედავად მოჰხვია სიფრიფანა მკლავები ვაჟს და მის იდილიაში ჩაიკარგა.



--------------
სალამი მეგობრებო,
ცოტა დავიგვიანე ახალი თავის დადება, თუმცა ოდნავ ვრცელი ვარიანტი შემოგთავაზეთ.
მინდა ყველა მკითხველს მადლობა გადავუხადო,
ასევე მინდათ გითხრათ, რომ ძალიან ძალიან მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით!
როგორ ფიქრობთ, ელისაბეტის საბოლოო მიზანი რა არის?♥



№1 სტუმარი eli

ძალიან ძალიან მომეწონა,საინტერესოა და მოუთმენლად ველოდები შემდეგს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ისტორიის კითხვის დაწყების დღიდან მაინტერესებს რა არის ელისაბეტის მიზანი მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინე. შურისძიება რომ უნდა ფაქტია. ამ თავიდან ჩანს, რო დედოფალი ზედმეტად სასტიკი ქალია და ლისაბედის უედურებაში ლომის წვლილი მიუძვის. შესაბამისად ელისაბედს ენდომება დედოფალზე შურისძიება. როგორც ჩანს უფლისწულმაც იცის დედის სისასტიკის შესახებ და ამიყომაც შეშინდა. ვფიქრობ, აჰმედი ტბილი ბუნების პატრონია და ელისაბედი მარლა უყვარს და ჩვენს გოგოსაც უჩნდება ნელ-ნელა გრძნობები. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ საოცარი სიტყათ მარაგი გაქვს, ასე მგონია ისტორია 21-ე კი არა სადღაც შუა საუკუნეებშია დაწერილი და ჩვენ ახლა გავიცანით kissing_heart წარმატებები ჩემო კ.არგო

სტუმარი ანა-მარია
ისტორიის კითხვის დაწყების დღიდან მაინტერესებს რა არის ელისაბეტის მიზანი მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინე. შურისძიება რომ უნდა ფაქტია. ამ თავიდან ჩანს, რო დედოფალი ზედმეტად სასტიკი ქალია და ლისაბედის უედურებაში ლომის წვლილი მიუძვის. შესაბამისად ელისაბედს ენდომება დედოფალზე შურისძიება. როგორც ჩანს უფლისწულმაც იცის დედის სისასტიკის შესახებ და ამიყომაც შეშინდა. ვფიქრობ, აჰმედი ტბილი ბუნების პატრონია და ელისაბედი მარლა უყვარს და ჩვენს გოგოსაც უჩნდება ნელ-ნელა გრძნობები. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ საოცარი სიტყათ მარაგი გაქვს, ასე მგონია ისტორია 21-ე კი არა სადღაც შუა საუკუნეებშია დაწერილი და ჩვენ ახლა გავიცანით kissing_heart წარმატებები ჩემო კ.არგო

აუუ რამდენი შეცდომა დამიშვია წერის დროს smile არ შევიმჩნიოთ კარგი? smiley smiley

 


№3 სტუმარი სტუმარი mariamo

ისტორიის წაკითხვისას, მგონია, რომ უცბად შუა საუკუნეების სტამბულში ვხვდები...შესანიშნავად წერ და,იმედია, შემდეგ თავს მალე დადებ, სადაც უფრო გაიხსნება კარტები

 


№4  offline მოდერი lemongiirl

eli
ძალიან ძალიან მომეწონა,საინტერესოა და მოუთმენლად ველოდები შემდეგს.



აუცილებლად იქნება შემდეგი, თანაც რა მალე!... ❤️

სტუმარი ანა-მარია
ისტორიის კითხვის დაწყების დღიდან მაინტერესებს რა არის ელისაბეტის მიზანი მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინე. შურისძიება რომ უნდა ფაქტია. ამ თავიდან ჩანს, რო დედოფალი ზედმეტად სასტიკი ქალია და ლისაბედის უედურებაში ლომის წვლილი მიუძვის. შესაბამისად ელისაბედს ენდომება დედოფალზე შურისძიება. როგორც ჩანს უფლისწულმაც იცის დედის სისასტიკის შესახებ და ამიყომაც შეშინდა. ვფიქრობ, აჰმედი ტბილი ბუნების პატრონია და ელისაბედი მარლა უყვარს და ჩვენს გოგოსაც უჩნდება ნელ-ნელა გრძნობები. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ საოცარი სიტყათ მარაგი გაქვს, ასე მგონია ისტორია 21-ე კი არა სადღაც შუა საუკუნეებშია დაწერილი და ჩვენ ახლა გავიცანით kissing_heart წარმატებები ჩემო კ.არგო

სტუმარი ანა-მარია
ისტორიის კითხვის დაწყების დღიდან მაინტერესებს რა არის ელისაბეტის მიზანი მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ დავადგინე. შურისძიება რომ უნდა ფაქტია. ამ თავიდან ჩანს, რო დედოფალი ზედმეტად სასტიკი ქალია და ლისაბედის უედურებაში ლომის წვლილი მიუძვის. შესაბამისად ელისაბედს ენდომება დედოფალზე შურისძიება. როგორც ჩანს უფლისწულმაც იცის დედის სისასტიკის შესახებ და ამიყომაც შეშინდა. ვფიქრობ, აჰმედი ტბილი ბუნების პატრონია და ელისაბედი მარლა უყვარს და ჩვენს გოგოსაც უჩნდება ნელ-ნელა გრძნობები. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ საოცარი სიტყათ მარაგი გაქვს, ასე მგონია ისტორია 21-ე კი არა სადღაც შუა საუკუნეებშია დაწერილი და ჩვენ ახლა გავიცანით kissing_heart წარმატებები ჩემო კ.არგო

აუუ რამდენი შეცდომა დამიშვია წერის დროს smile არ შევიმჩნიოთ კარგი? smiley smiley



უღმესი მადლობა ასეთი საყვარელი კომენტარისათვის!...
თქვენ არ იცით როგორ მაბედნიერებს ეს მე!
ძალიან, ძალიან გულიანი მადლობა, რომ
ამ ისტორიას იზიარებთ!
❤️❤️❤️

სტუმარი mariamo
ისტორიის წაკითხვისას, მგონია, რომ უცბად შუა საუკუნეების სტამბულში ვხვდები...შესანიშნავად წერ და,იმედია, შემდეგ თავს მალე დადებ, სადაც უფრო გაიხსნება კარტები



სიმართლე გითხრა, სულ მინდოდა სტამბულში მოგზაურობა და ალბათ, ინტერნეტში ნაკოწიწები დასავლური მხარეები ამიტომ იკვეთება ასე შესამჩნევად! ❤️❤️
ძალიან დიდი მადლობა, შემდეგი თავი აუცილებლად იქნება!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent