შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (თავი I, სრულად)


7-11-2018, 21:37
ავტორი salome_13
ნანახია 1 956

რა არის ცხოვრება? რატომ არის ზოგჯერ მეტისმეტად მოსაბეზრებელი?
არის დრო როდესაც ვარდისფერ ფერებში ხედავ ყველაფერს, არ შეგიძლია გაიაზრო რაიმე პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას შენებურად უდგები. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალე მიკეთია. თუ საზოგადოებაში ვარ და რაიმე პრობლემას შევიტყობ, ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ზედმეტად გულგრილია. არვიცი რატომ, მაგრამ ასეა. თუმცა, თუ მარტო ვარ ძალიან სევდიანი ვხდები.
რამდენიმე წელია მსურს დავწერო რაიმე, ხშირად დამიწყია წერა, თუმცა არასდროს გამომდიოდა. იმედია ამ ყველაფერს ისე დავასრულებ, რომ ამ ამბავს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება.
ვფიქრობ, საინტერესო ცხოვრება წლევანდელი ზაფხულის დასაწყისიდან დამეწყო. ზაფხულის დასაწყისში დაქალთან ვიყავი სოფელში, მას ნინი ჰქვია. მასთან სასიამოვნო დრო გავატარე.
აგვისტოს დასაწყისში ბათუმში წავედით. იქ მრავალი საინტერესო რამ გადამხდა თავს. ერთ-ერთი იყო ის რომ, როდესაც სასტუმროში ვრჩებოდი ერთი ბიჭი იყო რომელიც სასტუმროს ეზოში დავინახე. კიბეებზე ვიჯექი და დაქალს ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცბად შევამჩნიე რომ მაღლიდან ვიღაც მიყურებდა. მას ძალიან საყვარელი გამოხედვა ქონდა, თმები შავი, ჩაცმულობის სტილი კი სპორტული. ეს მზერა რამდენჯერმე შევნიშნე იმ საღამოს., თუმცა განსაკუთრებული არაფერი რადგან მან ჩამი სახელიც კი არ იცოდა. როდესაც დაბლა ჩავდიოდი, რამდენიმე წუთის მერე ისიც ჩამოდიოდა, თუმცა გამუდმებით ხელში ტელეფონი მეჭირა და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია.
ვფიქრობ ჯერ ბიჭთან ურთიერთობა ადრეა, თუმცა მათ მიერ გამოჩენილ ყურადღებას ყოველთვის ვანიჭებ მნიშვნელობას.
ჩემ თვისებებში რაც მომწონს, ერთ-ერთი ისაა რომ სპონტანურად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება. 1 სექტემბერი იყო , როდესაც მე და ტასო, ტასოს ეზოში ვისხედით და ვსაუბრობდით. (ტასო ჩემი მეზობელი და დაქალია)
-აუ სადმე მინდა წასვლა, მაგრამ უკვე სკოლა იწყება და აქამდე რო მოგვეფიქრებინა კარგი იქნებოდა-დამწუხრებულმა მითხრა.
-შენი აზრით ახლა გვიანია?-თავში შესანიშნავმა აზრმა გამიელვა.ბორჯომში ბინა გვაქვს, რომელსაც ზაფხულობით ვაქირავებთ, ახლა კი თავისუფალი იყო და წასვლა შეგვეძლო.-წამო წავიდეთ,ბორჯომში, მშობლებს ვუთხრათ, რომ სახლს დავალაგებთ, თან დავალაგოთ და მერე გავისეირნოთ.
-კი მაგრამ როდის? ახლა რაღა აზრი აქვს?-უიმედოდ მითხრა ტასომ.
-კარგი რა... ხვალ წავიდეთ და საღამოს ჩამოვიდეთ-მაინც არ ვნებდებოდი.
-კარგი იყოს ეგრე, მაგრამ ახლა მშობლების პრობლემაა გადასაწყვეტი-თითქმის გაბრწყინებული თვალებიით მითხრა.
მშობლებთან საქმე ადვილად მოვაგვარეთ, ისე მოხდა, რომ მაგ დღეს შეხვედრა მოუწიათ და სწორედ ამ დროს ვუთხარით ჩვენც ეს ამბავი. დედაჩემი ადვილად დაგვთანხმდა, რადგან უკვე ვყოფილვარ მარტო ბორჯომში, არც ტასოს დედის დათანხმება გაგვიჭირდა.
2 სექტემბერი ????)
გათენდა დილა და სადგურში ჩავედით, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ვიცოდით რომ გავერთობოდით. ბორჯომში მალევე ჩავედით, მაღაზიაში შევიარეთ და შემდეგ სახლში მივედით. სახლის დალაგება მალევე დავასრულეთ, ერთჯერადი სუპები ვჭამეთ, რადგან სხვა რამის გაკეთება დაგვეზარა და სკვერში წავედით.
სკვერში როგორც ყოველთვის სიმშვიდე იყო, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ და სკამზე დავსხედით. სკვერი თითქმის ცარიელი იყო, რადგან შუადღე იყო და თან სადაცაა სეზონიც მთავრდებოდა, ამიტომ დამსვენებელთა რაოდენობდა მცირე იყო. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სამი უბრალოდ გამვლელი ბიჭი ადვილად შევამჩნიეთ. როგორც შემდგომში გაირკვა არც მათ გამოპარვიათ მხედველობიდან ჩვენი შემჩნევა.
ტელეფონზე ჩემ ძმას ვესაუბრებოდით, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორედ ჩაგვიარა და გაიგონა რომ კარტის თამაში გვინდოდა, თუმცა მაღაზიაში გასვლა გვეზარებოდა, რათა კარტი გვეყიდა. მე და ტასო ერთმანეთის საპირისპიროდ ვისხედით, ჩემს უკან კი ის ორი ბიჭი იდგა, ხოლო მესამე კი მას შემდეგ შეუერთდა მათ რაც ჩვენი საუბარი გაიგო. მესამეს დათო ერქვა, ხოლო იმ ორიდან ერთ-ერთს რომელიც მომეწონა გიორგი. მიუხედავად იმისა რომ დათომ გაიგო თამაშის შესახებ, ჩვენთან გიორგი მოვიდა.
უეცრად, მომნუსხველი ხმა გავიგე:
-გამარჯობა გოგონებო, მარტო ხართ?
ამ ხმამ ძალიან გამაკვირვა და გაკვირვებულმა მაღლა ავიხედე, ჩემს წინ გიორგი იდგა, მზე ზუსტად მას ანათებდა და უფრო მომხიბვლელს ხდიდა. გაკვირვებული ხმით ვუპასუხე
-დიახ.
-ჯოკერის თამაში გინდათ?-უცნაური მზერა მომაპყრო.
-რატომაც არა...-ჩემს მაგივრად ტასომ უპასუხა, რადგან მიხვდა რომ მე გაკვირვებული ვუყურებდი მას.
წავედით იქ სადაც მაგიდა იდგა. ჩემს წასვლას არ ერქვა წასვლა. სასაცილოა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ სიტვაციაში ცოტა ნაზად უნდა მოვქცეულიყავი, ჯდომის დროს ფეხი დამიბუჟდა და ასკინკილით მომიწია წასვლა (წარმომიდგენია, როგორი სასაცილო სანახავი ვიყავი. ალბათ, გიორგი ამის გამო ნანობდა თავის მოქმედებას). მივედით და დათოც მოვიდა. სამწუხაროდ, კალამი და ფურცელი არ გვქონდა, ამიტომ მჯერა-არ მჯერას თამაში გადავწყვიტეთ. გიორგის ქცევებით მივხვდი რომ მოვეწონე, ამიტომ მისგან ვცდილობდი თავის შორს დაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მომიჯდა შორს გავიწიე. თამაშის დროს ცდილობდა დამხმარებოდა, მაგრამ არასდროს არ ვუჯერებდი, მის დახმარების მცდელობებს შემდეგნაირად ვუპასუხე:
-შენ არასდროს დაგიჯერებ!-ეს ყველაფერი მოგვიანებით უხეშად მომეჩვენა, თუმცა ასე იყო საჭირო.
დათომ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო, ტასომ უთხრა რომ სიგარეტის სუნი გვაწუხებდა, თუმცა ეს არ შეიმჩნია. გიორგიმ, კი არ ვიცი რატომ მაგრამ სიგარეტი მომაწოდა, ეგონა მოვწევდი და ჩემი ცივი უარის შემდეგ ტასოს მიაწოდა, ტასომაც ცივი უარით უპასუხა. ვფიქრობ, თვითონაც არ ეწეოდა.
ცოტახანი ვისხედით,შემდეგ კი ისეთი სიტვაცია შეიქმნა, რომ წასვლის სურვილი გაგვიჩნდა. ამის შესახებ რომ ვუთხარით, გიორგიმ მკითხა გავიდოდით თუ არა საღამოს კიდევ. წასვლის სურვილი იმდენად მაწუხებდა რომ ლამის ვიყვირე:
-არა!!!
მოგვიანებით ჩემი საქციელი ვინანე...
ცოტა მანძილი გავიარეთ და ტასოს გაახსენდა, რომ სახლის გასაღები სკამზე დატოვა. მთხოვა მე მივსულიყავი, მე კიდევ ეს საშინლად არ მინდოდა.
…………………………………………………………………………………………….




მიუხედავად ჩემი სურვილისა უკან დაბრუნება მაინც მომიწია. მივდიოდი და ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასე განწყობილი მათ მიმართ? საერთოდ უნდა დავთანხმებულიყავით თუ არა მის შემოთავაზებას თამაშის შესახებ? არასდროს ვიჩენ ინიციატივას ბიჭებთან, თუ ჩემს დაქალებს მთელი დღე შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი, მე ამაში გართობას ვერ ვხედავ. მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ ბიჭები არ მაინტერესებს, მათ ყურადღებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ვთვლი, რომ მათ გარეშეც საინტერესოა ცხოვრება.
ჩაფიქრებული მივდიოდი, როდესაც გიორგი დავინახე, რომელიც იმ მიმართულებით მოდიოდა საითაც მე ვიყავი. სულაც არ ვიფიქრებდი, რომ ჩემთან მოდიოდა. უეცრად ჩემს წინ გაჩერდა და გაიღიმა.
-ამისთვის მოდიხარ?-ხელი მაღლა აწია და გასაღები დამანახა.
-ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის ხო?-კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.
-ხო რათქმაუნდა-გასაღები გამომიწოდა-აიღე და ეცადე, ყველგან არ დატოვო სადაც წახვალ.
მის ამ სიტყვებზე გამეღიმა და თავი დაბლა დავხარე, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ უბრალოდ შემოტრიალება და წამოსვლა ცუდად გამომივიდოდა. თავი მაღლა ავწიე, კიდევ ერთხელ გავუღიმე და ძალიან დაძაბულმა წარმოვთქვი რამდენიმე სიტყვა:
-იმედია შენ თამაში დაგავიწყდება, რადგან არ მინდა, შემდეგში სადმე თუ შეგხვდი კიდევ წავაგო.
გიორგის გაეცინა და სასიამოვნო ხმით მითხრა
-მაგის იმედი არ გქონდეს, სჯობს შენ ისწავლო.
გავუღიმე და წამოვედი. მთელი დღე გიორგიზე ვფიქრობდი. თავიდან არ ამომდიოდა ჩემი უხეში სიტყვები. ვიცოდი რომ ვეღარასდროს ვნახავდი და ამის გამო უფრო მინდებოდა დროის უკან დაბრუნება.
...........
გავიდა ორი კვირა, ვცდილობდი გიორგიზე აღარ მეფიქრა. ამაში კი სკოლის დაწყებაც დამეხმარა, გაცილებით ნაკლები დრო მქონდა ფიქრისთვის.
სკოლაში ყველაფერი, ჩვეულებრივად იყო.
...........
22 ოქტომბერი
სახლში დაღლილი მოვედი, გაკვეთილები მალევე ვისწავლე და დავიძინე. სიზმარში გიორგი ვნახე, არ ვიცოდი ასე რატო მოხდა, რადგან გიორგის სახელი რამდენიმე კვირაა არც კი მიხსენებია. შეშინებული ვიყავი, რადგან სიზმარში ვნახე, როგორ სცემდა 5 მასზე გაცილებით დიდი ასაკის ბიჭი.
მეორე დღეს, მთელი დღე დამწუხრებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომში წასვლა ყოველთვის მიხაროდა, არც იმან გამახარა, რომ საღამოს ვაპირებდით წასვლას. საღამო მალე მოვიდა, ბორჯომში ჩავედით და სახლში მივედით. სახლში მომეწყინა, ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე. ტელეფონზე ვლაპარაკობდი, როდესაც რაღაც ნაცნობი ხმა გავიგონე, მიმოვიხედე და ჩემი ბავშობის მეგობარი დავინახე. ბორჯომში ჩასვლის დროს ყოველთვის ვნახულოდი მას და ვუყვებოდი ახალ ამბებს, ისიც თავის ამბებს მიზიარებდა. მისმა დანახვამ ძალიან გამახარა. ცოტახანი ვისაუბრეთ და მალევე წავიდა, სახლში ეჩქარებოდა. გადავწყვიტე სკვერში დავმჯდარიყავი, სკვერში მივედი და იმ სკამზე ჩამოვჯექი სადაც, ბოლოს ტასოსთან, გიორგისთან და დათოსთან ერთად ვიყავი. გამახსენდა ის თუ როგორ ვთამაშობდით, ის თუ როგორ ვეუხეშე და ბოლოს როგორ მომიტანა გასაღები. ამ ამბის გახსენება ერთდროულად მაბედნიერებდა და სევდიანსაც მხდიდა. ცოტახანი ვიჯექი, შემდეგ კი ავდექი და სკვერიდან უნდა გამოვსულიყავი, როცა მხარზე რაღაც ვიგრძენი. ცივმა ოფლმა დამასხა, რადგან უკვე ბნელოდა და ძალიან შემეშინდა, უცბად შემოვტრიალდი და დავინახე ბიჭის სილუეტი. თვალებს არ ვუჯერებდი, მისი ხმა რომ გავიგონე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გიორგი იყო. მისი სასიამოვნო ხმა არასდროს დამავიწყებოდა. მისმა დანახვამ ისე გამახარა, ვერც კი მივხვდი რამდენიმე წუთი გაშეშებული როგორ ვიდექი. უცბად ჩახუტება მომინდა და ჩავეხუტე. სკვერში დავსხედით, ცოტახანი ვილაპარაკეთ. ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო, მან კი მთხოვა, ამის გამო ბოდიში აღარასდროს მომეხადა.
-პირველად როცა დაგინახე არ მეგონა თუ ასეთი იქნებოდი, მაგრამ როდესაც სიგარეტი შემოგთავაზე და ძალიან გაკვირვებული თვალებით შემომხედე, მივხვდი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. როდესაც წახვედი, ვფიქრობდი რომ ჩემი ხასიათით თავს გაბეზრებდი და სწორედ ამიტომ მომექეცი ასე, მიუხედავად იმას, რომ გადავწყვიტე აღარ შემეწუხებინე, შენი ნახვა მაინც მინდოდა. ავდექი, სახლში უნდა წავსულიყავი და უცბად გასაღები დავინახე. ვიფიქრე დათოს მივცემდი, რომ მას მოეტანა, მაგრამ მაინც მე გადავწყვიტე მოსვლა. ბოლოს ისე საყვარლად გამიღიმე, რომ მთელი ამ დროის მანძილზე არასდროს დამვიწყებია. დღეს ბორჯომში ჩამოვედი, საღამოს სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ რატომღაც დარჩენა და ამ ადგილას მოსვლა გადავწყვიტე. კიდევ კარგი ასე მოხდა, თორემ ხომ ვერ გნახავდი?
მეც მინდოდა ბევრი რამის თქმა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ყელში თითქოს დიდი ბურთი გამეჩხირა. ცოტახანი ჩუმად ვიყავით და შემდეგ ვუთხარი:
-მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, წასვლა იმის გამო მომინდა, რომ მივხვდი ჩემზე არასწორი შეხედულება გქონდა. მეც ვფიქრობდი, მაგ დღეზე და შენზე და ბოლოს ჩემი თავი დავადანაშაულე ყველაფერში. მინდოდა დროის უკან დაბრუნება მაგრამ გვიანი იყო. სხვათაშორის თამაში უფრო კარგად ვისწავლე და უკვე თავისუფლად შემიძლია მოგება.
ჩემს სიტყვებზე გაეცინა. უკვე ძალიან გვიანი იყო და სახლში წასვლა გადავწყვიტე. ცოტა კიდევ რომ გველაპარაკა, გიორგიმ სახლამდე მიცილება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.
.....
ბორჯომის ქუჩებში წყნარად მივაბიჯებდით, სიმშვიდეს მხოლოდ მანქანის ხმები არღვევდა. უეცრად გიორგი გაჩერდა, მეც გავჩერდი და თვაელებში შევხედე. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე იყო ადვილად შევნიშნე მისი მომღიმარე სახე. თვალები გაუბრწყინდა და მკითხა:
-სკოლის დამთავრების შემდეგ რას აპირებ? თბილისში ჩამოხვალ?
-ხო სკოლის მერე თბილისში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას.
-რაზე აბარებ?
-არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვიტავს. ვფიქრობ, არქიტექტორი ან დიზაინერი გავხდები. ხატვა ბავშობიდან ჩემი გატაცებაა, მომწონს ამ ყველაფრის კეთება და მსურს, ჩემი არჩეული პროფესიაც ხატვას უკავშირდებოდეს.
როდესაც საუბარი დავასრულე, მისმა სახის გამომეტყველებამ დამაბნია, ვერ მივხვდი რატომ შეეცვალა სახე. უცბად, ფიქრებიდან გამოერკვა და მკითხა:
-შენი საყვარელი მხატვარი?
-მოდი მინიშნებას გეტყვი და შენ გამოიცანი ,,ცა ლურჯი და შავია , ცას ლამაზად მოკაშკაშე ვარსკვლავები ფარავს...-შემაწყვეტინა და თვითონ დაიწყო
-ლარნაკი, რომელშიც მზესუმზიებია. ყვითელი ტონის ფერები სასიამოვნო განწყობას გვიქმნის...-მისმა სიტყვებმა დამაბნია, მაგრამ ამავდროულად სიხარულს მგვრიდა ეს ყველაფერი, რადგან არ მეგონა ვან გოგის ნახატებზე ამდენ ინფორმაციას თუ ფლობდა.
-საიდან იცი ეს ყველაფერი?-მომლოდინე თვალებით შევხედე.
-ვხატავდი, თუმცა მოხდა რაღაც, რის გამოც შევწყვიტე-დანაღვლიანდა.
-შეიძლება გავიგო რა მოხდა?-მისმა ნაღვლიანმა სახემ მეც ცუდ ხასიათზე დამაყენა.
-მოვა მაგის დროც.
-კარგი მაგრამ რაღაცას გეტყვი, ის უნდა აკეთო რაც გინდა, მიუხედავად მიზეზებისა.
გზა გავაგრძელეთ, სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე სახლში შევედი.
ერთმანეთის სახელები ვიცოდით, ამიტომ სოციალურ ქსელში ერთმანეთის პოვნა არ უნდა გაგვჭირვებოდა. მეგობრობის თხოვნას Facebook-ზე არ ვუგზავნიდი, რადგან წასვლის წინ მითხრა, რომ დღეს საქმეები ჰქონდა და როცა მოიცლიდა მომწერდა. ამიტომ მას ველოდებოდი.
რამდენიმე კვირა გავიდა, დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი შეტყობინებებს თუმცა უშედეგოდ. გადავწყვიტე, მე გამეგზავნა მეგობრობის მოთხოვნა, მაგრამ ჩემი სიამაყის გამო მალევე გადავიფიქრე. ვფიქრობდი, რომ იმედი საკუთარ თავს ტყუილად მივეცი და გიორგი სულაც არ იყო ისეთი როგორიც წარმომედგინა. ამიტომ მისი დავიწყება გადავწყვიტე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიუხედავად სიძნელეებისა შევძელი იმის გააზრება, რომ ჩემს ცხოვრებაში გიორგი მხოლოდ, ტკბილ წარსულს წარმოადგენს.
მივხვდი, რომ ადამინებს ასე ადვილად აღარ უნდა ვენდო და არ უნდა მივცე გულის ტკენის საშუალება, ამის გამო ნელ-ნელა ცივი ადამიანი გავხდი. თავს ვიკავებდი ახალი ადამიანების გაცნობისაგან.
გავიდა დრო, მივაღწიე ჩემს მიზანს, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდში ხშირად ვოცნებობდი სტუდენტურ ცხოვრებაზე, ვერ ვახერხებდი გართობას. უნივერსიტეტში არავინ გამიცნია, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ლექციებზე ჩემ გვერდით იჯდა, მას გუგა ჰქვია. იგი ყოველთვის მაძლევდა რჩევებს და ყოველთვის გვერდში მედგა. ამასთანავე, ლექციების შემდეგ ხშირად გვიწევდა ესკიზების გასაკეთებლად შეხვედრა. დროს კარგად ვატარებდით, მან თავისი შეყვარებული-სალი გამაცნო. სალი ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა. მას ძალიან დავუახლოვდი და მე, სალი და გუგა თითქმის სულ ერთად ვიყავით.
ერთ დღესაც სალიმ მთხოვა ამსტერდამში გავყოლოდი, გუგა ვერ ახერხებდა წასვლას მას კი ამ საქმის გადადება არ შეეძლო. ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. წასვლა 1-ლი დეკემბრისთვის დავგეგმეთ, ბარგი ჩავალაგეთ და წავედით.
ჩემდა გასაკვირად, მოგზაურობამ კარგ ხასაიათზე დამაყენა. ძალიან მომწონდა ამსტერდამი და მსურდა დიდხანს დავრჩენილიყავით. სამწუხაროდ, ერთ კვირაზე მეტს ვერ დავრჩებოდით. სალი დილიდან საღამომდე შეხვედრებზე იყო და ჩემთვის არ ეცალა, ამიტომ მარტომ გადავწყვიტე გართობა და საინტერესო ადგილების მონახულება.
ორშაბათს ჩავედით, დაბინავებისთვის დიდი დრო დამჭირდა, ამიტომ მთელი დღე სახლში ვიყავი. სამშაბათს კი შემართებით ავდექი და ვან გოგის ხელოვნების მუზეუმში წავედი. მუზეუმში სასიამოვნო გარემო იყო. „ვარსკვლავებიან ღამის“ ცქერით ვტკბებოდი, როდესაც შევამჩნიე, როგორ ჩამოუვარდა ერთ-ერთ ბიჭს შარფი. ავიღე და მისთვის მიცემა გადავწყვიტე, თუმცა ის ისე სწრაფად წავიდა, ვერ დავეწიე და ვერც მისი სახე დავინახე. შარფს ძალიან ნაცნობი სურნელი ჰქონდა, ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა, ჩანთაში ჩავიდე, რადგან ვიფიქრე კიდევ შევხვდებოდი მას და გადავცემდი.
მუზეუმიდან გამოვედი, გზას გავუყევი, თვალებს იქით-აქეთ ვაცეცებდი, რადგან შესაძლოა ქუჩაში მომავალი რომელიმე ყმაწვილი შარფის მფლობელი ყოფილიყო. როდესაც მივსდევდი, შევამჩნიე, რომ შავი საათი და მწვანე ფერის სამაჯური ეკეთა, სწორედ ამიტომ საათიან და სამაჯურიან ბიჭს ვეძებდი.
უკვე რვა საათი იყო, ამიტომ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. როდესაც მივედი, სალი სახლში დამხვდა, თურმე დღეს ადრე დაემთავრებინა შეხვედრა და სახლში მოსვლა და დასვენება გადაუწყვიტავს, სწორედ ამიტომ არ დაურეკავს ჩემთვის. ყავა გავაკეთე და სალისთან ერთად დივანზე დავჯექი. მოვუყევი დღევანდელი თავგადასავლის შესახებ და მანაც მიამბო თავის ამბები. შეხვედრაზე სალის უფროსის მეგობარი ჩამოსულა გერმანიიდან, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორი იყო, სალი ყველაზე ძაან იმან გაახარა რომ იგი ქართველი იყო და საქართველოში დაბრუნებასა და კომპანიის გახსნას გეგმავდა, ამასთანავე ეძებდა ახალბედა არქიტექტორებს, სასურველი იქნებოდა თუ სტუდენტები იქნებოდნენ.სალიმ მითხრა, რომ ეს ჩემი კარიერის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო. ამ ყველფრის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხვალ ბარში აპირებდნენ სალი, სალის უფროსი და მისი მეგობარი წასვლას. სალიმ მთხოვა ,მეც წავსულიყავი, რადგან თავი უხერხულად არ ეგრძნო და ამასთანავე, არქიტექტორსაც გავიცნობდი და სამსახურზე ვისაუბრებდით. დავთანხმდი. სანამ დავიძინებდი სამსახურზე ვფიქრობდი, რაც ძალიან მაბედნიერებდა. ამ oფიქრებში მალევე ჩამეძინა.
გათენდა დილა. როდესაც გავიღვიძე, სალი უკვე წასული დამხვდა. წვიმიანი ამინდის გამო გარეთ გასვლა დამეზარა და სახლში დავრჩი. საღამოს სალი მოვიდა და მოვემზადეთ. სალის გრძელი შავი, კაბა ეცვა, მე კიდევ მუქი ლურჯი, მუხლებამდე კაბა ჩავიცვი. ფოტოები გადავიღეთ, გუგას გავუგზავნეთ, Instagram-ზე დავპოსტეთ და ბარში წავედით. ბარში მისულებს მხოლოდ სალის უფროსი დაგვხვდა, არქიტექტორზე გვითხრა, რომ ვერ მოვიდოდა, რადგან ძალიან გადაიღალა, ამიტომ გართობა მარტოს მოგვიწევდა. არც ისე მოსაწყენი საღამო იყო. ცოტა დავლიეთ და 11 საათზე სახლში ვიყავით.
დარჩენილი დღეები ამსტერდამის დათვალიერებაში გავატარე და კვირის ბოლოს საქართველოში დავბრუნდით. საქართველოში დაბრუნებულმა, მშობლების მონახულება გადავწყვიტე. ეს ერთი კვირა სასიამოვნოდ გავატარე და ორშაბათს კი თბილისში ჩავედი, რადგან ლექციები აღარ გამეცდინა.
...
ლექციის შემდეგ მე, სალი და გუგა ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. სალიმ მითხრა, რომ არქიტექტორთან გასაუბრებაზე ოთხშაბათს უნდა მივსულიყავი და თვითონაც წამომყვებოდა.
როგორღაც გათენდა ოთხშაბათი დილა, ძალიან ვნერვილობდი, ხელები მიკანკალებდა. ჯინსის, ტანზე გამოყვანილი შარვალი და წითელი, გრძელი პიჯაკი ჩავიცვი. სალიმ მთხოვა, ფეხზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მომერგო, თუმცა ჩემი მოუხერხებლობის გამო სპორტული ფეხსაცმელი ვარჩიე. შეხვედრა 12 საათზე გვქონდა დანიშნული, ამიტომ სახლიდან 11-ზე გავედი, სალის გავუარე და კომპანიაში მივედით.
კომპანიაში შევსლის დროს პირველი, რამაც ჩემში აღტაცება გამოიწვია კედელზე ჩამოკიდებული რამენიმე ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე იყო“. ახლა უფრო დამეუფლა აქ მუშაობის სურვილი. არქიტექტორის კაბინეტი მეორე სართულზე იყო, მეორე სართულზე ავედით და კარზე დავაკაკუნეთ. კარის მეორე მხრიდან ზედმეტად ბოხი ხმა მომესმა და ამან შემაშინა. როგორც იქნა შევედით. მაგიდასთან სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი იდგა, რომელიც შესვლისთანავე მოგვესალმა.
-გამარჯობა, მე ნიკა მქვია.
-სასიამოვნოა, მე სალი და ეს ლიზაა-სალიმ ჩვენი სახელები ამცნო, ნიკამ სავარძლებზე მოგვათავსა და ყავა შემოგვთავაზა. ჩვენც შემოთავაზებაზე დავთანხმდით.
-გიორგი მალე მოვა, მე კი ყავას მოვიტან.-ოთახიდან გავიდა.
-არ უნდა გეთქვა რომ არქიტექტორს გიორგი ერქვა?-რატომღაც ავფორიაქდი გიორგის გაგონებაზე და ემოციები ვერ მოვთოკე.
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?-სალი ჩემმა რეაქციამ გააკვირვა.
-ხო მართალია-დავეთანხმე-უამრავი გიორგია და რაღა მაინცდამაინც ის უნდა იყოს, თანაც ის არქიტექტორი ვერ გახდებოდა, ხომ მითხრა შევწყვიტე ხატვაო.-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-რამე თქვი?
-არა არაფერი. -ნიკა შემოვიდა და უკან გიორგი შემოყვა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ადგილზე გავშეშდი. ჩემი და გიორგის თვალები ერთმანეთს შეხვდა, თვალები ამიცრემლდა და ამ მდგომარეობიდან სალის სიტყვებმა გამომიყვანა.
-ლიზა გაიცანი, ეს გიორგია, არქიტექტორი, რომელზეც გიყვებოდი.
-გამარჯობა....-ხელი ჩამოვართვი. ხელის ჩამორთმევის დროს ის დრო გამახსენდა, როდესაც გასაღები გამოვართვი და ხელები ისე ამიკანკალდა, გაჩერებას ვეღარ ვახერხებდი. სალიმ წყალი მომაწოდა და სავარძელზე დამაჯინა.
-არაფერია, კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე, მეც გასაუბრებაზე დავრჩები და წამოვალ.-ვუთხარი სალის.
-კარგი მაშინ გარეთ დაგელოდები.-გავუღიმე. სალი და ნიკა ოთახიდან გავიდნენ.
ისე ვაპირებდი მოვქცეულიყავი, თითქოს არ ვიცნობდი, რადგან არ მინდოდა იმ მომენტების გახსენება და გულის კიდევ ერთხელ ტკენა. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ რაც არუნდა მომხდარიყო, მაინც არ დავთანხმდებოდი ამ სამსახურზე.
-მართალია გასაუბრებაზე მოვედი, მაგრამ გადავიფიქრე, ბოდიშს გიხდით დრო რომ დაგაკარგვინეთ. -წასვლის სურვილით შეპყრობილმა რამდენიმე სიტყვა ძლივს წარმოვთქვი. გიორგიმ გამიღიმა და ფეხზე ადგა, მეც შემოვტრიალდი და კარებისკენ წავედი. გიორგის ასეთი რეაქცია არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი მისთვის არაფერს წარმოვადგენდი.
კაბინეტიდან გამოვედი, გიორგისადმი ნდობა ბოლომდე გამიქრა, თვას ვადანაშაულებდი და ამასთანავე ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასეთი ცივი ყოფილიყო. სახლში მივედი, თვალები აცრემლებული მქონდა, ყავა გავიკეთე და დავწექი. მსურდა ყურადღება გადამეტანა და საბუთები ავიღე, რომელიც გასაუბრებაზე მქონდა წაღებული. გადამოწმება დავიწყე, ყველაფერი მქონდა თუ არა სრულად, რადგან ხვალ სხვა კომპანიაში უნდა წავსულიყავი და იქ მეცადა ბედი. საბუთების შემოწმების დროს შევამჩნიე რომ ის ფურცელი. სადაც პირადი ინფორმაცია მქონდა მითითებული გამქრალიყო. უცბად ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
-„ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვს“-თავიდან ვიფიქრე ვინმეს ნომერი შეეშალა, თუმცა შემდეგ გამახსენდა სად შეიძლება ყოილიყო პირადი ინფორმაცია და კანკალმა ამიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მისი ნახვის სურვილი მკლავდა. ამიტომ სპორტული ჯემპრი გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოს კარებთან მიყუდებული გიორგის დანახვაზე, ხელები უფრო საშინლად მიკანკალებდა. გიორგის მივუახლოვდი, მის წინ დავდექი და თვალებში ვუყურებდი, ის ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო ამ თვალების მქონე ადამიანს ჩემი გულის ტკენა...
გიორგიმ შეამჩნია, როგორ მიკანკალებდა ხელები, ჩემი ხელები თავისაში მოაქცია და საუბარი დაიწყო-მინდა რაღაც მოგიყვე, შეიძლება სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ?
-შენი ხმის გაგონებაც კი არ მინდა-ხელები გავითავისუფლე-საერთოდაც არ ვიცი რატომ შეგხვდი- ეს ვთქვი და კიბეებზე ასვლა დავაპირე, როდესაც გიორგიმ ხელი ხელზე მომკიდა, შემომატრიალა და ჩამეხუტა. არ შემეძლო თავის დაღწევა და სიმართლე, რომ ვთქვა არც მინდოდა. ამ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა, თავს თითქოს დაცულად ვგრძნობდი. სიტვაციიდან მალევე გამოვერკვიე და ვუთხარი-მოგისმენ და ეგეც იმიტომ, რომ არ მინდა მომავალში სინდისმა შემაწუხოს, იმის გამო რო არ მოგისმინე.
მანქანაში ჩავსხედით და მცხეთაში წავედით. ირგვლივ სიჩუმე იყო, ვარსკვლავები კი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდნენ. საუბარი გიორგიმ დაიწყო- ვიცი, რომ გეზიზღები და შეიძლება ჩემი დანახვაც არ გინდა, მაგრამ მსურს ყველაფერი მოგიყვე.- ხმა უკანკალებდა- შენგან, რომ წავედი, როგორც იცი ბორჯომში დავრჩი, სახლში რომ მივდიოდი იქაური ძმაკაცი შემხვდა და მთხოვა რაღაც საქმეში დავხმარებოდი, ამიტომ იქ კიდევ ერთი დღით მიწევდა დარჩენა, მეორე საღამოს ძმაკაცს საქმეზე გავყევი, ბიჭებს კონპლიქტი მოგვივიდა, ამიტომ , როგორც ხდება ხოლმე მისი გარჩევა გადავწყვიტეთ. მეც იქ ვიყავი, ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა და ჩხუბის დროს მუცელში დამარტყა. რამდენიმე დღე სიკვდილს ვებრძოდი, არ ეგონათ თუ გადავრჩებოდი, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ძალა მოვიკრიბე და როგორც ხედავ დღეს შენს წინ ვდგავარ. როდესაც გამოვფხიზლდი ექიმი თავს იკავებდა ჩემთვის ცუდი ამბის მოყოლას, მაგრამ მე დაჟინებით ვცდილობდი გამეგო სად იყვნენ ჩემი მშობლები და ექიმს არ ვასვენებდი. ბოლოს მითხრა, რომ ჩემი ამბის გაგებისას შეშინებულები გამოვარდნენ სახლიდან და სწორედ ამ დროს მანქანა ხევში გადავარდა და ორივე დაიღუპა-თვალებიდან ცრელები წამოუვიდა, მივხვდი, რომ ჩემი გულის ტკენა მის ტკივილთან არაფერი იყო, სიამაყე არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მეპატიებინა, თუმცა სიამაყეს გადავაბიჯე და ჩავეხუტე, ძლიერი ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.
ალბათ გაგაკვირვებთ ჩემი საქციელი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ასეთი ვიყავი. თუ ვინმეს გულში გარკვეულ ადგილს გამოვუნახავ, იქიდან წაშლა ძალიან მიჭირს. არც ის შემიძლია ვინმეს რამდენიმე წელი არ ვაპატიო რაიმე, და არც ის საშვილიშვილოდ გადავეკიდო. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც სხვას გულის ტკენას ადვილად პატიობს, მაგრამ ძალიან უჭირს საკუთარი თავის პატიება, თუ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც სხვას გულს ატკენს.
-იცი, ყოველთვის მახსოვდი შენც და შენთან ერთად გატარებული დრო,-განაგრძო-მინდოდა დაგკავშირებოდი, მაგრამ ვიცოდი რამე რო მომხდარიყო შენ დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი. დღეს კომპანიაში სანამ მოხვიდოდი ამ აზრზე ვიყავი, თუმცა რომ დაგინახე, ყველაფრის ახსნის სურვილი გამიჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიგებდი და რომც არ გაგეგო მთავარი იყო ამეხსნა.
სასოწარკვეთილმა, ახსნა გადავწყვიტე
-გული მტკიოდა, მინდოდა დამევიწყებინა, მაგრამ ვერ გივიწყებდი. ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ გენდე და შენს მერე ცივი ადამიანი გავხდი, ვცდილობდი არავინ გამეკარებინა ახლოს. ახლა მივხვდი, რომ დამნაშავე შენ კი არა მე ვარ, უნდა მომეკითხე.-ცრემლები წამომივიდა, უცბად მოვიწმინდე გიორგის, რომ არ შეემჩნია, თუმცა ეს არ გამოპარვია, უფრო ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა
-შენ არაფერ შუაში ხარ, ახლა ჩემთან ხარ და თუ მოისურვებ არსად გაგიშვებ, რადგან შენი დაკარგვა აღარ მინდა. -ამ სიტყვების საპასუხოდ გავუღიმე და ისევ ჩავეხუტე.
ცოტახანი ასე ვიდექით, შემდეგ კი ხელები გავაშვებინე და მიწაზე დავჯექი, მაღლა ავიხედე და ვარსკვლავებს ვუყურებდი. გიორგი გვერდზე მომიჯდა. უცბად სიცილი დავიწყე
-გახსოვს სკვერში, რომ ვიყავით და ჯოკრის თამაში შემლოგვთავაზე?
-მაგას რა დამავიწყებს, თავი ბოლო რამდენიმე სიტყვა გითხარით და ლოყები საშინლად მიხურდა.
-ახლა არ მითხრა პირველად მივედი გოგოსთანო და პირველად შევთავაზე მსგავსი რამო.
-არა, პირველად არ მივსულვარ, მარა ისე გაკვირვებულმა შემოხედე ლამის გასაქცევად მოვემზადე. გაფიცებ, ის რა იყო ასკინკილით რომ წამოხვედი, თავიდან მეგონა კოჭლი იყავი.
-ჰაჰ, ლამაზი გოგო დაინახე, გეგონა გაიცნობდი და დაკერავდი, მარა კოჭლი აღმოჩნდა და იმედები გაგიცრუვდა?
-ისეთი საყვარელი იყავი, კოჭლი რომ ყოფილიყავი მთელი ცხოვრება ხელით გატარებდი.
-ოჰ, რა ჯელტმენი ხარ.-ამას ვამბობდი, როდესაც მის ხელზე ისეთივე საათი და სამაჯური შევამჩნიე, როგორიც ამსტერდამში მყოფ იმ შარფის ფლობელს ქონდა, რომელიც მუზეუმში ვნახე.
-ესენი საიდან გაქვს?-სამაჯურზე და საათზე მივუთითე.
-მამას ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, მე გავიკეთე, რამე პრობლემაა?-გაკვირვებულმა მკითხა.
-ვიცი რომ ამსტერდამში იყავი, რადგან იქ სალის ვახლდი, მაგრამ მაგ დროს არ ვიცოდი, რომ ის არქიტექტორი შენ იყავი. ნუ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, მაგრამ იქ ყოფნის დროს ვან გოგის მუზეუმში იყავი?
-ხო-ამის გაგონებაზე დამბურძგლა,- ჩემი საყვარელი შარფი დავკარგე იქ... მოიცადა ამას რა კავშირი აქვს საათთან და სამაჯურთან?
-შარფი არ დაგიკარგავს.
-რას ნიშნავს ეს?
-ამას მალე გაიგებ, იქამდე კი ის უნდა ამიხსნა არქიტექტორი რატომ ხარ, შენ ხო შეწყვიტე ხატვა? უი,ისიც არ დამვიწყებია, რომ ხატვის შეწყვეტაზე უნდა მოგეყოლა.
...
გიორგიმ მომიყვა ყველაფერი რაც ხელოვნებასთან აკავშირებდა, მან მითხრა, რომ 14 წლამდე დედამისის დედასთან, ლალისთან ერთად ცხოვრობდა . ლალის ძალიან უყვარდა ხატვა და გიორგისაც ასწავლა. გიორგის ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ერთ დღესაც, გიორგი და ბებო, ბებოს კაბინეტში იყვნენ, რომელიც სახლის ეზოში ქონდათ მოწყობილი. საიდანღაც ხანძარი გაჩნდა, ბებომ გიორგი გარეთ გამოიყვანა და თავისი ნახატების გადარჩენას შეუდგა, ხანძარი ისე მალე გარცელდა ლალი ბებომ გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიწვა. ეს გიორგისთვის დიდი ტრამვა იყო. მოგვაინებით, სურდა ხატვა ისევ გაეგრძელებინა, თუმცა, როდესაც ხატვას იწყებდა ეგონა რომ ტილო, რომელზეც ხატავდა იწვოდა. მშობლებმა ბევრ ფსიქოლოგთან მიიყვანეს იგი , მაგრამ შიშები მაინც ჰქონდა. როდესაც ბორჯომში მეორედ შემხვდა და ხელოვნებაზე ვლაპარაკობდით, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ხატვას აღარასდროს გააგრძელებდა, თუმცა ჩემი ნახვის შემდეგ ხატვის სურვილი გაუჩნდა. თავის ცუდად ყოფნისა და შემდგომ დედისა და მამის უბედურების გამო ეს ვერ მოახერხა.
-ამ ყველაფერმა როდესაც ჩაიარა ავიღე ტილო და საღებავები და ხატვა დავიწყე, შიში სადღაც გამქრალიყო. მეც მიკვირდა და არ ვწყვეტდი ამის კეთებას. 15-მდე სხვადასხვა სახის ნახატი დავხატე, ყველაზე შენი პორტრეტი იყო. პატარა და მყავს, რომელსაც ემილი ჰქვია. ერთხელ ჩემს ოთახში შემოვიდა და პორტრეტების დანახვაზე მკითხა:
-გიი, ეს გოგო ვინაა, ლამაზია...
-ეს ის გოგოა რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც ხატვა კიდევ ერთხელ დამაწყებინა.-ხელში ავიყვანე ემილი და ვაკოცე.
-ანუ ეს გოგო მზეთუნახავია და შენ ურჩხული?
-ის მართლაც მზეთუნახავია.
გიორგის ამ სიტყვებზე გავწითლდი. მან განაგრძო-ამის შემდეგ ერთადერთ მიზნად არქიტექტორობა დავისახე. ალბათ მკითხავ რატომ არ მომძებნეო, როგორც თავიდან გითხარი ვერ გადავიტანდი კიდევ ერთი ადამიანი რომ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. მერჩივნა შენ ჩემს წარმოსახვაში ყოფილიყავი, თან მეგონა რომ ცხოვრებას შენც აგირევდი, მაგრამ ამ რამდენიმე საათში უკვე ისე გავხდი შენზე დამოკიდებული, არასდროს მიგატოვებ.
ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა-გისმენ დედა... რაა? როგორ მოხდა... ახლავე ჩამოვალ.
-რა ხდება? სახეზე ფერი აღარ გადევს.-შეშინებული სახით შემომხედა გიორგიმ.
-სასწრაფოდ ბორჯომში უნდა ჩავიდე, ჩემ ძმას მაღალი სიცხე აქვს, მამა სახლში არ არის და დედა მარტო ვერაფერს იზავს, ახლა საავადმყოფოში არაინ, დედის გვერდით უნდა ვიყო.-ადგილს ვერ ვპოულობდი.
-წამოდი წაგიყვან.
-არა, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ, არ მინდა შეგაწუხო, თან ხვალ სამსახურში უნდა წახვიდე.
-გაგიჟდი?! ამ შუა ღამით ამ სიშორეზე ტაქსით როგორ გაგიშვა? დაჯექი სწრაფად მანქანაში.
ვეღარ შევეწინააღმდეგე და მანქანაში დავჯექი.
დედას რამდენჯერმე დავურეკე, დედა როგორც წესი ყველაფერს აზვიადებდა და არ ვიცოდი საქმე რამდენად რთულად იყო, ამიტომ ვთხოვე ექიმისთვის მიეცა ტელეფონი. ექიმმა მითხრა რომ სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ ამ საღამოს მაინც საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო ჩემი ძმა-დათო. ბორჯომში მალე ჩავედით, გიორგი მანქანას ძალიან სწრაფად ატარებდა. საავადმყოფოში როდესაც მივედი დედა და დათო მოვინახულე, დედა დავაწყნარე და იმ ღამესვე გადავწყვიტე უკან დაბრუნება. დედა შემეწინააღმდეგა, მაგრამ ვუთხარი რომ გარეთ მეგობარი მელოდებოდა და ამის შემდეგ დამთანხმდა, იმ პირობით თუ მეგობარს გავაცნობდი. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი. გიორგის და დედას შეხვედრა არც ისე ოფიციალური იყო. დედამ გიორგი გაიცნო და მადლობა გადაუხადა, მეორე კვირაში კი სახლში დაპატიჟა და კექსის გამოცხობას დაპირდა. დედას დავემშვიდობეთ და წამოვედით. გიორგი უკვე საშინლად დაღლილი იყო და ეძინებოდა. შევთავაზე, რომ მე დავჯდებოდი საჭესთან, ბევრი ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა დავითანხმე.
გორში როდესაც შევედით, შევამჩნიე მისი მზერა.
-დიდი ხანია მიყურებ?
-არ ვიცი. ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით, რომ ხარ.
-ეგრე ნუ მიყურებ, თორემ რამეს შევასკდები.
-ტყუილად კი არ ამბობენ ქალები სამზარეულოშიო. -თავისივე სიტყვებზე გაიცინა და ისევ შემომხედა.
-ხო არა? შენ გამო დავჯექი საჭესთან და ასე მიხდი ხო მადლობას?-გავებუსხე.
-კარგი რა, ნუ მებუტები.-ლოყაზე მიჩქმიტა და სავარძელზე გადაწვა.
-გაგიტკბა ხო მანდ ჯდომა? არც შემომთავაზო მე დავდჯდები საჭესთანო.
-საჭესთან რომ დავჯდე ასე ხომ ვერ გიყურებ?
-შენ ვერასდროს გამოსწორდები.
თბილისში მალევე ჩავედით, სახლში მივედით, ყავაზე დარჩენა შევთავაზე, თუმცა გვიანი იყო და წასვლა ამჯობინა.
-ხვალ გნახავ?-მზერა მომაპყრო.
-დილით გასაუბრებაზე მივდივარ და რამდენ ხანში გავთავისუფლდები არ ვიცი.
-გასაუბრებაზე? არ დაფიქრდები ჩემთან მუშაობაზე?
-მაქვს კიდევ შანსი? ნაცნობობით მიღების წინააღმდეგი ვარ.-გავუცინე და თვალებში შევხედე.
-თუ გგონია რომ პრივილეგიები გექნება ცდები, ხვალ სხვებიც უნდა მოვიდნენ და შენც მოდი, ოღონდ კარგად მოემზადე, შევთანხმდით?-ლოყაზე მიჩქმიტა.
-კარგი და ჩემ ლოყებს თავი დაანებე, გამეწელა.- ჩემს სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა.
გიორგი წავიდა და მე სახლში ავედი. საწოლში დაწოლისთანავე ჩამეძინა, დილით კი გაღვიძება ძლივს შევძელი, მაგრამ, როდესაც გავაანალიზე მაღვიძარა რატომ რეკავდა დაფეთებული წამოვხტი. მოვწესრიგდი, ტანსაცმელი სწრაფად მოვირგე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და გიორგისთან ოფისში წავედი. არ მინდოდა გასაუბრებაზე დამეგვიანებინა, ამიტომ ყავის დალევა ვერ მოვასწარი. ოფისში მისულს რამდენიმე გრძელფეხებიანი გოგონა დამხვდა. ამ დროს უფრო მომინდა კონკურენცია გამეწია, მათთვის, რადგან გიორგის სიახლოვეს ვერცერთ მათგანს ავიტანდი. ალბათ გაგიკვირდებათ, ჩემი საქციელი, რადგან გიორგი სულ რაღაც ერთი დღეა რაც ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა, და უკვე ვეჭვიანობდი. ბავშობიდან ასეთი ჩვევა მაქვს. ან ჩემია და არავის ვუყოფ, ან კიდევ სხვისია და ამას ვეგუები.
ამ ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამომაფხიზლა, რომელმაც სია გვამცნო. მე მეექვსე, ვიყავი, ამიტომ ყავის დალევას მოვასწრებდი. კაფეტერიაში წავედი და უკან რომ ვბრუნდებოდი, ნიკა შემხვდა.
-როგორც ჩანს ბედის კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტე?
-შესაძლებელია ასეც ვუწოდოთ.
-გამიხარდება თუ თანამშრომლები ვიქნებით.
-მეც, შეხვედრამდე.- ერთმანეთს გავუღიმეთ და მე გიორგის კაბინეტთან შეგროვებულ გოგონების ბრბოს შევუერთდი.
გოგონები გიორგიზე საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ ძაან გაუმართლებდათ თუ ასეთ სიმპათიურ უფროსთან მოუწევდათ მუშაობა. ეს ყველაფერი მაღიზიანებდა.
ნიკამ მითხრა, რომ ჩემი ჯერი იყო, ავდექი და გოგონებს რომ ჩავუარე, ერთ გოგონას ვითომ შემთხვევით ყავა გადავასხი. გოგონამ ყვირილი დაიწყო, ბოდიში მოვუხადე, ხელსახოცი მივაწოდე და გიორგის კაბინეტში შევედი. ჩემი თავის მიკვირდა, შემეძლო ერთ დღეში ასე შეცვლა? კაბინეტში შესულს გიორგის ხმა მომესმა, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა.
-ყველაფერთან ერთად ძალიან ეჭვიანიც ყოფილხარ.
უკან შევტრიალდი და გიორგი ჩემს წინ იდგა.
-ხდება ხოლმე, არა მგონია გასაუბრებაზე ერთით ნაკლები გრძელფეხება თუ იქნება რამე დაშავდეს.-გაბუსხულმა გავუღიმე.
-კარგი, კარგი ნუ ეჭვიანობ-გაეცინა-მოდი დავიწყოთ, თორემ კიდევ ბევრი გრძელფეხება მელოდება.
გაბუსხულმა საბუთები ამოვალაგე და გასაუბრება დავიწყეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent