შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული ოთახი


2-07-2017, 14:10
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 330

მე რომ გავიზრდები პატარა და საყვარელი სახლი მექნება.სახლი, სადაც ჩემი და თქვენი ოცნებები ყველაფერს დაიკავებს. პატარა, საყვარელი ბავშვებით და ცხოველებით სავსე სახლი. ერთი დიდი ბუხრიანი ოთახი მექნება. ბუხრის წინ ბევრი პუფი იქნება სადაც ჯდომა ძალიან სასიამოვნო იქნება. საღამოობით ყველა ერთად ჩავჯდებით ამ პუფებში და ერთად მოვყვებით საინტერესო ამბებს. ერთმანეთან იმდენად ახლოს უნდა ვიყოთ ის ფიქრები რასაც ჩვენს თავს ვანდობთ ერთმანეთსაც გავუზიაროთ, შემდეგ კი ჩვენი მოკლე ჭკუით მივცეთ ერთმანეთს რჩევები. და თუ მაინცდამაინც ერთმანეთთან ვერ გავიხსენით ყველას ჰომ გვეყოლება ცხოველი რომელიც გამუდმებით მოგვისმენს და ჩვენს ნათქვამს არასდროს(ვერასდროს) არავის არ ეტყვის...
უფროსებისგან ხშირად გამიგონია ფილმებში და ოცნებებში ცხოვრება მარტივიაო. იმდენად მარტივი ყველაფრის, აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შეიძლებაო. თუ ფილმის დასაწყისში გვეუბნებიან ხოლმე, რომ რეალურ ამბავზეა დაფუძნებულიო, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ?
ოცნებებში სამყარო ვარდისფერია. ჰო გეთანხმებით ვარდისფერი ვერ არის კარგი ფერი, თუმცა სხვა დანარჩენი მასზე უარესია. ამ ვარდისფერ სამყაროში რომელსაც ჩვენ ოცნებას ვეძახით ყველაფერი ისეა როგორც ჩვენ გვინდა. "არეულ ოთახს, რომელსაც დედა გვილაგებს და ნივთებს ადგილს უნაცვლებს, ჩვენ ჩვენთვითონ ვალაგებთ და ნივთებსაც იქ ვაწყობთ, სადაც მანამდე ვაწყობდით."
არეულ ოთახში შემოსული დედა სულ იმას გაიძახის რომ ოთახი მალე უნდა დავალაგოთ. სწორედ ოთახს გავს ჩვენი ცხოვრება. უნდა ვიცოდეთ სად რა დევს, ანუ ვის რა ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად გვჭირდება ადამიანი, რომელიც გვაიძულებს და მოგვეხმარება არეული ცხოვრების(ოთახის) დალაგებაში.
ოცნებებში ყოველთვის, ყველა და ყველაფერი სხვანაირადაა.
ხშირად იმასაც ვფიქრობ რომ ოცნება პრობლემიდან გაქცევის გზაა. იცით? ფიქრსაც თავისი ადგილი სჭირდება. მაქვს ადგილები სადაც ოცნებებში ვერ შევიჭრები და ფიქრს ვერ დავიწყებ მაქვს ისეთი ადგილები სადაც მივდივარ და ზუსტად ვიცი რომ ეს ადგილი ფიქრისთვისაა შექმნილი. იცით აქ როდის მივდივარ?
როცა თავს ვარიდებ ყველას და ყველაფერს. უბრალოდ ვჩუმდები, ავდივარ რაც შეიძლება მაღლა და მაღლა. ვივიწყებ, ვიკიდებ ყველაფერს. ღრმად ვსუნთქავ... ვემზადები მორალურად, სულიერად და უბრალოდ ვზივარ და ვიწყებ ფიქრს. მე მითხრეს ასეთ დროს პირველ რიგში უნდა გაიღიმოო. ჰოდა მეც სულ ეს ნათქვამი მახსენდება და პირველ რიგში ვიღიმი. შემდეგ თვალგახელილი ღიმილიანი სახით ვხატავ ჩემს სიზმრებს და ოცნებებს...სადაც მე პატარა და საყვარელი სახლი მაქ... სადაც ჩემი და თქვენი ოცნებები ყველაფერს იკავებს... სადაც ბევრი, პატარა, საყვარელი, ბავში და ცხოველია... სადაც ერთი დიდი ბუხრიანი ოთახი გვაქვს და საღამოობით ერთად ვყვებით საინტერესო ამბებს... და თუ მაინც დამაინც ერთმანეთთან ვერ გავიხსენით ჩვენს რჩეულ ცხოველებს ვებუტბუტებით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent