შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 5)


8-11-2018, 00:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 451

-რა ხდება, ტასო ? რით ვერ შეიგნე, რომ არ უნდა მსდიო უკან ?
-კაი, რა ირაკლი... როცა სიამოვნებისგან ლამის იყო კედლებზე გევლო, მაშინ კარგი იყო ?
-ახლა გეყოფა, ხალხის მაინც გრცხვენოდეს... გოგო ხარ ?
-მგონი, მართლაც ხელს გიშლით.. - ვცდილობ, ორივეს თვალი ავარიდო და ერთი სული მაქვს, გავცილდე აქაურობას.
-არა, არა, ლენ... შენც მოისმინეე.. აი, ეს ბატონი ირაკლი სწორედ ის ბიჭია, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა.
-სიყვარულის რა გეტყობა ? ეს სცენები ამას ნიშნავს ? - ცოტა არ იყოს მეცინება დ ტელეფონის ეკრანს მექანიკურად დავყურებ.
-აი, რა გესმის რა...
-მოკლედ, არ ვაპირებ თქვენს დრამაში ჩარევას, მაგრამ ერთს გირჩევ, ტასო.. თუ ადამიანს არ უყვარხარ, უბრალოდ თავი დაანებე... დაძალებული არაფერი არაა მიმზიდველი, მათ შორის სიყვარულიც..
-ლენ, არ მინდოდა ასე გაგვფუჭებოდა საღამო.
-დაიკიდე, მიხედე შენს საქმეს - ტასოს ვუყურებ და ირონიული სახით ზურგს ვაქცევ ორივეს. ნამდვილად არ მაქვს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის არც სურვილი და არც შესაძლებლობა. „ნაუშნიკებს“ ვიკეთებ და გზას მივუყვები იმ იმედით, რომ სახლში მისული დედაჩემის რისხვას გადავურჩები.
სახლის კიბეებს ფრთხილად ავუყვები; ისე, თითქოს სადღაც ნაღმია და საცაა უნდა აფეთქდესო. კარებს გასაღების ნელი მოძრაობით ვაღებ და მისაღებისკენ მივდივარ. უნდა გავიგო რა ხდება. ალბათ დედაჩემი გაშლილი მაგიდის წინ ტელევიზორთან პულტით ზირს და მელოდება, როდის დავბრუნდები მორიგი ლექცია რომ ჩამიტაროს.
-მოვიდა ქალბატონი ?
-ჰო, მოვედი - მეღიმება, როცა სტუმრები თავის ადგილას მხვდება. როგორც ჩანს, სასიამოვნო საღამო ჩემმა გაუჩინარებამ არ გაუფუჭა.
-სად იყავი ? - ხმამაღლა ყოველგვარი მორიდებულობის გარეშე მეკითხება.
-ვსეირნობდი სუფთა ჰაერზე. ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვარ - ვპასუხობ და დედჩემსაც ლოდი ეშვება გულზე. როგორც ჩანს, ჩემმა პასუხმა დააკმაყოფილა, მეტიც, ამ უხერხულობისგან იხსნა.
-ახლა როგორ ხარ ? - მეკითხება თამარა, თითქოსდა მზრუნველი ხმით.
-ახლა უკეთ, მადლობა - ვუღიმი და სუფრასთან ვჯდები ჩაფიქრებული და ცოტა ამღვრეულიც. ერთი სული მაქვს, როდის წავლენ ჩვენი ძვირფასი სტუმრები, თუმცა ადექი და კარებისკენ „ჰერი, ჰერიო“ ხომ ვერ ვეტყვი, ამიტომ მიწევს ვიჯდე ჩუმად და წვენი ვწრუპო.
-უკვე ჩვენი წასვლის დროა. ხვალისთვის მოსამზადებელი მაქვს ლექცია -ამბობს მორიდებით უცნობი დოქტორანტი.
-ჰო, ლექციებს კითხულობს და... და ძალიან დატვირთულია - ამაყად ამბობს თამარა და შვილს ფეხზე ადგომას ასწრებს.
ყველას სადღაც აგვიანდება, ყველა სადღაც მიიჩქარის.. აი, ესეთები არიან კაცები.. ახლა მიდის და წავიდეს, მაგრამ თუ მართლაც მომეწონებოდა, რა იქნებოდა მერე ? ბავშვი ტირილს რომ დაიწყებდა, ყურებს დაიცობდა, ადექი, ქალი ხარო... როცა ჩვილს საფენების გამოცვლა დასჭირდებოდა, საწოლში ჩააწვენდა, მოდი, დედა ხარო .. დიახ, ასეთები არიან კაცები.. უყვართ ბავშვები მხოლოდ სათამაშოდ, გასართობად და ყოველდღიური სტრესს გასანეიტრალებლად, მაგრამ მათ მოვლის გაგონებაც არ უნდათ.. ალბათ ამიტომაც მირბიან ცოლიანი კაცების თვალები „ნაშებისკენ“. როგორც დათა ამბობს ხოლმე, ცოლს ბევრი უნდა, საყვარელს კი ერთი 50 ლარიანი ვახშამიც ეყოფა, რომ „ჩაყოლას“ დათანხმდეს.
-ნახვამდის ! - ვუღიმი სტუმრებს და გულში ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მიხსნა.
-კარგად ბრძანდებოდეთ ! იმედია, კვლავ გვესტუმრებით ! - დედაჩემი დიდად კმაყოფილი არ ჩანს, თუმცა მხნეობას არ უხვევს, მაგრამ კარების დაკეტვისთავანე თვალებით მჭამს, ეს როგორ მოიქეციო.
-კაი, რა, დე.. შეეშვი ამ მაჭანკლობას.. უბრალოდ მომასვენე, რა... აღარ მაინტერესებს ეს ბიჭები, შეიგნე..
-გაჩე, ეგ როგორ ?
-დასვენება მინდა.. დავიღალე, უბრალოდ დავიღალე...
საკუთარი ოთახისკენ მივდივარ, მანანას კი ვტოვებ თავის ფიქრთა მორევში.. რა იქნებოდა, რომ ადამიანებს გვესმოდეს ერთამენეთის უსიტყვოდ თუ არა სიტყვებით მაინც ? რა იქნებოდა....

***
ტრენინგიდან გამოვდივარ თუ არა, მანქანის სიგნალი მესმის.. ყურადღება გადამაქვს და მისი ხმაც უფრო ძლიერდება.. ბოლოს ადამიანის ხმაც მესმის..
-ლეეენ ...
მალევე ვხვდები, ეს ირაკლია.. ალბათ რაიმე თამაში აქვს ჩაფიქრებული. როგორც ცივილური ადამიანი მისკნე მივდივარ.
-ჩაჯექი, რა.
-რა იყო ?
-ჩაჯექი და გეტყვი.
-კარგი - კარს ვაღებ და ვეშვები.
ტოლსტოიმ თქვა, შეყვარებულები დღეში 6-ჯერ მაინც სტყუიანო, მეც რითი უნდა გამოვრიცხო, რომ ირაკლი არ მომატყუებს, მით უმეტეს, ის ჯერ ნაცნობზე მეტი ვერანაირად ვერაა.
-ადრე ვხვდებოდით მე და ტასო.. უფრო სწორედ, სხვანაირად ვხვდებოდებით.. გეტყოდა.. - დაბნეული ჩანს..
-ჰო, გავიგე სექსი გქონდათ.
-ჰო - ლაკონურად მიჭრის.
-მერე შეუყვარდი, ახლა კი დაგდევს.
-ნამდვილად.. მაგრამ ეგ ადრე იყო, ახლა აღარ მაინტერესებს მექალთანეობა.
-კაი, რა.. განა ვინც ამბობს ვმარხულობო, მარხულობს ? დუმილის ესთეტიკა სადღაა ?
-კაი, რა... მე მეფილოფოსები, ლენ..
-არ გინდა, რა.
-მოკლედ, მაშინ ნახე.. გაგონილს ნანახი სჯობიაო, არ გაგიგონია ?
-რა ვნახო ?
-რადა როგორი მექალთანე ვარ - ნიშნისმოგებით მიყურებს, შემდეგ კი მანქანას ძრავს.
-კაი, ჩემგან რა მიდის.. - სიცილი მიტყდება. მახსენდება წუხანდელი სიტუაცია, დედაჩემის დაბნეული სახე, მოღიმარი თამარა დოქტორანტი ვაჟითურთ.
-ისე შენი ვინაა ?
-ტასო, ჰო ?
-კი.
-ძველი მეგობარი.. არა, რა.. მასეთ გოგოებთან ერთობით, მაგრამ ცოლად ვერც კი წარმოიდგენთ.. რა ხართ, რა - ირონიული ღიმილით ვიხედები ირაკლისკენ. მასაც ეცინება.
-მთლად მასეც არაა.. მარგარიტა გოტიე განა არ ყვარებიათ ? ასეთი ქალები ადრე თუ გვიან თავად ამბობენ უარს რეალურ ბედნიერებაზე.
-და ვინ იცის რაა ეგ რეალური ბედნიერება ?
-მხოლოდ ჭეშმარიტებამ - მოკლედ მიჭრის ირაკლი.
-ისე ეგ მარტარიტა არ წამიკითხავს..
-გათხოვებ წიგნს.. ხვალ გამოგივლი და გამოგიტან - კმაყოფილება ეტყობა ხმაში. ახლა უფრო მშვიდად მართავს მანქანას.
-სახლში მიმიყვანე, რა.. ძალიან დავიღალე. ჰო იცი ეს ცხოვრება როგორია...
-ჰოდა, ამიტომ ჩემთან ერთად უნდა დალიო ლიმონიანი ჩაი, ერთი კარგი კაფე ვიცი აქვე. აუცილებლად უნდა დამთანხმდე.


***
მაღვიძარა 8-ზე რეკავს, თუმცა ადგომა ჭირივით მეზარება, 10 წუთით გვიან ვაყენებ და მეორე მხარეს ვტრიალდება. როგორი სასიამოვნოა ძილი, როცა გეძინება და როგორი სასიამოვნოა სიყვარული, როცა გაქვს განწყობილება.
-არა, რა.. რას ვბოდავ ფიქრებში... უნდა ავდგე - საბნიდან ვძვრები, ხალათს ვიცვამ და სააბაზანოში გავდივარ, შემდეგ სამზარეულოს ვსტუმრობ და ვცდილობ, რამე ვჭამო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარება.
ჩემი ტრადიციული საუზმე გამომაქვს მაცივრიდან და წყნარად შევექცევი. მის მერე ყოველთვის ენერგიულად ვარ და მთელი დღის შემართებაც მიორმაგდება.

ტრენინგიდან გამოსული პირდაპირ ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივარ.. მცივა, ხელებს ვყოფ სახელოებში, მაგრამ მაინც ვერ ვთრგუნავ ამ სასტიკ განცდას. ტყავის ქურთუკიც ვერ მშველის.. აი, უნდა მეყინა ის მოდური დუტის ფეხებამდე პალტოსაბნები - მეთქი, მეფიქრება, შემდეგ კი უბრალოდ მეცინება...
ავტობუსი არ მოდის.. 14 წუთიდან 12 -ზე ძლივს ჩამოდის.. კანკალი მეწყება, ტუჩები მიღიავდება, როგორც მჩვევია ხოლმე, ხელები კი საშინლად მეყინება.. რაც დრო გადის, უფრო მეტად შესამჩნევი ხდება ჩემი მდგომარეობა..
აი, ვიღაც არც აყოვნებს და სიგნალი ისმის..
ჯანდაბაა ! ისევ ირაკლი იქნება ! ალბათ სპორტული ინტერესი გაუმძაფრდა !
-აქ რა გინდა ? - ვეკითხები შორიდან.
-შენთან მოვედი - მანქანიდან გადმოდის და პირდაპირ ჩემს წინ დგება - გაკანკალებს, ლენ..
-მერე შენ რა ?
-ჩაჯექი, გაგიყვან.. ისევ დავლიოთ ჩაი, ან რაც შენ გინდა..
-არა, ირაკლი.. ავტობუსს ველოდები; მერე დედაჩემიც არ დაგავიწყდეს, რომ დაგვინახოს, გარეკავს, ალბათ.
-მაშინ მეც შენთან ერთად დაველოდები ავტობუსს - წელში სრულიად იმართება და გვერდით მიდგება - აუ, ძაან გცივა.. ჩემი ქურთუკი უნდა მოიხურო - პასუხს არ ელოდება, ისე იხდის და მხრებზე მაცვამს.
-არ იყო საჭირო.
-იყო ! - მხრებზე მისწორებს ქურთუკს, მის თბილს თითებს მატერიების ქვეშაც ვგრძნობ..
-ტასომ რაო ? - ტასოზე გადავდივარ. მაინტერესებს საბოლოოდ შეიგნო თუ არა რამე ამ გოგომ.
-რავი, მგონი, შეეშინდა შენი.. აღარ შემხმიანებია..
-ერთი შენ - მხარზე მუშტს ვცემ.
-უფრო ძლიერად, აბა ! ჰო არ შევერკინოთ ! - ნიშნისმოგებით მეუბნება და ამ დროს ავტობუსიც მოდის..
-როდის ვიჯექი ამაში ბოლოს არც კი მახსოვს.. რა ღირს ბილეთი ?
-სტუდენტებისთვის 20 თეთრი, ისე - 50.
-ეკონომიურია. ამაზე ჰო არ გადმოვიდე მეც ? -მეკითხება და ბილეთს იღებს.


***
ტრენინგებს ვამთავრებ და პასუხის მოლოდინში ვინაცვლებ თუ არა, მაშინვე მივდივარ იმ ენათა ცენტრში, რომელიც ირაკლიმ მირჩია. ზარს ვრეკავ, შემდეგ კი პირველ სართულზე ავდივარ. იაპონურის მასწალებელს რომ ვკითხულობ მისაღებში, ქალი გაშტერებით მაკვირდება, თითქოს ქაშიანი მქონდეს ტუჩები. შემდეგ ერთ ქალს ეძახის, საშუალოზე დაბალს, რომელიც მშვიდი გამომეტყველება და უნაოჭო სახე აქვს.
- ohayo gozaimasu - ჩემკენ იხედება, მე კი გაშტერებული ვაკვირდები.
- No. She doesn't know japanese.
-good morning too ? -მიღიმის ქალი.
-No, I don’t know anything - მხრებს ვიჩეჩ.
-And you want to start it ? - მეკითხება კმაყოფილი სახით.
-Yeah..
საჭირო მასალას ვინიშნავ და ბედნიერი გამოვდივარ ცენტრიდან, თან ხელს იაპონურ მწვანე ჩაის ვაყოლებ.. ვერ ვხვდები, ასე რატომ მიხარია..
ალბათ მიზეზი იმაშია, რომ ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლისთვის დავიწყე მოვემზადება, ადამიანებს ხომ ახალი მიზნების დასახვა უდიდეს ბედნიერებას გვგვრის, გვაშორებს დაგუბებულ მდინარედ ქცევის შიშს.

-ახალი მიზნები... ცხოვრებას ახალ კარს უხსნი, ლენ ? -რამდენიმე ათეულ მეტრში ირაკლი მეღობება წინ.
-საიდან ? -ისევ გაოცებულ სახეს ვიღებ..

___
ყოვედღიურად დადება არ გამომდის..
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყოველ დღე იმდენი საქმე მაქვს, ფიზიკურად ვერ ვასწრებ, ღამით კი მეძინება და მძინარე გონება როგორც მუშაობს, მოგეხსენებათ, ფანტაზიასაც აქრობს...
მოკლედ, ესააა და იმედია, მოგეწონებათ..
მიყვარხართ და მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი martha

კარგია ძალიან, უბრალოდ იმ ნაწილში, სადაც ინგლისურად საუბრობენ პატარა შეცდომები გაქვს. She-ს თან Does იხმარება, ანუ She don't-ის მაგივრად She doesn't უნდა გეწეროს. I don't know nothing შეცდომა არ არის, თუმცა თუ კიდევ მოგიწევს გამოყენება გირჩევ I don't know anything გამოიყენო.
And u r wanna start it?იც შეცდომაა, And you want to start it? იქნება სწორი ვარიანტი, ამავდროულად ინგლისურად წერისას ეცადე სიტყვები არ შეამოკლო, ესე უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, ვისაც შესწორებები არ სიამოვნებს. ძალიან მომეწონა, ახლა პირველად წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე.

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მიხარიააა და როგორ მიხარიხართ ♥️♥️♥️♥️ რა ტკბილი თავი იყო აი მესიამოვნა რასაც ჰქვია ♥️ ირაკლი როგორი საყვარელია მაგრამ რავქნა რომ ვერ ვენდობი მაინც?! როგორც ყოველთვის ისევ საინტერესოდ მიმდინარეობს ისტორია და მეც მთელი ინტერესით ჩავუჯდები ხოლმე არმინდა რამე დეტალი გამომეპაროს ♥️♥️ აი ძალიან სხვა ისტორიაა რა ♥️♥️ რაც მეტად მიზიდავსდა ინტერესსაც მოღვივებს ♥️♥️ ამ ისტორიაზედ დიდი იმედებიმაქვს და ვიცი ყველანაირ შემთხვევაში გამიმართლებ ♥️♥️ ჰოდა შენ ხარ ყველაზე მაგარიი გოგო ასეთი მაგარი ისტოორიით რომ მკვებავ :დ ♥️♥️♥️ ჰოდა გელი მთელი გულით ♥️♥️♥️

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი martha
კარგია ძალიან, უბრალოდ იმ ნაწილში, სადაც ინგლისურად საუბრობენ პატარა შეცდომები გაქვს. She-ს თან Does იხმარება, ანუ She don't-ის მაგივრად She doesn't უნდა გეწეროს. I don't know nothing შეცდომა არ არის, თუმცა თუ კიდევ მოგიწევს გამოყენება გირჩევ I don't know anything გამოიყენო.
And u r wanna start it?იც შეცდომაა, And you want to start it? იქნება სწორი ვარიანტი, ამავდროულად ინგლისურად წერისას ეცადე სიტყვები არ შეამოკლო, ესე უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები, ვისაც შესწორებები არ სიამოვნებს. ძალიან მომეწონა, ახლა პირველად წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე.


დიდი მადლობა, გავითვალისწინებ. სასაუბროში ბევრი რამ "მოსულა", დიდად არ მიმიქცევია ყურადღება ამიტომ..
ტკბილიწიწაკა
როგორ მიხარიააა და როგორ მიხარიხართ ♥️♥️♥️♥️ რა ტკბილი თავი იყო აი მესიამოვნა რასაც ჰქვია ♥️ ირაკლი როგორი საყვარელია მაგრამ რავქნა რომ ვერ ვენდობი მაინც?! როგორც ყოველთვის ისევ საინტერესოდ მიმდინარეობს ისტორია და მეც მთელი ინტერესით ჩავუჯდები ხოლმე არმინდა რამე დეტალი გამომეპაროს ♥️♥️ აი ძალიან სხვა ისტორიაა რა ♥️♥️ რაც მეტად მიზიდავსდა ინტერესსაც მოღვივებს ♥️♥️ ამ ისტორიაზედ დიდი იმედებიმაქვს და ვიცი ყველანაირ შემთხვევაში გამიმართლებ ♥️♥️ ჰოდა შენ ხარ ყველაზე მაგარიი გოგო ასეთი მაგარი ისტოორიით რომ მკვებავ :დ ♥️♥️♥️ ჰოდა გელი მთელი გულით ♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა..
დილის პოზიტივი ხარ ხოლმე... მიხარია შენი კომენტარები heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ანასტასია

You want to start it? არასწორია , სწორია Do you want to start it?

 


№5 სტუმარი JajO

ის ფაქტი რომ ყოველდღე ვერ ახერცებ დადებას არაუშვს მაგრამ ისტორიას რაღაც განვითარება სჭირდება ამ თავში კი არაფრის მომცემი ფიალოგების გარდა არფერი იყო ჩემთვის პირადად ეს ისტორია მოსაწყენი ხდება არადა ძალიან მომწონდა

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Warmoidgine ROM Shen xar Lena da ufro gagiadvildeba dawera

 


№7  offline წევრი Sevdiani 1990

ტკბილიწიწაკა
როგორ მიხარიააა და როგორ მიხარიხართ ♥️♥️♥️♥️ რა ტკბილი თავი იყო აი მესიამოვნა რასაც ჰქვია ♥️ ირაკლი როგორი საყვარელია მაგრამ რავქნა რომ ვერ ვენდობი მაინც?! როგორც ყოველთვის ისევ საინტერესოდ მიმდინარეობს ისტორია და მეც მთელი ინტერესით ჩავუჯდები ხოლმე არმინდა რამე დეტალი გამომეპაროს ♥️♥️ აი ძალიან სხვა ისტორიაა რა ♥️♥️ რაც მეტად მიზიდავსდა ინტერესსაც მოღვივებს ♥️♥️ ამ ისტორიაზედ დიდი იმედებიმაქვს და ვიცი ყველანაირ შემთხვევაში გამიმართლებ ♥️♥️ ჰოდა შენ ხარ ყველაზე მაგარიი გოგო ასეთი მაგარი ისტოორიით რომ მკვებავ :დ ♥️♥️♥️ ჰოდა გელი მთელი გულით ♥️♥️♥️
--------------------
T.tatarashvili

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი ანასტასია
You want to start it? არასწორია , სწორია Do you want to start it?

სალაპააკოში ასე იყნებენ..
მადლობა

JajO
ის ფაქტი რომ ყოველდღე ვერ ახერცებ დადებას არაუშვს მაგრამ ისტორიას რაღაც განვითარება სჭირდება ამ თავში კი არაფრის მომცემი ფიალოგების გარდა არფერი იყო ჩემთვის პირადად ეს ისტორია მოსაწყენი ხდება არადა ძალიან მომწონდა

განვითარების გზაა ესეც, ჩემი აზრით.. ვითარდება ლენასა და ირაკლის ურთიერთობაა...
ყველგან დიდ ინტრიგებს ვერ ჩავაგდებ,,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent