შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ (პირველი ძარცვა) ნაწილი 1


8-11-2018, 00:34
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 735

ჩვენ "არავინ" ვართ ( პირველი ძარცვა)

პროლოგი
- ვინ ხართ თქვენ?
- არავინ!
- ვინ ვარ მე?
- მენტორი!
ამ " სკოლას" რომელსაც ვერც თავშესაფარს და საწრთვნელ კლუბს ვერ დაარქმევდი კლასში მენტორის გარდა მხოლოდ ექვსი ბავშვი იჯდა. ისინი იმაზე ჭკვიანები და პუნკტუალურები იყვნენ რომ მენტორსაც კი სიხარულით ევსებოდა მათთან შეხვედრით გული. ვინ იყო მენტორი? ეგ არავინ იცოდა, ის მასწავლებელი და მწვრთნელი იყო როგორც გარეგნულად ასევე ფსიქოლოგიურად. ის ყველაფერი იყო.
- აბა, ჩემი შერჩეული სახელები მოგეწონათ? - მენტორი ხის სკამზე დაჯდა და კალამს დაუწყო წვალება.
- ესეიგი "არავინ" - ით აღარ მივმართავთ ერთმანეთს? - ამბობს ჟღალთმიანი გოგონა და მოწიწებით ხრის თავს
- დიახ, ზუსტად ამის თქმა მსურდა. მიეჩვიეთ სახელების მიმართვას ერთმანეთში. მიტკინ! - დაუძახა ერთ-ერთს მენტორმა თუმცა რამოდენიმე წამში ადგა ბიჭი სკამიდან, დაბნეული იყურებოდა და აშკარად არ უნდოდა ესე მომხდარიყო
- მხოლოდ ერთხელ გაპატიებ კარგი? ერთმანეთის სახელები დაიმახსოვრეთ, თუ შენ დაეხმარები მეორეს, ის შენ დაგეხმარება და რა გამოდის გუნდის სიძლიერე ასე არ არის? აბა მიტკინ მითხარი რატომ დაგარქვი ასე? - ბიჭი აშკარად უფრო გამოცოცხლდა, ალბათ ინფორმაციის ფლობის გამო.
- "კევინ მიტკინი" ამერიკის საუკეთესო ჰაკერი იყო, ის ყველაზე ძლიერ და დაუმარცხებელ დამნაშავეთ მიიჩნიეს ჰაკერთა შორის მთელ ამერიკაში. - პროფესორს ნასიამოვნები სახე აქვს ბიჭს უღიმის და ხელით ანიშნებს დაჯექიო.
- ჰანსი! - სწრაფან ისმის სკამის გაწევის ხმა და გოგონა გრძელი თმის დგება, ამაყად აქვს თავი აწეული, მაგრამ მენტორს ისე უყურებს როგორც მის კუმირს.
- კარგია, ძალიან კარგია! მომიყვები შენი სახელის ისტორიას?
- რა თქმა უნდა მენტორო, ჰანს აიზენკი იყო ადამიანი საუკეთესო ფსიქოლოგი რომელმაც აერარქიული მოდელი, პიროვნების ტიპის კლასიფიკაცია შექმნა.
- კარგია! დაჯექი - მენტორი პატარა ოთახს ათვალიერებს და შემდეგ სახელს ჩუმად წარმოთქვამს
- ჯონ? - ჯონი ღიმილით უყურებს მენტორს შემდეგ რევერანს მხატრულად აკეთებს და წელში სწორდება
- ჯონ დილინგერი, ცნობილი მძარცველი. უფრო სწორად რომ ვთქვათ საუკეთესო, მასზე ფილმიც კი გადაიღეს.
- ნოე - ფეხზე ქერა, ლამაზი ბიჭი დგება მხიარულად იღიმის
- მე არ ვიცი მენტორო...
- ოხ ბოდიშით, რაც შეეხება ნოეს შენ დაცვა მოგიწევს, ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი საყრდენი ჩვენი.
- შემდეგი, მოე. - წითელ თმიანი გოგო სერიოზული სახით დგება და მენტორს თვალს უსწორებს
- გამნაღველი.
- დიახ გამნაღველი, იცი შენი სახელი იაპონურია და ძალიანა გიხდება - გოგო მენტორს გულთბილად უღიმის და ისევ უკან ჯდება, მენტორი დგება და პიჯაკს ისწორებს შემდეგ როგორც ყოველთვის მშვიდად იწყებს ლაპარაკს
- ყველა 15 წელს ქვემოთ ხართ ეს ვიცი, მინდა სრულწლოვანების ასაკს მიაღწიოთ მანამ კი მე თქვენი მენტორი ვიქნები.
მოდით ცოტა ინფორმაციას მოგაწვდით მენტორზე. ჭაღარ თმიანი კაცი რომელსაც თმა 33 წლის ასაკში გათეთრებოდა გამართულად ლაპარაკობდა ყოველთვის, გეგონებოდათ ყოველ სიტყვას წონის და წინასწარ ფიქრობს სათმქელსო. ის ექვსი ან მეტი თვისებით, ყველაფერს თავის თავში აერთიანებდა. ის "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ პერსონაჟს ჰგავს ლორდ ვოლდემორდს რომელმაც თავისი სული, რომედენიმე ნაწილად დაყო. რათქმაუნდა მენტროს პატრონუსების შექმნის უნარი არ გააჩნდა თუმცა შეეძლო მისი ნიჭი და გამოცდილენა ექვს სხვადასხვა ბავშვში გაენაწილებინა. შემდეგ კი პროფესიონალი სდასრული ბავშვები მისი ოცნების და მთელი ცხოვრების გეგმაში გამოეყენებინა. მას მხოლოდ 3-4 წელი ჰქონდა ამისთვის.
- როგორც მიხვდით სახელებთან ერთად თქვენ პროფესიებიც მიიღეთ, მე თქვენათან ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ თითვეულ თქვენგაში ის ნიჭი დავინახე რასაც მომავალში ისწავით. კვირაში 7 დღიდან მხოლოდ ერთს დავისვენებ, დანარჩენ ერთ დღეს კი ერთ მოსწავლეს დავუთმობ კონკრეტულ პროფესიის სწავლაში, შემდეგ მეორე, მესამეს და ასე შემდეგ. შეკითხები გაქვთ?
- მე მაქვს - ჰანსი ფსიქოლოგიის მიმავალი დამპყრობელი ხელს წევს
- გისმენ?
- ჩვენ მძარცველები უნდა ვიყოთ, ვიცით ეს გვესმის და ყოველთვის გვეცოდინება. მაგრამ მენტორო, ფსიქოლოგია რა შუაშია?
- ოხ ჩემო ძვირფასო, ფსიქოლოგები ეხლა მხოლოდ კაბინეტებში სხედნან და სისულელებს ლაპარაკობენ და თქვენ რა გგონიათ ვინ და როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგი? წარმოიდგინე როდესაც კომკრეტულ რაღაცას ძარცვავ და გყავს ვთვათ 15 მძევალი, სცემთ თუ კარგი სიტყვის ეცდებით მის დამშვიდებას?
- რა თქმა უნდა დამშვიდებას.
- სწორია, ჩვენ ხომ სერიული მკვლელები ან გაუწონასწორებელი ადამიანები არ ვართ. იცი ჰანსი შენ იქნები დიდი ძაფი რომელიც ყოველთვის შეკრავს გუნდს და მან გარშემო პირებს რომლის სულებიც აფორიაქებულები იქნებიან. მიმიხვდი?
- გასაგებია მენტორო - გოგონა მშვიდდება და სადღაც შორს იწყებს ფიქრს, თუმცა ემჩნევა კონცენტრირებულია ყველაფერზე.
- კიდევ გაქვთ შეკითხვები? - ექვსივე დუმს ამიტომ მენტორი გასასვლელ კართან მიდის და ტრიალდება
- წამოდით სადილს მოგიმზადებთ.

ხის ორ სართულიანი სახლი რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს, შვიდ ოთახს მოიცავს. ეზო წინ ისეთი მშვიდი და სადაა ვერც კი მიხვდებით რა ხდება სახლის უკან. უამრავი ტრენაჯორი და სავარჯიშო მოწყობილობა, ასევე ხის გადაჭრილი მორები რომლებიზეც ქაღალდის ერთჯერადი ჭიქები დევს მიზანში ამოსაღებათ, ექვსივე ბავშვების ყოველ დღიურობაა. ისინი სწავლობენ, ცდილობენ და გზას იკვლვენ ნამდვილი პროფესონალების ჩამოსაყალიბებლად.

(ნაწილი 1)
ახალ გაღვიძებულმა ჟღალთმიანმა გოგონამ, ხის კარები გააღო და გახარებული შეაბიჯა ოთახში
- მენტორო - კაცმა თვალი ლეპტოპს მოწყვიტა და გოგონას სიყვარულით შეხედა
- მოე? - გოგონა წინ სკამზე დაჯდა და გახარებული სახით უთხრა
- დღეს 18 წლის გავხვდი, აი მე ბოლო ვიყავი ვინც სწრულწლოვანი არ იყო. ასე რომ...
- მოე ჩემო ძვირფასო, ვიცი რისი თქმაც გინდა ვიცი რომ მეტყვი აი ის სრულწლოვანება რომელზეც წლებია ვლაპარაკობთ ჩვენს ხელთააო, მაგრამ ნუთუ ვერ მიხვდი მე რასაც ვგულისხმობდი სრულწლოვანებაში?
- კი მაგრამ...
- იცი როდის მიგიღებთ ექვსივეს სრულწლოვნად? როდესაც პირველ გამოცდას ჩააბარებთ. აი ესარის თქვენი სრულწლოვნობა და არა ასაკი ძვირფასო
- მე მეგონა რომ უკვე მზად ვიყავით მენტორო, ჩვენ ხომ თავდაუზოგავად ვშრომობდით
- დიახ, შრომობდით და შრომობთ კიდევაც ამას ძალიან ვაფასებ თუმცა ჯერ დრო არ არის.
- დრო?
- დიახ, დრო. რას გიმეორებთ სულ დროზე? რა არის მნიშვნელოვანი...
- ყოველი წამი და წუთი ჩვენთვის მნიშნელოვანია, დრო ყველაზე დიდი იარაღია რაც კი ხელთ გვაქვს.
- დიახ, დიახ! მე თვითონ მივხვდები როდის ხართ მზად, ეხლა კი გეტყვი რომ ამაში დარწმუნებული არ ვარ... ჯერ ვერ გავრისკავ.
- გასაგებია. - გოგონა აშკარად ნაწყენი და იმედგაცრუებული დგება და კარებს აღებს
- მოე - მენტორი აჩერებს გოგონაც ტრიალდება - დაბადების დღეს გილოცავ, ხილის ტორტს გიყიდი ვიცი შოკოლადი არ გიყვარს.
გოგონასაც წამსვე უვლის წყენა და ღიმილით ტოვებს ოთახს.
მენტორი გოგონას წასვლის შემდეგ მოგონებების მორევში ჩაიძირა,
თითეული მათგანი გაახსენდა წლების წინ და ცალ-ცალკე, ცოლი არასდროს ჰყოლია, ქალთანაც არასდროს ჰქონია დიდ ხნიანი ურთიერთობები თუ არ ჩავთვლით ერთი და იგივესთან ორჯერ მისვლას.
მას ხომ ჰყავდა ექვი ცხოვრების თანამგზავრი, რომლებიც ხუთი და ექვსი წლის ასაკში აიყვანა ბავშვთა სახლიდან. მშობლები ავტო კატასტროფაში თვრამეტი წლის ასაკში გარდაეცვალა, მათგან მხოლოდ სახლი და დედის ძვირფასეულობა ერგო წილად, რადგან დედმამიშვილი არ ჰყავდა ყველაფრის პატრონი თვითონ გახდა. სახლი მალევე გაყიდა, რადგან კარგი მოწყობილი და დიდი იყო მშვენიერი თანხა აიღო, ასევე ძვირფასეულობაც გაყიდა მხოლოდ ერთი ყელსაბამის გარდა რომელსაც საყვარელი დედა მუდამ თან ატარებდა, ეს ყელსაბამი ეხლა მუდამ მენტორის თანამგზავრი გახლდათ, ის ყოველთის ეკეთა მაისურის ქვეშ და ამით ოჯახის დანაკლის ინაზღაურებდა. ბავშთა სახლიდან ექვსი ბავშვის აყვანა ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, მანამ კი ცდილობდა ყველაფერი იდეალურად მოეწყო, სახლი მოშორებით ეყიდა და ყველანაირად მომზადებულიყო. რადგან იცოდა ვინ და რა გახდებოდნენ ეს ბავშვები და თითვეული მათგანი რისთვის სჭირდებოდა.
ალბათ გგონიათ ეს კაცი საშინელი პიროვნებაა უცოდველ ბავშვებს ასეთი მომავლისთვის რომ უთხრის მიწასო მაგრამ მან იცოდა ეს ბავშვები იმაზე მდიდრები და სახელგანთქმუნები გახდებოდნენ როგორც არავინ.
ბავშვთა სახლში მისული პირველ კითხვას რომელია ყველაზე განსხავებული და ნიჭიერი? კითხულობდა. თითვეული სხვადასხვა ბავშთა სახლიდან და ქალაქიდან აიყვანა, ის შეკითხებს არ უსვამდა დირეკტორებს საიდან იყო ბავშვი? რატომ დატოვეს აქ? არანაირი ინფორმაცია არ სჭირდებოდა მხოლოდ ერთს კითხულობდა ხელ-მოწერის შემდეგ, რომელ თვეს და რიცხვში დაიბადა ბავშვი. მენტორი გაწონასწორებული და მოწესრიგებული რადგან იყო დირეკტორები მოწიწებით ესაუბრებოდნენ, ერთმა მათგანმა ჰკითხა
- გავიგეთ რომ ეს მეექვსე ბავშვია ვინც აიყვანეთ, ვალდებული ვარ გკითხოთ რატომ ექვსი?
- იცით ალბათ ბევრი ადამიანი ვინც ჩემნაირად ფიქრობს, არანაირი სურვილი არ მაქვს ცოლი მყავდეს. მაგრამ შვილები ყოველთვის მინდოდა, თანაც ექვსი. დიახ და სანამ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია მათი აღზრდა, რაღას უნდა ველოდო?
- შეძლებთ კარგად აღზარდოთ თითვეული მათგანი? როგორ ფიქრობთ არ გაგიჭირდებათ?
- არანაირად. ისინი საუკეთესო იქნებიან თავის საქმეში და ზოგადად ყველაფერში.
მართლაც ესე გამოდგა, მენტორის სიტყვები ახდა. ისინი ისეთი განსხვავებული, ნიჭიერი და რაც მთავარია მიზანმიმართულნი იყვნენ როგორც არავინ.
მათთან არასდროს წარუდგენია თავი "მამად" , არც ბავშვებს მიაჩნდათ ის მამად და არც დედმამიშვილებად ერთმანეთი რადგან ყველაფერი უფრო ადვილი ხდებოდა. როდესაც პირველად დაელაპარაკა მათ სერიოზულად ყველაფერი აუხსნა და გააფრთხილა თუ მათ ეს სდასრულ ასაკში აღარ მოუნდებოდათ ის არ დააკავებდა მათ.
თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რათქმაუნდა მათ სკოლაში არ უვლიათ თუმცა მენტორის დამსახურებით ისინი იმაზე ჭკვიანები იყვნენ ვიდრე ბევრი სკოლადამთავრებული. არასდროს დაუწუწუნიათ რომ ეს ყველაფერი მობეზრდათ და სასკოლო მასალის სწავლის შემდეგ საბრძოლო ხელოვნება, სროლა და ათასი რამ უნდა ესწავლათ. პროფესიების მიღების შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, კვირაში ექვსი დღე, თითვეული ერთ დღეს ცხრა საათი სწავლობდა მენტორისგან კუთვნილ პროფესიას რაც ძარცვის დროს დასჭირდებოდათ.
მენტორი სწრაფად წამოდგა ფეხზე საფულე აიღო და სახლი დატოვა.
მისაღებში ექვსივე ერთად იყვნენ როდესაც კარის დახურვის და მანქნის დაქოქვის ხმა გაიგონეს
- სად წავიდა მენტირი? აა ჰო ტორტი უნდა იყიდოს - ამბობს ჰანსი გოგონა შავი მოკლე თმით, იდეალური ტანით და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის პროფესიით
- სახლიდან ხშირად გადის ნეტავ სად მიდის ხოლმე?
- იდიოტო საჭმელს რომ ჭამ ნეტავს რითი ჭამ, ან ხომ სჭირდება განეიტრალება
- იდიოტო? ჰანსი ენა რომ უფრომ უფრო დაგიგრძელდა იცი?
- დამშვიდდით, დღეს მაინც. - ამბობს მოა და კევინს ბიჭს რომელსაც თმები ბოლომდე აქვს შეჭრილი თავს ადებს
- ხო დღეს მოას დაბადების დღეა, მორჩა ყველა სრულწლოვნები ვართ... ასე როოომ
- არაფერიც, ველაპარაკე მენტორს მან მითხრა რომ სრულწლოვნებს პირველი გამოცდის შემდეგ ჩაგვთვლის
- რაა? როდის იქნება ეგ დედა ნატირები გამოცდა? სისხლი მიდუღს უკვე
- რა იყო აქედან წასვლა გინდა?
- სულ გააფრინე არაა? სად უნდა წავიდე მოაა? განა ოჯახს ესე ადვილად ტოვებენ? - მოა ენაზე კბილს იჭერს და ნანობს ესეთი რამ რომ წამოსცდა
- იქნებ შენ ფიქრობ ამაზე? - მოა აშკარად არ ელოდა ესეთ შეტევას
- არაფერიც. მენტორი და თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ. მხოლოდ სამი ძარცვა, სამი ძარცვა. ამისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადებით. ერხელაც არ მიფიქრია რომ აქედან წავალ და სხვასთან ერთად ვიცხოვრებ
- მეც! - ამბობს დანარჩენი ხუთი ერთ ხმათ და ექვსივეს ეცინებათ.
ეს უკვე გაზრდილი ბავშვები ჭკვიანებიც და ერთგულები იყვნენ, მენტორი მათვის ღმერთი იყო რომელიც მუდამ მათ გვერდით იქნებოდა.

მოა.
ჯონი ყველაზე ნერვებ მომშლელი იყო, ამაყი და ყეყეჩი იყო თუმცა არა ბოროტი და უნდობი. ჩვენ ყველას ნდობა გვაერთიანებდა, დიახ ეს მაგნიტურ ველზე ფეხის დადგმას გავს, ერთად ერთ საქმეს შევეჭიდედ და ჩვენი დაშლა მხოლოდ დაგვღუპავდა, წარმოიდგინეთ ადამიანი თვალების და ყურების გარეშე, წარმოიდგინეთ? ჩვენ ერთ ადამიანში ვიყავით მოქცეული რომელსაც არც ყური და არც თვალი უნდა დაეკარგა. ყველაზე კარგი ურთიერთიბა ნოესთან მქონდა, ის უბრალოდ ენით აუღწერელი საოცრება იყო. სამი წლის წინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა როდესაც ნოემ ჩემს ოთახში უკითხავად შემოაჭრა.
გაოფლილი და დაღლილი ვიყავი, ისე მტკიოდა თავი და ფეხები გულის რევამდე ცოტაღა მაკლდა. დილით ერთიანი გაკვეთილის შემდეგ ვივარჯიშეთ, ვჭამეთ და ისევ ვივარჯიშეთ ცხრასაათიანი ვარჯიშის შემდეგ, კიბეები ძლივს ავიარე და ლოგინზე დავჯექი ნოა რომ შემოვიდა, ჯერ გავბრაზდი შემდეგ გამიკვირდა ის ასე არ იქცეოდა, არასდროს.
- აქ რას აკეთებ? - გაცეცხლებული ვდგები ფეხზე, მოდის და ძალიან ახლოს დგება ჩემთან, მგონია მაკოცებს და ხელის დასარტყმელად ვემზადები როდესაც ხელის გულს ნაზად მისმევს სახეზე
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- ძალიან, ძალიან გავხარ ჩემს დას
- რააო? - მიკვირს რადგან ვიცი არავის ახსოვს თავისი ოჯახი, მათ შორის მეც.
- ჰო, შენნაირი წითელი თმა ჰქონდა ოღონდ სწორი, მასაც ცხვირი დაჭორფლილი ჰქონდა. - უკან რამოდენიმე ნაბიჯს დგამს
- გახსოვს? კი მაგრამ.
- მხოლოდ ჩემი და. მამაჩემი ლოთი და უსაქმური ადამიანი იყო, დედაჩემი კი ლამაზი, შეუპოვარი. მათი სახეები არ მახსოვს მაგრამ ისტორია კი. მამა სახლიდან წავიდა დედას განუცხადა საზღვარგარეთ მივდივარ ჩემს დასთან და იცოდე არაფერი მომთხოვოო, დედამაც მალევე შეიტანა გაყრის საბუთები სასამართლოში. განქორწინების შემდეგ დედასთვის მე და ჩემი და დაბრკოლება გავხდით. ის ახალგაზრდა დასიცოცხლით სავსე იყო, ჩვენ კი სიცოცხლის გააგრძელებლად ხელს ვუშლიდით. ასე გვითხრა როდესაც საბოლოდ ვნახეთ, ბავშთა სახლის კარებთან. ჩემი და ლამაზი და ლაღი იყო, ტკივილს ვერ აღიქვამდა რადგან მხოლოდ სამი წლის იყო, ორ თვეში ერთმანეთს დაგვაშორეს, მდიდარმა ოჯახმა აიყვანა დაროგორც ამბობდნენ პრინცესასავით ექცეოდნენ. გამიხარდა და დავიფიცე მას არასდროს ვნახავდი, ტკივილამდეც რომ მომნატრებოდა რადგან არ მინდოდა ისნტკივილი ეგრძნო რაც ოჯახის დანგრევის და განშირების შემდეგ ვიგრძენი, არ მინდოდა მისი ზღაპრული სამყაროს დანგრევა. შემდეგ მენტორმა ამიყვანა. ვამბობთ რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ეხლა ალბათ ფიქრობ რომ მემაქვს რადგან და მყავს და ვიცი როგორიცაა, თუმცა ეს ასე არარის, მე აღარავინ მყავს და დასაკარგიც არაფერი მაქვს.
ნოეს სიტყვების შემდეგ მახსოვს მაშინ ჩემს ღრმა მოგონებებში გადავეშვი, მაგრამ არაფერისრულებით არაფერი, თაბახის ფურცელივით სუფთა და თეთრი, მაგრამ ეს ჯობდა. ეს აშკარად ჯობდა რადგან არ მინდოდა გამეგო რატომ ან ვინ დამტოვა ბავშთა სახლში.
ღმერთს ეხლაც ყოველ ღამით მადლობას ვწირავ იმისთვის რომ მენტორმა იმ დღეს ბავშვთა სახლში მე ამირჩია და არა სხვა. ვერც კი წარმოვიდგენ როგორ ამიყვანდა მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომლებიც დიდ დანაკლის ჩემით აინაზღაურებდნენ და შემდეგ ილუზია მაცხოვრებდნენ. ან კკდევ უარესი მეყოლებოდა ისეთი "მშობლები" რომლებიც ცემაში ამომხდიდნენ სულ იმის გამო რომ ერთ-ერთი უნაყოფო იყო და ჩემში ის ბედნიერება ვერ ჰპოვეს რაც უნდა ეპოვათ.
თავიდანვე მენტორმა ყველაფერი მოგვიყვა როდესაც ცოტა წამოვიზარდეთ, ყოველი დეტალი თუმცა ის მართალი იყო როცა ამბობდა თქვენ სწორედ გაიგებთ ყველაფერს რადგან განსაკუთრებულები ხართო.

***
დილით როდესაც ექვსი ახალგაღვიძებულო მოზარდი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომელი უფრო სწრაფად გახსნიდა სეიფს. მენტორი ტაშის დაკვრით მიუახლოვდა და ის სიტყვები უთხრა რომელსაც თითვეული ასე ელოდა.
- ხვალ დილით, 08:00 პირველი გამოცდა გაქვთ. - შემდეგ მომღიმარი სახით გაშორდა ყბაჩამოვარდნილ ბავშვებს.



№1 სტუმარი სტუმარი ელენიკო

აუუ ღადაობ? უმაგრესიააააა! პირველად ვკითხულობ აქ მსგავს ისტორიას.
ძალიან კარგია მართლა. გელოდებიიიი

 


№2 სტუმარი ..

ვაიმეეე არმჯერაააა.. ისე ჩამითრია რამის ვიტირე რო დამთავრდა:დდდ ძააან ყოჩაღ. გააგრძელე არანაირად არაფრისდიდებით არ გაჩერდე და არ მომკლა :დდდდდ

 


№3  offline მოდერი Tamta.k

სტუმარი ელენიკო
აუუ ღადაობ? უმაგრესიააააა! პირველად ვკითხულობ აქ მსგავს ისტორიას.
ძალიან კარგია მართლა. გელოდებიიიი

მიხარიხააარ, მადლობააა!

..
ვაიმეეე არმჯერაააა.. ისე ჩამითრია რამის ვიტირე რო დამთავრდა:დდდ ძააან ყოჩაღ. გააგრძელე არანაირად არაფრისდიდებით არ გაჩერდე და არ მომკლა :დდდდდ

აუუ ამას ქვია ემოციების ზღვააა, მადლობა! ისე გამახარეეე

 


№4  offline წევრი nina kupradze

ჯერ კიდევ შოკირებული ვარ იციი? ისეთი გამართული და აზრიანია უკვე რომ როდის წავიკითხავ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს. სახელები ხოოოო სასწაულია, ძალიან მომეწონა????????

 


№5  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ჯერ კიდევ შოკირებული ვარ იციი? ისეთი გამართული და აზრიანია უკვე რომ როდის წავიკითხავ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს. სახელები ხოოოო სასწაულია, ძალიან მომეწონა????????

სახელები მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო, კი ვიევალე ცოტა მაგრამ ამად ღირსს.
ძალიან, ძალიან მიხარია რომ მიგეწონა❤️

 


№6  offline წევრი nikolo.g

აი ეხლაა ყველაზე საინტერესო როგორ და რას მოიფიქრებ. დასაწყისი იდეალურია ყველაფრის გაგება რომ ხდება მაგრამ გეგმის არა რადგან ყველა კვანძს არ ხსნი. ძალიან კარგია მართლა.

 


№7  offline წევრი Elea_Nora

უმაგრესია ძალიან მომეწონა. აქ ასეთი ისტორიები არ დევს არადა მომწონს ეს ჟანრი. სახელებზე გავგიჟდი. სიუჟეტიც ძალიან მომწონს. მალე დადე რა ახალი თავი.
წარმატებები.

 


№8  offline მოდერი Tamta.k

nikolo.g
აი ეხლაა ყველაზე საინტერესო როგორ და რას მოიფიქრებ. დასაწყისი იდეალურია ყველაფრის გაგება რომ ხდება მაგრამ გეგმის არა რადგან ყველა კვანძს არ ხსნი. ძალიან კარგია მართლა.

დიახ ზუსტად თქვი ის რაც მთავარია. მიხარია რომ მოგწონს????????

Elea_Nora
უმაგრესია ძალიან მომეწონა. აქ ასეთი ისტორიები არ დევს არადა მომწონს ეს ჟანრი. სახელებზე გავგიჟდი. სიუჟეტიც ძალიან მომწონს. მალე დადე რა ახალი თავი.
წარმატებები.

მადლობაა, თუ ბოლომდე მომყვები გპირდები იმედებს არ გაგიცრუებ????

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

დასაწყისი ძალიან მომეწონა. იდეა როგორც კი გავიაზრე,თავში უამრავი რამ მომაწვა ეა ვიცი,სიუჟეტის განვითარება შეიძლება უმაგრესი აღმოჩნდეს.
ერთი პრობლემაა(ჩემი აზრით,იმედია არ მიწყენ), აი ეს ნაწერი ჰგავს ძალიან მაგარი ნაწარმოების ნათარგმნს,რომელიც თარჯიმანმა ერთი ხელის მოსმით თარგმნა და ყურადღება არ მიუქცევია იმ სიტყვებისთვის,რომელიც უნდა ყოფილიყო და გააქრო . სხვანაირად რომ ვთქვათ,იმდენად სწრაფად წერ სათქმელს,რომ გონებაში გაჩენილი ძალიან კარგი რაღაცები არ გადმოგაქვს,ტავტოლოგიას ხშირად იყენებ და შენივე ფანტაზიის ნაყოფს აფუჭებ. ამიტომ,ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება,რომ ნაწერს მიჰხედო,მენტორი ისე გყავს წარმოჩენილი,მის ნათქვამში გრამატიკუკად ან აზრობრივად გაუმართავი სიტყვების ამოკითხვა უბრალოდ არ შეიძლება.
ამიტომაც,დააკვირდი ნაწერს,არ იჩქარო და უფრო მონდომებით გადმოეცი,იმიტომ,რომ ძალიან საინტერესო რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შემდეგშიც.
წარმატებები❤️
ეს რამდენი მილაპარაკია :დდდ

 


№10  offline მოდერი Tamta.k

Alice76
დასაწყისი ძალიან მომეწონა. იდეა როგორც კი გავიაზრე,თავში უამრავი რამ მომაწვა ეა ვიცი,სიუჟეტის განვითარება შეიძლება უმაგრესი აღმოჩნდეს.
ერთი პრობლემაა(ჩემი აზრით,იმედია არ მიწყენ), აი ეს ნაწერი ჰგავს ძალიან მაგარი ნაწარმოების ნათარგმნს,რომელიც თარჯიმანმა ერთი ხელის მოსმით თარგმნა და ყურადღება არ მიუქცევია იმ სიტყვებისთვის,რომელიც უნდა ყოფილიყო და გააქრო . სხვანაირად რომ ვთქვათ,იმდენად სწრაფად წერ სათქმელს,რომ გონებაში გაჩენილი ძალიან კარგი რაღაცები არ გადმოგაქვს,ტავტოლოგიას ხშირად იყენებ და შენივე ფანტაზიის ნაყოფს აფუჭებ. ამიტომ,ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება,რომ ნაწერს მიჰხედო,მენტორი ისე გყავს წარმოჩენილი,მის ნათქვამში გრამატიკუკად ან აზრობრივად გაუმართავი სიტყვების ამოკითხვა უბრალოდ არ შეიძლება.
ამიტომაც,დააკვირდი ნაწერს,არ იჩქარო და უფრო მონდომებით გადმოეცი,იმიტომ,რომ ძალიან საინტერესო რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შემდეგშიც.


წარმატებები❤️
ეს რამდენი მილაპარაკია :დდდ


მართალიხაარ შევეცდები ყველაფერი ნელნ-ნელა გამოვასწორო და ყველაფერს ისე გადმოვცემ და შევეეცდები რომ თავი ისტორიაში იგრძნო ეს ხომ მთვარია.
მადლობა დიდი შეეენ❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

Tamta.k
Alice76
დასაწყისი ძალიან მომეწონა. იდეა როგორც კი გავიაზრე,თავში უამრავი რამ მომაწვა ეა ვიცი,სიუჟეტის განვითარება შეიძლება უმაგრესი აღმოჩნდეს.
ერთი პრობლემაა(ჩემი აზრით,იმედია არ მიწყენ), აი ეს ნაწერი ჰგავს ძალიან მაგარი ნაწარმოების ნათარგმნს,რომელიც თარჯიმანმა ერთი ხელის მოსმით თარგმნა და ყურადღება არ მიუქცევია იმ სიტყვებისთვის,რომელიც უნდა ყოფილიყო და გააქრო . სხვანაირად რომ ვთქვათ,იმდენად სწრაფად წერ სათქმელს,რომ გონებაში გაჩენილი ძალიან კარგი რაღაცები არ გადმოგაქვს,ტავტოლოგიას ხშირად იყენებ და შენივე ფანტაზიის ნაყოფს აფუჭებ. ამიტომ,ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება,რომ ნაწერს მიჰხედო,მენტორი ისე გყავს წარმოჩენილი,მის ნათქვამში გრამატიკუკად ან აზრობრივად გაუმართავი სიტყვების ამოკითხვა უბრალოდ არ შეიძლება.
ამიტომაც,დააკვირდი ნაწერს,არ იჩქარო და უფრო მონდომებით გადმოეცი,იმიტომ,რომ ძალიან საინტერესო რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შემდეგშიც.


წარმატებები❤️
ეს რამდენი მილაპარაკია :დდდ


მართალიხაარ შევეცდები ყველაფერი ნელნ-ნელა გამოვასწორო და ყველაფერს ისე გადმოვცემ და შევეეცდები რომ თავი ისტორიაში იგრძნო ეს ხომ მთვარია.
მადლობა დიდი შეეენ❤️❤️

♥️♥️ ველოდები გაგრძელებას :

 


№12  offline მოდერი Tamta.k

ჰაიკო
კარგია, განსხვავებულია. ასე გააგრძელე. ცოტა მეტი ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნბს. სხვა მხრივ მშვენიერია.

დიდი მადლობაა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent