შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 24


8-11-2018, 15:50
ავტორი katiusha
ნანახია 3 164

რა გააჩერებდა კესოს ყაზბეგში.ისედაც სულ ქმრის ზარს ელოდა ან მის ჩამოსვლას.მერე რა რომ ცოტა დააგვიანა.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ცუდი პერიოდი,რომელსაც როგორ შევხვდებით მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
იმ საღამოსვე წამოვიდა.გვიანი იყო სახლის კარი რომ შეაღო,მაგრამ დაინახა რომ ქმარი მაინც ელოდა.ფეხზე წამოდგა.ხელჯოხზე დაყრდნიბით მივიდა ცოლთან ზეზვა და ძლიერად მოეხვია.ისე ძლიერად როგორც არასდროს.ქალმაც იგივე გაიმეორა.გრძნობდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა..
-ხვალ ნინიასთან მივდივართ.-მოკლედ თქვა სათქმელი კაცმა.
-როგორც იქნა,-სახე გაუნათდა კესოს.-ვიცოდი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდი და შენს ნინიას ასე არ გაწირავდი.
-დაჯექი.კიდევ რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება ზეზვა?კიდევ რამე უნდა გითხრა.ნინია ორსულადაა.სოფომ მითხრა.
-ღმერთო რა ბედნიერებაა.-სიხარულს ვერ მალავდა ქალი.-ახლავე წავიდეთ რაა ზეზვა გთხოვ.მისი ნახვა მინდა,ძალიან მომენატრა.
-ახლა არ შეიძლება საყვარელო.შეხედე რომელი საათია.შევაშინებთ.თან მანამდე ბერდიასაც უნდა დაველაპარაკო.მისთვის ძნელი გასაგები იქნება რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
-რატომ უნდა იყოს?ვერ ვხვდები რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს ისინი.
-მაგას თავის მიზეზი აქვს.ვერ გეტყვი.მაგრამ გპირდები მაგასაც მოვაგვარებთ.ყველაფერს მოვაგვარებ,-ცოლს მოეხვია ზეზვა და ხვალინდელი დღის მოლოდინში გალიეს ის ღამე.მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ ორივეს..
ბერდიასთან საუბარი რთული აღმოჩნდა.ბიჭმა თავიდანვე განაცხადა,ჯერ თქვენ წადით,მე სხვა დროს მივალ მის სანახავადო და არ წაჰყვა მშობლებს დასთან.განა იმიტომ რომ დას ამ საქციელს ვერ პატიობდა.პირიქით დიდი ხნის უკან აპატია.მაგრამ მაინც სტკიოდა გული რომ რაღაც მომენტში ქისტაური ამჯობინა ოჯახს.ამავე დროს ამაყობდა მისით,იმიტომ რომ ის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა და იმას მიაღწია რასაც მათ სამეგობროში თითქმის ვერავინ-ბედნიერება იპოვა და არავის დაუთმო.ნამდვილად არაბული იყო.ვერ გაამტყუნებდი. ხო,ვერ მიდიოდა მასთან,იმიტომ რომ სცხვენოდა საკუთარი თავის.საკუთარი საქციელისაც.რამდენჯერ ჩუმად გაჰყოლია უკან დას და მის გაბრწყინებულ სახეს რომ ხედავდა,ესეც საკმარისი იყო მისთვის.ისევ ისეთი იყო ნინია როგორიც ადრე-მხიარულად მოკისკისე და აციმციმებული თვალებით. ნინიას ორსულობა მშობლებისგან არ გაუგია.მაშინ მიხვდა როცა მხიარულად მოსეირნე გოგოს ლევანი მუცელზე მოეფერა და ნინიამ მისთვის აქამდე საძულველი სუში მიირთვა.უარესად შეაწუხა სინდისმა.ახლა დაფიქრდა და ახლა დაიწყო მიზეზის ძებნა მისი და ლევანის დაპირისპირების.საიდან მოდიოდა და რატომ?ამის მიზეზი კი აუცილებლად წარსულში უნდა ეძებნა.იმ დღესვე მოითხოვა ციხეში ძველი ძმაკაცის -ოთო ნიკურაძის ნახვა,მაგრამ ცნობა იმის შესახებ რომ ის ცოტა ხნის უკან ციხეში მოკლეს მეხის გავარდნას ჰგავდა.ახლა უარესად დაიბნა ბიჭი და იმ დღესვე გაემგზავრა დემეტრე ბექაურთან ერთად ყაზბეგში....

ერთი თვე ხდებოდა რაც დემეტრე ბექაური ყაზბეგში გადავიდა.წლების უკან დედამ შეაფარა აქაურობას თავი,ახლა შვილი გაემგზავრა იქ საკუთარი თავის საპოვნელად და სიმშვიდის მოსაპოვებლად. მასთან ერთად იყვნენ სოფო,მაიკო და მომვლელი ქალი,რომელიც სოფოს სამკურნალო პროცედურებს უტარებდა,რომ კუნთების ატროფია არ დაწყებოდა და ტონუსში ყოფილიყო. გაუჭირდა გიორგი გიგაურს ცოლ-შვილის იქ გაშვება,მაგრამ მათი თბილისში დატოვებაც არ იქნებოდა.გოგო სუფთა ჰაერს და სიმშვიდეს საჭიროებდა,აქ კი არც ერთი არ ჰქონდა,ჟურნალისტებიც არ ასვენებდნენ...
ყოველდღე ასეირნებდა დემეტრე ბიძაშვილს.ესაუბრებოდა ათას რამეზე. იხსენებდნენ ძველ დროს ესოდენ მხიარულს და ბედნიერს.მართალია გარეთ უკვე საგრძნობლად ციოდა,მაგრამ თბილად ჩააცმევდა და არ აცდენდა არც ერთ წუთს.ცდილობდა მისთვის ყველაფერი მოეყოლა რაც კი ხდებიდა ირგვლივ..
გრძელ სკამთან გააჩერა ეტლი,სოფოს წინ ჩამოჯდა,პლედი შეუსწორა და სევდიანი სახით მიაჩერდა გოგოს.
-ისევ შენთან ვარ.ისევ ერთად.საერთოდ ყოველთვის სხვანაირები ვიყავით ჩვენ,ყოველთვის უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის.უფრო სწორად შენ ჩემი სულის სარკე იყავი..არა ახლაც ხარ...ვერ ვისაუბრებ წარსულ დროზე.მჯერა რომ გამოჯანმრთელდები.შენ არასოდეს არ დანებებულხარ.ყოველთვის იბრძოდი და გმირულად იტანდი ყველაფერს და ვიცი ამასაც ისევე გადაიტან როგორც სხვა დანარჩენს...ნეტავ შემეძლოს...ნეტავ შემეძლოს რომ მე ვიყო შენს ადგილას.ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე გაგიცვლიდი ადგილს.. სიცოცხლეს დავთმობდი იმისთვის რომ წარსული დაბრუნდეს და ისევ ისე მაღვიძებდე როგორც მაშინ,როცა მარო ბებოც ცოცხალი იყო.გახსოვს დილაობით რომ შემომივარდებოდი და გაყინულ წყალს მასხავდი სახეზე...ჩემი ღრიალი ისმოდა მთელ სახლში,მერე კი შენ აღმოჩნდებოდი დუშის ქვეშ და იქამდე კიოდი, სანამ სულ არ დაგასველებდი..რამდენჯერ ავიკიდე ფილტვების ანთება ამის გამო ორივემ,მაგრამ ჯიუტად მაინც ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე,რადგან მხოლოდ შენ ხედავდი ჩემს ნამდვილი სახეს...ახლა დავბრუნდეთ სახლში,აცივდა და ხელები გაგეყინა.არ გაცივდე.კიდევ გჯეროდეს რომ ყოველთვის,მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგითბობ ხელებს,სულ მეჭირება და არასოდეს გაგიშვებ.არ მოგცემ დანებების უფლებას..დემეტრემ ხელებზე აკოცა და სახლისკენ წაიყვანა..
-მოხვედით შვილო?-შეეგება მაიკო
-კი,მივედით ბიცოლა,სოფოს ვარჯიშის დროა.მე კი მონასტერში უნდა ავიდე.წირვა იწყება..
-ფრთხილად იყავი შვილო,-ქალმა პირჯვარი გადასახა და უკან დაადევნა ლოცვა,მერე სამზარეულოში გავიდა და სადილის მომზადებას შეუდგა.მალე მანქანის ხმა მოისმა გარედან,ფანჯარაში გაიხედა, მაშინვე იცნო უმცროსი ბექაური და დუდა. სიხარულით გაუღო სახლის კარი და შეეგება.
-როგორ გამახარეთ,-გადაკოცნა ორივე მორიგეობით.
-ჩვენც გვიხარია ქალბატონო მაიკო.-დუდამ საკვები პროდუქტებით სავსე პარკები მაგიდაზე დააწყო და ბუხარს მიეფიცხა.
-რატომ შეწუხდით?რა საჭირო იყო ამდენი რამის ყიდვა.ისედაც ყველაფერი საკმარისი გვაქვს..
-რა შეწუხებაა ბიცოლა..წავალ მე სოფოს წავეჭორავები,მანამდე კი თქვენ ისაუბრეთ.მალე მოვალ.

თამარმა ფრთხილად შეაღო ოთახის კარი,სოფოს არ ეძინოს და არ გავაღვიძოო,მაგრამ გოგო საწოლზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა.მხოლოდ თვალების მოძრაობით გაიხედა მისკენ და მამიდაშვილი რომ დაინახა,ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. ბექაური გვერდით მიუწვა სოფოს,გული კიდე ერთხელ მოუკვდა მისი ნახვისას...
-ჩემო ლამაზო,ჩემო უსაყვარლესო,დღესაც მოვედი.ახალი ამბები მოგიტანე ისევ.ხომ იცი რომ ჩემს ირგვლივ ვატრიალებ სამყარის და რა გასავირია რომ ამ ერთ კვირაში რაც არ ვყოფილვარ,უამრავი რამე მოხდებოდა...ხო,ბოლოს რომ ვიყავი იმას გიყვებოდი რომ მე და დუდა ძალიან კარგად ვართ.თვითონაც არ მჯერა რომ ასე ვუყვარვარ და ასე მიყვარს.ხანდახან ღამე მეღვიძება შეშინებულს და ვფიქრობ რომ სიზმარი ხომ არაა თქო.მაგრამ მერე დუდას მოწერილი შეტყობინებები და ზარები რიმ მხვდება,ვხვდები რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდება,ერთადერთი შენ აკლიხარ ამ ყველაფერს..იცი იმ დღეს სახლში დავპატიჟე დუდა.მე კი არა უფრო სწორად დედამ დაპატიჟა უკეთ გაცნობა უნდათ მისი..უნდათ დარწმუნდნენ რომ ნამდვილად ვუყვარვარ თუ არა,მაგრამ რათ მინდა მათი დარწმუნება,როცა ამ სიყვარულს მის თვალებში ვხედავ.საერთოდ თვალები ადამიანის სულის სარკეა და იქ ყველაფერი ირეკლება-სიყვარულიც და სიძულვილიც.ასე რომ თუ კარგად დააკვირდები ყველაფერს დაინახავ..
კიდევ ერთი რამე უნდა გითხრა თორნიკე სახლიდან წამოვიდა.ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.ახლა დუდასთან მუშაობს ისიც.მშობლებთან უთანხმოება მოუვიდა.არ ვიცი რა დააშავეს მათ,მაგრამ ის ძალიან განიცდის,ნერვიულობს,არ იმჩნევს, მაგრამ ვხვდებით.ჩვენ რომ გასართობად მივდივართ სადმე,ის არ მიდის,სახლში რჩება,..ვინ იცის რას გრძნიბს და როგორ სტკივა ამ დროს,ალბათ ვერც კი მივხვდებით ამას.შენი ნახვა უნდა..გპირდები მოგიყვან.აუცილებლად სეგახვედრებთ ერთმანეთს.მე რის თამარ ბექაური ვარ ეს რომ ვერ შევძლო. მჯერა რომ თქვენ ერთმანეთის წამალი ხართ.რადგან სიყვარული ხომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ყველაფერს კურნავს. წავალ ახლა,ბიცოლას დაველაპარაკებით თორნიკეზე,თორემ ისე არაფერი გამოვა,ჩემს გადარეულ ძმას რომ არ შეეჩეხოს მეტრეველი,ამაში ვიღაც უნდა დაგვეხმაროს.მაიკოზე კარგად კი ვერავინ დაგვეხმარება..

დუდას უკვე დაეწყო საუბარი და ქალი შემზადებული იყო.უფრო გაუადვილდა საქმე გოგოს.თამარმა ქალი გვერდით მოისვა,ცოტა შეისვენა და დაიწყო.
-ბიცოლა,სანამ დემეტრე ჩამოვა,მინდა დაგელაპარაკო.მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.მოდი დაჯექი.ახლა რასაც გეტყვი,პირობა მომეცი რომ არ გაბრაზდები და სოფოს გამო თავს შეიკავებ.
-მაშინებ თამრი.
-საშიში არაფერია,პირიქით,შენც დათანხმდები რომ გაიგებ ამ ყველაფერს. მოკლედ ერთი ბიჭია,დუდას ბავშვობის მეგობარი.მას სოფოს ნახვა უნდა.
-კი მაგრამ ამაში რა არის გასაბრაზებელი?
-შეიძლება არც არაფერი,მაგრამ მას სოფო უყვარს.ვიცი სოფოსაც უყვარდა და უყვარს.გაუხარდება მისი ნახვა,იქნებ ამან მასზე კარგად იმოქმედოს...
-ვინ არის ის ბიჭი?
-თორნიკე მეტრეველი.გაგებული გექნება მასზე.
-მეტრეველი?-ქალმა გვარი გაიმეორა და უცნაური რეაქცია ჰქონდა.თამარს გაუკვირდა,მაგრამ არაფერი უკითხავს.-ზუსტად იცი რომ სოფოსაც უყვარს? აბა რატომ ამბობენ რომ გუგას შეყვარებული იყო?
-შეყვარებული თუ იყო,იმას არ ნიშნავს რომ მასაც უყვარდა...
-რა ხდება ჩემი შვილის თავს თამრი?
-ძალიან ჩახლართული ამბავია.ახლა ამის დრო არაა.უბრალოდ მითხარი ხვალ რომ მოვიდეს ნებას დართავ ნახოს სოფო?
-ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ,რომ ჩემი შვილის კარგად ყოფნა და ბედნიერება მინდა.-დაეთანხმა მცირე ყოყმანის შემდეგ..
-მაშინ ხვალ შენ ზარს დაველოდები.დემეტრემ არ უნდა ნახოს.ეკლესიაში რომ წავა,დამირეკე და მოვალთ.ყაზბეგში ვართ,ჩვენს სასტუმროში..
-კარგი თამრი.
-მაშინ მეც წავალ,დუდა გარეთ მელოდება,თან დემე მოვა და აღარ მინდა მორიგი კამათი მასთან.-წამოდგა გოგო.
-ბოლო პერიოდში ის ძალიან შეიცვალა,ასე ნუ უყურებთ.მასაც სტკივა და ისიც განიცდის ამ ყველაფერს.ცოდოა,შეიცოდეთ...
-სანამ კარგად არ გაანალიზებს რა შეცდომები დაუშვა და ყველაფერს არ გამოასწორებს,მანამდე მას ხმას არ გავცემ..
-ასე არ შეიძლება,თქვენ და-ძმა ხართ.ერთი სისხლი გაქვთ?როგორ შეიძლება რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდეთ.
-შევრიგდებით ბიცოლა,შევრიგდებით,მაგრამ ჯერ ცოტა იწვალოს-გაეცინა გოგოს და სახლიდან გავიდა,გარეთ დუდა ელოდა.მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ქალი იქამდე იდგა აივანზე,სანამ თვალს არ მიეფარნენ.მერე თავისთვის ჩაილაპარაკა.
-მომკლავენ სოფო და გიორგი,ეს რომ გამიგონ,მაგრამ ჩემი შვილი უფრო მნიშვნელოვანია და მისი ჯანმრთელობა.და თუ მისი საშველი არსებობს და ეს მტრის შვილია,ამაზეც თანახმა ვარ.-ჩაილაპარაკა თავისთვის და სოფოსთან შევიდა..
მაშინვე მიხვდა დემეტრე,როგორც კი დაბრუნდა რომ სტუმრები ჰყავდათ.თუმცა არ უკითავს ქალისთვის ვინ იყვნენ.ისედაც მიხვდა.ბერდია და ნიკუშა მაშინვე დაურეკავდნენ.ესეგი თამარი იყო,ან ნინია და ქისტაური.უხმოდ განმარტოვდა თავის ოთახში.მამაოსთან საუბარმა თითქოს დაამშვიდა.საკუთარ თავს ნელ-ნელა უბრუნდებოდა.გვანცა გაახსენდა.უეცრად ძალიან იგრძნო მისი მონატრება. იმდენად ეტკინა უიმისობა რომ ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა რომ დაერეკა.მისი ხმა გაეგო.თუმცა შეეშინდა.ისევ საკუთარი თავის შეეშინდა და აკრეფილი ნომერი წაშალა.
მეორე დღეს,დილის პროცედურების მერე,სოფო გაასეირნა,ამჯერად ცოტა ელაპარაკა თავის გრძნობებზე და განცდებზე.
-წუხელ,თითქმის მთელი ღამე არ დამეძინა,გვანცაზე ვფიქრობდი.ბოლო პერიოდი მასზე ფიქრები სასწაულად შემომაწვა.ვერ ვიშორებ.ისიც დავტანჯე..ისიც გავაუბედურე.არადა ხომ ვიცი როგორ ვუყვარვარ.ამდენი წელი როგორ ატარა გულით ჩემი სიყვარული.მე კიდევ მასაც ვუღალატე,ამ სიყვარულსაც და საკუთარ თავსაც..შენც გიღალატე,ჩემი ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი გავიმეტე ტანჯვისთვის..
მერე უცებ დააბრუნა გოგო სახლში და სადღაც წავიდა.ვერ მოთოკა თავი.მაინც ჩამოვიდა თბილისში და მაინც ნახა საყვარელი ქალი.ოღონდ პირისპირ მისვლა ვერ გაბედა და შორიდან უყურა.კარგად შეამჩნია გვანცას ჩამქრალი თვალები.მიუხედავად იმისა რომ იცინოდა,მაინც არ იყო ისეთი,როგორსაც დემეტრე იცნობდა....
მაიკომ მაშინვე დაურეკა თამარს..ნახევარ საათში სამეულმა სახლის კარი შეაღო და მასპინძელს მიესალმნენ.ქალი თვალს არ აშორებდა მეტრეველს და მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.
-გამარჯობათ ქალბატონო მაიკო,როგორ ბრძანდებით?
-კარგად დუდა,შენ როგორ ხარ?ვერ დაივიწყე ხო ეს ზრდილობიანი ფორმა და ვერ გადავედით შენობითზე ყველანაირი ქალბატონოების გარეშე.-გაეცინა მას.
-რას ვიზავთ.მიჭირს შეგუება.-გაუღიმა ბიჭმაც.-ეს ჩემი მეგობარია თორნიკე მეტრეველი.
-მაიკო გიგაური,-გაეცნო ქალი და ხელი ჩამოართვა.
-სასიამოვნოა ქალბატონო მაიკო.
-წავალ სოფოს მოვამზადებ და მოვიყვან,დამელოდეთ,-გავარდა ბიძაშვილის ოთახისკენ თამარი
-დასხედით,-სკამზე მიუთითა ქალმა.ბიჭები მორიდებით ჩამოსხდნენ.დაძაბულები იყვნენ,განსაკუთრებით მეტრეველი და მომავალი შეხვედრის მოლოდინში წამებს ითვლიდა.ქალი თვალს არ აშორებდა.ეჭვის თვალით უყურებდა.მიზეზიც ჰქონდა ამის.ვინ იცის რას ფიქრობდა გულში,მაგრამ ყველანაირი ფიქრები გაქრა,როცა შვილის თვალებში სინათლის სხივი დაინახა მისი დანახვისას.ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ქალ-ვაჟი და თვალს არ აშორებდნენ.ყველა ხედავდა სოფოში მომხდარ ცვლილებას თორნიკეს დანახვით რომ იყო გამოწვეული..
მართალი ყოფილა როცა ამბობდნენ სიყვარული სამყაროს მამოძრავებელი ძალააო და მაიკომაც ირწმუნა რომ შეიძლებოდა მეტრეველის სიყვარულს მისი შვილი ამ ქვეყნად დაებრუნებინა..
ფანჯრიდან უყურებდა როგორ ასეირნებდა ბაღში სოფოს ბიჭი და როგორი სითბოთი სავსე თვალებით უყურებდა.ცრემლები მოადგა.ალბათ ამას ვერასოდეს წარმოიდგენდდა რომ მისი ოჯახის მტრის შვილის ხელში იქნებოდა სოფოს მომავალი.
ბაღის შუაში გაჩერდნენ.თორნიკე მის წინ ჩამოჯდა,სოფოს ხელები დაუჭირა და თვალებში მიაჩერდა.
-ხომ შეგპირდი მოვალ-თქო და მოვედი..არ ვიცი საიდან გავაგრძელო საუბარი ან რა გითხრა.როგორც ყოველთვის სათქმელი ბევრია.მოსაყოლიც.მაგრამ მე თავს ვერაფერს ვაბავ ისე ვარ შენით შეპყრობილი.შენი სიყვარული,შენი არსებობაც კი ბედნიერებაა ჩემთვის.როცა ვიცი რომ სამყაროში ერთი ვარსკვლავი მაინც ანათებს ჩემთვის,ჩემნაირი უბედური ადამიანისთვის და მომავლის იმედს და ცხოვრების გაგრძელების მიზეზს მაძლევს...ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა თავდავიწყებით შეგიყვარდება და მის გამო სამყაროს დაუპირისპირდებიო,არ დავიჯერებდი.მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა,რომ რაღაც განსაკუთრებული მელოდა წინ და აჰა,შენც გამოჩნდი.ისევე უეცრად და განსაკუთრებულად,როგორიც შენ ხარ...შენი ანთებული თვალები ჩემთვის ყველაფერია.აი ახლაც რომ ხედავდე როგორ გიბრწყინავს,რომ შეგეძლოს ჩემი თვალით შენი დანახვა,მიხვდებიდი რა ანგელოზი ხარ.მე კი დემონი ვიყავი აქამდე და შენ მომაბრუნე ამ სამყაროსკენ.,რადაც არ უნდა დამიჯდეს,იმდენს ვიზავ რომ ფრთები დაგიბრუნო და გაფრენის უფლება მოგცე,შენ ისევ ისეთი სოფო უნდა დაგვიბრუნდე,უამრავ ადამიანს სჭირდები.მეც მჭირდები.მე შენი სიყვარული მჭირდება იმიტომ რომ ფეხზე მყარად დგომა შევძლო.იმისთვის რომ არსებობა შევძლო.იმისთვის რომ ბედნიერება შევძლოთ ისე როგორც ნინია და ლევანი.როგორც დუდა და თამარი.ვიცი არც ერთის ბედნიერება არ იქნება სრულყოფილი, თუ შენ არ იქნები მათ გვერდით.არ იმჩნევენ მაგრამ ძალიან განიცდიან ისინიც.მითუმეტეს ნინიასთვის ნერვიულობა არ შეიძლება.გეცოდინება ალბათ.პატარას ელოდებიან.ასეთი ბედნიერი ჩემი ძმაკაცი არასოდეს არ მინახავს.დაფრინავს სიხარულით.ვიცი ამ სიხარულს შენც იზიარებ,მაგრამ მე მინდა რომ ერთად გავიზიაროთ ყველაფერი.ერთად გადავლახოთ ცხოვრების სიძნელეები....არ შემიძლია,გესმის არ შემიძლია უშენოდ,ჩემს წარსულს ვერასოდეს დაგარქმევ...იმიტომ რომ შენ სულ ჩემს გულში იქნები.
-„შენც ჩემს გულში დარჩები სამუდამოდ,სიკვდილის ბოლო წუთამდე.“-გაიფიქრა სოფომ.თავს ძალას ატანდა,მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილა ენა და ვერ შეძლო ამის თქმა.დაიძაბა და თვალებში ცრემლი მოადგა.არ გამორჩენია მეტრეველს. ცერა თითებით მოსწმინდა,ხელში აიყვანა,მუხლებზე დაისვა და ძლიერად ჩაიხუტა..
უყურებდა ამას მაიკო და მასაც ეტირებდა.მხარზე ხელის შეხება იგრძნო.არ მოუხედავს.იცოდა თამარი იყო.გოგო ზურგიდან მოეხვია.
-ამხელა სიყვარულს როგორ ატარებს გულით,რომ ჩემი შვილის გამო თანახმაა ხელში აყვანილი ატაროს ატაროს ის?
-საზღვრები არ აქვს თორნიკე მეტრეველის სიყვარულს,-უპასუხა თამარმა.

*******
ვერც დემეტრე ბექაური ისვენებდა.უნებურად ისიც და თორნიკეს ერთმანეტის მეკავშირეები გახდნენ,ისე რომ არც ერთმა არ იცოდა ეს და სოფოს გამოჯანმრთელებას ორივე გულით ცდილობდა.
-ბიცოლა,მე და სოფო მივდივართ,გაამზადე გთხოვ.
-სად მიდიხართ?-გამოსძახა ქალმა სამზარეულოდან და მერე თვითონაც გამოჩნდა.
-ეკლესიაში.
-ცუდი ამინდია შვილო.მგონი წვიმას აპირებს..
-მაგ წვიმას არაუშავს.იწვიმებს და გადაიღებს.იმ წვიმას რა ეშველება სულში რომ არის და გადაღებას არ აპირებს?
-ეჰ დემე,დემე..ჩაილაპარაკა ქალმა და შვილს თბილი ტანსაცმელი ჩააცვა.
ერთ საათში დემეტრემ და სოფომ გერგეთის სამების კარი შეაღეს.თბილი ღიმილით მიესალმა მამაო,სოფოს პირჯვარი გადასახა და მისთვის ლოცვა წაიკითხა.მერე წირვა დაიწყო.მასთან ერთად ლოცულობდა ბექაურიც.ბოლოს ორივე ეზიარა,ხალხი ბევრი არ იყო,მალე დაიცალა იქაურობა და მარტო დარჩნენ ორნი.
-ღმერთო გევედრები დაგვეხმარე.მომიტევე მე ცოდვილს,ცოდვანი ჩემი ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილნი..უფალო დამეხმარე,მაჩვენე სწორი გზა.მომეცი ძალა რომ დავეხმარო სხვებს.უფალო გთხოვ გამოაჯანმთელე სოფო და თუ გინდა ჩემი სიცოცხლე წაიღე სანაცვლოდ.არ დამენანება მისთვის..
უფალო გთხოვ დაიფარე ჩემი და,ჩემი თამარი.ჩემი მხიარული და კეთილი გოგო.ბედნიერი იყოს იმ ბიჭთან ერთად..
უფალო გთხოვ დაიფარე ნინია,მშვიდობით ჩაიაროს მისმა ორსულობამ და მშობიარობამ.იყოს ჯანმრთელი ისიც და მისი შვილიც.ბედნიერი იყოს ქმართან ერთად.უფალო დაიფარე ყველა,ჩემი საყვარელი ადამიანი, ბოროტისაგან და ავისაგან.არ მოაკლო შენი მფარველობა..
-შვილო,უკვე გვიანია,უკან უნდა დაბრუნდე,არ დაგავიწყდეს მარტო არ ხარ და წვიმას აპირებს..
-მივდივარ მამაო,-გაუღიმა ბიჭმა
-დემეტრე,გახსოვდეს ერთი რამე ადამიანი შეცდომას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უშვებს,უშეცდომო არავინაა,არც არვინ არ უნდა განვსაჯოთ.მთავარია დროზე მივხვდეთ ამ შეცდომას და მისი გამოსწორება შევძლოთ.
-მართალი ხართ მამაო,ვიცი..ცუდია რომ არავინ მომისმინა,არავინ დაინტერესდა ჩემი ასეთი საქციელის მიზეზი რა იყო,ყველა მაშინვე მომდგა და პასუხისგებაში მიმცა.
-ნურავის უსაყვედურებ და ნურავისზე გაბრაზდები...მოიქეცი ისე რომ მოგისმინონ, აუხსენი მათ ამის მიზეზი, ნუ იხევ უკან,მე ხომ მომიყევი?ხოდა მათაც გააგებინე ეს...
-ვეცდები მამაო.-ბიჭი ხელზე ემთხვია მას და მერე უკან წამოვიდა სოფოსთან ერტად.
-სისხლი გიდუღს,ახალგაზრდა ხარ ჯერ,დრო მოვა და შენგან დიდი კაცი დადგება.მე მჯერა ამის.შენ დიდ გმირობას გამოიჩენ.ყველა იამაყებს შენით..-მამაომ ჩაიღიმა და პირჯვარი გადასახა დაღმართზე მიმავალ ბიჭს...
******
„-წვიმიანი დღეა,გარეთ ვერ გავალთ,დღეს აქ ვიჯდები შენთან ერთად და ოთახიდან დავტკბები ამ სილამაზით.აი ხედავ.რამდენიმე თვე გავიდა რაც ერთმანეთს ვიცნობთ.ეს კი ჩვენი პირველი წვიმიანი დღეა..ბუნებაც ჩემნაირი მტირალა ყოფილა,ჩემს გულშიც წვიმს შენ რომ ასე ხარ..მაგრამ მჯერა რომ გამოიდარებს,გამოიდარებს და შენც გამოჯანმრთლდები...ხომ იბრძვი ამისთვის? არ გაბედო დანებება კარგი?არ გაბედო... მეტრეველი სოფოს ოთახში იჯდა,მისთვის ხელი მოეხვია და გულზე მიეკრა. ერთი კვირა ხდებოდა თითქმის ყოველდღე აქ იყო,როცა დემეტრე მიდიოდა,ის მოდიოდა.მაიკო ურეკვდა..“


„-დღეს წვიმამ გადაიღო,მაგრამ ნისლი მაინც დარჩა..ასეა ცხოვრებაშიც. განაცდელი ყოველთვის ტოვებს ნაკვალევს.წარსული უკვალოდ არასდროს ქრება.მის ნაკვალევზე გვიწევს ცხოვრება და სიარული და მათ შეცდომებზე ჩვენ გვიწევს პასუხისგება.. ამის ბრალია შენი ასეთი მდგომარეობაც..ისინი რომ არა, ვინ იცის იქნებ არც გუგა გამოჩენილიყო და არც თქვენებთან აგვრეოდა ურთიერთობა..ვინ იცის რა იქნებოდა...“

„-ნახე თოვას იწყებს,რა ლამაზია არა?გინდა გარეთ გავიდეთ?კარგი,მოდი ჩაგაცმევ და წავიდეთ?-თორნიკემ გოგოს თბილი ტანსაცმელი ჩააცვა,ეტლში ჩასვა და გარეთ გავიდნენ...
უზარმაზარი ფიფქები მოდიოდა და ორივეს სხეულზე ეყრებოდა.ხელები გაშალა მეტრეველმა,მაღლა აიხედა და რამდენჯერმე დატრიალდა ჰაერში.
-ამ წამს შენც რომ ასე იყო რას არ დავთმობდი.მაგრამ მოიცადე ერთი წუთით..
ბიჭმა ხელში აიყვანა გოგო.მაგრად მიიხუტა მკერდზე და მასთან ერთად დატრიალდა.
-მზად ვარ შენთან ერთად ასე შემოვიარო სამყარო. წვიმაშიც, თოვლშიც, ქარიშხალშიც.მზეშიც...მკლავს იმაზე ფიქრი რომ უძლური ვარ ამ ყველაფრის წინაშე.უსუსურობის განცდა მაგიჟებს,არადა შენ ამას არ იმსახურებ.არაა..-უკვე ჩურჩულებდა ბიჭი და გოგოს უფრო მეტად იხუტებდა.“
*********'*

დანაშაულის საღამო.
გუგასგან რომ არაფერი ისმოდა რაღაცნაირად ანერვიულდა ბიძამისი.ნერვულად დააბიჯებდა სახლში და დაცვის წევრებისგან ინფორმაციას ელოდა.მომხდარზე რომ შეატყობინეს,ჯერ დაიბნა,მერე კი ყვირილს მოჰყვა და აქეთ-იქით დაიწყო ნივთების სროლა..
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ეს როგორ მოხდა.ეს შეცდომა როგორ დაუშვა?იმ გოგოს როგორ გადააყოლა ამდენ ხანს დაგეგმილი შურისძიება.გავგიჟდები,ნამდვილად გავგიჟდები.შე არანორმალურო,საკუთარ ვნებებს როგორ დაემონე,გუგა როგოოორ?
-ბატონო,იმ გოგოს მისი სახლიდან ყველაფერი წაუღია,ვეძებეთ,მაგრამ ვერც დანაშაულის ადგილზე ვიპოვეთ,სად დამალა არც პოლიციამ არ იცის
-კარგად მოძებნეთ,იქ დატოვებდა სადმე,ვერსად წაიღებდა.-იყვირა ისევ...
-ჩვენი ბიჭები იქ არიან და ისევ ეძებენ...
-არ დაბრუნდეთ ისე,თუ არ იპოვით,..და გამირკვიეთ ეს ვინ ჩაიდინა.როცა გააარკვევთ,ჟურნალისტებს მიაწოდეთ ინფორმაცია და საქმე ისე მოატრიალონ რომ ვითომ გუგა და სოფო იმ გოგოს თაყვანისმცემელმა გაიმეტა ასე..არსად გაჟღერდეს ჩემი სახელი.
-დიახ ბატონო,-დაცვის უფროსმა მარტო დატოვა კაცი...
მეორე დღეს ტელევიზიით გაჟღერდა ვისი ჩადენილი იყო ეს. დამნაშავის გვარის მოსმენისას კინაღამ ინფატქი მიიღო.სასწრაფოდ გადარეკა სესილისთან და მისვლა სთხოვა.
ქალსაც უკვე მოესმინა ეს ამბავი და ქმართამ მორიგი ჩხუბის მიზეზიც გამოუჩნდა.
-ვერაფრით მოვიშორე ეს დაწყევლილი გვარი,ხედავ ახლა შენს შვილს ერჩიან.ამას ვერ დავიჯერებ რომ თორნიკემ ეს ჩაიდინა,თანაც ეჭვიანობის ნიადაგზე და თანაც იმ გოგოს სიყვარულის გამო.
-დაწყნარდი და დამაცადე ყველაფერი გავარკვიო.ნუ ყვირიხარ.-ტელეფონი მოიმარჯვა ზაზამ.
-ჩემი შვილიც შეიწირეს,შვილიც გამიუბედურეს,რა მეშველება,რა გავაკეთო?.
ზაზა მაისურაძესთან რეკავდა,მაგრამ კაცი არ პასუხობდა ტელეფონს.შეტყობინება დაუტოვა და მერე პირდაპირ განყოფილებაში წავიდა.იქნებ რამე გავარკვიოო. სესილი სახლში დარჩა.ნერვიულობდა და კედლებს აწყდებოდა შვილზე დარდით.მერე ვეღარ მოითმინა,ჩაიცვა და გარეთ გავიდა.პირველივე ტაქსს გაუქნია ხელი.საავადმყოფოს მისამართი უკარნახა.
-ამას განანებ სოფო გიგაურო.შენც და შენს ძმისშვილსაც გაგანადგურებთ. მიწასთან გაგასწორებთ,არ დაგინდობთ,-იმუქრებოდა გონებაში და გეგმებს სახავდა რას იზავდა,როცა იქ მივიდოდა..
შორიდან დაინახა ქალი.განადგურებული ჩანდა,მაგრამ არ იმჩნევდა.კარგად დაინახა როგორ გახდა ცუდად მაიკო,როგორ წაიყვანეს პალატაში,როგორ იკამათეს ზეზვამ და მისმა შვილმა,როგორი დაძაბული სიტუაცია იყო იქ და ის იყო თვითონაც უნდა მისულიყო,რომ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
-სასწრაფოდ ჩემთან გელოდები.-მოესმა კაცის ხმა და გაუთიშა კიდეც.
-შენღა მაკლდი.-ჩაისისინა და უკან წავიდა.
ნახევარ საათში მის ვილასთან იყო და მის წინაშე წარსდგა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ შენი შვილი ამ საქმისგან გაგერიდებინა,ახლა რა ვქნა რა გავაკეთო?
-ვერ მიგიხვდი..
-რას ვერ მიხვდი,ბიჭი რომელიც შენმა შვილმა იმ გოგოს გამო სცემა გუგაა.
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ქალს...
-ხო,ასეა,ახლა რა ვქნა?მითხარი როგორ მოვიქცე?ამდენ ხანს დაგეგმილი შურისძიება წყალში ჩამეყარა.ერთმა თავის საქმე ვერ შეასრულა,მეორემ ცხვირი იქ ჩაყო სადაც არ იყო საჭირო.
-გთხოვ ჩემ შვილს არაფერი დაუშავო,გევედრები ვახო.
-აბა რა ვქნა?
-რამეს მივიფიქრებ,ამ საქმიდან მე თვიტტონ გავიყვან მას,მე მოვაგვარებ.
-ეს ბოლო შანსია იცოდე.
-გასაგებია,
-ახლა წადი,არ მცალია,იმაზე უნდა ვიფიქრო როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი.ჯანდაბა,არავის არაფერი არ უნდა დაავალო,ყველაფერს თვითონ უნდა მიხედო ადამიანმა რაა.მერე დაცვის უფროსს დაუძახა და ბექაურის სასტუმროს მისამართი უკარნახა.
მეორე დღიდანვე დაიწყო სესილიმ შვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა.მასთან დაკავშირებას ცდილობდა,თუმცა ამაოდ,ბიჭი არც ტელეფონს პასუხობდა და ვერც მისი ასავალ-დასავალი გაიგო.ერთი ის მოახერხა რომ ადვოკატი აიყვანა,რომელიც მის დაუსწრებლად ცდილობდა სასამართლოზე დაცვას.
საბოლოოდ მაინც მიუსაჯეს,ოღონდ მაისურაძემ იმდენი ქნა,რომ მაინც გაამართლა ნათლული.ბოლოსდაბოლოს ამ უბადრუკ ქვეყანაში ისევ ჭრიდა ნაცნობობა...
ციხეში რომ მოინახულა შვილი,არც ისე ზრდილობიამად დახვდა თორნიკე. მითმეტეს რომ სოფოზე ათასი სისულელე და სისაძაგლე უთხრა.ბიჭმა უსმინა,უსმინა და ბოლოს ისეთი რაღაც უთხრა,რომ ქალი ჭკუიდან გადავიდა.
-დედა ხარ და ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ უნდა გითხრა,საკუთარ უთავმოყვარეობას გადაგავყოლე მეც,მამაჩემიც და შენი ბედნიერებაც.რა უფლებით მიკითხავ მორალს და მეუბნები რომ უნდა დავშორდე სოფოს და ახლოს არ გავეკარო?ჯერ ერთი ერთად არ ვართ,მერე იცი რა მდგომარეობაშიცაა ის და არავინ იცის გადარჩება თუ არა.საბოლოოდ კი იმას გეტყვი რომ უკვე საკმარისად დიდი ვარ რომ შენი რჩევა გავითვალისწინო ან შენს ბრძანებას დავემორჩლო.
-მე არასოდეს მივიღებ იმ დაწყევლილი გვარიდან გოგოს რძლად.
-მაშინ მე სხვა გზა არ მექნება და არჩევანს მის სასარგებლოდ გავაკეთებ.
-ესეგი ასე ხომ?ეს შენი ბოლო სიტყვებია?
-კი გადაწყვეტილებას არ შევცვლი..
-ამდენი გოგოა და რაღა მაინცდამაინც ის აირჩიე?რაღა მაინცდამაინც ის შეგიყვარდა?
-მამაჩემის ისტორია ჩემში მეორდება ხედავ?მაგრამ ამჯერად არ გამოგივა.მართალია ის სოფო ადვილად ჩამოიშორე,მაგრამ შენი ბრალი არაა.მამაჩემია სულელი და ლაჩარი.უკვე მიხვდი რომ მას არ ვგავარ და საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლას ვაპირებ..
-მაშინ მოემზადე,ამ ბრძოლაში არც შენ არ დაგინდობ..წამოდგა ქალი და წასასვლელად მოემზადა.
-შენ დედობის ღირსი არ ხარ.არ იმსახურებდი ამას,ცუდია რომ ამის უფლება შვილებს არ გვაქვს.არჩევანი მეც რომ მქონოდა, არასოდეს აგირჩევდი დედაჩემად.
ქალი ადგილს მიეყინა ამ სიტყვებს არ ელოდა.ახლა საბოლოდ მიხვდა რომ ცხრა თვე შვილის მუცლით ტარება არ გაძლევს უფლებას დედამისად იწოდებოდე.დედობა სულში უნდა გქონდეს გამჯდარი,ეს კი მას არასოდეს ჰქონია...
მერე იყო დანარჩენი,,მეტრეველის ციხიდან გამოსვლა,,სოფოს ყაზბეგში გამგზავრება,დანარჩენების ვიზიტები მასთან და იმედი იმისა რომ ოდესმე მასაც იხილავდნენ ისევ ისეთს როგორც ადრე იყო...
*********
დათას არ ყოფნა საშინლად შეეტყო კომპანიას.არც დემეტრე იყო.მხოლოდ ნიკუშა ეხმარებოდა რეზოს.ადვილად აუღო ალღო ყველაფერს და ადვილად გაერკვა კომპანიის ფინანსურ საკითხებში.ბექაურს გულწრფელად უხაროდა მისი ეს წარმატება.ხშირად სტუმრობდა დათას ციხეში და უყვებოდა შვილის წარმატების შესახებ.
-ალბათ ამის გამო ღირდა აქ მოხვედრა,რომ გამეგო როგორი შვილი გამიზრდია.
-უნდა იამაყო მისით.-სევდიანად უპასუხა რეზომ-აბა დემეტრეს იმედი საბოლოოდ გადამეწურა.
-აბა,აბაა.ასეც არაა.ჩემს ნათლულს შეეშვი შენ.დაგავიწყდა შენი სისულელეები.
-მე ასეთი არ ვყოფილვარ ბიჭო.ადამიანი ასე სასიკვდილოდ არასოდეს გამიმეტებია.წარმოიდგინე ისე ესროლა დუდას თითქოს ადამიანი არ ყოფილიყო ის.ბიჭი რომელიც შეიძლება დღე დღეზე მისი სიძე გახდეს.
-ესეგი ეს საკითხი უკვე გადაწყვიტეს?
-ასეა და რა ვქნა,უყვარს,ჩემს შვილს უყვარს და მე არ შემიძლია ამ ბედნიერებას შევუშალო ხელი.რომც მოვინდომო სოფო არ მომცემს ამის უფლებას.
-როგორც ყოველთვის სოფო ფორმაშია.ამდენი წელია ვიცნობ და არ ყოფილა შემთხვევა რიმ მას არასწორი გადაწყვეტილება მიეღოს..
-სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს
-იამაყე მისით და არ დაგავიწყდეს უნდა იამაყო დემეტრე ბექაურით.ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი დაგვიბრუნდება ის ყაზბეგიდან.
-იქაურობას სხვანაირ გავლენას ახდენს ადამიანებზე და ვიმედოვნებ ისიც შეცვლილი დაგვიბრუნდება..
-იმედი არასოდეს დაკარგო.აი მეც არ ვკარგავ იმის იმედს რომ შეიძლება ხვალ მითხრან რომ თავისუფალი ვარ.-გაიღიმა დათამ და რეზოს მხარზე მეგობრულად შეახო ხელი.
-იმისგან არაფერი ისმის?
-არადა ეს სიჩუმე უფრო მაეჭვებს.წარმოდგენა არ მაქვს რას მოიფიქრებს.
-ყველაფერი კარგად იქნება,-დააიმედა დათამ.
-იმის მაგივრად რომ მაგას მე გეუბნებოდე,შენ მაიმედებ და მამხნევებ.გპირდები,მალე გამოგიყვან აქედან დიდი დრო არ დაგჭირდება.ცოტაც მოითმინე,სულ ცოტა..
-თქვენ იყავით კარგად და მე კიდევ ბევრის მოთმენა შემიძლია.
სასაუბრო ბევრი ჰქონდათ,მაგრამ ციხის ზედამხედველმა დრო ამოიწურაო და ისინიც ნაჩქარევად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
********

სოფოს რომ აცნობეს თქვენთან შეხვედრას ერთი ყმაწვილი ითხოვსო გაუკვირდა, გვერდით გადადო საბუთები და შემოიყვანეთო სთხოვა ასისტენტს.მაშინვე იცნო ის ბიჭი ვისაც სოფოს ცემაში ადანაშაულებდნენ.ისიც გაიხსენა რომ მათ საავადმყოფოში მკურნალობდა და სწორედ მისი ძმისშვილი იყო მისი მკურნალი ექიმი.დაიძაბა.ნეტავ რა უნდაო გაიფიქრა. ბიჭი ნელა მიუახლოვდა მის მაგიდას და მორიდებით მიესალმა...
-დაბრძანდით,-ანიშნა სკამზე სოფოს და მოსასმენად მოემზადა.-გისმენთ?
-ალბათ ახლა ფიქრობთ რატომ ვარ აქ და რა მინდა თქვენთან.მე კი გეტყვით რომ საერთო და სალაპარაკო იმაზე მეტია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
-რა თქმა უნდა სწორედ რომ ამას ვფიქრობ,ძალიან მაინტერესებს რატომ ხართ აქ?
-მაგის კითხვას ალბათ ჯობდა გეკითხათ ვინ ვარ.
-ვერ მიგიხვდით.
-აგიხსნით..ოღონდ ცოტა შორიდან დავიწყებ კარგით?
ქალმა თავი დაუქნია.
-პირველად რომ აქ მოვხვდი არავის უკითხავს მინდოდა თუ არა აქ მოყვანა ან აქ მკურნალობა,მითუმეტეს სიცოცხლე.არც ის უკითხავთ ჩემთვის მაინცდამაინც სოფო უნდა იყოს თქვენი მკურნალი ექიმიო.დამიჯერეთ მაშინ სულ არ ვიცოდი არაფერი. აი მეორედაც შემთხვევით მოვხვდი.ის წყეული ავარია რომ არა,ისევ აქ მოვხვდი და ისევ სოფომ მიხსნა სიკვდილისგან..ღამეები ათენა ჩემთვის როცა წამლები არ მივიღე და სიცხისგან უგონოდ ვიყავი..კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს,ის ჯიუტად აგრძელებდა ჩემს მკურნალობას და ჩემი გადარჩენისთვის ბრძოლას.მე ის მძულდა,მძულდა იმიტომ რომ იმ გვარის წარმომადგენელი იყო,რომელიც ჩვენი მტერი მეგონა.
-ვინ ხარ?რატომ უნდა ვყოფილიყავით ჩვენ თქვენი მტერი?ასეთი რაღაც არავისთვის გვდომებია.
-იმიტომ რომ ამ აზრით მწამლავდნენ მთელი ბავშვობა,იქამდე სანამ სოფოს გავიცნობდი.მე თორნიკე მეტრეველი ვარ,ზაზა მეტრეველის შვილი.
სოფოს ფერი გადაუვიდა სახეზე.ტვინში სისხლი მოაწვა.
-არაფერი არ თქვათ.მე არ მძულხართ..
-სესილიმ კარგად იმუშავა რომ შენც,საკუთარ შვილსაც გაუმწარა ცხოვრება,-თქვა ქალმა დანანებით
-მე ერთი რამე ვიცი.არ ვამართლებ დედაჩემს,არასოდეს დავიჭერ მის მხარეს.მე მამაჩემსაც ველაპარაკე და სიმართლე მომიყვა,როგორ გააკეთა არჩევანი დედაჩემის სასარგებლოდ,მე ყველაფერი ვიცი,მათი სიმართლე ვიცი,მაგრამ არ ვიცი ის სიმართლე რაც თქვენია.რა გაგიკეთათ დედაჩემმა?როგორ დაგაშორათ მამას?
-ამის მიყოლა ჩემთვის ადვილი არაა.ისევ ისე განმიახლდება ტკივილი.
-არც ჩემთვისაა ადვილი.აბა წარმოიდგინეთ საკუთარ მშობლებზე ვთქვი უარი.
-კარგი.ოღონდ არ გამაწყვეტინო.სოფომ შეისვენა,ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო.
-მამაშენი საავადმყოფოში გავიცანი.მაშინ კარიერას ვიწყებდი.საკმაოდ წარმატებული ექიმი ვიყავი.ისე ძალიან შემიყვარდა მის გამო ყველას დავუპირისპირდი და ბევრი რამე დავთმე.ასეთი სიყვარული თუ ვინმეს შეეძლო არ მეგონა.ყოველთვის ვგრძნობდი რომ მისი სიყვარული არც ისე ძლიერი იყო,მაგრამ ვითმენდი,ვითმენდი იმიტომ რომ მჯეროდა როცა ადამიანი გიყვარს უნდა მიიღო და გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არ შეეცადო მის შეცვლას.არც სიყვარული არ უნდა მოსთხოვო.ყველას ისე უყვარხარ როგორც შეუძლია.რამდენიმე თვის მერე შევამჩნიე რომ გაცივდა ჩემს მიმართ და პრობლემებიც დაიწყო..მივხვდი რომ ქალი გამოჩნდა.ვიჩხუბეთ.ჩემგან წავიდა.ძალიან ცუდად ვიყავი.მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებდი.მერე დაბრუნდა პატიება მთხოვა, შევრიგდეთო.მეც ვაპატიე.დაქორწინებაზე დავიწყეთ საუბარი.ვგეგმავდით მომავალს.მაგრამ ისევ თავზე დამემხო ყველაფერი.ერთ დღეს ისევ ადგა და ისევ წავიდა...საბოლოოდ გადამეწურა მისი დაბრუნების იმედი.ამასობაში აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი. გამიხარდა,მეგონა მასაც ჩემსავით გაუხარდებოდა.ყველანაირი სიამაყე დავივიწყე და მასთან წავედი,სიხარულით დავრეკე კარზე ზარი,მაგრამ მაშინვე წყალში ჩამეყარა ყველაფერი.კარი დედაშენმა გამიღო.საშინლად მომექცა,დამამცირა,ათასი სიბინძურე მითხრა.მე და ზაზა შვილს ველოდებით დავქორწინდითო მახარა.განადგურებული წამოვედი იქიდან.სახლიდანაც გამომაგდეს ჩემმა მშობლებმა,ყველამ ზურგი მაქცია.ერთადერთი მეგობარი, ვინც მიმიღო და შემიფარა,თამუნა იყო.ყველას დაუპირისპირდა,მაგრამ ხალხი მაინც ბოროტია და ვერაფრით გავუძელი მათ ბოროტ ენებს.მე მაინც გადავწყვიტე შვილის გაჩენა.ეს მაინც მრჩებოდა მამაშენისგან.
-ესეგი მე და მყავს ან ძმა?რომელია?დემეტრე თუ თამარი?-სახე გაუნათდა ბიჭს.
-არც ერთი.ისინი ჩემი და რეზოს შვილები არიან.
-აბა ის ბავშვი..
-ის ბავშვი მოკვდა.მძიმე ორსულობა მქონდა,მაფრთხილებდნენ არ გადაიღალო და ბევრი არ იმუშავოო,მაგრამ მე არ დავუჯერე.მჯეროდა რომ არ გამწირავდა ღმერთი.სამსახურში ბოლო დღე მქონდა.მეორე დღიდან შვებულებაში გავდიოდი. უეცრად სასწრაფომ მძიმე პაციენტი შემოიყვანა,დედაშენი იყო.როგორც კი დამინახა ეგრევე მთხოვა შვილი გადამირჩინეო.არც კი დავფიქრებულვარ.მაშინვე შევედი საოპარაციოში და ამქვეყნად შენ მოევლინე.მერე არაფერი მახსოვს,გონს რომ მოვედი ჩემი პატარა უკვე დაბადებული იყო და სიკვდილს ებრძოდა..ერთი თვე იწვალა,მაგრამ მაინც ვერ გადარჩა.დაიღუპა.კიდევ ერთხელ მოვკვდი.ეს იყო ბოლო ჩავალაგე ბარგი,მივატოვე ყველაფერი და ყაზბეგში გადავიხვეწე.იქ ახალი ცხოვრება დავიწყე.დღემდე მივდივარ ჩემი შვილის საფლავზე და ვლოცულიბ მისი სულისთვის.
-ბიჭი იყო თუ გოგო?
-შენ ძმა გყავდა გიორგი გიგაური.მამაშენის გვარიც არ ეღირსა.-უნებურად ქალმა აღმოაჩინა რომ ტიროდა.ტიროდა თორნიკეც.უეცრად წამოდგა და სოფომაც იგივე გაიმეორა.მეტრეველმა მაგიდას მოუარა.ქალთან მივიდა ძლიერად ჩაეხუტა.
-ვამაყობ თქვენით,საოცარი ქალი ხართ,ვისურვებდი რომ თქვენ ყოფილიყავით დედაჩემი.მე მაპატიეთ მამაჩემის ლაჩრული საქციელი და დედაჩემის მიერ მოყენებული ტკივილი,ვიცი ეს არაფერს დაგავიწყებთ,მაგრამ იქნებ შვება მაინც მოგცეთ.გპირდებით,ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველაფრი კარგად იყოს და სოფო ისევ ისეთი დაგვიბრუნდეს,როგორიც ადრე იყო.გპირდებით მე გავაერთიანებ თქვენს დაშლილ ოჯახს და სამეგობროს..



№1 სტუმარი kati

ძალიან კარგი თავი იყო და კარგი სიტყვები დასასრულს...

 


№2  offline წევრი katiusha

kati
ძალიან კარგი თავი იყო და კარგი სიტყვები დასასრულს...

მადლობა ძვირფასო

 


№3 სტუმარი სტუმარი მაიკო

Dzalian kargi da sasiamov no istoriaa velodebi axals dzaluan mainteresebs didi warmatebebi shen ....

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო.ბოლოს ამატირე კიდეც.ახლა ყველაზე მეტად დემეტრეს სიმართლე მაინტერესებს და როგორ შეხვდება ნინი მშობლებს
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი katiusha

სტუმარი მაიკო
Dzalian kargi da sasiamov no istoriaa velodebi axals dzaluan mainteresebs didi warmatebebi shen ....

ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის

La-Na
ძალიან კარგი იყო.ბოლოს ამატირე კიდეც.ახლა ყველაზე მეტად დემეტრეს სიმართლე მაინტერესებს და როგორ შეხვდება ნინი მშობლებს

ბოლოს ის იყო ალბათ რაც თორნიკეს აუცილებლად უნდა ეთქვა.და საჭიროც იყო ჩემინაზრით

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ვკითხულობ საოცარი გრძნობით,ძალიან კარგია,გამართული აზრი და გამართული ნაწერი,ყოჩაღ,ამბავი საინტერესო,

 


№7  offline წევრი katiusha

სტუმარი nancho
ვკითხულობ საოცარი გრძნობით,ძალიან კარგია,გამართული აზრი და გამართული ნაწერი,ყოჩაღ,ამბავი საინტერესო,

დიდი მადლობა.ვცდილობ არ გავაცრუვო თქვენი იმედები

 


№8  offline წევრი დარინა

ისე მიყვარს ლევანის და ნინიას წყვილი რომ ამ თავში საშინლად დამაკლდენ, მიყვარს მაი ბედნიერება და ველდები ზეზვასთან შეხვედრას, თორნიკე თორნიკეა რაა, ასეთ მშობლებს მისნაირი შვილი როგორ ყავთ მიკვირს, აი სოფოსთვისაც კი არ მემეტებაა, ლევანის მერე თოტნიკეზე ვარ შეყვარებული.

 


№9 სტუმარი სტუმარი takko

au am motxrobaze da sogadad personajebze vanodeb raa????????erti suli maq rodis dadeb shemdegs????✨moutmenlaad velii????⚡️

 


№10 სტუმარი ნათია41

ეს ეს საოცარი დასასრული იყო ამ თავის. უჰ გულები ამოხტა ჩემი თვალებიდან ვაბოდებ მგონი თორნიკეზე❤ამ მახინჯ წყვილს ესეთი სუდთა გულის პიროვნევა როგორ გამოუვიდათ, ისეთი რომ ამ დამპალმა ცხოვრებამ ვერ დაავირუსა ბოღმით და შურით.

 


№11  offline წევრი katiusha

დარინა
ისე მიყვარს ლევანის და ნინიას წყვილი რომ ამ თავში საშინლად დამაკლდენ, მიყვარს მაი ბედნიერება და ველდები ზეზვასთან შეხვედრას, თორნიკე თორნიკეა რაა, ასეთ მშობლებს მისნაირი შვილი როგორ ყავთ მიკვირს, აი სოფოსთვისაც კი არ მემეტებაა, ლევანის მერე თოტნიკეზე ვარ შეყვარებული.

აი იცი როგორი სიტუაციაა,შვილი რომ ჯობია მამას:)

სტუმარი takko
au am motxrobaze da sogadad personajebze vanodeb raa????????erti suli maq rodis dadeb shemdegs????✨moutmenlaad velii????⚡️

მალე დავდებ

ნათია41
ეს ეს საოცარი დასასრული იყო ამ თავის. უჰ გულები ამოხტა ჩემი თვალებიდან ვაბოდებ მგონი თორნიკეზე❤ამ მახინჯ წყვილს ესეთი სუდთა გულის პიროვნევა როგორ გამოუვიდათ, ისეთი რომ ამ დამპალმა ცხოვრებამ ვერ დაავირუსა ბოღმით და შურით.

როგორ გამოუვიდათ და გარემოცვამ ჩამოაყალიბა ასეთად.კარგი მეგობრები ყავს და მაგიტომ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent