შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 23


4-11-2018, 00:01
ავტორი katiusha
ნანახია 3 028

საავადმყოფოს მოსაცდელში მარტო იჯდა თამარ ბექაური და ოპერაციის დასრულებას ელოდა.დრო თითქოს გაჩერებულიყო.საათის ისრებს მოძრაობა შეეწყვიტათ.საუკუნედ ეჩვენებოდა წამები.თავს ვერაფრით პატიობდა რომ დააგვიანა,დააგვინა ბიჭისთვის სათქმელი და შეიძლებოდა ვერც ვეღატასფროს ეთქვა.არადა ხომ შეიძლებოდა პირველს მას გაემხილა ამ საოცარი გრძნობის შესახებ. რატომაა რომ ყველაფერს მაშინ ვაფასებთ,როცა დაკარგვის საფრთხის ქვეშ ვართ? რატომ ვნანობთ მერე იმის არ გაკეთებას,რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ ან ვერ გავაკეთეთ?
მხარზე ხელის შეხება იგრძნო და მერე მის გვერდით ვიღაც დაჯდა.მაშინვე ამოიცნო დედის სურნელი,ათას ქალში რომ გამოარჩევდა.
-არ გელოდი,-ცივად უთხრა,ისე რომ მისკენ არც გაუხედავს.
-ვიცი..
-რატომ მოხვედი?გაინტერესებს შენი სანაქებო შვილი ციხეში წავა თუ არა?
-უსამართლოდ მექცევი.შენც ჩემი სანაქებო შვილი ხარ.არ დაგავიწყდეს ეს.
-მაგრამ ის მაინც სხვაა.ბექაურების იმპერიის მემკვიდრე და საოცნებო პრინცი.ახლა სწორედ იმიტომ ზიხარ აქ,რომ შენს შვილზე დარდობ და არა დუდაზე.
-არასწორად ფიქრობ შვილო.განა როდისმე განმისხვავებიხართ ერთმანეთისგან ან რომელიმესთვის უპირატესობა მომინიჭებია?როგორ შეიძლება დედას ერთი შვილი მეორეზე ნაკლებად უყვარდეს?თქვენ,ორივე ჩემი ნაწილები ხართ,ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელი.ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და თუ რომელიმე ნაწილი დაზიანდა,ესეგი ეს მთლიანობა ირღვევა.წყდება ეს კავშირი,რაც დედას და შვილებს შორისაა.
-მერე არსებობს ეს მთლიანობა ისევ?
-გული მტკივა,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ არა,აღარ არსებობს,დაინგრა,მაშინ დაიწყო ნგრევა, როცა პირველად ვნახე დემეტრეს შეშლილი სახე და მეგონა რომ მომეჩვენა,ხოლო როცა მან გაისროლა საბოლოოდ ნამსხვრევებად იქცა
-რატომ მოხდა ასე დედა?რატომ?
-არ ვიცი.ალბათ ჩვენ დავუშვით შეცდომა.მე და მამაშენმა.ზედმეტი თავისუფლება მივანიჭეთ და უფლება მივეცით მართლა იმპერიის პრინცად ეგრძნო თავი.
-ეს თქვენი ბრალი არაა.ეს საზოგადოების იმ ნაწილის ბრალია,ვინც მართლა თვლის,რომ ფული განსაზღვრავს ყველაფერს,ფულზე აგებული ცხოვრებით და პრინციპებით ცხოვრობენ.იმის იქით ვერ იხედებიან.ვერ საზღვრავენ რომ არსებობს სხვა რამეებიც,მატერიალურზე მნიშვნელოვანი,თუნდაც უბრალოდ წრფელი,უანგარო სიყვარული.მტკივა დედა,მტკივა ის რომ ჩემმა ძმამ ვერ გამიგო,ვერ გაიგო რას გრძნობდა მისი და.მტკივა რომ ვერ მიხვდა მისი დის ცხოვრებაშიც შეიცვალა რაღაც და შეუყვარდა.არადა მე მაშინვე შევნიშნე ეს,როგორც კი მისი ანთებული თვალები დავინახე გვანცას გვერდით ყოფნისას.
-მე ორმაგად მტკივა შვილო..-ცრემლი მოადგა სოფოს.
-იცი რა მტკივა კიდევ?ამხელა სამეგობროში არავინ აღმოჩნდა ვინც ჩემში გამოწვეულ ცვლილებას შეამჩნევდა,ვერავინ შეამჩნია ეს.ვერავინ,ნინიას გარდა.ეს კიდევ სხვა თემაა?არავინ არ ამოიღეთ ხმა,როცა ის საკუთარმა მამამ ოჯახიდან მოკვეთა.ყველანი გაჩუმდით.სოფო?ხედავთ რა მოუვიდა სოფოს?მაშინ როცა ის საკუთარ მეგობრებს უნდა დაეცვათ,სრულიად უცხო ბიჭმა იხსნა გუგას კლანჭებიდან და ის ბიჭი სიკვდილს ნატრობდა იმის გამო რომ დააგვიანა. რა სამყარო გაქვთ ასეთი?რათ გინდათ ფული და ქონება,თუ საყვარელი ადამიანები ვერ დაიცავით?თუ საყვარელ ადამიანებთან არ იყავით?
-როდის გაიზარდე ასე შვილო?
-ალბათ სულ ასეთი ვიყავი.უბრალოდ ვერ ამჩნევდით...და მაინც რატომ ხარ აქ დედა?
-ვერ გავიმეტებ საკუთარ შვილს იმ ტკივილისთვის,რაც ოდესღაც ჩემმა მშობლებმა მე გამიკეთეს.მე ზეზვა არ ვარ,ვერ მოვიშორებ ადამიანს,რომელიც ცხრა თვე მუცლით ვატარე და აქედან შვიდი თვე ტოქსიკოზს ვეწამე მის გამო.
-თავიდანვე გაწამებდი როგორც ჩანს.
-არაუშავს,დედებს უანგაროდ გვიყვარს და ვიტანთ ყველაფერს შვილების გამო.მეკითხები რატომ ვარ აქ?იმიტომ რომ დავრწმუნდე იმაში,რაც მამაშენმა მითხრა.
-და რა გითხრა?
-ის რომ შენ ის ბიჭი გიყვარს.ეს მაშინ დაინახა შენს თვალებში საავადმყოში რომ ვიყავით.თავიდან მეც უბრალოდ გატაცება მეგონა.მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასე არაა.იმიტომ ვარ აქ,რომ ეს მზერა მის თვალებშიც დავინახო.აი როცა ამას დავინახავ,საკუთარი ფეხით მიგიყვან მასთან და დაგტოვებ.
-ეს ძალადობაა დედა,-გაეცინა გოგოს.
-დაე ასე იყოს.მთავარია ჩემი ქალიშვილი იყოს ბედნიერი,მე ვერ შევძლებ ვუყურო მის მოწყენილ სახეს და ცრემლიან თვალებს.ვერ გაგიმეტებ ტანჯვისთვის და საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნისათვის.
-იმის მიუხედავად რომ შეიძლება დემეტრემ არ მიიღოს?
-ყველაფერს გავაკეთებ და ყველა ყველას მიიღებს.ამიტომ თუ მაინც მასთან ყოფნა გინფა,მაშინ მეც შენთან ერთად ვიბრძოლებ ამ ბედნიერებისთვის...
-ყველაზე საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში,-ჩაეხუტა მშობელს თამარი და ძლიერად მოხვია ხელები. ცრემლი წამოუვიდა სოფოს,შეეძლო ეთქვა და ეამაყა,რომ მსოფლიოში საუკეთესო ქალიშვილი ჰყავდა.
-დედა დრო მაინც გვაქვს და რაღაცას გკითხავ.
-მკითხე.
-რა დაგიშავეს ბებიამ და ბაბუამ და რატომააა შენი წარსული გასაიდუმლოებული მამას გაცნობამდე?
-მაგას დუდა რომ გამოჯანმრთელდება მერე მოგიყვები..ახლა ამას ვერ შევძლებ, უნდა მოვემზადო.
-კარგი დედა.-თამარი დედას მოშორდა და ფეხზე წამოდგა.ექიმი დაინახა,რომელიც მათკენ მოდიოდა.
-საბედნიეროდ ტყვია გულს ასცდა,მაგრამ მაინც რთულად იყო მისი საქმე,თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,გადარჩება.ნარკოზიდან ჯერ არ გამოსულა,ახლა ინტენსიური თერაპიის პალატაშია.
-როდის შევძლებ მის ნახვას?-ჰკითხა გოგომ
-ალბათ დილით,ახლა შეგიძლიათ შინ წახვიდეთ და დაისვენოთ.
-დავრჩები ექიმო,სახლში მაინც ვერ მოვისვენებ
-როგორც გენებოთ,წავალ მე სხვა პაციენტებს მივხედავ,ნახვამდის.ქალბატონო სოფო გამოჯანმრთელობას ვუსურვებ პაციენტს.
-მადლობა ბატონო გოგი,-სოფომ თბილად გაუღიმა საკუთარი კლინიკის ერთ-ერთ საუკეთესო ქირურგს..

**********

უხმოდ უსხდნენ მაგიდას მამა-შვილი ერანეთის პირისპირ და ხმას არ ერთი არ იღებდა.დუმილი იქამდე გაგრძელდა,სანამ სოფომ არ დარეკა ბიჭი გადარჩაო.
ტელეფონი მაგიდაზე დადო და დემეტრეს მიაჩერდა.ბიჭი ცოტა დამშვიდებული ჩანდა.თავი ჩაეღუნა და მამას თვალს ვერ უსწორებდა.
-მადლობა უფალს რომ არ გაგვწირა და ის ბიჭი გადარჩა.
-ახლა რა იქნება?-იკითხა ისე რომ არც შეუხედავს.
-არ ვიცი.ალბათ მის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ და იმას თუ რას იტყვის.
-მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემს საქციელზე.
-შენ კიდევ ვერ აანალიზებ რა გააკეთე ხო?საქმე ამაში კი არაა დაისჯები თუ არა,საქმე იმაშია რომ შენ იმ ბიჭთან ერთად მეც მესროლე.მეც მიმეტებდი სიკვდილისთვის.დუდას თუ ტყვიით კლავდი,მე იარაღის გარეშე გამანადგურე.
ახლა ვზივარ აქ და სიკვდილს ვნატრობ.მართალი ყოფილა აკაკი,როცა მის ნაწარმოებში ასეთი რაღაც დაწერა „-სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ“.რა დაგაკელი შვილო?რა არ გასწავლე სწორად გულწრფელად მითხარი?
-შენი ბრალი არაფერი არაა მამა,ყველაფერი ჩემი ბრალია.
-არა,მე ვარ დამნაშავე იმაში რომ,შენი ცხოველად ქცევა ვერ შევნიშნე.კი შევნიშნე რამდენჯერმე,რომ რაღაცაზე ისე გაბრაზდი,რომ შენს თვალებში ეს საშინელი ცხოველი დავინახე.მეგონა მომეჩვენა და მივივიწყე.მაშინაც არ დაისაჯე,როცა ქალების წინაშე იარაღი ატრიალე.არც მაშინ როცა პირველად ნარკოტიკი გასინჯე და დედაშენი რომ არა ალბათ ხელებში ჩააკვდებოდით ბიჭები ერთმანეთს.არც მაშინ,როცა ქუჩურ გარჩევებში იღებდი მონაწილეობას და ვითომ ამას მიმალავდი,როცა გეკითხებოდი სად იყავი?
-შენ რა ყველაფერი იცი?-ახლა შეხედა მამას სახეში.
-შენ მე ვინ გგონივარ?მე არ ვიყავი შენი ტოლი?მე არ გავიარე ეს ასაკი?არც მე ვიყავი ადვილად აღსაზრდელი ბავშვი და საკმაოდ თავზეხელაღებული ბიჭიც ვიყავი შენს ასაკში.მაგრამ არასოდეს შემშლია სად,როდის და როგორ მივქცეულიყავი.პატივს ვცემდი სხვის აზრებს.მიუხედავად იმისა მომწონდა თუ არა ის ადამიანი,მისი შეხედულებები.ან მისი ქცევა.ხელიც გამიქნევია და მიჩხუბია კიდეც,იარაღიც გამისვრია,ოღონდ ასეთი გაცხოველებული არასოდეს ვყოფილვარ და ყოველთვის ვაკონტროლებდი თავს.მეც ვქმნიდი პრობლემებს.მაგრამ დაუმსახურებლად არასოდეს არაფერი დამიშავებია არავისთვის. მესმის ახალგაზრდული ჟინი,სულისკვეთება და სისხლის დუღილი.როცა გინდა თავი მაგარ ბიჭად მოაჩვენო ხალხს,მაგრამ ამასობაში რა მიიღე ხედავ?საკუთარი თავი დაკარგე.ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და შენ დამპირდი რომ შედომას აღარ დაუშვებდი,მაგრამ ისევ იგივე გააკეთე.უარესიც კი ალბათ..
-ბოდიში მამა.
-ისევ ბოდიში?რატომ იხდი საბოდიშოდ საქმეს რატომ?იმ ბიჭს შენი ბოდიში უშველის?
-მამა ის თამართან იყო და დამნაშავეს აფარებს ხელს...-თავის მართლება სცადა დემეტრემ.
-ის შენს დას უყვარს.გესმის?უყვარს?
-შენც იცოდი?
-როგორ ფიქრობ არ მეცოდინებოდა?პირველად იმ დღეს,საავადმყოფოში შევნიშნე მათ მზერაში ის ნაპერწკალი,რასაც დედაშენის თვალებში დღემდე ვხედავ.თვითონ გამომიტყდა თამარი ამის შესახებ და დამპირდა არ ნახავდა მას და თავს გააკონტროლებდა.მაგრამ თუ არ გამოუვიდოდა ხელს არ შევუშლიდი. ეტყობა დედამისის მეამბოზე ხასიათი სრულად გადაეცა მას,რადგან სიყვარულისთვის იბრძვის.
-მე რატომ არ მითხარი?
-შენ არ დაინტერესებულხარ.შენ გონება დაგეხშო და სამყაროს აღქმის უნარი დაკარგე.დამნაშავის პოვნის და შურისძიების გარდა არაფერზე ფიქრობ.მაგრამ ერთი რამე აქაც დაგავიწყდა.შენ არ ხარ გმირი,შენ არ ხარ კანონი.ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები და იმოქმედებენ ისინი.
-არ შემიძლია მამა.აუცილებლად უნდა ვიპოვო,დამნაშავე და პასუხი მოვთხოვო ამისთვის.
-შენ კიდევ ვერ გაიგე და გაიაზრე ამდენ ხანს რას ვლაპარაკობდი?-ხმას აუწია რეზომ.-ერთი სიცოცხლე დამაკლდა როცა იმ ბიჭს ესროლე.მეორე მაშინ როცა შენზე ხელი ავწიე და ამხელა კაცს დაგარტყი.სული მეტკინა,გული მომიკვდა და მილიონი სილა გონებაში საკუთარ თავს,შენ კი ისევ იმეორებ რომ დამნასავე უნდა იპოვო?
-ხო,ისე ვერ მოვისვენებ,ვერ დავმვიდდები.-წამოხტა დემეტრე.-უნდა მითხრას ეს რატომ ჩაიდინა.ასეთი რა არაკაცია,რომ ქალზე ხელი აღმართა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.რამ აიძულა ამის გაკეთება,რა დაუშავა ჩემმა ანგელოზმა?უნდა ამისხნას და პასუხი გამცეს.მერე თვითონ გადავცემ მართლმსაჯულებას.
-ახლა თუ ამ ოთახიდან გახვალ და მაგას გააკეთებ,უკან აღარასდროს დაბრუნდები.
-ჩემს ოთახში ავალ,-ჩაილაპარაკა მამის გასაგონად და კაბინეტიდან გავიდა.რეზოს იმედი მიეცა რომ შვილი გონს მოვიდოდა,დაფიქრდებოდა თავის საქციელზე და იქნებ ძველი დემეტრე დაბრუნებულიყო..
*******

დუდამ თვალი ნელა გაახილა.ჭრილობა აწუხებდა და ტკივილისგან სახე დაემანჭა.მაგრამ მაშივე გაქრა ყველაფერი,მის საწოლთან მჯდარი თამარი რომ დაინახა.გოგომ საყვარლად გაუღიმა,ისე როგორც მას სჩვევია ხოლმე და სამყაროშიც ყველაფერი განათდა შენგელიასთვის.
-დილა მშვიდობისა.-მიესალმა ბექაური.
-სამოთხეში ვარ და მესიზმრები ხო?-გაუღიმა ბიჭმა.
-კი,ოღონდ ზეცაში კი არა დედამიწაზე.
-და მფარველი ანგელოზიც გვერდით მყავს.-დუდამ გოგოს ხელი თავის ხელშჯ მოიქცია და ოდნავ მოუჭირა თითები.
-სულ შენთან ვიქნები.
-სულ?
-სულ..
-ესეგი ის სიტყვები სიზმარი არ იყო მაშინ.
-არა,არ იყო.
-მეც მიყვარხარ ბექაურების პრინცესავ.- მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა...
ერთი კვირის მერე მაისურაძესთან ერთად პროკურორის კაბინეტში ისხდნენ და ჩენებებს აძლევდნენ.დუდამ განაცხადა რომ არაფერი დაუნახავს,ნიღბიანი თავდამსხმელი დამესხა თავსო. თამარმაც დაუდასტურა.საჩივარი არ შეიტანა და ეს საქმე დაიხურა. სამაგიეროდ განხილვის საგანი გახდა სოფოს და გუგას საქმე.თამარი ჯიუტად იმეორებდა ერთი და იგივეს სოფო თორნიკე მეტრეველს არ უცემია,გუგამ მიიყვანა ამ მდგომაეობამდე,ის ამ ამბავს შეესწრო და აფექტურ მდგომარეობაში სცემა გუგაო.საბედნიეროდ პროკურორმა საქმის მასალებს რომ გადახედა მოსამართლესთან უშუამდგომლა მეტრეველს და მხოლოდ სამთვიანი პატიმრობით და ერთ წლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლა,ვინაიდან ის თავს იცავდაო.თავისი ფეხით მივიდა მეტეველი პოლიციაში და ჩაბარდა.ახლა ის მაინც იცოდა რომ გამართლდა.რაც არ ჩაუდენია იმისთვის არ დაისჯებოდა.. ვერაფერს იზავდნენ გუგასთან დაკავშირებით.ის გონს რომ მოვიდოდა მაშინ დააკავებდნენ და მიიღებდა შესაბამის სასჯელს.
რაღაც აეჭვებდა გუგას პიროვნებაში თემურ მაისურაძეს და უფრო მეტად ჩაუჯდა მისი დოსიის შესწავლას.სატელეფონო საუბრებს და ჩანაწერებს.სჯეროდა რომ იქ რაღაცას აუცილებლად იპოვიდა...
სანამ სხვები უბრალოდ ცხოვრებას აგრძელებდნენ,სანამ ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ჯანმრთელი,ზოგი ავადმყოფი,ზოგი უბედური, სანამ ზოგს უყვარდა და ზოგი უყვარდათ,სანამ ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობდნენ,თორნიკე მეტრეველი უბრალოდ არსებობდა.მისთვის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა.იმ ღამეს ბარიდან გამოსვლის და დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მერე,თვითონაც შეიცვალა და მისი ცხოვრებაც.ვერაფრით გაურბოდა იმ დანაშაულის გრძნობას,რაც აწუხებდა.და ეს არ ეხებოდა გუგას ცემას..ეს ეხებოდა სოფოს.ფიქრობდა რომ მიისი ბრალი იყო გოგოს ასეთი მდგომარეობა და უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო მას შემდეგ რაც კამერებში დაინახა,რომ სოფო ბარში შემოვიდა და მალევე მოჰყვა გუგა.იქიდან კი არ უნდა ეკონტროლებინა,პირდაპირ უნდა მისულიყო და გვერდით დასჯდომოდა ან მისი სიახლოვეს ყოფილიყო.. ეს რომ ვერ მოახერხა, ამის გამო იყო ახლა რომ დამალვა უწევდა.
მარტოობაში უკეთ ფიქრობ და აანლიზებ ადამიანი ყველაფერს.იმდენი აზრი გერევა გონებაში და იმდენს ფიქრობ რა იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო?ათას ვარიანტს განიხილავ და საბოლოოდ ყველას უარყოფ.არც ერთი არ გცემს პასუხს კითხვაზე რა იქნებოდა?!.....
ისე უნდოდა სოფოს ნახვა თავს ძლივს იკავებდა,რომ არ წამოსულიყო და პირდაპირ სავადმყოფოში არ ენახა.ძლივს აკავებდა ნათლიამისი და თამარი,რომელიც მის თანამზრახველად და აქტიურ დამცველად ითვლებოდა...
სულის ტკივილამდე მონატრება გაგიგიათ?ხოდა ასე ენატრებოდა,ალბათ უფრო მეტადაც.გული კიოდა და მის ნახვას სთხოვდა მთელი სხეული და გონება.სოფოს სიყვარული შეესისხლხორცებინა მის სხეულს ,სხუელის ყველა უჯრედს და ორგანოს..
მაისურაძემ რომ დაურეკა და მოსამართლის გადაწყვეტილება გააცნო,თითქოს მოეშვა,მზად იყო ის თვეებიც მოეთმინა,სამაგიეროდ მერე შეეძლო თავისუფლად ენახა გოგო.მართალია არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდათ მის ახლობლებს ამაზე,მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა,რომ არც დემეტრე ბექაური,არც გიორგი გუგაური და სხვები არ მისცემდნენ უფლებას სოფო ენახა, მაგრამ ის არ დანებდებოდა,იბრძოლებდა ისე როგორც ლევანმა და ნინიამ იბრძოლეს და გაიმარჯვეს.ამიტომ საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა.ხელებზე დადებული ბორკილები,მისთვის სულის თავისუფლებას უდრიდა...
ლევანი და ნინია...დაგვავიწყდა და მათაც დავუბრუნდეთ...უბედნიერესი ერთი კვირა ვენეციაში,დაუვიწყარი წუთები,მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი უბედნიერესი პირველი ღამე და ერთ სულ და ერთ ხორც საბოლოო შესისხლხორცება..
ისინიც კამათობდნენ,ჩხუბობდნენ,ისინიც იბუტებოდნენ,რიგდებოდნენ,მაგრამ მაინც უყვარდათ ერთმანეთი,უყვარდათ სიგიჟემდე და არც კი ცდილობდნენ რომ ეს სიყვარული დაემალათ.ამაყად დადიოდა ყველგან მასთან ერთად გოგო და ხალხს აჩვენებდა რომ პატარა,მყუდრო სამ ოთახიან ბინაშიც შეიძლება იყო ბედნიერი.რამეთუ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება პატარა ქოხშიც კი სამოთხეა
თავის საქმეს დაუბრუნდა ნინია,ოღონდ იმ განსხვავებით რომ კერძო შეკვეთებს იღებდა.სააგენტოდან წამოვიდა,რადგან მამის მუქარის გამო არ უნდოდა თამარი უხერხულში ჩაეგდო,სამაგიეროდ ის რისი ბექაური იყო,მეგობარს რომ არ დახმარებოდა და ჩუმად უგზავნიდა კლიენტებს.მართალია დიდი შემოსავალი არ იყო და ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეული არაბულისთვის ეს ცოტა იყო,მაგრამ არ დაუწუწუნია,იცოდა რომ ასე იქნებოდა.ნელ-ნელა სწავლობდა ოჯახურ ცხოვრებას და მარტო ამზადებდა სადილებს,აუთოვებდა და ალაგებდა სახლს,ერთი სიტყვით ნამდვილ დიასახლისად იქცა,დაღლილი საღამოობით მაინც ღიმილით ხვდებოდა სახლში დაბრუნებულ ლევანს...
შემოდგომა რომ მიიწურა და ზამთარმა ძალის მოკრება დაიწყო შეუძლოდ იგრძნო გადაღებებზე ნინიამ თავი.სწრაფად დაასრულა და საავადმყოფოში წავიდა ეჭვები ჰქონდა და უნდოდა გაერკვია სწორად ფიქრობდა თუ არა.
მალვით შევიდა საავადმყოფოში,თითქოს დამნაშავე ყოფილიყო.ნატრობდა ნეტავ ნაცნობს არავის გადავაწყდეო.მართლაც ისე მივიდა ნათლიის კაბინეტამდე არავის შეხვედრია. კარზე მორიდებით დააკაკუნა. საბუთებში ჩაერგო თავი უფროს სოფოს.კაკუნზე აიხედა და შემოდიო დაიძახა.ნათლული რომ დაინახა,ჯერ დაიბნა,მერე წამოხტა ამხელა ქალი და მისკენ გაიქცა,ძლიერად იხუტებდა და ეფერებოდა.
-ჩემო გოგო როგორ მომენატრე,როგორ ხარ?აქ საიდან გაჩნდი?რა ქარმა გადმოგაგდო?-დააყარა კითხვები და თან სკამისკენ წაიყვანა.
-კარგად ნათლია,ძალიან კარგად ვარ.
-მაპატიე ჩემო გოგო რომ არ დაგიცავი და მამაშენს არ შევეწინააღმდეგე.მე მაინც ხომ ვიცი რას ნიშნავს ეს და რა ტკივილის გადატანა გიწევს.მომიყევი ყველაფერი როგორ ხარ?
-ისეთი ბედნიერი ვარ ნათლია,თავი სიზმარში მგონია.ისედაც ხომ კარგი იყო ლევანი და რაც დავქორწინდით ხომ საერთოდ,თავი სიზმარში მგონია.აი ესაა ბედნიერება.ამაზე წერდნენ ალბათ წიგნებში პოეტებიც..წარმოგიდგენია ნათლია,მე ნინია არაბული მარტო ვალაგებ სახლს და სადილებს ვუმზადებ ქმარს.
-სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს შვილო.ყველაფერს.მართალია მაგას ვერ წარმოვიდგენ,სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ,მაგრამ მაინც მიხარია რომ შენ ბედნიერი ხარ..
-ხოდა მესტუმრე ერთხელ ნათლია.ლევანს გაიცნობ.იცი რა კარგი ბიჭია.თქვენზე ბევრს ვუყვები,თქვენს სიყვარულზე როგორი მარადიულია ის.
-შენი სიყვარულიც ასეთია ნინია,ამას წლები რომ გავა,შვილები რომ გეყოლება მაშინ მიხვდები..
-შვილები?-ნინიას ჩაეღიმა,-სწორედ ამოტომ ვარ აქ.მგონი რომ...თავი ჩაღუნა მორიდებისგან და გაწითლდა.
-არ არსებობს..და ამას ახლა უნდა მეუბნებოდე..აბა მომოყევი რა გაწუხებს?რა სიმპტომები გაქვს?ორსულობის ტესტი თუ გაიკეთე.
-ვერ მოვიცალე ნათლია მაგისთვის.
-გადამრევ შენ მე?როგორ თუ ვერ მოიცალე.ასე როგორ შეიძლება,ისე აღელდა ქალი, თითქოს ის იყო ამ მდგომარეობაში თვითონ ყოფილიყო და გაახსენდა მოულოდნელად რომ გაიგო თავისი ორსულობის ამბავი.სასწრაფოდ ანალიზებზე წაიყვანა გოგო,სისხლი ჩააბარებინა და პასუხების მოლოდინში უკან დაბრუნდნენ.სასწრაფოაო დაუბარა ლაბორატორიაში.დაახლოებით ერთ საათში ნინია არაბული მეცხრე ცაზე აფრინდა პასუხებით.მასში უკვე ახალ სიცოცხლეს ეყრებოდა საფუძველი.
-ნათლია ხომ ყველაფერი კარგად იქნება?ხომ არაფერი მჭირს?-ნერვიულიბდა და ათას კითხვას აყრიდა ქალს მთელი გამიკვლევების პერიოდში-
-ყველაფერი რიგზე გაქვს შვილო,ჯანმრთელი ხართ ორივე.უბრალოდ კვებას უნდა მიაქციო ყურადღება და ჯანსაღი საკვები მიიღო,რომელიც ვიტამინებს შეიცავს,ხშირად ისეირნე სუფთა ჰაერზე და არ გადაიღალო.
-რა თქმა უნდა ნათლია.ყველაფერს ისე ვიზავ როგორც შენ მეტყვი..ახლა შეიძლება წავიდე?ერთი სული მაქვს ლევანს როდის ვეტყვი.მანამდე კი სოფოს ვნახავ.
-წადი შვილო წადი და ერთ თვეში გელოდები კონსულტაციაზე.
-ნათლია,ჩემებს ხომ არ ეტყვი?არ მინდა გაიგონ.
-ეს შენი გადასაწყვეტია და არა ჩემი.
-ნახვამდის,მიყვარხარ ნათლია,-გოგომ ქალს აკოცა და კაბინეტიდან გავარდა
-ფრთხილად,მიაძახა მაგრამ მას არ გაუგია,დერეფანში მირბოდა უკვე.გიგაურს ჩაეცინა.დაუოკებელი სული ჰქონდა ნინიას და ეს ხდიდა მას განსაკუთრებულს..

სოფო სავარძელში იჯდა,კისერზე ფიქსატორი ჰქონდა დამაგრებული და ფანჯარასთან მიეყვანათ.უძრავ მდგომარეობაში მყოფი,სამყარს აქედან უყურებდა და მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამდა. ნინიას გამხდარი და ფერმკრთალი ეჩვენა,ან რა გასაკვირი იყო რომ ასე იქნებოდა.მიუახლოვდა და მის წინ ჩამოჯდა.სოფოს ხელი აიღო,თავისაში მოიქცია და მეგობარა გაუღიმა,შუბლზე აკოცა.
-მოვედი..რამდენი ხანია არ მოვსულვარ..მაპატიე,არ გეგონოს რომ დამავიწყდი.უბრალოდ ოჯახური ცხოვრება რთული აღმოჩნდა,მაგრამ სასიამოვნოდ რთული..რამდენი დრო გავიდა?ერთი თვე მგონი.ბოლოს საქორწინო მოგზაურობიდან რომ ჩამოვედი,მაშინ გნახე..ახლა უკეთ გამოიყურები..უკვე დამოუკიდებლად ჯდები..ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს?-ლაპარაკობდა გოგო,ისე თითქოს წარსულში დაბრუნებულიყვნენ.
-ხო ვიცი,დიდი დრო არაა ერთი თვე,მაგრამ არც ცოტაა,ბევრი რამე შეიცვალა,რამდენიმე მნიშვნელოვანი რამე მოხდა.გული მტკივა რომ აკლდები ამ სიხარულს.ახლა გავიგე რომ დედა გავხდები.ეს სასწაულია,ისეთი შეგრძნებაა,რომ ჯერ ბოლომდე გათავისება მიჭირს.იმის გააზრება რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდება ენით აღუწერელ სიხარულს მანიჭებს.ჯერ ლევანისთვისაც არ მითქვამს.ალბათ გაგიჟდება სიხარულისგან.ჯერ ვერც კი წარმოვიდგინე როგორი იქნება ჩვენი შვილი.ან გოგო იქნება თუ ბიჭი,მაგრამ ამას რა მნიშნვნელიბა აქვს?შვილი ხომ შვილია?
ნინიამ შეისვენა.სოფოს თვალები ბრწყინავდა.
-კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს.გეტყოდა ალბათ თამარიც.ის და დუდა შეყვარებულები არიან,მათ უფრო მარტივად მიაღწიეს იმას რომ მშობლების წინააღმდეგობა გადაელახათ.მართალია დემეტრე ამის წინააღმდეგია და და-ძმა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან,მაგრამ,სადაც სოფო გიგაურია,როგორ შეიძლება იქ ყველაფერი კარგად არ დასრულდეს? ..ხო კიდევ ერთი ამბავი მაქვს.ვიცი ეს ყველაზე მეტად გაგიხარდება,თორნიკე ციხიდან გამოდის.ერთი კვირა დარჩა და გამოვა...იცი როგორ ენატრები?იცი როგორ უყვარხარ?თავს იტანჯავს იმის გამო რომ ვერ დაგიცვა,ვერ პატიობს საკუთარ თავს ამას.ვიცი რომ ისიც მოვა,აუცილებლად გნახავს.რა დაუდგება წინ მისნაირ ქარიშხალს?საერთოდ თქვენ ორნი სხვა სამყაროდან ხართ.რა ხართ ასეთი სასწაულები რომ ახერხებთ და თქვენს ირგვლივ ატრიალებთ სამყაროს.-ნინიას გაეცინა და უნებურად წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
-პროცედურების დროა,-უნდა წახვიდეთ,-შემოვიდა ექთანი.
-ახლავე.-წამოდგა ნინია.სოფოს,მოეხვია,აკოცა და დამშვიდობებისას შეამჩნია მის თვალებზე წამოსული ცრემლი...
„-შენ ხარ სასწაული ნინია“-ფიქრობდა გონებაში სოფო.

რაღაცნაირად დამძიმებული გამოვიდა სოფოსგან ნინია,ვერ ეგუებოდა მეგობრის ასეთ მდგომარეობას.უკვე ტაქსში ჯდებოდა ლევანმა რომ დაურეკა სად ხარო.
-სახლში მივდივარ,შენ სად ხარ?
-მე სამსახურში,იმის სათქმელად გირეკავ რომ ცოტა დამაგვიანდება.
-არაუშავს საყვარელო.დაგელოდები.
-არა ნინია,დაიძინე შენ,მე ზუსტად არ ვიცი როდის მოვალ..
-კარგი.მაგრამ მაინც ეცადე ადრე მოხვიდე..
-ვევდები.მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ.-ნინიამ ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და ტაქსს გუდვილის მისამართი უკარნახა.
ისეთი მონდომებით და სიხარულით აკეთებდა ყველაფერს და ისეთი მონდომებით შლიდა სუფრას,როგორც არასდროს.პრინციპში არც არასდროს ყოფილა ისეთი განსხვავებული სიტუაცია როგორც ახლა.წუთებს ითვლიდა ლევანის მოსვლამდე,მაგრამ ბიჭმა დააგვიანა.სანთლებიც თითქმის ჩაიწვა და საჭმელებიც გაცივდა.ნინია კი ჯიუტად იჯდა მაგიდასთან და ძილს არ აპირებდა,არც ურეკავდა.იცოდა მნიშვნელოვანი საქმე რომ არ ყოფილიყო ლევანი არ დააგვიანებდა.თან გააფრთხილა კიდეც.ცოტა შესცივდა.პლედი მოიხვია და სავარძელში გადაჯდა.ტელევიზორი ჩართო,რომ ძილს შესწინააღმდეგებოდა. ის იყო ჩასთვლიმა რომ ვიღაცის შეხებამ გამოაფხიზლა. ლევანი იყო.გადაღლილი სახე ჰქონდა.
-რატომ არ გძინავს?ხომ გაგაფრთხილე?-უსაყვედურა ბიჭმა,-თან ცივა,გათბობაც არ ჩაგირთავს.რომ გაცივდე?
ნინიას ესიამოვნა ქმარი რომ მასზე ნერვიულობდა.
-არაუშავს.არაფერი მომივა.
-რა ჯიუტი ხარ,-გაეცინა ბიჭს.-მაპატიე სიუპრიზი ჩაგიშალე.მაგრამ რაღაც მოხდა და ვერაფრით გამოვედი ადრე.თორემ ხომ იცი შენთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა.
-ბოდიშს ნუ მიხდი საყვარელო.მინდოდა ამ საღამოს ყველაფერი განსხვავებული ყოფილიყო,რადგან შენთვის მნიშვნელოვანი რაღაც უნდა მეთქვა.მაგრამ არაუშავს.-ნინია წამოდგა და მაგიდის ალაგება დაიწყო,ლევანმა ხელი დაუჭირა,თავისკენ მოატრიალა და თვალებში ჩახედა.
-საღამო ხომ ჯერ არ დასრულებულა?მერე რა თუ სანთლები დაიწვა და საჭმელი გაცივდა?როდის იყო რომ ჩვენ ასეთ რაღაცეებს უფლებას ვაძლევდით ხასიათი გაეფუჭებინა?
-არასდროს,-გაიღიმა გოგომ
-მაშინ ქალბატინო არაბულო გთხოვთ ჩემთან ერთად ივახშმოთ?-სკამი გამოუწია.ნინია დაჯდა.ლევანი მის წინ ჩამოჯდა და გოგოს მიაჩერდა.
-უცნაურია..
-რააა?
-ვერაფრით გავარკვიე შენი თვალების ფერი.ყოველთვის სხვადასხვაა.ვერც შენი სილამაზით ვტკბები ვერასოდეს.რამდენადაც უფრო ხშირად გიყურებ,მით უფრო მეტად სხვადასხვანაირი მეჩვენები.
ნინიას გაეცინა.
-ხოდა სულ მალე მოგიწევს მეორე ჩემნაირს უყურო ან ჩვენ ორივეს რომ გვგავდეს ისეთს.
ლევანი ვერ ჩასწვდა ბოლომდე აზრს.
-რა თქვი?
-რა და მალე ან მეორე ჩემნაირი გეყოლება სახლში ან შენნაირი.
-იმას მეუბნები რომ..
-იმას გეუბნები რომ ორსულად ვარ.-აუციმციმდა არაბულს თვალები.
ქისტაურის სახე ჯერ დაბნეულობა გამოისახა,მერე ადგილიდან წამოხტა ხელში აიტაცა გოგო და ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა.ბედნიერებისგან გულში იხუტებდა გოგოს,
-ჩემი ანგელოზო,ჩემო ცხოვრება,ჩემო სიხარულო.როგორ გამახარე.უბედნიერესი ვარ,შენ მე ამქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთე..
-ფრთხილად ლევან,ასე არ შეიძლება,დამსვი,-სიცილით უთხრა გოგომ
-მაპატიე ავღელდი,არც კი ვიცი რა მჭირს?თავს ვერ ვაკონტროლებ.
ნინია იატაკზე დააბრუნდა.მერე მის წინ დაიჩოქა,მაისური აუწია და მუცელზე აკოცა,მერე თავი მიადო და ხელები შემოხვია.
-როგორ მიყვარხართ ორივე,როგორ მიყვარხართ.-
მის თვალებში ცრემლი შენიშნა არაბულმა,ბედნიერების ცრემლი და თვითონაც გადმოუგორდა ერთი-ორი ცალი,მძივებივით დაეკიდა წამწამებს და მის ახციმციმებულ თვალებს კიდევ უფრო მეტი სილამაზე მიანიჭა...
*********

ციხის კარი მძიმედ გაიღო,მეტრეველს ანიშნეს თავისუფალი ხარო და უბიძგეს გასულიყო.მერე მის უკან ისევ ისე დაიხურა ხმაურით და ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი. წინ გაიხედა და მანქანაზე აყუდებული დუდა და თამარი დაინახა.მათკენ წავიდა და ორივეს მოეხვია.
-როგორ მომენტრეთ.
-ამას რას მოვესწარი.თორნიკე მეტრეველისგან სიყვარულის გამოვლინებას.-გადაიხარხარა დუდამ.
-შენ დიდი ხანია დაგიბრუნდა ხუმრობის უნარი?
-კიი,-გაიცინა და თამარს მოხვია ხელი.
-ერთი ამას არ ეყოჩაღა და ვნახავდი ასე შემხვდებიდი თუ არა.
-ბიჭებო გეყოფათ.-ჩაერია თამარი.-წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ.
მანქანებში ჩასხდნენ,ბიჭები წინ,თამარი უკან.
-ბოდიში თამრი ადგილი წაგართვი,-გადასძახა თორნიკემ.
-მთავარია მისი გული ჩემია,.
-აჰაა გიპასუხა თუ არა.
-ყოჩაღ,კარგი არჩევანი გაგიკეთებია.-შეაქო მეტრეველმა.-ნათლიაჩემი რატომ არ მოვიდა?
-რაღაც საქმეზე მუშაობს.ამბობს რომ მალე ყველაფერი დასრულდება.ვიღაცის კვალზე გავიდა.
-გუგა?
-ისევ ისეა,ოდნავი ცვლილებაც არ არის.შენებს რატომ არ უთხარი?
-აზრი არ აქვს.არ მინდა მათთან საუბარი.მათ გამო მარტო მე კი არა,სხვა ადამიანებსაც დაენგრათ ცხოვრება.დედაჩემი არ მპატიობს სოფოს სიყვარულს.ციხეში რომ მოვიდა და მნახა მაშინ მითხრა მირჩევნია შენდაგკარგო,ვიდრე ის გოგო ოჯახში მივიღოო.ხოდა სათქმელიც არაფერია,მეც გადავწყვიტე,სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად.მათ თუ შვილი არ უნდათ,არც მე მინდა მშობლები.
-ეჰ,ნეტავ სოფო კარგად იყოს და მაგასაც მოვაგვარებთ როგორმე..
-შენს ენას შაქარი დუდა.თამრი მოაგვარე რაც გითხარი?
-კი,ერთი საათი გექნება მის სანახავად.მერე კი სოფოს საავადმყოფოდან წაიყვანენ,ზუსტად არ ვიცი სად,მაგრამ მაგასაც გავარკვევ.ერთი ეს ვიცი რომ დემეტრე მარტო არ უშვებს და ერთად მიდიან.
-ეგ ბიჭი კიდევ ვერ მოვიდა ჭკუაზე?
-ვერა და გული მტკივა რომ ჩემი ძმა ასეთი სუსტი და უჭკუო აღმოჩნდა.
-მოვედით.-თქვა დუდამ
-წავედით,შენ აქ დამელოდე.
თამარმა თორნიკე გაიყოლა და საავადმყოფოში უკანა კარიდან შევიდნენ...
ფრთხილად შეაღო პალატის კარი.გარეთ დატოვა ყველაფერი,რისი დატოვებაც შეიძლებოდა და გოგოსთან მხოლოდ თავისი გრძნობებით წარსდგა.მის წინ ჩამოჯდა,ლოყაზე მოეფერა.ნაზად გადაუსვა თითები ფერდაკარგულ ტუჩებზე.
-მოვედი..მოვედი თუმცა არ ვიცი რა გითხრა.არადა იმდენი რამე მაქვს სათქმელი და საიდან რა დავიწყო არ ვიცი...რამდენჯერ წარმოვიდგინე გონებაში ჩვენი შეხვედრა,როგორი იქნებიდა,ისიც კი მოფიქრებული მქონდა რას გეტყოდი,მაგრამ ახლა აქ ვარ და ხმის ამოღება მიჭირს.ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს რომ ვერ დაგიცავი.რომ დავაგვიანე..ჩემთვის ტანჯვაა ეს ყველაფერი,ჩათვალე რომ მეც შენს მდგომარეობაში ვარ.რომ ვმოძრაობ იმას არ ნიშნავს რომ თავისუფალი ვარ.ჩემი სულია ტანჯულ მდგომარეობაში და უნარშეზღუდული...ვერ გიყურებ ასეთს.ყველაფრს გავაკეთებ რომ შენ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე.ისევ ისეთი სოფო იყო.ჩემი სოფო.ჩემი?ჰმ როგორ გისაკუთრებ და შენი პასუხი არ ვიცი.მაგრამ რათ მინდა შენი პასუხი,როცა ახლაც კი ვკითხულობ შენს თვალებში ამ სიყვარულს.ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა.არასოდეს არ მყარებია.მყვარებია კი არა,გოგოც არ მომწონებია..შენ იყავი ერთადერთი ვინც შემიყვარდა.არადა მძულდი,მძუმდი ხოო.მაგრამ ამის მიზეზი მქონდა.მერე მივხვდი რომ ეს მიზეზი ტყუილი იყო.მადლობა ღმერთს რომ მანამდე შემიყვარდი.ახლა იმ დაკარგულ დროსაც კი ვნანობ რაც შენს სიძულვილში დავკარგე.საშინელება ყოფილა სინანულით ცხოვრება.მაგრამ შენ არ შეგეშინდეს.არ დანებდე კარგი?იბრძოლე,იმიტომ რომ მეც ბრძოლას ვაპირებ,არ დავნებდეთ ამ ცხოვრებას და არ მივცეთ უფლება რომ ჩვენს ბედნიერებას შეუშალოს ხელი.ვიცი ჩემი გესმის,ვიცი რომ ხვდები რასაც ვგრძნობ.შეიძლება ახლა ბრაზობ კიდეც,მაგრამ მე ყველაფერს გავუძლებ,ყველაფერს გადავიტან შენს გამო..
გოგოს თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.მეტრეველს გული მოუკვდა.სათს დახედა,რა შეუმჩნევლად გაეპარა დრო.
-ახლა წავალ,მაგრამ იცოდე გავიგებ შენს ადგილსამყოფელს,სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან მოგაგნებ,ყოველდღე მოვალ შენთან.მოგიყვები ყველაფერს და გელაპარაკები ჩემს სიყვარულზე,შენთან ერთად დავგეგმავ ჩვენს მომავალს. რადგან სიგიჟემდე მიყვარხარ ჩემო ცხოვრება.-ნაზად აკოცა ტუჩებზე და იქიდან ისევე ჩუმად გავიდა,როგორც მოვიდა...
******

კი დაჰპირდა ნინიას არაფერს ვეტყვი შენებსო,მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და არაბულების სახლის კარს მიადგა.სოფომ კარზე ზარი დარეკა,მოუთმენლად ელოდა როდის გააღებდნენ.მსახურს მასინვე ჰკითხა ზეზვა სად არისო და სასურველი პასუხის მიღების შემდეგ იქით წავიდა.მისაღებში იჯდა არაბული და ტელევიზიით მომხდარ უახლოეს ამბებს ისმენდა.სოფო რომ დაინახა,ჯოხს წამოავლო ხელი,მასზე დაყრდნობით ნელაწამოდგა და შეეგება.
-კესო სად არის?
-ყაზბეგში.-უხალისოდ უპასუხა კაცმა და დაჯექიო სთხოვა.-რამეს მიირთმევ?
-არა,მადლობა,არაფერს.საქმეზე მოვედი.
-გისმენ..
-ჯერ ის მითხარი კესო რატომ არ არის აქ და რატომ ვხედავ ბოლო პერიოდში იშვიათად?
-თავს მარიდებს,პრობლემები გვაქვს.-კაცის ხმაში სინანული გაკრთა.
-ზეზვა,ხომ იცი რომ აქ ტყუილუბრალოდ არ მოვიდოდი.
-ვიცი.
-ახლა რაღაცას გეტყვი და არ გამაწყვეტინო იცოდე. წლების უკან როცა დამირეკეთ და მითხარით კესოს მეჯვარე უნდა იყოო,მაშინვე დაგთანხმდით,რადგან მჯეროდა რომ ეს უბრალოდ მეჯვარეობა არ იყო.ეს ნიშნავს იმას რომ ისევე უნდა გამეთავისებინა თქვენი სიხარული,ბედნიერება,ტკივილი,მწუხარება როგორც თქვენ გიხაროდათ ან გტკიოდათ.ხოლო როცა საჭირო იქნებოდა თქვენს გვერდით ვყოფილიყავით და საჭიროების დროს ჩავრეულიყავით და დაგვენახვებინა სწორი გზა. ისედაც დიდხანს ვითმინე და არ მოვედი აქამდე.არ მოიქეცი სწორად,როცა საკუთარ შვილზე უარი თქვი.როგორ შეძელი და საკუთარი სისხლი და ხორცი გულიდან როგორ ამოიგლიჯე?
-ვერ შევძელი,ყოველ წუთში ვკვდები და გული მტკივა რომ ასე მოხდა.მაგრამ მეცმაქვს ჩემი პრინციპები და მას ვერ ვუღალატებ?
-ჯანდაბაში წასულა შენი პრინციპები,-ხმას აუწია სოფომ.-შვილის გარეშე თუ იცხოვრებ.ნუთუ ჩემი ამბავი ასე დაივიწყე?მაგალითად არ გამიგადგება ის რაც მე გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა?განა მაშინ შენ არ მეუბნებოდი უნდა აპატიო და შეურიგდეო?ახლა რას აკეთებ?ახლა რომ შენც იგივეს უკეთებ შენს შვილს თუ ხვდები?
ზეზვამ თავი ჩაღუნა.
-იცი მაინც რა ბედნიერია ნინია?იცი მაინც როგორ უყვართ ერთმანეთი?დღეს ჩემთან იყო.დღეს გაიგო რომ შვილს ელოდებიან.დაფრინავდა სიხარულით,მაგრამ შენც კარგად იცი რომ ეს არაა სრულყოფილი ბედნიერება,როცა რაღაც გაკლია
როცა მშოლები გვერდით არ გყავს...
-შვილი?ჩემი ნინია ორსულადაა?-თვალები გაუფართოვდა ზეზვას.
-კი ზეზვა ასეა,როდემდე უნდა იყო მასზე გაბრაზებული იმის გამო რომ წინააღმდეგობა გაგიწია და სიყვარულისთვის იბრძოლა?მოკიდე კესოს ხელი და მიდი მასთან სანამ გვიანი არაა.გთხოვ ზეზვა.გთხოვ.-შეევედრა სოფო.
-ასე მარტივი არაა...
-რატომ?
-იმიტომ რომ წარსულში რაღაც მოხდა.
-ასეთი რა მოხდა..
-მაგას ვერ გეტყვი.
-გული მიგრძნობს რომ ლევანს და ბერდიას შორის მოხდა რაღაც და ამაში ჩემი შვილიც გარეულია,მაგრამ ეს არაა მთავარი.წადი მასთან და დაილაპარაკეთ მაინც,იქნებ ყველაფერი ისე არაა,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.გემუდარები ზეზვა.
-ისევ ფორმაში ხარ სოფო გიგაურო,-გაეცინა კაცს.-როგორც ყოველთვის სამვიდობო მისიას ასრულებ.გპირდები ვიფიქრებ ამაზე.
-ზეზვა ნუ მაფიქრებინებ რომ შენში შევცდი.ნუ მაფიქრებუნებ რომ ის პატარა,კეთილი და საყვარელი ბიჭი,წლების უკან რომ გავიცანი ყაზბეგში და ყოველთვის ყველაფერში გვერდით მედგა,აღარ არსებობს და სამყაროს ბორიტმა ძალებმა ისიც გულქვა ადამიანად აქციეს.გთხოვ ზეზვა.ის შენი შვილია...
-გპირდები სოფო.გპირდები რომ დაველაპარაკები მათ და მოვუსმენ ლევანს.-ზეზვამ მეგობარს გაუღიმა,მერე კარამდე გააცილა და კესოს დაურეკა,
-სასწრაფოდ ჩამოდი,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..მეტი არაფერი უთქვამს,სათქმელი მომავლისთვის შემოინახა....



№1 სტუმარი ნათია41

დემეეეე რა მოგიხერხოოო ჩემი ხელით მოგკლააავ. ასეთი ბრმა როგორ ხაარ. მეტრეველზე ვაბოდებ უკვეე. ამხელა სიყვარული?! ნაპირებს ცდება, ჯებირებს დალეწავს და წალეკავს ყველაფერს, უფლისწულია რომლის შეხებაც პრინცესას მკვდრეთით აღადგენს და ვიცი რომ სოფოც ამ კოცნით მოცოცხლდება და იბრძოლებს ამ საოცარი კაცისთვის. დანარჩენი უკვე თანდათან ჩაცხრება დიდი ქარიშხლის მერე. მიყვარხააარ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo dzalian momwons, agar dagviano, warmatebebi veli shemdegs tavs,
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№3  offline წევრი დარინა

აი ლევანის და ნინიას წყვილი მაბედნიერებს ისეთი ლაღები და ბედნიერები რომ არიანყველაფრის მიუხედავად, გულს მითბობს მათი სიყვარულიი, ვგიჟდები ამ წყვილზე და შენს მუზას მადლობა რომ ეს წყვილი შეგაქმნევინა, არადა მგონი დაწერე გეგმაშიც არ მყავდაოო, დემეტრე სრული იდიოტია ჭკუა მაინც ვერ ისწავლაა, არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ამ პერსონაჟმა რომ გული მომიბრუნდეს მისკენდა სულ ცოტათი მაინც მომეწონოს, აი თამარი ზე გოგოა რა მართლა ნათელი წერტილია ამ ისტორიის, ზუსტა ერთმანეთის შესაფერისები არიანდუდა და თამარი, თორნიკეს იმედი მაქვს ვნახოთ როგორ დაეხმარება სოფოს, იმედია მალე მოგვარდებიან რადგან თორნიკე არ იმსახურებს ამდენ ტანჯვას, აუ უკვე შემდეგი თავის ლომკა მაქვს.

 


№4 სტუმარი Kati

რა კარგი თავი იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent