შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 4თავი


8-11-2018, 19:38
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 2 028

- მაპატიეთ საჭმელი არაფერი მაქვს, თუ გინდათ რამეს შევუკვეთავ? _ სახლში მისვლის შემდეგ ყველას თავიანთი ოთახი აჩვენა და შემდეგ მისაღებში ჩამოსხდნენ.
- მოვამზადებ რამეს. _ ფეხზე წამოდგა ქალბატონი სვეტა. - დარო გინდა შენი საყვარელი სალათი გაგიმზადო?
- კარგი ბებო. _ მიუხედავად იმისა რომ ის სალათი აღარ უყვარდა, ბებოს ხათრით მაინც მიირთმევდა.
- ნიკა ვიცი შენთვის რთულია გაერკვე ახლა სიტუაციაში. _ ბებოს გასვლის შემდეგ გვერდით მიუჯდა ბიჭს.
- ნუ ღელავ მე ისედაც ყველაფერი ვიცოდი, ბებომ ყველაფერი მითხრა. ნუ მთლად ყველაფერი არა.
- არაუშავს, მე ყველაფერს მოგიყვები. თუ შენი სურვილი იქნება შეგიძლია ჩემთან დარჩე, თუ წასვლა მოგინდება შეგიძლია წახვიდე. მე არ დაგაკავებ, მე არ ვგავარ მათ. არასოდეს შევეცდები შენს გამოყენებას, უბრალოდ ერთს გეტყვი. მე არ მოგცემ უფლებას ჩაერთო ამ ამბავში, ეს მხოლოდ მე და მათ გვეხება. შენ ჯერ ბავშვი ხარ ნიკუშ, ხომ შეიძლება ნიკუშა დაგიძახო? _ თანხმობის ნიშნად თავს უკრავს ბიჭი. - ყველაფერს მე მოვაგვარებ შენგან მხოლოდ გვერდით დგომა მინდა, მეტი არაფერი. მაშოს არ მოეწონებოდა ამ საქმეში შენი გარევა.
- როგორი იყო ის? როგორი იყო დედა?
- მაშო, მაშო ის საოცრება იყო. განსაკუთრებულო, ერთგული, მზრუნველი. ლამაზი იყო, არა ულამაზესი. ჩემზე ზრუნავდა, იმაზე მეტად ზრუნავდა ვიდრე საჭირო იყო. იცი? დედას ვეძახდი. _ იღიმის. - ის ჩემთვის მეორე დედა იყო. _ თვალზე მომდგარ ცრემლს უფლებას არ აძლევს გადმოვიდეს. - როდესაც მასზე წარსულ დროში ვსაუბრობ, რთულია. მიჭირს მასზე ვისაუბრო ისე როგორც გარდაცვლილზე. მაშოს ფოტოები მაქვს, თუ სურვილი გექნება შეგიძლია ნახო. მისი ოთახი მეორე სართულზე, კიბიდან მარჯვნივ მეორე კარი. მე მოვაწყვე, ისე მოვუწყვე როგორც ძველ სახლში ჰქონდა.
- მამაჩემი? მამაჩემი სად არის?
- მგონი ერთი დღისთვის, საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გაწვდი.
- არა, მაინტერესებს სად არის ის?
- აქ საკმაოდ რთული სიტუაციაა, მე არ ვიცი ზუსტად ვინ არის მამაშენი. არ მინდა იფიქრო რომ მაშო ცუდი რეპუტაციის იყო. არა ის ყველაზე კარგი, წმინდა იყო ვინც კი შემხვედრია. _ ფეხზე წამოდგა გოგო. - მის ნაირი არავინაა, ის ერთადერთი იყო განსაკუთრებული. მაშო იცი? ის. არ ვიცი როგორ უნდა გითხრა, მაშო.
- გააუპატიურეს. _ მალევე გაისმა ოთახში მამაკაცის ხმა.
- აკო. _ დაიყვირა ბიჭის ხმის გაგებისას.
- მან უნდა იცოდეს დარო, ის მისი შვილია.
- ის ჯერ პატარაა აკო.
- არც ისეთი პატარა ვარ ეს ყველაფერი ვერ გავიგო. შენ ვინ ხარ? _ ფეხზე წამოდგა ნიკა და აკოს წინ ჩამოდგა.
- მე ალეკო ვარ, აკოს მეძახიან.
- ის დედაშენის შეყვარებული იყო, დიდი შანსია მამაშენი სწორედ ეგ აღმოჩნდეს.
- ეგ როგორ? მოიცა შენ რა? _ ბრაზი ჩაუდგა თვალებში.
- არა, არა. მას არ დაუკარებია მისთვის ხელი, ძალა არ უხმარია. ეს მაქამდე მოხდა სანამ ის ამბავი მოხდებოდა. მოდით დეენემის ანალიზი გაიკეთეთ. აკო შენ წაიღე ნიმუში, მე რომ მივიდე ხომ იცი დამბლოკავენ.
- კარგი.
 - სუფრა მზადაა. _ ნაზი ხმით ამბობს სვეტა.
- წამო. _ ხელკლავი გაუკეთა აკოს და სამზარეულოსკენ წავიდნენ. - ძია დათო მოდი. _ ღიმილით ეძახის გარეთ მყოფ კაცს. ყველამ ერთად ივახშმა, სუფრაზე ხმა არცერთს არ ამოუღია. იქაურობა ბებოსთან ერთად მიალაგა, შემდეგ კი თავის ოთახში შევიდა.
- დარო. _ აბაზანაში შესვლას აპირებდა ოთახში ნიკა რომ შემოვიდა.
- გისმენ?
- მეგობრების სანახავად მივდივარ.
- კარგი, მაგრამ გვიან არ დაბრუნდე.
- გინდა წამოდი ჩემთან ერთად? ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. _ წასვლას აპირებდა თუმცა უეცრად გაჩერდა. - ნუ გეშინია შენს თავს როგორც ოჯახის მეგობარს ისე გავაცნობ. _ გოგოს დუმილის შემდეგ დაამატა.
- არ ვიცი, იცი? არასოდეს დავდივარ გასართობათ.
- ვიცი, მაგრამ ახლა ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე ხომ არაფერი დაშავდება?
- კარგი. წყალს გადავივლებ, გავემზადები და გამოვალ. _ სააბაზანოში შევიდა, წყალი მალევე გადაივლო. შავი კლასიკური შარვალი, თეთრი მაისური და დაბლები მოირგო. ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.

- მგონი ჩემი წამოსვლა კარგი აზრი არ იყო. _ ამბობს მას შემდეგ რაც ნიკას მეგობრების მწველ მზერას გრძნობს.
- ახლა ამათ ჩემი შეყვარებული გონიხარ. _ სიცილით ამბობს ბიჭი, გოგოს ხელი მოჰკიდა და მათკენ წაიყვანა. - სალამი, სალამი. გაიცანით ეს დაროა ოჯახის მეგობარი. დარო გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან. მათე, ლუკა, მეგანი, საბა, ელენე და თომა.
- სასიამოვნოა. _ ღიმილით ეუბნება მათ.
- ჩვენთვისაც. _ ერთ ხმაში წამოიძახეს.
- რას დალევთ? _ფეხზე დგება საბა.
- რამე უალკოჰოლოს.
- კარგი.
- დარო რამდენი წლის ხარ? _ მისკენ იხრება ელენე.
- 31.
- საკმაოდ დიდი ყოფილხარ. რას საქმიანობ?
- ადვოკატი ვარ.
- მე შენ გიცნობ. _ წამოიყვირა მათემ.
- საიდან იცნობ? _ ინტერესდება ელენე.
- ის ბიძაჩემის ადვოკატი იყო.
- ვინ არის ბიძაშენი?
- ლევან ვაშაძე.
- გასაგებია.
- მოიცა შენ ხომ ის ხარ? შენზე ამბობენ რომ მხოლოდ ბრალდების მხარეს იცავსო?
- დიახ ის ვარ. ცივსისხლიანი დარო ლაშხი. _ ღიმილით წარმოსთქვა მისი ზედმეტსახელი.
- მაგრამ ძალიან სექსუალური. _ ღიმილითვე პასუხობს მეგანი.
- კარგით რა დაკითხვაზე გყავთ? _ შეპარული ბრაზით ამბობს ნიკა.
- დაკითხვა ჩემთვის უცნობი არ არის ნიკუშ. _ ხელი ჩამოუსვა დიშვილს.

- საღამო მშვიდობის. _ ბავშვებთან ჭორაობით იყო გართული, როდესაც თავზე ერეკლე წამოადგა.
- გამარჯობა. _ დაბნეული ესამლება ბიჭს ნიკა.
- ერეკლე ლიჩელი. _ ხელს უწვდის.
- ნიკა ჩადუნელი. _ მალევე შეაგება თავისი.
- ის. _ რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც, დაროს დაბრიალებული თვალები დაინახა.
- როგორ ხარ ერეკლე? _ ფეხზე დგება გოგო. - მე დაგტოვებთ. _ მაგიდას ბიჭთან ერთად შორდება. - აქ რას აკეთებ?
- აქ ყოფნის უფლება ყველას აქვს.
- მოიცა შენ რა მითვალთვალებ? _ წარბს სწევს ლაშხი.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. _ ირონიული გაუხდა ხმა.
- ჩემს თავზე იმდენი წარმოდგენა მაქვს, რამდენიც საჭიროა. ახლა კი მითხრაი რას მოდიოდი იქ? იქნებ ისიც გეთქვა ჩემი ძმის გვერდით რომ ვიჯექი, ნუთუ აპირებდი თქმას?
- არა, მაგრამ წამო ახლა ვიტყვი. _ წასვლა დააპირა თუმცა დარომ მაისურზე დაქაჩა და მისკენ მიაბრუნა.
- ბავშვს უფრო მეტი ჭკუა აქვს ვიდრე შენ.
- თუ ჩემს შემოთავაზებას არ დათანხმდები, ყველგან გავჩნდები სადაც შენ იქნები.
- სამსახურის შემდეგ ყველაზე დიდ დროს, სააბაზანოში ვატარებ და გელოდები. _ სიცილი წასკდა გოგოს.
- მეღადავები ჰო?
- შენი აზრით?
- ხალხს რომ ჰკითხო გაუცინარი ხელმწიფეაო, მაგრამ კარგად კი ღადაობ. _ ბრაზდება.
- სულ უჟმურზე არავინ არ არის. მოკლედ ერეკლე მე ჩემი სათქმელი გითხარი.
- თუ ჩემს შემოთავაზებას არ დათანხმდები, მე და გუგა იმ ამბის გამოძიებას დავიწყებთ.
- მემუქრები? _ სიბრაზე შეერია ხმაში.
- არა გაფრთხილებ.
- ხომ იცი? ამ მუქარის გამო, შემიძლია გიჩივლო?
- ეს საქმე შენთვის ისეთი მნიშვნელოვანია, ვიცი რომ არ მიჩივლებ.
- ხვალ ცხრა საათზე შენს ოფისში ვიქნები, თუ ერთი წუთით მაინც დააგბიანებ.
- ხვალ ცხრაზე შევთანხმდით.

- დილამშვიდობის ქალბატონო დარო. ბატონი კაბინეტში გელოდებათ. _ ბედნიერი
ღიმილით ხვდება კაბინეტის კართან მდივანი. გოგოს არც უყურებს დაუკაკუნებლად შედის კაბინეტში.
- ეს ჩემი მოთხოვნებია, შეგიძლია გადახედო შემდეგ ხელი მოაწერო. _ შესვლისთანავე უდებს წინ ხელშეკრულებას.
- მეც კარგად ვარ მადლობა. _ გოგოს სიცივეს არ იმჩნევს და ღიმილით ეუბნება.
- გადახედავ?
- ახლავე. _ თვალი გადაავლო ხელშეკრულებას, შემდეგ კი ხელი მოაწერა.
- ძალიან კარგი. ჩემი ხელოწერა უკვე აქვს. იმ საქმის მასალები მომეცი გავეცნობი.
- აქ არის. _ თაროდან დიდ ლურჯ საქაღალდეს იღებს და გოგოს წინ უდებს.
- ერეკლე. _მშვიდი ხმით ამბობს დარო. - რომ გავიგო მატყუებ ან ჩემი გამოყენება გინდა, გეფიცები გაგანადგურებ არ დაგინდობ იცოდე. თუ ჩემს ზურგს უკან რამეს მოქმედებ.
- არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც შენ გულს გატკენს.
- გულის ტკენას მიჩვეული ვარ, ადამიანებეიც ხშირად ვცდები, მაგრამ ნუ დამაკარგვინებ ნდობას.
- კარგი. დარო მაპატიე რა, არ მინდოდა შენი დაშანტაჟება უბრალოდ.
- არაუშავს. _ ოთახიდან გასვლას აპირებდა, მაგრამ უეცრად გაჩერდა. -ის გოგო ფოტოზე ჩემი და არის, მაშო ლახში. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მისი საქმე დაიხურა უბედური შემთხვევა იყო. არ მინდა ამ საქმეს ისევ შეეხოს ვინმე, რადგან ეს მხოლოდ მე მეხება. უბრალოდ ერთს გეტყვი ამ საქმეს ახლოსაც არ გაეკარო. _ ბიჭის პასუხს არ ელოდება ოთახს ტოვებს, პიფტში შედის და მალევე სცილდება ტერიტორიას.
როგორ გგონიათ რის გამო დათანხმდა ლაშხი? მას არ ეშინოდა, შეეძლო უბრალოდ დაენებებინა თავი მისთვის, მიეცა უფლება გაეკეთებინა ის რაც უნდოდა, მაგრამ ვერ გაუძლებდა. ამ საქმის გამო კიდევ ვინმე რომ დაღუპულიყო, ამას ვეღარ გადაიტანდა. აკო მის ძმას ვერ შეაჩერებდა, დარო კი ერთადერთი იყო ვისაც შეეძლო მათი გაჩერება. არავის მისცემდა უფლებას ისევ სტკენოდა აკოს, ისევ ეტირა საყვარელინადამიანის გამო. ისევ მოეკლათ მისთვის ძვირფასი ადამიანი, მათი შეჩერების ერთადერთი გზა მხოლოდ ეს იყო. მან ამით ერეკლეს, გუგას და აკოს სიცოცხლე გადაარჩინა. თავადაც არ იცოდა რატომ არჩენდა მათ, აკო მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ერეკლე. ის ხომ მისთვის არაფერს ნიშნავდა, თუმცა არა ერეკლე ერთადერთი არის ვისთანაც შეუძლია დალიოს, გაიცინოს "იღადაოს" კიდეც. ცვლიდა საოცრად ცვლიდა დაროს, მასზე მოქმედებდა თუმცა ამას ვერ ხვდება.

- მოიცა რა დაგთანხმდა? _ გაოცებას ვერ მალავდა გუგა.
- სხვა გზა არ დავუტოვე.
- იცი რას ვერ ვხვდები შეჩ**ა? იმ კაცს რომ დათანხმდი, ვინ იყო ეს გოგო მისთვის რატომ არ კითხე? მე რომ მეკითხებოდი ვინ არის მამამისიო.
- ვკითხე განა არ ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა. მხოლოდ ის მითხრა რომ დამეცვა.
- შენ როგორ უნდა დაიცვა?  კალთას გადააფარებ? _ იცინის.
- რა გაცინებს ბიჭო? _ თავში წამოარტყა ხელი მეგობარს. - შენ რა ის მართლა ასეთი გულცივი გგონია? სინამდვილეში იცი როგორი დაუცველია? როდესაც მამამის დავთანხმდი დაროს არ ვიცნობდი, ხომ იცი არა? რომ გავიცანი მასთან კონტაქტში შევედი სინამდვილეში, ძალიან გულჩვილია პატარა ბავშვივით დაუცველია.
- მოიცა შენ რა ის შეგიყვარდა? _ თვალები ჭყიტა გაოცებისგან.
- ჰო რავიცი.
- ღმერთო შენ გვიშველე. _ ჰელები აღმართა ჰაერში.
- თუ ჩემთან ახლოს მეყოლება მის დაცვას შევძლებ.
- მაგრამ ერთი რამ იცოდე ძმაო, დარომ სიმართლე რომ გაიგოს ის არ იქნება შენს გვერდით. წავა ისე წავა უკან არც მოიხედავს.
- ვიცი.



- დარი ყველაფერი ძალიან ჩქარა განვითარდა.
- ვიცი ჯონ, მაგრამ მინდა ყველაფერი მალე დასრულდეს. _ კომპიუტერთან იყო მოკალათებული ლაშხი, მის მეგობარს ესაუბრებოდა. ბოლო თვის ამბებს აცნობდა, თან მისგან დარიგებებს ღებულობდა.
- სიამოვნებას ვერ მიიღებ ყელაფერი ასე მალე თუ დასრულდება.
- დედა სად არის? _ თემის შეცვლას ცდილობს გოგო.
- კარგად არის მასზე ნუ ღელავ. დარი თავს გაუფრთხილდი, შენ იმ ამბავს შეეჭიდე რისგანაც თავს ვერ დაიღწევ. თუმცა იცი რა არის?
- რა?
- ასე უეცრად რომ იპოვე შენი დიშვილი რაღაც საეჭვოა. ხო შეიძლება აკოს ეჭვები ჰქონდა, მაგრამ ასე უბრალო ეჭვზე დაყრდნობა.
- აკომ იცოდა სიმართლე, მართალია ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი. დებილი ხომ არ ვარ არა?
- ეგ არც მითქვამს. დარი სიმართლე მითხარი, ერეკლეს მიმართ გრძნობები გაგიჩნდა?
- არა. _ წამოიყვირა გოგომ.
- აბა რატომ იცავ? ასე უბრალოდ მოვიდა შენთან, თანამშრომლობა შემოგთავაზა და შენს დასათანხმებლად ყველაფერი გააკეთა. ნუ ახლა შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, "ბაზარი" არა კარგი ადვიკატი ყველას უნდა, მაგრამ.
- ჯონათან. _ სიმკაცრე გაერია ხმაში. - რატომ ცდილობ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედო?
-შენ რატომ ცდილობ ყველგან კარგი დაინახო? შენ რა გგონია მან მართლა შენი ნიჭიერების გამო აგიყვანა?
- კარგი რა ჯონ. შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ მტერი?
- მე მამაშენი ვარ, მერე რა რომ ჩემი შვილი არ ხარ, მე გაგზარდე დარი. არ მინდა ისევ გატკინონ გული, არ მინდა ისევ ყველამ თავის სასიკეთოდ გამოგიყენოს. _ წყენით ჩაილაპარაკა კაცმა.
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ახლა წავედი დავისვენებ მეძინება. _ კაცს ემშვიდობება, კომპიუტერი დახურა და სააბაზანოში შევიდა. მალევე დაბრუნდაა უკან   საღამურში გამოწყობილი, დაწოლას აპირებდა როდესაც სახლის ტელეფონმა დარეკა.
- ამ ტელეფონს ერთხელაც იქნება და დავლეწავ. _ გაბრაზებული გავარდა ოთახიდან. - უი შენ არ გძინავს. _ გაკვირვებული უყურებს ნიკას.
- დარო ჯერ ცხრა საათია.
- გისმენ. _ გაბრაზებულმა ჩასძახა ტელეფონში.
- დარო.
- რა გინდა გვანცა?  რატომ შემჭამე? ამ ტელეფონს გადავაგდებ და სად დარეკავ მერე? _ იქვე ჩამოჯდა გოგო.
- რა გჭირს შენ რა ბზიკმა გიკბინა? რაო რა გითხრა ერეკლემ?
- აჰა თურმე რა აინტერესებს. გვანცა როგორ არის, ხომ არის კარგად პაემანზე ვეპატიჟებიო. _ ირონიას არ იშურებს ლაშხი.
- ვაიმე რა უჟმური ხარ რა. ცოტახანში გამოგივლი და სადმე გავიდეთ.
- კარგად ხარ? ამ შუაღამეს სად უნდა წავიდე? მეძინება მე უნდა დავიძინო.     - დარეჯან შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
- ნუ მეძახი დარეჯანს. რაც შეეხება ჭკუას, ჭკუის არქონობას არ ვუჩივი.
- აუ დეიდა წავიდეთ რა გარეთ. _ მალევე წამოადგა თავზე ნიკა.
- ეს რა მესმის. _ თვალები ჭყიტა დეიდას გაგონებაზე. - შენ ახლა მე დეიდა დამიძახე?
- ბებიასავეთ კი იქცევი, მაგრამ დეიდაჩემი ხარ.
- მოკლედ არსადაც არ წამოვალ, მე მეძინება უკვე გამზადებული ვარ. _ გათიშვას აპირებდა თუმცა ტელეფონი ნიკამ წაართვა.
- გამოგვიარე მოვდივართ. _ მხიარულად ჩასძახა ტელეფონში, დაროს ხელი ჩაავლო და ოთახისკენ გააქანა.
- რას აკეთებ? ესენი არ არიან ნორმალურები.
- აქ იჯექი. _ საწოლზე დასვა გოგო. - კაბას მე აგირჩევ.
- არ მინდა მე კაბა. _ ცხვირი აიბზუა.
- სასამართლო პროცესზე კი იპრანჭები კარგად. _ თვალმოჭუტულმა გამოხედა.
- ნუ ახლა იქ.  კარგი ჰო რა იყო, ლამაზად ჩაცმა მიყვარს.
- რამდენი ტანსაცმელი გქონია. _ გაოცებას ვერ მალავს ბიჭი.
- მაქედან არაფერი მიყიდია მე, ყველაფერი დედაჩემის ნაყიდია.
- ახალგაზრდა გოგო ხარ, არსად შენ არ დადიხარ ხალხს შენ არ ენახები. სამსახურის მეტი არაფერი არ გინდა, ასე ვის უნდა მოეწონო? დღეს შეგირჩევ კარგ ბიჭს, თან ეს კაბა როგორ მოგიხდება. _ წინ აუფრიალა  შინდისფერი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა, რომელსაც ზურგი საერთოდ არ ჰქონდა.
- იმედია არ მთხოვ ეს ჩავიცვა? ეს ელზამ მიყიდა და მას შემდეგ მაქ დევს, ერთხელაც არ ჩამიცვამს და არც ვაპირებ ჩაცმას.
- დეიდა. _ წარბს სწევს ბიჭი.
- შანსი არაა.
- დეიდა. _ მეორე წარბიც მიაყოლა.
- უარის თქმას აზრი არ ააქვს ჰო? _ საწყალი სახე მიიღო გოგომ.
- ნწ.
- კარგი ჰო. _ ფეხზე დგება, სააბაზანოში შედის კაბას ტანზე ირგებს და მალევე ბრუნდება უკან. - ამ კაბაში იაფასიან კახ**ს ვგავარ.
- ვერ ვხვდები მართლა ასეთი ასაკიანი ხარ თუ თავს ისულელებ? ძალიან ლამაზი ხარ, არანაირ იაფასიანს არ გავხარ. პირიქით, დეიდაჩემი რომ არ იყო დაგტაცებდი ხელს. _ ხელში აიტაცა გოგო დაატრიალა და მალევე დასვა. - ახლა ეს მაღლები ჩაიცვი, მაკიაჟი გაიკეთე მე მაქამდე გავემზადები. _ ხმაურით კოცნის ლოყაზე და ოთახიდან გადის.
- ეს ბიჭი არ არის ნორმალური.

- თქვენს ჭკუაზე რომ კაცი გაივლის, ის ან გიჟი უნდა იყოს ან უჭკუო. თუმცა მე არცერთი ვარ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე თქვენს ჭკუაზე რატომ გავიარე? _ კაბის ქაჩვით შედის ბარში დარო.
- კარგი რა დეიდა. _ გოგოებს მოშორდა და ადგილო დაიკავა.
- დარო ნახე იქ ვინ არის. _ თვალით ანიშნა ნიკას უკან მყოფ ბიჭზე.
- ეგღა მაკლდა.
- რას დალევთ?
- რამე მაგარს. _ დაროს მაგივრად პასიხს სცემს გვანცა, რადგანაც იცოდა რას შეუკვეთავდა მეგობარი.
- ერთი წუთით. _ ფეხზე დგება გვანცა როდესაც ტელეფონმა დაურეკა. - დიახ აქ არის. _ ორ წამში ბრუნდება უკან და ტელეფონს დაროს აწვდის.
- ვინ არის?
- არ ვიცი შენ გკითხულობენ.
- გესმენთ?
- ქალბატონო დარო მე ავთო ასათიანი ვარ, თქვენი დახმარება მჭირდება.
- დიახ გისმენთ?
- გუშინ საღამოს ჩემი შვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თავიდან უბრალოდ დაკითხვაზე დაიბარეს როგორც მოწმე, მაგრამ ახლა წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია.
- ანუ?
- მინდა მისი ადვოკატი იყოთ. თუ შეძლებთ ხვალ დილით ჩემთან გელოდებით.
- გასაგებია. მისამართი გამომიგზავნეთ ხვალ გესტუმრებით, დეტალებზე იქ ვისაუბროთ. _ ტელეფონი გათიშა და გოგოს მიაწოდა. - ჩემს საქმეზე შენ რატომ გირეკავენ?
- ტელეფონი რომ გეყიდა ან არ დაგელეწა. შენ დაგირეკავდნენ. რა უნდოდა?
- დახმარება სჭირდება.
- საღამო მშვიდობის.
_ მალევე წამოადგა თავზე გუგა.
- გამარჯობა. _ ყალბი ღიმილით ესალმება ბიჭს.
- გვანცი როგორ ხარ? _ ხელი აუწია გოგოს.
- კარგად შენ? _ დაიმორცხვა შავაძემ, მაგრამ როდესაც დაროს მოჭუტული თვალები დაინახა მალევე გამხიარულდა.
- რამ შეგაწუხათ? _ სხვათაშორისოდ ამბობს ლაშხი.
- არაფერმა უბრალოდ დაგინახეთ და მოგესალმეთ. ეს ვინ არის? _ თვალით ანიშნა ნიკაზე.
- მეგობარი. ნიკუშ გაიცანი ეს გუგაა აკოს ძმა.
- მართლა? ანუ ის.. სასიამოვნოა. _ სათქმელი შეცვალა ბიჭმა.
- ანუ მე რა?
- არაფერი.
- შეიძლება შემოგიერთდეთ? მაინც მარტო ხართ და.
- აუ კი რა. _ აკისკისდა გვანცა.
- ამას რა ჯანდაბა ეტაკა? _ ჩუმად ჩურჩულებს დარო რადგან ასეთი გვანცა არასოდეს ენახა.
- რაა? _ გაიკვირვა მეგობრის გამოხედვა.
- არაფერი, არაფერი.
- ერე მოდი აქ.
- ის რომ არ მოიყვანოს არ შეიძლება? _ ისევ თავიათვის ლაპარაკობს დარო.
- დარიკო რას ჩურჩულებ მაქ? _ ეჭვისგვალით უყურებს გვანცა.
- შავაძე ბევრი ხომ არ დალიე შენ?
- არა შენს თავს ვფიცავარ.
- სალამი. _ ღიმილით ესალმება ლიჩელი იქ მსხდომებს, და დაროს გვერდით დაიკავა ადგილი.
- სალამი.
- როგორ ბრძანდებით ქალბატონო?
- გმადლობთ კარგად.
- მეც კარგად ვარ მადლობა. შენ გვანცა ხარ ხო?
- კი მე გვანცა ვარ, სასიამოვმოა შენი გაცნობა.
- ჩემფვისაც.
- ეს ნიკაა, დაროს.
- ვიცი ვინც არის, სასიამოვნოა მე ერეკლე ვარ.
- ჩემთვისაც. დეი. დარო. _ დეიდას დაძახებას აპირებდა თუმცა მალევე შეცვალა სათქმელი.
- ჰო ნიკუშ.
- აკო რეკავს.
- ყველა თქვენ რატომ გირეკავთ? _ ბრაზდება ლაშხი.
- თუ დაგავიწყდა ისევ შეგახსენებ, შენ ტელეფონი გალეწე. _ გაეკრიჭა შავაძე.
- შენთან ლაპარაკი უნდა. _ ტელეფონი მიაწოდა გოგოს.
- ჰო აკო.
- დარო პასუხები მოვიდა.
- ასე მალე? რაო მერე რა წერია?
- დარო იცი? ის, ის მართლა ჩემი შვილია. _ ბედნიერებით ყვირის ბიჭი.
- დარწმუნებული ვარ ახლა დარბიხარ. _ იღიმის ბიჭის საქციელზე.
- კი.
- გილოცავთ აკ ძალიან მიხარია. სად ხარ ახლა? ჩვენ ბარში ვართ მოხვალ?
- მისამართი მომწერეთ მოვალ.
- მისამართი მიწერე. _ ტელეფონს აწვდის დიშვილს. - ნიკუშ პასუხები მოვიდა.
- რაო მერე? დადებითია?
- კი ნიკუშ დადებითია.
- მართლა? _ ფეხზე წამოხტა და გოგოს გადაეხვია. - ეს ხომ ძალიან მაგარია?
- ძალიან.
- რა გიხარიათ? _ ინტერესით კითხულობს გუგა. - მეც მითხარით იქნებ მეც გამიხარდეს.
- შენ ჯერ პატარა ხარ, შენთვის არ შეიძლება.
- რატომ ვარ პატარა ვითომ? _ ბღვერით უყურებს ლაშხს.
- შენი ძმა თუ საჭიროდ ჩათვლის გეტყვის. მე არაფერს გეტყვი თუ ამის გამოძიებასაც არ დაიწყებ. _ წაკბინა ბიჭი. - სუფთა ჰაერზე გავალ. _ ფეხზე დგება და აივანზე გადის. ბედნიერი იყო, რადგან მისი ერთადერთი დისგან შვილი დარჩა. ბიჭი რომელიც დანახვისთანავე მიისაკუთრა, საკუთარად აქცია, შვილად მიიღო. ყველაზე მეტად უნდოდა ახლა მისი და აქ ყოფილიყო, მასაც ეგრძნო ის ბედნიერება რასაც დარო გრძნობდა.  უნდოდა ეყვირა, ეკივლა თუმცა ვერაფერს აკეთებდა. ახლაც ისე არ შეეძლო არაფრის გაკეთება, როგორც მისი დის უსულო სხეულის დანახვისას.




№1 სტუმარი მანანა

საოცარი ისტორია მადლობა ამ განცდებისათვის

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი ახალ თავს

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

მანანა
საოცარი ისტორია მადლობა ამ განცდებისათვის


ძალიან მიხარია თუ მოგწონთ ❤

მია15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი ახალ თავს


მადლობა რომ კითხულობთ ❤

 


№4 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მაგარია ხვალაც დადებ ხო იცოდე მოუთმენლად ველი ძალიან მომწონს მემგონი გავგიჟდი გაკვეთილებზე რომ ვზივარ მახსენდება ეს ისტორია და იდიოტურად ვიღიმი მერე კიდე მაბრალებენ შეყვარებული ხარო და მართლებიც არიან ამ ისტორიაზე შეყვარებული ვარ მიხარია რომ წერ და მიხარია რომ კარგი ფანტაზია გაქვს და კიდევ მიხარია რომ იდიოტურად მეღიმება ამ ისტორიის გახსენებაზე მოუთბენლად გელი. მაგარი ხარ
მი ყვარ ხარ არ გიცნობ თუმცა მაინც

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
მაგარია ხვალაც დადებ ხო იცოდე მოუთმენლად ველი ძალიან მომწონს მემგონი გავგიჟდი გაკვეთილებზე რომ ვზივარ მახსენდება ეს ისტორია და იდიოტურად ვიღიმი მერე კიდე მაბრალებენ შეყვარებული ხარო და მართლებიც არიან ამ ისტორიაზე შეყვარებული ვარ მიხარია რომ წერ და მიხარია რომ კარგი ფანტაზია გაქვს და კიდევ მიხარია რომ იდიოტურად მეღიმება ამ ისტორიის გახსენებაზე მოუთბენლად გელი. მაგარი ხარ
მი ყვარ ხარ არ გიცნობ თუმცა მაინც


მეც რომ იდიოტურად მეღიმება ახლა იცი? როგორ მიხარია რომ მოგწონს შენ ხომ ვერ წარმოიდგენ, ძალიან მახარებთ და მაბედნოერებთ კომენტარებით ❤

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
აუ რა კაი იყო
არა თავიდანვე მივისაკუთრე ნიკა და გაბედეთ და წამართვით
დღეს საერთოდ გავაფრინე ამ ბიჭზე
აუ ისე მომეწონა ცოტა გავმხიარულდი კიდეც
აი ერეკლეს რომ გაუგოს ხო გაუხეთქვას თავს
მაინც გაამძაფრე ხო???
უი უი შენ რა ხარ
ძალიან კარგი იყო მართლა მართლა heart_eyes heart_eyes flushed flushed


არვიცი, არვიცი ვნახოთ რა მოხდება. ცოტა გავამძაფრე ხო დეიდას გოგო ❤მიხარია თუ მოგწონს ❤

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დავაგვიანე სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ საიტზე შემოსვლას ავადმყოფობის გამო და ვერ ვნახულობ ახალ თავებს და მებოდიშით :( :დ ♥️ ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია და პერსონაჟებიც ყველა მხრივ .. უბრალოდ რავერ გავიგე და ცოტა არმომეწონა კიდეც აი ასე უცებ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ჯორნალურადაც ვერ იცნობენ .. ანუ იცირაშია საქმე ანუ ჯერ მე ვერ გავიცანი ბოლომდე პერსონაჟები და ამ ორმა როდის მოასწრო :დდ ანუ უფრო განვავრცობდი მაგ საკიტს მაგრამ შე ხარ ავტორი და როგორც საჭიროდ ჩათვლ იისე გააკეთე მე ყველანაირ ვარიანტში წავიკითხავ სულ ერთი წინადადებაც რომ იყოს არარსერბობს შუა გზაში სევწყვიტო საერთოდ ასეა შეიძლება თავიდან არიყოს ისეთი მაგრამ ბოლოს ისეთს დაგიბრეხვებენ შოკირებულ ირჩები მაგრამ ამჟამად შენს ისტორიაში არაფერია რასაც ვიწუნებ პირიქით დიდი სიამოვნებიტ მოგყვები და ალბათ ბოლომდეც ასე მივალ ♥️♥️♥️ ჰოდა ანუ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მაგარი გოგო ხარ და უფრო მეტი სეგიძლია არაფერს გიწუნებ ყველაფერი ძაან მაგრად მიდის უბრალოდ იმ თემის გავრცობა მინდოდა მაგრამ ასეც მშვენივრად გავიგებ სემდეგ ტავებში როგორც წაიყვან ჯერ ყველაფერი წინაა დანარჩენს რაც შეეხება ძაან ტკბილობა და თბილიბა თავია ♥️♥️♥️ ნაწერზე და გრამატიკაზე არაფერს ვამბობ არც შეცდომები მომწონს ♥️♥️♥️წარმატებები

 


№8  offline მოდერი LurjTvala demoni

ტკბილიწიწაკა
დავაგვიანე სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ საიტზე შემოსვლას ავადმყოფობის გამო და ვერ ვნახულობ ახალ თავებს და მებოდიშით :( :დ ♥️ ძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია და პერსონაჟებიც ყველა მხრივ .. უბრალოდ რავერ გავიგე და ცოტა არმომეწონა კიდეც აი ასე უცებ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ჯორნალურადაც ვერ იცნობენ .. ანუ იცირაშია საქმე ანუ ჯერ მე ვერ გავიცანი ბოლომდე პერსონაჟები და ამ ორმა როდის მოასწრო :დდ ანუ უფრო განვავრცობდი მაგ საკიტს მაგრამ შე ხარ ავტორი და როგორც საჭიროდ ჩათვლ იისე გააკეთე მე ყველანაირ ვარიანტში წავიკითხავ სულ ერთი წინადადებაც რომ იყოს არარსერბობს შუა გზაში სევწყვიტო საერთოდ ასეა შეიძლება თავიდან არიყოს ისეთი მაგრამ ბოლოს ისეთს დაგიბრეხვებენ შოკირებულ ირჩები მაგრამ ამჟამად შენს ისტორიაში არაფერია რასაც ვიწუნებ პირიქით დიდი სიამოვნებიტ მოგყვები და ალბათ ბოლომდეც ასე მივალ ♥️♥️♥️ ჰოდა ანუ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მაგარი გოგო ხარ და უფრო მეტი სეგიძლია არაფერს გიწუნებ ყველაფერი ძაან მაგრად მიდის უბრალოდ იმ თემის გავრცობა მინდოდა მაგრამ ასეც მშვენივრად გავიგებ სემდეგ ტავებში როგორც წაიყვან ჯერ ყველაფერი წინაა დანარჩენს რაც შეეხება ძაან ტკბილობა და თბილიბა თავია ♥️♥️♥️ ნაწერზე და გრამატიკაზე არაფერს ვამბობ არც შეცდომები მომწონს ♥️♥️♥️წარმატებები


დაროს გრძნობებს მომდევნო თავში ნახავ, მაგრამ მაჯნც გეტყვი მას არ უყვარს. შესაძლოა მე ამერია რამე და კარგად ვერ გადმოვეცი, რაღაცას გრძნობს, მაგრამ არა სიყვარულს. ძალიან მიხარია თუ მოგწონს, მომდევნო თავებში შევეცდები უფრო კარგად გადმოვცე ყეველაფერი უღრმესი მადლობა შენ ❤

 


№9 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

სადაა ახალი თავი ოოოო მართლა და მართლა არ გესმის რომ ვერაფრით ვერ ვძღები ამ თავებით და ყოველ დღე სულმოუთქმენლად ველი სადაა მითხარი თორე ეს იდიოტური ღიმილი გადამეზრდება იდიოტურ გაბრაზებაში

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
სადაა ახალი თავი ოოოო მართლა და მართლა არ გესმის რომ ვერაფრით ვერ ვძღები ამ თავებით და ყოველ დღე სულმოუთქმენლად ველი სადაა მითხარი თორე ეს იდიოტური ღიმილი გადამეზრდება იდიოტურ გაბრაზებაში


ხვალ დავდებ, ყოველ მეორე დღეს ვდებ ყოველ დღე ვერ ვახერხებ დადებას. მაპატიე რა ❤

 


№11 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

LurjTvala demoni
ქამელეონის თვალება გოგო
სადაა ახალი თავი ოოოო მართლა და მართლა არ გესმის რომ ვერაფრით ვერ ვძღები ამ თავებით და ყოველ დღე სულმოუთქმენლად ველი სადაა მითხარი თორე ეს იდიოტური ღიმილი გადამეზრდება იდიოტურ გაბრაზებაში


ხვალ დავდებ, ყოველ მეორე დღეს ვდებ ყოველ დღე ვერ ვახერხებ დადებას. მაპატიე რა ❤

მიღებულია ბოდიში, ახლა მეცინება, და ხო მართლა რადგან ყოველ მეორე დღეს დებ თავები ცოტა გაადიდე რა გთხოვ გეხვეწები მაგარი იქნება და მაგრად გამისწორდება. პირველად გთხოვ მგონი რაღაცას და თუ ამისრულებ ძალიან მაგრად გამისწორდება

 


№12  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
LurjTvala demoni
ქამელეონის თვალება გოგო
სადაა ახალი თავი ოოოო მართლა და მართლა არ გესმის რომ ვერაფრით ვერ ვძღები ამ თავებით და ყოველ დღე სულმოუთქმენლად ველი სადაა მითხარი თორე ეს იდიოტური ღიმილი გადამეზრდება იდიოტურ გაბრაზებაში


ხვალ დავდებ, ყოველ მეორე დღეს ვდებ ყოველ დღე ვერ ვახერხებ დადებას. მაპატიე რა ❤

მიღებულია ბოდიში, ახლა მეცინება, და ხო მართლა რადგან ყოველ მეორე დღეს დებ თავები ცოტა გაადიდე რა გთხოვ გეხვეწები მაგარი იქნება და მაგრად გამისწორდება. პირველად გთხოვ მგონი რაღაცას და თუ ამისრულებ ძალიან მაგრად გამისწორდება


რა თქმა უნდა, შევეცდევი რაც შეიძლება დიდი თავები შემოგთავაზოთ. ამ თხოვნას ისე ვერ დავტოვებ ჩემო კარგო ❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

რააა ძააანმაგარია

 


№14  offline მოდერი LurjTvala demoni

terooo
რააა ძააანმაგარია


 


№15 სტუმარი სტუმარი მარინა

საოცარი ისტორიაა,ძალიან მომწონს.საინტერესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent