შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 3თავი


6-11-2018, 22:19
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 2 115

- კარგად ხარ? _ კართანვე ხვდება აკო.
- კი, ძალიან კარგად ვარ. აკო ხომ იცი აქ მხოლოდ შენ გენდობი, ეს ის მტკიცებულებაა. _ ხელში აწვდის ჩანაწერს. - ძალიან გთხოვ იმ დროს როდესაც ამის შემოწმებას დაიწყებენ, შენც იქ იყავი.
- ყველაფერი კარგად იქნება დარო.
- ვიცი. შეგიძლია ამ დღეებში შემომიარო? შენთან საქმე მაქვს.
- ხომ მშვიდობაა?
- კი, კი უბრალოდ. მოკლედ შემომიარე. _ წასვლას აპირებდა როდესაც ბიჭმა გააჩერა.
- მოიცა ჩემს ძმას გაგაცნობ. _ ხელით ანიშნა მათკენ წამოსული ბიჭისკენ.
- გუგა გაიცანი ეს დაროა ჩემი მეგობარი, დარო ეს ჩემი ძმაა.
- სასიამოვნოა. _ ხელს უწვდის ბიჭს.
- ჩემთვისაც. _ ღიმილით შეაგება თავისი ხელი.
- მე დაგტოვებთ. _ ბიჭებს ემშვიდობება და იქაურობას ტოვებს.
- რატომ არ მითხარი მასთან თუ მეგობრობდი?
- დაროს ბავშვობიდან ვიცნობ.
- მართლა? ანუ მასზე ყველაფერი იცი?
- კი, მაგრამ არაფერს არ მოგიყვები.
- აკო კარგი რა, ერეკლეს მასთან თანამშრომლობა სურს და.
- გუგა არაფერს გეტყვი, დაროს თავისი ცხოვრება და პრობლემები აქვს. მე კი არ მაქვს უფლება მის ცხოვრებაზე ვილაპარაკო.
- ის მაინც მითხარი დედმამიშვილო ყავს?
- შემეშვი. _ ბიჭის კითხვამ გააღიზიანა.
- რა მოგივიდა შე**მა? უბრალოდ მაინტერესებს. ან ის მაინც მითხარი რამდენი წელია იცნობ?
- მამის მხრიდან ყავს ძმა, დაროს კი 24 წელია ვიცნობ. _ მხოლოდ ამას ამბობს და ძმას შორდება.

- მოიცა ანუ მეგობრობენ?
- მეც დღეს გავიგე. _ ვისკის ჭიქა აიღო ხელში.
- საიდან იცნობენ არ გითხრა?
- დედმამიშვილზე რომ ვკითხე, ძალიან გაღიზიანდა.
- მასზე ინფორმაციის მოძიება მინდოდა, თუმცა ყველაფერი დალუქულია. მხოლოდ ერთი ფოტოსურათი ვნახე, სადაც დარო ვიღაც გოგოსთან ერთად არის.
- აქ გაქვს ფოტო?
- კი აქ მაქვს. _ მარჯვენა ჯიბიდან ფოტო ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.
- ამ გოგოს ვიცნობ, მაგრამ არ მახსოვს საიდან. _ ინტერესით უყურებს პატარა დაროს გვერდით მდგომ გოგოს.
- კარგი რა შე**მა როგორ არ გახსოვს?
- მოიცა, მოიცა ეს მაშოა.
- მაშო ვინ არის?
- აკოს ბავშვობის შეყვარებული, მისი ფოტო შემთხვევით ვნახე აკოს გარდერობში. დედამ მითხრა რომ მისი ბავშვობის შეყვარებულია.
- კი, მაგრამ აკოს შეყვარებულთან დარო რა შუაშია? თან ეს ფოტო მის ესპანეთში წასვლამდე ერთი თვით, ადრეა გადაღებული.
- არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი მაშო 22 წლის წინ რომ გარდაიცვალა.
- რა მოუვიდა?
- უბედური შემთხვევა იყო.
- შესაძლებელია ეს გოგო დაროს და იყოს?
- არვიცი არამგონია, არ მსმენია რომ მას და ყავდა.
- იქნებ არ ამხელენ?
- შენ ხომ მამამის იცნობ, ჰოდა კითხე.
- რას ამბობ? მაგას ამას როგორ ვეტყვი, საერთოდ რომ გაიგოს მის შვილზე ინფორმაციას ვაგროვებ, მომკლავს ხომ იცი არა?
- ეგეც მართალია. დაროს რომ კითხო?
- არაფერს მეტყვის.
- შემოდი მარიამ. _ ფეხზე დგება ბიჭი როდესაც კარზე დააკაკუნეს.
- მარიამი არ ვარ. _ მალევე გაისმა კაბინეტში დაროს ხმა. - გამარჯობა. _ ღიმილით ესალმება ბიჭებს, მაგრამ მალევე შეშთება როდესაც გუგას ხელში მის ფოტოს ხედავს.
- ეს საიდან გაქვთ? _ მისკენ დაიხარა და ფოტო ხელიდან გამოგლიჯა.
- საიდან გაქვს მეთქი? _ ხმას უწევს ლაშხი.
- ამ ფოტოზე ჩემი ძმის შეყვარებულია. გოგო უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ჩემს ძმას არ უყვარს მასზე საუბარი და მინდოდა გამეგო რა მოხდა სინამდვილეში.
- არ გიფიქრია რომ ეს მისთვის მტკივნეული თემაა? და სწორედ მაგიტომ არ საუბრობს მასზე?
- და შენ რა შუაში ხარ ამ ფოტოსთან? _ წარბს სწევს გუგა.
- მეც ვიცნობდი მას და აი რა პრობლემა მაქვს მე.  შენ არ გაქვს უფლება ჩაერიო შენი ძმის ცხოვრებაში, მას რომ სდომოდა აუცილებლად გეტყოდა რა მოხდა სინამდვილეში.
- მეორე გოგო ფოტოზე შენ ხარ ხო?
- დიახ მე ვარ.
- ის შენი და არის ჰო?
- თუ კიდევ ერთ სიტყვას იტყვი, გეფიცები მაგ ენას ამოგაჭრი. _ ჩუმი თუმცა მკაცრი ხმით ამბობს.
- შენ არც კი იცი რა ხდება, თუ შენს ძმას ოდნავ მაინც სცემ პატივს ამ თემას აღარასოდეს შეეხო.  ეს ის უბედური შემთხვევა არ არის რასაც შენ ფიქრობ. თუ ამ საქმეში ჩაერევი, შენც ისე დაასრულებ სიცოცხლეს როგორც სხვებმა დაასრულა. უბრალოდ გთხოვ ამ საქმეს არ გაეკარო კარგი? _ მუდარა გაერია ხმაში გოგოს.
- კარგი.
- ამ ფოტოს მე წავიღებ. _ წასვლას აპირებდა როდესაც შეჩერდა. - სულ დამავიწყდა. ლიცენზია უკვე დამიბრუნეს და თუ ისევ გჭირდება, ჩემი დახმარება შემიძლია დაგეხმარო. _ ღიმილით ეუბნება ლიჩელს.
- კონტრაქტს მოვამზადებ.
- არა. მე შენთან ოფისში მუშაობას არ ვაპირებ, თუ გინდა ამ საქმეში დაგეხმარები შემდეგ კი ჩემს საქმეს დავუბრუნდები.
- მე მინდა შენ ჩემთან იმუშავო.
- მე ეს არ მაწყობს.
- იმას რასაც შენ ამბობ არც მე მაწყობს.
- კარგი თუ ეგრეა კარგად. _ არცერთს არ ემშვიდობება და კაბინეტს ტოვებს.


- დარო ხომ მშვიდობაა? _ ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა, ხმა ამოიღო აკომ. - დარო გამაგებიე, რა ხდება?
- მოკლედ მინდა გავიხსენო ზუსტად რა მოხდა იმ დღეს, შენ დეტექტივი ხარ და უფრო კარგად დამეხმარები, ყველაფრის გახსენებაში.
- კარგი. ყველაფერი თავიდან დაიწყე.
- ახალი წლისთვის ვემზადებოდით, დედა გოზინაყს ამზადებდა. მაშო მასწავლებელთან იყო, ვიცოდი ცხრა საათზე რომ მოდიოდა ამიტომ გარეთ ველოდი. ძალიან იგვიანებდა მაშოს არ სჩვეოდა დაგვიანება, იცოდა ყოველ საღამოს გარეთ რომ ველოდი. ნახევარი საათიანი ლოდინის შემდეგ დედას ვუთხარი რომ, ცოტა წინ გავიდოდი რათა დამენახა სად იყო. სახლს საკმაოდ რომ გავცდი, დავინახე ორი ბიჭი. სიბნელე იყო ამიტომ კარგად ვერაფერს ვხედავდი, ცოტა რომ მივუახლოვდი კუთხეში ჩამუხლული ბიჭი დავინახე, რომელსაც მაშოს თავი კალთაში ედო და ყვიროდა რომ ის მოკვდა. ამ სურათის დანახვისას ყვირილი დავიწყე, განწირული ვკიოდი დედას ვეძახდი. როდესაც იმ ორმა ჩემი ხმა გაიგეს გაიქცნენ, მესამე იქ დარჩა. მას მივვარდი და მაშოს თავი ხელებიდან გამოვგლიჯე. _ გაჩუმდა. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით უსველებნებ კალთას, ხმა ჩაეხლიჩა თუმცა გაჩერებას არ აპირებდა. პირველად ამდენი წლის მანძილზე, პირველად ყვებოდა სიმართლეს. აღარავენ ეუბნებოდა რომ უნდა გაჩუმებულიყო, აღარავინ აიძულებდა დაემალა სიმართლე, და აღარავინ ემუქრებოდა დედის სიკვდილით. ხმის გასასწორებლად ჩაახველა და განაგრძო. - ჩემი დის უსულო სხეული ხელებში მყავდა მოქცეული,  და ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი. დავსცქეროდი მის სისხლიან სახეს, თქვი გულზე დავადე არ სუნთქავდა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა თუმცა შოკში ვიყავი და ხმის ამოღება, აღარ შემეძლო. მინდოდა დავხმარებოდი თუმცა, ჩუმი ტირილის გარდა არაფერი შემეძლო. შემდეგ აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ის რომ გონს სახლში მოვედი თავზე ექიმმი მადგა, მითხრეს რომ ჩემი და აღარ არის. მან დამტოვა გესმის? დაგვტოვა, ორივე ჩვენგანი დაგვტოვა. თავს ვიდანაშაულებდი, მეგონა შემეძლო გამეკეთებინა რამე, მაგრამ არაფერი მოვიმოქმედე. იცი დღეს რა გავიგე? იმ ნაბი**არმა მითხრა, რომ ჩემმა დამ კიდევ 7 თვე იცოცხლა, ის ორსულად ყოფილა აკო თუმცა მშობიარობის დროს გარდაცვლილა. მა ის ვნახე აკო, ის არ იყო ცოცხალი. არ სუნთქავდა, გაქვავებული იყო ჩემს ხელში დალია სული, მისი ჯერ კიდევ თბილი სხეული, თუმცა გაჩერებული გული ვნახე. მითხარი აკო ეს შესაძლებელია? შესაძლებელია მას ეცოცხლა? და შვილი გაეჩინა? იქნებ მე შევცდი აკო? იქნებ ის არ იყო მკვდარი? მე მას ვხედავ, ყოველ ღამე ვხედავ, ის მოდის ჩემთან სიზმრებში მახსენებს პირობას რომელიც მე დავდე, მაგრამ არაფერს ამბობს ბავშვზე. შენ ხომ იყავი მის დაკრძალვაზე? შენ ხომ ნახე მისი სხეული? მე, მე არ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ შემეხედა მისი სხეულისთვის, მეთქვა თუ როგორ მიყვარდა ის. მეთქვა თუ როგორი გაბრაზებული ვიყავი მასზე, მან დამტოვა გაფრინდა ანგელოზად იქცა და წავიდა. მას არ ჰქონდა უფლება დავეტოვებინე აქ. ის ჯერ კიდევ პატარა იყო, სულ რაღაც 14 წლის. მითხარი აკო? როგორ შევარჩინო ჩემი დის სისხლი მათ, მითხარი? ეს როგორ გავაკეთო? როგორ ვთქვა უარი დადებულ პირობაზე? მე მას პირობა მივეცი, დავპირდი რომ ყველას ვიპოვიდი და დავსჯიდი. მე ყველა ვიპოვე აკო, მე ვიცი ვინც გააკეთა ეს, მე ვიცი ვინ იხმარა ძალა მასზე. მე ვიცი მათი სახელები, ვიცი ვინ გააუპატიურა ჩემი და.
- დარო. _ ჩამქრალი ხმით ამბობს ბიჭი. - მე არ მინახავს მისი სხეული. მე არ მომცეს უფლება გადამეხადა თავზე, არ მომცეს უფლება საბოლოოდ გამოვმშვიდობებოდი მას. ის უბრალოდ დაკრძალეს, არც დედაშენს მისცეს უფლება.
- ანუ შესაძლოა ის მართლაც არ მომკვდარა იმ დღეს? მე სამშობიარო ჩანაწერი ვნახე, იქ წერია რომ ჩემმა დამ ბიჭი გააჩინა.
- დარო შესაძლოა ის ბავშვი ჩემი შვილი იყოს.
- ეგ როგორ? _ თავი წამოსწია გოგომ.
- მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ჩვენ ურთიერთობა გვქონდა.
- მე ეს არ ვიცოდი. მაშომ რატომ დამიმალა?
- შენ პატარა იყავი, ისიც არ იყო იმ ასაკში რომ ეს ყველაფერი შენთვის ეთქვა.
- დამეხმარები გავარკიო სად არის ბავშვი?
- ჩემი შვილი რომც არ იყოს, ის ჩემი მაშოს შვილია. ნუ მისვამ ამ კითხვას, ხომ იცი რომ აუცილებლად დაგეხმარები?
- აკო. _ ჩანთიდან ფოტოს იღებს და ბიჭს აწვდის. - ეს ფოტო დღეს შენი ძმის  ხელში იყო, მას ამ ამბის გამოძიება უნდა მის ძმაკაცთან ერთად.  ვიცი ეს უბრალოდ მიზეზია, ისინი ჩემს შესახებ აგროვებენ ინფორმაციას. არ მისცე მათ უფლება ამ საქმეში გაერიონ.
- დაველაპარაკები. დარო დიდი ხანია შენთვის ამის კოთხვა მინდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა.
- რა ხდება აკო?
- შენი ძმა.
- მასზე არაფრის მოსმენა მინდა.
- არა სხვა რაღაცას ვამბობ.
- რას?
- ის, ის საოცრად გავს მაშოს. ვიცი ის თქვენი ძმაა და უდნდა გავდეს, მაგრამ ის მართლა საოცრად ჰგავს მაშოს. ხასიათი, ქცევები, გამოხედვა, სახის მოყვანილობა, თვალები.
-  ამით რისი თქმა გინდა?
- რამდენი წლის არის ის?
- როგორც ვიცი ოცის.
- იქნებ მამაშენმა საბუთები გააყალბა? მას უნდა დაუკავშირდე, თითქოს მასთან დამეგობრება გინდა. გაარკვიე ყველაფერი.
- ამდენი წელია მასთან არანაირი კონტაქტი მქონია, არ დაეჭვდება ახლა რატომ გამოვიჩინე ინიციატივა? _ ფეხზე წამოდგა გოგო, ვისკი დაასხა ბიჭს გაუწოდა და თავის ჭიქაში ერთი ცალი ყინული ჩაიგდო და იქვე ჩამოჯდა.
- კი, მაგრამ რამე მოიფიქრე.
- კარგი.



- ქალბატონო დარო. _ სამსართულიანი სახლის შავ ჭიშკართან დგას გოგო, დაცვა გაკვირვებული მიშტერებია. მხოლოდ ქალბატონო დაროს გაიძახიან, 22 წლის შემდეგ პირველად ნახეს ლაშხი ამ სახლთან.
- დათო. _ კაცისკენ არც ბრუნდება ისე ეუბნება. - ძია დათო გიკვირს არა? _ ღიმილით გახედა კაცს.
- ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ მოხვიდოდი. _ ღიმილით გადაეხვია კაცი. - მას შემდეგ დიდი დრო გავიდა დარო.
- თუმცა აქაურობა არ შეცვლილა. შეიძლება შევიდე? სასაცილოა არა? ნებართვა მჭირდება, შევიდე თუ არა ჩემს სახლში. თუ სახლში შესვლის უფლებას არ მომცემთ, იმის უფლება მაინც მომეცით სათბურში შევიდე, ბებოს ვნახავ ის ხომ ახლა იქ არის? _ თვალებში ჩამდგარ ცრემლს მალევე იშორებს და სევდიანად უღიმის კაცს.
- არავის აქვს უფლება სახლში შესვლა აგიკრძალოს. _ ხელი ჩამოუსვა სახეზე გოგოს, ჭიშკარი გაუღო და თავად იქაურობას გაშორდა. ვერ გაუძლო ბატონმა დათომ მისი პატარა გოგოს ცრემლიან თვალებს. ის ხომ ბავშვობიდან იცნობდა დაროს, დაბადებიდან მისი მცველი იყო. პატარა ერთი თვის დაროს ოთახს წამითაც არ შორდებოდა, მერე რა რომ ის მისი შვილი არ იყო. მას ის შვილივით უყვარდა, ეტკინა ყველაზე მეტად მას ეტკინა დაროს გამგზავრება, მაგრამ ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. ისიც კარგად იცოდა თუ დაროს სახლში შესვლის, უფლებას მისცემდა ის სამსახურს დატოვებდა, მაგრამ მისთვის მთავარი იყო დაროს გაეღიმა, ბედნიერებით გაეღიმა.
მძიმე ნაბიჯებით შევიდა ეზოში, მოგონებები საშუალებას არ აძლევდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ის მაინც ამაღად მიაბიჯებდა. ტიროდა ლაშხი, სახლს კი არა მოგონებებს მისტიროდა. მის დას ამ სახლში გატარებულ ყოველ წამს მისტიროდა. ამაყი იყო თუმცა საოცრად გულჩვილი. უყვარდა იმ ყველაფრის მერე რაც მან გაუკეთა, მას მაინც უყვარდა კაცი რომელმაც ცხოვრება დაუნგრია. კაცი რომელმაც არაფერი გააკეთა მისი შვილის გადასარჩენად. მტკივნეული იყო ლაშხისთვის, იმ ეზოში გადადგმული ყოველი ნაბიჯი ეკალივით ესობოდა გულზე. ცრემლიანი თვალებით მოუახლოვდა სათბურს, კარი გახსნა და გაეღიმა. არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისე დახვდა როგორც ბავშვობაეი იყო. მისი ბებო ისევ ისე პატარა ბავშვივით უვლიდა ყვავილებს როგორც ადრე, ეფერებოდა კოცნიდა და შიგადა-შიგ წყალს უსხავდა.
- შენ დარო ხარ, ჩემი პატარა საყვარელი დარო. სათუთი, ნაზი ამაყი თუმცა ეკლიანი. _ ღიმილით დასცქეროდა თეთრ ვარდს. - იმედია ოდესმე მოვა, მოვა და მეც ისე ჩამიკრავს გულში როგორც ახლა მე გიკრავ შენ. თუმცა მე მას ვატკინე, ისე ვატკინე როგორც შენ მატკინე მე, შენი წვეტიანი ეკალით ხელში რომ ჩამარჭე. თუმცა მე მას გული ვატკინე, ვერ შევაჩერე მინდოდა შემეჩერებია ყველა, მაგრამ ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავდა.
- ზეცა იღრუბლება ბებო, სწორედ ისე როგორც 22 წლის წინ. იწვიმებს ბებო, ცა იტირებს ბებო. სწორედ ისე როგორც შენ ტიროდი ჩემი წასვლის დროს. ცა იქუხებს ბებო, სწორედ ისე როგორც ჩემი ხმა ქუხდა. ეგ ვარდი დაჭკნება ბებო, სწორედ ისე როგოგორც ჩემი გული. ყველა იტირებს ბებო, ყველა ინანებს, მაგრამ გვიან იქნება. ყველა ილოცებს ბებო, ღმერთს შეევედრება დანდობას, მაგრამ ის არ დაინდობს, სწორედ ისე როგორც მე არ დამინდო. ის არავის ინდობს ბებო, ის დაუნდობელია. _ ტირილით მიუახლოვდა ქალს და უკნიდან მოეხვია. - შენ არა ბებო, შენ არ გიტკენია ჩემთვის. ყველამ მატკინა, მაგრამ შენ არასოდეს გიტკენია. მენატრებოდი ბებო, ძალიან მენატრებოდი. მინდოდა მოსვლა შენი ჩახუტება, შენი სითბოს ისევ შეგრძნობა, მაგრამ ვერ მოვედი არ მქონდა უფლება.
- დარო. _ გოგოს სიტყვებმა გული მოუკლა ქალს, ატირდა ხმით ტიროდა ქალბატონი სვეტა. ეფერებოდა, კოცნიდა, ცრემლიან თვალებს უმშრალებდა საყვარელ შვილიშვილს. - მაპატიე, მაპატიე დარო. მაპატიე საკმაოდ ძლიერი რომ არ ვიყავი. მაპატიე ისინი რომ ვერ შევაჩერე.
- ჩუ. _ საჩვენებელი თითი მიადო ტუჩთან. - არ თქვა, არ თქვა რომ გაპატიო. შენ არაფრის გაკეთება შეგეძლო ბებო. _ ცრემლები მოსწმინდა ქალს. - შენი დახმარება მჭირდება ბებო. _ ჩუმად უჩურჩულა ქალს.
- რა ხდება საყვარელო?
- ჩემს ძმას უნდა შევხვდე. მითხარი ბებო? შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მითხრას სიმართლე.
- რა ხდება დარო?
- რამდენი წლის არის ის ბებო? მითხარი? სინამდვილეში ის ჩემი ძმა არის თუ დიშვილი? გთხოვ ბებო არ მომატყუო, ვინ არის ის სინამდვილეში ჩემი?
- ის არ არის შენი ძმა დარო, ის მაშოს შვილია საყვარელო. მათმა რომ გაიგონ შენ ყველაფერი გითხარი მომკლავენ.
- ნუ გეშინია არაფერს ვეტყვი. შეგიძლია მომიყვანო?
- კარგი. აქ იყავი ახლავე მოვიყვან. _ კიდევ ერთხელ ჩაიკრა შვილიშვილი გულში, სახე დაუკოცნა და იქაურობას გასცილდა. ქალის გასვლიდან ხუთ წუთში კარი გაიღო, იგრძნო ლაშხმა ვიღაცის მოახლოვება, თუმცა შებრუნება ვერ გაბედა. ვერ გაბედა შეეხედა მისთვის, ჩაეხედა თვალებში და პატიება ეთხოვა.
- გისმენთ? _ მალევე გაისმა ბიჭის ბოხი ხმა, ჭრუანტელმა დაუარა სხეულში გოგოს. ნაცნობმა საყვარელმა, თუმცა ამავდროულად უცნობმა სურნელმა აუწვა ცხვირი. ფრთხილად რაც შეეძლო ნელა შემოტრიალდა მისკენ.
- გამარჯობა. _ ღიმილით ეუბნება ბიჭს. - მე დარო ვარ, დარო ლაშხი.
- ნიკა ჩადუნელი. ბებომ მითხრა შენთან არიანო, გიცნობთ?
- მე შენი. _ სიტყვა გაუწყდა, სათქმელს თავს ვერ უყრიდა, არ იცოდა რა ეთქვა მისთვის. - ბებიაშენის ძველი ნაცნობი ვარ. _ მალევე შეცვალა სათქმელი.
- ჩემთან რა გინდათ?
- უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა.
- შენ ჩემი და ხარ არა? _ ბიჭის სიტყვებმა დააბნია. - ფოტოებზე მყავხარ ნანახი, ბებომ მაჩვენა. თუმცა მითხრა რომ შენ არასოდეს მოხვიდოდი.
- ის შეცდა, ხომ ხედავ მე მოვედი? მართალია გვიან მაგრამ მე მაინც მოვედი. მაპატიე კარგი? მაპატიე ამდენი ხანი რომ არ მოვედი, უბრალოდ.
- უფლება არ გქონდა. _ გოგოს სათქმელი დაასრულა.
- უფლება არ მქონდა, მართალია.
- ახლა რატომ მოხვედი?
- არ ვიცი. უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა, მინდოდა გამეგო ვინ იყო ჩემი ძმა. თუმცა მართალია არ უნდა მოვსულიყავი. _ წასვლას აპირებდა როდესაც ბიჭმა გააჩერა.
- მოიცადე. მე მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ არ ვიცოდი სად უნდა მომეძებნე. შენს შესახებ ერთი თვის წინ გავიგე. ბებომ მითხრა მამასთვის არაფერი მეთქვა, ამიტომ ჩემი ხერხებით გეძებდი. თუმცა შენს მისამართს არავინ მეუბნებოდა, ერთი კვირის წინ ტელევიზორში გნახე. გავიგე რომ ადვოკატი ხარ, შენს სამსახურში დავრეკე, მაგრამ მისამართი არ მომცეს.
- თუ ჩემს ნახვას გადაწყვეტ ამ ნომერზე დამიკავშირდი. _ სავიზიტო ბარათს უწვდის ბიჭს. - დათოს უთხარი და ის მოგიყვანს, მარტო არ წამოხვიდე.
- დათო მამას ეტყვის.
- ნუ გეშინია, ის არაფერს ეტყვის. _ ბიჭს ემშვიდობება და იქაურობას სცილდება. ეზოდან გასვლას აპორებდა, მაგრამ ქალის დანახვისას გაჩე.
- აქ რას აკეთებ? _ გაისმა ქალის წიკვინა ხმა.
- კრუელების დედოფალიც გამოჩნდა. _ ირონიული გაუხდა ხმა. - სახლში შესვლა არ შემიძლია, თუმცა ეზოში კი.
- წესიერად მელაპარაკე.
- მე ბოდიში ქალბატონო, ეს როგორ გავბედე. _ მსახიობურად დაუკრა თავი. - არ დაგავიწყდეს ამ სახის ნახევარი მეც მეკუთვნის.
- ამ სახლში შენი არაფერია. _ წინ დაუდგა ქალი. - ხომ არ დაგავიწყდა? ბო**ს შვილს არაფერი ეკუთვნის?
- მოკეტე. _ ხელი მოუქნია ქალს და სახეში გაარტყა. - აღარასოდეს მოიხსენიო, შენი ბინძური პირით დედაჩემი ეგრე.
- რამდენს ბედავ ნაბი**არო?
- დედა. _ დაიგვირგვინა ბიჭის ხმამ.
- ნიკა შედი სახლში.
- ბოდიში მოუხადე მას.
- ნიკა.
- ბოდიში მოუხადე თქო.
- ამ ბო**ს შვილს ბოდიშს არასოდეს მოვუხდი შვილი.
- თამარ რა ხდება? _ გარეთ გამოვიდა ბატონი დემნა.
- არ გცხვენია მაინც მას შვილს რომ ეძახი? _ წარბს სწევს გოგო.
- ჩემი შვილიდან თავი შორს დიჭირე. _ აწიკვინდა ქალი.
- ის არ არის შენი შვილი. რაიყო მამიკო შვილიშვილის, შვილად გასაღება ახალი წესია? თუ კანონი შემოიღე ასეთი?. შვილს მოკლავ, მის შვილს კი შვილად გაასაღებმ უი ჰო შვილის მკვლელებს უდანაშაულოდ სცნობ და გარეთ უშვებ. რა გეგონა საყვარელო მამიკო ვერაფერს გავიგებდი?
- დარო რეებს ბოდავ? _ ხმას უწევს კაცი.
- ნიკა საყვარელო იცი რას გეტყვი, აი ეს ორი კრუელა და ცხრათავიანი დევი შენი მშობლები არ არიან. სინამდვილეში მე შენი და კი არა შენი დეიდა ვარ. ეს ყველაფერი დღეს გავიგე, უფრო ადრე რომ მცოდნოდა ამათთან არ დაგტოვებდი. შენი ნამდვილი დედა კი ამ ორის დამსახურებით ახლა მიწაში წევს, ამ ორმა კი მისი მკვლელები გარეთ დატოვა.
- დარო. _ დაიღრიალა კაცმა.
-ხმას დაუწიე მე რომ მელაპარაკები თქო.  _ხმას უწევს გოგოც.
- რეებს ბოდავ?
- სიმართლევ ვღაღადებ.
- ახლავე წაეთრიე აქედან. _ ყვირის ქალი.
- ჩემი სახლიდან შენ კი არა ვერავინ გამაგდებს. შენ რა დაგავიწყდა? ეს სახლი, ბაბუაჩემმა მე და ჩემს დას რომ დაგვიტოვა? ამ სახლიდან თუ ვინმე წავა ეს შენ და შენი ქმარი იქნებით.
- აქედან გაიყვანეთ. _ დაცვის ბიჭებს უყვირის ქალი.
- თუ ის წავა მეც მასთან ერთად წავალ. _ გვერდით ამოუდგა გოგოს დისშვილი.
- ნიკა. _ ხმა შეეცვალა ქალს. - ეს არ გააკეთო შვილო.
- ნუ ეძახი მას შვილს. ბებო. _ დაიყვირა როდესაც სახლიდან გამოსულო ქალი დაინახა. - შენც ჩემთან ერთად წამოდი. _ მუდარა გაერია ხმაში. - დათოსაც წავიყვან. ყველას წავიყვან ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენ კი შედით თქვენს სამფლობელოში და დატკბით სიყვარულით, მაგრამ რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი ტკბობა არ ვიცი.



№1  offline წევრი Elea_Nora

შეუდარებელია ძალიან მომწონს. არ მეგონა დარო ასე მალე თუ იტყოდა სიმართლეს, მაგრამ სწორად მოიქცა ეს ფარსი უნდა დამთავრებულიყო. არ მეგონა ასე თუ იქნებოდა ჩახლართული ყველაფერი.
აბა გელი.
წარმატებები!

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

Elea_Nora
შეუდარებელია ძალიან მომწონს. არ მეგონა დარო ასე მალე თუ იტყოდა სიმართლეს, მაგრამ სწორად მოიქცა ეს ფარსი უნდა დამთავრებულიყო. არ მეგონა ასე თუ იქნებოდა ჩახლართული ყველაფერი.
აბა გელი.
წარმატებები!


არც მას ეგონა უბრალოდ ვეღარ მოითმინა. მიხარია თუ მოგწონთ ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით ❤

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საერთოდ ვერ ვიფიქრებდი მოვლენები ასე მალე თუ განვითარდებოდა მაგრამ დამალვას და გაწელვას აშკარად ჯობდა .. ანუ გამოდის რომ დაჩი აკოს შვილია? ძაან მიხარია რომ გაირკვა ეს ამბავი და დაროს არ აღუდგა თავისი დიშვილი .. ამბოლოდროს მაკვირვებენ შენი პერსონაჟები ასეთი ჭკვიანები რომ გყავს .. ნელ-ნელა ყველაფერი წინ მიიწევს და ისტორიაც მძაფრდება .. ახლა ყველაზე მეტად ერეკლე მაინტერესებს რააქვს დაგეგმილი ან დაში სჭირდება დაროზე ინფორმაციის მოძიება თუმცა ამას გავიგებთ ალაბთ მალე .. აი დაროზე რაუნდა ვთქვა ძალიან მეცოდება ეს გოგო ამდენი გადაიტანა და კიდევ რომ ასეთი სიძლიერით და შემართებითაა .. ეს თავი ძალიან ემოციური იყო და ძალიან მომეწონა .. როგორც ჩანს ყოველი თავის მერე მეტად იხვეწები ♥️♥️ მოკლედ ისევ და ისევ ინტერესში მაგდებ და ისევ მთელი გულით ველი შემდეგ თავს წარმატებები ♥️

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

ტკბილიწიწაკა
საერთოდ ვერ ვიფიქრებდი მოვლენები ასე მალე თუ განვითარდებოდა მაგრამ დამალვას და გაწელვას აშკარად ჯობდა .. ანუ გამოდის რომ დაჩი აკოს შვილია? ძაან მიხარია რომ გაირკვა ეს ამბავი და დაროს არ აღუდგა თავისი დიშვილი .. ამბოლოდროს მაკვირვებენ შენი პერსონაჟები ასეთი ჭკვიანები რომ გყავს .. ნელ-ნელა ყველაფერი წინ მიიწევს და ისტორიაც მძაფრდება .. ახლა ყველაზე მეტად ერეკლე მაინტერესებს რააქვს დაგეგმილი ან დაში სჭირდება დაროზე ინფორმაციის მოძიება თუმცა ამას გავიგებთ ალაბთ მალე .. აი დაროზე რაუნდა ვთქვა ძალიან მეცოდება ეს გოგო ამდენი გადაიტანა და კიდევ რომ ასეთი სიძლიერით და შემართებითაა .. ეს თავი ძალიან ემოციური იყო და ძალიან მომეწონა .. როგორც ჩანს ყოველი თავის მერე მეტად იხვეწები ♥️♥️ მოკლედ ისევ და ისევ ინტერესში მაგდებ და ისევ მთელი გულით ველი შემდეგ თავს წარმატებები ♥️


მოკლედ არ ვიცი რა გითხრა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მახარებს მე შენი კომენტარი, შენ რომ მახარებ ხომ იცი? ძალიან მიხარია რომ კითხულობ, ისიც მიხარია ასე კარგად თუ გადმოვცემ, მოკლედ ბევრი რამ მინდა გითხრა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უღრმესი მადლობა შენ ჩემო კარგო ❤

 


№5 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

აუუ რა მაგარია არ ველოდი ასეთ მოვლენებს ყოჩაღ ახლა კი ნამდვილად ვიცი რო ბოლომდე მოგყვები

ჰო მართლა მეოთხე თავს როდის დადებ??

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
აუუ რა მაგარია არ ველოდი ასეთ მოვლენებს ყოჩაღ ახლა კი ნამდვილად ვიცი რო ბოლომდე მოგყვები

ჰო მართლა მეოთხე თავს როდის დადებ??


ძალიან მიხარია თუ მოგწონს. მომდევნოს ხვალ ავტვირთავ დღეს ფიზიკურად ვერ ვახერხებ ❤

 


№7  offline მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
აქ ვარ აქ მაგრამ როგორ ვარ ეგაა საკითხავი ვერ მივხვდი გაოცებული უნდა ვიყო გახარებული თუ გამწარებული ახლ აავხსნი თითოეულ შემთხვევას
ესეიგი დარო მაოცებს კი არა მააააოოოცებს
გახარებული და დარწმუნებული ვარ რომ ნიკა აკოს შვილია და ძაან მიხარია
გამწარებული კიდე იმ კაცზე ვარ ვითომ მამა რომ იყო ბაბუის ნაცვლად
უფფფ როგორ გამახარე შენ არ იცი ხომ მოსვა მის ადგილზე ძალიან კარგი ხოდა ბოტ ტაკ
აი იმ ბიჭზე შეყვარებული ვარ უკვე გუგა რომ ქვია ისე ნიკაც რომ მივისაკუთრო ხომ არ გეწყინებათ ვინმეს??არაა ძალიანაც კარგი
აკოს და მაშოს წყვილზე ალბათ გავაფრენდი
აკო ძალიან მომეწონა მე
მოკლედ რომ ვთქვა ძალიან ძალიან ძალიან.... მომეწონა heart_eyes heart_eyes


როგორ მიხარია ასე ძალიან, ძალიან, ძალიან რომ მოგწონს. ნიკაც შენი იყოს, აკოც და გუგაც :დდდდ მადლობა შენ რომ კითხულობ ❤

 


№8 სტუმარი ლიზიკო

სად არის შემდეგი თავი?

 


№9  offline მოდერი LurjTvala demoni

ლიზიკო
სად არის შემდეგი თავი?


ცოტახანში ავტვირათავ ❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

რამხელა ძალა აქვს, მაგრამ ტკივი აწრთობს და აძლიერებს

 


№11  offline მოდერი LurjTvala demoni

terooo
რამხელა ძალა აქვს, მაგრამ ტკივი აწრთობს და აძლიერებს


ტკივილი ყოველთვის აძლიერებს ადამიანს

 


№12 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მაგარია,საინტერესო. წარმატებები❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent