შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (თავი II, ნაწილი II)


11-11-2018, 16:44
ავტორი salome_13
ნანახია 1 085

7 საათზე გავიღვიძე, დაახლოებით 3 საათი მეძინა და თავი ძალიან მტკიოდა. ყავა გავიკეთე და მომზადება დავიწყე. წითელი სარაფანა და კეტები ჩავიცვი. ტელეფონზე გიორგის მესიჯი მომივიდა.
-„გელოდები“
მეც ჩანთა ავიღე და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. გიორგი მანქანასთან მელოდებოდა, ჩავეხუტე და მანქანაში ჩავხტი. გზა ჩვეულებრივზე მოკლედ მომეჩვენა და მალევე ჩავედით ბორჯომში. დედას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, კექსიც მზად ქონდა. მამა მალევე მოვიდა, გიორგი გავაცანი და კექსის ჭამა დავიწყეთ.
-გიორგი, შვილო, რას დალევ?-მამამ სასიამოვნოდ შეხედა.
-მადლობა, მაგრამ ვერაფერს დავლევ ბატონო ნოდარ, საჭესთან ვარ.
-თქვენ რა დარჩენას არ აპირებთ?-მამამ შემომხედა და პასუხს ელოდა.
-არა ხვალ საქმეები მაქვს და დღესვე უნდა დავბრუნდეთ.-მას გიორგიმ უპასუხა.
-ამ ერთხელ გაპატიებ მაგრამ მომავალში იცოდე ასე აღარ გამოვა.
მე შოკოლადის მოსატანად ვიყავი გასული და ოთახში შესულს მათი სიცილის ხმა მომესმა.
-როგორც ჩანს ძალიან კარგად გაუგეთ ერთმანეთს, მე აღარ გახსოვართ ხო?-გაბუსხული სახით შევხედე ორივეს.
-კარგი რა შვილო, მოდი ჩემთან-კალთაში მამას ჩავუჯექი, ისე რომ სახე არ შემიცვლია. -ჩემი პატარა გოგო, სულ როგორ უნდა ეჭვიანობდე.
გიორგის გადავხედე, ისიც მე მიყურებდა და მამას ამ სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, მშობლებს დავემშვიდობეთ და წამოვედით.
-ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ასეთი ოჯახის ყოლა.-გიორგი გზას უყურებდა და ისე მელაპარაკებოდა.-ყველას არ უმართლებს.
-ნუ მოიწყენ, ისინი უკვე მარტო ჩემი მშობლები არ არიან, ვერ ხედავ შენთან საუბრისას მე სულ გადავავიწყდი.-არ მინდოდა მოეწყინა, ამიტომ მის გამხიარულებას ვცდილობდი.
-რატომ ხარ ასეთი საყვარელი? ჰო მართლა, სულ დამავიწყდა, ეს კაბა ძალიან გიხდება.
კმაყოფილი სახით შევხედე, მისმა კომპლიმენტმა არ ვიცი ასე ძალიან რატო იმოქმედა, მაგრამ ლოყები მიხურდა.
-ჰაჰ, იცი რა სასაცილო ხარ, როდესაც წითლდები? ხშირად გეტყვი ხოლმე კომპლიმენტებს.-იცინოდა და ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.
-ბატონო გიორგი, შენი წყალობით ბროწეულსაც კი დავემსგავსე. -ცხვირი ავიბზუე.
გიორგიმ სახლში მიმიყვანა, დამემშვიდობა და წავიდა.
მე საჩუქარზე მქონდა საფიქრალი, მინდოდა ორიგინალურად მიმელოცა. 10 საათი იყო, როდესაც თავში კარგი იდეა მომივიდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, მაღაზიაში წავედი ტორტი და ბუშტები ვიყიდე და 12-ს წუთები აკლდა, რომ უკვე გიორგისთან ვიყავი. დაველოდე სანამ 12 გახდებოდა და კარზე ზარი დავრეკე.
-სიურპრიზიიიი-ვიყვირე და გაოგნებულ გიორგის მივაპყარი მზერა.
-შენ აქ საიდან გაჩნდი? მისამართიც ხო არ იცოდი? ან საიდან გაიგე , რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა?
-ამის შემდეგ შეგიძლია მაღიარო, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. სახლში არ შემომიშვებ? ცოტა არ იყოს და შემცივდა.
-მოდი, მოდი, ჯერ გავაანალიზო რახდება.-ორივემ სიცილი დავიწყეთ და სახლში შევედით.
-სამწუხაროდ, საჩუქრის ყიდვა ვერ მოვახერხე, მაგრამ გპირდები, აუცილებლად გაჩუქებ.
-კარგი რა ესეც რა საჭირო იყო. შენი დანახვით ისე გამაბედნიერე, ვერც კი წარმოიდგენ.
ძალიან გავერთეთ, მიყვებოდა თუ როგო აღნიშნავდა ბავშობაში დაბადების დღეს, ვიხალისეთ და სახლში წამოსვლა გადავწყვიტე.
-წაგიყვან, გვაინია და მარტო ვერ გაგიშვებ.
-მადლობა, მაგრამ ჩემითაც მოვახერხებ, თან მანქანით ვარ მეგობარს გამოვართვი.
-კარგი, მაშინ რომ მიხვალ დამირეკე.
-კარგი.

სახლში მივედი თუ არა გიორგის დავურეკე, ძალიან მინდოდა მისი ხმის გაგება და ამასთანავე რომ არ დამერეკა, კარგი დღე არ დამადგებოდა.
-„ალო“-მისი ბოხი ხმა გავიგონე.
-„სახლში მისვლა ისე მოვახერხე, რომ არაფერი მომსვლია“-გამეცინა.
-„შენ იცინე და ნერვიულობას ვიწყებდი, რომ არ დამირეკე“
-„გზაზე ავარია იყო და ცოტა შემაგვიანდა“
-„მომენატრე“-მის ამ სიტყვებზე ტანში რაღაცამ დამიარა და ცოტახანს გაჩუმებული ვიყავი.
-„რა იყო ისევ ბროწეულს დაემსგავსე?“-სიცილი აუტყდა.
-„მეც მომენატრე, შენ დაბადების დღეს უნდა უმადლოდე, თორე ამ სიტყვებისთვის ვერც კი წარმოიდგენ რა მოგივიდოდა“-სიცილისგან ვერც ერთი ვიკავებდით თავს.
-„და მაინც რა მომივიდოდა?“
-„ისე გცემდი სამი დღე ფეხზე ადგომას ვეღარ შეძლებდი.“
-„რა ხმამაღალი განაცხადია?“
-„წავედი დავიძინო, თორემ ხვალ ვეღარ გავიღვიძებ“-ყოჩაღ ლიზა, ახლა რომ გკითხოს ხვალ რა საქმე გაქვსო რას ეტყვი? შენი დაბადების დღის სიურპრიზი მაქვს მოსაწყობიო? საბედნიეროდ არაფერი არ მკითხა.
-„ძილინებისა“
-„ძილინებისა“-ჩავძახე ტელეფონში და გავთიშე.
...
მზადება დილიდანვე დავიწყეთ, ყველა შევიკრიბეთ და ბარს ვეძებდით სადაც დაბადების დღის წვეულებას მოვაწყობდით. საქმეები მალე მოვაგვარეთ და სახლში დავბრუნდი. წვეულება 7 საათზე დავგეგმეთ. გიორგისთვის საღამომდე არაფერი უნდა გვეთქვა და შემდეგ გიორგის მოიყვანდნენ მისი მეგობრები. ყველაფერი კარგად გვქონდა დაგეგმილი და მოუთმენლად ველოდით საღამოს.
5 საათზე მზადება დავიწყე. მელნისფერი, ბისერებით გაწყობილი, მოკლე კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე , თმა კი ბუნებრივად დავიხვიე. მომზადება 7-ის 20 წუთზე დავამთავრე და ბარში წავედი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან ადრე გავედი, ბარში მაინც ყველაზე ბოლოს მივედი. ყველა მისული იყო, მათ შორის გიორგი. გული დამწყდა, რადგან გიორგის რეაქცია მაინტერესებდა სიურპრიზზე. ნიკა ჩემს დანახვაზე თანამშრომლებს გამოეყო და ჩემთან მოვიდა. ხალხს მზერა ჩემსკენ ჰქონდა მოპყრობილი, როგოც ჩანს ყველას გაოცება შევძელი. მათმა რეაქციამ ცოტათი უხერხულ სიტვაციაში ჩამაგდო.
-გამარჯობა ლიზა, დღეს ძალიან ლამაზი ხარ. იმედია პირველ ცეკვაზე უარს არ მეტყვი.-მომლოდინე თვალებით შემომხედა.
-არ გეტყვი მაგრამ, ჯერ ბატონ გიორგის საჩუქარი უნდა გადავცე.-გავუღიმე და გიორგისკენ წავედი, რომელიც მე და ნიკას დაბღვერილი გვიყურებდა.
-გამარჯობა, ბატონო გიორგი, გილოცავთ, ეს ჩემგან.-გიორგი გადავკოცნე და საჩუქარი გადავეცი. ჩვენს ახლო მახლო არავინ იყო, ამიტომ დავამატე-მგონი ჩემზე ეჭვიანი შენ ხარ-სიცილი დავიწყე.
-მადლობა ლიზა, ჩემ გაოცებას შენი სილამაზით არ წყვეტ.-სასიამოვნო ხმით მითხრა. -ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ვიცეკვებთ.
-ნამდვილად, მაგრამ ჯერ ნიკასთვის მიცემული პირობა უნდა შევასრულო. -მიმოვიხედე, მაგრამ ნიკა არსად ჩანდა.
-როგორ ჩანს მეწყვილემ მიგატოვა, არა მგონია გაბრაზდეს თუ ჩემთან იცეკვებ.
საცეკვაოდ წავედით, ორივე კარგად ვცეკვავდით და ეს ყველაფერი თანამშრომლებსაც არ გამოჰპარვიათ. ცეკვის დასრულების შემდეგ მაგიდასთან დავბრუნდით. გიორგი თავის მეგობრებს ელაპარაკებოდა და მეც ნატასთან გადავინაცვლე. კომპანიაში ყველაზე ძალიან ნატას დავუახლოვდი, ის მეხმარებოდა საქმეების მოგვარებაში. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, ფოტოების გადასაღებად. 5 გამოტოვებული ზარი იყო მამასგან. სასწრაფოდ გარეთ გავედი და გადავურეკე.
-„მამა ხო მშვიდობაა? „
-„სად ხარ შვილო აქამდე? რამდენჯერ დააგირეკე, დედაშენი ცუდად გახდა, საავადმყოფოში წავიყვანე და ექიმმა გვირჩია თბილისში წამოვსულიყავით, ნახევარ საათში მანდ ვიქნებით, საავადმყოფოში მოდი, მისამართს მოგწერ.“ -ტანში რააღაცამ დამიარა, ვერ ვინძრეოდი. ყურმილი დავკიდე და შიგნით შევვარდი. სასწრაფოდ ჩანთა ავიღე, ნატას ვუთხარი, რომ მივდიოდი და საავადმყოფოში წავედი.
საავადმყოფოში მისულს დედა ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. სახეზე ფერი არ ედო და გამუდმებით გული ერეოდა. ექიმები ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ისღა დაგვრჩენოდა ანალიზების პასუხებს დავლოდებოდით.
რამდენიმე საათის შემდეგ, შეგვატყობინეს, რომ მკერდზე სიმსივნე ჰქონდა. ამ ყველაფერმა საშინლად ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენა, თუმცა ამის დრო არ იყო მამას და ჩემს ძმებს ვჭირდებოდი. უფროსი ძმა გერმანიაში იყო წასული და იქ სწავლობდა, უმცროსი კი მეხუთე კლასში იყო.
მამას სახლის გასაღები მივეცი და ვუთხარი, რომ ის და დათო სახლში წასულიყვნენ მე დედასთან დავრჩებოდი. მამა ძლივს დავითანხმე და სახლში წავიდნენ. დედასთან შევედი, ჩასძინებოდა, მისი გაღვიძება აღარ მინდოდა ამიტომ, გარეთ გამოვედი და კარებთან, იატაკზე დავჯექი. ჩამძინებოდა და მხარზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. შემეშინდა და უცბად გამოვფხიზლდი. გვერდით გიორგი მეჯდა.
-აქ რას აკეთებ, წვეულებაზე რატომ არ ხარ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-უკვე 3 საათია, ყველა წავიდა, ნატამ მითხრა, რომ სახლში წახვედი, ვიფიქრე დაიღალე და ამიტომ შენი შეწუხება აღარ მინდოდა, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე და დარეკვა გადავწყვიტე. რამდენჯერმე, რომ დაგირეკე და არ მიპასუხე, მეგობარს ვთხოვე გაეგო სად იყავი. ხოდა მეც აქ ვარ. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ექიმებმა მითხრეს, რომ აქ ყოფნას აზრი არ აქვს, წამოდი სახლში წაგიყვან და ხვალ დილით მოვიდეთ.
- არა აქ მირჩევნია ყოფნა, თანაც მამას და დათოს ასე ვერ ვნახავ, ცოტა უნდა დავმშვიდდე.
-წამოდი მაშინ ჩემთან წაგიყვან, აქ გაცივდები და ცუდად გახდები.
დავთანხმდი, გიორგისთან სახლში წავედით, ვეღარ ვიძინებდი, ფანჯარასთან დავჯექი და ვფიქრობდი. გიორგიმ ჩაი გამიკეთა და გვერდით მომიჯდა.

...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent