შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილურჯე შეპარული ნაცრისფერი (18+) მესამე ნაწილი (დასასრული)


11-11-2018, 18:43
ავტორი ნადარაია
ნანახია 12 634

21.

- ისევ არ გპასუხობს დედი? - წინსაფარწაკრული ლელა თინის ოთახის კართან იყო აყუდებული და შვილს სევდიანი თვალებით დაცქეროდა.
- რატომ მიპასუხებს დედა? მე აღვმოჩნდი ჭორიკანა დაქალი, რომელმაც ყველაფერი თავის შეყვარებულს, უფრო სწორედ ყოფილ შეყვარებულს ჩაუკაკლა.
- ასე ნუ ამბობ დე... იქნებ სწორედაც მოიქცა ალე. იქნებ რაღაცას უპირებს ის მანიაკი ბიჭი თეკლას და...
- და რა დედა? გიორგიმ უნდა გადაარჩინოს თუ ალექსანდრემ? რომელი საუკუნეა დედა?
- გოგო! ორი კვირაა ადამიანს აღარ გავხარ! ან ის ბიჭი რა დღეში ჩააგდე... შენ არ ამბობდი მიყვარსო?
- მიყვარს ლელა, მიყვარს... მაგრამ არ ვაპატიებ ამას... რაზბორკებზე სიარული მოუნდათ ბიჭებს, პატარა, მეათე კლასელები. შეყვარებულის ყოფილს უნდა დაადგნენ და გაურჩიონ ხო?
- ტონს დაუწიე. მე იმას ვამბობ, რომ ალე დასაკარგი ბიჭი არაა და სანამ დროა, გონს მოეგე! - თქვა და კარი გაიჯახუნა.
თინიმ თავი ხელებში ჩარგო და ამოიღმუვლა.
- რა დავაშავე ღმერთო! რა დავაშავე?!
ასე იჯდა რამდენიმე წუთი და კიდევ იჯდებოდა, ტელეფონის ზარს რომ არ გამოეფხიზლებინა. უცხო ნომერი ურეკავდა.
- გისმენთ...
- თინა, შენ ხარ? - გაისმა ქალბატონი ეკატერინე ვაჩნაძის მშვიდი ხმა.
- დიახ, ქალბატონო ეკატერინე, მე ვარ... - ამოიჩურჩულა გოგომ, თვალწინ ყველანაირი საშინელება დაუდგა, რაც კი შეიძლებოდა ალექსანდრეს დამართნოდა და დაელოდა განაჩენის მოსმენას.
- დაუყოვნებლივ უნდა გნახო... - და ტელეფონიც გაითიშა.
ფართხაფურთხით ჩაიცვა ის რაც ხელში მოხვდა და ანერვიულებული გაქანდა სახლიდან.
აბაშიძის ქუჩა სირბილით გაირბინა და ამილახვრების სახლს მიადგა. კიბეები აირბინა, სახლის ძველებური კარი ღია დახვდა. ალეწილი სახით შევარდა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
- ქალბატონო ეკატერინე... - დაიძახა გაბზარული ხმით.
პასუხი ვერ მიიღო. მისაღების თეთრი კარი შეაღო და დივანზე მშვიდად მჯდარი ალექსანდრე დაინახა.
- ინებეთ მობრძანება ქალბატონო თინა? - ალექსანდრესგან ასეთი მკაცრი ტონი პირველად გაიგო.
- სად არის ბებიაშენი? - წარბები მაღლა აზიდა თინიმ.
- ასე ვთქვათ ბებიაჩემი სატყუარა იყო... შენი მოსატყუებელი... როგორც ჩანს უფროსების პატივისცემა ისევ შეგრჩა...
ალექსანდრეს სახე შეცვლოდა. ორ კვირაში ისე გამხდარიყო, ყვრიმალების ძვლები ეტყობოდა, თვალის უპეები ჩაშავებული, უძინარი და ემოციებჩამქრალი თვალები. მკაცრი მზერით უყურებდა თინის, რომელიც ნამდვილად არ ელოდა ასეთი ალექსანდრეს ხილვას.
- წავედი მე... - თინი შებრუნდა, მაგრამ ალექსანდრეს ხელებმა კარები წამებში მიაჯახუნა.
- არსადაც არ წახვალ, სანამ არ ვისაუბრებთ.
- კი, როგორ არა... - დასცინა თინიმ, კარის სახელურს დასწვდა, მაგრამ ალექსანდრეს ძლიერმა ხელებმა მოატრიალა, ორივე ხელი მაჯებში ჩაავლო და კარზე ააკრა.
- მე ვთქვი, რომ არსად არ წახვალ... - თითქმის ღრიალებდა ბიჭი. მაჯებზე ისე უჭერდა ხელს, ხელის მტევნები გაუთეთრდა.
- გამიშვი ცხოველო! მტკივა... - გაიბრძოლა თინიმ, მაგრამ კიდევ უფრო მოუჭირეს ხელები, ტკივილისგან კვნესა აღმოხდა.
- გტკივა ხო? კაია, იგრძენი ის, რასაც მე ვგრძნობ ორი კვირაა... უგულო გოგო! - გააფთრებული ალექსანდრე ცოფებს ყრიდა.
- გამიშვი, თორემ კივილს დავიწყებ... მანიაკო...
- მიდი, გელოდები...
თინის ხმა არ ამოუღია.
- და შენ გგონია მე არ მტკიოდა? - დაიწყო ყვირილი და ცრემლები წასკდა. - შენ გგონია ეს ორი კვირა ჩემთვის ჯოჯოხეთი არ იყო? გამაგებინე, ცხოველო...
ალექსანდრეს თინის ცრემლების დანახვაზე სახე ეცვალა, ხელები გაუშვა, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია.
- ერთხელ მაინც... ერთხელ მაინც რომ გეპასუხა არ შეგეძლო? ნუთუ ერთი პასუხის ღირსიც არ ვიყავი?
- მეშინოდა... მეშინოდა...
- რისი გეშინოდა გოგო?
- იმის, რომ თავს ვეღარ მოვერეოდი... შენი ხმის მეშინოდა... - ცხარე ცრემლები ნაკადულივით სდიოდა და თინის ლამაზ სახეს უფრო ალამაზებდა. - არ ხარ პატიების ღირსი... რომ მეპასუხა... თავს ვეღარ შევიკავებდი...
- ჭკვიანი გოგო მეგონე თინი! შენ კიდევ როგორ მოიქეცი? ასე უცებ გადამაგდე და ვინ იცის, იქნებ საერთოდ აღარც გაგჩენოდა ჩემთან ყოფნის სურვილი?
- ხო იცი რომ ეგ ეგრე არ იქნებოდა... - გაწითლდა თვალები დახარა თინიმ.
- ღმერთო... ეს იდიოტი რატომ შემაყვარე?
თითით გოგონას ნიკაპს დაწვდა და თავი ააწევინა ალექსანდრემ, თვალებში ჩააშტერდა. იმ თვალებში, ასე ძალიან რომ ენატრებოდა ეს ორი კვირა და ყველგან ეს საოცარი თვალები ელანდებოდა. მერე თვალებიდან მზერა დიდ და ვნებინ ტუჩებზე გაექცა. ძალინ ნელა მიუახლოვდა ტუჩებს, მაგრამ კოცნას არ ჩქარობდა. აქ უკვე თინის უმტყუვნა ნერვებმა, ალექსანდრესთან ასეთი სიახლოვე ჭკუიდან შლიდა, მისი სუნთქვა თავის სახეზე აგიჟებდა. თავი ვეღარ შეიკავა და მონატრებულ ბაგეებს გაშმაგებით დააცხრა. ამილახვარიც თითქოს ამას ელოდაო, ჩაეღიმა და კოცნაში აჰყვა. მაგრამ ეს არ იყო ნაზი კოცნა, ეს იყო ერთმანეთზე კოცნით შურისძიება. გიჟივით კბენდა ტუჩებზე და მარჯვედ ხმარობდა ენას. ამით თინი კიდევ უფრო მეტად გადაჰყავდა ჭკუიდან. ალექსანდრემ გოგო ხელში აიტაცა და კედელზე მიანარცხა, რასაც თინის ტკივილისგან კვნესა მოჰყვა.
- სულელი და იდიოტი ხარ! ნეტავ იცოდე ამ წამს როგორ ძალიან მეზიზღები და როგორ ძალიან მიყვარხარ...
კოცნიდა იმაზე მეტად დაუნდობლად, ვიდრე ოდესმე. კბენდა მწარედ და გრძნობდა თინის სისხლის გემოს. გაოგნებული თინიც აჰყვა კოცნაში. ორივე ხელი კისერზე შემოაჭდო, ფრჩხილებს არჭობდა და ცდილობდა ამით ეძია შური.
- ახლა ისეთს გიზამ... შენ თავს დააბრალე...
დაემუქრა ალექსანდრე და თინის მაისურს დასწვდა, წამებში გადააძრო, ასევე წამებში აღმოჩდნენ ალეს საძინებელში, რომელიც იდეალურად დალაგებული იყო და წიგნებით დატვირთული თაროები ამშვნებდა. ოთახში გრილოდა, ალბათ კონდინციონერი იყო ჩართული. სიფრიფანა თინი საწოლზე დაახეთქა, წამებში შემოძარცვა მთელი ტანსაცმელი გოგოს და მის იდეალურ სხეულს დაუწყო შესწავლა. სიგრილემ თავისი ქნა და თინის მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარა. ვნებისგან ჭკუაარეულ ალექსანდრეს უარესი დაემართა. სწრაფად გაიძრო ტანსაცმელი და გოგონას ზემოდან მოექცა, ისევ ტუჩებს დაეწაფა.
- ახლა ისეთს გიზამ... შემეხვეწები ო...
ძალიან, ძალიან ნელა ჩაუყვა გოგონას სხეულს. საგულდაგულოდ დაუკოცნა კისერი, რამდენჯერმე მაგრადაც უკბინა, ისე მაგრად, რომ თინის ცრემლები წამოუვიდა. რამდენადაც ტკენდა, მეორე წამს ორი იმდენჯერ ნაზად კოცნიდა. კოცნიდა მხრებზე, ორივე მუჭში თინის ორი ზომა მკერდი მოექცია, დაუნდობლად ჩქმეტდა და უსრესდა.
- ალექსანდე... - აღმოხდა გოგოს.
- ჩშშშ... ეგ ჯერ ადრეა...
კოცნით ჩაუყვა მკერდის ძვალს და ჯერ ერთ ძუძუს დაეპატრონა, შემდეგ მეორეს. კოცნიდა გაშმაგებული და კბენდა დაუნდობლად. ამავე დროს ხელებს უკვე ეპოვნათ თავიანთი ადგილი. ორი თითით მტკივნეულად შევიდა მასში და თინის პირველი კივილიც გაისმა, მაგრამ კივილი მალე სასიამოვნო კვნესაში გადაიზარდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუჩერებლად კოცნიდა მკერდზე, თითქმის ორგაზმამდეც მიიყვანა, მაგრამ გაჩერდა.
- რას აკეთებ? - გაისმა თინის შეშფოთებული ხმა.
- იმას, რასაც იმსახურებ...
- არ გაჩერდე! - სასოწარკვეთილებამ იმატა თინის ხმაში.
- შემეხვეწე!
- არასდროს... შენ გგონია მარტო შენ შეგიძლია ეს? - ირონია გაეპარა თინის ხმაში.
ამის თქმა და ალექსანდრეს გაცოფება ერთი იყო. ორივე ხელი საჯდომზე ჩაუცურა. ძალიან მაგრად უჩქმიტა და თინის მეორე განწირული კივილიც გაისმა. ისევ ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ იმავე წამს, საოცარმა შეხებამ ყველანაირი ტკივილი დაუამა.
ალექსანდრეს ტუჩებს უკვე ეპოვნათ ყველაზე მგრძნობიარე ადგილი და ძალიან ნაზად დაეწყოთ კოცნა. გოგონას კივილი კვნესაში და ზმუილში გადაიზარდა. ჭკუიდან შეშილი თინი თავს ვეღარ აკონტროლებდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ალექსანდრე ტემპს უჩქარებდა და უფრო მომთხოვნი ხდებოდა.
- ალექსანდრე... შემიცოდე...
- არანაირად... არაფრის ღირსი არ ხარ!
ისევ განაგრძო ბიჭმა თავისი საქმე. თინის ათრთოლებული სხეული იკლაკნებოდა, ხელებს კი ვერ ეპოვათ ადგილი, ხან ზეწარს აფრინდებოდა, ხან ალექსანდრეს თმებს. და ალექსანდრე ისევ გაჩერდა... ისევ მაშინ, როცა გოგონას პიკისთვის უნდა მიეღწია.
- ალექსანდრე ნუ მტანჯავ... - ტიროდა გოგონა.
- შემეხვეწე... - არ ნებდებოდა ალექსანდრე.
- ალექსანდრე...
- შემეხვეწე თქო, თუ არა და ახლავე ჩავიცმევ...
- ალექსადრე... - სლუკუნებდა გოგონა.
ბიჭმა ისევ რამდენჯერმე აკოცა, ძალიან, ძალიან ნაზად.
- მაპატიე... - დაიჩურჩულა თინიმ.
- ვერ გავიგე?! - სიამოვნების ღიმილმა გადაირბინა ბიჭის სახეზე.
- მაპატიე თქო... ასე აღარასდროს მოგექცევი... - ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა თინიმ და თვალები დახუჭა.
- ჭკვიანი გოგო ხარ... იცი სიამოვნების ფასი...
თინის ფეხები გადააშლევინა და ძალიან ძლიერი ბიძგით მის სხეულს შეუერთდა. თინის განწირული კივილი მესამედ გაისმა, მაგრამ ბიჭის ტუჩებმა ხმა ჩაუხშეს. კიდევ რამდენიმე საათი ისმოდა ორივეს კვნესა ამილახვრების სახლიდან. კიდევ რამდენიმე საათი იყო თინი ყველაზე ბედნიერი და იმდენ ორგაზმს მიაღწია, ბოლოს სათვალავიც აერია. ორი ერთმანეთზე გონების დაკარგვამდე შეყვარებული ადამიანის ხმები მთელ ვაკეს ესმოდა. ალექსანდრე ბიძგებს არ იშურებდა, ბოლომდე სურდა შური ეძია თავხედ გოგოზე, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
- დღეს... აქ... დარჩები... - სუნთქვა აჩქარებული ალექსანდრე ბალიშზე მიესვენა, ორივე ხელი მასზე დაცემულ გაოფლილ გოგონას მოჰხვია.
- ლელას... დავურეკავ... - თვალებს ძლივს ახელდა თინი.
- იცის... ლელამ, რომ... აქ რჩები... - უთხრა ალექსანდრმ, გოგონას ზეწარი გადააფარა, რომელიც უკვე მორფეოსის სამყაროში გადაშვებულიყო.




22.
დილის მზე, რომელიც მძინარე ადამიანს ანათებს, ბევრს ეზიზღება. ასეთი იყო თინიც. ალექსანდრეს მკლავზე მძინარეს სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაეღვიძა.
თვალები გაახილა და მძინარე ალეს თვალი მოავლო, რომელსაც ხელი თინის ფეხებს შორის ჩაეცურებინა. „გარყვნილი“, გაიფიქრა და ღიმილი გადაეფინა. ახლაღა ახედა ოთახს. ეგონა გუშინ ყველაფერი აურიეს, მაგრამ მისდა გასაკვირად თავისი და ალექსანდრეს ტანსაცმელი სკამზე იყო დაკეცილი, მათ შორის ის მაისური, რომელიც ალექსანდრემ მისაღებ ოთახში გახადა და იქვე მოისროლა.
- ალექსადნრე! - შესძახა ბიჭს, რომელმაც წამში გაახილა თვალები.
- რა მოხდა გოგო! - თვალებს იფშვნიტავდა ამილახვარი.
- მითხარი, რომ ეს ყველაფერი შენ დაალაგე...
- მე? გუშინ ისე იყოჩაღეთ ქალბატონო, დღეს საერთოდ თუ ავდგები, გამიხარდება...
- იდიოტო! - თავში თითი დაჰკრა და წამოჯდა, ისე რომ სიშიშვლის არც კი მორიდებია. - ალე, ვინ დაალაგა ოთახი?
- მე რა ვიცი თინი, ბებიაჩემმა ალბათ... - თქვა და მზერა თინის მკერდისკენ გააპარა.
- რააააააააა? რას ამბობ! ღმერთო რა სირცხვილია... ვაიმე ალქესანდრე... როგორ შევხედო დღეიდან ბებიაშენს თვალებში?
- ისე, როგორც მე ვუყურებ ახლა შენს გემრიელ მკერდს.
- ბიჭო! შენ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ხო არ ხარ? გუშინ კინაღამ მომკალი...
- არ თქვა არ მომეწონაო...- ცინიზმი გაერია ბიჭის ხმაში, თან ხელებს საბნის ქვეშ ფეხებზე უფათურებდა.
- მომეწონა? ასეთი სექსისთვის თანახმა ვარ ყოველ დღე გაგაბრაზო.... მაგრამ... ბებიაშენი ბიჭო! რას იფიქრებს!
- შენ ბებიაჩემი ჩამორჩენილი ქალი ხო არ გგონია? თავადის ქალია, მაგრამ ძველმოდური კი არა...
- მართლა? - თვალებზე ხელები აიფარა და თითებს შორის გამოიჭვიტა.
- მართლა, მართლა... - სიცილი დაიწყო ბიჭმა.
თინი დაბლა ჩამოაცურა, საბანი თავზე გადაიფარა და საყვარელი ქალის ალერსს მოჰყვა. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ასე, ეკატერინე ვაჩნაძეს კარი რომ არ შემოეღო.
- ვხედავ ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა... შერიგებულხართ... - ჩვეული მკაცრი ხმით დაიგუგუნა ქალმა.
ალექსანდრემ და თინიმ დასჯილი ბავშვებივით გამოყვეს თავი საბნიდან.
- კაიი რააა ეკატერინე... – „გაუტყდა“ ბებიის შემოსვლა თავადიშვილს.
- კიდევ კარგი სახლი არ დამინგრიეთ... - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა ქალს წამიერად. - საუზმე მზად არის... - თქვა და ოთახიდან გავიდა.
წამიერად წამოხტა თინი და ტანსაცმლისკენ გაქანდა.
- კაი რა... არ დაგვიმთავრებია... - დაიწყო ალექსანდრემ წუწუნი.
- მეჩქარება მე... თან რას იფიქრებს ქალი, შე ავადმყოფო! - საცვლების ჩაცმა დაიწყო.
- ჩემი ცოლი რომ გახდები... აქედან ვერ გააღწევ... - წამოიზლაზნა ალექსანდრე.
- ელოდე, ელოდე... - თქვა თინიმ და ოთახიდან გავიდა.
- ამისთვისაც დაისჯები... - მიაძახა.





23.
დღეები დღეებს მისდევდა. ივნისი იწურებოდა, წიგნებში ჩაფლულებს არაფრისთვის არ ეცალათ.
თეკლეც იჯდა თავის ოთახში, „ვინტილიატორის“ წინ და კონსპექტებს ჩასცქეროდა, როცა ტელეფონზე უცხო ნომერისგან ზარი შემოვიდა.
„გისმენთ...“
„თეკლე მე ვარ...“ - გაისმაა ირაკლის ხმა. ხმის გაგონება და ტელეფონის დაკიდება ერთი იყო, მაგრამ ზარი განმეორდა.
„გთხოვ, ორი წუთით მომისმინე.“ - იხვეწებოდა ირაკლის ხმა.
„ირაკლი არ მცალია შენთვის, შემეშვი რა...“
„სასწრაფოდ უნდა გნახო.“
„კი, ელოდე...“
„სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია თეკლა.“
„ირაკლი მედამდენე ტყუილს მეუბნები?“
„საღამოს, ცხრა საათზე, ჩვენ კაფეში... აუცილებელია თეკლა.“
ტელეფონი გაითიშა და ისედაც არასრულ ჭკუაზე მყოფი ნაცრისფერთვალება ლამაზმანი კიდევ უფრო აანერვიულა. მაინც გადაწყვიტა სანახავად წასვლა. გიორგის მიწერა, რომ დღეს ვერ ნახავდა, სამეცადინო ჰქონდა.
ცხრა საათზე კაფეს კართან იდგა, როცა ირაკლიც გამოჩნდა.
- როგორ ხარ? - გოგოსკენ გაიწია საკოცნელად, მაგრამ თეკლამ სახე აარიდა. - რა იყო, აღარც მკოცნი?
- ჩვენი ბოლო შეხვედრა აღარ გახსოვს ეტყობა. - უპასუხა ცივად და სკამზე დაჯდა.
- კაი , მთვრალი ვიყავი ცოტა. დალევ რამეს?
- ირაკლი ბევრი დრო არ მაქვს, გადადი საქმეზე.
- აუ ეს ვინაა... კაი მოკლედ... ძალიან ცუდ პონტში ვარ, იმენა დედისტრაკში ვარ... ფული მჭირდება...
- ბატონო? - გაოცებისგან ემოცია ვერ დამალა ალასანიამ.
- რაიყო გოგო, ფული მჭირდება თქო... შენ გარდა ამ მომენტში ვერავინ დამეხმარება...
- რატომ ვითომ? სად გაქრა საძმაკაცო? დედა და მინისტრის მოადგილე მამა?
- თეკლე ატრაკებ... ვერ აგიხსნი რა...
- ფულს მთხოვ და ვერ ამიხსნი? კარგად იყავი... - წამოდგა მაგრამ ირაკლის ძლიერმა და უხეშმა ხელმა ისევ უკან დააბრუნა.
- გოგო, გელაპარაკები მე მგონი... - ხმას აუწია, გვერდით მაგიდიდან წყვილმა გადმოიხედა.
- მტკივა... ავადმყოფო...
- მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მამაჩემს ამ საქმეში ვერ გავრევ და რაც შეეხება ძმაკაცებს, ძმაკაცებთან მივქარე და ამიტომ მჭირდება ფული... უცხოეთში უნდა წავიდე თეკლე, არ გამწირო, თორემ კაცმა არ იცის რა მომივა.
- და რამდენი გინდა?
- ორი ათასი...
- ლარი?
- დოლარი...
- შენ ბიჭო მე მილიონერი ხო არ გგონივარ?
- შენ იშოვი, შეყვარებულს უთხარი ან დაქალს ვინმეს, მამაშენიც მაყუთიანია...
- ღმერთო! - თვალებში ჩააშტერდა. - საერთოდ რატომ ვიყავი შენთან? ასე რამ დამაბრმავა?
- კაი ბიჭი ვარ ტოო, პროსტა ეხლა მაგარ პიზდეცში ვარ... თეკლე შენი იმედი მაქვს რა...
- რამდენ ხანში გჭირდება?
- მაქსიმუმ ზეგ...
- ბიჭო მართლა ხო არ გადაირიე?
- მოკლედ ზეგ დაგირეკავ და რასაც იშოვი მომაწოდე... სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია თქო გეუბნები , არ ვხუმრობ ვაფშე... კაი გავიქეცი მე... თეკლე არ გადამაგდო, თორემ მაგრად დაგერხევათ ყველას... - ხელზე ძალით აკოცა და აორთქლდა.




24.
მეორე საღამოს შვიდი საათისკენ ნაცრისფერთვალას ლურჯთვალამ დაურეკა.
„ამ საღამოს რას აკეთებთ ლამაზო?“ - გიორგის განსაკუთრებით ბედნიერი ხმა ჰქონდა.
„ვმეცადინეობ...“ - მილეული ხმით უპასუხა ალასანიამ.
„ვუაიმე ჩემს გოგოს როგორი დაღლილი ხმა აქვსო...“
„აღარ მინდა არაფერი რა... დავიტანჯე...“
„მე ვიცი შენ რა გიშველის და რა გამოგაფხიზლებს... და სხვათაშორის შენც ძალიან გიყვარს ეს რაღაც...“
„გიორგი!“ - უხამსობას მიუხვდა თეკლე და სიცილი დაიწყო.
„ჩვენდა საბედნიეროდ, ქალბატონი დედა მანანა სოფელშია წასული ჩემს ღრმად პატივცემულ ბებიასთან. ჩემი სახლის კარი შენთვის ღიაა... გელოდები იცოდე...“
თეკლე მართლა დაღლილი იყო, მაგრამ მთელი დღე რაც წაეკითხა, ერთი სიტყვაც არ ახსოვდა, გონებით ირაკლისთან დაჰქროდა. არ იცოდა რა ექნა, იქნებ მართალს ამბობდა, იქნებ ირაკლი მართლა ცუდ დღეში იყო.
მაინც გადაწყვიტა გიორგისთან ასვლა. შხაპი მიიღო და სექსუალური, ბრეტელიანი სამოსი ჩაიცვა.
- მე დღეს თინისთან ვრჩები... - გასძახა მამამისს, რომელიც მისაღებში ბოლო ხმაზე აღრიალებდა ტელევიზორს.
- ორი მეტრი ყოფს თქვენს კარებს, აუცილებელია დარჩე? - აგდებულად გამოსძახა კაცმა.
- კი, აუცილებელია...
- ქუჩის ქალო! სულ ნუ მოხვალ, მიბრძანდი...
მამისგან ასეთ დამოკიდებულებას შეჩვეული იყო, მაგრამ ყოველი ასეთი სიტყვა ლახვარივით ესობოდა მის გულს.
კარზე დააკაკუნა, კარი კი მაღალმა, სიმპატიურმა ხუჭუჭა ბიჭმა გაუღო, რომელსაც საოცარი ლურჯი თვალები ჰქონდა.
გიორგიმ ხელები გამოიშვირა, საყვარელი ადამიანი მაგრად ჩაიხუტა და კარი ჩაკეტა. ლამაზ ნაცრისფერ თვალებს მაღლიდან დააშტერდა, შემდეგ კი ტკბილზე ტკბილ ტუჩებს დაეწაფა გიჟივით. ჰკოცნიდა ძალიან, ძალიან ნაზად, ნელა... უნდოდა კარგად შეეგრძნო საყვარელი ადამიანის გემო.
- როგორ მომენატრე იცი? - დაბალი ბოხი ბარიტონი გაისმა.
- მეც როგორ მომენატრე იცი?
- ხო არა? ხო არა? - ხელში აიტაცა გოგო და ჰაერში ააფრაიალა.
თეკლემ ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი, როცა ბიჭმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მხარზე მოიგდო.
- დამსვი ბიჭო... გიორგიიი, დამსვიიი...
წამებში გიორგის საძინებელში, გიორგის საწოლზე აღმოჩნდა. გამომწვევად უყურებდა ბიჭს და მისი რეაქციებით ტკბებოდა.
- ცუდად მეთამაშები, მეგრელო მანდილოსანო...
- ზოგადად გვჩვევია მეგრელებს...
თქვა თეკლემ და წამოიწია, ისე რომ ისევ საწოლზე იდგა. ძლივს გაუტოლდა გიორგის. ორივე მკლავი კისერზე შემოხვია და ბიჭის ტუჩებს დაეწაფა. გიორგიც არ დაიბნა, ხელები ჯერ წელზე შემოჰხვია, შემდეგ კი საჯდომისკენ ჩაუცურა და მაგრად უჩქმიტა, რასაც ალასანიას წამოკივლება მოჰყვა.
- შენ არ იცი როგორ მიყვარს ეს... - უთხრა გიორგიმ და საჯდომზე მსუბუქად მიარტყა.
- მარტო ეს?
თეკლემ ერთი ხელი გიორგის ხელს მოჰკიდა. ბრეტელიანი მაისურის ქვეშ შეიცურა და გამკვრივებულ მკერდზე მიადებინა. გიორგის თვალები აენთო.
- იქნებ ესეც გიყვარს?
- ცუდად თამაშობ თქო მეგრელო!
- თითქოს ამ თამაშისთვის არ გყავდე მოწვეული...
- უყურეთ როგორ გათამამდა... - ირონია გაეპარა ბიჭს ხმაში.
თეკლემ წამში გადააძრო საყვარელ ადამიანს მაისური. არც გიორგი მოდუნებულა, შემოსძარცვა ტანსაცმელი და შიშველი დააგდო საწოლზე. თეკლეს სიშიშვლე უკვე აღარ ადარდებდა, კიდევ უფრო გამომწვევად უყურებდა ბიჭს.
- მაგ მზერის გამო... ვერ გადამირჩები... - დაემუქრა ბიჭი და გოგონას ზემოდან მოექცა.
დაეწაფა საყვარელ ბაგეებს, ჰკოცნიდა ძალიან ძლიერად, კბენდა. კიდევ უფრო აგულისებდა თეკლას ფრჩხილები, რომელიც წამდაუწუმ ერჭობოდნენ ბიჭის ბეჭებს.
- ბავშვობაში ამას წარმოვიდგენდი? სექსი უზრდელობა მეგონა, და თან შენთან? გიორგი მესხთან?
- ჩემი ბავშვიიი... - გაეცინა და კოცნით საყვარელი ქალის სრულყოფილ სხეულს ჩაუყვა.
შიგადაშიგ თეკლეს ვერ შეკავებული კვნესა ისმოდა. ბოლომდე მისცემოდა თავდავიწყებას და სიამოვნების მორევში გადაშვებულიყო.
ძლიერი ბიძგით გაერთიანდნენ მათი სხეულები, თეკლეს კივილმა მთელი უბანი გააღვიძა.
- რას მიკეთებ მესხო, რას მიკეთებ?
- გაგიჟებ... - ტემპს უჩქარა ნასიამოვნებმა გიორგიმ.
- ააჰ...
- მიდი, მიდი ლამაზო...
რამდენიმე საათის და უთვალავი ორგაზმის შემდეგ თეკლეს დაღლილი სხეული გიორგის სხეულს მიესვენა.
- ეს იყო...
- ეს იყო... საოცრება... - თქვა თეკლემ.
- ჰაჰაჰაჰაჰაჰა... არა რა, ეს გოგოები ვითომ რაღაცა, უკარება, ცუდს არ გაიფიქრებენ, აქეთ მოგაძახებენ გარყვნილოო... არადაა ნახე რაა... როგორ უსწორდებათ სექსი...
- იიიი... შენამდე არ ვიცოდი ასეთი კარგი თუ იყო, თორემ მანამდეც ვიზამდი რამეს... – „ტოჩკაში“ მოახვედრა თეკლამ.
- უკაცრავად? ხო არა?
- არ თქვაა ახლააა არაქალიშვილს არ მიგიღებდიო...
- რა თქმა უნდა არ მიგიღებდი... - ხმა დაისერიოზულა გიორგიმ. - სხვისი ნახმარი რად მინდა მე?
- ბატონო? - თავი წამოწია თეკლემ.
- რაიყო რა გაგიკვირდა? სხვისი ნახმარი ქალი რად მინდა ერთი...
- ჰა??????
შეშფოთებული დაჰყურებდა გიორგის, რომელსაც თეკლეს სახის დანახვაზე ისეთი ხარხარი აუვარდა, თეკლეს კივილი მონაგონია.
- იდიოტოოოო... - უთავაზა გოგომ.
- დაიჯერეეე... არაა თქვიიი რომ დაიჯერეეე... - სულს ძლივს ითქვამდა.
- დავიჯერე? კინაღამ ვინანე, ეს ვინ ღრუზინს გადავეყარე თქო...
- ცუუდაად ვაარ... თეკლე რა გეშველება...
- მე ხო? კიდევ მე ხო?
- როგორ მიყვარხარ ერთი იცოდე...
ორივე ხელი მოჰხვია შიშველ სხეულზე და დააწვინა, თან ისე, რომ თეკლეს თავი გიორგის მკერდზე ედო. საყვარელი ქალის ოქროსფერ თმას ეფერებოდა და ხარბად სუნთქავდა თეკლათი გაჟღენთილ ჰაერს.
- ცოლად რომ მოგიყვან, ძალიან ბევრი შვილი უნდა გვყავდეს... - დაიწყო უცებ.
- ხო?
- ხო.
- მერე?
- გოგო იქნება თუ ბიჭი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
- ანუ პირველი გვარის გამგრძელებელი არ გინდა? - სიცილით თქვა თეკლემ.
- გვარის კი არა შენნაირი ლამაზი გოგონები მყავდეს და თუ გინდა სულ ხუთნი იყვნენ ან მეტი...
- მე შენნაირი ხუჭუჭა ბიჭი მინდა... აწოწილი... - ბიჭის ხელი დაიჭირა და სახეთან მიიტანა, ნაზად აკოცა.
- ხოდა მაშინ ორივე... ხუჭუჭა ბიჭი და ოქროსფერთმიანი გოგო...
- რას დავარქმევთ?
- რავი... შენ მოიფიქრე... ბაბუის და ბებიის სახელი არ გვინდა ოღონდ, გაფიცებ...
- ორივესთვის რამე ორიგინალური სახელი მინდა, იშვიათად რომ არქმევენ ისეთი.
- საინტერესოა... აი მაგალითად ბიჭს იასე დავარქვათ...
- იასე? - გაუკვირდა თეკლეს.
- ხო, იასე... კარგი სახელია, უცხო და იშვიათი...
- მომწონს იასე... და რახან ბიჭს შენ არქმევ, მე გოგოს დავარქმევ. აი მაგალითად თაია...
- თაია... კარგად ჟღერს... - შუბლზე აკოცა ალასანიას.
- ამას წარმოიდგენდი ათი ან თხუთმეტი წლის წინ?
- მე და შენ? არა... არასდროს... - ხელით მკერდზე ეფერებოდა.
- არც მე... სად მე და სად შენ... ჭუჭყიანი არარობა ვიყავი და მთელი ცხოვრება ჩემი თავი მძულდა...
- ჩშშშშ... ეგ აღარ თქვა... შენ ყოველთვის ყველაზე იდეალური იყავი და იქნები, შენ ჩემთვის ნომერ პირველი ქალი ხარ, ნუ მანჩოს არ ვთვლით. შენ საოცრება ხარ თეკლე... ღვთისგან შექმნილი საოცრება. ეს საოცრება კი მე მეკუთვნის, ყოველთვის მე მეკუთვნოდა. მაშინაც კი, როცა ცინგლიანი გიორგი ვიყავი, სულ შენზე ვფიქრობდი და ვდარდობდი. ახლა ვიაზრებ, თორემ ამაზე არასდროს მიფიქრია. ყოველი ძილის წინ მეორე დღის გეგმებს ვაწყობდი, რა თქმა უნდა, შენთან ერთად. მანჩო რომ მცემდა ხოლმე, ცოტას წავიტირებდი, მაგრამ მერე ვფიქრობდი, რას იფიქრებს ახლა თეკლა, რომ მხედავდეს თქო და მაშინვე მემატებოდა ძალა. სახლამდე ყოველთვის გაცილებდი, თუ გახსოვს. შენ გამო რამდენი ბიჭი ვცემე ცხვირზე მეტყობა.
- ეგ მე არ ვქენი?
- შენ დაიწყე და მერე დაემატა და დაემატა... - გაეცინათ ორივეს.
- თაიასთვის და იასესთვის მოსაყოლი ბევრი გვექნება...
- კიდევ რამდენი დაემატება...
- გიორგი... დამპირდი რომ თავს არაფერს დამართებ... უშენოდ მოვკვდები, გესმის? ერთი წამით არ მინდა შენს გარეშე ცხოვრება... მინდა ცოლად გამოგყვე, შენზე ვზრუნდავდე, ყოველ საღამოს ასეთი გიჟური სექსი გვქონდეს, მაშინაც კი, როცა ბავშვების ტირილი არ მოგვცემს ამის საშუალებას... შენგან შვილები მინდა... ორი კი არა, ძალიან ბევრი... ლამაზი სახლი... სადილებს უნდა გახვედრებდე... ერთად უნდა დავდიოდეთ თეატრში... ბევრი უნდა ვიმოგზაუროთ... გიორგი, ერთი წამით არ მინდა ჩემი მომავლის უშენოდ წარმოდგენა... - უკვე ცრემლები მოსდიოდა გოგოს.
- არ იქნები... და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა... მიყვარხარ ალასანია... ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ... - თქვა და კიდევ უფრო დიდი სურვილით დაეწაფა ბავშვობის სიყვარულის ტუჩებს.

25.

- გიორგი... გიორგი... - ისმოდა მანჩოს ყვირილი. - ვის ვეძახი მე? კაცს ცოლი მოგყავს... გამიგონებ ოდესმე?
- რა ხდება დედა... ომი დაიწყო? - ყურსასმენები გამოიძრო და თავიზე ორი თავით დაბალ ქალს ეტაკა, ხელში აიტაცა და დაატრიალა.
- დაიწყება მალე... დამსვი ბიჭო ძირს... - სიცილს ვერ იკავებდა მანო, თან ხის კოვზს ურახუნებდა თავში.
- არ დაგსვამ... - გაეღიმა გიორგის.
- უყურე ამას... დამსვი თქო ბიჭო...
- მაშინ მითხარი, რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ და ყველაზე კარგი შვილი ვარ ამ ქვეყანაზე...
- იოცნებე...
- ხოდა იქნები აქ... ჰაერში...
- დამსვი დეგენერატო... - იცინოდა ქალი.
- ჯადოსნური სიტყვები?
- ყველაზე კარგი შვილი ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ...
ქალი წამებში დააბრუნა მიწაზე.
- აი ასე დედიკოჯან... ხანდახან უნდა გამოხატო ემოციები...
- თავხედი ეს... წადი ლალისთან ჩამეგზავნე, უცხოსუნელი გამოართვი...
- დედა...... არ დაიღალე ჩემი ორი წლის ბავშვივით აქეთ-იქეთ გაგზავნით? 23 წლის ვხდები მალე...
- უყურე ამ ცინგლიანს... ორ წუთში უცხოსუნელი მქონდეს აქ!
აიზლაზნა და დასჯილი ბავშვივით მიადგა ლელას კარს, ცალი თვალით კი თეკლეს კარს მიშტერებოდა და ნატრობდა, ნეტავ აქ მიწევდეს შესვლაო.
- რა ხდება გენაცვალე? - მრავალმნიშვნელოვნად გამოხედა ლელამ.
- უცხოსუნელი ხდება... - თვალები აატრიალა ბიჭმა.
- მოდი მოვძებნი... - კარი გაუღო ბიჭს. - თინისთან შედი ცოტა ხანს...
თინის ოთახის კარი ოდნავ შეღებული იყო. თინის და თეკლეს ჩუმი დუდუნი გამოდიოდა, შუქი კი, რა თქმა უნდა ჩამქრალი ჰქონდათ. გიორგიმ ღიმილით მიაყურადა.
- აღარ ვიცი რა, რა ვქნა... - ისმოდა თეკლეს შეწუხებული ხმა. - სად ჯანდაბაში ვიშოვო ეს ფული? არადა დღეს უნდა მიმეტანა. ამიკლო რეკვებით. სიკვდილ-სიცოცხლის ამბავიაო გაიძახის...
- კაი დამშვიდდი... გიორგიმ იცის?
- რა იცის გოგო... რა შუაშია აქ გიორგი...
- იქნებ დაგეხმაროს...
- და რა ვუთხრა? ჩემს ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ბაკურიანში უკიდურესი სიტყვებით მლანძღა, შევხვდი, ფული მთხოვა, ორი ათასი დოლარი, თან დამემქურა, თუ არ ვიშოვი, ვინ იცის რას გამიკეთებს თქო?
- არა, მთლად ეგრე არა... მაგრამ მაინც მგონია, რომ უნდა უთხრა.
- მართლა რომ მოკლან? რა ჯანდაბად უნდა ის ფული? და კიდევ გიორგი გავრიო ამ საქმეში?
- რა გითხრა, რაში მინდაო?
- არ ვიცი, ძმაკაცებთან მივქარეო და უცხოეთში უნდა მოვტყდეო... მეშინია თინი... - ამოიკვნესა გოგომ.
- რა თავხედია პროსტა რა!
- თან ტიპი როგორ შემხვდა იცი? გადაკოცნა უნდოდა და ყავაზე დაგპატიჟებო... ბაკურიანზე თავი გაიმართლა, მთვრალი ვიყავიო... ვინაა ეს ვიგინდარა... გამაწამა რამდენი თვეა...
- კაი დაიკიდე... რამეს...
გიორგი უკვე აღარ უსმენდა, საკმარისზე მეტი გაიგო. გაცეცხლებული გამოვარდა სახლიდან, ვისღა ახსოვდა უცხოსუნელი.
- ალექსანდრე, მჭირდებით შენც და ცოტნზეც... - მხოლოდ ეს უთხრა ძმაკაცს.
გამწარებული ირაკლის ნომერს კრეფდა, რომელიც ბედად აღმოაჩნდა. რამდენიმე თვის წინ თეკლეს ტელეფონიდან გადმოწერა, რაიცი რაში დამჭირდესო.
- გისმენთ... -გაისმა ირაკლის ხმა.
- გისმენთ კი არა... შე ... მომისმინე კარგად... ორ საათში საბურთალოზე ვიქნები, უნივერსიტეტის უკან...
- რომელი ხარ? - ხმა შეეცვალა ირაკლის.
- თეკლეს შეყვარებული, გიორგი მესხი... შე გამო....ვებულო თესლო კვერცხო! მე შენ განახებ თეკლას შეწუხებას... მაგარი დანძრეული გაქვს... მეტი არ მინდა ორ საათში იქ არ ერჭო... შენ მერე რა მოგივა ნახავ...





26.
და მაინც რა არის ეს ცხოვრება არა? როცა გგონია, რომ ძლივს ბედნიერება გეღირსა, სწორედ მაშინ იცვლება ყველაფერი. როცა ხედავ, რომ გვერდში გყავს ადამიანი, რომელისაც უყვარხარ და რომელიც გიყვარს, გგონია, რომ ასე გაგრძელდება, სამუდამოდ... ისე გაბრმავებს ბედნიერება, რომ აღარ გახსოვს, თუ როგორი მწარეა წუთისოფელი და როგორ არ შეგარჩენს ბედნიერებას, როგორი დაუნდობელია ბედისწერა.
საღამოს გიორგი სახლში იყო, თეკლესთან და თინისთან ერთად თავის მისაღებში მოეკალათებინა. ხელი თეკლესთვის მოეხვია, ხანგამოშვებით შუბლზე კოცნიდა და უინტერესოდ უსმენდა თინის და მანოს დიალოგს, მანოს ახალგაზრდობაზე.
- როგორ მიყვარხარ იცი? - ჩასჩურჩულა მესხმა ჩუმად და კისერში აკოცა.
კარზე გაბმული ზარი და ბრახუნი გაისმა. არ ესიამოვნა თეკლეს ეს ხმა, გულმა ცუდი უგრძნო.
- ვინ ჯანდაბაა ეს უზრდელი ასე რომ აბრახუნებს? - სათვალე გაისწორა მანომ.
კარი თინიმ გააღო. ორი ზორბა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი კაცი მაღლიდან დაჰყურებდა.
- გიორგი მესხი აქ ცხოვრობს? - თქვა მარცხნივ მდგომმა ბოხი ხმით.
- დიახ... - ხმა ჩაუწყდა თინის. გაოცებული გიორგიც გამოჩნდა.
ორივე პოლიციელი შემოვიდა და პირდაპირ გიორგისკენ აიღეს გეზი. გიორგი მათზე მაღალი იყო, მაგრამ გამხდარი.
- რამე ხდება ოფიცერო? - ჰკითხა გიორგიმ.
- თქვენ დაკავებული ხართ, მთავარ ეჭვმიტანილად განიხილებით მოქალაქე ირაკლი აბესაძის მკვლელობაში.
- რააააა? - დაიყვირა თეკლემ.
- დამშვიდდი თეკლა... - მშვიდი ხმით მიუბრუნდა გიორგი.
- ჯობს თქვენი ნებით გამოგვყვეთ... თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სასამართლოზე...
- გიორგი გააკეთე რამე! ამოიღე ხმა! - კიოდა თეკლე. მანომ თვალები გადაატრიალა და უგონოდ დაეცა.
- დედა... - მანოსკენ გაიწია გიორგი, მაგრამ ორმა ძლიერმა ხელმა არ გაუშვა. - ხალხი არ ხართ? ქალი უგონოდ დაეცა... მოგყვებით, ხომ არ გეწინააღმდეგებით? მიმიშვით დედაჩემთან მოვასულიერო! - ღრიალებდა გიორგი.
- სამწუხაროდ დაუყოვნებლივ უნდა გადაგიყვანოთ განყოფილებაში... დედათქვენს მიმხედავი ჰყავს... - თვალებით ანიშნა ერთ-ერთმა გოგონებზე.
- თინი... ალექსანდრეს დაურეკე... მოვიდეს და მოგხედოთ... თინი თეკლას და მანოს მიხედე... შენ გაბარებ იცოდე...
- გიორგი! თქვი რომ უდანაშაულო ხარ! - ისევ კიოდა თეკლა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.
- თეკლე თავს მიხედე... - თქვა და კარში გაუჩინარდა.

იმ ღამეს არ ეძინა არავის. გიორგის სახლში შეკრებილიყო ყველა. ლელა მანოს ეჯდა გვერდით და საფეთქლებს უსრესდა. გაუბედურებული მანო ვეღარც ტიროდა, უსასრულობას მისჩერებოდა ჩამქრალი თვალებით.
თეკლეს კი თინის მხარზე ჩამოედო თავი და გაუჩერებლად ტიროდა. ცოტნე დივანზე ჩუმად იჯდა და თეკლას უყურებდა, ჭკუიდან შეშლილი ალექსანდრე კი გაუჩერებლად ბოლთას სცემდა.
- შანსი არაა ტო... შანსი არა... გიორგი მკვლელი არ არის... გიორგი არავის არ მოკლავდა... - ამბობდა ალე.
- ეგ ისედაც ვიცით, რამე ახალი თქვი... - გაკაპასდა თინი.
- დღეს დაგვირეკა... - დაიწყო ცოტნემ ჩუმად. - დაახლოებით 5 საათი იქნებოდა... შენ და ალექსანდრე სასწრაფოდ მჭირდებითო...
- ამას ახლა ამბობ? - ხმას აუწია თინიმ.
- ეს რამეს გეუბნება თინი? - არ შეარჩინა ცოტნემ.
- მომიკვდეს თავი... - წამოიძახა ლელამ და თავში ხელი შემოირტყა. - დღეს ჩემთან იყო ჩამოსული გიორგი... აი მაშინ, როცა თეკლე შენ თინისთან იყავი ოთახში... უცხო სუნელი უნდა დედაჩემსო... სანამ მოვძებნიდი ვუთხარი თინისთან შედი მეთქი...
- არ შემოსულა დედა! - დაიყვირა თინიმ.
- და ამ დროს მე შენ ირაკლიზე გიყვებოდი... - გაისმა თეკლეს ხრინწიანი ხმა.
- რას უყვებოდი? - ჰკითხა ალემ.
- რამდენიმე დღის წინ ირაკლის შევხვდი, ფული მთხოვა... სიკვდილ-სიცოცხლის საქმეაო... თინის ამას ვუყვებოდი...
- კარგი... გასაგებია... გაიგონა და გაბრაზდა... მაგრამ შანსი არაა! გიორგი ადამიანს არ მოკლავდა! - სასოწრკვეთა ემატებოდა თინის ხმას. - ასე არ არის? ხალხო რა დაგემრთათ?! თეკლე! გგონია შენი შეყვარებული მკვლელია?
- არ მგონია... - ისევ დაიწყო ტირილი.
ამ დროს ცოტნეს მამობილმა დაურეკა, რამდენიმე წამით ესაუბრა და ტელეფონი გაუთიშა.
- ალექსანდრე, განყოფილებაში გვიბარებენ... ჯერ მე და შენ, ხვალ ალბათ ყველას დაგკითხავენ...
- ცოტნე, მამაშენი ხომ ადვოკატია? - იმედის ნაპერწკალი გაისმა თინის ხმაში.
- კი თინი და უკვე აიღო ეს საქმე...



27.
გაბმული დაკითხვები და სასამართლოები დაიწყო. სამწუხაროდ ირაკლის ყველა მეგობარი, ნათესავი თუ ძმაკაცი გიორგის ადებდა ხელს. თვე-ნახევარი ერთი კვირასავით გავიდა და საბოლოო განაჩენის გამოტანის დღეც დადგა. ცოტნეს მამობილი, ბატონი იოანე გადელია კბილებით იცავდა გიორგის.
მოსამართლე წუთი წუთზე შემოვიდოდა. სკამზე თეკლა და მანო იჯდნენ, თეკლეს ქალისთვის თავი დაედო. ამ თვე-ნახევარში თეკლე ისე გამხდარიყო, ყვრიმალების ძვლები ეტყობოდა. ცუდ დღეში იყო მანოც, ჩაშავებული თვალის უპეები, უძილობისგან და ტირილისგან დასიებული. თეკლეს გვერდით თინი იჯდა, თინის გვერდით ალექსანდრე, უკან კი ლელა, ცოტნე და ეკატერინე ვაჩნაძე.
კარი გაიღო და ორმა ზორბა პოლიციელმა გიორგი შემოყვანა, რომელმაც იმავე წამს თავისიანებს დაუწყო ძებნა.
ლუჯებმა და ნაცრისფერებმა ერთმანეთი იპოვეს. ამ თვალებს თვე-ნახევარი ერთმანეთი არ ენახათ. შორიდან ეალერსებოდნენ ერთმანეთს. გიორგიმ თბილად გაუღიმა გოგონას, მაგრამ ამას ვეღარ გაუძლო ალასანიამ და ცრემლები წასკდა. ეს ცრემლები ლახვარივით დაესო გიორგის გულს.
- ფეხზე ადექით... მოსამართლე მობრძანდება...
მოპირდაპირე მხარეს განსვენებული ირაკლის ოჯახს მოეყარა თავი. დედამისი შავებში იყო ჩაცმული და თვალს არ აშორებდა თეკლას. გვედით თანამდებობის პირი, ბატონი გოგი ეჯდა, ირაკლის მამა, რომელსაც დიდად არ ეტყობოდა შვილის დაკარგვით მოგვრილი სევდა. უკან კი ირაკლის ძმაკაცები ისხდნენ, მათ შორის ის მელოტი ზორბაც, ბაკურიანში თან რომ ახლდა.
სამწუხაროდ ყველაფერი გიორგის წინააღმდეგ იყო. მოკლულ ირაკლი აბესაძეს ძალადობის კვალი აღმოაჩნდა. ის არ იყო მოკლული არც ცეცხლსასროლი იარაღით, არც ცივი იარაღით. ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა, დაზიანებული თავის ქალა, რომელიც სავარაუდოდ ხის ბიტით ან ხის რაიმე ნივთით იყო მიყენებული, კისერზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. ირაკლი აბესაძე დაახრჩვეს. მას სხეულზე არც ერთი თითის ანაბეჭდი არ აღმოაჩნდა, სავარაუდოდ გამოცდილ მკვლელს ამაზეც ეზრუნა.
გიორგის კი ბრალი ედებოდა მის მკვლელობაში. მთავარი სამხილი ის სატელეფონო საუბარი იყო, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა მოკლულსა და ბრალდებულს შორის. საუბარში გარკვევით ჩანს, როგორ ემუქრებოდა გიორგი ირაკლის. ასევე ამოიღეს მაღაზიების და ქუჩის ვიდეო ჩანაწერები, სადაც გარკვევით ჩანდა, როგორ მიდიოდა გიორგი იმ ადგილას, სადაც მკვლელობა მოხდა და დაახლოებით ნახევარ საათში როგორ დაბრუნდა იქიდან.
განაჩენი გამოიტანეს... მესხს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...
ადვოკატმა დაიგრგვინა „ვაპროტესტებთო“, მაგრამ პროტესტი არ მიიღეს. ამას მოჰყვა თეკლეს კივილი, მანოს ტირილი...
- როგორ ბედავთ! როგორ ბედავთ და აპროტესტებთ! - ფეხზე წამოიჭრა ირაკლის დედა. დაბალი, მსუქანი, შავგრემანი ქალი. - შე ბოზანდარა! - თმაში ეცა თეკლეს. - ერთი ჩემი შვილი არ გეყო მეორე ბიჭი მოგინდა ხო? ხოდა დატკბი მარტოობით და ტანჯვით, როგორც მე... ჩემი შვილი მოკალი... მკვლელი ხარ... ჩათლაშკა მათხოვარო... ვეუბნებოდი ირაკლის შენთვის არ შემოეხედა... ვხვდებოდი რა დაბალი დონეც იყავი...
- ქალბატონო... ენა ჩაიგდეთ... - წამოიწია თინი.
- ეს მეორე ბოზანდარა... არ გეღირსებათ არც ერთს ბედნიერება, ისე როგორც არ დაინდეთ ჩემი შვილი...
- ნაირა წამოდი... - დაუდგა ქმარი გვერდში.
- ყოჩაღ შენ ქალობას... - მიუბრუნდა გახევებულ მანოს. - რა ბიჭი გაგიზრდია... ფუიი... და შენ... - ისევ თმაში ჩაავლო ხელი თეკლას. - მთელი ცხოვრება ჩემი შვილის ცოდვით იცხოვრებ! დედაშენის ცოდვაც ხომ შენ გადევს...
ალექსანდრემ თავი ვეღარ შეიკავა და ქალს მაჯაში მაგრად ჩაავლო ხელი და გააწევინა.
- დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები... მე არ გავჩუმდები და იქამდე არ მოვისვენებ, სანამ მკვლელს სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან და თქვენ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ქუჩაში აღარ გამოგეყოფათ თავი...
თვალს ადევნებდა ამ ყველაფერს გიორგი და გული ეწურებოდა. მის გამო ასეთ დღეში ჩავარდნენ თავისი საყვარელი ადამიანები. გამზრდელ და უსაყვარლეს დედას, რომელმაც მართლა მთელი ცხოვრება შეალია გიორგის გაზრდას ასეთი შეურაცხყოფის ატანა უწევდა. და თეკლეს? რა შუაში იყო საერთოდ თეკლე? თავისი გასაჭირი არ ეყოფოდა? ასეთი დამცირება რომ უნდა აეტანა ვიღაც ქალისგან.
თეკლემ გონება დაკარგა. ბედად უკან ცოტნე ედგა და მის ხელებში ჩაესვენა.
- თეკლე... - დაიღრიალა გიორგიმ, რომელსაც ხელი დაავლეს და დარბაზიდან გაათრიეს.
- თეკლე... - გამოვარდა თინი, სახეზე ხელებს ურტყამდა. - თეკლე გონს მოდი... თეკლე...
28.
გიორგი დროებით საკანში გადაიყვანეს, მანამ, სანამ გლდანის გზას გაუყენებდნენ. გააფთრებული იოანე გადელია ჭკუაზე არ იყო. არ სჯეროდა, რომ საქმე წააგო, თან ისეთი საქმე, რომელშიც 100% - ით დარწმუნებული იყო დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში.
- იოანე... მამობილო... - თვალი მოკრა დერეფანში ახლადგამოჩენილმა ცოტნემ ადვოკატს.
- რა ხდება ბიჭო... - უთხრა დაბალი ხმით.
- გაფიცებ ჩემს თავს... ორი წუთით გიორგისთან შემიშვი რა. მე რა... თეკლა უნდა შეუშვა...
- შენ ხომ არ გადაირიე?! - ყურებს არ უჯერებდა იოანე.
- აუ, ნუ ატრაკებ ახლა რა... იოანე...
- არა მეთქი, შვილო... ვინ მომცემს ამის უფლებას?
- შენ ისეთი გამძვრალი კაცი ხარ... როგორმე მოახერხებ... - თვალი ჩაუკრა ცოტნემ და მხარზე ხელი დაკრა.
- არ ვიცი... არამგონია...
- მიდი, შენი იმედი მაქვს... მამა...
გაოცებისგან იოანეს თვალები წარბებზე მაღლა აუვიდა. „მამა“... მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს 7 წლიდან ზრდიდა, ცხოვრებაში მამა არ დაეძახა. გადელია კარგია ადამიანი იყო, თავის დროზე ცოლი და შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, ათი წლის მერე კი ცოტნეს დედა, თამუნა გაიცნო და ორივეს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა. ცოტნე ისე შეიყვარა, როგორც საკუთარი შვილი და არაფერი დაუშურებია მისი კარგ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავად ამისა... ცოტნემ მას პირველად 22 წლის ასაკში დაუძახა მამა.
თვალებდასიებული და დაუძლურებული თეკლა ცოტნეს მოჰყავდა, მაგრამ ხელი რომ გაეშვა, ალბათ დაეცემოდა. გული შესტკიოდა ძმაკაცზე და უფრო მეტად მის შეყვარებულზე. ასეთი დაუძლურებული თეკლა ისე ეცოდებოდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მათთვის.
გიორგი ჩაბნელებულ, ნაცრისფერ ოთახში იჯდა, ნაცრისფერი გისოსებით, მაგრამ სულ სხვა ნაცრისფერებზე ფიქრობდა. თავს ვერ პატიობდა იმას, რომ მის გამო თავისი საყვარელი ადამიანები ასეთ დღეში იყვნენ.
- ხუთ წუთზე მეტი არ გაქვთ... - დაიგუხუნა უჟმურმა პოლიციელმა.
სწორედ ამ დროს ამოიხედა გიორგიმ და კიდევ უფრო დასევდიანდა, როცა თეკლა და ცოტნე დაინახა. სირბილით მიეჭრა ალასანია გისოსებს. გიორგიმ ხელებში მოიქცია გოგონას სახე და სევდიანად დააშტერდა თეკლეს ნატანჯ სახეს.
- ეს რა დღეში ჩაგაგდე... - დაიჩურჩულა ბიჭმა.
- გიორგი... ჩემო გიორგი... გამაღვიძე რა...
გოგონამ თვალები დახუჭა და ცრემლები გადმოაყოლა. გიორგის ხელის აიღო და ნაზად დაუწყო კოცნა.
- გამაღვიძე რა... გთხოვ... მითხარი რომ ყველაფერი... სიზმარია...
- ეს რა დღეში ჩავაგდე ჩემი თეკლა... ჩემი ნაცრისფერთვალება სასწაული... - ნაზად შეეხო გოგონას ბაგეებს.
- ჩვენ ვაპირებთ გაპროტესტებას... უდანაშაულო ხარ გიორგი...
- თეკლე... ახლა ყურადღებით მომისმინე... - ხმა გაუმაცრდა და გოგონას ხელი გაუშვა. - რაც არ უნდა ვიძახო უდანაშაულო ვარ თქო, აზრი არ აქვს... უკვე მომისაჯეს და თან 20 წელი...
- არ თქვა ეგ გიორგი... გთხოვ...
- 20 წლის მერე, რომ გამოვალ... მინდა რომ ბედნიერი გნახო... გესმის?
- გიორგი... - ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
- მომისმინე ალასანია! დამივიწყე... მე შენს ცხოვრებას არ დავანგრევ... არ გაბედო და თავი იმით არ გაიმწარო, ყოველ წამს ჩემზე ფიქრობდე და ჩემს გამოსვლას ელოდებოდე... არ გაბედო...
- რას ამობობ! - ყურებს არ უჯრებდა გოგო.
- რასაც ვამბობ! მე განწირული ვარ ხომ ხედავ არა? ჩემს გამო შენი მომავალი რატომ უნდა დაინგრეს? 21 წლის ხარ თეკლე... ისედაც ამდენი გადაიტანე და ახლა კიდევ მე უნდა დაგემატო?
- მე ყველაფერს გავუძლებ... მე ხომ მიყვარხარ... ასე იქნება ეს სულ...
- იქნება? მე არ მიყვარხარ... ის, რომ რამდენჯერმე გავერთეთ, საერთოდ არ ნიშნავს სიყვარულს... მე შენ არ მიყვარხარ...
გასაოცარია, საიდან აღმოაჩნდა გიორგის ამხელა გამბედაობა, ამხელა ძალა. ხედავდა როგორ ტკენდა გოგონას, მაგრამ... ასე თვლიდა საჭიროდ, ასე თვლიდა სწორად.
- ამას იმიტომ ამბობ, რომ გინდა მეგონოს... გინდა რომ... შემძულდე... და გინდა... გინდა, რომ სხვა ვნახო...
- არა, მე უბრალოდ იმას გეუბნები... რომ ეს იყო უბრალოდ გატაცება და გართობა... ამიტომ გეუბნები, რომ შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება... რატომ უნდა ელოდო ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ?
- გიყვარვარ...
- ცდები თეკლა, მოწონებას და სიყვარულს შორის დიდია განსხვავება...
- იდიოტი ხარ! - მაგრად გაარტყა ხელი სახეში და ტირილით გავარდა ოთახიდან.
გაოგნებული ცოტნე იდგა მოშორებით და ხმას არ იღებდა. ასეთ დასასრულს არ ელოდა.
- შენ ბიჭო... შიგ ხომ არ გაქვს? მთლად გამო....ვდი? - თავი ვერ შეიკავა.
- ცოტნე გაჩუმდი, ისედაც ვკვდები...
- ეს რა უთხარი გოგოს? იმის ნაცვლად, რომ დაგეიმედებინა... რა გაუკეთე?
- დამეიმედებინა რაზე ცოტნე, რაზე...
ბოლო ხმაზე დაიყვირა გიორგიმ და თავი ხელებში ჩარგო. ალბათ იმ ეულ ცრემლს მალავდა, ასე რომ აწვალებდა ამდენ ხანს.
- ასე ხომ გაანადგურებ?
- იმით უფრო მეტად გავანადგურებ... მე აქ ვიყო და ის იქ 20 წელი მელოდოს... 20 წელს ეხუმრები?
- პროსტა არ მესმის... არ მესმის ასე უცებ როგორ დანებდი?
- დავნებდი? სად ვცხოვრობთ დაგავიწყდა? აქ საერთოდ სამართალი არსებობს? ან რომელი მილიონერი მე მნახე რამე რომ გამოვიდეს? ირაკლის მამა მინისტრის პირველი მოადგილეა... ამით ყველაფერი მთავრდება ცოტნე... ეს რეალობაა...
- როდის აქეთ გახდი რეალისტი?
- დღეიდან ცოტნე... დღეიდან... თეკლე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, და სწორედ ამ სიყვარულის გამო... მე მას ვერ დავტნაჯავ რატოომ არ გესმის?
- ნუ ღრიალებ!
- ჯობია ეგონოს რომ არ მიყვარს...
- სულელი ყოფილხარ...
- ცოტნე! მანოს და თეკლას თქვენ გაბარებთ...
- შენი ჩაბარების გარეშეც ვაპირებდით მაგას... თუ უკვე ძმაკაცობისაც აღარ გჯერა?!
- ცოტნე...
- .... ხარ ძმაო... თან ძალიან მაგარი... შენ თეკლე ისეთი გოგო გგონია ასე უცებ რომ დაგივიწყებს და სხვას აეკიდება? შენ ამ შენი სიტყვებით... კიდევ უფრო გაამწარე გოგო...
თქვა და უკანმოუხედავად გამოვიდა საკნიდან. არ სჯეროდა, არ სჯეროდა, რომ ეს მათ თავს ხდებოდა. ან საერთოდ ვინმეს სჯეროდა?!


29.
გაოცებული იდგა ალასანია აბაზანაში და ორსულობის ტესტს დასცქეროდა. ტესტმა დადებითი აჩვენა. 2 თვე-ნახევარი გასულიყო იმ საბედისწერო დღიდან, რაც გიორგი დააკავეს. დასუსტებული და ძალაგამოცლილი გოგონა კი თვალებს ვერ უჯერებდა.
კარზე ბრაგუნით შევარდა თინისთან. გაოცებულ თინის ხელში პირდაპირ ორსულობის ტესტი დააკავა.
- არ არსებობს... - თვალები გაუფართოვდა მეზობელს.
- თინი! იქნებ ცდება? - სასოწარკვეთილი ხმით ჰკითხა.
- ბოლოს როდის მოგივიდა?
- არ მახსოვს... ალბათ ორი თვეა არ მქონია... მაგრამ ეს ხომ ნორმალურია... ნერვიულობის ფონზე...
- ექიმთან უნდა წავიდეთ თეკლე... - გაიღიმა თინიმ. - იქნებ მართლა ორსულად ხარ... ამას რა ჯობია?
- შენ ხომ არ გააფრინე? ბავშვი გავაჩინო და მერე ოცი წლის რომ გახდება და გიორგი გამოვა... გავაცნო აი მამაშენი თქო?
- და შენ ბავშვის მოშორებას აპირებ? შენი და გიორგის შვილის მკვლელი გახდები? - ყურებს არ უჯერებდა თინი.
- აუ... თავი დამანებე... ჩემი გადასაწყვეტია ყველაფერი... საერთოდ არ უნდა შემოვსულიყავი... - კარისკენ გაიქცა თეკლე.
- თეკლე მოიცა... - მაჯაში ჩაავლო ხელი. - მაპატიე გთხოვ... არ მინდოდა... მართალი ხარ... ყველაფერი შენი გადასაწყვეტია... უბრალოდ ერთი წამით მოიცადე, რაღაც უნდა გაჩვენო...
თინი ტელეფონს ეცა, ვიდეოები გადაჩხრიკა და ერთ-ერთი ჩართო.
- ეს რა არის თინი?
- გთხოვ უყურე და მოუსმინე...
ვიდეოში გიორგი გამოჩნდა, რომელიც თინის ოთახში იჯდა საწოლზე, ხელში გიტარა ეჭირა. გვერდით ალექსანდრე და ცოტნე ეჯდნენ.
„დაიწყე მიდი... - გაისმა თინის სიცილნარევი ხმა. - ვიღებ...“
„აუ თინიკო, დედას ვფიცავარ ეს ვიდეო თეკლემ რომ ნახოს არ ვიცი რას გიზამ... - იმუქრებოდა გიორგი.“
„გიჟი ხო არ ხარ... მიდი დაიწყე...“
გიორგიმ აკორდები აიღო და გიტრის ჰანგებიც გაისმა.
„როგორ დავემდურო ბედს... როცა შენ ამქვეყნად ხარ...
არაფერს მოვითხოვ ბევრს... რა უნდა მინდოდეს სხვა...
შენს ნახვას ამოჰყავს მზე... მამშვიდებს მე შენი ხმა...
როგორ დავემდურო ბედს... როცა შენ ამ ქვეყნად ხარ...“
გიორგის ხმის გაგონებამ თეკლე კინაღამ გააგიჟა. ცრემლები მოაწვა.
„ჩემს ნაღველს გავატან ქარს... სიმღერას მოგიძღვნი ბევრს...
და ჩემს უსაყვარლეს ქალს... მოგიძღვნი ყოველ ჩემს დღეს...“
მღეროდა გიორგი მთელი გრძნობით.
„შენს ნახვას ამოჰყავს მზე... მამშვიდებს მე შენი ხმა...
როგორ დავემდურო ბედს... როცა შენ ამ ქვეყნად ხარ...
როგორ დავემდურო ბედს... როცა შენ ამ ქვეყნად ხარ...“
დააგვირგვინა გიორგიმ.
„ვსო, გადავიღე... დავდნი გიორგი... აბა ასე კი არ მიმღერებს ერთი სულიერი მე... ერთხელ მიმღერა და ჭკუაზე არაა...“
თინიმ ვიდეო გამორთო.
- ეს რა იყო თინი?
- არ მინდოდა შენთვის ამის თქმა... მაგრამ გიორგი... გიორგი ხელის თხოვნას აპირებდა... გესმის თეკლე? ასე ემზადებოდა, ისეთი გეგმები ჰქონდა... რამდენიმე დღეში ხელი უნდა ეთხოვნა... - ვეღარ შეიკავა თავი და თინიმაც ტირილი დაიწყო.
ამ 2 თვე-ნახევრის განმავლობაში თინის ერთი ცრემლიც კი არ წამოსვლია, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო.
- ასე რეპეტიციობდა... ჩემს უსაყვარლეს ქალსო თეკლე! გესმის მაინც როგორ უყვარხარ?
- თინი... - ტიროდა ალასანიაც. - რატომ მოხდა ასე თინი, რატომ?..
- არ ვიცი ჩემო ლამაზო... ასეთი უსამართლოა ცხოვრება, მაგრამ ღმერთი არსებობს თე... არ გასწირავს უდანაშაულო კაცს... ხომ ხედავ? ეს ბავშვი ღმერთის ნიშანია... შენ უნდა გააჩინო ის, იმიტომ, რომ ბედნიერი იყო... შენ ვერც კი წარმოგიდგენია როგორ შეცვლის პატარა შენს ცხოვრებას, მანოს ცხოვრებას... და რაც მთავარია... იქ სადღაც გლდანში... იმედ დაკარგულს გიორგის... იმედს მისცემს... როცა ეცოდინება, რომ შენთან ერთად ბავშვიც ელოდება...
- ხომ იცი რაც მითხრა არა? არ მოხვიდე, არ მნახოო... დამივიწყეო და... სხვა ნახეო... უკეთესი ნახეო, არ მიყვარხარო თინი...
- და გჯერა შენ ეს? ვერ ხედავ ამ ვიდეოში როგორი გიმღერის? ცოლობა უნდა ერთხოვა... ბავშვი იმედი იქნება თეკლე... ოდესღაც ხომ გამოვა არა?! ცოტნეს მამამ ხო თქვა აქ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოსო. ადვოკატს სჯერა გიორგის უდანაშაულობის... გიორგისაც არ უღიარებია მკვლელობა... იმედი არსებობს თეკლე... იოანე არ მიატოვებს ამ საქმეს, სერიოზულად აპირებს გამოძიებას... ერთ დღეს შეიძლება გიორგი დაგადგეს სახლში... ერთ მშვენიერ დღეს... პატარა კი ყველაფერს შეცვლის...

30.
ამდენი ნერვიულობის ფონზე თეკლეს ურთულესი ორსულობა ჰქონდა. ვერაფერს ვერ ჭამდა, ყველაფერზე გული ერეოდა. დღეში 4-5- ჯერ გონებას კარგავდა. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც დააწვინეს. გამუდმებით ტიროდა, ხან გიორგიზე დარდობდა, ხან ბავშვზე. მანომ როგორც კი გაიგო თეკლეს ორსულობა, დაუყოვნებლივ თავის სახლში მოსთხოვა გადმოსვლა. იმედდაკარგული მანოსთვის, ისევე როგორც თეკლესთვის და გიორგისთვის, ეს პატარა არსება ცხოვრების გაგრძელების მიზეზი იყო. მანომ თეკლე გიორგის ოთახში დააბინავა.
თავიდან ძალიან გაუჭირდა, საერთოდ არ ეძინა... ყველგან გიორგის სურნელი იყო... მის თეთრეულს, ტანსაცმელს... თეკლეს ეგონა გავგიჟდიო, მაგრამ წიგნებსაც კი გიორგის სურნელი ასდიოდა. ყველგან გიორგი იყო, სახლის ყოველ კუთხეში, ოთახის ყოველ წერტილში და მაინც გლდანის ციხეში. მაგრამ მამამისთან დარჩენას ყველაფერი ერჭივნა, მზრუნველი და თბილი მანო კი არაფერს აკლებდა... არ ბეზრდებოდა ორსული სარძლოს კაპრიზების შესრულება.
თეკლეს ფეხმძიმობამ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა ყველას. თინი ბედნიერებისგან ჭკუაზე არ იყო... ყოველ კვირას ექოსკოპიაზე დააპროწიალებდა თეკლას. მიუხედავად დედის ასეთი მდგომრეობისა, ბავშვი ჯანმრთელი იყო.

სუნთქვააჩქარებული და ძალაგამოცლილი თინი ალექსანდრეს სხეულს მიესვენა.
- რას მიკეთებ თავადიშვილო... ასე როგორ მაგიჟებ... ასე როგორ გადაგყავარ ჭკუიდან...
- და შენ რას მიკეთებ თინიკო? სექსუალურად დაუკმაყოფილებლად მაქციე... და თავს ასე იშვიათად მანახებ... ნუ თავს რა... აი ამას და ამას... - ხელები ჯერ მკერდზე მოუჭირა, შემდეგ კი დაბლა ჩაუცურა.
- ნუ რას ვიზამთ... ყველასთვის მისაწვდომი ხომ არ უნდა ვიყო? გაგიგია ალბათ, გოგონებმა თავის დაფასება იციანო...
- ხო არა? მაშინ დაემშვიდობე ჩემს ბიჭს, ამანაც იცის თავის დაფასება...
- ნუ იქცევი 14 წლის აღზნებული ბავშვივით... ხოიცი თეკლას ვუვლი, ძალიან ხშირად ვრჩები მასთან... ორსულადაა ბოლოს და ბოლოს...
- ისე არ გინდა შენც იფიქრო მაგაზე? - შეაპარა ალექსანდრემ კითხვა, რომლის დასმაც დიდი ხანია უნდოდა.
- ამას სერიოზულად მეკითხები? - წამოჯდა გაოგნებული თინი და ბიჭს დააკვირდა.
- ხო რა იყო, რა ვთქვი ასეთი?
- და შენ გინდა ბავშვი? ჩემგან?
- რა თქმა უნდა მინდა... მით უმეტეს შენგან... ცოლად გამომყევი თქო და არაო ხომ მომაძახე...
- კარგი რა ალე... ხომ გითხარი, სანამ გიორგი არ გამოვა, იქამდე არ იქნება ჩვენი ქორწილი და მე მჯერა, რომ გიორგი მალე გამოვა...
- კარგი როგორც გინდა... - წამოიწია ბიჭი და გოგონას კისერზე დაუწყო კოცნა. - მოდი კიდევ ერთხელ... ისეთი გემრიელი ხარ... შემდეგ კვირამდე როგორ გავძლო...
- ავადმყოფო... - გაეცინა თინის და ბიჭს ზემოდან მოექცა.

31 მარტს თეკლეს კივილი მთელ ჩაჩავს ესმოდა. 31 მარტს თინი გოგონას გვერდით ედგა და მორჩილად იტანდა თეკლეს მაგრად მოჭერილ ხელებს თავის მაჯაზე. 31 მარტს მანოს თავი ჩაერგო მოსაცდელში. 31 მარტს გახარებული ლელა სუფრას შლიდა თავის სახლში. 31 მარტს ნერვიულობისგან გადატკეპნეს ჩაჩავას ეზო ალექსანდრემ და ცოტნემ, ისე ნერვიულობდნენ, თითქოს თავიანთი შვილი იბადებოდა. 31 მარტს ბოლთას ცემდა მესხი საკანში და ნატრობდა, ერთი წუთით მაინც ყოფილიყო თავისუფალი და ასეთ დროს თეკლას გვერდით მდგარიყო. 31 მარტს იოანე გადელიამ თოფი გაისროლა გლდანის ციხესთან, რასაც გიორგი მესხის ღრიალი და სიხარულის ცრემლები მოჰყვა. 31 მარტს იასე მესხი დაიბადა. რას ვიზამთ, ასეც ხდება...

32.
შუქნიშანი წითლად აინთო და მანქანები გააჩერა. ზებრა გადასასვლელზე სასიამოვნო გარეგნობის, კლასიკურად ჩაცმული, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალი გადადიოდა, გვერდით კი პატარა ბიჭუნა მიბაჯბაჯებდა და ქალის ხელი ჩაებღუჯა.
- დედა... ნაყინი მიყიდე რა... - სთხოვა ჩლიფინა ხმით.
- კარგი რა იასე... დღეს ხომ უკვე ჭამე ერთი... - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- მე კიდევ მინდა...
- იასე... სახლში უნდა მივიდეთ, მეჩქარება ხომ იცი არა? ბებო დაგახვედრებს გემრიელობებს...
- იცი... ბებო მამაზე მიყვებოდა... - ღიმილით ჩაილაპარაკა პატარამ.
ქალი შედგა, ჩაიკუზა და ბავშვს გაუტოლდა. ქერა კულულები თავის სიფრიფანა ხელებში მოიქცია.
- და რაო, რა გითხრა? - ხმა დაუთბა დედას.
- მითხლა რომ მამასნაილი თვალები გაქვსო... ლულჯიო...- თეკლეს თვალები დაუწვრილდა და უფრო დიდი სიყვარულით ჩააშტერდა პატარას საყვარელ ლურჯ თვალებში, რომელიც ზუსტად გიორგის თვალების ასლი იყო.
- მართალი უთქვამს...
- და კიდევ მითხლა... მამასაც შენნაირი ხუჭუჭა თმა აქვსო, ოღონდ შავიო... - ბიჭმა პატარა თითები თმაზე მოიკიდა. - და მითხრა რომ მამა ძალიან, ძალიან მაღალია...
- მართალი უთქვამს დედი... - დაიხარა და თმებზე აკოცა. მერე გაიმართა და სიარული განაგრძეს.
- კიდევ როგორი არის მამა? - არ ჩერდებოდა ბავში.
- მამა... მამა ზუსტად შენნაირი იყო ბავშვობაში... ზუსტად შენნაირი ცელქი და მოუსვენარი...
- რა კარგია... - ახარხარდა ბავშვი. - კიდევ?
- სულ ერთად ვთამაშობდით და მერე სახლში მაცილებდა ხოლმე... თუ ვინმე მაწყენინებდა, ყველას ეჩხუბებოდა... - ბოლო სიტყვებზე თეკლეს ხმა ჩაუწყდა.
- ანუ ჩემი მამიკო ყველაზე მაგარია? - აღტაცებას ვერ მალავდა ბავშვი.
- რა თქმა უნდა იასე... რა თქმა უნდა...
- დედა... მამა მალე ჩამოვა? ხომ უნდა გავიცნო არა?! - იმედის ნაპერწკალი გაისმა ბავშვის ხმაში.
- მალე ჩამოვა დედი... იცი რა? სახლში რომ მივალთ... ერთად დავხატოთ ნახატი და მერე მე მამას გავუგზავნი...
- ოოო... მაგ ნახატებს სულ ვუგზავნით...
- შენ არ იცი დედი... შენ არ იცი რამხელა იმედია მამასთვის შენი ნახატები...
- ჰო კაი... დავხატოთ... ოღონდ შენ იცი რა დამიწერე ნახატზე? „მამა მალე ჩამოდი... იასე გელოდება...“ კარგი?
- კარგი...



30.

- გოგო! მაღირსე შენი ქორწილი... ისედაც ნახევარჯერ ალექსანდრესთან ხარ... ქორწილი მინდა... ქორწილი!
- კარგი რა ლელა... რომელი საუკუნეა... რა დროს ქორწილია... - პიჯაკს იხდიდა თინი.
- ხო არა? შვილიშვილები მინდა მე!
- ქორწინების გარეშე გაგიჩენ შვილიშვილს დედი...
- თინი! როდის უნდა გაიარდო?!
- კარგი დედა რა... გითხარი უკვე, სანამ გიორგი არ გამოვა, იქამდე არ იქნება ჩემი და ალეს ქორწილი... ვსო... მორჩა ბაზარი...
- გშია? - ამოიოხრა ლელამ.
- კი...
რამდენიმე საათში გინეკოლოგთან იყო ჩაწერილი. ლელასი არ იყოს, მასაც ძალიან აინტერესებდა, რატომ არ უჩნდებოდა ამდენი ხანი ბავშვი, არადა იასეს შემყურე, თვითონაც უნდოდა ასეთი პატარას ყოლა და ალექსანდრესაც ატყობდა, რომ უნდოდა შვილი.
- თინა ასათიანი...
- დიახ, მე ვარ...
- შემობრძანდით... - დაუძახა ექიმმა.
- რა ხდება ექიმო? ცუდი პასუხებია?
- როგორ გითხრათ... - ხმა დაუსერიოზულდა ქალს. - არც ისე კარგი პასუხი მაქვს...
თინის ფერი დაეკარგა. ის მოხდა, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.
- გისმენთ... - მოიკრიბა ძალა.
- თქვენ მითხარით, რომ ბავშვობაში ძალიან მძიმედ იყავით, იმუნოდეფიციტი გქონდათ... სავარაუდოდ ერთ-ერთმა ბავშვობაში გადატანილმა ვირუსმა, ცუდი კვალი დატოვა. მოკლედ რომ ვთქვა, დაახლოებთ 5-10% არის იმის შანსი, რომ შვილი გეყოლოთ...
- უშვილო ვარ? - არ სჯეროდა თინის.
- იცით თინა... ასე რადიკალურად ნუ მიუდგებით ამ საკითხს... დაგინიშნავთ მკურნალობას და რამდენიმე თვეში გადავამოწმებთ შედეგს... 21-ე საუკუნეში არაფერია შეუძლებელი. ასევე არსებობს ინვიტრო განაყოფიერება... ასე რომ, ნუ დაკარგავთ იმედს და მიჰყევით ჩემს დანიშნულებას...
- დიახ... რა თქმა უნდა... - ამოიჩურჩულა თინიმ.
კლინიკის კართან ალექსანდრე ელოდებოდა მანქანით. თინის დანახვაზე, ისევე როგორც ადრე, მთელი რიგი თავისი ემართებოდა. თვალები უბრწყინდებოდა და როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, თინის გამონათება ყველაფერს ცვლიდა.
- როგორ ხარ? - დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს, მაგრამ მისგან იგივე ვერ მიიღო. - რამე მოხდა?
- მოხდა... - თვალები დახარა თინიმ.
- თინი, რა მოხდა? - ნიკაპზე ხელი ნაზად მიადო და თავი ააწევინა.
- ექიმმა მითხრა... ძალიან დაბალი შანსია შვილი გეყოლოსო... - პირდაპირ მიახალა, ყველანარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
- ანუ?
- ანუ ის რომ... შეიძლება საერთოდ ვერ გავაჩინო ბავშვი... - თინიმ ცრემლიანი თვალებით ამოხედა ბიჭს.
- და მერე რა? - გაოცდა ალექსანდრე და ლოყაზე ნაზად მიეფერა.
- რა მერე რა ალექსანდრე? უშვილო ცოლი რად გინდა? მე ხომ ვხედავ... ხომ ვხედავ როგორ უყურებ ხოლმე იასეს... როგორ გინდა შენც შვილი... მაგრამ მე?! ხედავ რა აღმოჩნდა?
- კარგი რა... იმკურნალებ ხომ იცი... ათასი ხერხი არსებობს... - ახლა თმაზე გადაინაცვლა და იქ დაუწყო მოფერება, თინის თმა საკმაოდ გაზრდოდა.
- და რომ არ მეშველოს? მაინც რომ ვერ გავაჩინო? თუ გინდა დავშორდეთ...
- ჩშშშშშ... - ხელი ააფარა ამილახვარმა გოგოს. - ასეთი რამ მეორედ არ გაიმეორო გაიგე? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ჩემთან ყოფნაა და სულ არ მაინტერესებს სხვა დანარჩენი... არ გვეყოლება? ავიყვანთ... თუ გინდა აფრიკიდან ფერად კანიანი ბავშვი ვიშვილოთ... მთავარია შენ იყო ჩემ გვერდით... ხომ იცი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია? ნუ ვარდები ასეთ სისულელეზე და მოდი აქ... ჩამეხუტე და დამავიწყე ის რაც მოხდა...
ალექსანდრემ პატარა და წვრილი თინი წამებში აიტაცა ხელში და მუხლებზე დაისვა. თავი უკან გადააწევინა და უფრო ვნებიანად დააცხრა ტუჩებზე.



33.
გიორგის დაკავებიდან ხუთი წელი შესრულდა. იოანე გადელიას ამ ხუთი წლის განმავლობაში წამითაც არ დაუკარგავს იმედი, თავდაუზოგავად მუშაობდა, იძიებდა ირაკლი აბესაძის საზარელი მკვლელობის საქმეს. დაკავებიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ აბესაძის სამეგობრო დაიშალა. რამდენიმე მათგანი კი უცხოეთში წავიდა. ეს არ გამოჰპარვია გადელიას, გული უგრძნობდა, რომ ძმაკაცები ბევრ რამეს მალავდნენ. ასევე გაითვალისწინა თეკლას ჩვენებაც, სადაც ირაკლი თეკლეს ფულს სთხოვდა, როცა თეკლემ ჰკითხა, რატომ არ სთხოვდა ფულს მამამისს ან ძმაკაცებს. აბესაძემ კი უპასუხა, რომ მამამისს ვერ სთხოვდა, ძმაკაცებთან კი „მივქარეო“.
ხუთი წლის შემდეგ ისევ შეეძლო ხელახლა ეჩივლა და საქმის თავიდან გადახედვა მოეთხოვა. ამჯერად უფრო მეტი მტკიცებულება ჰქონდა, რაც საქმეს გიორგის სასიკეთოდ გადაწყვეტდა.
- როგორ გიკითხოთ? - ძმაკაცურად ჩამოართვა იოანემ გიორგის ხელი.
- რავიცი აბა... ამ კურორტზე უკეთესებიც არსებობს, მაგრამ არამიშავს... - ჩაეღიმა გიორგის.
ციხის ცხოვრებას ვერ გაეტეხა, მაგრამ მაინც მოეშვა წვერი, რომელშიც რამდენიმე ჭაღარა შეჰპარვოდა. მაგრამ ლურჯი თვალები და შავი კულულები თავის ადგილზე იყვნენ.
- კარგი ამბავი მაქვს...
- თეკლემ წერილი გამოგატანა? - თვალები აენთო ბიჭს.
- ეგ თავისთავად... - პიჯაკის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.
გიორგიმ სულმოუთქმელად გახსნა კონვერტი და ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო. ფურცელი გაშალა. ფერადი ფანქრებით სახლი ეხატა, სახლის გვერდით გოგონა ეხატა, წითელი კაბით და გრძელი ოქროსფერი თმით. გოგონას გვერდით პატარა ბიჭი, იგივე ფერის ხუჭუჭა თმით. ბიჭის გვერდით კი ძალიან მაღალი, თითქმის ცას რომ სწვდებოდა იმსიმაღლე კაცი, შავი კულულებით. სამივე იღიმოდნენ. ნახატის ბოლოს კი ეწერა. „მალე ჩამოდი მამა... იასე გელოდება...“
გიორგიმ გულში ჩაიკრა ნახატი.
- ახლა კარგი ამბავი... სასამართლო დათანხმდა შენი საქმის თავიდან გადახედვას... ძალიან დიდი შანსია, რომ მოვიგებთ... მთავარია შენ მხარი დამიჭირო გიორგი...
- კარგი რა იოანე, გჯერა შენ ამის?
- მჯერა რომელია... შენ ბიჭოო ხომ არ გამოშტერდი? სახლში საცოლე და შვილი გელოდებიან და შენ აქ აპირებ დალპობას?
- კარგი... დაგეხმარები...
იოანეს სახეზე ნასიამოვნები ღიმილი გადაეფინა.
როცა გიორგი უდანაშაულოდ ცნეს, დარბაზში ბედნიერების ყიჟინა გაისმა. თეკლემ წამის მეასედში გადაჭრა დარბაზი და გიორგის, რომელსაც უკვე აღარ ეკეთა ხელბორკილები, შეახტა. ხუთი წლის მონატრებულ სახეს დაუწყო კოცნა. ლურჯი თვალები ისევ ისე ანათებდნენ მის ნაცრისფერ თვალებს, როგორც მაშინ, როცა ეზოში დამალობანას თამაშობდნენ ან მაშინ, როცა ერთმანეთი ამდენი წლის მერე ეზოში ნახეს. სიყვარულით დააცხრა მონატრებულ ტუჩებს გიორგი და ისევ შეუცურა ხელი საყვარელ, სურნელოვან ოქროსფერ თმაში.
- არ მჯერა!.. - ცრემლები სდიოდა თეკლეს.
- აბა მე მკითხე... - წელზე ხელი მოჰხვია ბიჭმა.
გადაეხვია დედას, რომელიც ასევე ტიროდა... გიორგიმ ისევ ისე აიტაცა პატარა ქალი ხელში, როგორც სჩვეოდა ხოლმე. ჩაეხუტა თინის, რომელიც თავისდა გასაკვირად ტიროდა.
- შენ ტირი ტო? - გაოცდა გიორგი.
- იდიოტო - დაარტყა ხელი. - შენ გამო რამდენჯერ ვიტირე ბოლო 5 წელში იცი?
რამდენიმე წუთი ეხვეოდნენ ერთმანეთს, მერე ძმაკაცების ჯერიც დადგა. ისევ ერთად იყვნენ და აღარც ერთს ახსოვდა, რა ტანჯვა გამოიარეს მას შემდეგ, რაც გიორგი დააკავეს.
და რა მოხდა სინამდვილეში? ვინ მოკლა ირაკლი აბესაძე? მარტივი მისახვედრია... სწორედ იმ ზორბა, მელოტმა ძმაკაცმა... სახელად სოსომ. ირაკლის ის ფული ქვეყნიდან წასასვლელად სჭირდებოდა, იმიტომ, რომ სოსომ თავის შეყვარებულთან კოცნისას წაასწრო. ისე განრისხდა, რამდენიმე კვირა მოსაკლავად დასდევდა. ასეთი არაკაცული საქციელის გამო, სხვა ძმაკაცებმაც უარი თქვეს ირაკლიზე და მტრად მოეკიდნენ. მამამისს სთხოვა ფული, მაგრამ თანამდებობის პირმა „შენივე დაფურთხებული, შენ თვითონვე ალოკეო“ და ასე მოიშორა. იმ საბედისწერო დღეს, სოსოს შემთხვევით დაენახა სახლიდან გამომავალი ირაკლი და უკან აჰკიდებოდა. იმ ადგილას, სადაც ირაკლი და გიორგი უნდა შეხვედროდენ, ირაკლი ადრე მისულა. ფეხდაფეხ მიჰყვა სოსოც და ასე დაუნდობლად მოკლა მოქალაქე აბესაძე. როცა გიორგი იქ მივიდა, ირაკლი არ ჩანდა. ნახევარი საათი ელოდა, მაგრამ ისევ არ გამოჩნდა. იფიქრა, ლაჩარს შეეშინდაო და უკან დაბრუნდა სახლში. იმ საღამოს სოსოს აღებული ჰქონდა უკვე მიუნხენის მიმართულები ბილეთები, იცოდა, რომ მალე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა. აეროპორტში გაიგო შემთხვევით, რომ ირაკლის მკვლელობისთვის ვინმე გიორგი მესხი დაეკავებინათ. გადაწყვიტა, ახლა ჩემი წასვლა ეჭვებს დაბადებსო და ისევ თბილისში დაბრუნდა. მისდა გასაოცრად მართლა ყველაფერი გიორგი მესხს დაბრალდა და თავად ამ საქმიდან სუფთად გამოძვრა.
დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, სოსოც წავიდა და გადაიკარგა. სწორედ ამიტომ აიღო სოსოზე ეჭვი იოანემ და სწორიც აღმოჩნდა. სოსო პაიჭაძე მიუნხენში დააკავეს და დიდი ალბათობით სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ.

მთელი გზა კალთაში ეჯდა თეკლე საყვარელ, მონატრებულ ადამიანს, თავი მის კისერში ჩაერგო და ხარბად იყნოსავდა მონატრებულ სურნელს.
- იცი რომ შენთან ვცხოვრობ? - ჰკითხა უცებ ბიჭს.
- ვიცი... - გაიღიმა ალექსანდრეს და ნაზად შეეხო გოგონას ბაგეს.
- საიდან?
- ალექსანდრე ყველაფერს მიყვებოდა...
- ოხ ეს ალექსანდრე რა ჭორიკანაა... - დაიძახა ხმამაღლა, ისე, რომ საჭესთან მჯდომ ალექსანდრეს კარგად გაეგო. მასაც გაეღიმა.
ლიფტს აღარ დალოდებიან, სირბილით აიარეს კიბეები. თითქოს ისევ შვიდი წლის ბავშები ყოფილიყვნენ. წინ თეკლე მირბოდა, უკან გიორგი მისდევდა. თეკლეს სართულზე გაჩერდნენ.
- მამაშენი როგორაა? - კარისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა ბიჭმა.
- რავიცი... ხან მოდის, ხან არა. მგონი ვიღაც საყვარელი ჰყავს და იმასთან ცხოვრობს. იასე ძალიან უყვარს... საჩუქრები მოაქვს ხოლმე დაჟე...
- გაიქეცი, გიჭერ... - უჩქმიტა თეკლეს საჯდომზე. ამდენი ხნის შემდეგ თეკლემ პირველად გაიცინა.
კართან იდგა მესხი და ელოდებოდა, როდის გააღებდა მანო კარს. მას ხომ პირველად უნდა ენახა იასე მესხი, პირველად ჩაჰხუტებოდა ფუმფულა ბიჭს, მოჰფერებოდა მის კულულებს და მისი სურნელით დამტკბარიყო. ანერვიულებილი გიორგი ადგილზე ცქმუტავდა.
- ყველაფერი კარგად იქნება... - ხელი ჩასჭიდა თეკლამ და გაეღიმა. - იცი როგორ უყვარხარ?
მანომ კარი გააღო. მანოს ფეხებს კი პატარა, ოქროსფერ კულულებიანი ბავშვი ამოფარებოდა. კაცის დანახვაზე დაფრთხა, მაგრამ თვალი რომ ააყოლა და შავ კულულებიანი ლურჯთვალება შერჩა, სახე გაუნათდა.
- მამიკო ჩამოვიდა... - დაიყვირა და შეახტა კაცს, რომელმაც წამებში ხელში აიტაცა პატარა.
- მამას კაცი...
ვერ იჯერებდა გიორგი, პატარას კისერში კოცნიდა და უღუტუნებდა. რამდენჯერ ეოცნება ამ მომენტზე, რამდენჯერ... ერთხელ მაინც შევეხებოდე, სანამ პატარა იქნებაო ნატრობდა იქ სადღაც შორს. თითქოს ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი იყო, რომელიც დასრულდა და აღარვის უნდოდა გახსენება.

ჩაძინებული იასე თავის საწოლში გადააწვინა და სექსუალურ პენუარში გამოწყობილ თეკლეს მოუბრუნდა. აკვირდებოდა თეკლე გიორგის და ხედავდა როგორ შეეცვალა ციხის ცხოვრებას ბიჭი. სახეზე რამდენიმე შრამი ჰქონდა გაჩენილი, წვერი მოშვებული... ვაღიაროთ, ეს ბიჭს უფრო სექსუალურს ხდიდა, მაგრამ ისიც ხომ ვიცით რამდენი ტანჯვა იმალებოდა მათ უკან. თინის სახეც შეცვილიყო, თვალებთან შეუმჩნეველი, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის შესამჩნევი პატარა ნაოჭი ჩანდა. რა ვქნათ, რომ ბედისწერა ორივეს ასე მოექცა...
- დაქალებულხარ ... - გაუცინა და ხელები პენუარის ქვეშ შეუცურა.
- ხოდა მომექეცი ისე, როგორც ქალს... - თვალი ჩაუკრა თეკლამ და იმ სილურჯეში გადაეშვა, ასე რომ ენატრებოდა.



დასრულდა... ვერ წარმოიდგნეთ როგორ შემაყვარეთ თავი და იმედია მეც ასე მოვიქეცი... არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით <3 <3 <3



№1 სტუმარი marikoo

ღმერთო ჩემოოო❤️❤️❤️❤️საოცრება❤️❤️❤️ცრემლებად დავიღვარე❤️❤️❤️აი ძალიან ძალიან ძააააააააალიან მაგარი იყო❤️❤️❤️❤️საოცრება გოგონა ხარ საოცრება ისტორიით❤️❤️❤️❤️ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო... სიტყვები არ მყოფნის მართლა❤️❤️❤️არვიცი როგორ გამოვხატო❤️❤️❤️❤️უმაგრესია და გილოცავ იმიტომ რომ ნამდვილად, უდავოდ უმაგრესი ისტორიაა❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი აბლაბუდა

უფ მომენატრა ასეთი კარგი ისტორიები რა, სიყვარულით და ბედნიერებით დახუნძლული, კარგად წასაკითხი და გასაგები, ცოტა მეტი ალეზეც და თინიზეხ რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა

 


№3 სტუმარი kati

Kargi iyo,meore nawilsac siamovnebit wavikitxavdi.

 


№4  offline წევრი ნადარაია

marikoo
ღმერთო ჩემოოო❤️❤️❤️❤️საოცრება❤️❤️❤️ცრემლებად დავიღვარე❤️❤️❤️აი ძალიან ძალიან ძააააააააალიან მაგარი იყო❤️❤️❤️❤️საოცრება გოგონა ხარ საოცრება ისტორიით❤️❤️❤️❤️ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო... სიტყვები არ მყოფნის მართლა❤️❤️❤️არვიცი როგორ გამოვხატო❤️❤️❤️❤️უმაგრესია და გილოცავ იმიტომ რომ ნამდვილად, უდავოდ უმაგრესი ისტორიაა❤️❤️❤️

ძალიან ძალიან ძააალიან დიდი მადლობაა❤️❤️❤️❤️ეს სიტყვები იმხელა სტიმულია ჩემთვის❤️❤️❤️❤️კიდევ დავწერ

აბლაბუდა
უფ მომენატრა ასეთი კარგი ისტორიები რა, სიყვარულით და ბედნიერებით დახუნძლული, კარგად წასაკითხი და გასაგები, ცოტა მეტი ალეზეც და თინიზეხ რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა


მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️ძალიან ბევრმა მომცა შენიშვნა ალეზე და თინიზე... ალე და თინი უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვე იმიტომ რომ
უფრო მკითხველის გადაწყვეტილებად მიმაჩნია მათი მომავალი და ასე უფრო სწორად მიმაჩნია❤️❤️❤️❤️❤️მიხარია რომ მოგეწონა

kati
Kargi iyo,meore nawilsac siamovnebit wavikitxavdi.


მადლობაა❤️❤️❤️❤️გავითვალისწინებ მაგასაც

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძაააააან ძაააააან მაგარი იყო რა ❤ აი ისეთი როვერც წარმოიდგენ ❤ თეკლა და გიორგი ❤უძლიერესი წყვილი ❤❤ ვერ წარმოიდგენ როგორ შემაყვარე თავი ❤ თინი ძალიან შემეცოდა მაგრამ რას ვიზამთ ???? მოკლედ ძალიან მიყვარხარ შენც და ეს მოთხრობაც ❤❤ პ. ს ველოდები ახალსსს ❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მარიამი
ძაააააან ძაააააან მაგარი იყო რა ❤ აი ისეთი როვერც წარმოიდგენ ❤ თეკლა და გიორგი ❤უძლიერესი წყვილი ❤❤ ვერ წარმოიდგენ როგორ შემაყვარე თავი ❤ თინი ძალიან შემეცოდა მაგრამ რას ვიზამთ ???? მოკლედ ძალიან მიყვარხარ შენც და ეს მოთხრობაც ❤❤ პ. ს ველოდები ახალსსს ❤❤❤❤❤

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️???????????? თინის რაც შეეხება საერთოდ არ არის შესაცოდი იმიტომ რომ ალექსანდრე ჰყავს რომელიც მუდამ გვერდში ეყოლება და ექიმმაც უთხრა შანსი გაქვსო, ამიტომ ეს მკითხველის გადასაწყვეტია რა ბედი ეწევა თინის❤️????

 


№7 სტუმარი კატტო

ეს იყო საოცრეეეებააა????????????ძააალიან ძაალიან მომეწონა❤️❤️❤️ასე გაააგრძელეეე

რაგავაკეთოოო ძალიიანნ მომენატრებაააესისტორიაა❤️❤️❤️ასე გააგრძელეე მაგარი გოგოხარრრ

მაგარია❤️❤️

 


№8  offline წევრი ნადარაია

კატტო
ეს იყო საოცრეეეებააა????????????ძააალიან ძაალიან მომეწონა❤️❤️❤️ასე გაააგრძელეეე

რაგავაკეთოოო ძალიიანნ მომენატრებაააესისტორიაა❤️❤️❤️ასე გააგრძელეე მაგარი გოგოხარრრ

მაგარია❤️❤️

მადლობააა დიიიდი❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი Sofiiia_k

კიდევ მინდააა❤️❤️❤️❤️❤️გავგიჟდიიი

 


№10  offline წევრი ნადარაია

Sofiiia_k
კიდევ მინდააა❤️❤️❤️❤️❤️გავგიჟდიიი

იქნება კიდევ????????❤️❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი ნადარაია

Mariam Akhalkatsishvili
ძალიან ემოციური იყო ეს თავი heart_eyes ძალიან მომეწონა, არ მინდა რომ დასრულდეს ისეთია flushed heart_eyes heart_eyes

მიხარია ძალიან❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი Annn

მომეწონა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️მალე დაგვიბრუნდი რაა

 


№13  offline წევრი ნადარაია

სტუმარი Annn
მომეწონა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️მალე დაგვიბრუნდი რაა

ვეცდები ყველანაირად❤️❤️

 


№14  offline წევრი ნადარაია

dakarguli
ახალი ავტორი,ახალი ისტორიით.... ძალიან კარგი იყო ❤ იმედია კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას შემოგვთავაზებ ❤

მიხარიაა რომ მოგწონთ❤️❤️❤️აუცილებლად❤️❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი ნორმი

ეხლა დავასრულე კითხვა.
-ძალიან კარგი იყო.
დასაწყისიდან დასასრულამდე.
წარმატებები!
გელი ახალი ისტორიით.
--------------------
მორფეოსი

 


№16  offline წევრი ნადარაია

Farvana
ეხლა დავასრულე კითხვა.
-ძალიან კარგი იყო.
დასაწყისიდან დასასრულამდე.
წარმატებები!
გელი ახალი ისტორიით.


მადლობაააააა ძალიან დიდიი❤️❤️❤️❤️❤️აუცილებლად დავბრუნდები

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიზა

აი უბრალოდ არ ვიცი სიტყვებით როგორ ავღწერო. ეს არის მოთხრობა რომელმაც ამატირა და ამავდროულად დიდი სიხარული მაგრძნობინა.სიტყვებით აღუწერელი.უბრალოდ ისეთია სულში რომ შაგწვდება და მთელი დღე ამაზე იფიქრებ.დაგაფიქრებს იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს.რატომ უნდა დაკარგო რაღაც სისულელეებზე დრო როდესაც შეგიძლია ის დრო შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო.არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს.მე ამ ყველაფერზე დამაფიქრა და გულში ჩამწვდა.არვიცი ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ მწუხარების მაგრამ ფაკტი ერთია რომ იყო.მეამაყება ის ფაქტი რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომლებსაც ასე შეუძლიათ გადმოსცენ თავიანთი გრძნობები და ინტერესები.ძალიან მომეწონა და ერთი სული მაქვს სხვა მოთხრობას როდის დადებ heart_eyes heart_eyes <3 <3 <3

ვაიმე შოკი მაქვს :опен_моутх: :опен_моутх: აი ასეთ გნვითარებას ნამდვილას არ ველოდი. არ ვიცი რა გითხრა დაცემა მწერალიხარ. :киссинг_хеарт: :релахед: უკვე შემიყვარდი <3

 


№18  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ლიზა
აი უბრალოდ არ ვიცი სიტყვებით როგორ ავღწერო. ეს არის მოთხრობა რომელმაც ამატირა და ამავდროულად დიდი სიხარული მაგრძნობინა.სიტყვებით აღუწერელი.უბრალოდ ისეთია სულში რომ შაგწვდება და მთელი დღე ამაზე იფიქრებ.დაგაფიქრებს იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს.რატომ უნდა დაკარგო რაღაც სისულელეებზე დრო როდესაც შეგიძლია ის დრო შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო.არ იცი ცხოვრება რას გიმზადებს.მე ამ ყველაფერზე დამაფიქრა და გულში ჩამწვდა.არვიცი ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ მწუხარების მაგრამ ფაკტი ერთია რომ იყო.მეამაყება ის ფაქტი რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომლებსაც ასე შეუძლიათ გადმოსცენ თავიანთი გრძნობები და ინტერესები.ძალიან მომეწონა და ერთი სული მაქვს სხვა მოთხრობას როდის დადებ heart_eyes heart_eyes <3 <3 <3

ვაიმე შოკი მაქვს :опен_моутх: :опен_моутх: აი ასეთ გნვითარებას ნამდვილას არ ველოდი. არ ვიცი რა გითხრა დაცემა მწერალიხარ. :киссинг_хеарт: :релахед: უკვე შემიყვარდი <3

ლიზაზუ❤️❤️❤️ჩემი სიყვარული ხარ შენნ

 


№19 სტუმარი მარიაა

რა საოცრება იყო❤️❤️❤️❤️❤️სიტყვები არ მყოფნის????????❤️❤️

 


№20  offline წევრი ნადარაია

მარიაა
რა საოცრება იყო❤️❤️❤️❤️❤️სიტყვები არ მყოფნის????????❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️აუ მადლობაა

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინო

სიტყვები უბრალოდ ზედმეტია, თუმცა ალე და თინი ოდნავ დამაკლდა ????????

 


№22  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ნინო
სიტყვები უბრალოდ ზედმეტია, თუმცა ალე და თინი ოდნავ დამაკლდა ????????

მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️❤️ალე და თინი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყვნენ, ამიტომ შედარებით ნაკლები ვწერე მათზე. სხვათაშორის პირადად ჩემი საყვარელი წყვილიც ეგენი არიან :) :) ❤️❤️

 


№23  offline წევრი manonreom

ყოჩაღ ! ისე ჩამითრია ვერც შევამჩნიე .
--------------------
ი.მ.

 


№24  offline წევრი ნადარაია

manonreom
ყოჩაღ ! ისე ჩამითრია ვერც შევამჩნიე .

მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი კატალეა

ღირს წაკითხვად! ყოჩაღ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.
განახლებას შენგან დიდი იმედებით ველი ❤️❤️❤️

 


№26  offline წევრი ნადარაია

კატალეა
ღირს წაკითხვად! ყოჩაღ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.
განახლებას შენგან დიდი იმედებით ველი ❤️❤️❤️

მადლობა დიდი❤️❤️მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომეწონა ????????????????????

 


№28  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მარი
ძალიან მომეწონა ????????????????????


მადლობაა დიდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent