შერჩევა #1
ბოლო ბიძგიც და ავალიანი ბოლომდე დაეუფლა ჩემს სხეულს. თვალებში ისევ არ შემიხედავს, რატომღაც მეგონა,რომ ასე უფრო მსუბუქი იქნებოდა ჩემი დანაშაული ცხოვრების მიმართ. ყველაფრისდა მიუხედავად მიყვარდა ეს კაცი ისე როგორც არავის არავინ. მისი თითოეული ოხვრა ყურს საამოდ ედებოდა და ვხვდებოდი რამხელა სიამუვნებას ვანიჭებდი კაცს რომლისთვისაც უბრალო „გასართობი“ ქალი ვიყავი. დაასრულებდა თუ არა ყველაფერს მის ცოლთან მიდიოდა ვითომაც არაფერი. მე ვრჩებოდი ოთხკედელში გამომწყვდეული და ვერაფერს ვხედავდი ალექსანდრე ავალიანის გარდა. დილა უჩვეულოდ დაიწყო. გვერდის შეცვლა დავაპირე თუ არა მძიმე ხელი ვიგრძენი სხეულზე, რომელიც სუროსავით შემომხვეოდა. სულ ცოტახანს ბედნიერების ჰორმონებმა გაიღვიძა ჩემში, მაგრამ მალევე გაქრა და თავი კიდევ ერთხელ დავადანაშაულე, რომ ვანგრევდი ოჯახს. ოჯახს რომლის საძირკველი არასდროს ყოფილა სიყვარული თუმცა ისიც ნათელი იყო როგორ დიდ პატივს სცემდა სანდრო საკუთარ ცოლს და ჯერ არ დაბადებულ შვილს. ხო შვილს, რომელიც ზუსტად იმ ღამეს ჩაისახა როდესაც მე შემომფიცა ავალიანმა სიყვარული. და რა მერქვა მე? ყველაფრისდა მიუხედავად მიყვარდა ალექსანდრე კაცი რომლის შვილსაც სხვა ქალი ატარებდა მუცლით მაგრამ არ მაინტერესებდა მთავარი იყო ჩემთან ყოფილიყო თუნდაც ორი საათი და მავიწყდებოდა ყველაფერი. მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ჩემი მე დავრდომილს ემსგავსებოდა და სული ბოლომდე იწყებდა ღრიალს. ხანდახან მინდოდა მივსულიყავი ეკატერინე ამილახვართან და მეთქვა -შე ძუკნავ შენი ქმარი ყოველ ღამე ჩემთანააა და მე მეფერება შენ კი მაგრად კიდიხარ გესმის? მაგრამ არ მყოფნიდა ძალა ეს ყველაფერი მეთქვა. მე არაფერი ვიყავი საერთოდ არაფერი მასთან შედარებით. და ვინ იყო ასეთი ის? ელიტის წარმომადგენელი,ცნობილი ბიზნესმენის კოტე ამილახვარისა და მოდის ექსპერტის თამარ ჩიქოვანის ქალიშვილი გახლდათ. და მე ვინ ვიყავი მასთან შედარებით? არავინ. და რა მოხდებოდა თუ ავალიანს არჩევნის წინაშე დავაყენებდი? ვის აირჩევდა ან რატომ? ვგრძნობდი უამრავი კითხვა იყრიდა თავს რასაც პასუხს ვერ ვცემდი. ფიქრები ისევ შორს წამიყვანდა, რომ არა კარზე ზარი და ისევ ძველ დაროს დავემსგავსე. ხალათი მჭიდროდ მოვიხვიე და კარი გავაღე -ქალბატონო დარო? დერეფანში მდგომი კაცი თვალებით მბურღავდა -დიახ მე ვარ. -პასუხები მოვიდა გონებაში ყველაფერი გადავხარშე და ორი თვის წინანდელი კონკურსი გამახსენდა. დარო? შენ რა მართლა მიიღე მონაწილეობა ამ კონკურსში? მუცლის სასინელ იწვა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ძალიან ვღელავდი. -შეგიძლიათ მომცეთ. ხმა ამიკანკალდა და სულ ცოტა დამაკლდა,რომ იქვე არ წავქცეულიყავი -ინებეთ. ისევ ისე თბილად გამიღიმა და დერეფანში გაუჩინარდა. მე კი ისევ კართან ვიდექი გაშტერებული და თეთრ კონვერტს დავყურებდი, რომელიც ჩემს ბედს სამუდამოდ შეცვლიდა. ახლა ყველაზე მეტად მძიმედ მომეჩვენა ჩემი სახლის კარი და ძლივს დავხურე. კარს მიღმა ისევ ჩემს მესეთან დავრჩი რომელსაც ერთი სული ჰქონდა კონვერტი გამეხსნა და მეც არ დავაყოვნეე. ყველაფერი ძალიან მარტივად ეწერა მაგრამ ზუსტად ათი წუთი ვერ გავიაზრე რას ნიშნავდა სიტყვა „გილოცავთ“. ზოგადად ვიცოდი ეს ისეთ მოვლენებზე სათქმელი სიტყვა იყო რაც მახარებდა მაგრამ ახლა? ახლა ის ხდებოდა რაზეც არც კი მიოცნებია. ჩეემიდან მარცხნივ დაკიდულ სარკეს გავხედე და ჩემს სხეულს გადავაწყდი, ტანჯულ „ნაწამებ“ სხეულს კარგი, რომ არაფერი არასდროს უნახავს და საკუთარი თავი, რომ მხოლოდ ავალიანს მიუძღვნა. კონვერტი იქვე ტუმბოზე დავდე და სააბაზანოს მივაშურე. იყო რაღაცები რაც მიყვარდა მაგალითად თბილი წყალი იყო ის რაც ნებისმიერ დროს მშველოდა. შიშველი სხეულით წყლის ქვეს დავდექი და მივხვდი რა იყო ბედნიერება. ***** -და მერამდენედ ხდება ეს ასე? ერთი ნორმალური გოგო უნდა ავირჩიოთ მისთვის მხოლოდ ერთი თქვენ კი მოგყავთ ბარბები, რომლებსაც არც კი შეხედავს და ცოლად მოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ნებისმიერი გზით მოიყვანეთ ისეთი ვინც მას მოეწონება თორემ არც მე და არც თქვენ სამსახურის დაკარგვა არცერთ ვარიანტში არ აგვცდება გასაგებია? -დიახ! ოფისში ერთგვაროვანი პასუხი გაისმა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. ***** სააბაზანოდან გამოსულს ავალიანი ჩემს ოთახში დამხვდა და მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო. -დაიბადა დარო! სიტყვებს მთელი ემოცია ამოაყოლა და უმისამართოდ გაიხედა. ადგილს მივეყინე, მინდოდა ეს სიტყვები მისგან მე გამეგო ოღონდ ჩვენს შვილზე, რომელსაც მე გავუჩენდი ავალიანს ახლა კი თითქოს ყველაფრის მოზღვავება ვიგრძენი. მთელი სხეული საშინლათ მითრთოდა და ზუსტად ვიცოდი ამის მიზეზი არც ამილახვარი იყო და არც ის უმწეო ბავშვი. სწორედ ის ადამიანი იყო ახლა ამ სიძულვილის მიზეზი, რომ ავიჩემე „მთელი არსებით მიყვარსთქო“ არ ვიცოდი რა ან როგორ მეთქვა მისთვის. იჯდა და თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერაფერს უხერხებდა. -გილოცავ! პირველად ვუპასუხე ისე, როგორც უცხოს. უცხოს რომელსაც თითქოს არცკი ვიცნობდი. თვალებში მიყურებდა და უფროდაუფრო უცხოები ვხდებოდით ერთმანეთის. -არაფერს მეტყვი დარო? ჩაწითლებული თვალებით ამომხედა მაგრამ ამაოდ. დაიკარგა ყველაფერი რასაც მის მიმართ განვიცდიდი. სული მიყვიროდა, გონება ღრიალებდა მაგრამ ვიდექი ჩემთვის ჩუმად და თვალს არ ვაშორებდი ალექსანდრეს, რომელიც ადამიანს აღარ ჰგავდა. -ნუთუ არაფერი გაქვს სათქმელი ჩემთვის დარო? დაიბადა გესმის დაიბადა? ლამაზია დარო ნამდვილი პრინცესაა მაგრამ... სიტყვა გაუწყდა და თვალებში შემომხედა. -და რაა? აქ იმისთვის მოხვედი, რომ სახელი მე შევურჩიო? გეტყვი ალექსანდრე ახლავე გეტყვი, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება დარო დაარქვა, რომ მუდმივად გაგახსენდე როცა შენი ძვირფასი ცოლი მას დაუძახებს. -დარო შენ რაა გაგიჟდი? -ჯობდა აქამდე გავგიჟებულიყავი და შენთან ერთი წამიც არ გამეტარებინა. მის ცრემლიან თვალებს გადავაწყდი მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ცვლიდა ავალიანმა სამუდამოდ დამკარგა ისევე როგორც მე დავკარგე ის და ახლა არაფერი დამრჩენოდა იმის გარდა,რომ მეფიქრა მომავალზე რომელიც რაღაც კარგს მიმზადებდა. მიმავალს თვალი გავაყოლე და მივხდვი, რომ მთელი გული მას გავატანე. ოთახში დარჩა დარო რომელსაც გრძნობები აღარ გააჩნდა. ხო მართლა გამარჯობათ, მე დარო გასვიანი ვარ. ****** დილით გაღვიძებულს გვერდით ქერა დახვდა და სახე სულ ოდნავ დაბრიცა. -დილამშვიდობისა! ქალმა გაუღიმა თუმცა საპასუხოდ არაფერი უქნია კაცს. საფულეს დასწვდა საიდანაც მსხვილი კუპიურები ამოიღო და თეთრ ზეწარზე დააგდო -აქ აღარ დამხვდე! ჩვეული მკაცრი ხმით მიმართა ქალს და სააბაზანოში გაუჩინარდა. შხაპმა ერთიანად მოუდუნა დაძაბული სხეული თუმცა დიდ დრო არ ჰქონდა, სულ თხუთმეტი წუთი დაჰყო აბაზანაში და როდესაც გამოვიდა ნამდვილად აღარ დახვედრია ქალი. მეტიც ვერავინ შეამჩნევდა, რომ ცოტახნის წინ აქ ქალი იყო რომელთანაც გამყრელიძეს სე*სი ჰქონდა. სახე კიდევ ერთხელ მოეღრიცა ზიზღისაგან და ტელეფონი ჩართო,რომელმაც ზარიც არე დააყოვნა და ეკრანზე ვატოს ნომერი გამოისახა -გისმენ! მომაბეზრებლად ამოილაპარაკა და ხედს გაუსწორა თვალი -შევარჩიეთ ბატონო! -ელფოსტაზე ველოდეები ყველაფერს მის შესახებ და ხომ იცი რაც მთავარია არავინ უნდა იცოდეს მისი არსებობა პირველად სწორედ ჩემ გვერდიტ უნდა გამოჩნდეს -იმედია მოგეწონებათ კანდიდატი სერ! ჩაახველა და ყურმილი დაკიდა. გამყრელიძემ ისევ ხედს გაუსწორა თვალი რომელიც მისი ოთახიდან იშლებოდა. -ხედი ლამაზია მაგრამ იმედია შენ ამ ხედზე ლამაზი ხარ უცნობო! გაიღიმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი. **** ვიცი უკვე ცუდი ადამიანი ვარ ამდენი დაწყებული და არ დამთავრებული მოთხრობის გამო მაგრამ მთავარია უფრო ვიხვეწები და რაღაცეებს ვსწავლობ. იმედია წაიკითხავთ მოგეწონებათ და შემიფასებთ, მე მართლა ძალიან მენატრებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.