შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 8)


16-11-2018, 23:31
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 127

სახლის კარებს მშვიდად ვაღებ; ვცდილობ, გავიგო თამარა წავიდა თუ დაფუძვნა ჩვენთან. ცოტა ხანში დედაჩემის ხმა მესმის.
-აი, მოვიდა... სად იყავი ? - არ აყოვნებს კითხვას.
-საჭმელად - ნიშნის მოგებით ვპასუხობ და ჩემი ოთახისკენ გავდივარ.
-ჩაი არ გინდა ? შენი საყვარელი ჩაი დავამზადე.
-არა, მადლობა - იქაურობას ვტოვებ და საწოლზე ვეშვები. ვგრძნობ, რომ ეს, ძველად საყვარელი მდგომარეობაც, აღარ მსიამოვნებს. უცნაურ სიცარიელეს ვგრძნობ, თითქოს ცხოვრება არც არაფერი ყოფილა. ახლა მეტი სიმძაფრით შევიგრძნობ, რომ ბევრი რამ გაუფასურდა ჩემში.
მახსენდება წინა კვირას ირაკლისთან ერთად გატარებული დღე. თითქოს რომანტიკული და სასიამოვნო, მაგრამ ასეც არ ითქმის. ბოტანიკურ ბაღში დებილი ბავშვივით ქოხში შესვლის მოტივაციით წამიყვანა, რეალურად კი გათოშვისა და ნისლის მეტი არაფერი დაგვხვდა; ორივე კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბოლოს პატარა სოკოს ქვეშ დავსხედით. იმდენად მციოდა, სიცივის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, ხელისა და ფეხის თითები სრულიად გამყინვოდა, ცხვირსა და სახეზე ხომ აღარაა ლაპარაკი.

-გცივა ? ხელებს გაგითბობ - ჩემს ხელებს იღებს და ორივეს ჯერ-ჯერობით ეხება თავისი თბილის ბალიშებით.
-ცოტა გავთბი - მეცინება - მაგრამ ფეხის თითები ისევ იყინებია, ვინმეა საჭირო, ვინც რადიატორის როლს შეასრულებს.
-მოახლეები გინდა, ლენ ? - გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ ჩემს წარბებსა და თვალებზე აჩერებს მზერას - იცი შენში ყველაზე მეტად რა მომწონს ? - მეკითხება, მეც ინტერესით ვცქმუტავ. რა შეიძლება მითხრას ? აი, მაგალითად, ბაჩოს ჩემი ფეხები მოსწონდა ძალიან, მგონი, ყველაზე მეტ კომპლიმენტს მასზე მეუბნებოდა.
-წარბები და თვალები, ბუნებრივი და გულწრფელი - მეღიმება, ან ძალიან პოეტურია, ან კი უბრალოდ უნდა დამანახოს, ყველა კაცი ერთნაირები არ ვართო.
იმდენად მცივა, ინერციით მისკენ ვიხრები, ის კი მეხუტება, თავს მკერდზე ვაყრდნობ, მაგრამ მაინც მცივა.
-გცივა ? - მეკითხება ცოტა ხნის შემდგომ.
-ვერ ვგრძნობ, ვკანკალებ.
-მეგონა, სიამოვნებისგან კანკალებდი - აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ყველა კაცი ერთნაირია; ჰგონიათ მათ გარშემო ბრუნავს დედამიწა.
-იცი, ყველა ქალს აქვს, რაღაც საიდუმლო, რასაც არავის უმხელენ.. დედაშენს მსგავსი რამ არ უთქვამს შენთვის ? - ალბათ სიცივემ ტვინი გაუყინა - მეთქი, მეფიქრება და მხრებს ვიჩეჩ.
-ანუ არ ხარ ქალი..
- იცი, გრენუი რისგან ამზადებდა სუნამოებს ? - მცირედი პაუზის შემდგომ მეკითხება. დარწმუნებული ვარ, ჩემი ჩაჭრა უნდა, ხმას არ ვცემ, რის გრენუი, რის სუნამო..
-ქალწულებისგან. იცი, რატომ ? - იმავე ციკლის კითხვას სვამს, თითქოს დაპროგრამებული იყოს. არა, რა, ხშირად რა სასაცილოები არიან. დარწმუნებული ვარ, რაა ამ კითხვაზე პასუხი, ისიც ვიცი, რომ ელის ამ პასუხს, მაგრამ კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
-რატომ ?
-პატრიკ ზიუსკინდის „სუნამოს“ პერსონაჟია. ისე მაგაზე ფილმითაა გადაღებული, მერე ერთად უეჭველი უნდა ვნახოთ.. რაც შეეხება შენს კითხვას, ეს იმიტომ, რომ ყოველივე გენიალური იქმნება იმით, რაშიც ჯერ ვნებას არ შეუღწევია.
გულში მეცინება, მაგრამ არ ვიმჩნევ; ანუ ვერც ერთი კაცისგან ვერ შევქმნით ქალები გენიალურს, ან მოგვიწევს მარათონებელად ვიქცეთ, რაც საკმაოდ რთული საქმე უნდა იყოს.
სიჩუმე ისადგურებს. ხელებს უფრო ძლიერად მხვევს და მიკრავს, მაგრამ დიდად ვერაფერს ვგრძნობ; მხოლოდ იმას, რომ სითბო იზრდება, ესეც მცირედით.
საკუთარ აზრებში მივდივარ.. ალბათ ახლა ირაკლის ჰგონია მისი სიახლოვისგან ვდნები, ალბათ ჯერ არ იცის, რომ ჩემში ბევრი რამ გაუფასურდა მამაკაცთა წყალობით, მათი მომხიბლავი, საყვარელი და შემდეგ უაზრო ქმედებათა წყალობით.
საკუთარ თავს ვეკითხები რამ ან ვინ შესაძლოა, გამაკვირვოს, მაგრამ პასუხი არ მაქვს.. ვიცი, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. იმ წამს იმასაც კი ვნანობ, რომ შესაძლოა რომანტიკულად მძაფრი ვნების საწყისის შანსი დავკარგე, მაგრამ ცოტა ხანში ესეც მავიწყდება სიცივე იმდენად მატანს ძვალრბილში.
რა იქნებოდა, რომ ისევ ბავშვი ვყოფილიყავი, რომელსაც ბიჭის ხელის მოხვევაზეც კი საოცარი წარმოდგენა ჰქონდა, რომელსაც კოცნა არაამქვეყნიური მოვლენა ეგონა... ბავშვი, რომლისთვისაც ყველაფერი, რაც ინტიმთანაა კავშირში, შეუცნობელი იყო...

-რაზე ფიქრობ ? - მეკითხება და ცდილობს, თვალებში მიყუროს.
-არაფერზე... იმაზე, რომ მცივა...
-ჰო ხედავ, მზერის გასწორებაც კი მიჭირს, ლენ..
-წავედით, რა.. - მის ხელებს ვიშორებ და ფეხზე ვდგები.
-კარგი - ისიც ფეხზე დგება და ხელჩაკიდებულები მივდივართ გასასვლელისკენ.
-როგორი უნამუსოები ხართ, რა... - ვამბობ და ზედის ყელში ცხვირს ვმალავ.
საერთოდ არ ვიცი რა მინდა ახლა მის გვერდით, საერთოდ რატომ ვყოფ თავს ახალ შარში.. მახსენდება ლევან გიგინეიშვილი, რომელიც 46 წლის ასაკშიც არ ფიქრობს მეორე ნახევრის ყოფაზე, ბედნიერია მარტოობით, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის დღეს დაიბადა, ან რა მნიშვნელობა აქვს დაბადების თარიღს; მარტოობის შიში ხომ ჩვენი, ადამიანთა, სისუსტეა.


***
ზლაზვნით ვდგები, ვემზადები და გაჩერებისკენ მივდივარ. ესეც დილის მომაბეზრებელი რუტინა. ადამიანი ალბათ უფრო ღირებულ თუ არ ემსახურე, სულ დაკარგავს აზრს ეს ცხოვრება. სურვილი სისრულეში მომყავს და იმ დღესვე სამსახურს ვტოვებ. არ შემიძლია მსგავს ადგილას ყოფნა. იმ აზრზე მივდივარ, რომ სჯობს არ აკეთო ის, რაც არ გიყვარს, გინდ მოგიწიოს, ჭამო იაფფასიანი საჭმელი, გეცვას ბოშების ბაზარში ნაყიდი სამოსი და ა. შ მატერიალური მხარე ძალიან ცოტას თუ ნიშნავს; მთავარია, საკუთარ იდეალებს ემსახუროს ადამიანი.
მზიურის პარკში გავდივარ, ვჯდები ცოტა მოშორებით არსებულ სკამზე დ ვაკვირდები თუ როგორ თამაშობენ ბავშვები, თუ როგორ უხარიათ ცხოვრება და საკუთარი პატარაობა მახსენდება. იმ მომენტში ყველაზე მეტად მინდა წარსულში დაბრუნება.

-აქ რას აკეთებ ? - დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ გვერდიდან ხმა მესმის და გაკვირვებული ვიხედები. ირაკლი მიღიმის, თან ხელში ორი ერთჯერადი ჭიქა უჭირას.
-ყავას არ დალევ ?
-უკვე დავლიე მადლობა. ეგ შენს მკერდიან ნაშებს დაალევინე.
-გეწყინა ? მე ხომ სერიოზულად არ მითქვამს - ცალს წარბს მაღლა წევს და ისე მაკვირდება.
-ნიჭიერები ხართ, რა, ეს კაცები.. თქვენივე შეცდომას სხვაზე გადაბრალებით ჩქმალავთ.
-კარგი, რა, ლენ.. მეგონა, გესმოდა ჩემი ხუმრობა.
-კარგი, დაიკიდე და მომეცი ეს ყავა, ცოტა არ იყოს შემცივდა - უფლებას ვაძლევ, ჩემს გვერდით დაჯდეს.
-შენ მანც ჰო გკიდია რას ვამბობ, არა ?
-ჰო, აი, მაგაში მართალი ხარ - მისკენ აღარც ვიხედები, ისევ ვცლი ჭიქას და სანაგვისკენ ვისვრი.
-მიზანში სროლაც შეგძლებია.
-იასნია - ფეხზე ვდგები და გასასვლელისკენ სანამ წავალ, უკან ვიხედები - დროებით ! - ისიც ხელს მიქნევს და ჩვენს შორის მანძილიც იზრდება.
დაგროვილი ფულით „ასპრიაში“ ერთწლიან ულიმიტო აბონემენტს ვყიდულობ, თავიდან ერთთვიანზე ვფიქრობ, თუმცა ერთწლიანი გაცილებით იაფი ჯდება და მასზე ვაჩერებ არჩევანს. 799 ლარს ზოგი მხოლოდ 1 – 2 წყვილ ფეხსაცმელში ხარჯავს, მე კი საკუთარ სიამოვნებაზე მაინც ვიზრუნებ ერთი წლის განმავლობაში.
ვარჯიშს იმ საღამოსვე ვიწყებ და უკვე ვგრძნობ ცვლილებებს, თავს უკეთ ვგრძნობ და თვითშეფასებაც მიმაღლდება.

***
-დღეს ისვენებ ? - მეკითხება დილას დედაჩემი, როცა ამჩნევს, რომ ფორთოხლის წვენს ვერანდაზე აუჩქარებლივ ვსვავ.
-წამოვედი - მარტივად და მოკლედ ვპასუხობ.
-ღადაობ ?
-ჰო, დამღალა, რა.. არაა ეგ ჩემი საქმე - მეტ არაფერს ვეუბნები. ვიცი, ვერც გაიგებს, უბრალოდ ჩანთას ვალაგებ და კარებისკენ მივდივარ.
-გოგო, სად მიდიხარ ? - უკან მომყვება მანანა - შენ საერთოდ გააფრინე ?
-ასპრიაში, დე...
-რა გინდა მანდ ?
-ვერთობი - კიბეებზე სწრაფად ჩავრბივარ, ის - ისაა გაჩერებისკენ უნდა წავიდე, ირაკლი მესვეტება.
-სალამი ლამაზ გოგოს - ხელის მტევანს თავთან ოფიცერივით ამოძრავებს.
-სალამი - უღიმღამოდ ვპასუხობ.
-რას გიგავს გამომეტყველება ?
-სამსახურიდან წამოვედი და დედაჩემმა დამთათხა.
-რა აპირებ ? - მეკითხება ჩვეულად.
-ახლა ? იაპონურის გაკვეთილზე მივდივარ - ღიმილით ვპასუხობ და გაცილებაზე უარს არ ვეუბნები. ისინი ზოგჯერ ბავშვებივით არიან, მცირედიც ახარებთ.

***
-გაუბერე, ჰო ? - მანანა არ მასვენებს.
-რა იყო, დე ?
-გათხოვება არ გინდა, სამსახურიც არ გინდა, რა გინდა, აბა, შვილო ? - დედაჩემი ცოფებს ყრის - მხოლოდ შენი იაპონური და ვარჯიში ? ეგ რას მოგიტანს ?
-დედაჩემო, თუ ასე ძაან არ გინდა ჩემზე მატერიალური ზრუნვა ცოტა ხანსაც კი, პირდაპირ თქვი - ხმას ვუწევ, მოთმინება ლამისაა დამეკარგოს, მაგრან თავს სულ ოდნავ მაინც ვიყვან ხელში.
-რას გადაეკიდე ამ ბავშვს ? - მამაჩემი ხმაურზე თავისი კაბინეტიდან გამოდის და თავზე მკოცნის.
-თქვენ არაფერი გეშველებათ ! - უიმედოდ ამბობს მანანა და გვტოვებს


***
წვიმს, მჟავა წვიმაა, მაგრამ რატომღაც მსიამოვნებს.. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიხარია ირაკლისთან ერთად თბილისის უბრალოდ ქუჩაში სიარული... მასთან საუბარიც მსიამოვნებს.. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება.. ყველაფრისდა მიუხედავად, მიხარია, რომ ჩემს გვერდითაა და მეღიმება.
-ახლაც გცივა ? - მეკითხება ირონიით.
-არა, ათლეტო - ვპასუხობ და მის გამომეტყველებაზე სიცილი მიტყდება.
-ათლეტი მე კი არა, შენ უფრო ხარ - მპასუხობს და ხელს მხვევს. ესეც უბრალოდ, მაგრამ განსაკუთრებული მოძრაობაა, თუმცა რით არ ვიცი...
შესაძლოა, სიცივის განცდა უფრო მარტივია, მაგრამ სითბოს დანახვაც შეიძლება, მისი მკრთალი ბუნების მიუხედავად...
მიხარია, დავდივარ და უბრალოდ მიხარია..
მაგრამ რა იქნება მერე არ ვიცი.. დედაჩემის არ იყოს ამ ცხოვრებაში დაკარგული ვარ, თავადაც ვერ შემიგნია საითკენ მივდივარ.

-ძალიან საყვარელი გოგო ხარ - ამბობს თავის ჩვეულ ფრაზას ირაკლი, მე კი ქრთილი სიხარული მიპყრობს და მეღიმება.

____
ისევ შემაგვიანდა...
გუშინ გამოცდა მქონდა, დღეს კი კონკურსზე ვიყავი გასული, შესაბამისად, მუზის მიუხედავად, ვერ მოვახერხე დაწერა..
ახლა კი, პარასკევ საღამოს, ტრადიციულად ჩავუჯექი და აი, მზის შუქიც ვნახეთ მე და ჩემმა ახალმა თავმა.
მიყვარხართ და მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ !
მახარებთ !



№1  offline მოდერი Tamta.k

ტიპიური მარტოსული ადამიანი, რომელსაც მარტოობა არ ანაღვლებს ან ანაღვლებს და არ იმჩნევს. ძალიან კარგია!❤️

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Tamta.k
ტიპიური მარტოსული ადამიანი, რომელსაც მარტოობა არ ანაღვლებს ან ანაღვლებს და არ იმჩნევს. ძალიან კარგია!❤️

დიდი მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი ნათია41

რატომ მგონია რომ ირაკლიზე უკეთესს იმსახურებს და რატომღაც არ მინდა რომ ამაზე შორს წავიდეს მათი ურთიერთობა. ერთი გამოთქმაა დაახლოებით ასეთი " ღორს არ უნდა დაუყარო მარგალიტები თორემ ტალახში ამოსვრისო" და ზუსტად ასე მგონია მათი ურთიერთობაც. იმედია ვცდები და მხოლოდ იმ მარგალიტს არ ელის ირაკლი. რაღაც ქიმიაც არ იგრძნობა, სული არ ფორიაქობს მათი შეხვედრების და შეხების დროს.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ნათია41
რატომ მგონია რომ ირაკლიზე უკეთესს იმსახურებს და რატომღაც არ მინდა რომ ამაზე შორს წავიდეს მათი ურთიერთობა. ერთი გამოთქმაა დაახლოებით ასეთი " ღორს არ უნდა დაუყარო მარგალიტები თორემ ტალახში ამოსვრისო" და ზუსტად ასე მგონია მათი ურთიერთობაც. იმედია ვცდები და მხოლოდ იმ მარგალიტს არ ელის ირაკლი. რაღაც ქიმიაც არ იგრძნობა, სული არ ფორიაქობს მათი შეხვედრების და შეხების დროს.

ვნახოთ, რა იქნება.. ჯერ უკეთ გავიცნოთ ირაკლი heart_eyes

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ისევ და ისევ მაოცებ.. რა მაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ მიყვარს შენი პერსონაჟები ისევ და ისევ ვგიჟდები მათზე რადგან ნამდვილები და რეალურები არიან ♥️♥️ ზუსტად იმას გადმოსცემენ რაც ხდება სინამდვილეში ♥️♥️♥️
და ჰო მიყვარხარ შენ იმის გამო რომ სულ ასეთ მახარებ და მაბედნიერებ ამ ახალი თავებით ♥️♥️ იცი ესეც რაღაცნაირი თავი იყო აი სულსი ჩამწვდომიო რომ იტყვიან .. რავი მე კი გამიყვანა ფიქრებში ჰოდა მიყვარხართ მე თქვენ და გელოდები მთელი გულით ♥️♥️♥️

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
ისევ და ისევ მაოცებ.. რა მაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ მიყვარს შენი პერსონაჟები ისევ და ისევ ვგიჟდები მათზე რადგან ნამდვილები და რეალურები არიან ♥️♥️ ზუსტად იმას გადმოსცემენ რაც ხდება სინამდვილეში ♥️♥️♥️
და ჰო მიყვარხარ შენ იმის გამო რომ სულ ასეთ მახარებ და მაბედნიერებ ამ ახალი თავებით ♥️♥️ იცი ესეც რაღაცნაირი თავი იყო აი სულსი ჩამწვდომიო რომ იტყვიან .. რავი მე კი გამიყვანა ფიქრებში ჰოდა მიყვარხართ მე თქვენ და გელოდები მთელი გულით ♥️♥️♥️

ძალიიიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes
მე და ჩემს პერსონაჟებსაც გვიყვარხარ heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი ლააბდბ

როდის დადებ

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

ლააბდბ
როდის დადებ

ხვალ დავიწყებ წერას. ეს დღეები ვერ მოვახერხე

უნდა ვწერო
ლააბდბ
როდის დადებ

ხვალ დავიწყებ წერას, ხვალ გვიან ან ზეგ დილას დავდებ. ეს დღეები ვერ მოვახერხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent