პირობა 7თავი
- დარო. _ დერეფანში მიმავალ გოგოს უკან აედევნა გვანცა. - რა ხდება? გუგა ვერ ნახე? _ იღიმის. - კი როგორ არა. დღეს სავაღშმოდ დამპატიჭა. - დღეს ვაღშმის საერთაშორისო დღეა? - რა? - ერეკლემაც დამპატიჟა. - პაემანი გაქვთ? _ წამოიყვირა ვაშაძემ. - არა რა პაემანი, უბრალოდ ვივახშმებთ. - კარგი რა, ერეკლეს მოსწონხარ ვერ ხვდები? - ასე ფიქრობ? _ დაიბნა. - კი შენ რა ვერ ამჩნევ? - არ ვიცი, კარგი წავედი მე საქმე მაქვს. _ გოგოს ემშვიდობება, კომპანიიდან გადის და მანქანაში ჯდება. - დარო არა? - დიახ. შალვა მაპატიეთ მაგრამ ბატონოთი ვერ მოგმართავთ. მოკლედ ძალიან კარგად იცით ვინც ვარ არა? - კი. - ის თუ იცით აქ რატომ ვარ? _ ბრაზით შეხედა კაცს. - არა არ ვიცი. - კარგით არაუშავს მე გეტყვით. მოკლედ პროკურატურას თქვენს საბუთებს გადავცემ, ყველაფერს რაც იცოდნენ და არ იცოდნენ. ჰო ისე კარგი გამომძალველი ყოფილხართ. მოკლედ ჩემი წინადადება ასეთია, თუ მაშოს თავს არ დაანებებთ, ყველაფერ წმინდას ვფიცავ ვინც კი გამაჩნია ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ, საერთოდ ინანებთ რომ გამიცანით, ანდაც ჩემს შესახებ რამე იცოდით. - მემუქრები? - დიახ საყვარელო. - მამაშენს ვცემ პატივს თორემ, ვიცი ახლა რისი ღირსიც ხარ. - მამაჩემს? ვინ არის მამაჩემი? რას წარმოადგენს? ანუ მეც იმავეს გამიკეთებ რასაც სხვებს უკეთებ? შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ მე, თუ მოვინდომე ერთი ამოსუნთქვით მოგიღებ ბოლოს. ისე შენი მოკვლაც არ გამიჭირდება, მაგრამ შენს ბინძურ აქოთებულ სისხლში ხელს არ გავისვრი. იცი სანამ აქ წამოვიდოდი ერთ ჩემს ძველ მეგობარს დავურეკე, რავიცი მაინც შენზე ერთი-ორი სიტყვა ჩავუგდე, იქნებ დაინტერესებულიყო შენით. იცი რა მიპასუხა? რომ უკვე აღიძრა საქმე შენს წინააღმდეგ. ლიცენზია ჩამოგართვეს ჩემო კარგო, ახლა ადვოკატი კი არა ერთი საცოდავი , არაფრის მაქნისი მოძალადე ხარ. _ თვალები აუციმციმდა ლაშხს. - გაგანადგურებ. _ კბილებში გამოსცრა კაცმა. - რიგი დაიცავი საყვარელო, შენ ყველაზე ბოლო იქნები. _ უღიმის და კაბინეტიდან გადის. - რა ამაზრზენი კაცია. _ გაბრაზებულმა დაიკავა თავისი ადგილი მანქანაში და იქაურობას გასცილდა. - რა ხდება? _ გაკვირვებული კითხულობს კომპანიაში შესვლისას. - ხმები ზემოდან მოდის. _ დაბნეული ამბობს გოგო. - რა ჯანდაბა ხდება? _ სწრაფად აირბინა ექვსი სართული. - არ არსებობ. _ თვალებდაქაჩული მისჩერებია დერეფანში მორბენალ ერეკლეს და გუგას. - ამათმა გააფრინეს? - დიახ ქალბატონო დარო. _ მალევე პასუხობს მარიამი. - ფეღბურთის ჩემპიონატი აქვთ. _ თხუკუნით დაამატა სათქმელი. - ერეკლე. _ შეჰყვირა ლაშხმა. - მთელი ოფისი თქვენ გიყურებთ, რა დღეში ხართ? - ვთამაშობთ. _ უდარდელად პასუხობს ლიჩელი. - მეტკინა. _ დაიყვირა როდესაც ბურთი ლაშხს მოხვდა. - ახლავე დაალაგეთ აქაურობა რა ამბავია? _ დალეწილი ნივთებისკენ ანიშნა, ძირს დაიხარა ბურთი აიღო და ქვემოთ ჩავიდა. - ქალბატონო დარო ეს იმ გოგოს საავადმყოფოს ჩანაწერებია. - რა წერია? _ ბურთი იქვე შეინახა და სავარძელში ჩაესვენა. - ორსულად არის, მაგრამ. -რა მაგრამ მაშო? - ორსულად დათასგან არ არის. - რა იცი? - 4 თვის ორსულია. - ხო, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ისინი რამდენი ხანია ერთად არიან? - დეენემის ნალიზი ერთი თვის წინ გაუკეთებია, მასთან ერთად გამოკვლევებზე ერთი ბიჭი დადის და ბავშვი სწორედ მისი აღმოჩნდა. - გასაგებია. _ ფეხზე წამოდგა გოგო. - დავამტკიცებთ რომ მკვლელი დათა არ არის, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს რომ ის არ არის თანამზრახველი. როგორ დავამტკიცოთ დათას უდანაშაულობა? - ვინმე ვიპოვოთ ვინც დაადასტურებს, თითქოს და დათა მასთან ერთად იყო. - ანუ მისი ალიბი გვჭირება. მოწინააღმდეგე მხარეს მოწმე ხომ არ ჰყავს? - დიახ. ბავშვის მამა მოწმედ არის გამოძახებული, ის ამტკიცებს რომ დაინახა როგორ მოკლა დათამ მეგობარი. - გასაგებია. ხვალ დილით ჩემთან ერთად წამოხვალ, დათას დაველაპარაკებით და დავარწმუნებთ რომ უარყოს აღიარება. ვიტყვით რომ მასზე ძალადობდნენ და ჩვენება ზეწოლის ქვეშ ჩამოართვეს. - ჩვენ მთლიან სისტემას დავადანაშაულებთ. _ დაიბნა გოგო. - დიახ, სწორედ ეს არის ჩემი მიზანი. უნდა ჩამოვშალოთ ის სამართალდამცავების სისტემა რაც ახლა არის. მაშო შენ ჯერ პატარა ხარ და კარგად ვერ იაზრებ რა ხდება. როდესაც გაიზრდები, გათხოვდები, შვილები გეყოლება მიხვდები რომ არ გსურს შენმა შვილმა იცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც ახლა შენ ცხოვრობ. ჩვენ თუ არ დავიწყეთ არავინ დაიწყებს, ხალხს ძალიან ცუდ დღეშია, გაჭირვება, შიმშილი, უფულობა თუმცა ხმის ამოღების ეშინიათ. თუ დაიმახავენ რომ ვიღაც ზრუნავს მასზე, ისინი გვერდით დაგვიდგებიან. შენ იქნები მათთვის სამაგალითო, საპატივცემულო იქნები. ყველა გაღიარებს როგორც გადამრჩენელს, შენ მათი გმირი გახდები. გმირი რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა. - და თქვენ? - მე არ მინდა ვინმეს გმირი ვიყო, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ჩემი მისია შევასრულო. - შეიძლება რაღაც გკითხოთ? - რა თქმა უნდა. - რატომ არ ანათებს თქვენი თვალები? - ვერ გავიგე? - მე მინახავს ადამიანები, მათი თვალები ანათებს. ისინი ანათებენ ბედნიერებით, სიყვარულით და თუნდაც სიამაყით, მაგრამ თქვენი თვალები როგორ გითხრათ? იქ ვერაფერს ვხედავ, სრული სიცარიელეა. არ ვიცი რა გადაიტანეთ, მაგრამ ფაქტია ამან თქვენს გულზე და თვალებზე დიდი გავლენა მოახდინა. იცით გუშინ შემთხვევით სახლში, ერთი ფოტო ვნახე სადაც თქვენ ხართ ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად. მე იქ თქვენი თვალები ვნახე ისინი ბედნიერებას ასხივებდნენ, თქვენ იქ ისეთი თბილი, ხალისიანი და ბედნიერი იყავით, მაგრამ ახლა რომ გხედავთ თითქოს ის გოგო აღარ არსებობს, თითქოს გაქრა ანდაც მოკვდა. არ მინდა ასეთს გხედავდეთ, მინდა ისევ ისე იღიმოდეთ როგორც იმ გოგოსთან ერთად იღიმოდით, მინდა ისევ ასხივებდეთ სიყვარულს. არ მინდა ასეთი გულცივი იყოთ, თქვენ ყველაზე კარგი ადამიანი ხართ ვინც კი შემხვედრია. ჩემი ამბავი ჩემმა ოჯახმაც იცოდა თუმცა არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ თქვენ. თქვენ როგორც კი ეს ამბავი მოისმინეთ, მე დავინახე თქვენი თვალები ისინი ტიროდნენ. მართალია ცრემლები არ გადმოგსვლიათ, მაგრამ ისინი ტიროდნენ. თქვენ შინაგანად ტიროდით და ჩემი დახმარება გადაწყვიტეთ. არ ვიცი ოდესმე მოვახერხებ თუ არა თქვენთვის იმაზე მეტის გაკეთებას, რაც მე გამიკეთეთ. არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ. - უბრალოდ გაიღიმე, იმ ყველაფრის მერე ისევ გაიღიმე. ისევ იწამე ცხოვრების, ისევ გაბედნიერდი, შეიყვარე ჩემთვის ესეც საკმარისია. თუ დავინახავ რომ შენ ბედნიერი ხარ, გიყვარს და შენი თვალები ბრწყინავენ გეტყვი რომ მადლობა უკვე გადამიხადე. _ გულში ჩაიკრა გოგო. - უბრალოდ ერთს გთხოვ, არასოდეს შეიცვალო. არ მიცე ტკივილს უფლება დაგაჩოქოს. არ მისცე მას უფლება იმად გაქციოს რადაც მე ვიქეცი. ნუ დამარხავ შენს ტკივილს გულში, თუ ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდება მე ყოველთვის შენთან ვიქნები. რაც შეეხება გოგოს ფოტოდან ის ჩემი და იყო, ნიკას დედა. ის გარდაიცვალა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ამიტომ ჩემი თვალები არასოდეს გახდება, ისეთი როგორც იქ იყო, მაგრამ გპირდები ვეცდები ისევ გავიღიმო ტკივილით არა, ბედნიერებით. ვეცდები ისევ აციმციმდეს ჩემი თვალები, შურისძიებით არა სიხარულით. შენ ისეთივე სუფთა, სპეტაკი და კეთილი ხარ როგორიც ჩემი მაშო იყო. მე შენში ის დავინახე, გოგო რომელიც წლების წინ დავკარგე. გოგო რომლის სიკვდილიც კოშმარად მექცა, გოგო რომელსაც მე ყოველ ღამით ვხედავ. შენ მას გავხარ, შენც ისეთივე ანგელოზი ხარ როგორიც ის იყო. ამიტომ არავის მივცემ უფლებას გატკინოს, გპირდები მე ყოველთვის შენთან ვიქმები. _ ლოყაზე ხმაურით კოცნის, ცრემლიან თვალებს უმშრალებს. გულში ისევ ძლიერ იკრავს და შემდწგ მალევე იშორებს. - კარგი ახლა დროა საქმეს მივხედოთ. - დარო. _ ყვირილით შემოვარდა ერეკლე. - რა ხდება? _ შეშინებული თვალები მიანათა ბიჭს. - რას შვები? _ ყურებამდე ეკრიჭება. - ერეკლე კარგად ხარ? ესე როგორ შეიძლება? შემაშინე. - ვიფიქრე გავიგებ როგორ არის, რას შვება თქო. - და ბურთი სად დამალაო? _ სიცილით დაამატა სათქმელი. - ჰო ისე სად დამალე? - გადავაგდე. _ სერიოზული სახით შეხედა. - მე გავალ. _ ღიმილით ტოვებს კაბინეტს მაშო. - მართლა გადააგდე? - კი. - კარგი არაუშავს. ჩემი მამიდაშვილი უნდა გაგაცნო. - ვინ არის შენი მამიდაშვილი? - მოიცა. გაბრიელ მოდი. _ გასძახა ბიჭს. - დარო გაიცანი ეს გაბრიელია ჩემი მამიდაშვილი, გაბრიელ ეს დაროა ჩვენი კომპანიის ადვიკატი. - სასიამოვნოა შენი გაცნობა. _ ღიმილით უახლოვდება ლაშხს. ბიჭის დანახვისთანავე ჩაუწითლდა თვალები, ძარღვები დაებერა და ერთ ადგილას გაშეშდა. მძიმედ სუნთქავდა ლაშხი, თითქოს სადაცაა აფეთქდებოდა. ფერი საერთოდ დაკარგა, თეთრი იყო ქათქათა თეთრი. რაღაცის თქმას უნდოდა თუმცა ვერაფერს ამბობდა, თითქოს ენა ჩაუვარდა. მალევე აუცახცახდა ორგანიზმი, გრძნობდა როგორ ერთმეოდა ძალა ფეხებში. თვალები დახუჭა, მუშტი შეკრა, ღრმად ჩაისუნთქა და გაიღიმა. - ჩემთვისაც. _ ვინ იცის რად უჯდებოდა ლაშხს ეს ყოველივე, ვინ იცის რა ტრიალებდა ახლა მის თავში, გულში და სულში. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისა გადაეშალა თვალ წინ წარსული. - დარო რა გჭირს? _ ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია. - მე უნდა წავიდე. _ ჩანთას ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა. - და ვაღშამი? _ შორიდან მოესმა ბიჭის ხმა თუმცა პასუხი არ გაუცია. მანქანაში ჩაჯდა თუ არა ეგრევე ნაცნობ ნომერზე დარეკა. - ჯონ. _ ნერვიულად ჩასძახა კაცს. - რა ხდება დარო? - ის, ის მისი მამიდაშვილია. ჩვენ ხომ ყველაფერი გავარკვიეთ? რატომ გამოგვეპარა მათი კავშირი? იქნებ შევცდით ჯონ და ის არ არის? - რას ამბობ დარო ვერაფერი გავიგე? - გაბრიელი ის ერეკლეს მამიდაშვილია. - რა სისულელეა, ეგრე რომ ყოფილიყო გვეცოდინებოდა. - ჯონ ის ვნახე, გესმის? ჩემს წინ იდგა, ის იყო გეფიცები ის იყო. _ ხმით ატირდა გოგო. - დამშვიდდი დარო. ყველაფერს თავიდან გადავხედავ, ვნახავ რა გამოგვრჩა. - მეშინია. _ ცხოვრებაში პირველად თქვა სიტყვა მეშინია, არასოდეს მას არასოდეს არაფრის ეშინოდა. - გინდა ჩამოვიდე? _ ვეღარ უძლებდა, მისი საყვარელი შვილის ასეთ მდგომარეობას ვეღარ უძლებდა ჯონათანი. სტკიოდა საშინლად სტკიოდა დაროს ტკივილი, გული უკვდებოდა როდესაც მას ამ მდგომარეობაში ხედავდა. - კი. _ ჩამქრალი ხმით ამბობს ლაშხი, ტელეფონს თიშავს და იქაურობას სცილდება. ისევ მოგონებები, ისევ სკვერი, ისევ დარო და მაშო. - რთული იყო? _ შორიდან ჩაესმა ნაცნობი ხმა. - ძალიან. მეგონა რომ ყველაფერი ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. როდესაც დავინახე, ყველაფერი ერთად გამახსენდა. თვალ წინ ჩამიარა იმ დღემ, მეგონა მოვკვდებოდი. - თუმცა აქ ხარ. - ერეკლეს ნათესავია. მან ეს ყველაფერი იცოდე, სწორედ ამიტომ უნდოდა ჩემთან თანამშრომლობა, მან მე გამომიყენა. - დარო გთხოვ ასეთ იაზრო დასკვნებს მალევე ნუ დააბრეხვებ, შემომაპარე მაინც. წადი და დაელაპარაკე, თუ ყველაფრის თქმა არ გინდა, რაღაც ისეთი კითხე რითაც ყველაფერს მიხვდები. - არ ვიცი. _ ღამის თორმეტი საათი იყო, ლიჩელის კართან ზარი რომ დარეკა. მისამართი გვანცას წყალობით გუგადან გაიგო. ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს, არ იცოდა რა ეთქვა, ან რა გაეკეთებინა. შესაძლოა მისი პასუხის ეშინოდა, იმ კითხვაზე რასაც დაუსვამდა. წამოსვლას აპირებდა როდესაც კარი, ნახევრად შიშველმა ერეკლემ გაუღო. - მაპატიე. მგონი გაგაღვიძე ჰო? _ დაბნეულმა დახარა თავი. - მოხდა რამე? - სალაპარაკოდ მოვედი. - შემოდი. _ კარი შეხსნა და გოგო შეატარა. - მგონი სჯობს ჩაიწვა. - კარგი ახლავე მოვალ. _ ჩაეცინა. ოთახში გავიდა და მალევე დაბრუნდა უკან. - რამეს დალევ? - წყალს. - ინებე. - მადლობა. - დღეს რა დაგემართა? - დღეს ერთად უნდა გვევახშმა, მაგრამ რაღაც მოხდა და. მაპატიე არ მინდოდა ასე გამოსულიყო. - არაუშავს. ხომ მშვიდობაა? - კი, კი მშვიდობა. - რა უნდა გეთქვა? ბოდიშის მოსახდელად მოხვედი? - არა. არ ვიცი როგორ გითხრა, ან საიდან დავიწყო. მოკლედ ყველაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაცეებში გაგარკვევ. თუმცა მაქამდე რაღაცის კითხვა მინდა. - მკითხე. - ოდესმე მიგიყენებია ზიანი ვინმესთვის განზრახ? - გული შეიძლება ბევრისთვის მიტკენია, მაგრამ განზრახ არავის არ დავაზიანებ. - გასაგებია. თუ გაიგე რომ შენმა საყვარელმა ადამიანმა, ვინმეს ზიანი მიაყენა და ეს საბედისწერო აღმოჩნდა რას გააკეთებ? - დარო რა გჭირს? დაკითხვას მიწყობ? თუ ჩემი უკეთ გაცნობა გინდა? - ორივე. უბრალოდ მიპასუხე. - უდანაშაულოს? _ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. - არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ ის ჩემთვის აღარ იარსებებს. - თუ გეტყვი რომ შენმა საყვარელმა ადამიანმა ჩემსას ატკინა? - დარო რა ხდება? _ ბრაზი შეერია ხმაში. - უბრალოდ მაინტერესებს. - ჩემიანმა შენიანს ატკინა? - არა, უბრალოდ გკითხე. - მოვკლავ. _ კბილებში გამოსცრა ბიჭმა. - შენს მამიდაშვილზე ადრე მსმენია თუმცა, შენი ნათესავი რომ იყო არ ვიცოდი. - მამიდაჩემი და ბიძაჩემი დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, 22 წელია ერათად არ არიან. საკმაოდ სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ და ერთად არსად ჩნდებიან. შვილთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. - გასაგებია. შენ კარგი ურთიერთობა გაქვს შენს მამიდაშვილთან? - კი როგორ არა, ძმებივით გავიზარდეთ. - კარგია. _ წყენით ჩაილაპარაკა გოგომ. - დარო რა ხდება? შეგიძლია მენდო, ხომ იცი? ყველაფერში დაგეხმარები. - ვიცი. არაფერი არ ხდება მართლა. უბრალოდ შენი პასუხი მაინტერესებდა, მადლობა ამ პასუხისთვის. მე სულ სხვა რაღაცას ველოდი, მაგრამ მიხარია ასე რომ მოხდა. - გაბრიელმა რამე დაგიშავა? დავინახე დღეს როგორ უყურებდი, საშინლად ანერვიულდი მისი დანახვისას, ფერი სულ დაკარგე. ხომ იცი მაინც გავიგებ,? მაგრამ მირჩევნია შენ მითხრა. - ახალი წელი გიყვარს? - ძალიან. - მე არა. უკვე 22 წელია ჩემს სახლში ნაძვის ხე არ დგას, უკვე 22 წელია ახალი წელი ჩემთვის არ არსებობს. უბრალოდ მივდივარ, იქ სადაც ხმაური არ შემაწუხებს, ახალ წელს აქ არასოდეს ვარ. პირველად ახალი წელი მაშინ შემძულდა როდესაც მამამ გამოაცხადა სახლიდან მივდივარო, 31 იყო საათებს ვითვლიდით. ერთი წლის შემდეგ, შემდეგი ახალი წელი საბოლოოდ მაშოს სიკვდილის შემდეგ შემძულდა. მე და მაშოს ძალიან გვიყვარდა ახალი წელი, ერთმანეთს სულ საჩუქრებს ვუდებდით ნაძვის ხის ქვეშ. ნაყიდს არა ჩვენ თავად ვამზადებდით ყველაფერს. მაშო ხატავდა, საკმაოდ კარგად. მე ვქარგავდი, აღარ ვქარგავ. ულამაზესი სადედოფლო კაბა ამოვუქარგე, ლამაზად შევფუთე და მეც ნაძვის ხის ქვეშ საჩუქართქნ ერთად ველოდი. თუმცა ის არ მოვიდა, პირველი ახალი წელი დგებოდა და ის არ მოდიოდა. შემეშინდა იმ დღეს პირველად შემეშინდა, ვიფიქრე მანაც დამტოვა. მეგონა ისიც წავიდა ისე როგორც მამა, შემეშინდა და წავედი მასთან წავედი, მაგრამ ნეტა არ წავსულიყავი, ანდაც უფრო ადრე წავსულიყავი. ის ვნახე, მაგრამ ის მაშო არა მე რომ ველოდი. იმ ლამაზ ვარდისფერ ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი, მე რომ ვაჩუქე იმ კაბაში ვნახე. სისხლში ამოსვრილი, მკვდარი ვინანე, იმ დღეს პირველად ვინანე რომ მე ცოცხალი ვიყავი და ის მკვდარი. ის იქ ვნახე, ადამიანი რომელიც შენ გიყვარს. ის იქ იყო მის თავთან იჯდა, ტიროდა მემუდარებოდა გადამერჩინა მაშო, მაგრამ მე ვერაფრით ვშველოდი. მთხოვდა რამე მემოქმედა, მთხოვდა დამეძახა ვინმესთვის, მაგრამ მე გაქვავებული დავყურებდი ჩემი დის სხეულს. სისხლიანი ხელებით გამომიწოდა ტელეფონი, მითხრა დამერეკა სასწრაფოში, მაგრამ ვერ დავრეკე. მისკენ დავიხარე და ჩემინდის თავი გამოვსტაცე. ის იყო მე იმ დღეს იქ გაბრიელი ვნახე, ორ ბიჭთან ერთად. ისინი გაიქცნენ თუმცა გაბრიელი არა, მეგონა ჩემი დ აიმ დღეს დავკარგე, მაგრამ გავიგე რომ ის ცოცხალი იყო. ნიკას მშობიარობას გადაყვა, თუმცა რომ არა ის დაზიანებები რაც იმ დღე მიიღო, ის ახლა ცოცხალი იქნებოდა. გაბრიელი იმ სამიდან ერთ-ერთია ვინმაც ჩემი დის ცხივრება დაანგრია. _ ცრემლიანი თვალები მიანათა ბიჭს. - მაპატიე. _ გულში ჩაიკრა გოგო. - რომ მცოდნოდა, გეფიცები მას არ მოვიყვანდი. შენს სიახლოვეს არც გავაკარებდი, მაპატიე გთხოვ. - მეგონა ჩემთან ურთიერთობა მის გამო გადაწყვიტე. - რა სისულელეა. ეს როგორ იფიქრე? მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა მოვკლავდი, ჩემი ხელით გამოვასალმებდი სიცოცხლეს. - ეს ჩემი შურისძიებაა, შენ არ უნდა გაერიო ამ საქმეში. - შენ არ ხარ ჩემთვის უბრალოდ ნაცნობი, იმაზე მეტს ნიშნავ ვიდრე გაბრიელი. არ ვიცი ახლა საუკეთესო დროა თუ არა, საუკეთესო დროს ვერასოდეს ვნახავ, ამიტომ გეტყვი. როდესაც პირველად დაგინახე, იმ წამიდან მოახდინე ჩემთვის თავბრის დახვევა. შენმა სიცივემ და გულგრილობამ ძალიან მომხიბლა. შენ ერთადერთი იყავი ვინმაც უარი მითხრა, აქამდე ეს არავის გაუკეთებია და ვერც ვერავინ გააკეთებს. ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, ძალიან ძლიერი ხარ გარეგნულად თუმცა შინაგანად , ძალიან დაუცველი. ერთი ნახვაც საკმარისი იყო შემყვარებოდი, ძალიან მიყვარხარ დარო. უბრალოდ გთხოვ არ მკრა ხელი, მომეცი ერთი შანსი და თუ არაფერი გამოგვივა მე თავად გაგიშვებ, არ დაგაკავებ არ გაიძულებ დარჩე. - მე რა ვარ მზად სიყვარულისთვის. არასოდეს მყვარებია და მგონია რომ ეს არ გამომივა. _ ფეხზე წამოდგა ლაშხი. - შანსი რომ მოგცე ეს იმას ნიშნავს იმედს გაძლევ, მაგრამ არ მინდა ასე იფიქრო. ვერ მოგცემ იმის იმედს რომ ჩემთან ბედნიერი იქნები. - შენთან ყოფნაც კი საკმარისი, იქნება ჩემი ბედნიერებისთვის. - მხოლოდ ეს არ კმარა ბედნიერებისთვის. - ჩემთვის კმარა. _ წინ დაუდგა გოგოს. - კარგი. კარგი ვცადოთ, მაგრამ თუ არაფერი გამოგვივიდა. - არაუშავს, გვეცოდინება რომ ვცადეთ მაგრამ არაფერი გამოვიდა. - კარგი. _ იღიმის. - მე წავალ თორემ გვიანია. _ ბიჭს ემშვიდობება და იქაურობას მალევე სცილდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.