შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

We Are Young (6)


18-11-2018, 02:07
ნანახია 1 087

6)
თათია
_________
- მუშაობ, ცუნცულ? - კატოს ხმაში ყურმილს მიღმაც კი ვამჩნევ ღიმილს.
- ამ წუთას მივედი ბარში, ქართულზე ვიყავი - ბარის კარს ვაღებ და მყუდრო სივრცეში შევდივარ. ყველაფერი კომფორტს და სითბოს ასხივებს. ტრადიციულად, დახლთან თიკა და დაჩი მორიგეობენ. თიკა ავანგარდულობას ასხივებს, დაჩის სასიამოვნო ღიმილი კი მის თავმდაბლობაზე მეტყველებს. ხელის ქნევით ვესალმები მათ და ისინიც ღიმილით მპასუხობენ შორიდან. დღეს საკმაოდ ცოტა ხალხია ბარში. ორიოდე წყვილს შორის ჩვეულ ადგილზე მჯდომი დემეტრეც ჩანს, მაგიდაზე ლეპტოპი უდევს და ცხრილებს და გრაფიკებს ჩასჩიჩინებს. დღე არ გავა, ამ ბარში, ამ მაგიდასთან არ იჯდეს რამდენიმე საათით.
„მოცლილია“ - ვბურდღუნებ და ჩემკენ მომართულ მის მზერას დაბნეული თავის დაკვრით ვპასუხობ, ისიც იმავეს იმეორებს.
- ბევრი ხალხია დღეს? - ყურმილში კვლავ ჩამესმის კატოს ხმა - რაღაც შემოთავაზება მქონდა.
- არა, არც ისე. რა შემოთავაზება?
- დაავლე ხელი შენს ნივთებს, სთხოვე უფროსს, გამოგივლით და ერეკლესთან ამოგიყვანთ, საბაც მოვა და გაგაცნობ მაგ გადარეულს. - პირი უკვე იმის სათქმელად ღია მაქვს, რომ შეუძლებელია - არა, ხმა არ ამოიღო, არ შემაწყვეტინო. შემიძლია დავურეკო შენს უფროსს, გაგიმართლა, რომ ვიცნობ..
- შენ დემეტრეს იცნობ. დე-მე-ტრეს - ვუმარცვლავ - თუმცა აქ ბატონი ირაკლია მხოლოდ, და მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ. ჯერ მხოლოდ 5 დღე ვიმუშავე და უკვე გათავისუფლებას ვერ მოვთხოვ.
- ერთ დღეს მხოლოდ ბენდმა იმღეროს, არა უშავს. - ბურდღუნებს კატო - არ მაინტერესებს, ვურეკავ დემეტრეს, რომ მოაგვარებს, მოგწერ. საბა გამოგივლის 1 საათში ბარში და წამოგიყვანს...
- კარგი, კარგი, ნუ დაიქოქე - მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება უჭირს უკვე ჩემს ტვინს - საბას არ ვიცნობ..
- ერთადერთი და განუმეორებელია, არავისში აგერევა. თავზე ცეცხლწაკიდებული ბიჭი რომ შემოვა ბარში, გაექანე და უთხარი, მე თათია ვარო. ეეჰ, წითურების ქიმია..
- რა? რა ქიმია..
- არაფერი, დროებით, წვენი ამოაყოლეთ - სიტყვებს ერთმანეთს აყრის და მითიშავს.
„სულელი“ - ვბურდღუნებ და ტელეფონს ჩანთაში ვაბრუნებ.
ოციოდე წუთის შემდეგ თავისი კაბინეტიდან გამოსულ ბატონ ირაკლის ვხედავ, რომელიც ჩემკენ მოემართება და მამცნობს, რომ დღეს შემიძლია ადრე წავიდე.
მადლობას ვუხდი. დარჩენილი დროის განმავლობაში მშობლებს ვაცნობ სიტუაციას, თიკასთან და დაჩისთან ერთად თავს საუბრით ვიქცევ და შეკვეთების მიტანაშიც ვეხმარები.
- ბატონი დემეტრე გეძახის, თათია - დაჩი მოდის დახლთან და მეც მის მიერ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე დემეტრეს მაგიდისკენ მივიწევ.
- გისმენთ.
- დაჯექი - ვჯდები და ტელეფონს მაგიდაზე ვდებ - კვირის ბოლოს ზუგდიდში წასვლის პირობა კვლავ ძალაშია, არა? - კვლავ ლეპტოპს ჩასჩიჩინებს უკაპიუშონო კაპიშონიანი და ნორმალურად ყურადღებას არც მაქცევს.
- დიახ, რა თქმა უნდა - თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ მელაპარაკება და არც კი მიყურებს, ინტერესის ღირსადაც არ მთვლის და ბარში მსხდომი ადამიანების თვალიერებას ვიწყებ.
- საღამოსკენ წავალთ და ღამე გვიან წამოვალთ - საუბარს განაგრძობს დემეტრე, თუმცა ჩემს ყურადღებას ბარში შემოსული წითური ბიჭი იქცევს, რომელიც დახლთან მიდის. მისი ტუჩების მოძრაობით ვერაფერს ვხვდები, თუმცა დაჩი ხელს ჩემკენ იშვერს და ვხვდები, ეს ის საბაა, ვისზეც კატო მელაპარაკებოდა.
საბა ჩემკენ მოემართება, მეც ფეხზე ვდგები და ისიც კარგა ხნის ნაცნობივით გულმხურვალედ მკოცნის ლოყაზე.
- თუ საქმეებს მორჩი, წავიდეთ..
- კი, რა თქმა უნდა - უემოციო დემეტრესკენ ვბრუნდები და რაღაც დამშვიდობებისმაგვარს ვჩურჩულებ, შემდეგ თიკას და დაჩის, ინტერესიანი მზერებით რომ შემოგვცქერიან, ხელს ვუქნევ. ბარის კარს ნამდვილი ჯენტლმენივით მიღებს და თავისი მანქანისკენ მიმითითებს.
- წვენი უნდა ავუყოლოთ - ვახსენებ მე.
- ერეკლეს სახლთან მაღაზიაა და იქ შევიაროთ - მიცინის ისიც - სულ ესეთი მშვიდი ხარ? კატო ისეთი გადარეულია, და შენ რომ ჩუმად ხარ, დარწმუნებული არ ვარ, რომ თათიას ნაცვლად სხვა არ წამოვიყვანე..
- არა არა, ნამდვილად მე ვარ - თავს ვიმართლებ - სანამ გავშინაურდები, შედარებით მშვიდი ვარ, კი.
- მაშინ ჩათვალე, რომ უკვე 3 წელია მიცნობ და გაგიმარტივდება - გამოსავალს პოულობს ის - მოდი, ერთი-ორ სიტყვას ერეკლეზეც გეტყვი და იმასთანაც მალე გაშინაურდები, კარგი?
- კარგი, აბა, გისმენ.
- ერეკლე მე არ მგავს - იწყებს საბა - ცვალებადია, ხან სერიოზული, ხან მხიარული, ცოტა კარიერისტია, მაგრამ გარშემო მყოფებს აფასებს და გვერდში უდგას. ხან მუდოა, მაგრამ მაინც ჯიგარია, რა. როგორც შენ და კატო ხართ განსხვავებული მეგობრები, დაახლოებით ისე ვართ მე და ერეკლეც. კატოს ძმა, თორნიკე ხომ საერთოდ. ჩვენი არითმეტიკული საშუალოა, რა. ბევრს ვლაქლაქებ, ხომ?
- არა, არა - ვიცინი მე - უფრო სწორად, კი, მაგრამ კარგია. მე მოსმენა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
- მაგრამ თორნიკე აქ არ იქნება დღეს - აგრძელებს საბა - რაღაც კამათი მოუვიდათ მას და კატოს, იცი ალბათ..
- კი, რა თქმა უნდა. მაგრამ არ ღირს ნერვიულობად. გადაუვლის ორივეს და შერიგდებიან.
ამ ლაპარაკში ვაღწევთ ერეკლეს სახლს, მაღაზიაში წვენებს და სასუსნავებსაც ვყიდულობთ და ლიფტით ავდივართ მეექვსე სართულზე.
კარს ერეკლე გვიღებს, რომელიც თავიდან ბოლომდე ფქვილშია ამოსვრილი. სახლში ისეთი დამწვრის სუნი დგას, ამოსუნთქვას ძლივს ვახერხებთ.
- მოდით და კარები ცოტა ხნით ღია დატოვეთ - სახლში გვიძღვება ის და მე მომმართავს - შენმა დაქალმა აიჩემა, ჩვენით გამოვაცხოთ კექსიო და, აი შედეგსაც ხედავთ.
- ჰგავს ეგ ჩემი დაქალის საქციელს - მეცინება მე, შემდეგ კი საბას ვუბრუნდები და ვუხსნი. ერეკლესაც ესმის - სპეციალურად აკეთებს ისეთ რამეს, რაც არ გამოსდის. მოკლედ, საკუთარ თავს ეჯიბრება. თუ გამოუვა, რა კარგი, თუ არა და, შედეგად მოტეხილ ხელს, ჩამსხვრეულ ნეკნებს ან აი, ამას, ვიღებთ.
- ჰგავს ეგ შენი დაქალის საქციელს - მაჯავრებს ერეკლე. მეც მეცინება.
- აი, გაშინაურდი - უხარია საბას.
როგორც იქნა, სახლიდან დამწვრის სუნი ქრება, კატოც ხელს იქნევს, არ გვჭირდება კექსებიო და ჩვენთან შესახვედრად გამოდის. მე და საბა დივანზე ვსხედვართ, ის კი გამორბის და პირდაპირ ჩვენზე ხტება, შემდეგ კი წონასწორობას ვერ იკავებს და დივნიდან ხალიჩაზე ებერტყება. გადარეულია.
- დღეს ვსვამთ - წამოდგომის გარეშე , სერიოზული სახით ამბობს კატო.
- დაოკდი, პატარა, ალკოჰოლიკებს ცუდი მომავალი აქვთ - დასცინის ერეკლე, ძირს დავარდნილ კატოს ხელს ავლებს და ფეხზე წამოდგომაში ეხმარება - კარგად ხარ, ხო? ნეკნებიც მთელია და ფეხის თითებიც, ხო?
- არა, რა. არ უნდა მოგვეყოლა შენთვის ჩემი მარცხების შესახებ - ბუზღუნს იწყებს კატო.
- ისედაც, რაც ჩემთან გადმოხვედი, ორჯერ მიარტყი შუბლი მაცივრის კარს და სამი ჭიქა გატეხე.
- მითვლი, ხო? - ბალიშს ესვრის კატო ერეკლეს - აგინაზღაურებ ყველაფერს, იმ მაცივრის მისაკრობის და ცალი წინდის ჩათვლით, არაუშავს.თორე შენს ყბაში ჩავარდნა გარანტირებული მაქვს. მაგრამ ახლა ეგ ყველაფერი არ მაინტერესებს, ახლა მთავარი დალევაა. დაასხით!
- ღმერთო ჩემო - ხმადაბლა ბუზღუნებს ერეკლეც და კონიაკს ჭიქებში ასხამს.
- აბა, ის უჟმური როგორაა? - აჟიტირებული მეკითხება კატო - კიდე ნერვებს გიშლის? ბურდღუნებს ხოლმე თავისთვის?
- ეე, მე მეგონა ბურდღუნი მარტო მე შემეძლო - იბღვირება ერეკლე და ჩემკენ ბრუნდება - ჩემთან მიმართებაში ხმარობს ხოლმე ცნება ბურდღუნს..
- არ ბურდღუნებს, საერთოდ არ მიმჩნევს - ვყვები მეც - როცა საქმე აქვს ჩემთან, ან საქმე არ აქვს და ვინმესთვის ნერვების მოშლა სწადია, მხოლოდ მაშინ ვახსენდები. მაგრამ ახლა არაა ამის განხილვა საჭირო. როგორც თავად ალკოჰოლიკმა განაცხადა, ახლა მთავარი დალევაა - სიცილს ვერ ვიკავებ და კიდევ ერთ ჭიქას ვცლი.
დარჩენილი საღამო კარგად ვერთობით. ბევრს ვსვამთ და სულელურ თამაშებს ვთამაშობთ, დრამას ვრთავთ, მაგრამ ყველა სევდიან მომენტზე ვიცინით და უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს. ზედმეტად სასიამოვნო გარემოა იმისთვის, რომ რამემ ჩაგვაშხამოს. ერეკლე და საბა ძალიან კარგი ადამიანები არიან, მათთან სწრაფად ვიხსნები. ოთხივე დივანზე „ვყრივართ“, ტელევიზორს შევცქერით სიცილ-ხარხარით, თუმცა ეჭვი მეპარება, ხვალ რომელიმე ჩვენგანს ფილმის სათაური მაინც გვახსოვდეს.
საათი უკვე შუაღამეს აჩვენებს და ჩვენც სიმართლე თუ მოქმედების თამაშში ვართ გართულები, როცა კატოს ტელეფონი რეკავს.
- შენს უფროსს ჩემთან რა უნდა? - ტელეფონს სტაცებს ხელს კატო და გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ სიცილით პასუხობს - გისმენ დემეტრე.. კი, აქაა.. ვსვამთ ხო.. არა - იცინის კატო - კარგი, ვეტყვი. მოგწერ მისამართს.. დროებით..
და თიშავს.
სამი წყვილი თვალი გაფაციცებით შესცქერის კაატოს, ის კი ხმას არ იღებს.
შემდეგ ხმადაბლა ამბობს :
- გაგათავისუფლეს.
- რაა? - ფეხზე ვდგები მე, თუმცა წონასწორობა მერღვევა და ისევ ვჯდები - რატომ? რისთვის? ანუ.. რა მიზეზით?
რამე ისეთი გავაკეთე და არ მახსოვს? ისედაც ყველაფერი მერევა გონებაში და ახლა იმის გახსენებაც მიჭირს, თუ რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან.
- კარგი ხო, ვხუმრობ - კაკანს იწყებს კატო.
- დებილო უსინდისო !!! - ბალიშს ვესვრი მას და მეც სიცილი მიტყდება.
- ტელეფონი დარჩაო, შენი უჟმური დემეტრე მაქეთ მოდის, მისამართი მომწერე და მოგიტანთო - აბოლოვებს კატო და მისამართს კრეფს ტელეფონზე - მაგრამ მთავარი ეს ყველაფერი არაა.. მთავარი დალევაა, მოდით დავლიოთ ჟანრი დრამის შემქმნელების სადღეგრძელო, რადგან ამ ჟანრის ფილმები ყოველთვის ეხმარებიან მთვრალ ადამიანებს სიცილში - კვლავ კაკანი უვარდება კატოს.
ის ფეხზე დგას, თუმცა კოორდინაციის დარღვევის გამო ადგილზე ირწევა. ერეკლე ჩასაფრებულივით უყურებს, როდის დაკარგავს წონასწორობას, რომ დაიჭიროს და შემდეგ მაგრად დასცინოს.
„ ან უბრალოდ მასზე ზრუნავს“ - გონების ხმა ჩამესმის.
- ჰოო, ეგეც შესაძლებელია - ხმამაღლა ვპასუხობ გონების ხმას.
- ვის ელაპარაკები? - სამი წყვილი თვალი ახლა მე შემომცქერის გაკვირვებით.
- მმმ.. ჩემს თავს, მგონი - დარცხვენით ვამბობ და სამ ახარხარებულ ადამიანს სიცილში ვყვები.
- მგონი, მოვიდა - ოციოდე წუთის შემდეგ სამზარეულოდან გვეძახის ერეკლე.
- ჩამოგყვები, თუ გინდა - საბა სიცილით დგება - მარტო ჩააღწევ?
- თათ, ჩადი და ამოიყვანე, გავიცნობთ - „გენიალური“ იდეა ებადება კატოს, ერეკლეც კვერს უკრავს.
- რა? არა, არა და არა - უარვყოფ მე - ამოვა და თქვენც მოგშხამავთ თავისი უჟმურობით.
- ნუ აჭარბებ - მიბღვერს კატო და ცივი წყლის ბოთლს შუბლზე იდებს - ქალაქის მეორე ბოლოდან მოვიდა შენთვის ტელეფონის წამოსაღებად!
- ისედაც აქეთ მოდიოდა! - ბრაზი მიპყრობს მე.
- ნუ წუწუნებ, დროზე, ჩადი და ამოიყვანე - ერეკლე და კატო გულხელდაკრეფილები შემომცქერიან.
- დროზე ჩადი და ამოიყვანე - ვაჯავრებ მათ და კარისკენ ბარბაცით მივდივარ - არ მინდა გამოყოლა - ვუბღვერ ჩემკენ მომავალ საბას - ჩემითაც ჩავალ, არ ვარ მთვრალი..
კიბეებზე ჩასვლას დაახლოებით 15 წუთს ვანდომებ. არ დამავიწყდეს, იმ ადამიანის სადღეგრძელო უნდა დავლიო, ვინც მოაჯირები გამოიგონა. გარშემო ყველაფერი ტრიალებს, მოაჯირზე ჩამოკიდებული მივუყვები კიბეებს და ჯერ კიდევ კატოზე განაწყენებული უაზრობებს ვბუზღუნებ.
- საღამო მშვიდობის - სადარბაზოდან გასვლისთანავე თავისი მანქანიდან გადმოდის კაპიშონიანი.
მაქსიმალურად ვცდილობ, დავმალო ის ფაქტი, რომ ყველა გამოსახულებას გაორებულად ვხედავ და სწორ ხაზზე სიარულს ვცდილობ. მისკენ მივდივარ. ესეც ასე, ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი. მარცხენა, მარჯვენა.
იქნებ მაშინვე გამოვფხიზლდი, როგორც კი სუფთა ჰაერზე გამ...
ჯანდაბა. ფეხს ჩემივე ფეხს ვადგამ შემთხვევით და წონასწორობას ვკარგავ, კაპიშონიანს სწრაფი რეაქცია აქვს, ხელს მხვევს და წონასწორობას მანარჩუნებინებს. წამით მასთან ისე ახლოს ვხვდები, გულისცემის სიხშირე პიკს აღწევს, თითქოს ყურში fun-ის we are young ჩამესმის კვლავ და ახლა ისევ ციცინათელებით გარშემორტყმულ მდელოზე უნდა აღმოვჩნდე. ისე, ვაღიაროთ, საწინააღმდეგო არც მაქვს.
- ფრთხილად, ფრთხილად - მყარად დადგომაში მეხმარება დემეტრეს ხმა და ფიქრებიდან მაფხიზლებს - შენ რა, დალიე?
- არა - თავს ვაქნევ - არა, არა, არა - თავს კიდევ უფრო სწრაფად ვაქნევ, სანამ თავბრუსხვევას არ ვგრძნობ..
- ჰო, რა თქმა უნდა - ეღიმება მას და მეც გაშტერებული შევყურებ - წვეთიც არ დაგილევია..
- სხვა გზა არ მქონდა - ახსნას და თითების მტვრევას ვიწყებ მე - ანუ.. ვთქვით რო.. დღეს საააერთოდ არაფერია მნიშვნელოვანიო.. და მმმ.. მარტო ვსვამთო.. მეც განტვირთვა მინდოდა , მეტი არაფერი..
ლოყები აწითლებული მაქვს, თვალები მეხუჭება და თმაც, ვგრძნობ, აბურდული მაქვს. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად არ მინდოდა დემეტრეს ნახვა, რომელიც, ისედაც, დარწმუნებული ვარ, მუდმივად ხალისობს ჩემზე და ჩემს დაბნეულობაზ და რომელიც, ახლაც უცნაურად მზრუნველი მზერით მიყურებს, რათა არ მაგრძნობინოს, რომ ჩემზე მხოლოდ „რა საცოდავია“ს ფიქრობს.
- მადლობა, რომ ტელეფონი წამომიღე - მის გვერდით ვდგები და მანქანას ვეყრდნობი - ისე.. მმმ.. არ.. არ ველოდი, სიმართლე გითხრა.. ანუ .. შენ თავს.. შენ რო.. თავს შეიწუხებდი ასეთი.. ასეთი რამის გამო.. - თვალები სულ უფრო მეხუჭება - აუ.. მეძინება, იცი? მარა.. შენ უნდა ამოხვიდე..
- რა? - ჩემს ლაპარაკზე ეცინება დემეტრეს.
- უნდა ამოხვიდე.. თორე.. კატო მცემს მე.. და შენც გცემს.. მართლა გცემს.. ხო ამოხვალ?
- მმმ - ყოყმანობს ის - თუ.. შენ თუ გინდა, ამოვალ..
- მაშინ წამოდი - წინ ვდგამ ნაბიჯს და ხელით ვანიშნებ, მომყევი-მეთქი - კატო ჩემი .. ჩემი საუკეთესო მეგობარია.. ყვეელაზეე... ყვეეელაზე საყვარელი ადამიანია მსოფ..
ჯანდაბა. საინტერესოა, როგორ დადიან ადამიანები ისე, რომ თავიანთ ფეხს მეორე ფეხს არ ადგამენ. დავინტერესდი, რადგან მეორედ დამემართა მსგავსი რამ, მეორედ გადამარჩინა კაპიშონიანმა უჟმურმა, მეორედ აღმოვჩნდი მის მკერდს აკრობილი, გულაჩქარებული და დაბნეული.
- ფრთხილად - ზურგიდან მიბიძგებს დემეტრე- სად გეჩქარება, ცოტა ნელა იარე და მოტეხილობებსაც არ მიიღებ..
- ჰო, კარგი - კვლავ ვბორძიკობ. როგორღაც კიბეებამდე ვაღწევ, და აი აქ არის კოშმარის დასაწყისი - არ მინდა.. დახმარება.. ჩ..ჩემითაც ვივლი..
მის დახმარების მცდელობებს უარით ვპასუხობ.
- ნუ მოდიხარ.. ჩემთან ახლოს.. მერე.. მერე კიდე გადაიღებ.. რამე ფოტოებს.. და.. რამე .. რამე შარში გამხვევ კიდე..
- მაგის მართლა გეშინია? - ეღიმება კაპიშონიანს.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
- ბევრს ნუ ბოდიალობ, დაგეხმარები - სერიოზული სახით მეუბნება დემეტრე.
მის ორივე ხელს ჩემი წელის გარშემო ვგრძნობ. კიბეებზე ასვლაში მეხმარება. მხოლოდ მკერდამდე ვწვდები და ამის გამო მისი ნიკაპი მოძრაობისას ჩემს თმას ეხება.
რთულია მიზეზის განსაზღვა, თუმცა ფაქტია, ეს ადამიანი ჩემში შინაგანი ქაოსის გამომწვევია.
კარი ღია გვხვდება. კარში შესვლა და სამი ადამიანის ფეხზე ბარბაცით წამოდგომა ერთია. წამით სიჩუმე ვარდება, დემეტრე დაკვირვებით ათვალიერებს საზოგადოებას, შემდეგ მე მიყურებს.
- მმ.. - ვხვდები, რომ უნდა წარვადგინო - ეს.. ეს დემეტრეა.. ჩემი.. ჩემი..
ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოვიხსენიო იგი : ჩემი დამშანტაჟებელი თუ ჩემი ნერვების მომშლელი?
- მისი მეგობარი - აბოლოვებს დემეტრე მკვეთრი ხმით და სამივეს ხელს ართმევს.
აჰაა.. ახლა მეგობარი გახდა, ხომ?
- მე კატო ვარ - სიცილით ეჭრება კატო და საუბარს აბამს, თუმცა მათი ხმა მხოლოდ ბუნდოვან ლაქლაქად ჩამესმის, დივანთან მივდივარ და ვჯდები, თავბრუსხვევა რომ შევაჩერო. ცოტა ხანში საბაც გვერდით მიჯდება.
- დღეს აქ რჩები? - მესმის დემეტრეს ხმა.
ვერ ვაზროვნებ და ვერ ვაცნობიერებ, რომ მე მეკითხება. როცა შეკითხვას მიმეორებს, მხოლოდ მაშინღა ვიყურები მისკენ.
- მე.. მე მეკითხები? - ის თავის დაქნევით მპასუხობს.
- არა, წავალთ ცოტა ხანში - ჩემს მაგივრად პასუხობს საბა.
- შენ მიგყავს? - ეჭვნარევად კითხულობს დემეტრე და მზერას მონაცვლეობით გვისწორებს.
- კი - კვლავ საბა პასუხობს.
- მაგრამ შენ ნასვამი ხარ - სერიოზულდება დემეტრე.
- არც ისე ნასვამი ვარ, რომ ვერ წავიყვანო.
დემეტრე ჩემკენ ბრუნდება, წამით ფიქრდება, თითქოს რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, შემდეგ კი მტკიცედ ამბობს:
- მე წაგიყვანთ.
- მმ... მაგრამ.. - ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას.
- მე წაგიყვანთ - კიდევ ერთხელ იმეორებს დემეტრე.
ცხადია, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. მე ისევ ისეთი სულელი ვარ და დემეტრეც ისევ ისეთი შანტაჟისტია, როგორც უწინ.
ოციოდე წუთში კაპიშონიანი უკვე თავისი მანქანისკენ მიგვიძღვის. ამჯერად საბა მეხმარება სიარულში, მანქანის უკანა კარს მიღებს და ჩემს გვერდით თავსდება.
- მიმიხედე ჩემს გოგოს - მიმართავს კატო საბას და ხელის ქნევით გვემშვიდობება. მანქანა ადგილიდან იძვრის.
- მიგიხედავ - სიცილით მიჩეჩავს საბა თმას და დემეტრეს მისამართს ჰკარნახობს - ხომ არ ჯობია, ჯერ თათია მივიყვანოთ?
- შენ აქვე ცხოვრობ, თათია უფრო შორს. გზა რატომ უნდა დავიგრძელოთ? - კუშტი გამომეტყველებით კითხულობს კაპიშონიანი.
- მმ.. უბრალოდ, მარტო რომ არ იმგზავროს თათიამ, ამიტომ ვთქვი - განმარტავს საბა - თორემ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს..
- მარტო? - ირონიული ღიმილი ისახება დემეტრეს სახეზე - მარტო რატომ? მე აქ არ ვარ?
ცოტა არ იყოს, აურა იძაბება. დემეტრეს უჟმურობის ამბებმოსმენილ საბას არც ისე სანდომიან ადამიანად მიაჩნია იგი და ვხვდები, სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვის თავიდან ასაცილებლად ჩემი ჩარევაა საჭირო:
- მმ.. რადგან საბა.. აქ.. აქვე ცხოვრობს, ჯერ ის მივიყვანოთ - ხმას ვიწმენდ და მივმართავ დემეტრეს, ისიც თავს მიქნევს. რამდენიმე წუთში საბას კორპუსთან ვჩერდებით.
- აბა, კარგად. მადლობა, რომ მომიყვანე, ძმაო - ხელს ართმევს დემეტრეს, შემდეგ ჩემკენ ბრუნდება - გამიხარდა შენი ნახვა, თათია. ხომ იცი, წითურებს განსაკუთრებული ქიმია აქვთ - სიცილი გვივარდება და ლოყაზე კოცნით ვემშვიდობებით ერთმანეთს.
სარკეში ვხედავ, დემეტრე ჩვენს სისულელეებზე როგორ ატრიალებს თვალებს.
მანქანა კვლავ იძვრება ადგილიდან.
რამდენიმე წუთით სიჩუმე ვარდება მანქანაში. თავი საქარე მინისთვის მაქვს მიდებული და გარემოს ვათვალიერებ. გარეთ ბნელა, ირგვლივ იდუმალი სიჩუმეა. იმის გაფიქრებაზე, რომ ახლა, შუაღამისას, კაპიშონიანის მანქანაში ვზივარ მარტო, ნასვამი, გულწრფელი და დაბნეული, უხერხულობის შეგრძნება მეუფლება.
- თუ გინდა, მუსიკას ჩავრთავ - სიჩუმეს არღვევს დემეტრე. დაბნეული თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
- არ მომწონს ეგ ბიჭი - თითქოს ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მტკიცედ მეუბნება ის.
- რ.. რაა? - პირი ღია მრჩება - შეუძლებელია.. ვინმეს სსაბა არ მოსწონდეს.. ის ხომ.. ის ხომ ასეთი..
- უპასუხისმგებლოა! - კიდევ უფრო მტკიცედ ამბობს დემეტრე.
- რა.. რა სისულელეა!
- ნასვამი აპირებდა შენს წამოყვანას, თათია!
- აარც.. არც ისეთი ნასვამი.. - მის გამართლებას ვცდილობ მე - თან.. ამ დროს.. ქალაქში.. არც.. არც ისე დატვირთული მოძრაობაა.. ანუ.. არაფერი.. არ..
- ნუ ცდილობ მის გამართლებას! - ღიზიანდება დემეტრე - ჩემთვის სრულებით ცხადია, რომ არასერიოზული და წინდაუხედავი ადამიანია. როგორც გინდა გაამართლე, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
- მაგრამ.. მაგრამ.. წითურების ქიმია - ხმადაბლა ვბურდღუნებ ჩემთვის.
- ჰო, რა თქმა უნდა - თავისთვის ბურდღუნებს ისიც - მოვედით. რომელ სართულზე ცხოვრობ?
- მმ.. მესამე.. - მანქანიდან გადმოსვლაში მეხმარება და სადარბაზომდე მაცილებს.
- შეძლებ შენით ასვლას?
- კი.. - კიბეებზე ბორძიკით ვიწყებ ასვლას, შემდეგ ვბრუნდები - მმ.. მე.. მადლობა..
დემეტრე მკრთალად იღიმის და თავს ნელა მიქნევს დამშვიდობების ნიშნად.
უკან აღარ ვიყურები, ნელა ვაგრძელებ კიბეებზე ასვლას.
„მაინც დამავიწყდა მოაჯირების შემქმნელის სადღეგრძელოს დალევა“ - კარის წინ მდგომი ვბურდღუნებ ხმადაბლა და კარს გასაღებს ვარგებ.

კატო
__________
- დარწმუნებული ხარ, რომ კექსის ცომს ასეთი ფერი უნდა ჰქონდეს? - ეჭვიან მზერას ავლებს ერეკლე გამოსაცხობად გამზადებულ მოყავისფრო მასას.
- ეს კაკაოს კექსია - დარწმუნებით ვპასუხობ - კაკაო ყავისფერია, ანუ კექსიც ყავისფერი იქნება..
- ერთი რაღაცის გაგება მინდა.. - ერეკლე ფორმებში კექსის ცომის ჩასხმას იწყებს.
- რის? - როგორც იქნა, კექსს აეროღუმელში ვათავსებთ და ლოდინს ვიწყებთ.
- საბოლოოდ, სამყარო იმსახურებს, გაიგოს, მე უფრო უარესი მზარეული ვარ, თუ შენ - თმას მიჩეჩავს ის.
- სამყარომ ეგ ჯერ კიდევ მაშინ გაიგო, ერთმა ინდივიდმა მწვანე ერბოკვერცხი რომ მოამზადა - ნიშნს ვუგებ ენის გამოყოფით.
- სალათს მარილის ნაცვლად სოდა და პილპილის ნაცვლად კაკაოც მოაყარა ერთმა ინდივიდმა..
- ტოსტების დანახშირებაზე რომ არაფერი ვთქვათ - არ ვუსმენ და ვაგრძელებ ლაქლაქს.
- და ვიღაცამ - რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა არ ვამთავრებინებ.
- და ბლენდერს სახურავს თუ არ დააფარებ, მთელი ათქვეფილი მასა რომ გარეთ გამოვა, ეგეც სასწავლი გაქვს..
- შენ კიდევ...
- და როცა ყავას ადუღებ, ყოველთვის გადმოდის...
- მე ყოველ ნაბიჯზე ფინჯნებს მაინც არ ვამტვრევ - ნიშნს მიგებს.
- აბა აბა აბა - თითის აწევით ვაფრთხილებ - ჩვენ მზარეულობაზე ვსაუბრობთ. და თუ შენ შეგიძლია საჭმლის მასალად ფინჯნები გამოიყენო, მგონი ისედაც ცხადია, ვინ არის უარესი მზარეული..
- ბლა-ბლა-ბლა - დაჯღანვით მაჯავრებს ერეკლე, მდუღარე წყალს ყავას ასხავს და თავისთვის ბურდღუნებს ხმადაბლა.
- მოდი, დღეს საღამოსთვის ფინჯნების სალათი მოვამზადოთ - დუმილის შემდეგ ვამბობ და ერეკლეს გაღიზიანებულ სახეზე და ჩემს ხუმრობაზე ერთდროულად მიტყდება სიცილი.
- მე უკეთესი იდეა მაქვს - ჩემკენ ზურგით მდგომი ერეკლე ავისმომასწავებელი ხმით ამბობს, უცებ ბრუნდება და სახეზე მუჭით ფქვილს მაყრის.
- ეს არ შეგრჩება - გაბრაზებული ვყვირი, სწრაფად ვიწმენდ სახიდან ვფქვილს და ამჯერად კაკაოს ვაყრი სახეში - დეჟა-ვიუ მაქვს პროდუქტებით ჩხუბზე - კაკანს ვიწყებ.
ერეკლეც მარდად იწმენდს სახიდან კაკაოს, შურისმაძიებლურ მზერას იღებს და ჩემკენ მოემართება. ვცდილობ, გავიქცე, თუმცა თავის ძლიერ ხელს მხვევს წელზე და კარადას მაკრავს. მთელი სხეულით მეყრდნობა, ისე, რომ განძრევასაც ვერ ვახერხებ და ღუტუნს იწყებს.
- არა.. გთხოვ.. ჰჰა.. გეყოო.. კარგი.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამომდის პირიდან სიტყვები, ვიკლაკნები და ვცდილობ, რამენაირად ხელიდან დავუსხლტე. თუმცა, ეს შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის, და მათ შორის იმის გამოც, რომ ფქვილშეყრილი თვალებიდან ნორმალურად ვერაფერს ვხედავ.
- თევზივით ფართხალებ - მის სიტყვებზე მეცინება, თავადაც ეცინება, წამით ასუსტებს ძალას და ყურადღებას და მეც ხელს ვკრავ. ის წონასწორობას კარგავს და ბარბაცით იხევს უკან, მე კი გაქცევას ვცდილობ. სამზარეულოს მეორე ბოლოსკენ გავრბივარ, თუმცა ერეკლე მალე მოდის გონს, კვლავ მომდევს და ხელს მჭიდებს. ამ ალიაქოთში მეც ვკარგავ წონასწორობას, შემთხვევით ახლადდასხმულ ყავის ფინჯანს ვედები და დაახლოებით ოთხმოცგრადუსიანი სითხე მარცხენა ხელზე მესხმება. ფინჯნის ძირს დაცემის ხმა სახლში ექოდ ვრცელდება.
- ესეც მესამე გატეხილი ფინჯანი ამ სახლში ცხოვრების განმავლობაში - ხმადაბლა აღნიშნავს ერეკლე და მიახლოვდება.
ერთს ვსლუკუნებ და კივილს ვიწყებ. ხელი ისე მეწვის, თითქოს ადუღებულ ზეთში
ჩამეყოს. ადგილზე ვხტი და ხელისთვის სულის შებერვას ვცდილობ, ტკივილისგან გონება მებინდება და არ ვიცი, რა გავაკეთო.
ანერვიულებული ერეკლე წელზე ხელს ფრთხილად მხვევს, ნიჟარისკენ მაბრუნებს და ჩემს აკანკალებულ ხელს ცივი წყ’ლის ნაკადის ქვეშ ათავსებს. უცაბედი ნაკადი კიდევ უფრო მწვავს.
ერეკლე ჩემს უკან დგას, მთელი სხეულით მეყრდნობა, ცალი ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული, მეორეთი ჩემი ხელი უკავია ცივი წყ’ლის ქვეშ. ნიკაპით მხარზე მეყრდნობა და დამამშვიდებელ სიტყვებს ჩურჩულებს. და სწორედ ახლა ვფიქრობ, რომ ხელი ხშირად უნდა დავიწვა ხოლმე.
ვფიქრობ, რომ ამ ტკივილის ატანა ღირს იმ ფორიაქად და იმ აღელვებად, რასაც ეს ადამიანი იწვევს ჩემში.
- ჩუ.. აი ასე.. ჩუ.. - დამამშვიდებელივით მოქმედებს მისი ხმა - ცოტაც.. ცოტაც მოითმინე.. უცებ გაგივლის, აი ნახავ..
ტელევიზორის წინ, დივანზე ვსხედვართ. ერთიანად აწითლებული ხელი ერეკლეს მუხლზე მიდევს, თავად კი ტელევიზორს შევცქერი. მტკიცებულება იმისა, რომ ერეკლე ასე თუ ისე მიცნობს, არის ის ფაქტი, რომ იგი „რაპუნცელს“ რთავს, რათა ჩემი ყურადღება ტკივილიდან სხვა რამეზე გადაიტანოს.
- ნანახი არ გაქვს რაპუნცელი? - აჟიტირებული ვეკითხები და უარის მიღების შემდეგ გაოცებას გამოვხატავ - რანაირი ადამიანი ხარ შენ. ახლავე დავსხდებით და ვუყურებთ თავიდან ბოლომდე.
- ნუ ცანცარებ, გეტკინება - ერეკლე ნაზად მისვამს მალამოს.
მას თვალს ვარიდებ, რადგან ვიცი, თუ ერთხელ შევხედე, მზერას ვეღარ მოვარიდებ. მალამოს წასმის შემდეგ ნელა მიხვევს ბინტით. ტკივილი ოდნავღა მაწუხებს, ამიტომ კვლავ წინანდელ თემას ვუბრუნდები.
- თუ მორჩი, ახლა დროა, რაპუნცელს ვუყუროთ -რაღაცის სათქმელად გაღებულ პირზე ხელს ვაფარებ - არა, პროტესტს არ ექვემდებარება.
ყველაფერს ვივიწყებთ და მულტფილმის ყურებას ვაგრძელებთ. მთელი ემოციებით შევცქერით. დუმილს შიგადაშიგ ჩემი „აი, მეც ზუსტად ასე დავარტყი ტაფა საბას“ ან „ჩემი დარტყმა უკეთესია“ და ერეკლეს „გაჩუმდი და მაცადე ყურება“ არღვევს.
დაახლოებით მულტფილმის შუაში ვართ, როცა ერეკლე ფეხზე დგება და სამზარეულოში გარბის. წამის მეასედში მეც ვგრძნობ არასასიამოვნო სუნს და მას მივყვები. თან გზადაგზა ყვირილით ვკითხულობ : „გადარჩა? გადავრჩით?“.
სამზარეულოში შესვლისთანავე მგლოვიარის სახით მხვდება ერეკლე.
ჩვენი კექსები სრულიად დამწვარია.
კარზე ზარია, ერეკლე გასაღებად მიიწევს.
- ისე - ვიწყებ და ისიც ჩემკენ ბრუნდება - სამყაროს პასუხი გავეცით.
- რა?
- ორივე ერთნაირად საშინელი მზარეულები ვართ - დამწუხრებული ვამბობ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დანახშირებულ კექსებს დავცქერი, შემდეგ კი მეგობრებთან შესახვედრად სასტუმრო ოთახში გავდივარ.

დემეტრეს, საბას და თათიას რომ ვაცილებთ, მეც და ერეკლეც გვარიანად ნასვამები ვართ. კიბეებზე ბარბაცით, ერთმანეთის ხელის კვრით და ამაზე სიცილით ამოვდივართ და წონასწორობის დარღვევის მომენტებში ერთმანეთს ხელს ვჭიდებთ, ვეკვრით.
- შენი აზრით, თათია და საბა უფრო კარგი წყვილი იქნება თუ თათია და დემეტრე? - სულელური ლუღლუღით ვარღვევ დუმილს.
- საბა და დემეტრე - შეკავებული სიცილით მპასუხობს ერეკლე და წამში ორივეს ხარხარი გვსკდება.
ასე სიცილით ვაღწევთ ბინის კარს, შევდივართ და დივანზე ვეხეთქებით.
- ხვალ ავალაგოთ ეს ბარდაგი რა - წუწუნს ვიწყებ მე და ტელევიზორის პულტს ვწვდები - რაპუნცელი არ დაგვისრულებია.. ხმა არ ამოიღო, აუცილებლად ვუყურებთ. წერტილი. გაპროტესტებას არ ექვემდებარება.
- ოოჰ, პატარა - მებღვირება ერეკლე, შემდეგ კი „სხვა გზა არ მაქვს“ სახით მიქნევს თავს.
- ნახე, რა ვიპოვე - დივნის გვერდით მდგომ კონიაკის ბოთლს ვტაცებ ხელს - აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო! ჭიქები წამოიღე, ერეკლე, და ცოტა კიდე დავლიოთ.
- მგონი, უკვე საკმარისია, პატარა. - ეჭვნარევი მზერით დაჰყურებს ბოთლს იგი.
- კარგი, რა. ხომ ვთქვით, დღეს მხოლოდ დალევაა მთავარიო - ხვეწნას ვიწყებ მე - თან დღეს განტვირთვის დღე გვაქვს. აუცილებლად უნდა დავლიოთ.
რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ერეკლე ჩემს ნებას ჰყვება, ჭიქები მოაქვს. ვსხედვართ და რაპუნცელის სახალისო ისტორიას კონიაკით ხელში ვუყურებთ. კონიაკი და რაპუნცელი - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი კომბინაციაა.
მულტფილმი დასასრულს უახლოვდება. ბედნიერი დასასრული. რაპუნცელი თავის ოჯახს ხვდება საბოლოოდ.ჩახუტებები და ცრემლიანი თვალები. ყველაფერი კარგადაა და ვერც კი ვხვდები, რა მასევდიანებს.
- რაპუნცელი გგავს - ამბობს ერეკლე - ზოგიერთ მომენტში შენსავით გადარეულია.. თან ტაფის ჩარტყმა იცის მაგრად.. კატო.. ჰეეიი.. პატარა, რა გჭირს?
მე უბრალოდ ბალიში მაქვს ჩახუტებული და თვალებაცრემლიანებული შევყურებ ეკრანს. სიტყვა არ ამომდის პირიდან.
- პატარა, ნუ მანერვიულებ, რა მოხდა? - ერეკლე ლოყაზე ნაზად მისვამს ხელს.
ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ, ცრემლი ღაწვზე მოსრიალებს. გაჭირვებით ვამბობ:
- მე.. ჩემები მენატრებიან..
- რა?
- იცი მე.. იმაზე არ გავბრაზებულვარ, მამას რომ საცოლე ჰყავს.. არა, რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა თავიდან, თუმცა მისი ბედნიერება მნიშვნელოვანია ჩემთვის.. - ხმა მიწყდება და სლუკუნს ვიწყებ.
- ვიცი, რომ ფიქრობ შენს ოჯახზე, პატარა. თორნიკემ და მამამაც იციან ეს. -გაგრძელებისკენ მომიწოდებს ერეკლე.
- მეე.. უბრალოდ.. არ ჩათვალეს საჭიროდ.. არც მამამ.. არც თორნიკემ.. რომ მანამდე ეთქვათ ჩემთვის.. თითქოს.. თითქოს ვიღაც შეუგნებელი ვიყო... და.. და არ მინდოდეს.. რომ.. მამა ბედნიერი იყოს.. და ... თან.. თქვა.. თორნიკემ თქვა.. და.. მიყვირა.. ცხოვრებაში პირველად..
- მოდი აქ, პატარა - ერეკლე მეხუტება. მისი სხეულის სითბო ჩემს ორგანიზმშიც აღწევს. თავი მის ყელში მაქვს ჩარგული, ის კი თავის ხელს ნაზად დაატარებს ჩემს ზურგზე.
ვტირი. ხელებს უფრო ძლიერად მიჭერს, თავს ჩემს თმაში რგავს, მამშვიდებს. თითქოს სურს, მთელი ის სევდა, რასაც ვგრძნობ, შეამსუბუქოს, ჩემგან წაიღოს. მისი სხეული, მისი ძლიერი ხელები, ნაზი თითები და აჩქარებული გულისცემა მეტყველებს იმაზე, რომ მე მისთვის უმნიშვნელო არ ვარ.
არ ვიცი, რამდენი ხანი ვსხედვართ ასე, რამდენ ხანს დაატარებს ჩემს ზურგზე თითებს რიტმულად. „ყველაფერი მოგვარდება“. მჯერა მისი სიტყვების და მეტად ვეკვრი მის სხეულს. ერეკლე ლოყაზე მკოცნის. ინსტიქტურად მეც მივიწევ მისი ლოყისკენ, თუმცა, მოულოდნელად, ის თავის ტუჩებს მახვედრებს. ნაზი შეხება ჩემს სხეულში სასიამოვნო იმპულსების გავრცელებას იწვევს. ყურში ჩამესმის fun-ის we are young და თვალწინ მიდგება ყველა მომენტი ჩვენი გაცნობის დღიდან : კამათი, წუწუნი, სირბილი ოთახებში და ჩხუბი პროდუქტებით, სიცილი და მზრუნველობა.
ჩემში გრძნობების ფეიერვერკია, გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილი.
ერეკლე კი განაგრძობს კოცნას. ალბათ, იცის, ხვალ, გამოფხიზლებული რომ ინანებს ამ ნაბიჯს, თუმცა ამ მომენტისთვის ღირს შემდეგი დღეების უხერხულობა.
მშორდება. თავბრუდამხვევ ბურუსს თავს ვაღწევ და გაოცებისგან ერთ ადგილას ვარ გაშეშებული. შორს ვიწევ მისგან და დივნის სახელურს ვეყრდნობი.
- მე.. მე.. უბრალოდ.. - თმას ნერვიულად იჩეჩავს ის.
არც მე ვიცი, რა უნდა ვთქვა.
უხერხული დუმილია გამეფებული.
- მგონი.. - დუმილს ვარღვევ - ჯობია რომ.. მმ.. დავიძინებ მე..
სწრაფად ვდგები, თავბრუსხვევის გამო ლასლასით მივიწევ ჩემი ოთახისკენ. კარს ვხურავ და საწოლზე გაუხდელად ვეცემი. ერთდროულად დაბნეულიც ვარ და ბედნიერიც.
ეს რა იყო?
______________________

მოსაკლავი ვარ, ვიცი. ძალიან დავაგვიანე. ძალიან კი არა, ალბათ აღარც გახსოვთ ჩემი არსებობა. ლეპტოპი გამიფუჭდა, აღარაფერი ეშველება. ესეც მეგობრის ლეპტოპში დავწერე და იქიდან ვტვირთავ. ვეცდები, შემდეგი თავი მალე დავდო.
მადლობა, რომ მიტანთ და კითხულობთ <3
თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში <3



№1  offline წევრი salome_13

ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს. აი კატო განსხვავებულია ყველასგან და რაც მთავარია ბავშური. სულ, სულ ვარდისფერი სათვალეე... heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი izabella

კარგია, იმედია ძალიან აღარ დააგვიანებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent