შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ზღვარი " ( 1 თავი )


18-11-2018, 16:42
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 242

ვიმსხვრევი ! ისე , როგორც მინის ჭიქა და , ჩემი ნამსხვრევები ყველგანაა მიმოფანტული , მისი გამთელება და ნამსხვრევების შეგროვება კი შეუძლებელია და , რომც გამთელდეს აზრი აქ ექნება , იმ ტკივილებსა და ნაიარებებს , რომლებიც ცხოვრებამ დამიტოვა ჯერ - კიდევ , ბავშვობის პერიოდში ვერაფერი გააქრობს და დამავიწყებს . ცხოვრებაში არაფერი არ ქრება , უკვალოდ , ისე როგორც , ჩემი იარები .
სული , გული , ყველაფერი მტკივა , სხეულის თითოეული ნაწილი მტკივა , შინაგანად მკვდარი ვარ , თუმცა ვცდილობ ფეხზე ვიდგე , ჩემი საყვარელი ადამიანებისგან შორს ვარ , თუმცა ვცდილობ კარგად ვიყო , მაგრამ ხანდახან იმდენად მტკივნეულია მათგან შორს ყოფნა, რომ ვეღარ ვძლებ , ვფიქრობ : ავდგები , მივალ , ჩავეხუტები და ყველაფერს ვიტყვი , მაგრამ შემდეგ მახსენდება , რომ არ შეიძლება , რომ ამით საფრთხეში ჩავაგდებ მათ და , ისევ სიჩუმეს ვარჩევ , სიჩუმეს , რომელიც მანგრევს ! ზოგჯერ ვფიქრობ , რომ ტკივილი და უბედურება , ჩემს გენშია .
ყველაზე ძალიან ერთი რამ მინდა ... მინდა , იმ დროში შემეძლოს დაბრუნება , როდესაც ჩემს ძველ ცხოვრებას დამაშორეს , ჩემს ახლობლებს , ოჯახს , მეგობრებს , თუმცა შეუძლებელია , ეს უბრალოდ ოცნებაა , ოცნება რომელზე ფიქრშიც 10 წელი გავატარე ...

( მირა )
10 წლის წინ ...
10 წლის წინ , ჩემი ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო , მყავდა ოჯახი , მეგობრები და საყვარელი ადამიანი , რომლიც გამოც სიცოცხლის დათმობაც შემეძლო , მიყვარდა და ვუყვარდი , დაქორწინებას ვაპირებდით , ერთადერთი რაც მთელი გულით გვინდოდა , ერთმანეთის გვერდით ყოფნა იყო , სიცოცხლის ყოველი წამის ერთმანეთისთვის გაზიარება , ერთად ტირილი და სიცილი , ჩხუბი და შერგიება წრვილმანებე , თუმცა არ დაგვცადდა ...
მყავდა დედა , მამა , ძმა , და ... ჩემი ოჯახი , ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის , მათთან ერთად გატარებული დღეები , სიცილი , მნიშვნელოვანი მომენტების ერთად აღნიშვნა , ერთმანეთის გვერდით დგომა . ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ , ყოველთვის მეხმარებოდნენ უკეთესი გავმხდარიყავი , ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ბედნიერებისთვის და კარგად ყოფნისთვის .
ჩემი ძმა , ადამიანი რომელიც , მაშინ დაიბადა როდესაც ყველაფერი ცუდად იყო , მაშინ მოევლინა ქვეყანას როდესაც მეგონა , რომ უკეთესი აღარაფერი მოხდებოდა . არასდროს დამავიწყდება წუთი , როდესაც ექთანმა ხელებში ჩამიწვინა , ისეთი უსუსური და პატარა იყო , ისეთი ტკბილი და მათრობელა სურნელი ჰქონდა , გავაცნობიერე , რომ ვერ შევძლებდი მისთვის რამე მეტკინა , ვერ შევძლებდი მისგან შორს ვყოფილიყავი , მისი სურნელის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და , დავიფიცე , რომ არასდროს , არსდროს მივატოვებდი , რომ ყველაფერში დავეხმარებოდი და გვერდით დაუდგებოდი ! თუმცა , ჩემი ფიცის შესრულება ბოლომდე არ დამცადდა ..
ჩემი და .. სიმართლე გითხრათ , მასზე ბევრი არაფერი მახსოვს , როდესაც ის დაიბადა , თვითონაც პატარა ვიყავი და , ვერ ვგრძნობდი იმას რასაც , ჩემი ძმის მიმართ . არ მქონდა საშუალება წესივრად მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი , თუმცა ყოველთვის მიყვარდა , რა თქმა უნდა , ნუთუ შეიძლება ადამიანს მისი , სისხლი და ხორცი არ უყვარდეს , ნუთუ შეიძლება მას ცივად შეხედოს ? არა , არ შეუძლია ! ჩვენ , გამუდმებით ვჩხუბობდით , ვკამათობდით წვრილმანებზე .. მახსოვს , ერთხელ ზედმეტად გაბრაზებულზე მობილური ვესროლე და , რომ არ გაწეულიყო მოხვდებოდა კიდეც . იცით , ყველაზე მთავარი რა არის ? გამუდმებით ჩხუბის მიუხედავად , სწრაფადვე ვრიგდებოდით და ვივიწყებდით მომხდარს .
ჩემო მეგობრები ... ხალხი , რომლებიც სულ ჩემს გვერდით იყვნენ , რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა ყოფილიყო , არასდროს გარბოდნენ და მეხმარებოდნენ ... ბევრი საუკეთესო დღეები გვქონდა , მომენტები რომლებიც სამუდამოდ ჩემს მეხსირებაშია ჩაბეჭდილი , რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი ამოშლის , რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს , მათ დრო ვერაფერს დააკლებს . რა თქმა უნდა , იყო ისეთი დღეებიც როდესაც სხვებზე გაბრაზებული ერთმანეთზე ვიყრიდით ჯავრს , იყო ისეთი წუთები , როდესც ერთმანეთს ცუდად ვექცეოდით , თუმცა მალევე ვრიგდებოდით და , აღარც გვახსოვდა უკვე წარსულს ჩაბარებული უთანხმოება ..
მე , თუ მკითხავთ , ურთიერთობები მაშინაა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი , როდესაც არსებულ წყენასა და გაუგებრობას , ყურადღებას არ აქცევთ და , უფლებას არ აძლევთ , საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ ...
- საყვარელო , წამოდი დღეს შენი ნიშნობაა , ყველაფერი უნდა მოვასწროთ , სალონი , კაბა , მაკიაჟი ( „მარია“ - დაქალი ) - დილით სახლში დამადგა და კარდიდან ტანსაცმელი მომაწოდა .
- ვერ ვიჯერებ , დღეს „ალექსზე“ ვინიშნები ( მირა ) - ბედნიერი წამოვხტი საწოლიდან და ხტუნაობა დავიწყე .
- ვერც მე ვიჯერებ , რომ როგორც იქნა , ინიშნებით ( მარია ) - მთელი დღე სიარულში გავატარეთ , ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი და , მაინც ჯერ კიდევ , ვერ ვიჯერებდი , რომ მალე იმ ადამიანზე დავინიშნებოდი , რომლის დანახვისასაც ყველაფერი ფერადდებოდა და , სიცოცხლის სურვილი მიბრუნდებოდა .
საღამოს , გრძელი წითელი ჯაბა ჩავიცვი , უკან ამოღებული და წელში გამოყვანილი, ფეხზე კი შავი , ქუსლიანი ტუფლები .
- ჩემო გოგო , რა ლამაზი ხარ ( „ლეილა“ - დედა ) - ცრემლები ვერ შეიკავა .
- მადლობ დედა , ნუ ტირი გთხოვ ( მირა )
- ასეთს პირველად გხედავ , ყველანაირად ასხივებ ( ლეილა )
- იმიტომ , რომ უბედნიერესი ვარ ( მირა ) - მალევე რესტორანში მივედით , მთლიანი შენობა დახურული იყო , მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა . მაგიდა კი ბაღში იყო გაშლილი . მთლიანი ეზო საოცრად იყო მორთული განათებებითა და ყვავილებით , ჩემი საყვარელი ყვავილებით „კესანიებით“ ( არ დამივიწყო ) . ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო , თუმცა ყველაფერი დამავიწყდა , როდესაც მაგიდასთან მდგარი ალექსი დავინახე , რომელიც მომაჯაოებელი მზერით მიყურებდა და მიცინოდა , ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო , თუმცა შარვალ - კოსტუმში , უფრო მომაჯადოებლად გამოიყურებოდა . ვუყურებდი და ღიმილს ვერ ვმალავდი .. მომიახლოვდა და ჩამეხუტა .
- საოცრად გამოიყურები ( ალექსი ) - ყურში ნაზად ჩამჩურჩულა , რაზეც დამბურძგლა .
- ძალიან ლამაზი ხარ , მირა ( „აჩი“ - მისი ძმაკაცი და , ჩემი კარგი მეგობარი ) .
- მადლობ , აჩი ( მირა ) - ვივახშმეთ , შემდეგ კი ყველაფერი ტრადიციისამებრ მოხდა , ხელის თხოვნა და ბეჭდის გაკეთება .
- დამპირდი , რომ ამ ბეჭედს , არასდროს მოიხსნი , დამპირდი , რომ არასდროს მიმატოვებ , რადგან თუ ამას გააკეთებ , ვერ ვიცოცხლებ ( ალექსი ) - ჩემი სახე , ხელებში მოიქცია და დაჟინებით მაკვირდებოდა .
- გპირდები ! ნუთუ , შემიძლია შენი დატოვება ? ( მირა )
- არა , არ შეგიძლია ... ( ალექსი )
- მიყვარხარ ( მირა )
სახლში დაბრუნებისას ყველაფერი საოცრად იყო , მთელს დედამიწაზე უბედნიერესი ადამიანი ვიყავი , ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა , რაც ადამანს უნდა ენატრა .
1 თვის შემდეგ ...
ქორწილი ...
ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო , ჯვრის - წერის ადგილი , გადამღები , მუსიკები , კაბა , თაიგული ...
ქორწილის წინა ღამე ...
ღამით კარზე კაკუნი იყო , გავაღე და ალექსი დავინახე .
- რა ხდება , ვეღარ ითმენ ? ( მირა )
- წამოდი , შენთვის სიურპრიზი მაქვს . - თვალებზე ნაჭერი ამაფარა და წამიყვანა . - ფრთხილად კიბეა ( ალექსი )
- სად მივდივართ ? ( მირა )
- ცოტაც მოითმინე ... - კარის გაღების ხმა გავიგე და გავჩერდით , თვალებიდან სახვევი მომხსნა . - შეგიძლია გაახილო ( ალექსი ) - სახურავზე ვიყავით , ირგვლივ ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო , ძირს პლედები ელაგა , გარშემო კი ნათურები ენთო .
- ღმერთო ( მირა )
- მოგწონს ? ( ალექსი )
- ყველაფერი ძალიან ლამაზია ( მირა ) - ძირს დავწექით და მის მკერდს მთელი ძალით ავეკარი , ვგრძნობდი როგორ უცემდა გული და მსიამოვნებდა , მსიამოვნებდა , რომ მისი გულის აჩქარების ერთადერთი მიზეზი , მე ვიყავი და ყოველთვის მე ვიქნებოდი. პლედებში გახვეული ვიწექით და , ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით , რომელიც თავლის მომჭრელად ლამაზი იყო ... ვარსკვლავებისა და მთვარის თვალის მომჭრელი სიკაშკაშე , რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზ და ამოუხსნელ გრძნობას ბადებდა .
- საოცარია ( ალექსი )
- იცი ? ვერ ვიჯერებ ( მირა )
- რას ? ( ალექსი )
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და , ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ , ამიტომ მეშინია , რომ ერთ დღესაც არ წახვიდე და , არ მიმატოვო ( მირა ) - დანაღვლიანდა და, ცრემლები მოადგა , თუმცა არ იმჩნევდა .
- რომ , დაგტოვო რა მოხდება ? ( ალექსი )
- შევიცვლები ... ტირილს არ დავიწყებ და , არ გეტყვი , რომ დარჩე , რადგან უშენოდ მოვკვდები ... - ალექს გაუკვირდა .. - კი , ვიცოცხლებ , შეიძლება ბედნიერიც კი ვიყო , თუმცა ეს არ იქნება , ნამდვილი ბედნიერება . მე შევიცვლები , აღარ ვიქნები ისეთი , როგორიც ახლა ვარ ... ( მირა )
- კი , მაგრამ რატომ მირა ( ალექსი )
- მე ასეთი , შენთან ვარ და , თუ მომიწევს დაგივიწყო , მაშინ უნდა დავივიწყო ჩემი თავიც ... და .. და , თუ მე გავიხსენებ , ჩემს ძველ თავს , მაშინ მე ... ( მირა ) - წინადადების დასრულება არ მაცადა , მიხვდა რასაც ვიტყოდი .
- მოგიწევს , გამიხსენო მეც ... გასაგებია ... - უფრო ძლიერად ჩამიხუტა და მაკოცა .. - გპირდები , ეს არასდროს მოხდება , არასდროს მიგატოვებ და არასდროს დაგაკარგვინებ საკუთარ თავს ( ალექსი )
- იმედია ... ( მირა ) - არ ვიცი , რატომ მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა , მეშინოდა და , ვერ ვხვდებოდი რის ? რა იყო საშიში ? ცუდი ხომ აღარაფერი მოხდებოდა ? თავს ყველანაირად ვიმშვიდებდი , თუმცა არ გამომდიოდა , ცუდი ფიქრები მერეოდნენ . შიში მერეოდა , თითქოს ვიყინებოდი ...
ქორწილი ...
და , აი დადგა კიდეც , ეს ნანატრი დღე .. დღე , რომელზეც არა ერთხელ მოიცნებია, დღე როდესაც მე და ალექსი ვიქორწინებდით ... მაკიაჟი , ვარცხნილობა , კაბა ... უკვე მზად ვიყავი ...
- ჩემო პრინცესა , ულამაზესი ხარ ( „დათა“ - მამა )
- მადლობ მამა , ძალიან მიყვარხარ ( მირა )
- მინდა , მუდამ ასეთი ბედნიერი იყო და , შენს სახეზე არასდროს დავინახო ცრემლები ( დათა )
- გპირდები , რომ ბედნიერი ვიქნები და , არასდროს ვიტირებ ( მირა ) - მთელი ძალით ჩავეხუტე . საშინლად ვნერვიულობდი , ეკლესიაში შევედით და ფეხებმა კანკალი დამიწყო , მეგონა სადაცაა ფეხ - ქვეშ მიწა გამომეცლებოდა და წავიქცეოდი , მამას ძლიერად ვუჭერდი ხელს .. თანხმობა განვაცხადეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ , ყველა გვილოცავდა . შემდეგ კი , ხელის მოსაწერად „ილიას ბაღში“ წავედით , ადგილზე სადაც , ყოველთვის მინდოდა ხელის მოწერა ...
ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო , როგორც იქნება ცოლ - ქმარნი ვიყავით , როგორც იქნა ეს ოცნება ამიხდა ...
- მირა გიორგობიან , როგორც იქნა ჩემი ცოლი ხარ ( ალექსი )
- ბატონო გიორგობიან , როგორც იქნა ჩემი , ქმარი ხარ ( მირა ) - მის მკერდს ავეკარი და ცეკვა დავიწყეთ , წამი ჩერდებოდა , ჩვენს გარშემო ყველა ქრებოდა , სხვა არაფერს ჰქონდა მნიშნველობა მხოლოდ ჩვენ ... ჩვენ ორნი ვიყავით , ამ სამყაროში .. ამ წუთში უსასრულობა იყო , ჩვენი უსასრულო სიყვარულის უსასრულობა , სიყვარულის , რომელიც დროს გაუძლებდა .... საღამოს დასასრულს ოჯახს დავემშვიდობე .
- ნახვამდის შვილო , თავს გაუფრთხილდი ( ლეილა )
- არ ინერვიულო დედა , მიყვარხარ ( მირა )
- დაიკო , მალე დაბრუნდებით ? ჩემთან ხომ მოხვალ ( „გიორგი“ - ძმა )
- გპირდები , რომ შენთან ძალიან მალე მოვალ , ჩემო ბიჭო .. ჭკვიანად იყავი , მიყვარხარ ( მირა ) - მთელი ძალით ჩავეხუტე , თითქოს ვგრძნობდი , რომ ბოლოჯერ ვხედავდი და მისი გაშვება არ მინდოდა ..
- ჩემს შვილს გაუფრთხილდი ( დათა ) - ალექს მოუბრუნდა .
- გპირდებით , საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ ( ალექსი ) - მანქანაში ჩავსხედით და წავედით ... მივდიოდით და მახსენდებოდა ყველა ვინც უკან დარჩნენ , თვალ - წინ მედგა ჩემი ოჯახი , მათი სახეები , დედაჩემის სახე , როდესაც მანქანაში ვჯდებოდი , თვალზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი ... ჩემი ძმის უმანკო , გულწრფელი ღიმილი ... მამაჩემის სახე , ჩახუტება ... ჩემი დის , ჩახუტება ... თითქოს გული მტკიოდა , თითქოს ვგრძნობდი , რომ ვეღარასდროს ვნახავდი და , ვეღარ შევძლებდი მათ ჩაუტებასა და ნახვას ... ჩემი ქმრის ყურებით ვტკებობი , მისი ხელი ძლიერად მეჭირა, როდესაც მოპირდაპირე გზიდან , სწრაფად მომავალმა მანქანა არ შეგვეჯახა ... ერთადერთი რაც ბოლოს მახსოვს , ჩემი სიტყვები იყო ..
- ალექს ! ( მირა ) - შემდეგ კი , უსასრულობაში ჩავიძირე , უსასრულობაში საიდანაც ვეღარ ვბრუნდებოდი .. თითქოს დაუსრულებელ ძილში გადავეშვი ....
( ავტორი )
ტრაგედია ... ცრემლი ... ტკივილი ...
მეორე დღეს , ბიჭმა საავადმყოფოში გაიღვიძა , ყველაფერი გაახსენდა მაშინვე გარეთ გავიდა , თან თავის ცოლს ეძახდა .
- მირა ! მირა , სად ხარ !? ( ალექსი ) - გარეთ გასვლისას ყველა იქ იყო , თავის ცოლის გარდა .
- შვილო , კარგად ხარ ? ( „ნინა“ - ალექსის დედა ) - ტკივილისგან მოღრეცილი სახით მიუახლოვდა შვილს , თუმცა ჩახუტება ვერ გაბედა .
- ძმაო ( აჩი )
- მირა ? ჩემი ცოლი , სადაა ? კარგად არის ? - ყველა დუმდა , არ იცოდნენ რა ეთქვათ . -რატომ დუმხართ , სად არის , ჩემი ცოლი ! ჯანდაბა , მიპასუხეთ ! ( ალექსი )
- არ ვიცით ... მის ცხედარს , მთელი ღამე ეძებდნენ , თუმცა ვერ იპოვეს ( აჩი )
- არა ! არა , შეუძლებელია ! მირაააა ! ( ალექსი )
- შვილო , დამშვიდდი გთხოვ .. ჯერ - კიდევ ცუდად ხარ ( ნინა )
- ვერ დავმშვიდდები , სანამ მირას არ ვნახავ ... ( ალექსი ) - პალატაში შებრუნდა , გამოიცვაალა და წავიდა .
- ძმაო , სად მიდიხარ , გაჩერდი ( აჩი )
- იქ უნდა წავიდე .. ვიცი , მირა მელოდება , რომ ვიპოვო ! ვიცი ის იქნება ( ალექსი )
რამდენიმე დღე , შეუჩერებლად ეძებდა თავის ცოლს , თუმცა ამაოდ , არსად იყო .. თითქოს მიწამ ჩაყლაპა .. განადგურებული იყო , ვერ იჯერებდა , რომ იმ ბედნიერებისთვის , რომლისთვისაც ამდენი იბრძოლეს , რამდენიმე საათში გაქრა ... ვერ იჯერებდა , რომ საყვარელი ქალი დაკარგა , ამის დაჯერება არ უნდოდა ... გული საშინლად სტკიოდა , მთელი დღეები უმისამართოდ დადიოდა , იმ ადგილას დადიოდა , თუმცა ამაოდ ... მირა , იქ არ იყო, მისი არანაირი კვალი არ იყო ...
1 თვის შემდეგ ...
- ვწუხვართ , მაგრამ ქალბატონი მირა , გარდაცვლილად უნდა გამოვაცხადოთ ( გამომძიებელი ) - ეს სიტყვები , ალექსის თავზე მეხის გავარდნასავით იყო ..
- არა ! არა ! ჩემი შვილი , ჩემო გოგო ( ლეილა )
- მირა ! არა , ეს სიმართლე არააა ! ცოცხალი ხარ , ამას ვგრძნობ ! ვერ მიმატოვებდი , ვერ დამტოვებდი ( ალექსი )
- ვწუხვართ ( გამომძიებელი )
- წუხართ ?! რომ წუხდეთ , აქ არ მოხვიდოდით და არ გვეტყოდით ! მის ძებნას გააგრძელებდით , რადგან ვიცი ის ცოცხალია ( ალექსი ) - გამწარებული გამომძიებელს მივარდა და , ბოლო ხმაზე დაუწყო ჩხუბი .
- ძმაო , დამშვიდდი .. ალექს ! ( აჩი ) - ხელები ძლივს გააშვებინა . ტკივილისგან გამწარებული და შეშლილი ალექსი , გარეთ გავარდა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი .
- ლიზაააა ! სად ხარ ? რატომ დამტოვე ! ( ალექსი ) - სიმწრისგან კედელს მუშტების რტყმა დაუწყო , იმდენად ურტყამდა რომ , ტკივილს ვერ გრძნობდა , ცდილობდა მთელი ტკივილი გაექრო , თუმცა ვერ ახერხებდა .
- ალექს .. ( აჩი )
- რატომ ? რატომ დატოვა ? მეუბნებოდა არასდროს მიგატოვებო , თუმცა წავიდა ... ამ სამყაროში სულ მარტო დამტოვა , ტკილით განადგურებული და დაცარიელებული ... ამას როგორ მოვერიო , როგორ გადავიტანო ... ( ალექსი ) - მუხლებზე დაეცა და ტიროდა .
- ძმაო , ასეთ მდგომარეობაში ვერ გიყურებ , არ შემიძლია ... ( აჩი )
- იცი ? ქორწილის წინა დღეს მითხრა : „თუ მიმატოვებ , შევიცვლები და , ჩემს თავს დავივიწყებო“ ... ახლა რა ვქნა ? მე რა ვქნა ? მეც დავივიწყო , საკუთარი თავი ? მირას გარეშე არაფერი ვარ , მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ ... ვერ ვისუნთქებ , როგორ ვისუნთქო , როდესაც მეცოდინება , რომ მირა აღარაა , როგორ ვისუნთქო , როდესაც მეცოდინება , რომ ის აღარ არსებობს , რომ აქმ ქვეყანაზე აღარ დაიარება ? როგორ ! როგორ უნდა შევძლო ?! ( ალექსი )

ყველას საშინლად სტკიოდა გული , ყველა საშინლად იყო ... ამ დღეს ყველამ დაკარგა , მეგობარი , შვილი და ცოლი ... ადამიანი , რომელიც ყველას მხოლოდ სიხარულს და ღიმილს ჩუქნიდა , ამჯერად ყველას დიდი ტკივილი დაუტოვა , გულში ხვრელი , რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent