შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედო სიყვარული (თავი მეხუთე)


18-11-2018, 19:57
ავტორი ninuci5713
ნანახია 1 029

(ანუკი)
რა საოცარია არა ცხოვრება? ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ყველაფერი,რაც ზოგჯერ გვაბედნიერებს, ზოგჯერ კი პირიქით, საშინელ განწყობას გვიქმნის. ყველას ქონია ცოხვრებაში ის მომენტი, როცა სიკვდილი უნატრია. როცა ყველლა ეზიზღება და უბრალოდ მარტო ყოფნა უნდა. არ მეგონა ანდრეას თუ დავივიწყებდი. რამდენი ადამიანი გამოჩჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ის ვერავინ შემიცვალა. როგორც იქნა, მივხვდი, რომ უნდა დამევიწყებინა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, თუმცა ეს მოვახერხე. ახლა ცხოვრება გაცილებით უკეთესია. არ მეგონა ოდესმე კიდე თუ შევძლებდი ვინმეს შეყვარებას, მაგრამ ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა აღსავსე. ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ გაემგზავრა და 3 თვე მარტო მიწევდა ცხოვრება. ვერ წარმოიდგენთ როგორ მხიაროდა. რა თქმა უნდა, ის არ გამხარებია ოჯახს რომ ვერ ვნახავდი, თუმდა მარტოობა მიყვარს, ამიტომ თავს ბედნიერად ვგრძნობდი.დაიწყო ბედნიერი დღეები. ჩემ ნებაზე ვიყავი. რასაც მინდა იმას ვაკეთებდი, ნუ რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. ერთ დღესაც გადავწყვიტე სასეირნოდ წავსულიყავი დაქალთან ერთად. ანა ჩემს მეზობლად ცხოვრობს, კარგი მეგობრები ვართ. ჩემი სიმაღლის, ქერა, მწვანე თვალება, ძალიან საყვარელი და მეგობრული. გარეთ გავედით, ვიფიქრეთ გულს აგდავაყოლებდით, კარგი ამინდი იყო, მაგრამ, უეცრად წვიმა დაიწყოო. თავი რომელიღაც მაღაზიას შევაფარეთ. სახლში წამოსვლაზე არც გვიფიქრია. ჩვენს გვერდით ბიჭები იდგნენ. საოცარია, ნაცნობი სილუეტი დავინახე. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და არ შეემჩნია, რომ მას ვუყურებდი, თუმცა არ ვიცი რამდენად კარგად გამომდიოდა. ეს ალექსანდრე იყო. ადამიანი რომელიც ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, სნაამ ანდრეა გამოჩნდებოდა. თუმცა, სიამრთლე გითხრათ არც მომწონდა. ვწერდი, მაგრამ ურთიერთობა არ გვქონია. წარმოგიდგენიათ მაშინ რა აზრზე ვიქნებოდი? ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენებოდა, ურთიერთბებს სერიოზულად არც ვუყურებდი. მის დნაახვაზე რაღაც ვიგრძენი, ძალიან შეცვლილი მომეჩვენა. საოცრად გასიმპატიურებული, ნავარჯიშები ტანით, მაღალი, შავგვრემანი, ყავისფერი თვალებით, საოცრად ლამაზი ღიმილით. რაღაც განსხვავებული იყო. აქამდე ვერ ვხვდებოდი რამდენად მნიშვნელოვნაი შეიძლება გახმდარიყო ჩემთვის. ნაცნობი სილუეტი მომიახლოვდა. საოცრად რომანტიკული გარემო, წვიმა, თბილი ამინდი. უეცრად ვიღაც მომიახლოვდა, რომ შევბრუნდი ჩემ წინ ალექსანდრე იდგა. ვერ გადმოგცემთ რა დამემართა, გული ამიჩქარდა.
-გამარჯობა (ალექსანდრე)
-გამარჯობა (ვუპასუხე დაბნეულმა)
-როგორ ხარ?
-კაარგად, მაგრამ გიცნობ? (ვკითხე თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ იმმომენტში მეტი არაფერი მომაფიქრდა)
-შეიძლება ითქვას მიცნობდი, მაგრამ თუ არ გახსოვარ არაუშავს. მე ალექსანდრე მქვია
-სასიამოვნოა. -მკაცრად ვუთხარი და გამოვბრუნდი, წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ხელზე ხელი მომკიდა და თავისკენ მიმაბრუნა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მისგან თავს როგორ დავიხსნიდი, ისეთი ძლიერია, დაკუნთული ხელებით.
-სად გეჩქარება პატარა ქალბატონო?-მკითხა ღიმილიანი სახით
-უკაცრავად? საერთოდ ვინ ხარ? ხელი გამიშვი!
-ცოტა ხანს იყავი, შენთან დალაპარაკება მინდა
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! -მკაცრად ვუთხარი და წამოვედი.
ანა გაკვირვებული იყო ჩემი საქციელით.
-თავი ისე მკაცრად გეჭირა არ მჯერა რომ შენ იყავი. ასეთი სიმპატიური ბიჭია, რატო არ დაელაპარაკე?-ანა დამცინოდა ისეთი მკაცრი გამომეტყველება მქონდა
-სულაც არაა სიმპატიური. არა მამენტ დამევასა :დდ მაგრამ ხოარ ვაგრძნობინებდი.-თან მეღიმებოდა
იმ ღამით ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, სახლში მივედი, როგორც ამრტოსული ადამიანი ცოტა სიცარიელეს ვგრძნობდი სახლი ცარიელი იყოო, ცოტა მეშინოდა კიდეც, იმდენ საშინელებათა ჟანრის ფილმს ვუყურებ. ჩვეულებრივ როგორც ვიქცევი ხოლმე ადრე დავწექი კომპიუტერი დავიდე და ფილმის ყურება დავიწყე. სულ რომანტიკულ ფილმებს ვუყურებდი აქამდე, სულ დეპრესიული ვიყავი. ახლა ყველაფერი შეიცვალა რომანტიკა კომედიით შევცვალე. ცხოვრება უფრო მხიარული და სასიამოვნო გახდა. გვიანობამდე მომიწია ყოფნა. და ჰოი საოცრებავ, facebook-ზე შესვლისას გამოიცანით ვისი მესიჯი დამხვდა. დიახ, დიახ. ალექსანდრეს ჰქონდა მოწერილი. სიმართლე გითხრათ მესიამოვნა რომ მომწერა და პასუხიც დავბრუნე. თავიდან ცოტა ვაწვალებდი, არ მინდოდა მიმხვდარიყო რომ მომწონდა. მასზე ფიქრი დამჩემდა, ყველგან მისსახეს ვხედავდი. პირველი შეხვედრა, უფროსწორად ვინ იცის მერამდენე, მაგრამ მაინც პირველი, განსაკუთრებული იყო. საოცრად თბილი ადამიანი, უზომოდ საყავრელი. ანდრეას შემდეგ, პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად. რომ გენახათ როგორი თვალებით მიყურებდა, გულში სითბო მეღვრებოდა. მასთან ყოფნის დროს პულსაციას ვეღარ ვაკონტროლებდი. სულ მომწონდა ათლეტური აღნაგობის ბიჭები და სულ მინდოდა ეგეთი შეყვარებული. ალექსანდრე სწორედ ასეთი იყო, ჩემ გემოვნებაში ჯდებოდა. ერთად ყოფნის დროს თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. ისევ ფერადი გახდა სამყარო, ისევ ბედნიერი ვიყავი, ისევ მიღიმოდა სახე და თვალებიდან ბედნიერების ნაპერწკალი მცვიოდა. ცხოვრება მიხაროდა. მართალია, არსოდეს მქონია ცოხვრებაში ყველაფერი, მაგრამ რაც მქონდა ის ამბედნიერებდა. საშინელი ცხოვრება მქონდა დღემდე. ვერ აღგიწერთ ისეთი. ყოველი დღე ერთმანეთზე უარესი იყო, თუმცა ბედნიერმა მომენტებმა დამავიწყა ის ცუდი, რაც აქამდე არსებობდა. ერთ საოცარ დღეს, ალექსანდრემ დამირეკა.
-სიხარულო, რაღაც საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა გნახო დღეს-(ალექსანდრე)
-ხო მაგრამ გოგოებთან ერთად ვაპირებდი გასვლას :/-წავიწუწუნე მე
-ძალიან გთხოვ, მნიშვნელოვანია
-კარგი, შეგხვდები
დრო და ადგილი დავთქვით, სანამ შეხვედრის დრო მოვიდოდა ძალიან ვნერვიულობდი. თავში ათასმა აზრმა გამიელვა, ვერ ვხვდებოდი რა ქონდა ჩემთვის სათქმელი.ვფიქრობდი, რომ იგივე განმეორდებოდა, რაც ანდრეასთან მოხდა, მეგონა ესეც მასავით მიმატოვებდა, ისევ უბედური ვიქნებოდი, ისევ დამემსხვრეოდა ოცნებბეი, ყველაფერი აირეოდა, გონებაში უკვე დავშორდი, დეპრესიაც მქონდა, წარმოვიდგინე ოგორ მიდიოდა ჩემგან და კიდე ათასი რამ, სანამ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, წასვლის დროც მოვიდა. ივნისი იყო და ძალიან ცხელოოდა, ამიტომ ჯინსის შორტები ჩავიცვი, ფეხზე კედები და მოკლე მაისური. თმა დახვეული მქონდა, კულულები მხრებზე მეყარა, მაკიაჟი არ მიყვარს ამიტო ხშირად არვიკეთებ, არც ახლა გამიკეთებია და ისე წავედი. გული ამიჩქარდა, რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი. მართალია არ მქონდა ნათქვამი რომ მომწონდა, მაგრამ ხვდბეოდა. ან რა მიხვედრა უნდა, როცა გოგოს მოწონხარ იმ შემთხვევაში ექნება შენთან ურთიერთობა და შეხვედრაზეც დაგთანხმდება. დათქმულ ადგილას მივედი, ალექსანდრე იქ მელოდებოდა, რომ მივედი ჩვეულებრივ ვნახე, სკვერში დავსხედით. ვეღარ მოვითმინე და დავიწყე:
-ალექსანდრე, რა უნდა გეთქვა? მითხარი რომ მნიშვნელოვანი საქმე გქონდა. გისმენ.-ცნობისმოყვარე თვალებით მივაშტერდი.
-ჰო, არ ვიცი საიდან დავიწყო. გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ. კარგად იცი რომ ახლა არ გამოჩენილხარ ჩემ ცხოვრებაში. ადრეც გვქონდა კონტაქტი უბრალოდ მაშინ პატარები ვიყავით. მაშინ ვერ ვხვდბეოდი თუ რა ძვირფასი ადამიანი შეიძლება გამხდარიყავი ჩემთვის. რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. უკეთესი გავხდი. შენს მეტი არავინ მჭირდება. ვინ არ მყოლია მაგრამ შენ ყველასგან გამორჩეული ხარ. ერთადერთი ხარ და არავის ჰგავხარ. იციიი ბევრი რომ აღარ გავაგრძელოო... პირდაპიიირ გეტყვიი როომმ... მეეე... მეეეე... შეეენ.. ძალიან მიყვარხარ! - ვერ წარმოიდგენთ ეს სიტყვები გულზე როგორ მომხვდა. დვაიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, სინამდვილეში მეც მიყვარდა, უბრალოდ ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი. უეცრად ვუთხარი:
-მეც მიყვარხარ!
არ მოელოდა ჩემგან ამის თქმას, ისე საყვარლად შემომხედა გაკვირვებულმა, ისე ახლოს იყო ჩემთან. თვალებში მიყურებდა, ახლოს მოიწია, მის სუნთქვას ვგრძნობდი, მისი გულისცემის ხმა მესმოდა, ჩემი გულიც გამალებით ცემდა, უფროდაუფრო მიახლოვდებოდა, თვალებში მიყურებდა, მეკიდე თვალს ვერ ვუსწორებდი, სრულიად მოულოდნელად მაკოცა! ჰოო მაკოცა, ისე სწრაფად მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი, სასწაული გრძნობა იყო, ყველაზე სასიამოვნო რაც კი განმიცდია.საოცრად ტკბილი ტუჩები ჰქონდა, მისი ბაგეები ჩემსას რომ შეეხო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჩემი პირველი კოცნა, საოცრად კარგი იყო. თავი ზღაპარში მეგონა. გაუაზრებლად მოხდა ყველაფერი, ვერაფრის თქმა მოვასწარი. წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი, ჩემდა უნებურად ჩავეხუტე და მეც ავყევი. წამით გავჩერდი. არ მჯეროდა რომ ეს ხდებოდა. ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მის მკლავებში ვიაკრგებოდი.
ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ. უბრალოდ ვეღარ ვახერხებდი წერას, გამომდინარე იქიდან რომ აბიტურიენტი ვარ, შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს ხოლმე დაწერა, ამიტომ მაპპატიეთ. ეს თავები თუ მოგეწონათ ძალიან გთხოვთ კომენტარში დაწერეთ თქვენი ემოციები, ან რაც არ მოგწონთ მითხარით და ვეცდები გამოვასწორო <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent