შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედო სიყვარული (თავი მეოთხე)


17-11-2018, 19:33
ავტორი ninuci5713
ნანახია 1 193

რა არის ბედნიერება? ალბათ, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. ბედნიერებაა,როცა მასთან ხარ ვინც სამყაროს გირჩევნია, მისი ხმა გესმის, შეგიძლია ჩაეხუტო. როცა მოგინდება დაელაპარაკო, ნახო. ბედნიერებაა, როცა ადამიანთან მოგონებები გაკავშირებს და დარწმუნებული ხარ, რომ ის არასოდეს მიგატოვებს, თუმცა დგება მომენტი, როდესაც მათ ვკარგავთ, ვინც სამყაროს გვირჩევნია... ანდრეა და ანუკი, ორი ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი სამყაროს ერჩივნათ. იმ დღის შემდეგ, როცა ერთმანეთს სიყვვარულში გამოუტყდნენ, ყველაფერი შეიცვალა. სამყარო ბედნიერების ფერი გახდა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს და გაუგებარი, ანდრეა მეტისმეტად შეიცვალა. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. სულ სხვანაირი გახდა. ანუკის მიმართ ისეთი თბილი აღარ იყო, როგორც აქამდე. გაცივდა, გაუცხოვდა, ანუკი ვერ ვხდებოდა რაში იყო საქმე, რამ გამოიწვია საყვარელი ადამიანის ასეთი ცვლილება. ერთ დღესაც, როცა ერთმანეთი ნახეს, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
-ანუკი, რაღაც მინდა გითხრა, არ მინდა გული გეტკინოს, მაგრამ... -დაიწყო ანდრეამ
-მაგრამ რა? რა ხდება ანდრეა? რაუნდა მითხრა ისეთი რაც გულს ამტკენს?
-ანუკი, იცი, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აღარ მიყვარხარ...
ეს სიტყვები ანუკისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. ვერ წარმოიდგენთ როგორ განიცადა, გულში რაღაც ჩაწყდა, სიცარიელე იგრძნო, ოცნებები დაემსხვრა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, უეცრად სიცარიელეში აღმოჩნდა, მარტო დარჩა, გვერდით აღარ ჰყავდა თავისი სიყვარული,რომელთანაც მთელი ცოხვრების გატარებას გეგმავდა. წარმოგიდგენიათ რა საშინელება იყო? თავზარდაცემული იდგა, ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა, არ იცოდა რა ექნა, სადაცაა დაეცემოდა, სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა, საკუთარ თავს ძლია და ფეხზე მყარად დადგა.
-აღარ გიყვარვარ? როდიდან? კი მაგრამ რა მოხდა... სხვა გყავს? ყველაფერი ხომ ძალიან კარგად იყოო...
-მაპატიე,საყვარელო, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, უბრალოდ არ ვიცი... ძველებურად ვეღარ ვგრძნობ თავს შენთან, მინდოდა გაგვერკვია ყველაფერი... მართლა ძალიან ვწუხვარ, იმედი მაქვს ისეთ ადამიანს იპოვი, ვინც შენი ღირსი იქნება და თავს ბედნიერად გაგრძნობინებს, მე შენი ღირსი არ ვარ, უკეთესს იმსახურებ.
ანუკის აღარაფერი უთქვამს, გამობრუნდა და წავიდა. მიდიოდა და ყველაფერი შავ-თეთრად ეჩვენებოდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, იხსენებდა ყველაფერს, რაც მასთან აკავშირებდა, ყველა სიმღერას, ყველა ადგილს,სადაც ხვდებოდა. ყველა სიტყვას, ზარს, ჩახუტებას. იხსენებდა მის მწვანე თვალებს, რომლებშიც იკარგებოდა. ყველაზე საშინელი გრძნობა რაც კი არსებობს საყვარელ ადამიანთან განშორებაა. მიდიოდა და თითქოს ამ ქვეყნად არც კი იყო. სმაყარო თავზე ენგრეოდა, მისთვის სულერთი იყო სიცოცხლე, უკეთესი იქნებოდა მომკვდარიყო, თუმცა ხომ გაგიგიათ, ტკივილი არ გკლავს, არამედ გაძლიერებს. სახლში მისვლისთანავე თავის ოთახს მიაშურა კარი ჩაკეტა, თავი ბალიშში ჩარგო და ტიროდა. მოთქმით ტიროდა, ცრელები თავისით მოდიოდა. უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ტკივილისგან გათავისუფლებულიყო. არავინ სჭირდებოდა. საშინელ დეპრესიაში იყო, ოთახიდან არ გამოდიოდა, აღარც სწავლობდა, ოჯახთან ურთიერთობა გაუფუჭდა, აღარც მეგობრებთან შეხვედრა უნდოდა. ასეა, როცა ერთი ადამიანის გამო ცუდად ხარ, მთელი სმაყარო გეზიზღება. არ ჭამდა, არ სვამდა, მხოლოდ ტიროდა და ყველა დეტალს იხსნებდა. გონებაში კადრებად ახვევდა.ერთი თვე ასე გაატარა, მერე კი მიხვდა რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არაფერს არგებდა, ახლობლებს კარგავდა, ოჯახს, მეგობრებს. მიკხვდა, რომ ცოხვრება უნდა გაეგრძელებინა. მაგრამ გგონიათ ის ტკივილი შეუმსუბუქდა? პირიქით, ეს ტკივილი მასში იზრდებოდა.. უბრალოდ გარეედან ჩანდა თითქოს კარგად იყო, რეალურად მდგომარეობიდა ისევ არ იყო გამოსული. როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ადამიანი, რომელმაც სიყვარული გასწავლა, რომელიც შენი ცოხვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დრო გადიოდა.
3 წელი, მთელი სამი წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ანუკიმ ანდრეა გაიცნო. რომ გეკითხათ ერთი ნახვით შეყვარების გჯერაო, ანუკის სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაგრამ სწორედ ის ხდება ცხოვრებაში რასაც არ მოველით.
გგონიათ დაავიწყდა? არა! არავითარ შემთხვევაში! 3 წელი მისი სიყვარულით იტანჯებოდა, ის კი არსად ჩანდა. ბოლოსდაბოლოს ცხოვრება გააგრძელა, ეცადა ადრეას დავიწყებას. ვერ გეტყვით რამდენად გამოუვიდა. დავიწყებით ვერასოდეს დაივიწყებს, უბრალოდ აღარ უყვარდა. მის გულში ადგილი ყოველთვის ენქბეა, მხოლოდ ძველ მოგონებად. საუკეთესო მოგონებად მის ცხოვრებაში.
ანუკი გაიზარდა, 17 წლის გახდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუ იმ მომენტებს არ ჩავთვლით, როცა ანდრეა ახსენდებოდა ხოლმე, თუმცა ყველაფერი მაინც კარგად იყო. კარგად სწავლობდა, მეთერთმეტე კლასის გამოცდები წარმატებით ჩააბარა. და დადგა სანატრელი ზაფხული. 2018 წლის ზაფხული, რომელიც ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა მისთვის. ანდრეა აღარ ახსოვდა, მეგობრებთან ერთად კარგ დროს ატარებდა. სახლში მარტო მოუწია მთელი ზაფხულიტ დარჩენა რადგან მისი ოჯახი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ანუკის დამოუკიდებელი ცხოვრება უყვრდა და ბედნიერი იყო იმით, რომ მარტო რჩებოდა და თავის ნებაზე იცხოვრებდა. რა თქმა უნდა, მშობლები ენდობოდნენ, რადგან დღევანდელ გოგოებს არ ჰგავდა, რომლებიც ვითომ დაქალთან რჩებიან და სინამდვილეში ბიჭებთან სექსით კავდებიან. ის ასეთი არ იყო. ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. დაქალები გვერდიდან არ შორდებოდნენ და არა ამრტო დაქალები, ძმაკაცებიც. ერთ დღესაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... გაიცნო ადამიანი, რომლის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა...



№1  offline წევრი Liziko27

ეხლა წავიკითხე ყველა.. იმედია არ შეწყვიტავ წერას..

 


№2  offline წევრი ninuci5713

Liziko27
ეხლა წავიკითხე ყველა.. იმედია არ შეწყვიტავ წერას..

არაა გავაგრძელებ აუცილებლად იმედია მოგეწონაა დღეს ახალ თავს დავდებ

 


№3  offline წევრი Liziko27

კი საინტერესოდ წერ????;*;*

 


№4  offline წევრი ninuci5713

Liziko27
კი საინტერესოდ წერ????;*;*

დიდი მადლობაა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent