შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (18 თავი)


19-11-2018, 12:43
ავტორი naattii
ნანახია 2 082

სიბნელეთი მოცულ გენერალს თავის ტრავმა საკმაოდ ტკიოდა, როგორც ჩანდა დარტყმით გათიშეს, თავი ისე უბრუოდა დარწმუნებული არ იყო, რომ მთელი სამყარო არ ბრუნავდა, არც კი დაუშვია, რომ აჩრდილთა რაზმი გაიტაცებდა, ფიქრობდა ნარკოტიკი დააკლდა ვინმეს და შურისძიება უნდაო, მაგრამ აი იმას კი ვერაფრით ხვდებოდა მასთან წამალი როგორ დააკავშირეს. ამაოდ ცდილობდა მაგრად გაკოჭილი ხელების შეხსნას და უკუნით სიბნელეში დათვალიერებასაც ვერ ახერხებდა რომ გაეგო სად იყო. ხელების გახსნის ბოლო მცდელობის წარუმატებლობისას ერთი მაგრად შეიკურთხა და თავი დაანება, ვისაც არ უნდა გაეტაცებინა აშკარა იყო თავისი საქმე კარგად იცოდა, ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა, რომ გაეგო ვინ იყო და მისგან რა უნდოდა.


-ექიმო, თქვენ თორმეტი საათი თქვით, როგორაა?_მუდარა ისმოდა ანდრიას ხმაში.
-გამომყევით_ხელი დაუქნია ექიმმა. -თქვენს გარდა ოჯახის წევრები არ ყავს?
-კი როგორ არა, დედა ყავს, უკვე ვესაუბრე და იცის, რომ ვიპოვე, ამ შემთხვევაზე არაფერი მითქვამს, ჯამრთელობა არც ისე კარგი აქვს და არ მინდოდა უარესად გამხდარიყო.
-მაშინ კარგია რომ თქვენ ყავხართ_თბილად გაეღმა ექიმს და ერთ-ერთი ჩვეულებრივი პალატის კარი შეაღო. ხელით საწოლისკენ ანიშნა და თვითონ ჩუმად გაიხურა კარი.
ნანო საწოლზე ყოველგვარი აპარატის გარეშე იწვა, მხოლოდ ერთი წვეთოვანი შეერთებინათ ხელში, ნახევარი სახე შეხვლი ქონდა, ფეხი ცოტათი მაღლა აწეული და თითქმის ბოლომდე შეხვეული, შიშველი იწვა და აშკარად ხედავდა გადახვეულ ნეკნებს, როგორც ჩანდა გულის ამუშავებისას მანა დაუზიანა რაღაც. მთელს ოთახში გაისმა ანდრიას კბილების გაღრჭიალების ხმა, თავადაც ატკინა, მაინც ატკინა, თუმცა გადარჩებოდა, მთავარი იყო, რომ იცოცხლებდა, შესაძლებლობა ექნებოდა მისი ხმა ისევ გაეგონა, ისევ წაეკითხა ყველა ემოცია მის თვალებში, ისევ დაებნია მიახლოებისას და ისევ დამტკბარიყო მისი სიყვარულით. ახლა იცოდა, რომ არსად გაუშვებდა, წამითაც აღარ გაუშვებდა, ეს ის სასწაული იყო, რომელიც 2 კვირაში შეიყვარა და არც კი ფიქრობდა დაეკარგა. ბოლოს გაახსენდა, რომ საკუთარ გეგმებს სხვის გრძნობებზე აწყობდა და გაეცინა, რა აზრი ექნებოდა რაიმეს თუ ეს მას არ ენდომებოდა? შეეშინდებოდა იმდენად, რომ მიატოვებდა? წავიდოდა? არა, ანდრია ამას ვერ დაუშვებდა, უფლებას არ მისცემდა, მის გარეშე როგორ ყოფილიყო?
ვერც მიხვდა ისე მიახლოებოდა ნანოს, შეუფუთავ სახის მხარეს ეფერებოდა თითებით და შუბლიდან ტუჩებს არ აცილებდა. ნანოს სუნი დაკარგულიყო, ამდენ სახვევებსა და წამლებში მის სუნს ვეღარ გრძნობდა და ეს ორმაგად უტკიებდა გულს.
-ან..... დრ...ია_წყვეტილად გაისმა ნანოს ხმა და კაცმაც მაშინვე წამოყო თავი.
-აქ ვარ ნანო, აქ ვარ, ჩემთან ხარ პატარავ_ისევ დაუფარა თავისი დიდი ხელით სახის გადარჩენილი ნაწილი.
-მიპოვე არა? ვიცოდი რომ მიპოვიდი, ვიცოდი_ცრემლმა გამოჟონა ნანოს ცალი თვალიდან.
-გეგონა დამემალებოდი? ჩემს იქით გზა აღარ გაქვს ქალბატონო_გამხიარულებას ეცადა ანდრია.
-მან, მან ისე გამამწარა ანდრია_ცრემლებს ვეღარ აჩერებდა ნანო.
-დაწყნარდი, გთხოვ არ ინერვიულო, ახლა ჩემთან ხარ, მაპატიე ჩემი ბრალია.
-არა ანდრია, შენ მე გადამარჩინე, ორი თვე ყაჩაღებს ვყავდი, მაგრამ ასეთი მათგანაც არ მიმიღია_უკვე გულამოსკვნილი ტიროდა გოგო.
-რა გააკეთა_ხმა გაყინვოდა ანდრიას. -მითხარი ნანო რა გააკეთა, გეფიცები ჭკუიდან გადავალ, მითხარი.
-ფრჩხილები_ძლივს ამოილაპარაკა ტირილში ნანომ და შეხვეული ორივე ხელის თითები დაანახა ბიჭს და იგრძნო ანდრიამ თავი რომ უნდა შეემაგრებინა, თორემ თავბრუსხვევა ლოგინიდან ჩააგდებდა.
-მან რა ფრჩხილები დაგაძრო?_ვერავინ იტყოდა ეს ხმა პოლკოვნიკს თუ ეკუთვნოდა, ძლივს ამოიჩურჩულა, გაოცებულმა გადახედა ატირებულ ნანოს, აქეთ არც წასულა მისი გონება, ეს ეჭვადაც არ გაუვლია, არც კი დაუშვია, ეს ხომ მათთვისაც კი გაუგონარი სისასტიკე იყო.
-ერთ ხელზე ქლიბით და მეორეზე გახურებული „პლოცკოთი“_უკვე ღრიალში გადაუვიდა ნანოს ტირილი და სრულიად გათიშულმა დააჭირა ანდრიამ ექთნის გამოძახების ღილაკს თითი.
-დამამშვიდებელი ჭირდება_კარებშივე დაუძახა წამით გამოჩენილ ექთანს და ისიც დიდი ნემსით დაბრუნდა უკან.
-შეგიძლიათ წახვიდეთ, 6-7 საათი იძინებს, შეიძლება დილამდეც.
-ჩაწყნარდება და წავალ_ცალი ხელით სახეზე, მეორეთი კი ჩაბღუჯულ ხელებზე ეფერებოდა გატანჯულ ქალს.
-კარგით_მალევე გაიხურა ექთანმა კარები და წყვილი მარტო დატოვა.
-გეფიცები, ამას ვაზღვევინებ, მოვკვდები რომ არ გადავუხადო, მე ის გავაფრთხილე, მე ხომ ვუთხარი, შენთვის ხელი არ უნდა დაეკარებინა, ამას არ ვაპატიებ,_არეული ბუტბუტებდა პოლკოვნიკი და გაუაზრებლად დააცურებდა ტუჩებს ნანოს შეუხვეველი სახის ლოყაზე.
-მიყვარხარ, იცოდე რომ მიყვარხარ, იცოდე, რომ არ მოგცემ დანებების უფლებას, გამოგაჯანმრთელებ, აი ნახავ იმდენ ბედნიერ მოგონებას შეგიქმნი, რომ ამ ცუდის გასახსენებლად ადგილი არ დაგრჩება, აი ნახავ.
შეშლილი სახით შეაღო ნანოს ექიმის კაბინეტი და ფეხზე უცებ წამომხტარ შცბუნებულ ექიმს მკაცრი ხმით შეძახა: -მისი ისტორია მინდა და ძალიან გთხოვთ თქვენთვისვე ჯობია ახლა არ შემეწინააღმდეგოთ.


-როგორაა?_ანდრიას გამოჩენისას იქვე მიაგდო სიგარეტი ჯაბამ და პოლკოვნიკს ახედა.
-დაქოქე_პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა კაცი.
-ჰე როგორაა.
-ფიზიკურად უკეთ, ფსიქოლოგიურად განადგურებული.
-ძალიანაა ნაწამები?
-ფრჩხილები დააძვრეს_სიგარეტს გაუკიდა ანდრიამ.
-რა ქნეეს?_ისე უცებ დაატორმუზა ჯაბამ, ლამის საქარე მინას აეკრა ანდრია.
-ფრჩხილები დააძვრეს.
-ეგ ხომ ...
-ხო, გენერლისთვისაც კი გაუგონარი სისასტიკეა.
-ჯანდაბაა, ამას მართლა არ ველოდი_გაოგნებულმა დაქოქა ისევ კერესელიძემ მანქანა და ნაცნობი ქოხისკენ გადაუხვია.
-არაუშავს, მე ჩემ პირობას შევასრულებ_ნანოს ავადმყოფობის ისტორია დააგდო ანდრიამ და ისე მომუშტა ხელი კანი გადაუთეთრდა. იცნო კერესელიძემ უფროსის განწყობა და ღრმად ამოისუნთქა, წინ მძიმე დღეები ელოდათ.

ქოხთან მისულებს ელენე ეზოში დახვდათ, მათ მისვლაზე გაბრიელიც გამოვიდა ხელების მშრალებით.
-როგორაა?_მაშინვე ნანაო მოიკითხა პოლკოვნიკის დანახვაზე.
-იცოცხლებს_მოკლედ უპასუხა ანდრიამ და ელენეს გადახედა -შეგიძლია ყველას გააგებინო რომ ვიკრიბებით? არც ვიცი ტელეფონი სად მაქვს.
-რა თქმა უნდა, ახლავე_გაკვირვებული დაეთანხმა ელენე და ტელეფონი ამოიღო.
-გაბრიელ _ახლა მას მიუბრუნდა ანდრია - ამ ფურცელზე რაც წერია ყველაფერი მომიტანე და ხო, ელენე აქაურობას მოაშორე.
-აუუჰ, ანუ საქმე ცუდადაა_თვალები გააფართოვა გაბრიელმა და სწრაფი მოძრაობით ჩაკიდა ცოლს ხელი. -კარგი, მაქსიმუმ ნახევარ საათში დავბრუნდები _უკვე მანქანიდან გადმოსძახა კაცს.

ათ წუთში ყველა ეზოში შეკრებილიყო და ანდრიას ელოდნენ.
-რა ხდება?_ადგილზე ცკმუტავდა ნათია
-მინდოდა გამეფრთხილებინეთ_წყნარი ხმით დაიწყო ანდრიამ -რაც ამ წუთიდან მოხდება, მხოლოდ ჩემი საქმეა, თქვენ არ გაგრევთ, როგორც ნანო გადათელეს, ისე ვთელავ ჩემს პრინციპებს, არ მინდა თუ ჩავვარდი თქვენც მომყვეთ, ამიტომ მინდა რომ დავიშალოთ. მე ამ საქმეს არ მივატოვებ იმიტომ, რომ მე მეხება, თქვენ კი თავისუფლები ხართ, ოჯახებს მიხედეთ_თავი დაუკრა მეგობრებს ანდრიამ და ქოხისკენ წავიდა.
-ხომ იცი რომ არ მიგატოვებ?_ნათიას ხმამ აიძულა გაჩერება. -ჩვენ დავიფიცეთ, გახსოვს? რასაც არ უნდა აპირებდე ანდრია, თუ შენ გეხება, ესეიგი ჩვენც გვეხება, ოჯახს თუ უნდა მივხედოთ, მასში შენ მოწინავე ადგილი გიკავია, ამიტომ ტყუილად ნუ ლაპარაკობ. ნუ, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ_დაბნეულმა შეათვალიერა დანარჩენები.
-არც მე მივდივარ_თავი დაუკრა ჯაბამ პოლკოვნიკს და ნათიას წელზე მოხვია ხელი -ოჯახი ოჯახია, სიკეთეშიც, ბოროტებაშიც, სიმდიდრეშიც და სიღაიბეშიც.
-მომეჩვენა თუ ამან ახლახანს ჩვენთან საქორწილო ფიცი დადო?_სიცილის პირას მყოფმა აიქნია ხელები ყიფიანმა.
-არსად ვაპირებ წავიდე, ნანო რომც არ ყოფილიყო, მამალაძესთვის_ჩაიღრინა ყიფშიძემ.

სწორედ ამ დროს მოადგა გაბრიელის მანქანაც გზას.
-მოვიტანე_ნივთები ანდრიასთან დააწყო გაბრიელმა და ხელის აწევით მიესალმა დანარჩენებს.
-რკინის ჯოხი, ხელკეტი, ქლიბი, გაზის ბალონი, მავთული, ანდრია რას აპირებ_თვალებ გაფართოებულმა ახედა პოლკოვნიკს ნათიამ.
-მან ნანოს სათთაოდ დააძრო ფრჩხილები, იცი ეს ტკივილი რას ნიშნავს? იცი მუხლი რატომ გაუხვრიტა და რატომ დატოვა კოჭლად? რომ არასდროს დავიწყებოდა, იცი რომ დამძვრალ ფრჩხილებს არ დაჯერდა და ნუნები ისე დაუწვა, რომ ფრჩხილები აღარასდროს ამოუვა? ვინმე მეტყვის რითი შეიძება ადამიანმა ასეთი ტანჯვა დაიმსახუროს მთელი ცხოვრების მანძილზე? ვერავინ, იმიტომ, რომ არავინ იმსახურებს, ის გენერლის ბრძანებას ასრულებდა, ნარკოტიკი სამკურნალო საშუალება ეგონა სანამ შედეგი არ ნახა საკუთარი თვალით, მან არაფერი იცოდა გესმის?
-შევიდეთ_გაყინული სახით აართვა ნათიამ გაბრიელს იმ წუთას ჯიბიდან ამოღებული „პლოცკო“ და პირველმმა შეაღო “ქოხის“ კარები.

ჯერ კიდევ გაბრუებულმა გაახილა თვალბი ნანომ, ახლა შედარებით მხნედ გრძნობდა თავს, ფანჯრებიდან ჯერ კიდევ გარიჟრაჟი მოჩანდა. ჩაბნელებულმა ოთახმა წამით სარდაფი გაახსენა და შიშის გრძნობა გაუასმაგა.
-ანდრია_გაუბედავად გაკვეთა სიჩუმე, თუმცა იმედგაცრუებამ ცრემლები მოუტანა, კაცი მთელი დღე-ღამე მის საწოლთან ხომ არ დარჩებოდა.
-აქ ვარ პატარავ, აქ ვარ_თვალები გაუბრწყინდა საყვარელი ხმის გაგონებაზე და ხელები გაიშვირა.
-ჩამეხუტე რა_უცებ მოიშორა ჩამოვარდნილი ცრემლი და ასრუტუნებული მიეკრა პოლკოვნიკის გულ-მკერდს.
-არასდროს გაგიშვებ_მაგრად მოხვია ანდრიამ მკლავები გოგოს და გაისმა კიდევაც მისი კვნესა.
-მაპატიე, ნეკნი დამავიწყდა, ჯანდაბა_მაშინვე შეუშვა კაცმა ხელი, თუმცა ნანომ არ მოიშორა -ეგ ნეკნი, მაპატიე ჩემი ბრალია, შენი გული აღარ ცემდა და...
-შენი გული.
-ვერ გავიგე_გაკვირვებულმა დახედა გოგოს.
-ჩემი არ არის, უკვე ორი კვირაა ეს გული შენ გეკუთვნის_თავი დახარა ნანომ და სიბნელეშიც კი იგრძნო ანდრიამ ახლა როგორ აწითლებული ექნებოდა გოგოს ღაწვები.
-იცი, ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია_თავი მოიქექა პოლკოვნიკმა.
-რა დაგემართა?
-პირველად ავუხსენი ქალს სიყვარული და მაშინაც ეძინა_გაეცინა ანდრიას და ნანოს საღ ლოყაზე მოეფერა.
-რა ქენიიი?
-ხო რა იყო, შენი თავი ხომ არ გეგონა_მაინც გაეპარა ანდრიას ღიმილი ტუჩის ბოლოებში.
-აბა გაბედე და სხვას უთხარი_დაბინტული ხელი მიარტყა კაცს ბეჭზე და წამოიკვნესა კიდევაც ტკივილიდან.
-ნუ ფართხალებ, მოდი დაწექი, ჯერ კიდევ ძილის დროა_გადასაფარებელი მიაფარა და შუბლზე აკოცა.
-ჩემთან დარჩი რა.
-არსად მივდივარ.
-მაშინ მომიწექი.
-უხერხულად იქნები ნანო.
-გთხოვ რა ანდრია, შენთან სიბნელისაც აღარ მეშინია.
-გინდა შუქი ავანთო?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, უბრალოდ მომიწექი და ჩამიხუტე.
-არის ქალბატონო_ღიმილით აძვრა საწოლზე ანდრია და კვნესით გადმობრუნებული ქალი გულთან მიიკრა, კარგად დააფარა ზურგზე საბანი, ცხვირი თმებში ჩაუყო და დამშვიდებულმა დახუჭა თვალები.



№1  offline წევრი nini :)

სასწაული ხარ ნათიააააა..... მიყვარს ანდრია და გაბრიელიიი

 


№2  offline მოდერი naattii

nini :)
სასწაული ხარ ნათიააააა..... მიყვარს ანდრია და გაბრიელიიი

იმედია ანდრია არ შეგძულდებათ რაც შემდეგ თავში იქნება, მაგრამ დამეთანხმებით გენერალი ყველაფრის ღირსია :(

 


ნანო, როგორ გამიწვალეს ჩემი გოგო ???? ველოდები,როდის აწამებენ გენერალს ზუსტად ისე,ან იმაზე უარესად, როგორც ნანოს,ღირსია ყველაფრის????(ანა-მარია) ანდრია კიდე საუკეთესოა თავის გუნდთან ერთად ❤

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა ისე ვარ გამწარებული ანდრია იმ შემთხვევაში უფრო შემძულდება თუ სასტიკად არ აწამა გენერალი!
უბრალოდ ყველაფერ ზღვარს სცდება გენერლის ჩადენილი სისასტიკე! მეზიზღება მოძალადე კაცები და შუბლში ტყვიის დარტყმას კიარა უარესი წამების ღირსნი არიან:) ჰოდა აბა შენიცი ნუ დამიტანჯავ უარესად ისედაც ამ დატანჯულ გოგოს და გამიბედნიერე♥️♥️♥️

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ნანო, როგორ გამიწვალეს ჩემი გოგო ???? ველოდები,როდის აწამებენ გენერალს ზუსტად ისე,ან იმაზე უარესად, როგორც ნანოს,ღირსია ყველაფრის????(ანა-მარია) ანდრია კიდე საუკეთესოა თავის გუნდთან ერთად ❤

მადლობაა ❤️

ტკბილიწიწაკა
ახლა ისე ვარ გამწარებული ანდრია იმ შემთხვევაში უფრო შემძულდება თუ სასტიკად არ აწამა გენერალი!
უბრალოდ ყველაფერ ზღვარს სცდება გენერლის ჩადენილი სისასტიკე! მეზიზღება მოძალადე კაცები და შუბლში ტყვიის დარტყმას კიარა უარესი წამების ღირსნი არიან:) ჰოდა აბა შენიცი ნუ დამიტანჯავ უარესად ისედაც ამ დატანჯულ გოგოს და გამიბედნიერე♥️♥️♥️

ყველანაირად გეთანხმები, ყველას ჯავრს მე ვიყრი ამ კაცზე :D

 


№6  offline წევრი nino ninidze n

naattii
რუსკიმარუსია
ნანო, როგორ გამიწვალეს ჩემი გოგო ???? ველოდები,როდის აწამებენ გენერალს ზუსტად ისე,ან იმაზე უარესად, როგორც ნანოს,ღირსია ყველაფრის????(ანა-მარია) ანდრია კიდე საუკეთესოა თავის გუნდთან ერთად ❤

მადლობაა ❤️

ტკბილიწიწაკა
ახლა ისე ვარ გამწარებული ანდრია იმ შემთხვევაში უფრო შემძულდება თუ სასტიკად არ აწამა გენერალი!
უბრალოდ ყველაფერ ზღვარს სცდება გენერლის ჩადენილი სისასტიკე! მეზიზღება მოძალადე კაცები და შუბლში ტყვიის დარტყმას კიარა უარესი წამების ღირსნი არიან:) ჰოდა აბა შენიცი ნუ დამიტანჯავ უარესად ისედაც ამ დატანჯულ გოგოს და გამიბედნიერე♥️♥️♥️

ყველანაირად გეთანხმები, ყველას ჯავრს მე ვიყრი ამ კაცზე :D

მაგარიხარ ნათი წარმატებები და heart_eyes kissing_heart წარმატებები მაგარია

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ვიცი მე გენერალს რას დავმართებდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent