შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (14 თავი)


7-11-2018, 12:02
ავტორი naattii
ნანახია 2 063

ღამის ორი საათი იქნებოდა გენერლის კარზე ბრახუნი რომ ატყდა. მაშინვე გაეღვიძა გიორგის და პიჟამოს შარვლით წავიდა გასაღებად, გზად იარაღიც გაიყოლა, თუმცა შემოსაპარად გამზადებული ქურდი ამხელა ხმაურს არ ატეხდა. კარების გაღება და ყელში ხელის წაჭერა ერთი იყო, მოულოდნელობისგან იარაღი სულ არ გახსენებია, ღამის სტუმარს გახედა ვინაობა რომ გაეგო
-ანდრია?_თვალები გაუფართოვდა კაცს
-ახლა კარგად მომისმინე არაკაცო ნაბი*ვარო_ყელში წაჭერილი ხელებით იატაკზე დააგდო კაცი -თმის ერთი ღერიც რომ ვნახო ჩამოვარდნილი, ერთი პატარა ჩალურჯებაც კი რომ დავინახო მის სხეულზე, გეფიცები, ჩემს კაცობას გეფიცები, შენს სხეულზე ორმაგად დავამჩნევ, მკვლელობაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. კარგად დაფიქრდი სანამ ჩემს ქალს ხელს დააკარებ და რამეს დაუშავებ. მე გაგაფრთხილე_იქვე დატოვა გაგუდვამდე მისული, ხველა ავარდნილი კაცი და გასასვლელში მდგომი მაგიდა ფეხის ერთი დარტყმით ამოაბრუნა.
ღრმად ამოისუნთქა გარეთ გამოსულმა, წამით ნანოს აციმციმებული თვალები ამოუტივტივდა გონებაში და მთელი ხმით დაიღმუვლა. არ მისცემდა არავის უფლებას მისი გოგო წაერთმიათ, რამე დაეშავებინათ, მხოლოდ ერთის იმედი ქონდა - არ დაეგვიანებინა.
სწრაფად აკრიბა რამდენიმე სიტყვა ტელეფონზე და ხუთგან გააგზავნა, ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ისევ საჭეს მიუჯდა და სახლისკენ წავიდა, მაინც იპოვიდა.

15 წუთში მთელი რაზმი მის სასტუმრო ოთახში იჯდა სრულიად გამოფხიზლებულნი და მუშაობისთვის მზად ყოფნაში.
-რას ვაპირებთ?_სიჩუმე დაარღვია ყიფიანმა
-არ ვიცი_შუბლი მოისრისა ანდრიამ.
-რამე გეგმა უნდა მოვიფიქროთ.
-არ ვიცი.
-ცოცხალია?_ფრთხილად ამოხედა ყიფშიძემ.
-არ ვიცი_ჩაწყვეტილად ამოთქვა.
-ანდრია .......
-არ ვიცი დავით გასაგებია? რაც არ უნდა მკითხოთ არ ვიცი, არც არანაირი გეგმა არ მაქვს,
-როგორ თუ ....
-აი ასე, ჩვეულებრივად, ქალი, რომელიც მიყვარს, ახლა სადღაც ჯურღმულშია ჭრილობებით დაფარული და ძლივს სუნთქავს, თუ სუნთქავს საერთოდ, შენ კიდე მოდიხარ და გეგმას მთხოვ, არ მაქვს გეგმა ამის დედაც მოვ*****, არ მაქვს_ყველა გაკვირვებული უყურებდა მოღრიალე კაცს, რომელიც აშკარად არ გავდა იმ პოლკოვნიკს, რომელსაც იცნობდნენ. გამეტებით შეალეწა კედელს პატარა მაგიდაზე დადებული ხილის ვაზა და იქვე დაჯდა.
ვერცერთი ჯარისკაცი ხმას ვერ იღებდა, მდუმარედ შესცქეროდნენ ჭკუიდან გადასულ კაცს და თავისთვის ფიქრობდნენ გამოსავალზე.
-უნდა გავიგოთ რას მალავდა_ისევ ანდრიამ დაარღვია სიჩუმე. -ვიცი, რომ გაბრიელის გარდა კიდევ მიმალავდა რაღაცას, დარწმუნებული ვარ.
-და რა თქმა უნდა ეს გენერალს უკავშირდება_წინ და უკან დაიწყო სიარული ნათიამ, -რაც ჩამოვედით ეს ფიქრი არ მასვენბს, რატომ გასცა გიორგიმ მისი მოშორების ბრძანება, დავიჯერო გაბრიელის ისტორიის გამო? მაგრამ თვითონ გაბრიელი ხომ ცოცხალი იყო და შეეძლო ნებისმიერისთვის ეთქვა.
-ანუ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, ნანოს გენერალთან კიდევ რაღაც აკავშირებს_ამოიხვნეშა ანდრიამ.
-როგორ მოვიქცეთ?_ფრთხილად გადმოხედა კერესელიძემ ისევ არ აფეთქდესო.
-გენერალზე ყველაფერი უნდა გავიგოთ ....... _არ დასცალდა წინადადების დამთავრება კარზე ზარი რომ გაისმა. თავადვე წამოდგა გასაღებად და იარაღი მოისინჯა საქამრეში. ყველას და გასაკვირად კარში ელენე იდგა კომპიუტერით ხელში და მორიდებული უყურებდა პოლკოვნიკს.
-ელენე? ხომ მშვიდობაა?
-გაბრიელმა დამირეკა, მითხრა რაც მოხდა და ძალიან ვწუხვარ, მე პროფესიით პროგრამისტი ვარ, იქნებ დაგეხმაროთ_ოთახისკენ წავიდა ქალი -გაბრიელმა მითხრა ყველა ანდრიასთან იქნებაო_ღიმილით გადახედა შეკრებილ რაზმს.
-მეგონა სახლიდან კარგა ხანი არ გამოხვიდოდი.
-მთელი დღეა ბავშვებს არ მოვშორებივარ, ისეთი გაზრდილები დამხვდნენ, მაგრამ ახლა ძინავთ და რადგან შენ მათ დედა დაუბრუნე, არ მიწყენენ ღამით თუ დაგეხმარები.
-მადლობა ელენე_თბილად გაუღიმა ანდრიამ.
-აბა? რითი ვიწყებთ?_კომპიუტერი გადაშალა ქალმა და თითები გაატკაცუნა.
-თავი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში წარმოვიდგინე, სადაც ჰაკერი სამინისტროზე თავდასხმისთვის ემზადება_სიცილი აუტყდა ყიფიანს.
-ნუუ, გამიჭირდება, მაგრამ თუ საჭიროა ..._დაბნეულმა ამოხედა ანდრიას.
-არა, არა იხუმრა ელენე, კარგია რომ მოხვედი, გენერალზე გვინდა ყველანაირი ინფორმაცია, მის მთელ ოჯახზეც, დეტალებში.
-გასაგებია, სახელი გვარი, მამის სახელი და ვიწყებ_წკაპუნი დაიწყო კომპიუტერის კლავიატურაზე ელენემ და მთლიანად მასში ჩაიკარგა.

-რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი_დალურჯებული ყელი შეათვალიერა გენერალმა სარკეში და უჯრაში მიმალულ ტელეფონს დაწვდა, სწრაფად აკრიბა ციფრები და აპარატი ყურთან მიიდო.
-რა ხდება?
-როგორც გვიბრძანეთ გენერალო.
-არაფერს ამბობ არა?
-არა.
-კარგი, მოკვლა გადავიფიქრე, აქ იმაზე საინტერესოდ ყოფილა საქმე ვიდრე მეგონა, როგორც იქნა პოლკოვნიკს სუსტი წერტილი აღმოვუჩინე.
-პოლკოვნიიკს? ანდრიას? ოჰოჰ._გაკვირვებული გაისმა საპასუხოდ. -ეს სიფრიფანა გოგოო? არ ველოდი, ბრძანება რა იქნება?
-ჯერჯერობით ახალი არაფერი, ცოტა ხნით მაქ იყოს, დაგიკავშირდებით.
როგორ გაები ანდრია არსენიძე ვინ იცის_სიცილით მიაგდო ტელეფონი ისევ უკან და სააბაზანოში გავიდა დალურჯებული ადგილების დასამალად.

-მოკლედ, არ ვიცი რა ინფორმაციას ეძებთ, მაგრამ ამ კაცს შესაშური ანკეტა აქვს_ღრმად ამოისუნთქა ელენემ.
-ელენე, რაღაც უნდა იყოს, ასე სუფთად ვერ გამოძვრებოდა.
-მხოლოდ ორი საჩივარია ჯარისკაცებისგან ზეწოლაზე, მაგრამ ეს ჯარისკაცები თავად არიან გამქრალნი რამდენიმე დღეში.
-აი ეგ შეიძლება გამოგვადგეს, ანუ მოიშორა.
კიდევ ერთხელ გაისმა კარზე ზარი და საათს გახედა ანდრიამ რომელიც უკვე 6 აჩვენებდა.
-გავაღებ_ისევ იარაღის მოსინჯვით წავიდა და ამჯერად მართლაც პირი დააღო კარში გაბრიელი რომ დაინახა.
-ღადაობთ ხო?
-ვიფიქრე ცოლს აქ ვნახავდი_ღიმილით დაკრა ბეჭებზე ხელი და შიგნით შევიდა.
-ღმერთო, გაბრიელ, _წამში გაისმა ელენეს შეკივლებაც და ვერავინ მიაწვდინა ბოლომდე თვალი როგორ წამებში შეაფრინდა ქალი ქმარს.
-როგორ მომენატრე_მთელი სიძლიერით ხვევდა კაცი ხელებს წელზე და ტუჩებს ვერ შორდებოდა.
-ოთახი იქეთაა_კომპიუტერს მიჩერებულმა ამოსძახა ანდრიამ.
-ავინაზღაურებთ_ყურთან აკოცა ხითხითით ელენემ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ანდრია, არ ვიი დაგაინტერესებს თუ არა, მაგრამ გენერლის ცოლის ბიძია იყო დაჭერილი ერთხელ.
-არამგონია მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა მეტი არაფერი გვაქს და რისთვის.
-ჯანდაბააა_თვალები გაუფართოვდა ქალს და უფრო აქტიურად დაიწყო კოდების აკრეფა.
-რა? რა მოხდა?
-ნარკოტიკისთვის.
-და მერე რა?
-აბა გამოიცანით საიდან იყო ნარკოტიკი?
-არ არსებობს_თვალები გაუნათდა ყიფიანს.
-არსებობს_თავი დაუქნია ელენემ.
-ახლა გასაგებია თვითმფრინავი როგორ გაგვიფუჭეს, პილოტებთან აქვს კავშირი, ან მტვირთავებთან. ანუ ამ არაკაცს ნარკოტიკი გადმოაქვს. ახლა გასაგებია._თან დადიოდა და თან თითებს ისრესდა ანდრია.
-იქნებ მოკვდავებსაც აგვიხსნა, ვინც ვერ გავიგეთ_ამოიოხრა ყიფშიძემ.
-რაა გაუგებარი? ნანოს გენერლისთვის ნარკოტიკი გადმოჰქონდა ავღანეთიდან._მხრები აიჩეჩა ნათიამ. მაშინვე ყველამ გადათეთრებულ ანდრიას გახედა, რომელიც თვალებდახუჭული მიმჯდარიყო დივნის კუთხეში.



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ნათია , თავების გაზრდაზე რა აზრის ხარ? რა გითხრა, ისტორია ძალიან საინტერესოა, მაგრამ ისე პატარა თავებს დებ, რომ წაკითხვის სურვილი მიქრება.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ხოოო hushed არც ისეთი უმწიკვლო ყოფილა ჩვენი ნანო smirk სიტუაცია იძაბება და უფრო საინტერესოც ხდება. მომწონს ძალიან kissing_heart და მეც ვფიქრობ, რომ თავაების გაზრდა ურიგო არ იქნებოდა smiley ადრე ყოველ დღე დებდი და ვკმაყოფილდებოდით, მაგრამ ამ ბოლო დროს გიგვიანდება ხოლმე ისტორიის დადება და იქნებ გაზრდილი თავები შემოგეთავაზებინა? წარმატებები kissing_heart

 


№3  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა რომ მოგწონთ, მაგრამ არაერთხელ დავწერე უკვე, რომ წლინახევრის პატარა მყავს, პლიუს სახლი, სამსახური, კერძო მასწავლებელი ვარ და უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, უკვე აღარც ფიზიკურად მაქვს დრო დავჯდე და დავწერო, ამიტომ მეტნაირად ვერ ვახერხებ

 


№4  offline წევრი nini :)

საყვარელოოოოოოო.....❤❤❤❤
როგორ მიყვარხარ....❤❤❤❤ მაგრამ აი ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ნანოზეე..... რა საყვარლები არიაააან..... გაბრიელი და ელენე ❤❤❤❤ ყველა მიყვარს ❤❤❤

 


№5  offline მოდერი naattii

nini :)
საყვარელოოოოოოო.....❤❤❤❤
როგორ მიყვარხარ....❤❤❤❤ მაგრამ აი ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ნანოზეე..... რა საყვარლები არიაააან..... გაბრიელი და ელენე ❤❤❤❤ ყველა მიყვარს ❤❤❤

როგორც ყოველთვის მაბედნიერებ შენი კომენტარით ❤️

 


№6 სტუმარი დიკო

აუ მე მჯერა რომ ნანომ არ იცოდა თავიდან ნარკოტიკებზეე და რო გაიგო მერე კი გაყო თავი ხათაბალაშიიი :D :D არ მეფიქრება ამ გოგოზე მაინც ცუდააად ძაან მომწონს ისტორიაააა მთავარია განუზომელი დროით არ იკარგებიი❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი დეფნე

სასწაულია. მიყვარს ანდრია. ნანო? ველიდები შემდეგს მოუთმენლად

 


№8  offline მოდერი naattii

დიკო
აუ მე მჯერა რომ ნანომ არ იცოდა თავიდან ნარკოტიკებზეე და რო გაიგო მერე კი გაყო თავი ხათაბალაშიიი :D :D არ მეფიქრება ამ გოგოზე მაინც ცუდააად ძაან მომწონს ისტორიაააა მთავარია განუზომელი დროით არ იკარგებიი❤️❤️

დიდი მადლობა <3

სტუმარი დეფნე
სასწაულია. მიყვარს ანდრია. ნანო? ველიდები შემდეგს მოუთმენლად

ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent