შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (9 თaვი)

25-10-2018, 20:43
ავტორი naattii
ნანახია 2 225

-ალბათ აზრი არ ექნება თუ გკითხავ როგორ მოგვაგენი, არა?_იარაღი შარვალში ჩაიდო ანდრიამ, რატომღაც ამ ბიჭის არ ეშინოდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ.
-რატომაც არა, ნანომ მომწერა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და დივანზე დაიკავა ადგილი.
-კარგი რა_ანდრიას რეაქციაზ წინასწარ ამოიხვნეშა ნანომ, ბიჭმა კი უბრალოდ ჰაერი შეისუნთქა ღრმად და წინ ჩამოუჯდა
-რატომ არ მიკვირს?
-მოკლედ, ვისაუბროთ?_მოვლენები დააჩქარა გაბრიელმა.
-საყვარლები ხართ?_სანამ დაფიქრდებოდა მანამდე გაუსწრო ანდრიას ენამ და რეაქციაზე გაეცინა, ორივემ იმხელა გაკვირვებით გამოხედეს ლამის უკან წაიღო თავისი სიტყვები.
-ცოლი მყავს და მის გარდა არავინ მჭირდება_ბრაზით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-ყველას არ ვუწვები სხვათაშორის_წარბებ აწეულმა გადმოხედა ნანომ და პოლკოვნიკს გაეცინა იმხელა სიამაყე დაინახა გოგოს თვალებში, აგრძნობინა რომ გითხარი პირველი ხარ არ მომიტყუებიხარო.
-რამდენი წელია გენერალზე მუშაობ?
-10 წელი დაახლოებით.
-რთული იქნება_ნანოს გადმოხედა ბიჭმა.
-გითხარი არაფერში გვჭირდებათქო_ცხვირი აიბზუა გოგომ.
-მაგრამ ეტყობა, რომ სამართლიანია.
-სამაგიეროდ, გენერალის ლეკვია და არ დაგვიჯერებს.
-ისე, მაპატიეთ გაწყვეტინებთ, მაგრამ აი ზუსტად თქვენს წინ ვზივარ და ყველაფერი გადასარევად მესმის_მოუთმენლად შეაწყვეტინა ანდრიამ.
-მაინც ვფიქრობ სიმართლე ჯობია_არც შეუმჩნევიათ ანდრიას სიტყვები ისე განაგრძეს ბჭობა. პოლკოვნიკიც მობეზრებული სახით წავიდა მაცივრისკენ, ნანოს ჩაციებული წყალი ბოლომდე გამოცალა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-გისმენთ_მთელი ხმით დასჭექა ანდრიამ და ახლა ნამდვილად მიიქცია ყურადღება.
-მოკლედ, ვიწყებ რა, რაც იქნება იქნება_ნანოს გადახედა გაბრიელმა და კომფორტულად მოეწყო.
-დაახლოებით მეც იმ დროს მივედი გენერალთა, როდესაც შენ, მსმენია კიდევაც შენზე და შენს აჩრდილთა რაზმზე, ყველგან უპრობლემოდ რომ შედიოდით, ხუთი წელი გენერალი იდეალური უფროსი და მმართველი იყო, ბრმად ვენდობოდი და მივყვებოდი, ავღანეთშიც არაერთხელ ნამყოფი ნაცნობობაც კარგად მყავდა, შემდეგ მოხდა ის რომ ჩვენმა გენერალმა ერთი ტერორისტი ამოიჩემა, ვერაფრით მიაგნო და ვერ მოიშორა, ორი წელი ვზდიეთ, ბოლოს აქ მოგვიყვანა კვალმა და მეც მაშინვე გამომაგზავნა. მივაგენი, აღმოჩნდა, რომ ორი ცოლი და 4 შვილი ყავდა, გენერალი იმდენად იყო გამწარებული ჯერ მისი ძებნით და შემდეგ მისი ოჯახით, მხოლოდ ფარუქის მოკვლას ვერ დასჯერდა. ერთხელ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი სტუმრად მიდიოდა, გაყოლა და ადგილის დაზუსტება მთხოვა, მეც დავუზუსტე_თავი ჩაქინდრა გაბრიელმა, ანდრია მიხვდა ახლა ცუდ ინფორმაციას გაიგებდა.
-ჩემი დაზუსტებული ინფორმაცია რამდენიმე წუთში გავიგე რაში ჭირდებოდა, მთელი სახლი ააფეთქა, გესმის? მთელი სახლი, სტუმარ-მასპინძლით. როგორც შემდეგ ჩუმად გავარკვიე მხოლოდ ისინი არ იყვნენ, სახლში ორასამდე სტუმარი იმყოფებოდა, მასპინძელს 5 გოგოს შემდეგ, როგორც იყო ბიჭი შეძენია და უზარმაზარი წვეულება ქონდა მოწყობილი, მან კი გამწარებულ გულზე ყველა ამოხოცა, წარმოგიდგენია? და უფრო უარესი ის არის რომ ეს მისი გადაწყვეტილება არავინ იცოდა მინისტრისმოადგილის გარდა.
-მოიცა, ეგ დიდი აფეთქება შენი მოწყობილი არ არის? როგორ თუ გენერლის?
-ჩემიი? აი თურმე რა აფეთქება მომაწერა, არა ანდრია, მე გენერლის დავალებით ჩამოგზავნილი ერთ-ერთი ჯარისკაცი ვიყავი და ეს ყველაფერი არაა, იმ აფეთქებას ფარუქი სასწაულებრივად მაინც გადაურჩა და მე ეს გავიგე, მართალია უკვე გენერალზე დიდი ეჭვები მქონდა, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც მივაწოდე, მანაც თვალთვალი გამაგრძელებინა, რასაც კიდევ ერთი აფეთქება მოყვა, ისევ უდანაშაულო ხალხი შეეწირა მის ამბიციებს.
-ეს თუ სიმართლეა რატომ ხარ ჩუმად? ან ნანო რა შუაშია ამ საქმესთან?
-საქართველოში ცოლი და ორი შვილი მყავს, ჩემი ცოლი ელენე ქობელაშვილია, რომელიც იმ ნაბიჭვარს უკვე რვა თვეა გადამალული ყავს, აქამდე ნორმალურ პირობებში ყავდა, ჩემი გაქრობის და სიჩუმის სანაცვლოდ, ახლა უკვე აღარ ვიცი ნანოს გადარჩენიდან გამწარებული რა მოხდება.
-მაინც რჩება კითხვა ნანო რა შუაშია?
-მე..._ღრმად ამოისუნთქა ნანომ -გაბრიელის ცოლი მე გავიტაცე.
-კი ,მაგრამ მაგ დროს შენ აქ არ იყავი?
-არა, ეგ გენერალმა მოაწყო, როცა საქმე გავუკეთე იმ ყაჩაღებს მიმყიდა და მოწმე მოიშორა, გაბრიელმა მხოლოდ იმიტომ გადამარჩინა, რომ მის ცოლზე ინფორმაცია მქონდა.
-თუმცა, შემდეგ გავიგე, რომ გენერალს მისთვისაც მახე ქონდა დაგებული და მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა.
-ანუ, მე რომ შენზე მიყვებოდა, ორი წელია დავზდევ და ვერ მოვიხელთეო სინამდვილეში ფარუქზე ყვებოდა.
-კი ბატონო, სწორედ მან შემარქვა აბდული, ყველა საბუთში სახელი გადაასწორა და ის ორი აფეთქებაც მე მომაწერა.
-მაშინ ამდენი ფული და ძალაუფლება აქ როგორ გაქვს?
-ხომ გითხარი ნაცნობები მყავდა, რადგან ძებნილი ვიყავი სამუშაო უცებ მიპოვნეს და ახლა იარაღებს ვყიდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-გუნდი უნდა შევკრიბო_შუბლი მოისრისა დაბნეულმა ანდრიამ. -მაშინ ეს გამოკეტილი რატომ გყავდა?
-არ მყავდა, მაშინ ჩავაგდე შენ რომ გელოდებოდი, მინდოდა ისე გეპოვა, რომ მძევალი გგონებოდა, ის კი ჩუმად ინფორმაციის მოპოვებას შეძლებდა.
-ანუ ჯაშუშობას აპირებდი და მიტო გინდოდა დაახლოება_გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა პოლკოვნიკმა და დაწვრილებული თვალებით მომზირალ ნანოს გადახედა.
-ღმერთო, ეს კაცები რა იდიოტები ხართ, ხო სულ ჯაშუშობის ხათრით ჩაგიგორდი ლოგინში.
-ლოგინში ჩაუგორდიი?_სიცილი აუტყდა გაბრიელს -აუ პოპკორნი მინდა, რა წყვილი იქნებიით.
-და რა? გინდა ამ ყველაფრის მერე დავიჯერო შენი?
-ჯანდაბამდე გზა გქონია თუ არ დამიჯერებ.
-მოიცა ჩემი გჯერა?_გაკვირვებულმა მიიდო ხელი გაბრიელმა გულთან
-სიმართლე რომ გითხრა, პირდაპირ მიყვირის ჩემი ინტუიცია, რომ ბოლოს შენნაირი გულახდილი ადამიანი არ მახსოვს სად ვნახე.
-მადლობთ,_თეატრალურად დაუკრა თავი გაბრიელმა, მაგრამ მალევე მოიღუშა -ხომ ხვდები, რომ ამ ისტორიას ტყუილ უბრალოდ არ მოგიყვებოდი?
-ნუ ნერვიულობ, გენერლის გამოაშკრავებაში დაგეხმარებით.
-არა, შენ არ გესმის_ გული აუჩქარდა გაბრიელს -გენერალს მე და ნანოც მივხედავთ, ვიცი, რომ საუკეთესო რაზმი გყავს, გთხოვ ჩემი ელენე მიპოვე, ჯერ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ და მის სიცოცხლეს ვერავის ვანდობ, რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ ჩემი ელენე დამიბრუნე_თითქმის აცრემლებული ევედრებოდა პოლკოვნიკს და არც მას უფიქრია ბევრი.
-პირობას გაძლევ_თავი დაუკრა აღელვებულ ბიჭს და დამშიდებული გაუშვა.

-როგორ ფიქრობ, რა ხდება?_ფანჯარასთან მდგომ ყიფიანს მიმართა ყიფშიძემ.
-არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია ნანოს ბევრად მეტი აქვს მოსაყოლი.
-ხოდა მოყვება, ხომ იცნობ ანდრიას.
-საქმეც მაგაშია, რომ ასეთ ანდრიას არ ვიცნობთ, ამ გოგომ რაღაცით შეცვალა.
-რისი თქმა გინდა ყიფიანი?
-მოეწონა, ოღონდ სერიოზულად მოეწონა.
-უბერავ? არ იცნობდე მაინც ანდრიას.
-აგერ ნახავ_მძიმედ ამონასუნთქი ჰაერით გამოუშვა ფილტვებიდან ბიჭმა თამბაქოს კვამლი.

უკვე მერამდენე წრე დაურტყა გამოკეტილმა ახალგაზრდა ქალმა ოთახს, აღარ ახსოვდა, აუტანლად ტკიოდა მარჯვენა ხელზე მოჭრილი ნეკა თითი. ალბათ, ამითი გაბრიელს კიდევ რაღაც საშინელებას აიძულებენო სასოწარკვეთილი ფიქრობდა. წამით არ დაუდანაშაულებია ქმარი, იცოდა როგორი გულწრფელი იყო ბიჭი და იმასაც ხვდებოდა მისთვის ყველაფერს, რომ აკეთებდა, ამიტომ მანაც ბრძოლა გადაწყვიტა, ქმრისა და შვილების გამო მთებს გადადგამდა. უკვე იცოდა რომელ დღეს, რომელ საათზე, რომელი მცველი მორიგეობდა და ისიც როდის რამდენი იყვნენ, დღეების მანძილზე ინახავდა ნივთებს, რომლებიც გაქცევისას დაჭირდებოდა, ხელით კიდევ ერთხელ მოსინჯა გადამალული ჩანგალი, დანა, თმის წვეტიანი სარჭი და მომენტს დაელოდა. სიამოვნებით გამოიყენებდა ამ არამზადა ხალხის წინააღმდეგ ნებისმიერ იარაღს. საათს დახედა, დრო გადაამოწმა, საბრძოლველად მოემზადა და თავს შემოუძახა:
-აბა, ელენე, გამაგრდი, ოჯახს სჭრიდები.

№1 სტუმარი დიკო

ყოველდღე რო დებ ახალ თავს მაგიტომ არ ვაპროტესტებ თავების სიმცირეს )) არადა არ მყოფნის ))
ეს გენერალი და მინისტრის მოადგილეც გამიმწარეეე :@ უნამუსოებიიიი

№2  offline მოდერი naattii

დიკო
ყოველდღე რო დებ ახალ თავს მაგიტომ არ ვაპროტესტებ თავების სიმცირეს )) არადა არ მყოფნის ))
ეს გენერალი და მინისტრის მოადგილეც გამიმწარეეე :@ უნამუსოებიიიი

ფიზიკურად აღარ მაქვს მეტი დრო ❤️

№3 სტუმარი ზინიკო

სუპერ!!! ძალიან საინტერესოააა...

№4  offline მოდერი naattii

ზინიკო
სუპერ!!! ძალიან საინტერესოააა...

მადლობა ❤️

№5 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

თნდათან უფრო საინტერესო ხდება :) გნერლი და მინისტრის მოადგილე ღირსი არიან ისე გამწარდნენ, როგორც გაბრიელი გაამწარეს, ბოროტები ეგენი smile smiley

№6  offline წევრი nini :)

ვაიმე გული დამეწვა გაბრიელის ამბავზეეე.... ანდრეა მიხედავს მაგას მაგრამ როგორი იქნება გეგმა...... აი ელენე მაგარი გოგო ჩანს რაც წავიკითხეეეე.....
სასწაული გოგო რომ ხარ ბევრჯერ მითქვამს მაგრამ ახლაც მინდა მაგის თქმააა ❤❤❤❤

№7  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
თნდათან უფრო საინტერესო ხდება :) გნერლი და მინისტრის მოადგილე ღირსი არიან ისე გამწარდნენ, როგორც გაბრიელი გაამწარეს, ბოროტები ეგენი smile smiley

ვნახოთ რა მოხდებაა :D

nini :)
ვაიმე გული დამეწვა გაბრიელის ამბავზეეე.... ანდრეა მიხედავს მაგას მაგრამ როგორი იქნება გეგმა...... აი ელენე მაგარი გოგო ჩანს რაც წავიკითხეეეე.....
სასწაული გოგო რომ ხარ ბევრჯერ მითქვამს მაგრამ ახლაც მინდა მაგის თქმააა ❤❤❤❤

როგორ გელი ხოლმეე ❤️

№8 სტუმარი ნათია41

გავოგნდი გაბრიელის ისტორიაზე და გადავირიე ელენეს სიმამაცეზე. აი მესმის ქალი?! ამაზე ნაკლები სულისკვეთება არ უნდა გვქონდეს . სამაგალითოა.
ნინა რა ტიპია? საბოლოოდ გამოაშტერებს ანდრეას .

ვაიმეეე როგორ ძალიან მიყვარხაააარ ❤❤ ამეტირა ❤❤❤❤❤ საუკეთესო ხარ შენ ❤ ჩემი გაბრიელი ❤

№10  offline მოდერი naattii

ნათია41
გავოგნდი გაბრიელის ისტორიაზე და გადავირიე ელენეს სიმამაცეზე. აი მესმის ქალი?! ამაზე ნაკლები სულისკვეთება არ უნდა გვქონდეს . სამაგალითოა.
ნინა რა ტიპია? საბოლოოდ გამოაშტერებს ანდრეას .

რატომღაც არ მიყვარს სუსტ ქალებზე წერა, ყველაფერზე რომ ტირიან და ყოველთვის სხვისგან ელიან დახმარებას. ნანო კიი, ემუქრება გამოშტერებით :D

ელენე ქობელაშვილი
ვაიმეეე როგორ ძალიან მიყვარხაააარ ❤❤ ამეტირა ❤❤❤❤❤ საუკეთესო ხარ შენ ❤ ჩემი გაბრიელი ❤

❤️❤️❤️ მიხარია თუ გაგახარე

№11 სტუმარი სტუმარი

დიდი პატივისცემით მაგრამ, არ გგონია რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში 200 კაციან წვეულებას არავინ ამოაჟუჟინებდა?! ცოტა რეალური რომ გახდეს არ გინდა ამერიკული დაზვერვა ან ანტიტერორისტული სამსახურიც გარიო საქმეში???

№12  offline მოდერი naattii

სტუმარი
დიდი პატივისცემით მაგრამ, არ გგონია რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში 200 კაციან წვეულებას არავინ ამოაჟუჟინებდა?! ცოტა რეალური რომ გახდეს არ გინდა ამერიკული დაზვერვა ან ანტიტერორისტული სამსახურიც გარიო საქმეში???

ასევე დიდი პატივისცემით სად წაიკითხე რეალურს რომ ვწერ :D მასე თუ ვიფიქრებთ ვერც ელენეს წაიყვანდა რვა თვით ვერავინ და ვერც ესენი იპარპაშებდნენ ასე იოლად, მაგრამ ისტორია იმას ნიშნავს რომ რაღაც შეამატო რომანს, ბცდილობ რტეალობას მიახლოებული ნამდვილად იიყოს, მაგრამ სიუჟეტის გამო სხვანაირად ვერ ვიზამ. ილიანი მაქვს დაწერილი რეალური და ეტყობა კიდეც. არც სხვები წერენ რეალურს ყველა მილიონერი ბიზნესმენი რომაა, ან ყველა მუშაობს, მაგრამ გასართობად და დასასვენებლად მაინც მის ჭკუაზე დადიან. :D :D

№13  offline წევრი Nano Goduadze

naattii

ქ-ნო ან ბატონო სტუმარო :დ უკეთესი (რეალური) შენ შემოგვთავაზე და შენსასაც წავიკითხავთ :დ ახლა ნება გვიბოძეთ და ნათიას არარეალურ ისტორიას წავიკითხავთ :dd ნაკლები ირონია და ბოღმა ანთხიე და ნახავ სამყარო რა ლამაზია :**

№14 სტუმარი სტუმარი

Nano Goduadze

ღმერთია მოწმე ირონიულად მართლა არ დამიწერია, ბოღმისგანაც შორს ვარ. და მაპატიეთ თუ ასე იქნა გაგებული ჩემი კომენტარი.
ის რომ ასეთი რანგი მარალცინოსნებს შეუძლიათ გაიტაცონ, მიქარონ, მოკლან და ა.შ. აბა რა გასაკვირია. ორგანოები მითუმეტეს ქართული, რომ ხანდახან (თუ ხშირად არა) ასე მუსაობენ არახალია. უბრალოდ ავღანეთის ტერიტორიაზე რომ ქართულ ძალებს ამდენს არავინ გააბედინებდა მაგას ვამბობ. ხოდა ასე მგონია, რომ როცა წერ დასაშვებადობაზეც უნდა იფიქრო რაიმეფაქტის ( თუ ფენტეზი არაა).
ამერიკული ძალებზე კითხვა-შეთავაზება იყო დასმული და მას არანაირი ირონიული ქვეექსტი არ ქონია. ვიფიქრე, რომ სიუჟეტიც უფრო სინტერესო და რეალური გამოვიდოდა, თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი უწყებები ამერიკულ ძალებთან თანამშრომლობენ, არამხოლოდ სამსვიდობო ფორმატით, არამედ ანტინარკოტიკული ბრძოლის ამბებშიც. ავღანეთიდან მომავალი ნარკოტოკი ქართულ დერეფანსაც რომ გადის ცნობილია და ჩინოსნები რომ ხელებს ითბობენ ედიკას დროიდან მოყოლებული არც ეგაა უცხო.
მოკლედ ეს იყო მხოლოდ კეთილგანწყობილი შეთავაზება რჩევა და სურვილი,რაც გინდათ ის დაარქვით, ფაბულა კიდევ ჩახლართული გამხდარიყო.
ბოდიშს ვიხდი და აწი თავს შევიკავებ საკუთარი აზრების ფრქვევისაგან. წარმატებები ავტორს და ისტორიას.

№15 სტუმარი სტუმარი

naattii
მაშინ რატომ არ შეიძლებოდა გენერალსაც იქ დაქირავებული ადამიანების დახმარებით აეფეთქებინა ამდენი ხალხი და შემდეგ უბრალო ტერორისტულ აქტად გაესაღებინა და ვინმე აბდულისთვის შეეტენა? ამერიკული ძალების არც წესები ვიცი და არაფერი, ამიტომ ვერ ჩავრევ რაც შეეხება საქართველოს მთელი საღამო ვეძებდი ინფორმაციას სანამ დავიწყებდი, რაც არ ვიცი იმას ვერ დავწერ, მართლა ვწუხვარ თუ ამ ისტორიით ვინმეს იმედი გავუცრუე, უბრალოდ ავღანეთთან ჩემი ტკივილი მაქვს და მინდოდა ისტორიაში გადმომეცა როგორ უპრაგონოდ ხოცავენ უდანაშაულოებს

როგორ არშეიზლებოდა, მაგრამ მარტოს? საქართველოსნაირი მოცუცქნული ქვეყნის ძალოვნებს? ყოველგვარი სადაზვერვო შტაბებისა და ქსელის გარეშე სამშვიდობოების ანაბარა? იქ რომ მაფიაა არ თქვა.. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ანუ მარტო გენერალი და მინისტრის მოადგილე თუ გინდა მთელი ქართული სამინისტრო მაგ ამბავს ვერ გაქაჩავდა, ანუ ორასი კაცი რომ ამოეხოცათ თან მითუმეტეს მშვიდობიანი მოსახლეობა ეგ იცი რამხელა სკანდალს გამოიწვევდა? იმ ქვეყანაში რომელშიც წლებია სამშვიდობო მისია დგას. ჯერ მარტო ამერიკელები სიეიაიდან დაწყებული ვის გააბედინებდნენ მაგას. ამიტომ მგონია ორასი კაცის ამბავი ძაან არარეალურია. და თუ იქ ტერორისტებზე იქნება საუბარი მანდ საქართველოს არაფერი ესაქმება მარტოს აი უცხოელების მოკავშირე ძალად კიდე შეიძლება განვიხილოთ ასე მგონია.არამგონია ჩვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ანტიტერორისტული ოპერაციებს განხორციელების თავი გვქონდეს (უფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ), ვერ ნახე სალოსის გამზირზე რა ქნეს, მთელს საქაღტველოს გვაყურებინეს სპეცოპერაცია პირდაპირი ეთერით :))))
მოკლედ შენ იცი, რას და როგორ იზავ. ისე მე მაგ მაღალჩინოსნების მიქარვის ამბავს ავღანური ნარკოტიკის თემას და კავკასიური დერეფნის ამბებს დავუკავშირებდი. ახლა არ ვიცი მაგრამ როგორც ამბობენ ედიკას დროს მაგარი ამბები ხდებოდა ჩერეზ პანკისით, მაგარი განუკითხაობა იყო..
მაგარი ფული კეთდებოდა.. კრიმინალურ-მაფიოზური კლანებით, ნარკოტიკით ადამიანების ვაჭრობით და ამბებით. პირდაპირ ძალოვანები აფარებდნენ მაშინნ ხელს. არც ახლა ვიქნებით ჩემი ღრმა რწმენით სუფთა მაგ ამბავში, ნუ ნარკოტიკებში მაინც.. მოკლედ მაგარი რთული თემაა და წარმატებები კიდევ ერთხელ.

№16  offline მოდერი naattii

მირჩევნია ისე გავაგრძელო როგორც ჩაფიქრებული მქონდა რაც არ უნდა არარეალირად ჟღერდეს, არ მინდა სულ ამერიოს და ისეთ რამეს შევეჭიდო რაც არ გამოვა... პირველად ვწერ ისე, როცა არ ვიცი რა და როგორ მოხდება, მომდის და ვწერ, ვნახოთ იქნებ მაგ მხრივადაც წავიდე, რჩევისთვის მადლობა ❤️

№17  offline აქტიური მკითხველი terooo

გენერალს 248 ძვალს დავაცლიდი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent