შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს თან ახლავს მოულოდნელობა (III)


20-11-2018, 20:50
ავტორი salome_13
ნანახია 1 179

გასეირნება გადავწყვიტეთ და სახლიდან გავედით. ნიკაც წამოვიდა. ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა და წინ წავედი. ნინიმ ფოტოს გადაღება მთხოვა და გავჩერდით. მე და ნინი გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდით, როდესაც ნიკა მოვიდა.
-ნინი შეიძლება შენი დაქალი ცოტახნით მოგტაცო?
-რა თქმა უნდა.-ნინიმ უპასუხა და თვალი ჩამიკრა. თვითონ შეთანხმდნენ, მაგრამ ჩემს აზრს არავინ კიხულობდა?
ნინი სხვებს დაეწია და მე და ნიკა მარტო დავრჩით.
-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ და ვისაუბროთ.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.-ნიკას გაბრაზებულმა ვუთხარი და წასვლა დავაპირე, მაგრამ ნიკამ ხელი მომკიდა და შემომატრიალა.
-შეგიძლია ერთხელ მომისმინო?-ხელზე ტკივილი ვიგრძენი, ნიკა ხელს ძალიან მიჭერდა.
-იდიოტო გამიშვი, მტკივა.-ტკივილს ვეღარ ვუძლებდი.
ნიკამ ხელი სწრაფად გამიშვა და ჩემს ხელს დააკვირდა. ზოგადად ძალიან ნაზი კანი მაქვს და უბრალო ნაკაწრიც მეტყობა. ხელზე ნიკას თითები იმაზე ძალიან მეტყობოდა, ვიდრე მტკიოდა.
-ბოდიში, არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდა.-ჩემი ხელის დანახვაზე შეკრთა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-შემთხვევით მოგივიდა? შემთხვევით შეიძლება დამეჯახო და არა ხელი მომტეხო.-გაბრაზებულმა ვუყვირე და სახლისაკენ წამოვედი.
ხელი საშინლად მტკიოდა. სახლში მისულმა მალამო წავისვი, შევიხვიე და მაისური ჩამოვიწიე, რადგან არ გამომჩენოდა ნატკენი. არ მინდოდა ვინმეს ყურადღება მიმექცია.
სახლში, როდესაც დაბრუნდნენ, საუზმის მომზადება დავიწყეთ. გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებდენ, ბიჭები კი მაგიდის გვერდზე დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. მაგიდის გაშლაში ნინი მეხმარებოდა. სკამის გადაადგილება მომიწია და ხელში რომ ავიღე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დავიჭყანე და სკამს ხელი გავუშვი. სკამი მძიმე იყო და შესაბამისად, იატაკზე ხმაურიანად დავარდა. ხმაურზე ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული. გუგა კი წამში ჩემთან გაჩნდა. (გუგაც ჩვენი კურსელი იყო.)
-ნატა კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, უბრალოდ მძიმე იყო და ხელიდან გამივარდა.
გოგონებმა საჭმელი შემოიტანეს და ყველას ყურადღება საჭმელზე გადაერთო. მხოლოდ ნიკა არ მაშორებდა თვალს. მაგიდასთან მე და ნიკას გვერდიგვერდ მოგვიწია დასხდომა.
-ხელი კიდევ გტკივა?-ნიკა ახლოს მოიწია და ჩამჩურჩულა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.-პასუხი მივახალე და საჭმელი თეფშზე გადმოვიღე.
ვისადილეთ და სიმართლე თუ მოქმედების თამაში დავიწყეთ. ისე მოხდა, რომ ვიკას მოუწია ნიკასთვის კითხვა დაესვა. ნიკამ სიმართლე აირჩია და ვიკას კითხვაც შემდეგში მდგომარეობდა:
-ვთქვათ, აქედან აუცილებლად უნდა იყო ვინმეს შეყვარებული, ვის აირჩევდი?
-ნატას.-ნიკამ მაშინვე უპასუხა ვიკას. გოგონას თვალები აემღვრა, არ იცოდა რა ექნა. ადგა და ოთახიდან გავიდა. ლოყები საშინლად მიხურდა, ყველამ მე შემომხედა და ხალხის ყურადღების გამო დავიმორცხვე. ვიკას თავისი დაქალი გაყვა და ჩვენც თამაში გავაგრძელეთ. ამის შემდეგ, დაძაბულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ თან მახარებდა მისი პასუხი.
ყველაფრის მიუხედავად ვთვლიდი, რომ ნიკასნაირი ადამიანის ადგილი ჩემ ცხოვრებაში არ უნდა ყოფილიყო. ჩემი ხასითიდან გამომდინარე ჩემს ნდობას ადვილად მოიპოვებდა და ისიც გულს მატკენდა. ყველაფრი უნდა გამეკეთებინა, რომ გული ნაკლებად მტკენოდა და ამასთანავე არც ვიკა არ იყო ღირსი, რომ ასე მოქცეოდა ნიკა მას.
საღამოს მარტო მინდოდა ყოფნა, ამიტომ ეზოში გავედი. საკმაოდ ბნელოდა და ცოტა არ იყოს მეშინოდა კიდეც, მაგრამ შიგნით შესვლა არ მინდოდა, რადგან ისევ ნიკას თვალებს გადავაწყდებოდი და ჩემი დალაგებული გეგმა სულ ამერეოდა. რაღაც ხმა გავიგონე და შეშინებულმა უკან მივიხედე.
-შეგაშინე?-ნიკამ გამიღიმა.
-ცდები.
-რატომ ხარ ასეთი უხეში?
-კიდევ მე ვარ უხეში? რა გინდა ვიკასგან, რატომ სტკენ გოგონას გულს?-ხმას ავუწიე.
-ეს ჩემი ბრალი არა.. და შეიძლება ერთხელ მშვიდად მოვახერხოთ საუბარი?-საყვარელი ხმით მითხრა. მისმა ასეთმა ტონმა ისე დამაბნია, არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ მაინც ამოვღერღე.
-აბა ვიკას ბრალია?-კითხვაზე არ ვუპასუხე და ისევ ძველი თემა წამოვჭერი.
-კი ვიკას ბრალია, იცის, რომ არ მომწონს მაგრამ მაინც ცდილობს ჩემთან დაახლოებას.
-უნივერსიტეტში მისალმება რა იყო? თუ არ აპირებ მასთან არაფერს ნურც იმედებს აძლევ. ეს ჩემი რჩევა იქნება.-ავდექი, მაგრამ როგორ შეიძლება ნატა მოხერხებული იყოს? ნატკენი ხელი კედელს შემთხვევით მივარტყი. მორჩა ამ ტკივილმა დღეს კულმინაციას მიაღწია. ცრემლები თავისით წამომივიდა თვალებიდან. ნიკამ სკამზე დამაჯინა. ძალიანაც მინდოდა შეწინააღმდეგება, მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ჭრილობა გამიხსნა და საშინელი სანახავი იყო. ნუთუ შეეძლო ჩემ ჭრილობას ასეთი გამხდარიყო? ტკივილმა ცოტა გადამიარა და როდესაც გავაანალიზე რა მოხდა, ხელი ნიკას გამოვტაცე და ავდექი.
-მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ ჩემი ხელის მიხედვა მარტოც შემიძლია.
-ნატა რა გინდა? რატომ მტკენ გულს? ხო შეიძლება ერთხელ ყვირილის გარეშე ვისაუბროთ. ამის დედაც-ფეხი სკამს დაარტა და გადააბრუნა.
-იცი რა გული მარტო შენ არ გტკივა. -ეს ვთქვი და ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა გონზე აღარ ვიყავი, ჰაერის უკმარისობის გამო ძირს დავვარდი.
გონს საავადმყოფოში დილას მოვედი, დაახლოებით 7-8 საათი იქნებოდა. გვერდზე ნიკა მეჯდა, რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა. ნიკას ეძინა და ამიტომ მისი სახის შესწავლა დავიწყე. ის ისეთი ლამაზი იყო, არ ვიცოდი რა უნდოდა ჩემნაირი გოგოსთან ან ასეთ ლამაზ ბიჭს როგორ შეიძლება მე მოვწონებოდი? ვხვდებოდი, რომ რაღაც ტყუილი იყო. ან მე არ მოვწონდი ან ვიკა, მაგრამ ფაქტია ახლა ჩემს გვერდით იყო და თავს საშუალება მივეცი ნიკასთვის ერთი შანსი მიმეცა.
ვფიქრობდი, როდესაც შემთხვევით ხმამაღლა ვთქვი
-როგორ გითხრა, რომ მომწონხარ? -არ არსებობს ნატა, ნიკამ ზუსტად იმ დროს გაიღვიძა, როდესაც ეს ვთქვი. ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე და ფანჯარაში გავიხედე.
-უკვე მითხარი...-სირცხვილისგან გამეღიმა და ნიკას შევხედე. თვალები უბრწყინავდა და ძალიან საყვარლად მიღიმოდა. ნეტავ კიდევ გავთიშულიყავი და ამ სიტვაციისთვის თავი ამერიდებინა.
-რა გითხარი?-პირველი თავში რაც მომაფიქრდა ის ვკითხე.
-ის რომ მოგწონვარ. -კმაყოფილი სახით შემომხედა.
-სამწუხაროდ არ მომოწნხარ. -თავის გამართლებას შევუდექი.
ოთახში ექიმი შემოვიდა.
–ნატა როგორ ხარ? შენი მშობლები მოვიდნენ საბუთებს მოაგვარებენ და შეგიძლია სახლში წახვიდე. მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი მეგობარი გყავს. მთელი ღამე შენს გვერდით იყო.
ნიკას ჩაეღიმა.
-მადლობა ექიმო კარგად ვარ. იმედია საბუთების საქმეს მალე მოაგვარებენ, აქ აღარ შემიძლია ყოფნა.
ექიმმა თავი დამიქნია და გარეთ გავიდა.
-როგორც ჩანს, ქალბატონ ნატას მადლობის თქმა უნდა?-ნიკამ ეს მითხრა და ლოყაზე მიფჩქმიტა.
-მადლობა.-თვალები მოვჭუტე და ბოროტული სახით შევხედე.
ჩემს რეაქციაზე ორივეს გაგვეცინა. საავადმყოფოს პროცედურები არც ისე დიდხანს გაიწელა და სახლში მშობლებთან ერთად წავედი.



№1 სტუმარი გვც

როდის დადებ შემდეგს

 


№2  offline წევრი უიღბლო

აუ როდის დადეებ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent