Lost Without You ( 1 )
განა შეგიძლია ამდენს გაუძლო? განა შეგიძლია თავი ისე გეჭიროს ვითომ კარგად ხარ? განა შეგიძლია სიცრუეში იცხოვრო? არა, არ შეგიძლია ! რამდენიც არ უნდა ატყუო საკუთარი თავი, რომ ეს ყველაფერი შეგიძლია, შეგიძლია სხვების გარეშე იცხოვრო და ბედნიერი იყო მაინც ვერ დააჯერებ ! შეიძლება სხვებს თვალები აუხვიო და ყველამ დაგიჯეროს, მაგრამ შენ? შენ თავს რას ეტყვი როდესაც მარტო დარჩები და გააანალიზებ, რომ ბედნიერი არ ხარ, არც არასდროს ყოფილხარ და ვერც ვერასდროს იქნები ! შეგიძლია ეს ყველაფერი გაიაზრო? არა, არ შეგიძლია სანამ თავს ძალას არ დაატან და საკუთარი თავის წინაშე არ აღიარებ, რომ შენ სუსტი ხარ და შენ იმდენად მკვდარი ხარ სულიერად, რომ ვეღარაფერს შეცვლი ! შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს შეებრძოლო, ყოველ ჯერზე, როდესაც ამას აკეთებ შენ მარცხდები ! მერე... მერეე?! მერე უბრალოდ იღლები, იმედგაცრუებული რჩები და ძალა აღღ გაქვს თავიდან ცადო! და ასე უსასრულოდ აგრძელებ საკუთარ თავთან ჭიდილს, რომელიც უშედეგოა. და როცა საბოლოოდ მიხვდები, რომ მთელი ძალა გამოიყენე, უკვე მკვდარი კიდევ ერთხელ მოკვდები ! და შეეგუები ბედს, რომელის შეცვლასაც ამდენი დროის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდი. შენ სამჯერ კვდები! მაგრამ ორჯერ შანსი გაქვს გადარჩე, მესამე კი საბოლოოა, განაჩენი შენი ცხოვრების და დასასრულის დასასრული ! შენ კვდები მაშინ, როცა საკუთარ თავთან ბრძოლას აგებ. შენ კვდები მაშინ, როცა საბოლოოს წყვეტ ბრძოლას. და შენ კვდები მაშინ, როდესაც შენი სული სხეულს დატოვებს. // შენ არ იცი რა მოგელის, რას გიმზადებს ბედი. ზოგჯერ ბედი დაგცინის, ზოგჯერ მწარედ დაგანარცხებს მიწაზე ისე, რომ წამოდგომის შანსი ნოლი გაქვს. ასე რომ მზად იყავით ყველაფრისთვის რასაც არ ელით! // ვუყურებდი ელექტრონულ ხელსაწყოზე გამოსახულ “+” ნიშანს და არაფერიი... ვერაფერიი.. უბრალოდ ვუყურებდი. ხედავთ როგორ შეუძლია ცხოვრებას ყველა ოცნება და სურვილი დაგინგრიოთ? - არ შეიძლება! შეცდომა იქნება ! ალბათ გაფუჭებულია! არააა აუცილებლად გაფუჭებული იქნებ! არ შეიძლება ორსულად ვიყო ! ვერ ვიქნები ! არ უნდა ვიყო !! ახლააა არაააა!!! ოღონდ ესს არააააა !!! კედლთან ჩავიკეცე და პანიკური ტირილი დავიწყე. ხან ვიცინოდი ხან ვტიროდი. ვტიროდიი გაუაზრებლადდდ. შეშინებული ვიყავიიი, თანაც ძალიან. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. ყველანაირ ტკივილს განვიცდიდი. ისე ვიყავი მინდოდა ყველაფერი დამენგრია, მეყვირაა, ხმამაღლა მეტირა, მეკივლა, ყველაფერი დამელეწა, საკუთარი თავისთვის რამე დამეშავებინა, მაგრამ რეალურად ყველაზე სუსტი არსება ვიყავი მთელ დედამიწაზე, კუთხეში მიყუჟული, რომელიც სიმწრისგან ხავის და ფრჩხილებს ხელებში ირჭობს. - ასე ვერ იქნება ! შეცდომა იქნებააა !! ვიმეორებდი, უკვე ათასჯერ გამეორებულ ფრაზას და ცრემლები მომდიოდა. როგორ შეიძლება ტირიდე იმის გამო, რომ ორსულად ხარ, როდესაც ადამიანები სიხარულით ტირიან, როცა იგებენ, რომ ორსულად არიან. - არარაობა ხარ! გავუმეორე საკუთარ თავს და კიდევ უფრო დამძიმებულმა და დასტრესილმა თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი. ——- - მარიამ, გამოდი რა ჩემთან - მარტო ხარ? - კიი - კარგი, მოვდივარ. მარიამს დავურეკე და უემოციო და ტირილისგან დაცლილი საწოლზე მივესვენე. ისევ ტესტზე გამოსახული”+” მედგა თვალწინ და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. ახლა ყველაზე უსუსური ვიყავი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ახლა მარტო დარჩენა არ შემეძლო, იმდენს ვიფიქრებდი მომხდარზე, რომ ჭკუიდან შევიშლებოდი. ამიტომ დავურეკე მარიმს, არ ვაპირებდი მეთქვ მომხდარის შესახებ, განა იმიტომ რომ არ ვენდობი, არა ! უბრალოდ იმის გამო, რომ რეაქციის მეშინოდა. ვიცი, მეგობარია და აუცილებლად დამამშვიდებდა, გვერდით დამიდგებოდა, მაგრამ ახლა ვერ ვეტყოდი, შეიძლება იდესმე მეთქვა, მაგრამ არა ახლა ! ვერ გავბედავდი ! არადა ახლა ისე მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ყველფერს ვეტყოდი, ვიტირებდი და დამამშვიდებდა, არ მეტყოდ არაუშავსო და გულში ვინ იცის რას იფიქრებდა. სწორედ ამიტომ არ შემეძლო მეთქვა. ფიქრებში გართულს, კარის ხმამ გამომაფხიზლა და სწრაფად წავედი კარისკენ. ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი და აუცილებლად ვიტირებდი. არც შევმცდარვარ. მარიამი დავინახე თუ არა, მაშინვე ჩავეხუტე და ავტირდი. - გოგო რა გჭირს? ტირილისგან ხმას ვერ ვიღებდი და მისი კითხვები უპასუხოდ დავტოვე. აივანზე გავედით. - სიგარეტი გააქვს? - კიი - მომაწევინე რა ხელის კანკალით გამოვართვი სიგარეტის ღერი დ პირველივე ნაფაზის დარტყმას მთელი დარდი და წუხილი ამოვაყოლე. ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. - არ მეტყვი რა მოხდა? - არაფერი, დედაჩემს ვეჩხუბე - როდის იყო ქეთი ისე გეჩხუბებოდა, რომ ტირილს ვერ იკავებდე? - ხოო.. უბრალოდ ცუდ ხასიათზეც ვიყავი და ნერვებს ავყევი. - რა მინდაო? - რავი სწავლაზე და მუშაობაზე.. რავიი კაროჩე.. არმინდა მოყოლა არმაქვს თავი. - კაი დამშვიდდი რა. შენ მაინც იცი თია როგორ მიჭედავს და მეც მოვიკლა თავი ტირილით? - ხოო რავიი რააა - ხვალ რა ვქნათ? - ხვალ ? ხვალ რა ხდება? - რავი კესო შენი დაბადების დღე ხო არ არის? - ეგ საერთოდ ამომივარდა თავიდან. შენი აზრით ვაარ ისეთ მდგომარეობაში, რომ რამე ვქნა? - ახლა არ გამაგიჟო ! ოქროს დაბადების დღე გაქვს და არ უნდა ქნა? - არვიცი, მართლა არვიცი, ვნახოთ ხვალ რა იქნება. // 21 ნოემბერი. ჩემი ოქროს დაბადების დღე, რომელსაც მთელი ბავშვობა ველოდი და ახლა გინეკოლოგთან მივდივარ, დასიებული თვალებით და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით. - გამარჯობა - გამარჯობა, მობრძანდით. მაისური აიწიეთ. ეკრანზე გამოსახულ თეთრ წერტილს ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მექნა. ყოველთვის ვვოცნებობდი ამ მომენტზე, როცა ქმარს ჩემი ხელი ეჭირა და მე სიხარულის ცრემლებით ვტიროდი. მართლაც სასწული შეგრძნება ყოფილა იმის ნახვა, რაც შენში ცხოვრობს. - სამი კვირის ხართ. მეუბნება გინეკოლოგი და მუცელზე სალფეთქის ნაჭერს მადებს. “სამი კვირის” გონებაში მეორდებოდა სიტყვები. სახლში როგორ მივედი არ მახსოვს. ლეპტოპი ჩავრთე და ფეისბუქზე დავსერჩე - ერეკლე გავაშელი. ერეკლე გავაშელი იყო ის, ვისი ნაწილიც მუცელში მყავდა. ბუნდოვნად ამომიტივტივდა თავში ყველაფერი რაც თავის დროზე არ მახსოვდა. ზუსტად სამი კვირის წინ, ბარში, მეგობრის დაბადების დღეზე, გავიცანი ერეკლე გავაშელი. სიმთვრალემ და “გაშშმ” თავისი საქმე გააკეთა და კვალიც დატოვა ჩემში. ბუნდოვნად მახსოვდა ერეკლეს ხელები წელზე, მისი ტუჩები, აჩქარებული პულსი, გახშირებული სუნთქვა, გათხაპნილი გამოსახულებები და მეტი არაფერი. დიდიხანი ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ან რა უნდა მეთქვა? არაფერს არ ველოდი მისგან. უბრალოდ ხომ უნდა სცოდნოდა? ახლა ვინმეს გვერდში დგომა მჭირდებოდა და ეს ვინმე ერეკლე უნდა ყოფილიყო. სხვას ვერავის ვერ ვეტყოდი. მხოლოდ მისთვის შემეძლო თქმა და მჭირდებოდა რომ მეთქვა. ჩათი გავხსენი და მივწერე: - გამარჯობა. შეგიძლია ხვალ მნახო? - შეეენნნნნ ისს კესო ხაარრ ტოო? - კი - როგორ ხარ? - შეგიძლია ხვალ მნახო? - კიი ტოო რომელ საათზე და სად - დილით. ნომერი დამიტოვე და მოგწერ - კარგიი // ჩემმა დაბადების დღემ ისე ჩაირა როგორც არასდროს. ვიწექი და მუსიკებს ვუსმენდი. რათქმაუნდა მარიამი ძალიან ნაწყენი იყო და არამხოლოდ მარიამი. ყველა ვინც მელოდებოდა რესტორანში, რომელშიც ჩემი 21 წლის იუბილე უნდა აღგვენიშნა. // - დედა შეგიძლია ფული მომცე? მარიამმა მთხოვა თუ გაქვს მასესხეო ჭირდება - კი დედაა საფულე მომცა და ფული ამოვიღე - მაინც ვერ გავიგე გუშინ რა ჯანდაბა დაგემართა? მარიმ გაგიჟებულმა დამირეკა. ყველა შენ გელოდებოდა. როგორ შეიძლება ასე? - დედა არ მქონდა არაფრის თავი. წავედი, საღამოს მოვალ. // 11 საათი სრულდებოდა მარჯანიშვილზე, რომ გავედი. პარკში შევედი. ერეკლე სკამზე იჯდა და ეწეოდა. მისკენ წავედი. - როგორ ხარ? - ვაა კესოოო კარგად შენ? - რავი. - მოხდა რამე ტოო ? - კი - რაიყო გოგო რა სახე გაქვს? - მომაწევინე სიგარეტი გამომიწოდა და მომიკიდა. - რაღაც უნდა გითხრა. ვუთხარი და ანერვიულებულმა ღრმა ნაფაზი დავარტყი. - დამშვიდდი და მითხარი. - ორსულად ვარ - კაიიი ტოოო მეღადავები? - არა - მართლა? - კიი - რანაირად ტოო? - რავი როგორ ორსულდებიან გოგოები არიცი? - ეგ ვიცი მარა - ზუსტად სამი კვირის ვარ - აუუუ ლევაანისსს დაბადები დღეეეე აუუ ვიყო - მისმინე დატოვებას არ ვაპირებ. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა და მინდა რო საავადმყოფოში გამომყვე. არ გთხოვ პალატის კართან დამელოდე და შენც ინერვიულე ან დამამშვიდე თქო. საავადმყოფოს ეზოში დამელოდე თუგინდა საავადმყოფოს ეზოს გარეთ, უბრალოდ დამელოდე და იქნიყავი. მარტო ამას ვერ გავაკეთებ და სხვას ვერავის ვერაფერს ვერ ვეტყოდი. - დამშვიდდი, გამოგყვები. დარწმუნებული ხარ, რომ მაგის გაკეთება გინდა? - არ მინდა ! უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. - ცოლად მოგიყვან - შენი აზრით რა რეაქციები ექნებათ ახლა რომ გაიგონ რომ გავთხოვდი? შენი აზრით დედაჩემი დაიჯერებს? ან შენ გგონია მამობას შეძლებ? ან გგონია დედობას შევძლებ? მე თვითონ ბავშვი ვარ. შენ გგონია ბედნიერი ოჯახი გვექნება? ბავშვი გაჩნდება და მერე გავშორდებით. შენ ბიჭი ხარ ყველაფერი მარტივია შენთვის. როცა გოგოხარ 21 წლის და გაიგებ, რომ ორსულად ხარ ყველაფერი იმაზე რთული ხდება ვიდრე ოდესმე იყო. - როგორც გინდა. - წავიდეთ კაი? - კარგი. // შენობიდან გამოვედი. კიბეზე ინერციით დავეშვი, მერე გავჩერდი და დავჯექი. საავადმყოფოს შენობისგან მოშორებით მდგარ ერეკლეს ვუყურებდი, რომელიც ნერვიულად დადიოდა და ღრმა ნაფაზებს ურტყავდა. დამინახა და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, გვერდით მომიჯდა და გამომხედა: - როგორ ხარ? დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, თვალცრემლიანმა ვუპასუხე: - ვერ შევძელი. - ანუ? - აბორტი ვერ გავიკეთე. არ შემიძლია ამის გაკეთება. - დამშვიდდი კაი? ხელი თმებზე ნაზად ჩამომისვა და ჩამეხუტა. თავი ვერ შევიკავე და ისევ ტირილი დავიწყე. - მომაწევინე რაა სიგარეტი გამომიწოდა, მერე ხელი ისევ უკან გასწუა და გაკვირვებულმა შემომხედა: - ქალები ორსულად რომ არიან მოწევა ხო არ შეიძლება ტოო? - ხო არ შეიძლება. მაგრამ მე გამონაკლისი ვარ და ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს გაღელვებდეს. სიგარეტი მომაწოდა და წამოდგა: - რო არ მანაღვლებდეს ცოლად არ მოგიყვანდი. მანქანისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი. მანქანაში ჩავჯექით. ხმას არ ვიღებდით, არც მე და არც ერეკლე. ბოლოს სიჩუმისგან და გაურკვევლობისგან დაღლილმა კითხვა გავბედე: - სად მივდივართ? - წყნეთში - წყნეთში რა გვინდა? - უნდა გავიპაროთ - გავიპაროთ? - ხო! უკეთესი იდეა გააქვს ? მოკლედ მომიჭრა და გაზს მიაჭირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.