კიმი და ლუსი(ვამპირის ტყე) თავი 7
ჩემი ბიძაშვილი მას კლაუსი ქვია,ერთ კვირაში დაბრუნდება,საზღვარგარეთ არის წასული,როცა ჩამოვა აუცილებლად დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი, თქვა ჯერემიმ. ჯერემიმ კლაუსის შესახებ ელაპარაკა გოგონებს, შემდეგ დაემშვიდობნენ გოგონებმა ჯერემის და სახლის გზას გაუყვენ. დაღამდა,სახლში მისულებმა გადაწყვიტეს დაეძინათ,დღეს კარგი დღე არცერთს არ ქონიდა,ორივე იმაზე ფიქრობდნენ, თუ რა მოხდებოდა დენიელი რომ არ შეჩერებულიყო,მაგრამ მაგაზე ფიქრი არც კი უნდოდათ. -- მზიანი და მშვიდი დილა გათენდა,კიმი და ლუსი უკვე მომზადებულიყვნენ სკოლისთვის, და სკოლის ეზოში, შეხვდნენ ერთმანეთს,უცებ კიმიმ სკოლის ეზოში უცნობი მამაკაცი შენიშნა. კიმი;ლუსი აი იქ დირექტორთან,უცხო ადამიანს ხედავ? ლუსი;კი რახდება? კიმი;ცოტა უცნაურად არ გეჩვენება? რაც სკოლის ეზოში შემოვედით, ჩვენთვის თვალი არ მოუშორებია, ჯობს კლასში შევიდეთ. გოგონებმა, ჩქარი ნაბიჯებით კლასისკენ გაეშურნენ,მაგრამ კლასთან მისულებს ცოტა შეეშინდათ,რადგან ისევ ის უცნობი დახვდათ კლაასის კარებთან,ისევ გაქცევის მაგივრად დალაპარაკება გადაწყვიტეს და უცნობს მიუახლოვდნენ. ლუსი;შევამჩნიე რომ რაც სკოლაში მოვედით, მის მერე ჩვენთვის თვალი არ მოგიცილებიათ, ვინ ხართ? კლაუსი;მაპატიეთ გოგონებო,არმინდოდა თქვენი შეშინება,მაგრამ ჯერემის დავპირდი რომ ყურადღებას მოგაქცევდით. კლაუსმა როცა ჯერემი ახსენა, გოგონებმა მიხვდნენ ვინც იყო, მაგრამ გაუკვირდათ რადგან, ორივემ იცოდა რომ კლაუსი ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო. კიმი;ეხლა გასაგები არის,შენ კლაუსი ხარ ხო? მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ, შენ ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყავი. ( კლაუსი:მოკლედ შეჭრილი ქერა თმით,მზესავეთ კაშკაშა თვალებით,შავი ფერი უყვარს ძალიან,ამიტომ მუდმივად შავებში არის გამოწყობილი,საშუალო სიმაღლის ახოვანი ახალგაზრდა, მაგრამ უფროსი მამაკაცივით სერიოზული არის სხვებთან, თუმცა ხუმრობა მისი საქმე არის.) კლაუსი;კი მაგრამ გადავიფიქრე და გადავწყვიტე უფრო ადრე ჩამოვსულიყავი, მაგრამ რა სიურპრიზები დამხვდა, ასეთ რაღაცას ვერ კი წარმოვიდგენდი.თქვა კლაუსმა და კიმის შეხედა. ლუსის მორცხვად გაეღიმა კლაუსის სიტყვებზე, და თქვა რომ გაკვეთილი ეწყებოდათ და კლასში უნდა შესულიყვნენ.გოგონებმა კლაუს დაემშვიდობენ, და გაკვეთილზე შევიდნენ, კლაუს ლუსისთვის თვალი არ მოუშრებია, ისე უყურებდა ლუსის თითქოს რაღაც ძვიფას უყურებსო.გაკვეთილების შემდეგ,გოგონებმა სალში წავიდნენ,ხვალისთვის გაკვეთილები მოამზადეს, და ლუსიმ კიმის დაურეკა. ლუსი;კიმი არგინდა ცოტა რომ გავერთოთ? ამდენი რაღაც გადავიტანეთ, მგონი ცოტა გართობა არ გვაწყენდა. კიმი;მართლა კარგი იქნება მეგობარო,წავიდეთ გავერთოთ, ღმერთმა იცის წინ კიდევ რა გველის. ლუსი;კარგი გამომიარე მაშინ, მაგრამ მანქნით არ წამოხვიდე, ფეხით გავიაროთ ცოტა, ამ მანქანამ დამღალა უკვე ისედაც. კიმი; კარგი, გართობა და სისიხლი,ამ ბარში წავიდეთ იქ კარგად გავერთობიათ. გოგონებმა საუბარი დაასრულეს, ტელეფოები გათიშეს და წასასვლელად მოემზადნენ, როგორც შეთანხმდნენ კიმიმ ლუსის გაუარა, და იმ ბარში წავიდნენ რომელიც კიმიმ თქვა, იმ საღამოს გოგონებმა კარგად გაერთნენ, და სახლში მისულებს მალევე ჩაეეძინათ. მეორე დილას, სკოლაში მისულებს კლაუსთან ერთად ჯერემიც დახვდათ, ჯერემი სკოლაში არ დადიოდა,მაგრამ როგორც ჩანს კლაუსი მისთვის კარგად მოქმედებდა. გოგონებმა კლაუსს და ჯერემის მიესალმენ, ჯერ შენ აქ რას აკეთებ გაკვირვებული კითხა კიმიმ ჯერემის. კერემი; კლაუსმა დიჟინა რომ შენც უნდა წამოხვიდეო,თან გუშინ სკოლის შემდეგ დენიელის მეგობრები შეუმჩნევია, და მეც მინდოდა რომ დღეს და კიდევ ექვსი თვე, ქალაქში თქვენთან ახლოს ვყოფილიყავი. კიმი;რა? ექვსი თვე? მაგრამ...სიტყვის დამთავრება არ დააცადა კიმის ჯერემიმ და უთხრა;მე და კლაუსმა აქ თქვენთან ახლოს, ბინა ვიქირავეთ და სკოლის დასრულებამდე, აქ ვიცხოვებთ. ამის გაგონებაზე გოგონებს ძალიან გაუხარდათ. კლაუსი;კარგით გეყოთ ამდენი ლაყბობა,თქვენი კლასში შესვლის დრო არის თორემ დაგაგვიანდებათ,და ჩვენი ახალ ბინაში წასვლის დრო,მაგრამ იცოდეთ სკოლის შემდეგ, თქვენი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება,მისამართს გამოგიგზავნით და მოხვალთ. გოგონებმა დათანხმდენ და კლასისკენ გაეშურნენ. გაკვეთილებზე ისე იყვნენ გოგონები, ვერცერთ გაკვეთილს ვერ უსმენდნენ,ორივე იმ ფიქრში იყო გართული, რომ ჯერემი და კლაუსი მათთან ახლოს იყვნენ და ყოველთვის ნახავდნენ. კიმის კლაუსმა მისამართი გაუგზავნა, და მალევე მივიდნენ,ლუსიმ კარზე ზარი დარეკა,კარი კლაუსმა გააღო,ოთახში შესვლისთანავე გოგონებმა ადგილზე გაიყინეს,როგორც ჯერემის სახლი, ისეთი დიდი აარიყო ბინა, მაგრამ ძალიან ლამაზი, მისაღები იმხელა იყო ორი ოთახი რომ შეგეერთებინათ მაინც პატარა იქნებოდა,ოთახის შუაში დიდი მაგიდა იდგა თავისი სკამებით,მარცხენა კუთხეში ძველი პიანინო,მარჯვენა მხარეს ორი დივანი იდგა, აივანიც ქონდა არცთუ ისე დიდი, მაგრამ ყვავილებით მორთული, და ყვავილები აივანს უფრო ამშვენებდა, სამზარეულოც ძალიან ლამაზი,თოვლივით თეთრი. გოგონებს ბინა ძალიან მოეწონათ,ცოტა კიდეც ეწყინათ,ჯერემი ქალაქში ცხოვრებას რომ არ ფიქრობდა. კიმი;მე მეგონა საქმე გვქონდა ბინაში,აქ ვერანაირ საქმეს ვერ ვხედავ,აქაურობა ისედაც ძალიან სუფთა და მშვენიერი არის. ჯერემი;ვიცი აქ იმიტომ მოგიყვანეთ რომ ცოტა გართობა ჩვენც არ გვაწყენდა, თქვა ჯერემიმ და გაეღიმა. ლუსი;ესეიგი ღამითაც გვითვალთვალებთ არა? კლაუსი;პატარა ქალბატონო,შეგახსენებ ჩვენ ვამპირები,ღამის მონადირეები ვართ, ეს არ დაივიწყო. ჯერემი;კარგით რა აქ საკამათოდ არ მოსულხართ იმედია,აბა ვისკს ვინ დალევს? სამივემ ჯერემის მიაპყრო მზერა,,კარგი გასაგებია ყველა დალევს როგორც ვხედავ,თქვა ღიმილით და ჭიქები ვისკით შეავსო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.