შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟად შერაცხული თავი 2


26-11-2018, 11:46
ავტორი Mari S
ნანახია 988

რას წარმოიდგენდა დევიძეების ოჯახი, რომ მათი ერთადერთი გიჟი შვილი უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა მართალია გრანტის გარეშე, მაგრამ ფსიქიკურ აშლილობათა შორის დიდად ვერც ისწავლიდი.
აურზაური, ქაოსი, ხალმრავლობა.... ყურებზე ხელაფარებული საჩქაროდ შევარდა ეკატერინე უნივერსიტეტის საპირფარეშოში, თმებს იწიწკნიდა და თავს ისე იმშვიდებდა. იქიდან რომ გამოვიდა პირველკურსელთა მიღების ცერენონია უკვე დამთავრებული იყო და ხალხიც მიმოფანტული. თვალების ცეცებით შველას ეძებდა, სახლში წასვლა უნდოდა, სადაც არავინ შეაწუხებდა და ხმასაც არავინ გასცემდა. ნელა დაუყვა ქუჩას და მოცინარ ხალხს აკვირდებოდა. თვითონაც უნდა იგრძნოს ბედნიერება, სილაღე, მაგრამ მეორე მხრიდან შინაგანი ხმა უტევს და ამ სულელურ აზრებს უკუაგდებს.
ცხოვრებაში პირველად მოუნდა ის, რაც არასდროს ნდომებია- ხატვა! თავისი გრძნობების გამოხატვა არასდროს გამოსდიოდა და არც იცის როგორ უნდა ქნას, მაგრამ მაინც აიღო გადატეხილი ფანქრები საწერი მაგიდიდან და უბრალოდ ქაოსურად დახაზა ფურცელი და ბოლოს დახია.
თმებში თითები აქვს შეცურებული და თავის ნახელავს უყურებს, თმის ღერები თვალებში ეჩხირებიან და რაღაც მომენტში, როცა იდეალურმა სიწყნარემ დაისადგურა 11 წლის შემდეგ პირველად ატირდა, ატირდა და თან როგორ.... თვალებიდან ცრემლების ნაკადი მოდიოდა და ვერ ჩერდებოდა.
დედამისი ოთახის შემოსასვლელში იდგა და გულში ქაოსი უტრიალრბდა, გრძნობები პარადოქსული იყო,უხაროდა შვილის ცრემლები და თან როგორ უხაროდა. უხაროდა არა ის ,რომ ტიროდა, არამედ ის, რომ გრძნობდა და ამის გამო ტიროდა. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და შვილი პირველად , ყველანაირი შიშის გარეშე ჩაიხუტა და მისი დაწყნარება დაიწყო. თავზე ხელს უსვამდა და დედა-შვილური სიყვარულით ივსებოდა. ამდენი ტანჯვის შემდეგ, მათი ურთიერთობა ნორმალურს ემსგავსებოდა და იმას აკეთებდა, რაც მართლა დედას შეუძლია და ეხერხება: შვილის დაწყნარება და მისი ისე ჩახუტება თითქოს ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავს .

მეორე დღე უნისვერსიტეტში და მშობლებს ისე უხარიათ ეკატერინეს ასეთი წარმატება, თითქოს პირველ ნაბიჯებს დგამდეს, ან კი პირველ სიტყვას ამბობდეს. თამარი და ალეკო ერთამნეთზე ჩახუტებულები აცილებენ შვილს სახლიდან და ფანჯრიდან თვალს ადევნებენ და გული სიამაყით ევსებათ.
თამარი ისეთი ენთუზიამით უყვება ქმარს გუშინდელი საღამოს სიტუაციას, თოთქოს მილიონი მოეგოთ, ალეკოც სიამაყით იღიმის, თვალები ამდენი ხნის შემდეგ კვლავინდებურად აუნათდა. ცოლს გასვლის წინ კოცნის და სამსახურში ისეთი ბედნიერი მიდის როგორც არასდროს და ახლა თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს: შვილის გამოჯანმრთელება


გამარჯობა , იმედია მოგეწონებათ. დიდი ხანია, რაც არ დამიწერია არაფერი და იმედია კმაყოფილნი დარჩებით.????????



№1  offline წევრი Elea_Nora

მომწონს ძალიან! გააგრძელე!

 


№2  offline წევრი Mari S

Elea_Nora
მომწონს ძალიან! გააგრძელე!

მადლობა ❤️❤️

 


№3  offline წევრი Maryam_

გააგრძელე...
ძალიან საინტერესოა<3
^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent