დღეს მე გაკოცე
დღეს მე გაკოცე, მთვარის შუქზე, სხეულს შიგნით ყოველმა პროცესმა ქაოსურად დაიწყო მოქმედება, ყველაფერი აირია.. ძარღვებში სისხლი მიდუღდა და შიგნიდან ვხურდი.. რაღაც ხდებოდა.. რაღაც ისეთი რაც ცხოვრებაში არ მიგრძვნია.. ეს სხვა იყო, უცნაური , უცხო და განსაკუთრებული, ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია.. ვხურდი , მაგრამ ცივი ოფლი მასხამდა, გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა და ვერ ვწყნარდდებოდი.. მუცელში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაცები ერთმანეთში ერეოდნენ .. ჟრუანტელი მივლიდა და მბურძგლავდა.. სითბოს ვგრძნობდი, სიყვარულს .. კაპილარები ერთმანეთში იხლართებოდნენ და სრულ აურზაურს ჰქმნიდნენ, სრულ ქაოსს, ხოლო ეს ქაოსი მოუსვენრობის გრძნობას ბადებდა ჩემში, წამიერად შემრცხვა და თავი შენ კისერში ჩავმალე, შემრცხვა, რადგან არველოდი ჩემგან ასეთ ნაბიჯს, შემრცხვა რადგან ეს იყო ყველაზე კარგი, კარგი და მოკლემეტრაჟიანი მომენტი, რომლის ამოშლაც შეუძლებელი იქნება ჩემი გონებიდან, თითქოს და ქვეცნობიერმა იგდო ხელთ, მან ისე ღრმად და თან ისე ზედაპირზე მოათავსა ის, რომ შეუძლებელია სამუდამოდ დაივიწყო და შეუძლებელია ყველა წამს შენს თვალწინ იდგეს, ეს არის მომენტი, რომელიც არ უნდა წაიშალოს, რომელმაც ფასი არ უნდა დაკარგოს.. და აი ასე, არც ღრმად, არც მთლად ზედაპირზე მოთავსებული მელოდება, ელოდება ღამეს , რათა მხოლოდ 1 წუთით ჩემს თავში ატრიალოს მომენტი, მომენტი, რომელიც არდამავიწყდება და ამის შემდეგ საშუალება მეძლევა დავიძინო, თუმცა ვერ ვიძინებ, რადგან ღელვას ვიწყებ, ვღელავ .. და ძილიც ქრება.. ეს იყო.. ჰმმ.. არა, ვერასდროს ვეღარ ვიგრძნობ ისე, როგორც მაშინ.. ჩემი პირველი გაბედული ნაბიჯი.. ცხოვრებაში პირველად გავრისკე და მგონი პირველად ვიგრძენი, რომ მეც შემიძლია სითბოს გამოხატვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.