შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟად შერაცხული თავი 1


25-11-2018, 19:33
ავტორი Mari S
ნანახია 1 092

ცხოვრებაში პირველად მომინდა სიკვდილი, ალბათ იმიტომ, რომ იგი ისეთი არ მეგონა როგორიც მე წარმომედგინა. რთული იქნებოდა მაგრამ არა შეუძლებელი, ეული მაგრამ არა მარტოსული. ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებდი ცხოვრებას მაგრამ არც შავი წარმომედგინა. ხო სასცილოა ალბათ, როცა შავი შენი ცხოვრების ერთადერთი ფერია.
ახლაც ჩამესმის კივილი, გულისშემზარავი კივილი , რომელიც არასდროს და არსად გამიგია. ჩემი გონება ჩემივე დაუძინებელი მტერია, ირონიაა აბა რა არის, როდესაც ის ერთადერთი ორგანო გღალატობს რომელზეც ყველა ორგანო და შენც ხარ დამოკიდებული. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი საავადმყოფოებში, ფსიქოლოგებთან , ფსიქიატრებთან ურთოერთობაში გავატარე. ნორმა იყო ჩემთვის საათობით უხმოდ, გაუნძრევლად ჯდომა, შიმშილი, გონების წასვლები მხოლოდ იმიტომ რომ სუნთქვა დამვიწყნია. დიახ ჩემთვის სიგიჯე ნორმა იყო, თუმცა ამ მდგომარეობას ასე არ ეძახიან, მაგრამ დიახ სხვა რა უნდა დაარქვა თუ არა სიგიჯე?!
ახლა ამბობენ კარგად ხარო! საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა მოახერხოო!! ხო არა! როგორია იცხოვრო ნორმალურად როცა ნორმალურობის არაფერი გაგებება.
პირველ ნაბიჯებს ვდაგმდი უნივერსიტეტში. ჩენთვის მართლაც რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, იმიტომ რომ პიროვნებად ვყალიბდებოდი, ყველა ის მოგონება გაქრა რაც კი აქამდე მქონია.
დიახ! პიროვნულად ჩამოუყალიბებელი ვარ და არ მეშინია. სიგიჯის პლუსი: შიშის გრძნობა არ გამაჩნია.
8 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი სახლში, ყველაფერი ისეა როგორც მახსოვდა. ბავშობაში გატეხილი ვაზა , რომელიც პიანინოს გვერდით დავმალე კვლავ იქ დამხვდა, შპალიერი რომელზეც ჩემ სურვილებს ვწერდი კვლავ გაკრულია, ფეხმოტეხილი სამფეხა სკამი კვლავ კუთხეში დგას, რომ არ წაიქცეს. ჩემი საბავშო წიგნები კვლავ არეულადაა დალაგებული, ფანქრები კი ამოყრილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს არც წავსულვარ, თითქოს კვლავ 10 წლის ვარ, როდესაც დედაჩემმა პირველად შემოანგრია კარები იმის გამო , რომ ჩემ ლეკვს ვახრჩობდი და ლეკვის წკმუტუნი მთელ სახლს აზანზარებდა.
ხელის კანკალით ჩამოვწიე ჩემი ოთახის სახელური, საზარელი მოგონებები უკუვყარე და...
ოთახი ცარიელია, როგორც ჩემი შინაგანი მე. რატომღაც ყველა შინაგან ხმაზე ლაპარაკობს, მე კიდე როცა მელაპარაკებოდა გიჯად შემრაცხეს. ახლა კი ყოველი გაფიქრება მზარავს, ეს ხომ უკან დაბრუნებას ნიშნავს, იქ სადაც...
პირველი შთაბეჭდილება ამბობენ მნიშვნელოვანიაო, ალბათ ამიტომ დავდივარ და ერთ გზას ვტკეპნი სარკიდან კარადამდე, ტანსაცმლის ის მცირე მარაგი ამოვწურე რაც კი გამაჩნდა და მაინც იმაზე შევაჩერე არჩევანი რასაც ყოველდღე ვიცმევდი სავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ. ყვავილებიანი მუხლს ჩაცდენილი კაბა, რომელსაც საშინლად ვერ ვიტანდი, ჩავიცვი. დედას არჩეული იყო და უარს ვერ ვეუბნებოდი, წლებია ჩემ გამო იტანჯებოდა და ახლა ასეთ მცირედზე პროტესტს ვერ გამოვთქვავდი.
ყველაზე უხერხული სიტუაცია საღამოს დგება ხოლმე, როდესაც მთელი ოჯახი ვსადილობთ. ყველა ჩუმადაა, უფრო ჩემ გამო, რადგან წინანდელივით არ ავფეთქდე უაზრობაზე და კიდევ ერთხელ არ დავლეწო ყველა ჭურელი, მართალია ასეთი აშლილობა 6 წელია რაც არ მქონია, მაგრამ მშობლები მაინც არ რისკავენ.
ძნელია გაზარდო და თან აღზარდო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი შვილი, ამიტომ ვპატიობ მათ ყველაფერს! ვპატიობ ყველა იმ მომენტს , როცა თვალს ვერ მისწორებდნენ, ვპატიობ ყველა ექიმს, ყველა წამალს, ყველა უნდობელ გამოხედვას და ვპატიობ იმას , რომ გიჟად დამბადეს.
გიჟები ბუნებით ბოროტები არ ვართ, უბრალოდ სასტიკ საქციელებს ჩავდივართ, მაგალითად ჩემი ნაცნობი ეკა. ფსიქიატრიულში იმის გამო მოხვდა, რომ დედას დანა 17 ჯერ ჩაარჭო, მაგრამ მისი დახმარებით მე სიცილი ვისწავლე, რადგან უზადო იუმორის პატრონია.
ჩემი მეგობრების შემყურე ხშირად მიჩნდება კითხვა: ნუთუ ჩვენ თავიდანვე განწირულნი ვიყავით?
ჩვენ ცხოვრების ეს გზა არ აგვირჩევია, ცხოვრებამ აგვირჩია და ჩვენც ამით ვკმაყოფილდებით.
საზოგადოებამ გაგვრიყა, ფსიქიატრიული თითის საჩვენებელ ადგილად გადაიქცა, პერსონალი დაცინვის ობიექტად, ჩვენ კი ... ჩვენ კი შავ ლაქად თეთრ საზოგადოებაში.
მძიმედ ავიღე ჩანთა და მივხვდი რომ წინ ის მელოდა რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რაც მაქცევდა ზღაპრის მეორეხარისხოვან გმირად ისეთი დასასრულით , რომელსაც არ აჩვენებენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent