სუროგატი (თავი 2)
გაცვლითი პროგრამის შესახებ გავარკვიე ყველაფერი, ძალიან შორი იყო მაგრამ კანადა ავირჩიე. „წმინდა მარიამის უნივერსიტეტში“ უნდა მესწავლა, რომელიც პრინც ედუარდის კუნძულზე მდებარეობდა. ყოველთვის მინდოდა კანადაში წასვლა და იქ ცხოვრება. თუმცა ეხლა უკან დაბრუნებას ვგეგმავდი, აქ ლიზა მელოდებოდა. კანადაში უნდა გამევლო სამაგისტრო კურსი. სოფლის სახლი გავყიდე, ჩემი ბინაც და გაცვლითი პროგრამით კანადაში წავედი. აეროპორტში ლიზამ და დალიმ გამაცილეს. გულში დიდხანს ვიკრავდი ჩემს გოგონას და ცრემლები თავისით მომდიოდა. ოტავაში ჩავფრინდი, იქიდან კი ჰალიფაქს სტენფილდის საერთაშორისო აეროპორტში გადავფრინდი და უნივერსიტეტში მივედი. აღფრთოვანებული ვიყავი, საოცარი ქვეყანა იყო კანადა, ისეთი წესრიგი, ისეთი სუფთა ჰაერი. წვიმა რომ მოდიოდა მანქანას კი არ სვრიდა, რეცხავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობდი ძალიან მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, საშინელი ნოსტალგია მტანჯავდა. მენატრებოდა ლიზა და ხშირად ვნანობდი, რომ წამოვედი. შეთავსებით მუშაობასაც ვახერხებდი და სწავლასაც. რაც საქართველოში საშუალო ხელფასი იყო ის კანადაში დღიურ ხელფასად ითვლებოდა. ღარიბი და უსახლკარო იქ უბრალოდ არ არსებობდა. არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი პარკებით, სუფთა სანაპიროთი და ულამაზესი ვიქტორიანული სტილის შენობებით იწონებდა თავს ჰალიფაქსის სამხრეთი, მეტროც იყო ქალაქში. ახალი მეგობრები გავიჩინე, მარკო სასიამოვნო ახალგაზრდა იყო, მექსიკელი იყო და კანადაში ისიც ჩემსავით სასწავლებლად იყო ჩამოსული. მარკო დიდი ხანია აქ სწავლობდა და უკვე მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული. კანადაში დარჩენას გეგმავდა, ოტავაში მისი ძმა ცხოვრობდა და იქ მუშაობდა ერთერთ კომპანიაში. ხშირად ჩამოდიოდა ძმის სანახავად, მარკომ მეც გამაცნო თავისი ძმა სამუელი, ჩვენზე 10 წლით უფროსი იყო. სამუელმა მითხრა, რომ ქართველი მეგობრები მასაც ჰყავდა, ერთად სწავლობდნენ კანადაში და სწავლისას დამეგობრდნენ. დამპირდა ჩამოვიყვან და გაგაცნობო, ოტავაშიც დაგვპატიჟა მე და მარკო, არდადეგებზე ჩამოდითო. სასწავლებელთან ახლოს მდებარე კაფეში ვმუშაობდი მიმტანად ნახევარ განაკვეთზე. ასევე დასვენების დღეებში სახლებს ვალაგებდი. თავს არ ვზოგავდი და ფულს ვაგროვებდი, რომ საქართველოში, რომ დავბრუნდებოდი ბინა მეყიდა. სასწავლებლიდან პირდაპირ კაფეში წავედი, ბარმენს მივესალმე და გასახდელისკენ გავიქეცი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ახლად შემოსული კლიენტებისკენ გავემართე. -სამუელ? როგორ ხარ?-მარკოს ძმა სამუელი და ერთი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი ისხდნენ მაგიდასთან. -კარგად სოფი, შენ როგორ ხარ?-წამოდგა და გადამკოცნა სამუელმა. რა თქმა უნდა ინგლისურად ვსაუბრობდით.-ეს ანდრიაა, რომ გიყვებოდი. -გამარჯობა სოფო.-გამიღიმა ანდრიამ და ქართულად მომესალმა.-თუ სოფი გქვია? -არა სოფო ვარ.-გაუღიმე მეც. -გამიხარდა, რომ გაგიცანი, სამუელი ისე გაქებს.-ისევ ქართულად მეუბნებოდა და მე ცოტა გავწითლდი. -ინგლისურად ილაპარაკეთ.-გაგვიბრაზდა სამუელი. -ძლივს ქართველი ვნახე და ისევ ინგლისურად ვილაპარაკო?-ინგლისურად უთხრა ანდრიამ სამუელს და გამიღიმა. -სოფი ჩამოჯექი რა.-გამიღიმა სამუელმა. -არ შეიძლება, ისედაც ბევრი გეჭორავეთ.-გაუღიმე.-რას ინებებთ? -ყავას და რამე ტკბილეული შენ შემოგვთავაზე.-გამიღიმა ანდრიამ. -2 ყავა და ჩვენს საფირმო ნამცხვარს მოგიტანთ.-ვუთხარი და ბარისკენ წავედი შეკვეთის მისაცემად. სხვა კლიენტებთანაც მივედი და შეკვეთები ჩავიწერე, ძირითადად სტუდენტები შემოდიოდნენ და ყველა მცნობდა, ამიტომ მიღიმოდნენ და მეგობრულად მესაუბრებოდნენ. შეკვეთების აღებისას სამუელის და ანდრიას მაგიდისკენ გავიხედე, ანდრია მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. ბარისკენ გავემართე და ახალი შეკვეთები მივიტანე, იქიდან კი სამუელის და ანდრიას ყავა და ნამცხვარი წამოვიღე და მათ მაგიდასთან მივედი. -თქვენი შეკვეთა.-წინ დავუდგი ყავა და ნამცხვარი.-სხვა ხომ არაფერს ინებებთ? -არა სოფი გაიქეცი.-გამიღიმა სამუელმა. -კიდევ ერთი ნამცხვარი მომიტანე მე.-შემომხედა ანდრიამ. -კარგი.-მოვინიშნე და გამობრუნებას ვაპირებდი. -ყველასთან ასეთი მეგობრული ხარ?-მკითხა ანდრიამ ქართულად. -აქ ვინც შემოდის ნახევარი კლიენტები ყველა ჩემი უნივერსიტეტიდან არის და მათთან ვმეგობრობ. -ძალიან პოპულარული გოგო ხარ. -არც ისე. სამსახური მაქვს ასეთი, ყველას უნდა გაუღიმო. -რატომ მუშაობ? სტიპენდიაც ხომ გაქვს.-ახსნას ვერ დავიწყებდი და ჩემი ცხოვრების მოყოლას. -მაპატიეთ უნდა წავიდე. დიდი ხანია აქ ვდგავარ და ვსაუბრობ.-თავი დავიხსენი მისი კითხვებისგან. -ანგარიშიც წამოიღე.-გამიღიმა. -კარგით.-მეც გაუღიმე და ბარისკენ გავემართე. ჩემს მეგობრებს მიუტანე შეკვეთა და ანდრიას ნამცხვარიც წამოუღე ანგარიშთან ერთად. -სოფო საღამოს სადმე გავისეირნოთ და ვისაუბროთ, ქართული რომ არ დაგვავიწყდეს.-გამიღიმა ანდრიამ. -შეწყვიტეთ თქვენს ენაზე საუბარი.-გაგვიბრაზდა სამუელი, რაზეც ორივეს გაგვეცინა. -კარგი, პარკში გავისეირნოთ საღამოს, ათ საათზე ვამთავრებ მუშაობას.-გაუღიმე ანდრიას. -მოგაკითხავ.-გამიღიმა და თვალი გამომაყოლა. საღამომდე აფორიაქებული ვიყავი, ვნერვიულობდი, პირველად მივდიოდი პაემანზე. საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. მეგობრულად მთხოვა შეხვედრა და მე ასე რატომ ვღელავდი. სამუშაო საათები დასრულდა, უნიფორმა გამოვიცვლე და კაფედან გამოვედი, ანდრია უკვე მელოდებოდა. -საღამო მშვიდობის.-მივესალმე.-სამუელი არ მოვიდა?-რატომღაც ვფიქრობდი, რომ ორივე იქნებოდნენ, ავფორიაქდი, დავიძაბე და ხელების წვალება დავიწყე. -სამუელი გაბრაზებულია. სულ ქართულად ლაპარაკობთ და მე ვერაფერს ვიგებო. ვუთხარი შენზე არ ვლაპარაკობთ დაწყნარდითქო, მაგრამ მაინც გაბრაზდა.-გამიღიმა ანდრიამ, „რა ლამაზი ღიმილი აქვს“, გავიფიქრე და მეც გაუღიმე.-წამოდი სანაპიროზე გავისეირნოთ. ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. ცოტა ხანში სანაპიროზე ვსეირნობდით, ჩემს შესახებ ვუყვებოდი, მოვუყევი, ჩემს ბავშვობაზე და სტუდენტობაზე. დალი და ლიზა არ მიხსენებია, არც ჩემი ტირანი ქმარი. არ მინდოდა ეს ტკივილიანი პერიოდი გამეხსენებინა. -შენ რას საქმიანობ?-შევხედე ანდრიას. -მე და ჩემს ძმას საერთო ბიზნესი გვაქვს, სამშენებლო მასალების კომპანია გვაქვს ოტავაში. მამა არ მყავს, დედა მყავს მხოლოდ, ექიმია, საქართველოში კერძო კლინიკა აქვს, აქ ხშირად ჩამოდის.-მიყვებოდა თავის თავზე. -ანდრია რა გვარი ხარ? -აბაშიძე. შენ? -გელაშვილი.-გაუღიმე. -ძალიან ლამაზი ხარ და საყვარელი.-თმა ყურს უკან გადამიწია და ლოყაზე მაკოცა. -მადლობა.-სულ გავწითლდი და თვალი მოვარიდე. -რამდენ ხანს დარჩები ჰალიფაქსში? -ეს წელი და კიდევ ერთი წელი ვისწავლი, მერე კი საქართველოში დავბრუნდები. -არ გინდა დარჩე?-ხელი ჩამკიდა და თავისკენ შემაბრუნა. -არა, უნდა დავბრუნდე. -გელოდება ვინმე? შეყვარებული გყავს?-ცდილობდა ჩემი მზერა დაეჭირა. -არა, შეყვარებული არ მყავს.-გაეღიმა. -ჩემი შეყვარებული იქნები? -არა. -რატომ? -იმიტომ რომ არ გიცნობ, მხოლოდ დღეს გნახე. მე კი აუცილებლად უნდა დავბრუნდე საქართველოში, შენ აქ დარჩები და არაფერი არ გამოვა. -თუ არავინ გყავს და არავინ გელოდება რატომ უნდა დაბრუნდე? -ვიმეგობროთ.-თავის დაღწევა ვცადე.-ვიყოთ კარგი მეგობრები, ისე როგორც მარკო და სამუელი არიან ჩემი მეგობრები. -მე თუ უფრო მეტი მინდა.-წელზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. ჯერ კიდევ წარსულის სტრესი მოქმედებდა და ხელებით უკან დავწიე. -გთხოვ.-თვალებში ცრემლი ჩამიდგა. -კარგი, დაწყნარდი.-უცებ შემიშვა ხელი. -მაპატიე.. მე.. წარსულში მოხდა რაღაც, რის გამოც დიდი სტრესი მივიღე.-ცრემლიანი თვალებით შევხედე. -არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ მეგობრულად ჩაგეხუტები.-ხელი მომკიდა ხელზე.-შეიძლება?-მეც თავი დაუქნიე და მკერდზე მიმიხუტა.-დაწყნარდი და არ ინერვიულო, არაფერს დაგიშავებ. -ვიცი, უბრალოდ თავს ვერ ვკონტროლებ და ასეთი რეაქციები ამიტომ მაქვს. -რა შეგემთხვა? -სხვა დროს მოგიყვები, ეს არავისთვის მომიყოლია, მეშინია მოყოლის, რადგან ის კადრები ისევ ცოცხლდება და ისეთივე სიმძაფრით განვიცდი, მეშინია რომ ისევ დეპრესია დამეწყება. ღამით კოშმარები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, თითქმის შეწყდა და თუ ისევ გავიხსენებ, მეშინია ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი. -კარგი, თუ ასეა ნუ მომიყვები. გეფიცები არაფერს დაგიშავებ, შენს გვერდით ვიქნები როცა რამე დაგჭირდება. მენდობი? -გენდობი.-არ ვიცი რა მჭირდა, მართლა ვენდობოდი და მომწონდა მასთან ურთიერთობა, ან ვინმე ქართველთან მჭირდებოდა ურთიერთობა სამშობლოდან მოწყვეტილს და ამიტომ მივეკედლე ანდრიას. -ვიყოთ მეგობრები? -ვიყოთ.-თავი დაუქნიე, შუბლზე მაკოცა და გულზე მიმიხუტა. პირველად ვეხუტებოდი მას მერე მამაკაცს შიშის გარეშე და ჩემში ეს ცვლილება მომწონდა. შიში დავძლიე, მასთან სიახლოვე მომწონდა. -თუ ასეთი ტკივილი გაკავშირებს საქართველოსთან უკან რატომ ბრუნდები? -ლიზას გამო. -ლიზა ვინ არის? -ჩემი პატარა მეგობარია.-შემეშინდა ლიზასთვის შვილი მეწოდებინა. -ძალიან ძვირფასი მეგობარი უნდა იყოს. -ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, მხოლოდ ის მყავს. -მეც ხომ შენი მეგობარი ვარ.-გამიცინა.-შევძლებ ოდესმე, რომ ლიზასავით შემიყვარო? -ეჭვიანობ?-გამეცინა.-ლიზა სულ 4 წლის არის, მას სულ სხვა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. -ის ერთადერთია ვისაც შენს გულში ადგილი უკავია, ცოტა ადგილი მეც მინდა მაგ გულში. -უნდა დაიმსახურო. ჩემს გულში ადგილის დაკავება ძალიან რთულია. -ვეცდები დავიმსახურო.-გამიცინა და გულში ჩამიხუტა.-ამ ეტაპზე ესეც კარგია, ჩახუტების აღარ გეშინია. ანდრია ჰალიფაქსში ხშირად ჩამოდიოდა, თვეში ორჯერ მაინც და ორი, სამი დღით რჩებოდა. შემიყვარდა, ჩემს გულში ადგილი დაიკავა, თუმცა მხოლოდ ვმეგობრობდით და მას მერე აღარ შემოუთავაზებია ჩემი შეყვარებული იყავიო. რესტორანში მეპატიჟებოდა, კინოში, საათობით ვსეირნობდით პარკში სიცივის მიუხედავად. კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ძალიან მივეჩვიე და მოუთმენლად ველოდებოდი მის ჩამოსვლას. მხოლოდ გულში მიკრავდა და მეგობრულად მკოცნიდა ლოყაზე. უფრო შორს არასდროს წასულა. ეს მაშფოთებდა, რატომ იქცეოდა ანდრია ასე მეგობარივით, როცა მის თვალებში სულ სხვა რამეს ვხედავდი. ვხედავდი როგორი სიყვარულით მიყურებდა და როგორ უჭირდა თავის შეკავება, რომ არ ეკოცნა. ერთხელ ვნახე სამუელი და ანდრია კამათობდნენ, ორივე ერთდროულად ჩამოვიდნენ ჰალიფაქსში და სამუელი გაბრაზებული იყო. -რა გჭირთ?-გაუღიმე ორივეს და ჯერ ანდრიას ჩავეხუტე მერე სამუელს. -არაფერი.-გამიღიმა ანდრიამ. -უთხარი.-თითი დაუქნია სამუელმა და მარკოსკენ წავიდა. -რა უნდა მითხრა?-შევხედე ინტერესით ანდრიას. -წამოდი ცოტა გავიაროთ.-ხელი მომკიდა და სასწავლებელთან არსებულ პარკში სკამზე ჩამომსვა. -სამუელი ასე რატომ ბრაზობს? არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა აშკარად. რა უნდა მითხრა? -ის რომ მხოლოდ შენი მეგობარი შემიძლია ვიყო, არ მინდა შეგიყვარდე და გული გეტკინოს.-ჩემი ხელები თავის ხელში მოიქცია და თითებზე მაკოცა. -კიდევ რამე უნდა ვიცოდე?-შევხედე ნაღვლიანი თვალებით. -არა სულ ეს არის.-სევდიანი თვალებით მიყურებდა, რაღაც მიზეზი არსებობდა და არ მეუბნებოდა. -ცოლი გყავს? საცოლე?-ცრემლიანი თვალებით შევხედე. -არა, უბრალოდ არ ვაპირებ დაოჯახებას და არც შორს მიმავალი გეგმები არ მაქვს, მინდა ეს იცოდე. მინდოდა უბრალოდ ურთიერთობა გვქონოდა და მორჩა. მერე კი გადავიფიქრე, შენ სხვანაირი ხარ, ძალიან ფაქიზი და არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა, ამიტომაც მხოლოდ ვიმეგობროთ.-თავს იმართლებდა. -პირველივე შეხვედრისას შემომთავაზე შეყვარებულები ვიყოთო, რა შეიცვალა მას შემდეგ? -აღარ გავართულოთ გთხოვ. -ცრემლები მომწმინდა.-ნაძირალა ვარ, ისე მომწონდა შენთან ურთიერთობა, რომ ეგოისტურად არ გეშვებოდი. დამაგვიანდა, უკვე შეგიყვარდი. -არ მიყვარხარ.-არ ვიცი ეს როგორ უთხარი, სიამაყე ჩაირთო ჩემს ტვინში.-მხოლოდ ვიმეგობროთ.-ვუთხარი და გულში რაღაც ჩამწყდა, ტკივილი ვიგრძენი.-არა, აჯობებს თუ აღარ ჩამოხვალ ჩემს სანახავად. დრო მჭირდება რომ ჩვენს ურთიერთობას მიმართულება შეუცვალო.-არ მეთმობოდა, თუნდაც ემეგობრა მხოლოდ, არ მეთმობოდა. -რატომ? თავად არ მითხარი ვიმეგობროთო.-თითქოს მასაც ეძნელებოდა განშორება. -გითხარი მაგრამ.. გთხოვ აღარ ჩამოხვიდე.-მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, სულელი ვიყავი, მას მხოლოდ გართობა უნდოდა ჩემთან. მე კი შემიყვარდა, ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და მზად ვიყავი მის გამო კანადაშიც კი დავრჩენილიყავი. -სულელი ვარ.-ნერვიულად მოისვა თავზე ხელი. მერე ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.-რატომ არ ვიფიქრე, რომ შეგიყვარდებოდი და გეტკინებოდა.-ცრემლები მომწმინდა.-გთხოვ მაპატიე. -შენ არაფერ შუაში ხარ. ეს მე ვარ სულელი, გთხოვ წადი და აღარ დაბრუნდე.-შემოვბრუნდი და სასწავლებლისკენ წავედი. მარკო და სამუელი შემხვდნენ, სამუელს ნაძალადევად გაუღიმე. -ილაპარაკეთ?-მკითხა სამუელმა. -ვილაპარაკეთ, აღარ მინდა მისი ნახვა.-თავი ვერ შევიკავე და სამუელს ჩავეხუტე. -კარგი, დაწყნარდი პატარა.-თმაზე მეფერებოდა და მაწყნარებდა. -რა ხდება?-მარკო გაოცებული გვიყურებდა. -არაფერი.-გაუღიმე მარკოს და სასწავლებლისკენ წავედი. სამუელი რაღაცას ელაპარაკებოდა მარკოს და მერე ჩემსკენ წამოვიდა, სირბილით მოირბინა და წამომეწია. -სოფი ცოლად გამომყევი და დარჩი კანადაში.-გამიღიმა მარკომ. -არა მარკო.-გაუცინე მე. -რატომ, მოქალაქე გახდები. არ გინდა კანადაში დარჩე? -მინდოდა, ახლა კი აქედან მხოლოდ გაქცევა მინდა. -გიყვარს? -კი, ძალიან მიყვარს. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და რატომ მაინც და მაინც ის. -მისი ბრალია, მე მეგონა უყვარდი, ისე გიყურებდა. -მეგობრები ვიყოთო, სულელი ვარ. უნდა დავივიწყო და არც შენ არ ახსენო მეტად. -კარგი.-გამიღიმა მარკომ, ხელი მომკიდა და აუდიტორიაში შემიყვანა. ანდრიაზე აღარ ვფიქრობდი, ვეცადე და თავიდან მოვიცილე მასზე ფიქრები, თუმცა მარტო დარჩენილი იმ ლამაზ დღეებს ვიხსენებდი და მეღიმებოდა. ტკბილ მოგონებებში დავტოვე. ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მას მერე აღარ ჩამოსულა. მეორე წელი დაიწყო, რაც კანადაში ვიყავი. კარგად ვსწავლობდი, ბევრს ვმუშაობდი და ანდრიაზეც ისე ბევრს აღარ ვფიქრობდი, თუმცა ძალიან მინდოდა მისი ნახვა, თუნდაც ერთხელ კიდევ დამენახა სადმე. ერთად გადაღებული ფოტოებიც აღარ მქონდა, გაბრაზებულმა ყველა ფოტო წავშალე ტელეფონიდან. სოციალურ ქსელში ვეძებე და არ იყო დარეგისტრირებული არსად. -სოფი საშობაოდ დედა ჩამოდის კანადაში, როგორც იქნა მისცეს ვიზა და გთხოვ ოტავაში წამოდი, ჩემებს გაგაცნობ.-მითხრა მარკომ და ხელკავით სახლამდე მომაცილა. -მარკო თქვენ ოჯახი ერთად უნდა შეხვდეთ შობას, მე ზედმეტი ვიქნები.-თავი უხერხულად ვიგრძენი. -კარგი რა. გთხოვ წამოდი, იმდენს უყვები შენზე დედასაც და ელიზასაც გაგვაცანიო თავად მთხოვეს.-მეხვეწებოდა მარკო. (ელიზა სამუელის ცოლია). -კარგი, აქ მაინც არდადეგებია, კაფეც იკეტება და უსაქმურად უნდა ვიყვე. მხოლოდ 2 დღით.-თითი დაუქნიე მარკოს. -მხოლოდ 2 დღით.-გამიღიმა მანაც.-დღესვე ვიყიდი ბილეთებს.-ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. შობას ოტავაში გავფრინდით, ძალიან საყვარლები იყვნენ. ასეთი ოჯახური გარემო მე არასდროს მქონია. -სოფი ეს დედაჩემია სოფია.-მარკომ დედამისი გამაცნო.-დედა ხომ ლამაზია და საყვარელი?-გაუღიმა დედამისს. -მოდი შვილო.-გულში შვილივით ჩამიკრა ქალბატონმა სოფიამ და მისაღებში შემიყვანა. -ელიზა სოფიც მოვიდა.-გაუღიმა თავის რძალს. ელიზა ლამაზი შავგვრემანი გოგონა იყო, იტალიელი იყო. სამუელმა და ელიზამ სასამართლოში გაიცნეს ერთმანეთი, როცა ორივეს კანადის მოქალაქეობის მოთხოვნაზე ჰქონდა საბუთები შეტანილი. ელიზას უარი უთხრეს, სამუელს მისცეს მოქალაქეობა და სამუელმა ცოლობა შესთავაზა. ძალიან ლამაზი წყვილი იყო და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. -როგორც იქნა გაგიცანი.-ელიზამ გულში ჩამიკრა.-იმდენს ლაპარაკობს შენზე სამუელი ვეჭვიანობ.-გამიცინა და ლოყაზე მიბწკინა. -შენზე კი ისეთი სიყვარულით მიყვებოდა, ისეთი სითბოთი ყვებოდა თქვენი გაცნობის ისტორიას. მეც ძალიან მინდოდა შენი გაცნობა.-გაუღიმე ელიზას. -ხუთ თვეში პატარას ველოდებით.-მუცელზე სიყვარულით დაისვა ხელი. -გოგოა თუ ბიჭი?-მეც მივეფერე მუცელზე, მერე ჩემი ფეხმძიმობის პერიოდი გამახსენდა, ლიზა და სევდამ მომიცვა. -ბიჭია, ოღონდ სამუელმა არ იცის.-გამიღიმა და ჩუმად მიჩურჩულა. -სოფი მოსულა.-სახლში სამუელი შემოვიდა და გულში ჩამიკრა.-როგორ ხარ? -კარგად. შენ როგორ ხარ?-გაუღიმე სამუელს, ისეთი მზრუნველი იყო ჩემს მიმართ, როგორც უფროსი ძმა ისე ზრუნავდა. უკან ახალგაზრდა მამაკაცი უდგა და იღიმოდა. რატომღაც ანდრიას ველოდი, რატომ მეგონა, რომ შეიძლება აქ მენახა. -მეც კარგად, ელიზა უკვე გაგიცვნია.-ხელი მოჰხვია ელიზას და ლოყაზე აკოცა. -კი გავიცანი. ლამაზი და საყვარელია.-თვალი ჩაუკარი სამუელს. -კიდევ ერთი ქართველი უნდა გაგაცნო.-გამიღიმა სამუელმა და კარში მდგარი მამაკაცისკენ შებრუნდა.-ირაკლი მოდი რას დგახარ, შენც პირველად ხომ არ ხარ აქ?-გაუღიმა მამაკაცს. -სოფო ხომ.-ხელი ჩამომართვა ირაკლიმ. -კი სოფო. სასიამოვნოა.-გაუღიმე. -დაიწყეს ამათმაც ახლა თავის ენაზე საუბარი. მეც ვილაპარაკო ესპანურად?-გაგვიბრაზდა სამუელი. -ამ ქართველ მეგობრებს იზიდავ?-გაუღიმე სამუელს. -ანდრიამ გამაცნო. მარტო ხვდებოდა შობას და წამოვიყვანე.-თვალი ჩამიკრა სამუელმა. -ანდრია როგორ არის?-ვკითხე სამუელს. -კარგად არის, თავის ოჯახში ხვდება შობას.-გამიღიმა სამუელმა. ვიფიქრე ანდრიას ძმას და დედას გულისხმობდა. დიასახლისებმა მაგიდასთან მიგვიპატიჟეს, საშობაო ინდაური მივირთვით და გემრიელი დესერტიც დავაყოლეთ. ირაკლი ჩემს გვერდით იჯდა და ყურადღებას არ მაკლებდა. -სოფო როდემდე რჩები ოტავაში? -ზეგ მივფრინავ უკან.-გაუღიმე ირაკლის. -მაშინ ხვალ გავისერინოთ, გამოგივლი და გავიაროთ საშობაოდ მორთულ ქალაქში. -კარგი.-გაუღიმე ირაკლის. საღამოს წამოვედით და ირაკლიმ მიგვიყვანა მე და მარკო სასტუმროში. -ხვალ გამოგივლი, შენი ნომერი მომეცი.-გამიღიმა ირაკლიმ. მეც ჩავაწერინე და სასტუმროში შევედით. -სოფი ეს ქართველი ტიპები ცოტა უცნაურები არიან. დარწმუნებული ხარ, რომ ესეც არ გაგაბრაზებს? -არ შემიყვარდება.-გაუღიმე მარკოს.-მე უკვე მიყვარს ანდრია და მას ვერ გადავიყვარებ ასე ადვილად. -კარგი, ღამე მშვიდობის.-ლოყაზე მაკოცა და თავის ნომრისკენ წავიდა მარკო. მარკო და სამუელი მართლა ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. მარკოს ჩვენი ჯგუფელი გოგო უყვარდა, თავის შეყვარებულზე სულ მიყვებოდა. იმ გოგოს არ უყვარდა და მე როგორც პოპულარულ გოგოს მარკო დამიმეგობრდა. ერთობლივი ძალებით ვცდილობდით თავი შეეყვარებინა ჯულიასთვის. რამდენჯერმე დაპატიჟებას დასთანხმდა ჯულია და ამაში ლომის წილი მიმიძღვოდა. მერე დღეს ირაკლიმ მომაკითხა, კინოში წავედით, ახალი საახალწლო ფილმი ვნახეთ. მერე სავაჭრო ცენტრში გავიარე და ლიზას რამდენიმე კაბა უყიდე. -ვისთვის ყიდულობ ამ კაბებს?-შემეკითხა ირაკლი. -ლიზასთვის. ჩემი პატარა მეგობარია. -მეგობარი? არ გინდა დარჩე?-შემომხედა ირაკლიმ. -არა უნდა დავბრუნდე. ლიზასთან უნდა დავბრუნდე. -ლიზაზე ისე ლაპარაკობ თითქოს შენი შვილი იყოს. -ჩემი შვილია.-ცრემლიანი თვალებით შევხედე ირაკლის. ის უცხო ადამიანი იყო და მე გული გადაუშალე. მოუყევი ჩემს შესახებ ყველაფერი, ანდრიას ვერ გაუმხილე სიმართლე, ირაკლის კი რატომღაც მოუყევი ყველაფერი. -იქნებ ჯობი აქ დარჩე. ლიზას მაინც ვერ დაიბრუნებ და დაიტანჯები. ოჯახი შექმენი, კიდევ გააჩინე შვილები და იქნებ ამ მონატრებასაც უშველოს. -ვერ შევძლებ. ეს შინაგანად მაქვს გამჯდარი. როგორც გულს ვერ ამოიგლეჯავ ისე ვერ შევძლებ ლიზას დავიწყებას.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.- ანდრიას საიდან იცნობ?-თემა შევცვალე. -მის ძმასთან ვმეგობრობ და მის ფირმაში ვმუშაობ. სამუელმა გაგაცნო ანდრია? -კი, ჰალიფაქსში იყვენენ ჩამოსულები და იქ გავიცანი. -მოგიკითხავ როცა ვნახავ. -არ არის საჭირო. -რატომ? გაწყენინა?-შემომხედა ირაკლიმ. -არა, უბრალოდ ისე არ ვიცნობ მოკითხვებს ვუთვლიდე.-თავის დაღწევა ვცადე მისი კითხვებისგან.-სასტუმროში წამიყვანე.-გავუღიმე ირაკლის. -საღამოს რესტორანში დავსხდეთ სადმე, თუნდაც შენი სასტუმროს რესტორანში.-ისევ მეპატიჟებოდა ირაკლი. -არა გმადლობ. ხვალ დილით ადრე მივფრინავ და კარგად უნდა გამოვიძინო, თანაც სამსახურში უნდა გამოვცხადდე ხვალვე.-თავის დაღწევას ვცდილობდი. -კარგი. ჰალიფაქსში ჩამოვალ და იქ გნახავ.-გამიღიმა და მანქანის კარი გამიღო. ირაკლის დავემშვიდობე და ჩემს ნომერში დაღლილი ავედი, მალე მარკო შემომივარდა ოთახში. -აბა, რა ხდება? მომიყევი.-წარბები ამითამაშა. -კარგი დაქალებივით, რომ ვჭორაობთ არაუშავს.-გამეცინა. -მე კაცების ფსიქოლოგია ვიცი, შენ ქალების და ერთმანეთს კარგად ვეხმარებით. -რესტორანში დამპატიჟა და უარი ვუთხარი. -რატომ? -იმიტომ, რომ ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. აშკარად მოვწონვარ და ჩემი საწოლში შეტყუება უნდა. -შეგიტყუოს მერე, რა მოხდა?-გაიღიმა მარკომ. -არ მჭირდება.-გაბრაზებულმა შევხედე. მამაკაცთა მიმართ შიშის გრძნობა ისევ იყო ჩემში. მხოლოდ ანდრიასთან ვიყავი თავისუფლად, მზად ვიყავი მისი გავმხდარიყავი, თუმცა მან მიმატოვა. -გავაბრაზე სოფი.-ხელი მომხვია და მაკოცა მარკომ.-წამოდი ჩემთან ერთად მაინც ივახშმე.-ხელი მომკიდა და ნომრიდან გამიყვანა. -შენებთან არ მიდიხარ?-შევხედე მარკოს. -დამღალეს, დილიდან მათთან ვართ, დედაჩემს გამოვექეცი. იცი როგორ მოეწონე, სოფი მოიყვანე ცოლადო.-იცინოდა მარკო. -ჯულიაც მოეწონება, მთავარია დავკეროთ.-თვალი ჩაუკარი. -დავურეკე, შობა მივულოცე. დიდხანს მელაპარაკა, მგონი მართლა დავარწმუნე და გამომყვება ცოლად. საჩუქარი მაყიდინე რა მერე.-ხვეწნით შემომხედა მარკომ. -ვერ კითხე რა გაუხარდებოდა? -მაგას ხომ არ ვკითხავ. შენ შემარჩევინე, რაც ვაჩუქე ყველაფერი მაგრად მოეწონა. ერათნაირი გემოვნება გაქვთ. -კარგი. ვახშმის მერე გავიდეთ და ვიყიდოთ. საღამოს ისევ სავაჭრო ცენტრში გავედით და ჯულიას საჩუქარიც ვიყიდეთ. დილით კი ჰალიფაქსში გამოვფრინდით. სამუელმა და ელიზამ გამოგვაცილეს. ირაკლი და ანდრია აღარ ჩამოსულან და არ გამოჩენილან. ორი წელი დავყავი კანადაში, ცოტა ფულიც დავაგროვე და საქართველოში გამოვფრინდი. ლიზა უკვე სკოლაში უნდა შესულიყო იმ წელს, გახარებული ვიყავი, რომ ჩემს გოგონას ვნახავდი. ბინა უნდა მეყიდა მოგროვილი ფულით და სამსახური მომეძებნა. ძალიან გამიჭირდებოდა საქართველოს რეჟიმზე გადმოსვლა მაგრამ მერჩივნა ლიზასთან ახლოს ვყოფილიყავი და ანდრიასგან ძალიან შორს. აეროპორტში მარკომ გამომაცილა და დამპირდა საქართველოში გესტუმრებიო. შემოთავაზება ძალაშია და კანადის მოქალაქეობა გელოდებაო, წამოსვლისას მითხრა, ჩამეხუტა და მეც თვითმფრინავისკენ დავიძარი. უამრავი საჩუქარი უყიდე ლიზას, უკვე ძლიერი და თავდაჯერებული, შემდგარი ქალი ვბრუნდებოდი კანადიდან და მზად ვიყავი ყველა სიძნელეს დავპირისპირებოდი. ლიზა ხშირად მირეკავდა და თავის მეგობრებზე მელაპარაკებოდა, თავის შეყვარებულზე, ბაღის მეგობარ ბიჭზეც ხშირად მიყვებოდა. მეცინებოდა და დიდხანს ხდებოდა ლიზას მონაყოლი ჩემი ღიმილის მიზეზი. ოტავაში ჩავფრინდი, ოტავას აეროპორტიდან უნდა გამოვფრენილიყავი საქართველოში. ოტავაში სამუელი დამხვდა, მათ ვესტუმრე გამგზავრებამდე, მათი პატარაც მოვინახულე და საჩუქარი ვაჩუქე. ელიზას დავემშვიდობე და აეროპორტში წავედი, სამუელმა გამომაცილა. თვითმფრინავში ადგილი დავიკავე და ცრემლიანი თვალებით გავიხედე ილუმინატორში. ვტიროდი სიხარულისგან, რომ მალე ჩემს გოგოს ვნახავდი. გვერდით ვიღაც დამიჯდა, ილუმინატორში ვიყურებოდი და თვალები ცრემლიანი მქონდა, არ ვბრუნდებოდი, რადგან არ მინდოდა უცხო მგზავრს დაენახა ჩემი ცრემლები. -რატომ ტირიხარ?-ანდრიას ხმა რომ გავიგონე არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა. -მიხარია რომ ვბრუნდები.-შევხედე ცრემლიანი თვალებით. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, ჩემი გრძნობები ისევ მძაფრი იყო მის მიმართ, ისევ ძლიერად მიყვარდა. -უმეტესობას გული სწყდება, ბევრი დეპორტით ბრუნდება უკან. -შენ რატომ ხარ აქ? -ბებოს სანახავად მოვდივარ მეც საქართველოში. -დამთხვევების არ მჯერა. -არც მე.-გამიღიმა.-არ ჩაეხუტები ამდენი ხნის უნახავ მეგობარს?-ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა.-რატომ არ დარჩი? ყველა რჩება ვინც კი საქართველოდან მოდის. -იდეალური ქვეყანაა, თუმცა ნოსტალგია მკლავს. დიდხანს ვისაუბრეთ, როგორც ძველმა მეგობრებმა, მირჩია კანადაში დავბრუნებულიყავი და თავის ფირმაში სამსახურიც შემომთავაზა. გაბრაზებული ვიყავი მასზე და უარი უთხარი. მერე ძილი მომერია მგზავრობისას. თვალები, რომ გავახილე ანდრიას მხარზე მქონდა თავი ჩამოდებული. მასაც ხელი ჰქონდა მოხვეული და მიკრული ვყავდი. -ბოდიში, დამეძინა, შეგაწუხე.-უხერხულობისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. თითქოს დრომ კედელი აღმართა ჩვენს შორის, ან მე არ მინდოდა ძველი ურთიერთობის დაბრუნება. -კარგი, რას მებოდიშები.-გამიცინა.-ყოველდღე კი არ მეხუტება შენნაირი ლამაზი გოგო.-მის კომპლიმენტზე სულ გავწითლდი და არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. -რომელი საათია?-შევეცადე უხერხული სიტუაციიდან თავი დამეღწია. -ერთ საათში თბილისში ვიქნებით.-მითხრა ღიმილით. როგორ მომნატრებია ეს ღიმილი.-მომენატრე.-თმა ყურს უკან გადამიწია და გულზე მიმიკრა. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, თან ვბრაზობდი. რა უნდოდა ვერ ვიგებდი. თავიდან შეყვარებულები ვიყოთო, მერე არ მიყვარხარ ვიმეგობროთო, ახლა მომენატრეო. -იქნებ ჩამოყალიბდე.-შევხედე გაბრაზებულმა.-არც ისე პატარა ბიჭი არ ხარ იმის კვალობაზე ასე სწრაფად რომ გეცვლება აზრები და გრძნობები. -გაბრაზებული ხარ. -არ უნდა ვიყო? -მაპატიე. -არა! მალე თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, ხელბარგი ჩამოვიღე. -აქ დაგემშვიდობები.-გაუღიმე ანდრიას. -მიგიყვან სადაც მიდიხარ.-მითხრა ღიმილით. -მადლობა, ლიზა დამხვდება. -კარგი, შეხვედრამდე.-ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა.-ეს ჩემი ნომერია და დამირეკე, სადმე დავსხდეთ როგორც მეგობრები. -შეხვედრამდე.-თავი დაუქნიე და გასავლელისკენ დავიძარი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიზა და დალი დამხვდნენ. დამინახა თუ არა ლიზამ, ხელი გაუშვა დალის და ჩემსკენ გამოიქცა. -როგორ მომენატრე.-ფეხებზე მომეხუტა ჩემი პატარა. -მეც მომენატრე ჩემო ანგელოზო.-ბარგს ხელი გავუშვი და ატირებული ვიკრავდი ლიზას გულში. -რატომ ტირიხარ? -მიხარია, რომ გულში გიკრავ. მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.-გულში მაგრად ვიკრავდი და ვტიროდი. -სოფო როგორ ხარ?-დალი მოვიდა ჩვენთან, ჩვენს დანახვაზე მასაც ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. -კარგად დალი.-ლიზა ხელში ავიყვანე და ისე გადავკოცნე დალი. -ეს კუდრაჭაა შენი ნოსტალგიის მიზეზი?-ზურგს უკან ანდრიას ხმა გავიგონე და უკან შევბრუნდი. -ამასთან წახვედი? იმიტომ აღარ მოდიოდი?-ხელი ანდიასკენ გაიშვირა ლიზამ. -არა საყვარელო. ანდრია მერე გავიცანი. -მე უფრო გიყვარვარ? -შენ უფრო მიყვარხარ.-ყურში უჩურჩულე ლიზას და დალისკენ მოვბრუნდი. -ანდრია გაიცანი ეს დალია.-გამიჭირდა ლიზას დედად დალი წარმედგინა. დალი კი იდგა და გაღიმებული უყურებდა ანდრიას. -ჩემს ნათლიას ვიცნობ.-გამიცინა ანდრიამ და დალი გულში ჩაიკრა. -ეს ქვეყანა ძალიან პატარაა.-ჩავილაპარაკე სევდიანად. -რატომ არ დამირეკე თუ ჩამოდიოდი.-უსაყვედურა დალიმ ანდრიას. -სიურპრიზი უნდა მომეწყო და არ გამომივიდა.-გაღიმებულმა გადმომხედა. მერე ლიზა აიტაცა ხელში და ჩაკოცნა.-იცი კუდრაჭა ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.-მერე მე შემომხედა თვალებში. ინსტიქტურად თვალები დავხარე, არ მინდოდა ჩემსა და ლიზას შორის მსგავსება შეენიშნა. -სოფო სად გაიცანი?-ჰკითხა დალიმ. -ჰალიფაქსში-ორივემ ერთდროულად უპასუხეთ და გაგვეღიმა. -იქ რა გინდოდა? მე ხომ გაგაფრთხილე.-გაბრაზებულმა შეხედა დალიმ. -შემთხვევით გავიცანი, ჩემი მეგობარი ამის მგობრის ძმა აღმოჩნდა. -ანდრია, მოატყუე ბებიაშენი ოლიკო.-გაბრაზებული უყურებდა დალი. -რა ხდება მეტყვით?-შევხედე ორივეს. -არაფერი საინტერესო.-გამიღიმა ანდრიამ. -წყნეთში მოდიხარ ხომ შენც?-შეხედა დალიმ ანდრიას. -კი, ოლიკო სულ იქ არის და მაშ სად წავალ. -ბარგს მივაკითხავ და გამოვალ.-შეხედა ანდრიამ დალის და მერე მე შემომხედა ინტერესით.-შენ აეროპორტში ტოვებ ბარგს? წამოდი.-ხელი მომკიდა და აეროპორტის მეორე მხარეს წამიყვანა. ნერვიულობამ პიკს მიაღწია, თითებს ვიმტვრევდი. მალე ბარგიც მოიტანეს, ანდრიას ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა, სამაგიეროდ მე მქონდა ორი უზარმაზარი ჩემოდანი.-გეტყობა, რომ სულ აიბარგე კანადიდან.-გამიღიმა ანდრიამ და ჩემი ერთი ჩემოდანი გამომართვა. -ერთი სულ ლიზას საჩუქრებია. ამ ორი წლის მანძილზე რაც მთხოვა ყველაფერი უყიდე და წამოუღე. -დალისთან და ლიზასთან რა გაკავშირებს?-შემომხედა ანდრიამ, თან ირონიულად ეღიმებოდა, ვხვდებოდი რაღაც იცოდა და ჩემგან უნდოდა მოესმინა. -ვმეგობრობთ.-თვალი მოვარიდე და ჩავილაპარაკე.-იქით წავიდეთ, იქით დგას დალის მანქანა. ბარგი მანქანაში მოვათავსეთ, ანდრია წინა სავარძელზე მოთავსდა, დალი საჭესთან, მე კი ჩემი ლიზა ჩავიხუტე და უკანა სავარძელზე მოვთავსდი. -ლიზა იმ ორი ჩემოდნიდან ერთი სულ შენია.-ყურში უჩურჩულე ლიზას. -რა მაგარია, ბრჭყვიალა ფერიას კაბაც მაქვს.-წამოიყვირა ლიზამ. -კი საყვარელო.-ლოყაზე ვაკოცე ლიზას და ანდრიას დაჟინებული მზერა დავაფიქსირე მანქანის წინა სარკეში. -ამ ორს უგონოდ უყვართ ერთმანეთი.-დალის გადაულაპარაკა ანდრიამ.-ჩემი ნოსტალგიის მიზეზი ლიზააო, კანადაში დარჩენაზეც კი თქვა უარი. -ნამდვილად.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დალიმ. -რას შვრება ჩემი გადარეული ქალი?-ღიმილით შეხედა ანდრიამ დალის. -კარგად არის, ცოტა წნევებს უჩივის. სოფო ოლიკოს შენც ხომ იცნობ?-სარკეში გამომხედა დალიმ.-ანდრიას ბებოა.-მეც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე, ოლიკომ ყველაფერი იცოდა. იცოდა, რომ სუროგატი დედა ვიყავი. მეშინოდა, რომ ანდრია სიმართლეს გაიგებდა და ჩემზე ისე იფიქრებდა, როგორც ანგარებიან ქალზე. ძალიან მაწუხებდა ანდრიას აზრი, ძალიან ვნერვიულობდი, ვეცადე მაგრამ ანდრია წარსულში ვერ დავტოვე. მგზავრობის დროს ლიზას ჩემზე მოხუტებულს ჩაეძინა. ანდრია და დალი ძველ ამბებს იხსენებდნენ, დალიმ თავის მეგობარი, ანდრიას დედაც მოიკითხა. მთელი გზა საუბრობდნენ, ანდრიას დაჟინებული მზერა დავიჭირე რამდენჯერმე სარკეში. ერთ საათში წყნეთში მივედით, ლიზა დაძინებული შევიყვანე სახლში და მის საძინებელში შევიყვანე. ანდრიამ ბარგი გადაგვატანინა, ლიზას ჩემოდანი პირდაპირ ლიზას ოთახში შევატანინე. -წავედი ეხლა მე ოლიკოს ჩავეხუტები.-თვალი ჩამიკრა.-მერე გამოგივლით, დროებით.-წელზე ხელი მომხვია უცებ და ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა. -კარგად.-დაბნეული შევცქეროდი და ძლივს მოვახერხე პასუხის დაბრუნება. -სოფო არ გშია, წამოდი ვივახშმოთ, ლიზა აღარ გაიღვიძებს ტყუილად ყარაულობ.-დალიმ გამომაფხიზლა ფიქრებში წასული. -თვითმფრინავში მეძინა და სადილი გამოვტოვე, ნამდვილად მშია. -ანდრია სად გაიცანი?-მკითხა დალიმ. -ჰალიფაქსში, ჩემმა მეგობარმა გამაცნო. -ანდრია ქეთის შვილია. -მან იცის ჩემზე? -მხოლოდ ის, რომ კანადაში ლიზას სუროგატი იყო ჩასული. არ უთქვამს, რომ იქ გაგიცნო. რა ურთიერთობა გაქვთ?-შემომხედა დალიმ. -ვმეგობრობდით, ერთი წელია არ მინახავს, დღეს კი თვითმფრინავში გამომეცხადა. -მხოლოდ მეგობრობთ?-ეჭვით შემომხედა დალიმ. -მხოლოდ ვმეგობრობთ.-სევდიანმა შევხედე და ანდრიასსთან ბოლო შეხვედრა გამახსენდა ჰალიფაქსში. ტირილი მინდოდა ის დღე, რომ ახსენდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.