შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა სამოთხისკენ (თავი პირველი)


8-05-2016, 15:43
ავტორი სალიმა
ნანახია 1 546

თვალი რომ გავახილე უკვე ვეშვებოდით,მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,14 წლის შემდეგ ვბრუნდებოდი,სახლში ვბრუნდებოდი,მშობლიურ სახლში..იქ სადაც ფეხი ავიდგი,სადაც პირველად ვთქვი პირველი სიტყვა,სადაც პირველად შემიყვარდა და სადაც პირველად მატიკინეს გული...ყველაფერი,ჩემი ცხოვრების ყველა ეპატი ამ ადგილიდან იწყებს სათავეს..15 წლის ვიყავი როდესაც სამშობლოს გამოვემშვიდობე და მას შემდეგ ერთელაც არ გამომიხედავს აქეთ..14 წელი ვნატრობდი,14 წელი მესიზმრებოდა და ვგრძნობდი ჩემ სამშობლოს..მე ვიცოდი, მე მჯეროდა რომ ან ცოცხალი ამ მკვდარი დავბრუნდებოდი უკან ..იმედით ვცოცხლობდი მთელი ეს დრო და აი ახლა ვზივარ თვითმფრინავში და თბილისის აეროპორტში დაშვებას მოუთმენლად ველოდები...ვიცი რომ ახლა მარტო ვიქნები,როდესსაც აქდან წავედი სამუდამოდ ჩატყდა ხიდი ჩმსა და ქართველებს შორის,ჩემ მეგობრებს შორის..ბევრ მათგანს ალბათ ახლა ოჯახი ყავს,ბევრმა თავისი ოცნება აიხდინა და ახლა სანატრელი კარიერა აქვს..ახლა ყველა თავისი საქმით არის დაკავებული მე ვის ვემახსოვრები..მას შემდეგ რაც დედა დავმარხე კანადაში არაფერი აღარ მესაქმებოდა..მე კანადაში ოცნება ავიხდინე,ვისწავლე ახლა ვინ ვარ? პროფესიონალი გამომძიებელი რომელმაც ოტავაში (კანადის დედაქალაქი) არაერთი საქმე გახსნა. აი დავეშვი,თვითმფრინავმა ბილიკი გაიარა და გაჩერდა...თვალებინკიდევ ერთხელ დავხუჭე და თავისულფების,სამშობლოს წარმოდგენა ვცადე,მაგრამ თვალწინ მხოლოდ ერთი ორი კადრი წარმომიდგა
***
კუბო ოთხმა ადამიანმა აწია და სასაფლაოს ეზოში შეიტანა,მანქანიდან ვუყურებდი ამპროცესიას,მაგრამ კარი გაიღო და წინ ქერა ბიჭიდამიდგა
-არ აპირებ გადმოსვლას?
-არა !- მოკლედ მოვუჭერი
-ვალდებული ხაარ
-მართლა?ვის წინაშე?
-მის წინაშე
-ის მე არ მომიკლავს ამიტომ არც ვალდებულება მაქ,პირიქით მან დაარღვია თაავისი ვალდებულება და პირობა
-რაზე ლაპარაკობ?-მკითხა გაფითრებული სახით
-მე ის დამპირდა რომ არასდროს არ დამტოვებდა
-ლიზა!! მას არ უნდოდა შენი დატოვება
-მაგრამ მაინც დამტოვა
-არ გადმოხვალ?მას შენ თვითონ უთხარი ეს სიტყვები,პირისპირ შეხვდი და დაადანაშაულე
-ამის საშუალება მექნება?
-გპირდები- მანქანიდან გადმოვედი, თმა ერთი ხელის მოძრაობით უკან გადავიყარე და სათვალე გავიკეთე... მინდოდა მამასთვის პირისპირ ჩამეხედა თვალებში და მეთქვა რასაც ვგრძნობდი,რაც მტკიოდა,მაგრამ ვერ შევძელი..ჩემ დანახვაზე ხალხი ორად გაიყო და კუბოსკენ გასასვლელი ბილიკი გამითავისუფლეს... დავიხარე და ვიფიქრე აი ახლა ყველაფერს ვეტყვი რაც დამიგროვდა-მეთქი მაგრამ ვერ შევძელი,ვერ გავბედე.მხოლოდ დავიხარე და ჩუმად,ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ვუთხარი
-მიყვარხარ მამა! - თავი ავწიე ხალხი სულგანაბული მიყურებდა.ალბათ ყველას ეგონა რომ ტირილს დავიწყებდი,მუხლებზე დამხობილი ავქვითინდებოდი და მამას ვთხოვდი დაბრუნებულიყო მაგამ ძალიან დიდი დრო შევალიე იმას რომ ხალხში რ მეტირა,ამიტიმ ხალხისგან შექმნილი ბილიკი ისევ უძრავად იყო გაჩერებული,ამიტომ ვისარგებლე ვითარებით და თვაწეულმა ამაყად გავიარე... როგორც კი ხალხს გავცდი თვალები დავხუჭე და გავღერდი ვიცოდი რომ ახლა ყველა მე მიყურებდა ამიტომ მივტრიალდი და რაც ენაზე მომადგა ყველაფერი ვთქვი
-მიყურებთ? დიახ ,მე ლიზა ვარ, ოთიკო ანდრიაძის შვილი,ის ახლა თქვენს წინ მამაჩემის გაციებული გვამი დევს და თქვენ სინანულით, ყალბი სინანულით ზემოდან დაყურებთ მას და იცით რას გეტყვით?! ვიცი რომ ახლა ელოდით მიხლებზე დავემხობოდი და მამას გულამოსკვნით დავიტირებდი მერე კი დაბრუნებას ვთოვდი მაგრამ არა...ჩემი ცრემლები მამას ვერ გააცოცხლებს მხოლოდ უფრო მეტ ტკივილს მომაყენებს..არც ის საჭმელი არ შემატებს რამეს სულმოუთქმელად რომ ელოდება თითოეული თქვენგანი...
ამ სიტყვებთან ერთად მოვტრიალდი და სასაფლაოდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი,ძალა არ მეყო მანქანაში ჩავმჯდარიყავი,მე 15 წლის მამა დაკარგულმა გოგომ ახლახან უამრავი ადამიანი გავლანძღე და ამით თითქოს შვება მივიღე,მაგრამ მთელი ენერგია გამოცლილი მქონდა,მანქანასთან ახლოს ჩავიკეცე და თავი მუხლებზე დავდე,რამდენიმე წამში მხარზე თბილი მაგრამ აკანკალებული ხელი ვიგრძენი,ვიცოდი ვინც იყო მაგრამ ტავი მაინც ავწიე შესამოწმებლად,ამღვრეული თვალებით ავხედე
-მე შენთან ვარ !-მითხრა მკაცრი მაგრამ სიყვაარულით სავსე ხმით.ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ თავი დავუქნიე და ცხოვრებაში პირველად ქუჩაში,მის თვალწინ ავტირდი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent