შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟად შერაცხული თავი 3


27-11-2018, 18:23
ავტორი Mari S
ნანახია 962

ჯოჯოხეთის მეორე წრეზე მიდის ეკატერინე ახლა და გული ხელით უჭირავს. ეშინია და თან როგორ?! თითქოს პირველად ტოვებდეს თავის ოთახს ფსიქიატრიულის, მაშინაც ასე ეშინოდა. რისი? სამყაროსი, ცხოვრების და ყველაზე მეტად ხალხის. ეშინოდა , რომ მათ რამეს დაუშავებდა და ეს გრძნობა უსაფუძვლო არც იყო. ბოლოს ასე ხალხში რომ გამოვიდა ორი დაშავებული მიჰყავდათ სასწრაფოთი ტრავმატოლოგიურში, ეკატერინე კი 2 წელი აღარ გამოსულა გარეთ.

მშობლებმა ყველაფერი გაუმზადეს : ცხრილიდან დაწყებული წიგნებამდე დამთავრებული.
ახლაც ის ყვავილებიანი კაბა აცვია მუხლს ჩაცდენილი და გამბედაობას იკრებს , რომ ოთახში შევიდეს. ყველა გვერდს უვლის, ზოგი ჩუმად ბუზღუნებს:,,კარებში რას ჩამდგარა? ვერ ხედავს რომ ხელს გვიშლის?" ,,ვინაა ეს სულელი, რას დამდგარა კარში"
,,გიჟია ვიღაც, რას გვიშლის ხელს"
ასეთი და კიდევ ბევრი ესმოდა ეკატერინეს და მუჭს სულ უფრო და უფრო ძლიერ კრავდა და თავს თოკავდა. ფრჩხილები ყოველთვის ძირში ჰქონდა დაჭრილი სხვისი და თავისი უსაფრთხოებისთვის და მაინც ხელის გულებიდან სისხლი წამოუვიდა, სახეზე ალი მოეკიდა, შინაგანი ხმა კი გაჰკიოდა და ყველას მოკვლას უბრძანებდა.
მთელი სხეული უთრთოდა , ნელა შემოტრიალდა და კვლავ გაქცევა გადაწყვიტა. მხარზე ვიღაც ექაჩება და ეკატერინეც არ აყოვნებს და მთელი ძალით ხელს უქნევს. თვალებდახუჭული ელოდება კივილს , მაგრამ ეს უკანასკნელი აყოვნებს. ჯერ ერთ თვალს ახელს, შემდეგ მეორეს და რას ხედავს ვიღაც გოგო ჩაკეცილია და ბუზღუნით რაღაცას ამბობს, ტანსაცმლის წმენდით წამოდგა ის გოგო
-......
ეკატერინეს სიტყვა არ ესმის, ყურში დაგუბებული აქვს, განცდები სხვაგანაა წასული, თავის მშობლებთან რომელებსაც იმედი გაუცრუა, ექიმებთან, რომლებიც შეცდნენ და გარეთ გამოუშვეს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
-ჰეი, გესმის-ის გოგო თცალების წინ ხელს უქნევს და გამოფხიზოებას ცდილობს
-აჰ, უკაცრავად, არ მინდოდა, უბრალოდ.... უბრალოდ....-სათქმელს თავს ვერ აბამს
-მე მაპატიე, შეგაშინე-ქვემოდან საწყლად ამოხედა, თავისი დიდი ყავისფერი თვალებით და უხერხულად გაიღიმა- მაპატიე რა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა , რომ ლექცია გვეწყება და შემოდი მეთქი
-აჰა, გასაგებია. ნახვამდის
-არ შემოდიხარ? ისა... მე ელენე მქვია
ცოტახანი სუფთა ჰაერი ჩაყლაპა ეკატერინემ და გამბედაობა შემდეგი ლექციისთვის მოიკრიბა, მანამდე კი დიდხნიანი შუალედი ჰქონდა. ახლა უნივერსიტეტს პატარა კაფეს ვიტრინიდან უყურებდა და ვერ ხვდებოდა ვერაფერს, არ იცოდა რატო ეშინოდა, არ იცოდა რატო გარბოდა. უბრალოდ ინსტიქტებს მიჰყვებოდა და არანაირ კითხვას სვამდა, ახლა კი... ახლა რომც მოკვდეს მაინც შევა ლექციაზე
-უკაცრავად დაკავებულია?
-ჰმ, რა?
-დაკავებულია მეთქი?
-არა
- იცი წეღან შენი სახელი არ გითქვამს
- მე შენიც არ ვიცი, ვინ ხარ?
- უკვე დაგავიწყდი? მე ვარ ლამის სახე რომ მომაცალე, აჰ , კიდევ კაი კარეტეზე დავდიოდი და კარგი რეფლექსი მაქვს
- ბოდიში, უბრალოდ შემეშინდა
- კაი გავატაროთ, ვის არ მოსვლია. მე ელენე მქვია
- ეკატერინე
- ახლა რა გაქვს ეკა?
- უცხო ენა და მე ეკატერინე ვარ და არა ეკა
- მართლა მეც , რომელ აუდიტორიაში?
- 317
- მეც, რა დამთხევაა, ერთად წავიდეთ , თუ კიდევ გაქცევას აპირებ?
- არა, ახლა შემოვდივარ
პირველად ლექციაზე და პირველად ამხელა საზოგადოებაში, ეკატერინეს განცდები საზღვრებს სცდება და კონცეტრაციის უნარი საერთოდ დაეკარგა. ოჰ როგორ უნდა თმის ყველა ღერი დაიცალოს, მაგრამ როგორღაც თავს იკავებს. ელენეს შეწუხებულ სახეს აიგნორებს და ფურცელზე უაზროდ ხატვას იწყებს.
ძლივს ეს ლექცია დამთავრდა და ეკატერინემაც შვებით ამოისუნთქა.
- ეკატერინე გინდა დღეს წვეულებაზე წავიდეთ? უნივერსიტეტი აწყობს და ..
- არა, სახლში უნდა წავიდე
ეკატერინე არც კი ამჩნევა ელენეს ნაწყენ სახეს და უკანმოუხედავად მიდის.
მისთვის წარმოუდგენელიც არის ისეთი გრძნობები როგორიც იმედგაცრუება, წყენა, სიხარული, აღტაცებაა. მართალია ეს გრძნობები ეკატერინეს გააჩნია , მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ისწავლა მათი გარჩევა, ამიტომ ფსიქოლოგთან გრძნობებზე ლაპარაკისას ყოველთვის ამბობდა:,,რაღაცას ვგრძნობ" ან ,,გრძნობები მგონი არ მაქვს". ,,მგონის" ფსიქოლოგის დაჯინებული თხოვნით ამატებდა, რადგან შეუძლებელია არაფერს გრძნობდეო, ეკატერინეც დაპროგრამებულივით იმეორებდა ამ სიტყვას.


კვლავ სახლი და კვლავ ერთი და იგივე ფიქრები, სადღაც შორს გარბის ხოლმე გონება და იტაცებს, ახლა კი მყუდროებას დედა ურღვევს კარზე კაკუნით
- შემო
- დე, როგორ მოგეწონა უნივერსიტეტი?
- ხალხმრავალია
- ხო, როგორ შეეგუე?
- ერთი გოგო გავიცანი ელენე
- მართლა დე?! ყოყაღ დე, მართალნი ყოფილან ექიმები. წინ გადადგმული ნაბიჯია
შუბლზე კოცნის, სიყვარულით აღსასვსე თვალებით შესცქერის შვილს და უსაზღვროდ ბედნიერი გადის ოთახიდან.
ჩუმად მოჩურჩულე მშობლები სამზარეულოში, როგორ აღიზიამებს ეკატარინეს , მაგრამ თავს თოკავს და ამდენი სეანსის შემდეგ ხვდება, რომ დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს და მუდამ მას არ განიხილავენ.





იმედია მოგეწონებათ ❤️❤️ ველი თქვენს შეფასებას heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent