შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და გალაკტიონი ( I საცდელი თავი)


27-11-2018, 21:27
ავტორი Mathew
ნანახია 2 340

მარტო იჯდა,კუთხეში,ყველასგან შორს და უსმენდა ბოხი ბარიტონის მიერ წაკითხულ გალაკტიონის ლექსს.
მისი სხეულის თითოეულ წერტილს ედებოდა ბიჭის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა და,თითქოს ახალ სიცოცხლეს სძენდა.
რაღაც უჩვეულოთი იყო უცხოს მიერ წარმოთქმული ბგერები გაჟღენთილი,რომელიც ასევე უცნობი ძალით დაპატრონებოდა გოგონას სხეულს.
უბრალოდ უსმენდა,გონება დაბინდული და ირგვლივ სხვა ვერაფერს იაზრებდა.
ყველა მომდევნო ბგერა წინაზე უფრო მეტად მუხტავდა.
მხოლოდ ლექსის დასრულების შემდეგ მოვიდა აზრზე და თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა. “ვინ არის?“
უკვე მესამე თვე დაიწყო,რაც ამ კაფეში თითქმის ყოველ დღე დადის,ეს ბიჭი კი დღეს პირველად ნახა და თან როგორ მონუსხა.
უფრო დიდი გაკვირვება იმან გამოიწვია,რომ ხალხი მას სითბოთი შეეგება,უღიმოდნენ,ეალერსებოდნენ,რამდენიმემ ფოტოც კი გადაიღო,ის კი ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა შორიდან.
ვერც მისვლა გაბედა.
ან რა უნდა ეთქვა?
მთელი საათი უსმენდა ბიჭის ბოხ და ხრიწიან ბარიტონს,თან გონება ცდილობდა იმის გახსენებას,თუ საიდან ეცნობოდა ის ასე ძალიან. „მაინც და მაინც დღეს დავტოვე ფოტოაპარატი სახლში“ თავის თავზე გაბრაზებულმა გაიფიქრა და გასასვლელისკენ დაიძრა.
კარები გააღო და საბოლოოდ წამით გააპარა თვალები სცედაზე მჯდომი ახალგაზრდა ბიჭისკენ.
უყურებდა.
წამით შეეჩეხა მათი მზერები ერთმანეთს,მაგრამ,აზპარეზი გოგონას ცისფერმა სფეროებმა წააგო.
მდუმარემ და აწითლებულმა დატოვა კაფე.
სახლში მისული ვარსკვლავის ფორმაში დაემხო საწოლზე,შემდეგ კი ტუმბოძე დადებულ წიგნს დაავლო ხელი.
გვერდებს ჩქარა ფურცლავდა,ბოლოს კი ნაზი ხმით დაიწყი იმ ლექსის კითხვა,რომელსახ კაფეში უცნობი კითხულობდა.

„ეხლა,როცა ამ სტრიქონს ვწერ,შუაღამე იწვის,დნება,სიო სარკმლით მონაქროლი,
ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ,ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,ისე არის სავსე გრძნობით,ვით რითმებით ეს წერილი“…

კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა კითხვა.სირბილით მიუახლოვდა შემოსასვლელს და ღიმილით შეეგება მეგობარს,რომელიც ეშმაკური ღიმილით რაღაც ახალ და გასაგიჟებელ იდეას შეატყობინებდა დაქალს.
-რა სახით მიყურებ მანონი?მოდი,შემოდი.
-მოკლედ,უკვე ივლისის შუა რიცხვებია,ჩვენც სწავლა დამთავრებული გვაქვს,არც ვმუშაობთ,ამ ქალაქში სიცხისგან გაიგუდება ადამიანი,ამიტომ,მე და ჩემმა ბიძაშვილმა გადავწყვიტეთ ყაზბეგში დასვენება და შენ გპატიჟებ.-ლაპარაკობდა და ხელების ქნევით მიიწევდა მისაღებისკენ.
-აუ მანონი,ხომ იცი არა,არ ვიცნობ მე შენ ბიძაშვილს და მერიდება საშინლად.
-კარგი რა,გაგაცნობ და დამეგობრდებით,თან ფოტოაპარატი წამოიღე და წარმოიდგინე,რა შესანიშნავ ფოტოებს გადაიღებ.
-ბიძაშვილი ბიჭია თუ გოგო?-წარბაწეულმა ჰკითხა
-ბიჭია,მაგრამ…
-მანონი,მორჩა,არ მოვდივარ.უცხოები და თან ბიჭები,კარგი რა.
-ჩემი ხათრით რა,გთხოვ,ჩემი ხათრით ანანია.
-იცოდე,არაფერი ზედმეტი.თუ არ მომეწონება ისევ ქალაქში დავბრუნდები.
-გპირდები მოგეწონება.უჰ,მადლობა.წამოდი ბარგი ჩავალაგოთ,ჩქარა.
-კი მაგრამ,როდის მივდივართ?-სირბილით გაყვა უკან დაქალს,რომელიც მის ოთახში იყო უკვე და კარადის კარებები გაეღო.
-რა ვიცი,რადგან შენი დაყოლიება გამიადვილდა და თან საქმე არცერთს არაფერი გვაქვს,ხვალ დილით წავალთ.
-კარგი,იყოს მასე.გაანებე გოგო ამას თავი,ჩავალაგებ მე-კაბა წაართვა და ახლა უკვე თვითონ დაიწყო ბარგის ჩალაგება.
მანონი დიდი ხანი არ გაჩერებულა,რაღაცები დაგეგმეს შემდეგ კი სწრაფად დაღამების სურვილით შებყრობილი ანანია ყველანაირად ცდილობდა დროის გაყვანა.

მეორე დილით იმაზე უფრო აფრე ადგა ვიდრე საჭირო იყო და თავის მოწესრიგება დაიწყო.
საშინლად უნდოდა წასვლა,მაგრამ რაღაც აკავებდა.
თითქოს ვიღაც ძალიან ძვირფასს ტოვებდა.
წამით უარის თქმაზეც დაფიქრდა,თუმცა შემდეგ ფიქრები თავიდან ამოიგდო და ისევ მზადება გააგრძელა.
მალე გაისმა მის ტელეფონზე ზარის ხმა და მანაც სწრაფად დატოვა სახლი.

-ანანია,აქ ვართ მოდი._ოდნავ მოშორებით მდგარმა მეგობარმა ხელი დაუქნია და მათკენ იხმო.ისიც სწრაფი ნაბიჯებით და ბარგით დატვირთული მიუახლოვდა მათ.
-გამარჯობა.-ნაზი ხმით დაიჩურჩულა და სულ ოდნავ გაიღიმა.
-ახლავე გაგაცნობ ყველას.ეს ჩემი ბიძაშვილია,მიშო -მის გვერდით მდგარ ბიჭიზე მიანიშნა მანონიმ. -მიშოს გვერდით თომაა და ეს მისი ცოლი თეკლეა,მათ გვერდით კი დათაა._
ერთმანეთის გაცნობას როცა მორჩნენ,მანქანაში მოკალთდნენ.
ადვილად შეეწყო ანანია ახალ გაცნობილ ახალგაზრდებს და მიხვდა,რომ გუშინ სულ ტყუილად წაუყენა მანონის პირობა უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ყაზბეგამდე გზა სიცილში გალიეს,დაღლილობა კი მხოლოდ ადგილზე მისულებმა იგრძენეს,მაგრამ ხასიათი მაინც არ შესცვლიათ.
მეორე დღის გეგმა შეადგინეს და გადანაწილებულები გაეშურნენ თავიანთი ოთახებისკენ.

მეორე დღით ანანიას მართლაც,ძალიან კარგი შანსი გამოუჩნდა ფოტოების გადასაღებად.
მთელი დღე კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატით დააბიჯებდა და მის ჩხაკუნში გაყავდა დღე.
ყველას და ყველაფერს უღებდა რაც კი მოეწონებოდა.
სახლში მისული გახარებული ათვალიერენდა ობიექტივით დაფიქსირებულ სილამაზეს.

შემდეგ მეგობრებს გაყვა სასეირნოდ და ამჯერად ობიეკდივი მათ მომღიმარ სახეებს აფიქსირებდა.
სახლში მისულები,გვიანობამდე თამაშობდნენ და იცინოდნენ.
ერთ დღესაც დილით ახალგაღვიძებულებს მიშო ახალ ამბავს აუწყებს.
-ხალხო,თქვენ იცით ჩვენს გვერდით კოტეჯში ვინ ცხოვრობს?
-ვინმე მაგარი გოგო იქნება ახლა შენი ამბავი რომ ვიცი.-მანონიმ თვალები აატრიალა და ტელევიზორის პულტს დაავლო ხელი.
-მაგარი არის,თან ძალიან,მაგრამ გოგო არაა.
-ბიჭი,ძალიან მაგარი…მიშო,შენს ორიენტაციაში შევიტანო ეჭვი?_ თეკლემ სრული სერიოზულობით იკითხა,თითქოს ისეთ არაფერს ამბობდა.
დანარჩენებს კი ფხუკუნი აუტყდათ.
-კარგით რა ხალხო,მართლა გეუბნებით.
თქვენ კიდევ ხუმრობთ.არ გეტყვით და რომ ნახავთ მერე პირდაღებულები არ დაგინახოთ!
-კარგი ხო,თქვი ვინაა ასეთი.
-ერეკლე ქანქავა.
-ვინაა ერეკლე?_ანანიამ მოავლო მათ მზერა,მაგრამ პასუხი მაინც არ იყო.
-ერეკლე საქართველოს რაგბის ნაკრებში თამაშობს._უცებ აუხსნა დათამ.
-დარწმუნებული ხარ რომ ის არის?_თომა მიუბრუნდა მეგობარს.
-კი თომა დარწმუნებული ვარ.თან მარტო კი არ არის,ბიჭებიც თან ახლავს.
-არა მგონია ყველა აქ იყოს.
-არა,ხუთნი არიან თუ არ ვცდები.
-ეგ საიდან გაიგე?
-დავინახე.კაი,გვეყოფა ახლა ეგ,ამ წვიმის გამო დღევანდელი გეგმები ჩაგვეშალა,ამიტომ,ხვალისთვის გადავდოთ ხო?
_ხო,ასე აჯობებს.
_წავალ,საუზმეს მოვამაზადებ.-ფეხზე წამოდგა ანანია და გოგონებიც მას გაყვნენ.

მეორე დილით,მართლაც მზე თამაშობდა ცისფრად მოელვარე ცის კამარაზე და მისი სხივებით ათბობდა სამყაროს.
თითქოს,თითოეულ წვრილმანს ეფერებაო საშინლად სასიამოვნო სანახავი იყო მზის ქვეშ განაბული მცენარეები და ჩიტების ჭიკჭიკით ავსებული ბუნება.
-თომა,ბურთი ხო წამოიღე?-უცებ წამოხტა თეკლე ფეხზე და ქმარს თვალების ჟუჟუნი დაუწყო.
-მე რომ არ ჩამედო შენ ჩადებდი.კი,წამოვიღე.-გაუცინა და ცხვირზე აკოცა მოწყვეტით.
-ბავშვებო,-ახლა მეგობრებს გახედა ეშმაკურად მომღიმარმა.ისინი კი,თითქოს რაღაცას მიუხვდნენ თვალებდაწვრილებულები გასცქეროდნენ.-წრეშიბურთი ვითამაშოთ რა წასვლამდე.
-წრეშიბურთი არა,ხელბურთი ვითამაშოთ რა. -ახლა მანონი აუყვა დაქალს. -ნაკლებად დამღლელია. -მაშინვე გასცა მეგობრების გაოგნებულ და კითხვებით სავსე მზერას პასუხი.
-მოკლედ,მე და მანონი ვთამაშობთ და შემოგვიერთდით რა.
-მეც მინდა,ხელბურთი ოღონდ.-ახლა მიშო წამოხტა ფეხზე.ერთი შეხედვით „სერიოზული“ ბიჭი.
ბოლოს,მოახერხეს და ყველა აიყოლიეს.
გუნდებად გადანაწილდნენ და თამაში დაიწყეს.

-არ იყო ეს ჩემი ბრალი თეკლე,მიდი და მოიტანე ახლა ბურთი.
-შენი ბრალი იყო მანონი,მე არ მოვიტან.
-არ იყო-მეთქი,არა!
-აი,მიშო ხომ იყო?ხომ უყურებდი?
-გეყოფათ,მე მოვიტან ბურთს,არ იჩხუბოთ თქვენ.-ანანიამ გააჩუმა “მოჩხუბრები” და ეზოს გასასვლელისკენ დაიძარა,რათა მეზობლებიის ეზოდან ბურთი ისევ უკან დაებრუნებინა.

-კარგი ანანია,რისი გრცხვენია ბურთს დაიბრუნებ და წამოხვალ.მიდი ახლა,დააკაკუნე.-თავისი თავი გაამხნევა და მსუბუქად დააკაკუნა პატარა ჭიშკარზე.
მალე გაიღო კარები.
-გამარჯობა,-დაბალი ხმით დაიჩურჩულა.-მე თქვენს გვერდით კოტეჯში ვცხოვრობ.
-აა…და?
-ხელბურთს ვთამაშობდით და ბურთი თქვენს ეზოში გადმოგვივარდა,წასაღებად მოვედი.
-გასაგებია,კარგი შემოდი და მითხარი სადაა.
-სახლის უკან უნდა იყოს.
-კარგი,გამომყევი.-“ანანია,შენ ახლა საქართველოს რაგბის ნაკრების წევრთან ერთად ასე ახლოს ხარ და ასე ჩვეულებრივად რეაგირებ,არ ხარ ნორმალური,არა!“
“კი მაგრამ რა უნდა გააკეთო.მიხვალ და ეტყვი-იცით,მე თქვენ არ გიცნობთ,მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ რაგბისტი ხართ და თქვენი ავტოგრაფი მინდა-მეთქი?არა,მართლა არ ხარ ნორმალური!“ უცებ გაკაპასდა მეორე მე,ამ ფიქრებში კი უკანა ეზოშიც გავიდნენ და ზუსტად იმ წუთს გაიღო სახლის კარები,იქედან კი მიყოლებით გამოვიდა რამდენიმე მაღალი და დაკუნთული მამაკაცი.
“ჯანდაბა,სხვა დროს გამოსულიყავით.ბედი არ მაქვს,არა.ახლა რაღაც საშინელება მოხდება და შევრცხვები.“ ისევ აწუწუნდა.
-ეკე,რა ხდება?-ერთ_ერთი გამოეყო მათ რიგს.
-არაფერი,ჩვენს გვერდით ცხოვრობს და ბურთი გადმოუვარდათ.-ბიჭს გახედა და მორცხვად გაუღიმა,შემდეგ იქვე დაგდებული ბურთისკენ წავიდა და თითები მაგრად მოუჭირა.
-ბოდიში შეწუხებისთვის.-ჭიშკართან მისულმა დაიჩურჩულა და გარეთ გავიდა.
-არაფერია.-უკან დაეწია ერეკლეს ხმა.
სირბილით შევიდა ეზოში და ბურთი მეგობრებს მიაჩეჩა.
_რაო რა გითხრეს?იცანი რომელიმე?მითხარი ჩქარა.-მანონი მიუახლივდა.
-ვაიმე,ასე ძალიან თუ გინდოდა წასულიყავი.რა უნდა ეთქვათ მანონი,გამაგიჟებ შენ მე.
-ოოო,მე რა ვიცი აბა.
-აღარ თამაშობთ თქვენ?
-რა ვიცი აბა,დათამ აღარ მინდა მე წავალ შევჭამო და ხუთი ვერ ვიყოფით.
-არც მე მინდა,ფოტოებს დავამუშავებ.-უცებ გაიქცა სახლისკენ,რომ მეგობრის წუწუნი აერიდებინა თავიდან,მაგრამ გზაში მაინც დაეწია მისი ჭყიპინა ხმა.
ოთახში აირბინა და ფოტოაპარატის ჩანთა გახსნა.
ფრთხილად გამოაცალა კამერას ჩიპი და ლეპტოპზე შეაერთა.
შემდეგ,ტელეფონს გადასწვდა და სიმღერები ჩართო.

წყნარ მელოდიას ნელა და ნაზად აყოლებდა ტანს.
ფანჯრიდან ოთახში მოთამაშე მზის სხივები თითქმის ყველაფრის ზედაპირზე გაივლიდა სირბილით,წვერებზეაწეული.
ჰაერში მოთამაშე მტვერის მოლეკულები ხან უახლოვდებოდნენ,ხან კი შორდებოდნენ ერთმანეთს.
ზოგი ქრებოდა,ზოგიც კი ერთმანეთთან მიახლოების შემდეგ უკან აღარ იხევდნენ.
გეგონებოდა წყნარ და ჰარმონიულ მელოდიაზე თვითონაც,ანანიასთან ერთად აყოლებენ ტანსო.

-ანანიი,-ოთახში როგორც ყოველთვის ენერგიული მანონი შემოხტა და თან დათა მოჰყავდა.
-მივდივართ და არ წამოხვალ შენ?
-არა,რამდენიმე ფოტო დამრჩა,ამათაც დავასრულებ და მოგაგნებთ.
-კარგი გენაცვალე,როგორც გინდა.
-მომწერეთ სად იქნებით.
-აუცილებლად.-სირბილით მიუახლოვდა მეგობარს,ლოყაზე მოწყევით აკოცა და ისე გაქრა ოთახიდან როგორც გამოჩნდა.
დათამ მხრები აიჩეჩა და დაიჩურჩულა.
-მაგრად აფრენს ეს,გეფიცები.-გაიცინა და თვითონაც უკან გაყვა მუდამ ბედნიერ მანონის.

მართლაც,როცა ფოტოების დამუშავება დაასრულა ახალი მეხსიერების ბარათი ჩადო კამერაში,მოწესრიგდა და მეგობრის მიერ მოწერილი ადგილისკენ გაეშურა.
მაინც,სულს სხვაა ყაზბეგის სილამაზით დატკბობა მაშინ,როცა მარტო ხარ.
როცა არ გესმის საყვარელი ადამიანების სიცილი და შეგიძლია ყველა ფოთლის გარხევა გაიგო.
ყურს მოეალრსოს ბუნების სიმღერა და მასზე დამოკიდებული გაგხადოს.
ფოტოაპარატს მოკიდა ხელი,სახესთან ახლოს მიიტანა და ობიექტივში მთების დაფიქსირება განიზრახა,მხოლოდ შემდეგ,გადაღებულ ფოტიში შენიშნა კადრში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭი.
ეცნობოდა,მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან.
წასვლას აპურებდა,როცა ადგილზე გაყინა ბოხმა და ცივმა ბარიტონმა,რომელსაც სულ ოდნავ შეჰპარვოდა ხრიწიანობა.
_ახლავე წაშალე ფოტო.-ფრთხილად მიბრუნდა შეშინებული.
მუცელში მოუჭირა რაღაცამ.
და გაახსენდა
„ეხლა,როცა ამ სტრიქონს ვწერ,შუაღამე იწვის,დნება,სიო სარკმლით მონაქროლი,
ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ,ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,ისე არის სავსე გრძნობით,ვით რითმებით ეს წერილი“…
უცნობი და გალაკტიონი.


მოკლედ,ძალიან გთხოვთ მითხარით,ღირს თუ არა გაგრძელება.
დიდი ხანია ისტორია თავებად აღარ ამიტვირთავს და თან არც ასეთ სტილში.
იმედია,არაფერია ზედმეტი.
საცდელი თავია და იქნება თუ არა შემდეგი თქვენზეა დამოკიდებული.
მიყვარხართ.

პ.ს. ვიცი პატარა რომაა,შემდეგში შევეცდები მოცულობა გავზარდო.



№1  offline წევრი დარინა

უკვე მომწონს და ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline მოდერი Mathew

დარინა
უკვე მომწონს და ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა იმედია მომეცემა გაგრძელების საშუალება და თუ ასე იქნება ვიმედოვნებ,რომ მოგეწონება ))

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ნამდვილად უნდა გააგრძელო.
ძალიან კარგი იყო არც კი ვიცი რა უნდა გითხრა უბრალოდ ახალი თავი მინდა და ვთვლი, რომ იმსახურებს ეს ისტორია გაგრძელებას...
წარმატებები ჩემო საყვარელო.

 


№4  offline წევრი goddess

გააგრძელე აუცილებლად მომწონს და ველი ახალ თავს laughing

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

მიყვარს რაგბი და აი აქაც გამოჩნდა მომეწონა ისტორია ძალიან და აახალ ტავს ველი

 


№6  offline წევრი fluctus Oceani

Mathew
Crazy dreamer
ნამდვილად უნდა გააგრძელო.
ძალიან კარგი იყო არც კი ვიცი რა უნდა გითხრა უბრალოდ ახალი თავი მინდა და ვთვლი, რომ იმსახურებს ეს ისტორია გაგრძელებას...
წარმატებები ჩემო საყვარელო.

უჰ,როგორ მიხარია შენი კომენტარის წაკითხვა ტკბილო.
ძალიან დიდი მადლობა.
უკვე ვიცი,რომ შემდეგ თავს აუცილებლად ავტვირთავ და იმედია ისიამოვნებ(თ) :)))

goddess
გააგრძელე აუცილებლად მომწონს და ველი ახალ თავს laughing

პირველად გამოჩნდი მგონი ჩემთან ))
მადლობა,აუცილებლად გავაგრძელებ ^^

I love you baby
მიყვარს რაგბი და აი აქაც გამოჩნდა მომეწონა ისტორია ძალიან და აახალ ტავს ველი

მეც მიყვარს რაგბი :დდდ
ვიმედოვნებ ისტორია მოგეწონება.
უი ხო,შენც პირველად გამოჩნდი ჩემთან.
ძალიან დიდი მადლობა )))

meocnebe avadmyopi
ხო კიდევ კარგი შემოვედი და ვნახე
ხო დასასრული არ ვიცოდი
ღმერთო ნეტა რატო ასე უხეშად
რა ამის ბრალია კადრში თუ მოხვდა
საინტერესოა მართლა მითუმეტეს როცა ბევრი არაფერი მოგიყოლია
აი მიშოს ორიენტაციაზე იმდენი ვიცინე დღევანდელი მიმიქარავს
პატარა კითხვები მაქვს გეტყვი....მერე
კიდევ გავიმეორებ რომ ძალიან ძალიან ძალიან კარგი/მაგარი იყო

ოჰ,ჩემი გადარეულო...
კითხვებზე აუცილებლად გიპასუხებ,შემდეგ თავშიც გაიგებ რაღაც-რაღაცებს და იმედია ისიც მოგეწონება.
ისე,გელოდი,ხოდა დილა შენი კომენტარის კითხვით კარგად დაიწყო :დდ ))


კი პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და აუცილებლად წავიკითხავ სხვებსაც ერთგული მკიტხველი ვარ და შენთანაც ასე ვიქნებიიი kissing_heart kissing_heart

 


№7  offline წევრი Liziko27

:* საინტერესო ისტორა იქნება... გაგრძელებას ველი ????????

 


№8  offline მოდერი Mathew

Liziko27
:* საინტერესო ისტორა იქნება... გაგრძელებას ველი ????????

მადლობა,აუცილებლად იქნება გაგრძელება )))

 


№9  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგიაა

 


№10  offline მოდერი Mathew

nina kupradze
ძალიან კარგიაა

მადლობა ))

 


პირველად გკითხულობ და ძალიან მომწონს ❤ აუცილებლად გააგრძელე ❤

 


№12  offline წევრი მინდა ვწერო

ახლა გიპოვე და უკვე გყვარობ.არ დააგვიანოოო,გააგრძელე საუკეთესოააა.

 


№13  offline მოდერი Mathew

მინდა ვწერო
ახლა გიპოვე და უკვე გყვარობ.არ დააგვიანოოო,გააგრძელე საუკეთესოააა.

მეც გყვარობ ))) არ დავაგვიანებ, გაგრძელება აუცილებლად იქნება)))

ელენე ქობელაშვილი
პირველად გკითხულობ და ძალიან მომწონს ❤ აუცილებლად გააგრძელე ❤

მიხარია რომ მიპოვე,გავაგრძელებ აუცილებლად ))

 


№14  offline წევრი Maryam_

ეიო ძალიან მომეწონა^^
საინტერესოდ დაიწყო..
აუცილებლად გააგრძელე:3
პირველად ვკითხულობ შენს ისტორიასს
და მომეწონა მაგრად <3
წარმატებები *-*

 


№15  offline მოდერი Mathew

Maryam_
ეიო ძალიან მომეწონა^^
საინტერესოდ დაიწყო..
აუცილებლად გააგრძელე:3
პირველად ვკითხულობ შენს ისტორიასს
და მომეწონა მაგრად <3
წარმატებები *-*

მადლობა საყვარელო.
ახალი თავი ძალიან მალე იქნება,უკვებნახევარი დაწერილი მაქვს.
იმედია შემდეგ თავშიც ისიამოვნებთ ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent