შერჩევა #2
დერეფანში მიაბიჯებდა და თან თითქოს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს. გრძელი აბრეშუმის კაბა სასიამუვნოდ ედებოდა ფეხებზე, მაგრამ ქუსლიანები სასტიკად უჭერდა. ჩაბნელებულ ოთახებს შორის მხოლოდ ერთი, ოთახიდან გამოკრთოდა შუქი და გასვიანიც მიხვდა სად უნდა შესულიყო. როცა დანიშნულების ადგილზე მივიდა ვერ მიხვდა რატომ მაგრამ ფეხები აუკანკალდა და წამით შეყოვნდა, მაგრამ როგორც კი ავალიანის სახე გაახსენდა ძალა მოიკრიბა და ზღურბლს გადააბიჯა. უცნაურად მოეჩვენა ისეთი ბიზნესმენის აქ ყოფნა როგორიც დამიანე გამყრელიძე იყო, მაგრამ ზუსტად ახსოვდა ეს მისამართი, რომ მისწერა მეილზე. თვალებს აცეცებდა თუმცა ვერავინ ნახა ისეთი ვისაც უბრალოდ მიამსგავსებდა გამყრელიძეს. ბარმენის მაგიდასთან მივიდა და იქიდან უფრო კარგად მოათვალიერა არემარე, თვალი მოჰკრა ექვსკაცზე გაშლილ მაგიდას და რატომღაც აფორიაქდა. -ვინმეს ეძებთ ქალბატონო? კაცის ხმამ გამოაფხიზლა და ელვის სისწრაფით შეტრიალდა ბარმენისკენ -კი, იცით დამიანე გამყრელიძე... სიტყვა ვერ დაასრულა ხელზე შემოხვეული თითების გამო. -გამარჯობა დარო! ჯანდაბა საშინელებას განიცდიდა ახლა გასვიანი, ვერ ბედავდა თავი აეწია და პირადად შეეხედა იმ კაცისთვის თვალებში ვისი „ცოლიც“ უნდა გამხდარიყო. სხეულში ყველაფერი უთრთოდა და გაქვავებული, ერთ ადგილზე მიყინული იდგა. -დარო! ოჰ, ეს კაცი უკვე მეორედ ეძახდა საოცარი ტონით და ქალბატონი გასვიანი თავსაც კი არ სწევდა. -კარგად ხარ? ორი თითი ნიკაპ ქვეშ ამოსდო და საკუთარი ძალისხმევით ამოაწევინა სახე. „მწვანე თვალები“ ეს იყო ის, რაც პირველად შეამჩნია მამაკაცში და მალევე ჩაიკარგა ამ თვალებში. ეს არ იყო ავალიანის მსგავსი მწვანე, ეს იყო ნამდვილი მწვანე, ჭაობი რომელიც შეხედვისთანავე ჩაგითრევდათ და ჩაგძირავდათ მასში. მალევე გაამახვილა ყურადღება მის ტანსაცმელზე, აქაც შეცდა დარო ეს არ იყო კლასიკური ტანისამოსი, პირიქით ზედმეტად თანამედროვედ ეცვა გამყრელიძეს. -კარგად ხარ ხომ? კითხვა გაუმეორა ქალს და ხელი უშვა. -კი, მე უბრალოდ... ისევ დაება ენა და სიტუაცის განსამუხტად წყალი მოსვა. -წამოდი დავსხდეთ, ალბათ უკვე გველოდებიან. „გველოდებიან“ ამ სიტყვის გაგებისთანავე განგაში ჩაერთო დაროს და ნელი ნაბიჯით გაჰყვა დამიანეს. უნდოდა ეკითხა „ვინ ელოდებოდნენ, ან რატომ?“ მაგრამ ვერ ბედავდა რადგან წინასწარ ყავდათ გაფრთხილებული მისი ფიცხი ხასიათის შესახებ და ზუსტად ამიტომ იყო, რომ წინასწარვე ძალიან ეშინოდა ამ კაცის, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არ იყო ისეთი როგორიც კატერინამ აუღწერა. დიდხანს არ უვლიათ მალევე იგრძნო წელზე დამიანეს ხელი და მიხვდა, რომ აქ დამთავრდა მისი სიცოცხლე. -მოგესალმებით! უხეშმა ბგერებმა მის ყურთან გაირბინეს და ჰაერში გაიფანტნენ, უამრავი ადამიანის მზერა იგრძნო და მთელი ძალით ჩაებღაუჭა მამაკაცის ქურთუკს. -დამიანე შვილო! სასწრაფოდ წამოდგა ქალი და კაცს მოეხვია, წამიერი ალერსის შემდეგ კი მისი გვერდზე მდგომი შეათვალიერა. -ეს ვინაა შვილო? გულმა ვეღარ მოუთმინა ხნიერ ქალბატონს. სულ წამიერად გადააწყდნენ დაროს და გამყრელიძეს თვალები ერთმანეთს მერე კი მოხდა ის რაზეც ასე ნერვიულობდა, მაგრამ თან რარაცნაირად სურდა. -ჩემი საცოლეა დედა! ყველას მწველი მზერა ახლა გაორმაგებულად იგრძნო და სხეული დაეჭიმა. -რა სამბობ? ნაცნობმა ხმამ ყველაფერი აურია და ოდნავ შეტორტმანდა, მის წინ ალექსანდრე ავალიანი იდგა და შეშლილი სახით იყურებოდა. -ხო რა იყო სანდრო? ასე რატომ განიცდი? ირონიულად აათვალიერა კაცი და დაროსკენ გამოაპარა თვალი. -ხო მართლა გაიცანით,ყველამ ეს ქალბატონი ჩემი საცოლე და მომავალი გამყრელიძეების რძალი დარო გასვიანია. ოფიციალურად წარუდგინა ყველას და კუთვნილი ადგილი დაიკავა. და რა იყო ამ დროს დაროსთვის ყველაზე რთული? ის, რომ სანდრო იყო დამიანეს სიძე თუ ახლა პირდაპირ, რომ ხედავდა როგორ იჯდა ის მისი ცოლის გვერდით. ეს ის მომენტი იყო რასაც ადრე არ აღიარებდა, ეგონა არც მის გვერდით წვებოდა და არც მის გვერდით ჯდებოდა მაგრამ ჯერ ბავშვი და ახლა ეს მომენტი ყველაფერს ამტკიცებდა. თვალი ჰქონდა წყვილზე გაშტერებული და ყველაზე მეტად ამ მომენტში შეძულდა ეს კაცი. კაცი, რომელმაც ყველაფერი დააუნგრია, ოცნებები წაართვა და ახლა უდარდელი სახით იჯდა მეუღლის გვერდით. გულის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო და სახე დამანჭა. ჰაერის უკმარისობამ თვალები დაუბინდა და რეაგირებაც ვერ მოასწრო ისე დაკარგა გონება. ***** -დამიანე რას აკეთებ ხვდები? უბრალო ქალი, ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებელი მოგყავს შვილო -ეკა რამდენჯერ უნდა გითხრათ ჩემს საქმეში არ ჩაერიოთ მეთქი? ჩემი გადასაწყვეტია ვის მოვიყვან ცოლად. -ბატონო დამიანე ქალბატონი დარო გონზე მოვიდა. -ახლავე მოვდივარ. ცოტახანს ალექსანდრეს მზერას გადააწყდა და მალევე აირბინა კიბეები. ყველაზე მეტად არ უნდოდა ახლა კარის შეღება მაგრამ მაინც შეაღო. დარო ფანჯარასთან იჯდა და აბრეშუმის კაბა მუხლსზემოთ ჰქონდა აკეცილი. უემოციოდ აათალიერა გამყრელიძემ და მის წინ დაჯდა -შეგვაშინე! მზრუნველი ხმა ჰქონდა -მართლა? არცკი ვიცი რატომ დამემართა ასე. თავი მოიკატუნა გასვიანმა და თვალი ისევ ხედს გაუსწორა. -არაუშავს. ლამაზია არაა? ხედზე ანიშნა დაროს და თვითონაც თვალი გაუსწორა უკიდეგანო სივრცეს -ლამაზი,თანაც რაღაცნაირია. ალბათ თქვენნაირი, უკიდეგანო რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩასწვდება ბოლომდე. ისეთი ხართ, ფსკერში რომ ითრევს ადამიანებს და ბოლომდე ცლით ჟანგბადით მერე კი უყურებთ როგორ კვდებიან, ნელა უმტკივნეულოდ და ამასთანავე ტანჯვით. ოთახიც შესაფერისია თქვენს შინაგან სამყაროსთან, ძალიან ძალიან ბნელი ხართ ბატონო დამიანე. სიმართლე გითხრათ, რომ მცოდნოდა მე ამირჩევდით არც ვიმონაწილევებდი მაგრამ არაუშავს. ცხოვრებაში პირველად მაქვს შანსი რაღაც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში. -და მაინც რა? ასე რას გაურბიხარ? მწვანე თვალები დაროს თაფლისფერებს გაუსწორა. პასუხებს ეძებდა კითხვებზე მაგრამ ვერაფერს ხედავდა ქალის თვალებში. -ჩემს წარსულს გავურბივარ, რომელიც მოსვენებას არც ახლა მაძლევს და კიდევ ერთხელ მიწევს ვუყურო იმას, რასაც აქამდე ჩემი გონება ერთი წამითაც არ უშვებდა, ზუსტად ესაა ბატონო დამიანე საშინელება, როცა შენს წარმოსახვაში ცხოვრობ და რეალობას გაურბიხარ. ქალის პირისპირ იჯდა გამყრელიძე და ყველაზე მეტად ამ სიტყვების გაგონებამ ააფორიაქა. დაროს წარსული ხომ ძალიან კარგად იცოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ეს ქალი ასეთი გულახდილი მასთან. მის სუსტ სახეს უყურებდა და რაღაც უცნაური ისადგურებდა მასში, უბრალოდ ცდილობდა აბსოლიტურად შეუმჩნეველი დარჩენოდა დაროს ეს ყველაფერი რადგან იცოდა ისეთი ქალი, როგორიც გასვიანი იყო აუცილებლად მიხვდებოდა ამ ყველაფერს და რატომღაც ეგონა თავის სასიკეთოდაც გამოიყენებდა. -მე გავალ, შენ კი დაიძინე! მზრუნველი ხმით მიმართა დაროს და მისი თანხმობისთანავე დატოვა ოთახი, რომელშიც სული ეხუთებოდა. უამრავი კითხვა ტრიალებდა მის თავში თუმცა პასუხები არსად ჩანდა. მოჰყავდა ქალი, რომლის გამოც მისი ბიძაშვილი ყოველ ღამე ტიროდა და ქმრის მოლოდინში ფანჯრის რაფაზეც ეძინებოდა. ზუსტადეს ქალი იყო ყველა უბედურების მიზეზი მაგრამ ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. მას ხომ ძალიან მოსწონდა ცეცხლთან თამასი, ხოდა ზუსტად ის ქალი იყო დარო ცეცხლს, რომ ძალიან ჰგავდა და მასთან თამაშიც ძალიან უნდოდა გამყრელიძეს. გარეთ წვიმდა. საშინლად წვიმდა. **** გასვიანს ტკბილად ეძინა ოთახში საშინელმა ხმაურმა, რომ გამოაღვიძა და თვალები მაშინვე გაახილა. სიბნელემ თვალი მოსჭრა და ჩმრთველს დასწვდა, რომელიც მაშინვე აინთო და კართან ავალიანი დალანდა. -გადი ახლავე ოთახიდან გაიგეე? -მომენატრე დარო, ძალიან მომენატრე. ქალის სხეულს ხელი მოხვია და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა -გამიშვი გესმის? დროზე გადი ჩემი ოთახიდან, ან საერთოდ როგორ ბედავ ჩემთან შემოსვლას და შეხებას? -დარო ნუ მაგიჟებ ნუუ! როგორ მიყვები ამ კაცს ცოლად როგორ? იცი რას გიზამს როცა გაიგებს ვინ ხარ ჩემთვის? -დაძაბული ხართ ბატონო სანდრო? არა შენ იმის კი არ გეშინია მე რა მომივა, პირიქით სულ ფეხებზე ჩემი თავი შენ შენზე ნერვიულობ, რადგან უკეთ იცი მისი ხასიათი. ხო მე არ ვიცი არა ბატონო ალექსანდრე მისი ხასიათი ხოდა იცოდე ჯერჯერობით არ გავიგო თორემ საშინელება არ აგცდება. -დარო -გადი ჩემი ოთახიდან თორემ ვიკივლებ. ხელი უბიძგა მამაკაცს და ხალათი მჭიდროდ შემოიხვია. -ამას ინანებ დამიჯერე ინანებ! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალს და ოთხი დატოვა. ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა იმ ადგილს სადაც წამის წინ ავალიანი იდგა და სურვილი ჰკლავდა გაკიდებოდა და ეთქვა თუ როგორ უყვარს მაგრამ ამასთანავე ეზიზღება ეს კაცი, რომელიც მისთვის არარაობაა. ვერ დაიძინა. მუდმივად იმაზე ფიქრობდა როგორი იყო გამყრელიძე? მისი არ ეშინოდა, ალბათ იმიტომ რომ ჯერ მისი გაბრაზება არ ენახა. ნეტავ რა იქნებოდა როცა ცოლად გაჰყვებოდა? შეეხებოდა? მოსთხოვდა იმას რასაც ქმრები სთხოვენ ცოლებს? კითხვები გროვდებოდა გასვიანის ფიქრებში მაგრამ პასუხებს ვერ პოულობდა რადგან დამიანეს საერთოდ არ იცნობდა. გარეთ წვიმდა... ძალიან ძალიან წვიმდა... **** არ ვიცი მაგრამ მეორე თავებზე დაწყევლილი ვარ ვერ ვწერ, ან ვწერ და საკმაოდ არეულს მაგრამ რავი იქნებ მოგეწონოთ. მიყვარხართ და შემიფასეთ რაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.