სუროგატი (თავი 5, თავი 6)
თავი 5 ძალიან მომწონდა ჩემი სამუშაო, უფროსიც მაქებდა და მიხსნიდა, რა როგორ უნდა მეკეთებინა. ანდრია მენატრებოდა, ძალიან მენატრებოდა. დამპირდა დაგირეკავო მაგრამ არ დამირეკა, არც მე ვურეკავდი. ალბათ არ იყო მისი სიყვარული ისეთი ღრმა და ძლიერი, რომ ჩემთვის ებრძოლა. დალისგან გავიგე, რომ ცოლს შეურიგდა და ევროპაში იყვნენ წასულები. გული ძალიან მტკიოდა, რამდენჯერაც მასზე ფიქრს ვიწყებდი საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, რომ არ უნდა მეფიქრა. ვცდილობდი საქმეზე მომეხდინა კონცენტრირება და მაქსიმალურად ვიტვირთავდი თავს სამსახურში. სამსახურიდან გამოსული ჩემი მანქანისკენ მივდიოდი, რომ წინ ირაკლი მიქელაძე დამიდგა. -აქ რა გინდა?-გავუღიმე ირაკლის. -ორი თვით ჩამოვედი და შენი ნახვა გადავწყვიტე.-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.-ბოდიში უნდა მოგიხადო, მაშინ დაგპირდი და ვერ ჩამოვედი. ანდრიას ბრალია, არ გამომიშვა, მაშინ მოუნდა ინვენტარიზაციის ჩატარება.-თავის მართლებას მოჰყვა ირაკლი. -მერე რა მოხდა? რატომ მიხსნი? ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. ვერ შეძელი და ვერ ჩამოხვედი, საბოდიშო არაფერი გაქვს.-გავუღიმე. -რესტორანში გეპატიჟები, ისე მომენატრა ქართული სამზარეულო, არ მითხრა დიეტაზე ვარო. დღეს ხინკალი უნდა ვჭამოთ ერთად.-თვალი ჩამიკრა. -კარგი წავიდეთ.-დავთანხმდი მეც.-მანქანით ხარ? -კი მანქანით ვარ, წამოდი.-ხელი მომკიდა და თავის მანქანისკენ წამიყვანა. -ჩემს სამსახურს როგორ მოაგენი? არც ჩემი ტელეფონის ნომერი არ იცოდი.-შევხედე ინტერესით. -ანდრიას გამოვართვი მისამართი.-გაღიმებულმა შემომხედა. მე კი გული დამწყდა, თავად უხსნიდა სხვა კაცს ჩემსკენ გზას, ასე ადვილად თუ დამთმობდა არ მეგონა.-რატომ მოიწყინე?-ირაკლიმ შემატყო, რომ განწყობა გამიფუჭდა, მე კი ვცადე გამეღიმა და არაფერი შემტყობოდა. -არ მოვიწყინე.-ნაძალადევად გავუღიმე.-ანდრია როგორ არის?-გავბედე და ვკითხე. -კარგად არის, ევროპაში არიან წასულები ბავშვთან ერთად, შეიძლება საქართველოშიც ჩამოვიდნენ. ნინას იცნობ?-უცებ შემეკითხა. -არა არ ვიცნობ. საქართველოში მარტო იყო ჩამოსული.-ჩავილაპარაკე ჩუმად. -მაგარი ქალია, მაგრად გაუმართლა ანდრიას. აი ისეთია კაცებს, რომ პირი რჩებათ ღია მისი შემხედვარე.-იცინოდა. -შენც პირღია შესცქერი.-გამეცინა. -მე კაცი არ ვარ.-თვალი ჩამიკრა და გაეღიმა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ მისი მჯეროდა. არ ვუყვარდი, ერთობოდა და მერეც გართობა გადაწყვიტა. თუ ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავს ასე ადვილად ვერ დათმობს, შვილიც ჰყავთ. გული ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მისი გაშვებით სწორად მოვიქეცი, ვფიქრობდი რომ უფრო მეტკინებოდა და როგორც სხვა ქალებს მეც მიმატოვებდა და ისევ თავის ლამაზ ცოლს დაუბრუნდებოდა. რესტორანში ხინკალს მივირთმევდით და ირაკლი თავის ამბებს მიყვებოდა. მისი ლაპარაკიდან ნახევარი არ მესმოდა, ფიქრებში მივდიოდი და ისევ ანდრიასთან ვიყავი. -რა გჭირს? სად დაფრინავ?-თითები გამიქნია თვალებთან ირაკლიმ. -დავიღალე სამსახურში და ტვინი მეთიშება.-თავი გავიმართლე. -ლიზა როგორ არის?-შემეკითხა ირაკლი. -კარგად არის. უქმეებზე ჩემთან მყავს ხოლმე, გაგაცნობ. -სოფო არ გინდა კანადაში დაბრუნდე? -არა! ლიზას ვერ დავტოვებ. -შენი ცხოვრება უნდა მოიწყო, ლიზაზე არ უნდა იყო მიჯაჭული. -ის ჩემი შვილია და არ არის ადვილი. სახლში მიმიყვან?-ირაკლის შევხედე. -რა თქმა უნდა მიგიყვან. რესტორნიდან გამოვედით და მანქანისკენ წავედით. მანქანის კარი გამიღო და მეც დავჯექი. -სად ცხოვრობ? -ანდრიამ სახლის მისამართი არ მოგცა? -არა, მხოლოდ სამსახურის. სახლის მისამართი არ მახსოვსო.-ბოლო საღამო გამახსენდა, ისეთი დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი და გულწრფელი იყო.-რატომ ჩაფიქრდი? -ძალიან დავიღალე და ასე ვიცი, ვითიშები.-გავუღიმე.-ანა პოლიტოვსკაიას ქუჩაზე ვცხოვრობ, ვცხოვრობ, იქ მიმიყვანე. -ყავაზე არ დამპატიჟებ სახლში?-ისევ ანდრია გამახსენდა. -დღეს არა. მაპატიე უნდა ვიმუშაო და მერე დავისვენო. ხვალ სამსახურში მივდივარ, სამუშაო სახლში წამოვიღე, დროში ვერ ვეტევი ბევრი საქმე მაქვს.-თავის მართლება დავიწყე. -კარგი, სხვა დროს იყოს.-გამიღიმა. ხმა აღარ ამოგვიღია, გზას ვუყურებდი და ლამპიონებს ვაყოლებდი თვალს. მალე მინდოდა სახლში მისვლა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ყოველ მის გახსენებაზე ტირილი მინდოდა. სახლში მიმიყვანა ირაკლიმ, დავემშვიდობე და სახლში ავედი. ჩაცმული საწოლზე დავემხე და ტირილი ამივარდა, ვტიროდი და ტირილში დამეძინა. დილით სამსახურში წავედი და საქმეს შევუდექი. საღამოს ისევ ირაკლი დამხვდა სამსახურთან. -გამარჯობა.-მომესალმა და ჩემსკენ წამოვიდა. -გაგიმარჯოს.-გავუღიმე.-აქ რას აკეთებ? -ტელეფონის ნომერი დამავიწყდა მეკითხა და აქ მოგადექი. დღესაც უნდა დაგპატიჟო სადმე.-მიღიმოდა. -ირაკლი რთული განრიგი მაქვს, ჯობია შენს მეგობრებს ესტუმრო და მოინახულო. ყოველ დღე ვერ შეგხვდები. მაპატიე გთხოვ, უბრალოდ არ შემიძლია. -გამირბიხარ. -ირაკლი წამოდი, სადმე კაფეში დავსხდეთ. უნდა დაგელაპარაკო, ჯობია ყველაფერი ახლავე გავარკვიოთ. -რა უნდა გავარკვიოთ?-ხელი დამიკავა და თვალებში დამიწყო ყურება. -სხვა მიყვარს და მხოლოდ მეგობრობა შემიძლია შემოგთავაზო. -ვინ გიყვარს? -რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არაფერი არ გამოგვივა, ამიტომ ჯობია მეგობრებივით შევხვდეთ ერთმანეთს და არა შეყვარებულივით მაკითხავდე ყოველ საღამოს სამსახურში.-დასევდიანდა, ვიცოდი მოვწონდი და არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ.-მაპატიე, ჯობია ეხლავე გაგვერკვია ვიდრე რამე იმედი მომეცა და მერე გტკენოდა გული. -ახლაც მტკივა, მე მართლა მომწონხარ. კანადიდანაც შენს გამო ჩამოვედი. იქნებ გვეცადა და აგვეწყო ურთიერთობა. -არა! უკან დაბრუნდი.-მკაცრად ვუთხარი და ჩემი მანქანისკენ დავიძარი. გავნერვიულდი, ანდრიას ვერ ვივიწყებდი და არავის ვიკარებდი ახლოს. ის კი არ იმსახურებს ჩემს სიყვარულს. თავად გავუშვი და ახლა ვბრაზობდი. თვალებიდან ცრემლი მომდიოდა, გზას კარგად ვეღარ ვხედავდი და ვიგრძენი მანქანას როგორ დავეჯახე. სწრაფად გადმოვედი მანქანიდან, ესღა მაკლდა, საკმაოდ ძვირადრირებული მანქანის კარი გავაფუჭე. მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, გაბრაზებული ჩანდა. -თვალებიდან არ იყურები?-ხელი მკლავში მომკიდა და ჩემს ცრემლიან თვალებს, რომ შეხედა თითქოს სიბრაზემ გადაურა. -მაპატიეთ, ცუდად ვიყავი და დაგეჯახეთ, ყველაფერს ავანაზღაურებ. ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, დამირეკეთ და რაც საჭიროა ყველაფერს აგინაზღაურებთ.-შევხედე ცრემლიანი თვალებით. -კარგი.-ხელი შემიშვა და ტელეფონის ნომერი გამომართვა.-ნუ ტირიხარ გთხოვ, კი არ გკლავ.-გამიღიმა.-რომ დაგირეკავ მიპასუხებ და იმედია ვიღაც სხვის ნომერს არ მაძლევ. -არა რას ამბობთ.-შევიცხადე.-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, სამსახურის მისამართია, თუ გინდათ პირადობასაც დაგიტოვებთ, არ გატყუებთ. -პირადობა არ არის საჭირო, სავიზიტო ბარათი კი მომეცი, ხვალ დაგირეკავ.-თვალი ჩამიკრა და მანქანაში ჩაჯდა. -ესღა მაკლდა, ახლა ამან დამიწყო თვალის ჩაკვრები და ფლირტი. ისე რას ვერჩი, ძალიან სიმპატიურია.-მანქანაში ჩავჯექი და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. მეორე დღეს დამირეკა და იაგუარის ცენტრში დამიბარა. დათოს დავეთხოვე და მანქანით წავედი, თან ჩემს მანქანასაც გავაკეთებდი. დათოს სამი თვის ხელფასი წინასწარ ჩავარიცხინე, არ ვიცი რამდენი დამიჯდებოდა იმ ყმაწვილის მანქანის კარი. -გამარჯობა სოფო.-ცენტრში მისულს იქ დამხვდა. -გამარჯობა. თქვენი სახელი არ ვიცი.-უხერხულად ავიწურე. -თენგო ჯიშკარიანი.-ხელი ჩამომართვა და გამიღიმა. -სასიამოვნოა.-გამეღიმა. -არა მგონია შენთვის სასიამოვნო იყოს. საკმაოდ ძვირი ჯდება მანქანის კარი, თან უნდა გამოვიწეროთ, დაშლილებშიც ვერ ვნახე და არც ცენტრში არ არის, არც გამოსწორებას არ ექვემდებარება. -რამდენი? -რა რამდენი? -რამდენი ჯდება კარი? -სამიათას სამასი ლარი. -კარგი.-ჩანთა გავხსენი და ფული ამოვიღე, ფული გადავთვალე და გავუწოდე.-აი ინებეთ. -თუ ამდენი ფული გქონდა ასეთი უბრალო მანქანით რატომ დადიხარ? -მე მაკმაყოფილებს, თანაც ეკონომიურია. -ცენტრში არ იკითხავ კარი რა ღირს? ასე მენდობი სიტყვაზე? -რატომ არ უნდა გენდო. ეს მე დაგიმტვრიეთ მანქანა, გაწვალეთ. საკმაოდ ძვირადღირებული მანქანაა და ვხვდები, რომ იაფი არ იქნებოდა მაგის შეკეთება. -სოფო აქ რა გინდა?-უკან ირაკლი მომადგა. -მანქანა დავუმტვრიე და გასაკეთებლად მოვიყვანეთ. შენ რა გინდა აქ? -სამსახურში მოგაკითხე და დაგინახე, რომ გამოხვედი. უკან გამოგყევი. რა სჭირს მანქანას? -კარი გავაფუჭე. თენგო გაიცანი ეს ირაკლია ჩემი მეგობარი.-თენგოს წარვუდგინე ირაკლი, მანაც ხელი ჩამოართვა.-კარგი თენგო მე წავედი და ბოდიში რომ ამდენი დრო დაგაკარგვინე. -არა რის ბოდიში. შენ ყველაზე პატიოსანი მძღოლი ხარ.-გამიღიმა. მანქანისკენ წამოვედი, ირაკლიც უკან გამომყვა. -იქნებ ამიხსნა რატომ დამყვები უკან?-შევხედე გაბრაზებულმა. -რატომ არ დამირეკე? რატომ აგვარებ შენ ამ ტიპთან მანქანის თემებს? -მე დავეჯახე და მე უნდა მოვაგვარო. -რამდენი გამოგართვა? -ირაკლი არ გეხება ეს შენ და გთხოვ ნუ ერევი.-შევხედე გაბრაზებულმა. -მეხება, რაც შენ გეხება ის მეც მეხება. -ირაკლი ზღვარს გადადიხარ. მგონი გარკვევით აგიხსენი ყველაფერი. -ვინ გიყვარს? ჩემი თავიდან მოცილება გინდა და იგონებ. მითხარი ვინ გიყვარს? -ანდრია, ანდრია აბაშიძე.-დაუყვირე ბოლო ხმაზე.-დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? -რა?-გაოცებული მიყურებდა. -ანდრია მიყვარს და სხვას ვერავის ვერ შევიყვარებ. შენ კი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და ისედაც რთულ ცხოვრებას უფრო ნუ მირთულებ შენი გამოხტომებით.-მანქანაში ჩავჯექი და სამსახურში წავედი. უქმეები იყო, არ მინდოდა ირაკლი კიდევ სადმე მენახა და წყნეთში წავედი ჩემს გოგოსთან. შაბათ-კვირა იქ დავრჩი. ლიზა ჩემი წამალი იყო, ყველა დარდი ქრებოდა მის ერთ ჩახუტებაზე. ლიზასგან და დალისგან ვგებულობდი ანდრიას ამბებს, მათ ხშირად ურეკავდა. ლიზა მიყვებოდა ანდრია როგორ ელაპარაკებოდა ვაიბერით. ისიც მითხრა, რომ ხშირად მკითხულობდა. გულში მიხაროდა, რომ ვახსოვდი, მერე კი საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, რომ იმედი არ უნდა მქონოდა და უნდა დამევიწყებინა ანდრია. -არაფერი გამოვა.-დალიმ მითხრა კვირა საღამოს.-ანდრია არ უყვარს და ვერც ვერასდროს დაალაგებენ ურთიერთობას. ქეთის ბრალია, მისმა კუდაბზიკობამ დაღუპა ეს ბიჭი. იმდენი უჩიჩინა ლამაზია და მოიყვანეო, ანდრიაც დაარწმუნა. -მე რატომ მიყვები?-სევდიანი თვალებით შევხედე. -იმიტომ რომ კარგად გიცნობთ ორივეს. ერთმანეთი გიყვართ და ცალ-ცალკე იტანჯებით. -მე არ მიყვარს.-თავი შევაბრუნე, რომ ჩემი ცრემლიანი თვალები არ დაენახა. -შენი ტოლი მეც ვიყავი. ჩემი მოტყუება გინდა?-გამიცინა. -მენატრება.-ამოვიტირე.-მაგრამ ლუკას გამო უნდა ააწყოს ურთიერთობა ცოლთან. -შენ ურჩიე? -კი. -ქეთი გახარებულია, ოჯახს დაუბრუნდა, რაც საქართველოდან ჩამოვიდა რა გაუკეთეთ ასეთიო. სულელი ბავშვი ხარ, ბედნიერება ხელიდან თავად გაუშვი. -მთავარია ის იყოს ბედნიერი და მისი შვილი. -შენ? შენ რომ კვდები დარდით? შენ რომ გული გტკივა? -ის მისი ქმარია, ოჯახს ვერ დავუნგრევდი, არ შემიძლია. -ეჰ სოფო, სოფო, უნდა გაიზარდო. ასე იოლად არ უნდა დათმო რაც შენ გეკუთვნის. -ანდრია მე არ მეკუთვნის.-ხმას ავუწიე და ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი. -მისი გული გეკუთვნის. -დალიმაც დამიყვირა.-მართლა შეუყვარდი, ასეთი ანდრია მე არასდროს მინახავს, ისეთი თვალებით გიყურებდა, როგორ გითხრა, თვალები უბრწყინავდა. -ვუყვარვარ? კარგი რა დალი. ერთხელაც არ დაურეკავს და არ უკითხავს როგორ ვარ. -სამაგიეროდ მე მეკითხება ყოველ დღე შენს ამბებს. -ეს არ არის სიყვარული, რომ ვყვარებოდი იბრძოლებდა. ის სუსტი და მშიშარა აღმოჩნდა ამ სიყვარულის მიმართ. წავიდა და ოჯახში ეძებს ბედნიერებას. -ასე არ არის. შენ გაუშვი და ახლა მოსთქვამ. -გავუშვი იმიტომ, რომ ჩემს თავთან მართალი ვყოფილიყავი. ისიც წავიდა და დამივიწყა. -არ დაგივიწყა, ვერც ვერადროს დაგივიწყებს. -აღარ გვინდა დალი გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-ამოვიტირე. ძალიან მტკიოდა და ძნელი იყო ჩემთვის ჩემს გრძნობებზე საუბარი. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და გული მეგლოჯებოდა ტკივილით. -სამსახურში რა ხდება? -უფროსი კვიპროსზე გაფრინდა და თავის მოვალეობის შემსრულებლად მე დამტოვა. უამრავი საქმეა და სახლშიც მომაქვს სამუშაო. -ხომ არ მოსწონხარ?-წარბი მაღლა ამიწია დალიმ. -არა დალი, ცოლი ჰყავს და შვილები. -ანდრიასაც ჰყავს. -არა, დათო სულ სხვანაირია, დარწმუნებული ვარ არ მოვწონვარ, ის კარგი მეგობარია და საქმის შესწავლაში მეხმარება. თანაც მე კარგად ვართმევ თავს საქმეს და იმიტომ დამტოვა. -კარგია, მიხარია. ჩემი კომპანიის საქმეს როდის შეისწავლი, უკვე დროა, არ გაგიჭირდება მაგრამ უნდა გაერკვე მაინც. -დალი ხომ მითხარი კარგად ვარო. -არა სოფო, უკვე აღარ მაქვს ძალა, მალე მომვლელსაც ავიყვან და სახლში გავიკეთებ დიალეზს. აქ უნდა გადმოხვიდე, ლიზას უნდა მიხედო, კომპანიის საქმესაც გაგაცნობ საღამოს საათებში და მზად უნდა იყო. -დალი მეშინია, არ დაუტოვო ლიზას არაფერი, ვისაც გინდა იმას მიეცი ეგ ქონება. გპირდები ლიზას საუკეთესო ცხოვრებას შევუქმნი. მეშინია, რომ წამართმევენ, უფულო ლიზა კი არავის ენდომება.-ვეხვეწებოდი დალის, ძალიან მეშინოდა. მეშინოდა, რომ ლიზა შეიძლება დამეკარგა. -არა სოფო! შენ უნდა დაიცვა ლიზაც და კომპანიაც. ეს ბავშვი იმიტომ გაგაჩენინე, რომ გარშემო არსებულმა სვავებმა არ დაიტაცონ ჩემი ქონება. -დალი რად უნდა ლიზას ქონება თუ ბავშვს სათამაშოდ აქცევენ და ფსიქიკას გაუფუჭებენ? -შენ რისთვის ხარ მერე!-ხმას აუწია.- შენ უნდა დაუპირისპირდე, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ სწავლის დაფინასება არ შემოგთავაზე. გგონია არ შემეძლო? მინდოდა თავად გებრძოლა და მიგეღწია ყველაფრისთვის. არც ქეთის და ანდროს არ ვთხოვე შენი დახვედრა კანადაში, თუმცა შემეძლო. შენგან ძლიერ და მებრძოლ ქალს ვაწრთობდი, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებდა. შენ ძლიერი ხარ და ეს შენც უნდა დაიჯერო. ის შიში და კომპლექსები, რაც იმ არამზადამ ჩადო შენში, უნდა გააქრო. -ხელშეკრულებას გამოიყენებენ ჩემს წინააღმდეგ. მე თავად ვთქვი შვილზე უარი.-ცრემლიანი თვალებით შევხედე დალის. -ხელშეკრულება გავანადგურე, ვერ გამოიყენებენ.-დამამშვიდა. -ახლავე რომ ვიშვილო?-ხავს ვეჭიდებოდი და დალის დარწმუნებას ვცდილობდი. -შენ ვერ იშვილებ, ის ჩემს შვილად დარჩება. შენ მხოლოდ მეურვე იქნები და არც შენ არ მიგიწვდება ხელი ჩემს ფულზე.-ეგოისტი ქალი ჩამოყალიბდა დალისგან, მე მაბარებდა ლიზას და არც მე არ მენდობოდა. -არც მჭირდება.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე. -ნუ ბრაზდები, უკვე აღარავის ვენდობი. -ლიზა ჩემი შვილია, გგონია მას რამეს წავართმევ? -სხვა შვილებიც გეყოლება და ჩათვლი, რომ უნდა გაყო და მათაც არგუნო ფული. -მე წავედი.-გაბრაზებული წამოვდექი და კარისკენ გავემართე. -აიბარგე და მალე გადმოდი.-მითხრა წასვლისას დალიმ, დავემშვიდობე და წამოვედი. თავი 6 სახლში მოსულს თენგომ დამირეკა. -„გისმენთ.“ -„სოფო თენგო ვარ.“ -„გისმენ თენგო, რა მოხდა?“ -„ვინ არის ეს ირაკლი, ხალხი დამაყენა და საქმეებს მარჩევინებს.“ -„რა? ირაკლი შენთან მოვიდა? რა მინდაო?“ -„გოგოს ფული აახიაო და საქმეები მირჩია.“ -„თენგო ეს როდის მოხდა?“ -„დღეს დამიბარა კიდევ და არ მინდა რამე ცუდი მოხდეს. იმ თანხას დაგიბრუნებ და საერთოდაც დაბრუნებას ვაპირებდი. უბრალოდ ეგ ისეთ დროს გამოჩნდა ლაპარაკიც არ დაგვაცადა. ვინ არის? განაცხადა სოფოს საქმრო ვარო.“ -„არავინ არ არის. ნორმალურად არც ვიცნობ და არც ჩემი შეყვარებული არ არის. მისამართი მომწერე სად დაგიბარეს და რომელ საათზე?“ -„მოგწერ მისამართს და იქნებ აუხსნა. შარი არ მჭირდება, ხალხი მეც მყავს და არ მინდა ცუდად დაამთავროს.“ -„კარგი მოვალ და ყველაფერს ავუხსნი.“ გაბრაზებული ვიყავი, სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი და თენგოს მოცემულ მისამართზე წავედი. ირაკლი უკვე ზღვარს გადადიოდა. ცუდად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და უკვე ნერვებზე თამაშობდა. კერძო ბარი იყო, მაგიდასთან რამდენიმე ბიჭი და მათ შორის ირაკლი იჯდა. პირდაპირ მისკენ დავიძარი, არ ესიამოვნა, რომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. -აქ რა გინდა ასეთ დროს? -შენ რა ჯანდაბას აკეთებ? რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში? -კურდღელი, დაფრთხა და დაგირეკა?-ირონიულად ჩაიცინა. -ირაკლი საფიქრალი და საზრუნავი ისედაც საკმარისი მაქვს, შენ ნუღარ მიმატებ. თენგოს კი თავი დაანებე, ვინ გკითხავს მე რამდენი გადაუხადე? -მეც ეგ მაინტერესებს?-უკნიდან თენგოს ხმა გავიგე, რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა და ირაკლის თვალებით ბურღავდა.-თანაც გავარკვიე, რომ სოფოსთვის არავინ ხარ. -მაშ არავინ არა.-მკლავზე ხელი მომკიდა და გაბრაზებულმა დამიწყო ყურება. -არავინ ირაკლი და ხელი გამიშვი.-ვუყვირე ირაკლის. -ხელი გაუშვი და ახლოს აღარ გაეკარო.-წინ დაუდგა თენგო და ხელი გააშვებინა. -შენ უნდა გკითხო? სოფოსთან მე ჩემი ანგარიში მაქვს და შენ საერთოდ ვინ ხარ?-უყვირა ირაკლიმ., მერე თავი დაარტყა თენგოს და ატყდა ერთი ამბავი ბარში. დაცვამ, რომ ვეღარ მოაგვარა სიტუაცია პატრულს გამოუძახეს და ყველანი დააპატიმრეს. განყოფილებაში მივედი, ჯარიმები გამოუწერეს და გამოუშვეს ყველა. -ირაკლი დაბრუნდი კანადაში და ახლოს მოკარება აღარ გაბედო.-თითი სახესთან მივუტანე და ისე გავაფრთხილე. არაფერი არ უთქვამს, ირონიულად ჩაიღიმა და წავიდა. -თენგო მაპატიე გთხოვ. არ მინდოდა ასე გამოსულიყო, უბრალოდ ვერ ვიცილებ თავიდან, გადამეკიდა. -უყვარხარ? -კი, მე კი არ მიყვარს და არ მანებებს თავს.-თენგომ კონვერტი გამომიწოდა.-ეს რა არის? -ის თანხაა რაც შენ გამოგართვი. მანქანა დაზღვეული მყავს, ყველაფერს სადაზღვეო კომპანია გადაიხდის, უბრალოდ შენთან შეხვედრის ბედნიერება ვერ გავუშვი ხელიდან და ამიტომ დაგიბარე ცენტრში. მერე კი ეს გამოჩნდა.-ხელი ირაკლისკენ გაიშვირა. -პატრული არ გამოგვიძახებია და დაზღვევა როგორ გინაზღაურებს? -გაჩერებულზე დამეჯახნენ და ნომერი ვერ დავაფიქსირეთქო, მოვატყუე პატრული და დაზღვევა. -სახლში წაგიყვან.-გავუღიმე.-ისე ამ თანხით ჯარიმა დაგვეფარა მაინც. -არა. ვგავარ წყალწაღებულს? გგონია მართლა გადაგახდევინებდი ფულს? რატომ ტიროდი მაშინ? -პირადულია. -არ გინდა მომიყვე? -თენგო ვიცი მეფლირტავები და ჯობია გაჩერდე. არ მინდა ირაკლისავით შენც ვერ გაიგო.. -სხვა გიყვარს. -კი. -მესმის და ვიგებ. პოლიტოვსკაიაზე ვცხოვრობ და იქ დამტოვე. -მეც იქ ვცხოვრობ.-გამეცინა. -აქამდე როგორ ვერ შეგნიშნე? ვიმეგობროთ, ეს ჩემი ნომერია, საადვოკატო ფირმა მაქვს გახსნილი, თუ რამეში დაგჭირდი შენს სამსახურში მიგულე. მართლა მაგარი გოგო ხარ.-თვალი ჩამიკრა. -მალე დამჭირდება შენი დახმარება და აუცილებლად მოგაკითხავ.-სავიზიტო ბარათი ჯიბეში ჩავიდე. -იმ პირადულს ეხება რატომაც ტიროდი?-ინტერესით მიყურებდა. -არა სხვა პირადულს, რაც უფრო მეტად მტკივა.-სევდიანად გავუღიმე. -კარგი, უკვე მოვედით, აქ ჩამოვალ, გამიჩერე, მოყვანისთვის დიდი მადლობა. დაგელოდები და მერე ხომ მაინც მომიყვები.-ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადავიდა. სახლში მისულმა ბარგი ჩავალაგე, მიხაროდა ჩემს გოგონასთან გადავდიოდი, თუმცა დალის ხასიათი ძალიან გაუფუჭდა ბოლო პერიოდში და მასთან ურთიერთობა ვიცოდი ძალიან გამიჭირდებოდა. იმდენი ტკივილი გამოვიარე ცხოვრებაში, რომ ნერვები ძალიან ცუდ დღეში მქონდა. გამიჭირდებოდა დალის კაპრიზების გატარება, თუმცა არ უნდა ავყოლიყავი ნერვებს, იცოდა, რომ დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი და ეგოისტი გახდა. მისი გარდაცვალების მეშინოდა, ვხვდებოდი მისი ანდერძი ჩემი და ლიზას ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. დალიმ დიალეზის გაკეთება სახლში დაიწყო, აპარატურა შეიძინა, ექთანი აიყვანა, ექიმს შედეგებს აცნობდნენ, რამდენჯერმე ექიმიც იყო მოსული. სისხლის ფილტრაციას ახდენდნენ, კვირაში სამჯერ მაინც იტარებდა დიალეზს. სპეციალური საჭმელებით იკვებებოდა, ჯანსაღი პროდუქტები უნდა მიეღო, რომ სისხლი არ დაბინძურებულიყო. ყველანაირად უწყობდით ხელს, გვერდში ვედექი და კომპანიის საქმეებსაც ვუძღვებოდი. ნელ-ნელა უკან უკან მიდიოდა, თირკმლის გადანერგვა აუცილებელი პირობა იყო, თუ არა და დიდხანს ვერ გაუძლებდა. ანალიზი მეც ჩავაბარე, თუმცა დონორად ვერ გამოვდექი. დალი ქეთის ხშირად ურეკავდა სკაიპით და სულ შეშფოთებული დადიოდა ბოლო პერიოდში. -დალი რამე ხდება? რაღაც ძალიან ხარ აფორიაქებული.-გავბედე და ვკითხე ერთ საღამოს. -არაფერი, ყველაფერი რიგზეა.-თვალი ამარიდა. -დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს მიმალავ? -რას გულისხმობ? -ანდრია კარგად არის? -კი, რატომ მეკითხები, ხომ თქვი უნდა დავივიწყოო, მეც აღარ გელაპარაკები მასზე. -კარგი, ალბათ მომეჩვენა.-სევდიანად ჩავილაპრაკე. ძალიან ვიყავი აფორიაქებული, რაღაც ხდებოდა და არ მეუბნებოდა. კიდევ ორი თვე გავიდა, ისევ ისე მიდიოდა ყველაფერი. ანდრიამ უბრალოდ დამივიწყა, როგორ მჯეროდა, რომ ვუყვარდი. ხომ დამპირდა როგორც მეგობარს დაგირეკავო, რატომ არც ერთხელ არ დამირეკა. ცოლს შეურიგდა, არ უნდა ცხოვრება გაირთულოს, რატომ არ ვწყვეტ მასზე ფიქრს, რატომ მჯერა ბედნიერი მომავლის, მე ხომ თავად გავუშვი. სააბაზანოდან გამოვედი, სველ ტანზე პირსახოცი მქონდა შემოხვეული. ლიზა ჩემს ოთახში იყო ჩემს საწოლზე და ზღაპრების წიგნი ეჭირა. -რაო ლიზ? ზღაპარი წავიკითხოთ?-ლოყაზე ვაკოცე ჩემს გოგოს. -სურათი უნდა გადაგიღო.-ხელში ტელეფონი ეჭირა და სურათებს მიწკაპუნებდა. -მერე ყველას წაშლი.-თითი დავუქნიე. -არ წავშლი. -მაშინ არავის აჩვენებ.-კარადასთან მივედი და ტანსაცმელი გამოვიღე და სააბაზანოში შევბრუნდი. ზედა დამივარდა საძინებელში და ლიფის ამარა შემოვბრუნდი საძინებელში, ლიზამ კიდევ გადამიღო სურათი.-ლიზა ახლავე წაშალე, არავინ ნახოს.-თითი დავუქნიე ლიზას. -უკვე ნახავდა.-ჩაილაპარაკა ჩუმად. -ვინ ნახავდა?-თვალები გამიფართოვდა, -ლიზა მაჩვენე ტელეფონი.-ხელიდან ტელეფონი წავართვი და ვაიბერში გაგზავნილი ჩემი ფოტოები ვნახე.-ლიზა ეს რა არის?-ხმას ავუწიე. -ანდრიამ მთხოვა და..-დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი. -მერე აუცილებელი იყო ჩემი შიშველი ფოტოები გაგეგზავნა?-ისევ ვყვიროდი. ლიზამ კი ტირილი დაიწყო.-მაპატიე, მაპატიე ჩემო პატარა.-გულში ჩავიკარი.-სხვა დროს სიმართლე მითხარი. -მთხოვა და დამაფიცა არ უთხრაო.-ისევ ტიროდა ჩემი გოგონა. ლიზა დავამშვიდე, წიგნის კითხვა დავიწყეთ. რატომ გდააგზავნინა ჩემი ფოტოები, ვბრაზობდი მასზე, თან გულში მიხაროდა, რომ ვახსოვდი. ცოტა ხანში ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ანდრია ურეკავდა. -უპასუხე და არ უთხრა, რომ აქ ვარ.-ტელეფონი დავაკავებინე და წინ დავუჯექი ლიზას. -ლიზა როგორ ხარ?-ანდრიას ხმა გაისმა. როგორ მენატრებოდა მისი ხმა. -კარგად, შენ როგორ ხარ?-ჰკითხა ლიზამ. -შენი საჩუქრის მერე კარგად. მაგარი გოგო ხარ, ამას ნამდვილად არ ველოდი.-იცინოდა ანდრია. -აღარ მთხოვო სურათის გადაღება.-გაიბუსხა ლიზა. -რატომ კუდრაჭა? -იმიტომ, რომ სოფო გავაბრაზე, ძალიან გაბრაზდა.-უთხარა ლიზამ. -რატომ გაბრაზდა? მერე რა მოხდა თუ სურათი გადაუღე?-ლიზას ტელეფონი გამოვართვი და ჩემსკენ შემოვაბრუნე, ეკრანიდან ანდრია მიყურებდა, ძალიან იყო შეცვლილი, წვერი მოშვებული ჰქონდა, თმა ჩამოზრდილი, თვალები თითქოს ჩამქრალი. არ მოელოდა თუ იქ ვიქნებოდი და დაიბნა. -იმიტომ გაბრაზდა, რომ სოფოს ნახვა თუ გინდა სოფოს უნდა დაურეკო და ბავშვს არ უნდა დაავალო მსგავსი რამ.-შევხედე გაბრაზებულმა-როგორ ხარ?-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე. გულში მიხაროდა, რომ ისევ ვახსოვდი, რომ ლიზას ჩემი სურათი სთხოვა, თუმცა ძალიან ვბრაზობდი მაინც. -კარგად.. შენ როგორ ხარ?-სევდიანად ჩაილაპარაკა. -რატომ აღარ დამირეკე? როგორც მეგობარმა.-ირონიულად ჩავილაპარაკე. -ერთმანეთი დავივიწყოთო ხომ გადავწყვიტეთ.-სევდიანი იყო. -ჩემი სურათი მაგ დავიწყებაში გეხმარება?-გამეცინა ირონიულად. -ერთგვარი თერაპიაა, მაინტერესებდა გავუძლებდი თუ არა ცდუნებას და თავს შევიკავებდი თუ არა დარეკვისგან.-არ ჩამომრჩა ირონიაში. -მერე გაუძელი?-ძლივს ვლაპარაკობდი, ტირილი მინდოდა, როგორ მენატრებოდა. -რეაქციაც არ მქონია და არც სურვილი დარეკვის.-თვალი მოარიდა ტელეფონის ეკრანს და ისე მიპასუზა. -ხოო.. ეგ წვერი საშინლად არ გიხდება, არც თმა.-ძალიან მეტკინა და რასაც იმ წუთას ვფიქრობდი ის ვუთხარი. -ნინას მოსწონს.-მკვახედ მომახალა. -თუ ნინას მოსწონს გქონდეს.-ჩავილაპარაკე ნაღვლიანად, გულში რაღაც ჩამწყდა, ძალიან მეტკინა.-იმედია ჩემს ფოტოებს წაშლი, არა მგონია ნინას მოეწონოს.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე. -ცოტა გავერთეთ მე და ლიზა. დაწყნარდი, წავშლი. -ლუკა როგორ არის? -კარგად არის, ბედნიერია, ორივე მშობელი გვერდით ჰყავს შენი წყალობით.-ჩაილაპარაკა ირონიულად. -აღარ ვმგობრობთ? დავაშავე რამე? ასე რატომ მელაპარაკები?-თვალზე ცრემლი მომადგა. -არაფერი არ დაგიშავებია, გარდა იმისა, რომ გამომიშვი. ნახე შენც ვინმე და იყავი ბედნიერი, რატომ გინდა, რომ გირეკავდე და გაფორიაქებდე?-ხმას აუწია. -კარგი. მიხარია, რომ ბედნიერი ხარ.-ტელეფონი გავთიშე და ცრემლებს გზა მივეცი, გაოცებული მიყურებდა ლიზა. -რატომ ტირიხარ? -არაფერია საყვარელო გადამივლის.-ლოყაზე ვაკოცე ლიზას.-წიგნს ხვალ წაგიკითხავ. -კარგი, მე წავალ.-წიგნს და ტელეფონს ხელი მოჰკიდა და წავიდა. გული დამწყდა, რომ ლიზა გავუშვი, მისი ოთახისკენ წავედი, მასთან დაძინება იყო ერთადერთი თერაპია, რაც ახლა მიშველიდა. კართან, რომ მივედი ისევ ანდრიას ხმა გავიგონე, ლიზას ტელეფონზე ელაპარაკებოდა. -„რატომ გააბრაზე“-საყვედურობდა ლიზა. -„იტირა?“-ანდრია ეკითხებოდა. -„კი, რომ გათიშე ბევრი იტირა.“ -„არ უთხრა, რომ გკითხე.“ -„არ ვეტყვი.“ -„ლიზა მასთან წადი, ჩაეხუტე და ბევრი აკოცე ჩემგან, ოღონდ არ უთხრა, ვითომ შენ კოცნი.“ -„თუ გიყვარს თვითონ ვერ ეტყვი?“-გაუბრაზდა ლიზა. -„მიდი კუდრაჭა, ჩაეხუტე, ცოდოა, ვიცი ბევრს იტირებს, შენ კი მისი წამალი ხარ.“ კარს მოვცილდი და ჩემს ოთახში შევედი, ცოტა ხანში კი ლიზაც შემოვიდა, ჩამეხუტა და ბევრი მკოცნა. -ლიზა მე უფრო გიყვარვარ თუ ანდრია.-ვკითხე ჩემს გოგონას, თან თმაზე ვეფერებოდი. -შენ.-არც კი დაფიქრებულა ისე მითხრა. -ამის მერე რასაც გეტყვის და დაგავალებს ყველაფერს მეტყვი. რაზეც გეტყვის არ უთხრაო იმასაც.-თვალებში უყურებდი ლიზას, ის მართლა ჩემი წამალი იყო. -კარგი. მითხრა ბევრი აკოცე ჩემგანო.-უცებ მომიყვა ლიზამ. იმ ღამით მე და ჩემს გოგონას ჩახუტებულებს გვეძინა. ვერ ვიგებდი რა უნდოდა ანდრიას, რატომ იქცეოდა ასე. კვირა დღე იყო, რაც ანდრიას ველაპარაკე 5 დღე იყო მას მერე გასული, ლიზა სასეირნოდ წავიყვანე ბომბორაზე. ატრაქციონებზე ბევრი ვიკატავეთ და დაღლილები ვბრუნდებოდით სახლში. -წვერი და თმა აღარ აქვს.-უცებ მითხრა ლიზამ. -ვის აღარ აქვს?-გაოცებულმა შევხედე ლიზას. -ანდრიას. დედამ უთხრა აქამდე ვაჩხუბებდი სოფოს შენს სახეს თუ დავინახავდიო. -თმაც შეიჭრა?-შევხედე ლიზას. -კი, ისევ ისე აქვს აქ რომ ჰქონდა მაშინ.-შემომხედა ჩემმა გოგომ. -მაშ ნინას მოსწონსო არა?-ჩამეღიმა. -სოფო რა მითხარი?-შემომხედა ლიზამ. -არაფერი საყვარელო, სახლში წავიდეთ და გემრიელად ვივახშმოთ.-გავუღიმე ჩემს გოგონას. სახლში მივედით, ვივახშმეთ და დაღლილებს მალე დაგვეძინა, ღამით ექთანი შემოვარდა კივილით ჩემს ოთახში. -სოფო ჩქარა, მიშველე.-სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან და დალის ოთახისკენ გავიქეცი, თვალები ატრიალებული ჰქონდა, კრიჭა შეკრული, ძლივს მოვახერხეთ და მოვასულიერეთ. ძალიან შემეშინდა, აქამდე ვერ ვიაზრებდი, რამდენად გართულდებოდა ჩემი ცხოვრება, ახლა კი მივხვდი, რომ ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო დალისთვის, ხოლო ჩემთვის ნამდვილი კოშმარი დაიწყებოდა. მეორე დილით დალიმ კლინიკაში გამგზავნა, მეც და ლიზამაც სისხლი ჩავაბარეთ, დნმ-ის ანალიზი გავიკეთეთ. ყველა საბუთი უნდა მოგვემზადებინა, რომ ლიზას მეურვეობა შემძლებოდა. დალიმ ანდერძში აუცილებელ პუნქტად შეიტანა, რომ სანამ ლიზა სრულწლოვანი არ გახდებოდა მის ქონებას ვერავინ შეეხებოდა. თუ ბავშვს რამე დაემართებოდა, ყველაფრის მემკვიდრედ მე მასახელებდა. ეს ლიზასთვის რამის დაშავებას გამორიცხავდა. მე კი გამიხარდა, რომ დალი მენდობოდა და სჯეროდა, რომ ლიზა ნამდვილად მიყვარდა. -დალი ეს პუნქტი შევცვალოთ. -რატომ? -არ დაელოდებიან ლიზას სრულწლოვნობას, შეიძლება რამე დაუშაონ და მერე მე დამაშანტაჟონ, რომ ფული ჩაიგდონ ხელში. ლიზას თუ რამე მოუვა არც ფული მინდა და არც სიცოცხლე. რომელიმე ბავშვთა სახლს გადაეცეს მთელი ქონება. იქიდან გამოსულ ბავშვებს ბინები შეუძინონ. -დარწმუნებული ხარ? -კი, მე ასე მინდა. ჩემი ნება რომ იყოს ლიზას წავიყვანდი და მთელს ქონებას ბავშვთა სახლს გადავცემდი. სიმბოლურად მხოლოდ ამ სახლს დავიტოვებდი, რომ შენ გაგიხსენოს ხშირად.-ფარ ხმალს არ ვყრიდი და დალის დარწმუნებას ვცდილობდი, რომ ლიზასთვის არაფერი დაეტოვებინა. -კარგი, ღმერთმა დაიფაროს ჩემი გოგო და ბავშვთა სახლს გადაეცეს თუ ლიზას რამე შეემთხვევა. თენგოს ოფისში მივედი, ანდერძის ასლი გავაკეთე და მას წავუღე. -მიხარია, რომ მოხვედი.-თენგო მომეგება ოფისში შესულს და თავის კაბინეტისკენ გამიძღვა. -მე კი იმედი მაქვს, რომ დამეხმარები.-გავუღიმე თენგოს. -აბა რა ხდება?-თავის კაბინეტში შემიყვანა და სავარძელზე დამსვა. თენგოს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, თუ დალის რამე დაემართებოდა თენგო დაიცავდა ჩემი და ლიზას ინტერესებს სასამართლოში. -საქმეს გადავხედავ და მზად ვიქნები. -გამიღიმა თენგომ.-როგორც იქნა შევიტყვე რა არის შენი დიდი ტკივილი. -მადლობა თენგო, სანდო პიროვნება მჭირდებ გვერდით, მე კი არც ნათესავები მყავს გვერდით და არც მეგობრები მყავს საქართველოში. ჩემი მეგობრები კანადაში არიან და დალის თუ რამე დაემართა მე და ლიზას დამცველი არავინ გვეყოლება. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენი თავი გამომიგზავნა.-თენგო მართლა სანდო და კარგი პიროვნება იყო და მას ბოლომდე ვენდობოდი. ამ საქმეში მჯეროდა დამეხმარებოდა. -ჩემი იმედი გქონდეს, ყველაფერში დაგეხმარები. ხელშეკრულება თუ აღარ არსებობს, ვერ წაგართმევენ ბავშვს, ნუ გეშინია.-გამიღიმა თენგომ.-ლიზას არ გამაცნობ? -გაგაცნობ.-მეც გავუღიმე. -ბატონო თენგო კლიენტი გელოდებთ.-კარში მდივანი გამოჩნდა. -მე წავალ, აღარ მოგაცდენ.-წამოვდექი და კარისკენ გავემართე.-თუ რამეა დამირეკე.-გავუღიმე თენგოს. -კარგად სოფო.-ლოყაზე მაკოცა და კარამდე გამომაცილა. დალიმ კომპანიის საქმეები მთლიანად გადმომაბარა. სამსახურს თავი დავანებე და კომპანიის მართვას შევუდექი. სერვის ცენტრებში სალაროების შემოწმებით დავიწყე და სერიოზული დარღვევები ვნახე ნაშთებში. სათაო ოფისში მივედი მასალებით და ფინანსური მენეჯერის კაბინეტში შევიჭერი. -გამარჯობათ ქალბატონო სოფიო.-ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა კომპანიის ფინანსური მენეჯერი ბატონი შალვა. -გამაჯობა შაკო, ეს ნახე.-წინ დავულაგე სალაროს დანაკლისის ფოტო მასალა. -ეს რა არის? -შემოსავალში, რომ 50 000 გაქვს და ინკასაციას ოფისიდან 10 000 გააქვს არ უნდა დაინტერესდე სერვის ცენტრში რა ხდება? მთავარ ბუღალტერსაც დაუძახე და გამეცით პასუხი სად არის ნაშთში ნაჩვენები თანხა, რატომ არ არის სალაროში?-ხმა გავიმკაცრე. შაკო ოთახიდან გავიდა და ცოტა ხანში მთავარ ბუღალტერთან, ცირასთან ერთად დაბრუნდა. -ცირა ამაზე გვჭირდება ახსნა განმარტება.-წინ დაულაგა სურათები შაკომ. -ქალბატონო სოფიო ეს თანხა დალის ძმიშვილმა ზურა შენგელიამ გაიტანა. მოლარემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, სერვის ცენტრის მენეჯერია.-თავის მართლება დაიწყო ცირამ. -თქვენი უფროსი ვინ არის?-შევხედე ცირას.-შაკო არის შენი და მოლარის უშუალო ხელმძღვანელი და არა სერვის ცენტრის მენეჯერი. მსგავსი უპასუხისმგებლობა დაფიქსირდება და სამსახურს ყველა თქვენგანი დატოვებთ. ეს შემოწმება კი ყოველ კვირა თავად აკონტროლე.-ვუთხარი შაკოს.-ხელფასს ამათ კონტროლში გიხდის კომპანია და არა ბატების ხოცვაში.-კომპიუტერიკენ მივუთითე, სადაც რამდენჯერმე შემოვუსწარი, რომ კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა. მერე აიტი განყოფილებაში შევედი. -კოტე როგორ ხარ? -კარგად სოფო შენ როგორ ხარ? -კოტე დავალება მაქვს შენთან, ვინც წინააღმდეგობას გაგიწევს მე შემატყობინე. ყველა კომპიუტერი მოიყვანე წესრიგში, გასართობი საიტები და თამაშები არც ერთ კომპიუტერში არ ვნახო. -ვინ თამაშობს?-შემომხედა კოტემ გაოცებულმა. -შაკო, ფინანსური და არა მარტო შაკო. ვნახავ კიდევ სადმე მსგავს რამეს კომპიუტერში და შენ მოგთხოვ პასუხს.-თითი დავუქნიე კოტეს. -არის უფროსო.-გამიღიმა კოტემ. სახლში მოვედი და დალის ყველაფერი მოვუყევი, ძალიან გაბრაზდა. -თამაშობს და დარწმუნებული ვარ კაზინოში წაგებული აქვს ეგ ფული. მე დაველაპარაკები და დანაკლისსაც შევავსებ.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -კარგი დაურეკე და დაელაპარაკე.-გავუღიმე დალის და ლიზა ავიყვანე ხელში. -ყოჩაღი გოგო ხარ. ნავთობკომპანიაში კარგი გამოცდილება მიიღე.-ისევ საბუთებს ჩასცქეროდა დალი და კმაყოფილი იყო ჩემი ჩატარებული შემოწმებით. -ყველა განყოფილებასთან მქონდა კავშირი, ყველას ვეხმარებოდი და ყველაფერში გავერკვიე.-გავუღიმე. კომპანიაში მალე დავამყარე წესრიგი, ვინც მცოდნე და კარგი თანამშრომელი იყო ყველასთან თბილი და კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, სახელით მომმართავდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. კომპანია სავსე იყო დალის სანათესაოთი, უვიცი კადრებით. დალიმ ნება დამრთო და ნელ-ნელა მათი ჩანაცვლება დავიწყე მცოდნე კადრებით. დალის ყველა ნათესავი ქალბატონო სოფოთი მომმართავდა და მათთან ძალიან მკაცრი დამოკიდებულება მქონდა. სერვის ცენტრებში, რომ მივდიოდი თითის წვერებზე დადიოდნენ დალის ნათესავები და ცდილობდნენ თვალში ცუდად არ მომხვედროდნენ. კარგი კადრი ვინც იყო დალის ნათესავებიდან ვაფასებდი და მათთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა. დალი საწოლს მიეჯაჭვა, ძალიან დაუძლურდა, შეტევა რამდენჯერმე განმეორდა. კიდევ ერთი წელი იცოცხლა და მერე დაგვტოვა. -დედა მოკვდა?-ტიროდა ლიზა. -უფალთან წავიდა, მე შენთან ვარ საყვარელო. ხომ ნახე, როგორ სტკიოდა, ცუდად იყო, ახლა კარგად არის, უფალი მიხედავს, ჩვენ ვილოცოთ მისთვის.-გულში ვიკრავდი ჩემს გოგონას და ვტიროდი. ძალიან მეტკინა დალის სიკვდილი, ასე ძალიან თუ მიყვარდა ეს ქალი ვერ წარმომედგინა. მახსენდებოდა როგორ დამიხსნა იმ ტირანისგან და გული მეგლიჯებოდა. ქვეცნობიერად მაინც ზრუნავდა ჩემზე, ხშირად ეჭვიანობის გამო მიპირისპირდებოდა, მაგრამ მაინც ვუყვარდი. მარო ბებო ჩამოვიყვანე სვანეთიდან. ძალიან განიცადა მოხუცმა რძლის გადაცვალება. ზაზა მეორე დღესვე გამოგვეცხადა, არც გამკვირვებია და მოველოდი, წინ დიდი ბრძოლა მელოდა, მას მოჰყვნენ დალის ძმისშვილები და აქტიურად ელოდნენ რა ანდერძი დატოვა დალიმ. ტურების ხროვას ჰგავდნენ, დაგლეჯილ ხორცს რომ დასტრიალებენ და ერთმანეთს უღრენენ, გული მერეოდა მათი შემყურე. ეხლა მესმოდა დალისი, საშინელებაა ასეთი ნათესავების ყოლა. ავადმყოფი არავის მოუკითხია, საერთოდ არ მოდიოდნენ, მხოლოდ ზურა შენგელია მოდიოდა, ისიც მხოლოდ ფულს სთხოვდა მომაკვდავს. დალის გასვენებაში ანდრია არ ჩამოვიდა. გული ძალიან დამწყდა, დალი ძალიან უყვარდა, უკანასკნელ გზაზე კი არ გააცილა. ქეთი ჩამოვიდა კანადიდან დალის გასვენების დღეს. ისე მინდოდა ასეთ დროს ანდრია მაინც ყოფილიყო ჩემს გვერდით, თუმცა არ იყო. -ქეთი ანდრია არ ჩამოვიდა?-ცრემლიანი თვალებით შევხედე გასვენების დღეს მოსულ ქეთის. -ვერ ჩამოვიდა, ვერ შეძლო.-მხლოდ ეს მითხრა. დალი დავკრძალეთ, ადვოკატმა კი ერთ კვირაში ყველა მოიწვია და დალის ანდერძი გაგვაცნო. თავის ძმიშვილებს 10 000 დოლარი დაუტოვა თითოეულს. დანარჩენი ქონება კი მთლიანად ლიზას, ასევე ანდერძში აღიარებდა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა ჩემი კვერცხუჯრედი, რომ მე ლიზას ნამდვილი დედა ვიყავი და ლიზას ერთადერთი მეურვე. ანდერძს თან დაურთო დნმ-ის ანალიზის პასუხიც, რაც ადასტურებდა, რომ ლიზას დედა მე ვიყავი. ისეთი თვალებით მიყურებდნენ, რომ კანონის რომ არ შეშინებოდათ მეც და ლიზასაც ადგილზე მოგვკლავდნენ. მაინც სადამდე მიჰყავს ადამიანები ფულის სიყვარულს. ანდერძის ყველა პუნქტი კარგად გააცნო ადვოკატმა, ისიც, რომ თუ ლიზას რამე მოუვიდოდა ყველაფერი ბავშვთა სახლს გადაეცემოდა. ისიც, რომ ბიზნესის ერთპიროვნულ მმართველად მე დამნიშნა და მთელი კონტროლის სადავეები მე გადმომცა. ზაზა გაცოფებული გავარდა სახლიდან და ლიზას წართმევით დამემუქრა. -სასამართლოში შევხვდებით!-მკაცრად გამომიცხადა, ისე რომ საკუთარ შვილს არც კი მოფერებია და სახლი დატოვა. -შეხვედრამდე ლამაზო.-თვალი ჩამიკრა დალის ძმისშვილმა.-კომპანიის მართვაში დაგეხმარები, თუ სურვილი გექნება, ყველაფერში კარგად ვერკვევი.-ვიცოდი ფარული ფლირტის უკან და შემოთავაზების უკან ჩვეულებრივი ალფონსი იმალებოდა, ეს იყო ზურა შენგელია, ვინც ფული გაიტანა სალაროდან და დალის სიკვდილის დღეს კიდევ დიდი კუში მოხსნა. -დიდი მადლობა, თავადაც კარგად ვერკვევი კომპანიის სტრუქტურაში. თქვენი სერვის ცენტრის ფინანსურ მხარესთან კი სერიოზული შენიშვნები მაქვს და იმედია კვირის ბოლომდე მოიფიქრებთ როგორ გამოასწოროთ არსებული ფინანსური დანაკლისი.-მკაცრად შევხედე, არ მოელოდა ასე კარგად თუ ვფლობდი სიტუაციას და სახეზე ფერები გადაუვიდა.-წინააღმდეგ შემთხვევაში ანდერძით დანატოვარი თანხით გადავფარავ დანაკლისს და ფინანსურ პოლიციას გადაგცემთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. -გამოგზარდა არა მამიდამ, ნამდვილი ძუ*ნა ხარ.- მკლავში ხელი მომკიდა, ირონიულად ჩაეცინა და გაბრაზებულმა დატოვა სახლი. გაქცევა მინდოდა, მარტოდ მარტო ვიყავით მე და ლიზა, გარშემო კი მტრებით ვიყავით გარშემრტყმული. -რატომ გამირთულე ისედაც რთული ცხოვრება?-დალის სურათის წინ ვტიროდი, ძალა უნდა მომეკრიბა, ყველაფერი უნდა მეღონა და ჩემი გოგო დამეცვა. -იმიტომ, რომ ნულიდან შექმნეს დალიმ და ვაჟამ ეგ ქონება შვილო. ესენი კი სვავებივით ეხვევიან.-მარო ბებო მომეხვია და ისიც ატირდა. დალის ძმიშვილის გამოხტომას მარო ბებოც შეესწრო და ძალიან დადარდიანდა მოხუცი.-შენ უნდა მაგრად დადგე. არ უნდა დაუთმო ამათ არაფერი. -არ მინდა მარო ბებო, არაფერი არ მჭირდება. მე მხოლოდ ჩემი შვილი მჭირდება და მასთან მშვიდად ცხოვრება. -ამოვიტირე. -ვიცი შვილო, დალიმაც იცოდა და შენ იმიტომ ჩაგაბარა ყველაფერი.-თავზე მეფერებოდა მარო ბებო და ჩემთან ერთად ტიროდა. -ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, თქვენ მაინც ხართ ჩემს გვერდით ამ მძიმე წუთებში.-გულში ჩავიკარი მოხუცი. -მე და ლიზა.-მითხრა მარო ბებომ. ოთახიდან გამოსული ლიზაც მოვიდა და ჩაგვეხუტა ორივეს. მარო ბებო მოხუცი იყო, ჩემი ზრუნვა და დაცვა სჭირდებოდა, ლიზასაც მე ვჭირდებოდი, უნდა გავძლიერებულიყავი და ეს ორი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები დამეცვა და მეზრუნა მათზე. თენგოს დავურეკე, მოვიდა და დამამშვიდა, რომ ლიზას ვერ წამართმევდნენ. ანდერძის ასლი გავატანე და სასამართლომდე დავემშვიდობე. რამდენიმე დღის მერე დალის გარდაცვალების შემდეგ ქეთი მოვიდა. -როგორ ხართ?-გვკითხა მე და ლიზას. -ცუდად, ლიზაც ცუდად არის, ძალიან დაგვაკლდა დალი. თან მეშინია, ზაზა სასამართლოთი დამემუქრა. არ ვიცი რა საქმეს შეკერავს, გამოვა მზრუნველი მამიკოს როლში.-სევდიანად ჩავილაპარაკე. -მაგაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება, დალის გამო ვაკეთებ ამას მხოლოდ. კლინიკიდან საბუთები გამოუთხოვია ზაზას, მათ შორის შენი ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომ ბავშვზე უარს ამბობდი.-მითხრა ქეთიმ და თითქოს ცა ჩამომექცა, ლიზას წამართმევდა. -დალიმ მითხრა, რომ ხელშეკრულება გაანადგურა.-ამოვიტირე. -თავის პირი გაანადგურა, ერთი პირი კლინიკაში ინახებოდა. ისე გასცეს კლინიკის პირი არ შემითანხმეს.-თავი ჩახარა ქეთიმ. -შენ უნდა დამეხმარო, თუ არ გინდა მუქარა შევასრულო და შენი კლინიკა სკანდალში გავხვიო.-ვუთხარი ქეთის, ერთადერთი შანსი მქონდა, ქეთის უნდა დაედასტურებინა, რომ მე არაფერი არ ვიცოდი. -მე შენს დახმარებას ვცდილობ, შენ კი ისევ მემუქრები.-ხმას აუწია ქეთიმ. -მოწმედ გამოხვალ და იტყვი, რომ შენც მოგატყუეს. გეგონა თანახმა ვიყავი და მერე გაიგე, რომ არაფერი არ ვიცოდი. დალის გამო, ლიზას გამო. გთხოვ ქეთი სასამართლოში მოწმედ გამოდი.-ვეხვეწებოდი ქეთის. -არაფერი არ გამოვა, ზაზა არ გაჩერდება.-ჩაილაპარაკა ქეთიმ. -ფული არ მაქვს, როგორ გავაჩერო?-ნერვიულად დავდიოდი და არ ვიცოდი რა მომეფიქრებინა. -ლიზას წაიყვანს, მობეზრდება და ისევ დაგიბრუნებს.-ისე მითხრა თითქოს ლიზა ნივთი ყოფილიყო. -ლიზა სათამაშო არ არის, მისი გრძნობები ყველა ქონებაზე ძვირფასია, ის მისთვის სრულიად უცხო მოხუცი კაცია, რომელთანაც არაფერი აქვს საერთო. არც მის და ძმას, ლიზაზე დიდი შვილები ჰყავთ და ლიზას მხოლოდ უზრუნველ მომავლად აღიქვავენ. -მე მოგცემ თანხას, ზაზას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს.-წარბის აწევით შემომხედა ქეთიმ. -მე ვერ დაგიბრუნებ, პატარა თანხაზე არ გაჩერდება ზაზა.-ჩავილაპრაკე სევდიანად, ისევ რაღაცას ხლართავდა ეს ქალი. -არ დამიბრუნო, ფული არ მჭირდება. გარიგება მაქვს შენთან, მე შენ შვილს დაგიბრუნებ, რაც წლების წინ წაგართვით მე და დალიმ, შენ კი მე დამიბრუნებ შვილს.-თვალებში მიყურებდა. -შვილს დაგიბრუნებ? რას გულისხმობ?-გაოცებულმა შევხედე. -ანდრიას უნდა გაჰყვე ცოლად!-ისე გამომიცხადა თითქოს უკვე გადაწყვიტა ჩვენი ბედი. -რაა? მას ცოლიც ჰყავს და შვილიც.-ისევ გაოცებული უყურებდი. -შვილი ჰყავს, ცოლი კი დიდი ხანია აღარ ჰყავს. -გულში ტკივილი ვიგრძენი, რაღაც ხდებოდა, ცუდი რამ ხდებოდა და მე არ ვიცოდი. -რა ხდება? რაღაც ხდება ვხვდები და მე ყველა მიმალავთ. დალის გასვენებაში რატომ არ იყო? -საქართველოდან რომ დაბრუნდა ძალიან იყო შეცვლილი, სულ ჩაფიქრებული დადიოდა. მერე ნინასთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო, ლუკა და ნინა სამოგზაუროდ წაიყვანა ევროპაში, იქიდან ბედნიერები დაბრუნდნენ, თუმცა ანდრიას რაღაც აწუხებდა, მერე დალიმ მითხრა, რომ შენ სთხოვე ოჯახი შეენარჩუნებინა. სამი თვის მერე მოტოციკლეტით ამოტრიალდა და დაიმტვრა. რამდენიმე ოპერაცია გავუკეთეთ, ხერხემალზე პრობლემა აქვს, წელს ქვემოთ მოსწყდა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. -ღმერთო, არა.-ცრემლები თავისით მომდიოდა, გულამომჯდარი ვტიროდი, ქეთი კი მაწყნარებდა. ყველა უბედურება ერთდროულად დამატყდა თავს. ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანის ბედი და მომავალი გაურკვეველი იყო. -ნინამ მიატოვა, საავადმყოფოშივე მიატოვა. გაეყარა და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად.-ქეთიც ტიროდა. -მე რა უნდა გავაკეთო? ტელეფონზეც არ მელაპარაკება.-ამოვიტირე. -უყვარხარ, თავად გამომგზავნა კანადიდან შენს დასახმარებლად. კლინიკა სულ რომ დაკარგო ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ლიზა და სოფო ერთად იყვნენო. კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, მცირე იმედი არის, არ იკეთებს ოპერაციას. შენ უკანასკნელი იმედი ხარ, შენ შესძლებ დაარწმუნო.-უკვე თხოვნის ტონით მეუბნებოდა ქეთი. -მე აქ უნდა ვიყო, ლიზასთვის უნდა ვიბრძოლო.-შევხედე ქეთის. -ისე არ გიყვარს, რომ ინვალიდის ცოლი გახდე.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქეთიმ.- დაგეხმარები და ლიზას ვერ წაგართმევენ, ანდრიას დავპირდი.-მითხრა და დალის სახლი დატოვა. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ლიზასთვის უნდა მებრძოლა, ცალკე გული ანდრიასკენ მიმიწევდა. მალე თბილისის საქალაქო სასამართლოდან უწყება მომივიდა, ზაზა ჩიოდა და ლიზაზე მეურვეობას ითხოვდა. ქეთი დაპირების მიუხედავად არ დამეხმარა და კანადაში დაბრუნდა. არ მინდოდა ქეთის შანტაჟს ავყოლოდი და ანდრიას გონებოდა, რომ დახმარების სანაცვლოდ ვიყავი მის გვერდით. ამიტომ მისთვის არც დამირეკავს, თავს მობილიზება გავუკეთე და თენგოსთან ერთად სასამართლოში გამოვცხადდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.