შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მიმატოვო (თავი 1)


29-11-2018, 20:07
ავტორი browsky
ნანახია 1 316

მირბოდა, მაგრამ არაფერი იცოდა ირგვლივ დატრიალებულ ამბავზე. ერთადერთი რაც მოძრაობის საშუალებას აძლევდა ეს თვით გადარჩენის ინსტიქტი იყო. ტრიალებდა ერთ ადგილას, ერთიდაიგივე გზას მეასედ ტკეპნიდა და ეს იცოდა, მაგრამ არ ეშვებოდა. აუცილებლად უნდა ეპოვა გამოსავალი, რაღაც უნდა არსებულიყო ისეთი, რაც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს, რაც სამყაროს დაუბრუნებდა და ყველაფერ არეულს მწყობრში ჩააყენებდა.
სხხეული ისე ჰქონდა დანამული თითქოს გაუმშრალებლად გამოსულიყო აბანოდან. შეეშინდა. მოვლენებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. ვერ ხვდებოდა მის თვალზებზე ცრემლების არსებობის მიზეზს, ვევრც სხეულის სისველეს უძებნიდა ახსნას და საერთოდ ვერ გაერკვია რა ჯანდაბა ხდებოდა ირგვლივ.
სწრაფად წამოდგა საწოლიდან, იატაკზე მიგდებულ ხალათი შემოიხვია წელზე და საპირფარეშოს მიაშურა. მალევე მიხურა ზურგს უკან კარი და ონკანის თავზე მდებარე სარკეს გაუსწორა თვალი.
ვერ იცნო.
საკუთარი თავი ვერ იცნო. ლამის სიგიჟის ზღვარს გადააბიჯა. ყველა კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდოდა და ეს აგიჟებდა. მისი თვალები ჩაწითლებული და ცრემლიანი იყო, ყელზე კი ნაიარევი ჰქონდა, რომელსაც ეტყობოდა რომ მის დაფარვაზე გულმოდგინედ ემუშავა ვიღაცას. ხელი ნელ-ნელა წაიღო ნაიარევისკენ, ეშინოდა ხელის შეხების. ბოლოს გაბედა, ნაზად დაადო ხელი ჭრილობას, თითქოს ახლახანს მიაყენესო, გველნაკბენივით მოიშორა ხელი და ფეხებში საშინელი სისუსტე იგრძნო.
ტვინში კადრები მზის სხივის სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. უცხო ადგილს ხედავდა, აქამდე რომ სადღაც ენახა და გადავიწყებოდა, ისეთს. ადამიანებსაც ხედავდა, გაურკვეევლი სამოსითა და ქცევებით. საუბარი ესმოდა, მაგამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ იგებდა.
კართან ჩამუხლულს ხელები მაგრად ჰქონდა საფეთქელზე მიჭერილი. ცრემლები კი ისევ დაუკითხავად ნავარდობდნენ მის სახეზე.
ჩაეძინა.
სააბაზანოს კართან ჩამუხლუს.
ან არ ჩაეძინა და უბრალოდ გაითიშა.
გონს მობილურის ზარმა მოიყვანა, რომელიც გაღვიძებისთანავე შეწყდა. ზანტად აიღო სხეული იატაკიდან. სულ გაეთბო გაყინული მეთლახი. დაბურული მოეჩვენა ყველაფერი ირგვლივ. თვალები მოიფშვნიტა და ნელ-ნელა გაიწმინდა გამოსახულებაც. ყველაფერი ტკიოდა, ყველა ძვალიც და კუნთიც.
ვერაფერზე ფიქრობდა, უკვე ტვინი აღარ ემორჩილებოდა, გადაღლილიყო.
თითქოს გადაიწვა და აღარ მუშაობდა
წამოდგა და საპირფარეშოს მოავლო თვალი. არაფერი შეცვლილიყო ირგვლივ, ყველაფერს თავისი პირვანდელი სახე ჰქონდა. ერთხანს ასე უყურებდა ყველაფერს. ალბათ ვერ გაიაზრა რამდენი ხანს იდგა გაუნძრევლად. გონს რომ მოეგო არეული ფიქრები უკუ აგდო და ოთახში შებრუნდა.
უცნაური სურნელი იგრძნო, ოღონდ უცნობი არა. დატკბა და დაიშაქრა, ლამის სულ შეისრუტა ოთახის ჰაერი. აგიჟებდა ეს სურნელი და აგიჟებდა მის გარშემო მყოფი გაურკვევლობა.
ყოველდღიურად რვა სათზე დაყენებულმა მაღვიძარამ დარეკა და ამან გამოარკვია ფიქრებიდან.
მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და ამას აუცილებლად გაარკვევდა, მაგრამ ახლა სამსახურში უნდა წასულიყო.
კარადა გამოაღო და აქაც ძველი სურნელი, უცნაური და ნაცნობი.
- ასე შეიძება გავგიჟდე.
ამოიოხრა და ხელით გაფანტა ცხვირწინ ჰაერი. სწრფად აიღო ჩვეული კლასიკური სამოსი და მოირგო ტანზე. ოთახიდან გასულს მისი მოახლე შეეფეთა კართან. შეშინებულმა წამოიკივლა და პირზე ხელი აიფარა, რომ ნელიც გაურკვევლობაში არ ჩაეგდო.
- რა დაგემართა შვილო?!
გაკვირვებულმა დააჩერდა გოგონას.
- არაფერი ნანა, უბრალოდ ცუდად მეძინა.. დღეს გვიან დავბრუნდები, ამიტომ შეგიძლია ვახშმის მომზადების შემდეგ წახვიდე.
სწრაფად ჩამოურაკრაკა ბავშვბობის ძიძას ყველაფერი და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია მეორე სართულის კიბე ჩაირბინა.
მანქანის გასაღებებიდან ერთ-ერთი აიღო, სახლს ბოლოჯერ მოავლო თვალი, იქნებ რამე უცნაურს წავაწყდეო, მაგრამ ყელაფერი ისე იყო, როგორც ადრე.
შავი ლამბორჯინი პირველი იდგა ავტომობილებს შორის.
შორიდანვე გახსნა მანქანის კარი დისტანციური პულტის საშუალებით და მალევე მოთავსდა მასში. ისევ ის სურნელი მოედო მის სასუნთქ სისტემას.
არ ეშვებოდა.
არ შოდებოდა.
სწრაფად დაძრა მაქნქანა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ნახევარი საათის გზა წუთებში გაიარა და ცათამბჯენის წინ გაჩერდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გასაღები იქვე მდგომ ბიჭს მიაჩეჩა. მამაკაცმაც თავი დაუკრა და მანქანისკენ გაეშურა. კარში შესვლის თანავე დაიწყეს იქ მყოფემბა მისალმება. თვითონ უბრალოდ თავს უკრავდა ყველას და არაეული ფიქრებით მიიწევდა ლიფტისაკენ, მალევე დაძრა და ცათამბჯენის ბოლო სართულის მიმართულება მისცა. გზაში რამდენჯერმა შეაყოვნეს სართულებზე, თუმცა დიდ ხანი არ დასჭირვებია.
კარის გაღებისთანაევე მოხდენილი ნაბიჯებით წავიდა საკუთარი კაბინეტისეკნ, ყველა ღიმილით ხვდებოდა ქალბატონს, ის კი ახლაც უბრალოდ თავის დაკვრით შემოიფაგლებოდა. კაბიეტში შესვლამდე მისმა თანაშემწემ გააჩერა
- დილამშვიდობის ქალბატონო ანა
- დილამშვიდობის დარია.
აქამდე შეკრული ბაგე გოგონათვის გახნს ანამ.
- დღეს ახალი სუნამოს პროექტზე მოვლიან ჩვენი მომვალი პარტნიორები.
- ვინ პარტნიორები?
გაკვირვება დაეტყო სახეზე
- მამათქვენს რამდენიმე დღის წინ გაუფორმებია ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან ქალბატონო ანა, რომლებიც ახალი სუნამოს პროექტის შესახებ გასასაუბრებლად მოვლენ დღეს.
კრძალვით ელაპარაკებოდა დარია ქალბატონს, რადგან ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი უღმერთო გაბრაზება უყვარდა ქალბატონს.
- კარგი დარია, შენ აქ დამელოდე.
სწრაფად უთხრა და მამამისის კაბინეტისკენ კარი მზის სხივის სისწრაფით შეხსნა.
- მგონი შენ ჩემი გაგიჟება გინდა და ამ ინტრიგებს ამიტომ ხლართავ
გაავებული ნაპერწკლებს ისვრიდა შავი თვალებიდან. მამაკაცი მალევე მიხვდა შვილის გაბრაზების მიზეზს , მაგრამ ასეთ შედეგს არ ელოდა.
- ანა დამშვიდდი და ხმას დაუწიე, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები.
გაბრაზება დაეტყო მამაკაცის ხმას.
- და მაინც ვის აკაკი ?! ვის ველაპარაკები-მეთქი
ირონია არ დააკლო გოგონამ
- შენ მე შემიწირავ შვილო, შემიწირავ
ხმა შედარებით რბილი გაუხდა მამაკაცს.
- შეგიწირავ დიახაც, ყველა წამს გაზღვევინებ ხომ იცი, არა ?!
- ასე არა შვილი, ასე არა.
- მითხარი, როცა სიმართლის თქმა გადაწყვიტე, ხომ იცოდი, რომ შურს ვიძიებდი?!
ანა პასუხს ელოდა, მაგრამ მამა ჯიუტდ განაგრძობდა დუმილს, არაფერს ამბობდა, ან იქნებ არც ჰქონდა სათქმელი რაიმე.
- ვიცოდი შვილო, ვიცოდი
დანანდებით ამოაყოლა მძიმე სუნთქვა სიტყვებს.
- ჰოდა, დამელოდე მამა, აღსასრული ახლოსაა.
ბოლო სიტყვები ზიზღით ჩაილაპარაკა და სრაფად დატოვა კაბინეტი.
- დარია შემოდი.
ოთახისკენ მიმავალმა სიტყვა დაუტოვა თანაშემწეს და ისიც წამებში მიჰყვა უკან.
- მოვლე თუ არა მაშინვე შემატყობინე, დაცვა გააფრთხილე წინასწარ დარეკონ შენთან. საკონფერენციოში ყველაფერი მოამზადონ და არცეთი შეცდომა არ დაუშვან .
თან დადოდა და მითითებებს აძლევდა გოგონას.
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეტყვით ქალბატონო ანა. თუ ყველაფერი გაარკვიეთ საქმეს შევუდგები
თავი დაუქნია ქალბატონმა და მინაში მომზირალმა თვალი გაუსწორა შეობებით ამოქოლილ ჰორიზონტს. ფიქრბდა მის ცხოვრებაზე, დილანდელ ამბავზე, მომავალ პროექტზე და ლამის ისევ გადაეწვა ფიქრები ტვინთან ერთად. ეგონა, რომ შეეძლო შურისძიება, მაგრამ ყოელთვის, როცა მამამისის ჩამქრალ თვალებს ხედავდა გული უკვდებოდა, თუმცა წარსული არ აძლევდა დავიწყების საშუალებას, მოგონებები კადრებად დაფრინავდნენ ანას თვალებში. ვერ ივიწყებდა, ან იქნებ არც აპირებდა დავიწყებას. მთელი საათი იდგა გახევებული და ერთ წერტილზე ჰქონდა თვალი გაშტერებული. კარებზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა ფიქრების სამყაროდან, შემოდითო ერთი დაუძახა და გრაფინიდან წყალი ჩამოისხა.
- ქალბატონო ანა, ისინი უკვე ლიფტში არიან.
- კარგი დარია, მალდლობა. საკონფერენციოში ვიქნები და იქ მოვიდნენ.
დარიას უკან გაყავა და საკონფერენციო დარბაზისაკენ აიღო გეზი. ყველაფერი ისე იყო, როგორაც მოითხოვა.
მაგიდის თავში მოთავსდა და სტუმრების მოლოდინში წინასწარი შეთანხმების პირობების კითხვას შეუდგა. რამდენიმე წუთში კარიც გაიღო და ორი მამაკაცი შემოვიდა დარბაზში. ანამ თვალები ცოტახნის შემდეგ მოაშრა საბუთებს და უკვე მაგიდასთან მისულ სტუმრებს ახედა. რაღაც ტექსტი ჰქონდა მომზაებული, წინასწარ დაწყობილი, მაგრამ დაავიწყდა. ადილზევე მოფიქრების ნიჭიც სადღაც გაუჩინარდა და მგონი მეტყველების უნარიც თან გაიყოლა. ერთადერთი რაც მოახერხა, ეს ფეხზე წამოდგომა და გამოწოდებულ ხელზე თავისის შეხება იყო.
თითქოს დენმა დაარტყაო, გველნაკბენივით მოაშორა უცნობის ხელს თავისი.
უცნაური ტკივილი იგემა გულმა.
წინ მდგომმა მამაკაცმა უცნაურად ჩააკვირდა მოღებული კაბიდან ყელზე მომზრალ ანას ნაიარევს, თითქოს თვალებით ეხებაო.
ანამ ყელი ოდნავ გვერდით გადახარა.
გონებაში ყველაფერი აერია, ვერ დააწყო და ერთმანეთს ვერ დაუკავშირა, მაგრამ ერთი ცხადი იყო, ორივე მამაკაცი ეცნობოდა, ტკივილმდე ეცნობოდა. ისე უნდოდა ეტირა, ლამის მოკვდა, მაგრამ ცრემლები არსად ჩანდნენ. ყველაფერი ერთმანეში აირია, აიზილა და გულზე მოეკიდა ანას, მაგრამ ერთი მზესავით ნათელი იყო
მამამკაცებთან რაღაც აკავშირებდა. რაღაც მაგიური და ეს კავშირი ძალიან მჭიდრო იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent