შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ ( მეორე ძარცვა) ნაწილი 2


29-11-2018, 21:50
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 347

დაბნეულობა...გაურკვევლობა, ემოციებს თავს ვერ უყრი ვერ აკონტროლებ. უკონტროლობის შემდეგ შიში გიპყრობს, სუსტი ვარ? ვერ ვუმკლავდები? თუმცა გონბაში და ფიქრებში ადგილს სხვა სადარდებელი იკავებს და ასე თანმიმდევრობით ცვლის სხვადასხვა აზრები ერთმანეთს. მაგრამ... თუ ერხელ მაინც დაუშვი შეცდობა, უპატიებელი შეცდომა ის ყოველთვის გემახსოვრება და მას არაფერი შეცვლის.

მენტორს მოამ ყველაფერი უამბო და მოიმიზეზა ოთახში უნდა ავიდე დავიღალეო, სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და საცვლების ამარა საბანში შეძვრა. ჩამავალი მზის სხივები რომელიც გარემოს მისი ძალებით ვეღარ ათბობობდა უკვე ფანჯრის რაფას გაცდომოდა, სისუსტე იგრძნო მოამ. რამოდენიმე აზრი ერთმანეთში ერეოდა. მალევე ჩაეძინა, თუმცა ტელეფონის ხმამ გამოაღვიზა. უცხო ნომერი იყო, გაუკვირდა თუმცა მალევე უპასუხა
- გისმენთ?
- იმედია არ გაცდენ მოა - ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე გამოფხიზლდა
- არა ნიკოლაი, უბრალოდ ჩამძინებია.
- ამ დროს მხოლოდ იმათ ძინავთ ვინ ძილს აღმერთებს, იცით მინდოდა მეთქვა რომ კვლავ მინდა თქვენი ნახვა - მოა სწრაფად ეძებდა პასუხს თუმცა მან კვავ განაგრძო - არ მინდა რომ ცუდად გამიგოთ, იქნებ წიგნის პრეზენტაციაზე წავსულიყავით?
- და რა წიგნის? - ჩაეცინა გოგონას, ჯერ ხომ მისთვის მსგავსი რამ არა უკითხავს
- მოდი დაიდუმლოდ შევინახავ. წამოხვალთ?
მოა დათანხმდა, შემდეგ მენტორს მოუყვა ნიკოლაის შემოთავაზება, ამ უკანასკნელმაც კი ღიმილით უპასუხა
- იმდენს უნდა მიაღწიო რომ სახლში დაგპატიჟოს ხომ ხვდები? - მოამ გაღიზიანდა თუმცა არაფერი შეიმჩნია
- მესმის მენტორო, მაგრამ თუ არ დამპატიჟა მაშინ...
- უნდა ეცადო მოა, შენ ძლიერი ხარ.
- მენტორო ამას მხოლოდ სიძილიერე ვერ უშველის ხომ გესმით? ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ძლიერია აზრობრივად... ჭკვიანიი
- მესმის და ძალიან მიხარია რომ ჭკვიანია
- გიხარიათ?
- რა თქმა უნდა. ჭკვიან ადამიანთან "ბრძოლას" ეს ჯობია. შენი აზრით რომელი უფრო აზარტული და სასიამოვნოა, ჭკვიან ადამიანთან შერკინება თუ უცნოდინერთან?
- ჭკვიანთან.
- კარგია რომ მიმიხვდი. მოგება უფრო კარგია მაშინ თუ ჭკვიანს ჯობნი.
სახლი თითქოს საცარიელდა, ყველა მიმოიფანტა. მხოლოდ ნიკოლასი იყო სამსახურში გამოიძახეს და სასწრაფოდ წავიდა. ჰანსი ჩამავალ მზეს ვერანდიდან უყურებდა, როდესაც მოა მიუახლოვდა თბილად გაუღიმა
- ასე ყოფნა არ შემიძლია. რაიმე საქმე მინდა მქონდეს, არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა...
- მესმის. ვიცი რომ ყველა მე მელოდებით, რაც უფრო სწრაფად გამომივა ყველაფერი
- გაჩუმდი. - ხელს, ხელზე კიდებს და უყურებს - სწრაფად არაფერი კეთდება, თუ იჩქარებ არაფერი გამოგივა.
- მეც მინდა სწრაფად დასრულდეს ყველაფერი...
- რატომ მოხდა რაიმე? - ჰანსი გაკვირვებით დააკვირდა
- არა, არაფერი. უბრალოდ ის უცხოა, მე კი მიჭირს მასთან საუბარი
- უცხო და საინტერესოს ნაზავია არაა? - გამომცდელად კითხა და ჩაიხითხითა
- ჰო, ეგრეც შეიძლება უთქვას.

ნიკოლაის შეტყობინებას კიდევ გადაავლო თვალი სადაც , მისამართი იყო მითითებული. თეთრი კაბა გაისწორა და შენობაში შეაბიჯა, ნიკოლაი დანახვისას გააჟრჟოლა და გაუღიმა.
- მშვენიერი ხართ მოა - კაცმა ხარბა მზერით შეათვალიერა მოა და ხელზე ეამბორა
- ოჰ მადლობა. ეს რა ადგილი? - შენობა როგორც გარედან ასევე შიგნიდანა ც თეთრი იყო, კედლებს კი ხელით ნახატი ულამაზესი თოლიები ამშვენებდნენ. წითელი კარიდან რომელიც ოთახში შედიოდა, ჩუმი ლაპარაკი გამოდიოდა.
- ეს გალერიაა. წამოდი შევიდეთ
- კი მაგრამ არ მეტყვი რა წიგნი?
- ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი" გაგიგონია?
- ელიფ შაფაქი რა თქმა უნდა, თუმცა ეს წიგნი არა.
- წამოდი...
წიგნის მოკლე და ამავდროულად გრძელი აღწერა სულში ჩასწვდა მოას. მონუსხა წიგნის შინაარსმა და სასწაულად მოუნდა მისი სწრაფად წაკითხვა, თუმცა ათ დღეში იქნებოდა გაყიდვაში. ნიკოლაი მთარგმნელ გოგონას ელაპარაკება შემდეგ კი მოას ხელს იღებს და მის გვერდით ჯდება
- აბა მოგეწონა აღწერა?
- რა თქმა უნდა, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ.
- " უსიყვარულოდ სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარად გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისგან მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყაროა, ხოლო შეყვარებული ადამიანი - ცეცხლის სული. სამყარო სხვანაირად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება". - მოა მონუსხული შეჰყურებდა კაცს, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. წარმოიდგიმა როგორი სასაცილო შესახედი იყო ეხლა.
- ეს?
- ეს წესია მეორმოცე. მე თურქულად ნაბეჭდი მაქვს წაკითხული.
- არაჩვრულებრივია...
- დიახ ნამდვილად.
- ჩაი გიყვართ?
- დიახ - გოგონა დაიბნა უეცარი თემის შეცვლით
- მაშინ დაკოს მომზადებული მწვანე ჩაი მოგეწონა
- დაკო?
- დიახ ჩემი მზარეულია. წამოხვალ ჩემთან? - მოას თვალები გაუფართოვდა არ ეგონა ესე სწრაფად თუ მიიპატიჟებდა ნიკოლაი მასთან. გული სიხარულით და შიშიც ჰქონდა სავსე
- არ ვიცი... - თქვა მოჩვენებით ყოყმანით
- გთხოვ სხვანაირად არ მიიღო ეს მიპატიჟება. უბრალოდ მინდა ჩემთან წამოხვიდე.
- კარგი, წამოხვალ.
ნიკოლაის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო რომელიც უფროსს მოწიწებით ელაპრაკებოდა. ოც წუთში დიდი ჭიშკარი გაიღო და განათებულ სივრცეში შეიჭრა მანქანა. ნიკოლაიმ თვითონ გაუღო მანქნის კარები და ხელი გაუწოა. მოა აღტაცებული უყურებდა გარემოს. ხეებით და ყვავილებით დამშვებულ ეზოს პატარა ლამპების შუქი ანათებდა, თავი სამოთხეში გეგინებოდა ასეთი სილამაზის მნახველს... ყვავილების ტკბილ და საამურ სურნელს გაემეფებინა ჰაერი. ნიკოლაის ხელს დააკვირდა რომელიც მჭიდროთ მოეკიდა მიას პატარა ხელზე. სახლოს კართან ორი მცველი იდგა, ნიკოლაი მათ მეგობრულად მიესალმა და ამ უკანასკნელებმაც ღიმილითვე გაუღეს სახლის კარი. სახლში დიდ მუზემს გავდა, გარშემო ნახატები და დეკორატიული ნივთები თვალში საცემი იყო. მოა ფიქრობდა, რამდენია აქ ორიგინალი? მოპარული? ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა, გონებაში ინახავდა ყოველ წერტილს. ნიკოლაიმ უთხრა დივანზე დაჯექი და მოვალო და სწრაფად ავიდა მეორე სართულზე. დაკლაკნილი კიბეები სახლის მარჯვნივ აუყვებოდა ზევით, მართლაც რომ სასახლეს გავდა აქაურობა. მოამ პატარა სარკე ჩანთიდან ამოიღი და წითელი კულულები ხელით გაისწორა. არ იცოდა რატომ თუმცა უნდოდა ლამაზად ყოფილიყო. ნიკოლაი მალე გამოცდნა, გამოეცვალა. ეხლა სულ სხვანაირი ახალგაზრდული უფრო ჩანდა. ნაცრისფერ სპორტულ შარვალზე თეთრი რბილო როლინგი იდეალურად უხდებოდა.
- წამოდი, სამზარეულოში შევიდეთ.
მიახლოვდნენ თუ არა სამზარეულოს მოას შიმშილისგან მუცელი ასტკივდა რადგან, საშინლად კარგი სურნელი ტრიალებდა.
- დაკო - სამოცწელს გადაშორებულ ქალს მიახლოვდა ნიკოლაი და შუბლზე ნაზად აკოცა, ქალმაც თმებზე სიყვარულით გადაუსვა ხელი.
- მოხვედი ნიკი? ხომ გშია? შენი საყვარელი... - მოას დანახვისას შაჩერდა და გოგონას თავიდან ბოლომდე დაუწყი ყურება.
- ეს მოაა, ჩემი მეგობარი, მინდოდა შენი გაკეთებუკი მწვანე ჩაი გაესინჯა.
- გამარჯობა - მოა ქალს მიახლოვდა და გაუღიმა.
- მელანდება ნიკი? - ქალი აშკარად გაკვირვებული უყურებდა ჯერ მოაა შემდეგ ნიკილაის.
- არა დაკო და შენნაირები არ გინდა რა...
- იცი შვილო უბრალოდ გამიკვირდა ნიკოლაის გვერდით ქალის დანახვა. მოდი, მოდი ჩაგეხუტო. - ხელები მოხვია და რომ მოშორდა ისევ საააკცირდა - ლამაზი ხარ. მაგრამ სუსტი ხარ ძალიან... დაჯექით გაჭმევთ
- შევჭამ თუ მოაც ისადილებს - ნიკოლაი მოას მომღიმარი სახით შეხედა
- შეჭამს აბა რას იზამს დაჯექით ეხლავე გავაწყობ სუფრას - ქალი გახარებული ტრიალებდა თან ორივეს აკვირდებოდა.
სადილობის შემდეგ ნიკოლაი ბუხარს თავისივე ხელებით აგიზგიზებს და მოას გვერდით ბუხრის წინ ჯდება.
- შენს სამსახურზე მომიყევი - ეკითხება მოა და ცეცხლის ახლს შეჰყურებს
- როდესაც მამა გარდაიცვალა ყველაფერი, ყოველი დეტალი ჩემი მოსაგვარებელი და წანსარმართი გახდა. მეშინოდა რომ თავს ვერ გავართმევდი, მეშინოდა იმისდამიუხედავად რომ ყოველთვის მზად ვიყავი კომპანიის სამართველად. მაგრამ ადამიანები ხომ ესეთები ვართ? დაბრკოლებას ვხედავთ თუ არა შიში მთელ სხეულს ყოველ უჯრედს ედება და სულიერად განადგურებს.
- მაგრამ შენ ხომ ყველაფერი გამოგივიდა?
- კი გამომივიდა, თუმცა დიდი ძალისხმების შედეგად.
- და ეხლა რაზე მუშაობ?
- შიში, სიყვარული, უსიყვარულობა. ერთ-ერთ კომპანიას სჭირდება მთავარ თემად.
- და შენ რას ფიქრობ ამაზე?
- სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია... ცხოვრებაზე და სიკვდილზეც უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სიკვდილს. თუ მოკვდება ის, ვინც გიყვარს, სიყვარული არ წყდება, ის გრძელდება. ეს ნათელია. მე არ ვიცი, როგორ მთავრდება სიყვარული. თუ დამთავრდა, ეს ნიშავს რომ ის სიყვარული არც ყოფილა. და შენ? გყვარებია ვინმე?
- არა, არც კი მჯერა ასეთი სიყვარულის... - ნიკოლაი მწვანე თვალებში ჩაკარგულმა წარმოთქვა სიტყვები.
- თუ არ გამოცადე, დამიჯერე ვერც მიხვდები. უსიყვარულოდ ადამიანი არ უნდა კვდებოდეს, ეს იგივია, კვდებოდე ღმერთის საჩუქრის გარეშე.
- არ ვიცი...
- ჯერ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ... ყველაფერი წინ გაქვს. - სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და გაუღიმა. ვერ ხვდებოდა მია რას გრძნობდა ამ წუთას. გაოცებას? გაკვირვებას თუ?
- უნდა წავიდე... - ამოილაპარაკა ბოლოს.
- რა თქმა უნდა. დრო ისე გავიდა ვერც კი მივხდი.
მოას მანქანამდე მიყვა და ხელზე ნაზად აკოცა.
- სასიამოვნო იყო დროის შენთან ერთად გატარება. იმედია მალე შევხვდებით.
დაემშვიდობა და ხელებ აკანკალებულმა დაქოქა მანქანა, გზაში ცრემლებისახეს უსველებდა თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ.
- ამ დრომდე სად ხარ? - ეზოში მდგომი ნოე სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგონას.
- იცი სადაც. რა არის?
- იცი რომელი საათია? - ყელში ამომივიდაო გაიფიქრა მოამ და გვერდი აუარა გაკვირვებულ და გაბრაზებულ მეგობარს რომრომაც გაუგებრად ჩაილაპარაკა რაღაც.
- მოა მოდი ვილაპარაკოთ - მენტორი დივანზე იჯდა და ახალ შემოსულ მოას ხელის მოძრაობით უთხრა დაჯექიო.
- ეხლა არა, ოღონდ ეხლა არა.
კიბეები სწრაფად აიარა და ოთახში შევიდა, კარები გადაკეტა და ჩუმი ტირილი ამოუშვა. სამყარო შეიძება ყოველ წამს გადატრიალდეს, ტიროდე თუმცა ვერ ხვდებოდე რა გატირებს, გულის ნადები ყელში გახჩობს და სამყაროს იმ ფერებში ხედავ რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაგენახა.



№1  offline წევრი Liziko27

როგორ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.;*;*

 


№2  offline წევრი Elea_Nora

გაააად! მოიცა, მოიცა რააა? არაა სიურპრიზების ოსტატი ხარ! ეხლა მოიცა მოას გრძნობები ნიკის თუ ნოეს მიმართ აქვს, თუ ორივეს მიმართ. არაა რა აი ძაან მაგარი რომ ხარ მაგას წყალი არ გაუვა. უსაზღვრო ფანტაზია, რომელსაც მარტივი ენით და უბადლოდ გადმოსცემ და მიგაქვს მკითხველის გულთან ის გრძნობები და განცდები რასაც პერაონაჟები განიცდიან. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები და ვერც მივხვდები რას გეგმავ ან რას აპირებ და მაგის გარკვევას არ დავიწყებ, უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაველოდები.
აბა ჰეე!
P.S. უმაგრესი ხარ!

 


№3  offline მოდერი Tamta.k

Liziko27
როგორ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.;*;*

მიხარია რომ მოგწონს❤️❤️

Elea_Nora
გაააად! მოიცა, მოიცა რააა? არაა სიურპრიზების ოსტატი ხარ! ეხლა მოიცა მოას გრძნობები ნიკის თუ ნოეს მიმართ აქვს, თუ ორივეს მიმართ. არაა რა აი ძაან მაგარი რომ ხარ მაგას წყალი არ გაუვა. უსაზღვრო ფანტაზია, რომელსაც მარტივი ენით და უბადლოდ გადმოსცემ და მიგაქვს მკითხველის გულთან ის გრძნობები და განცდები რასაც პერაონაჟები განიცდიან. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები და ვერც მივხვდები რას გეგმავ ან რას აპირებ და მაგის გარკვევას არ დავიწყებ, უბრალოდ მოვლენების განვითარებას დაველოდები.
აბა ჰეე!
P.S. უმაგრესი ხარ!

შენ ხარ უმაგრესი და სასწაული! აი არ ვიცი როგორ ავღწერო როგორი მადლიერი ვარ რომ მუდამ ჩემს გვერდით ხარ. მადლობა შენ!❤️

 


№4  offline წევრი Liziko27

კარგია მართლაა კარგია;*;* სიყვარული არვიცი მაგრამ ვფიქრობ მიხვდა რამდნეად სხვასამყარო შეუქმნათ აღმზრდელმა.. სწავლა მეგობრები სითბო ..გარეთ გასვლამ სულ სხვანაირად დანახა ცხოვრება... ველი მომდევნო თავს.????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent