შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ (მეორე ძარცვა) ნაწილი 1


23-11-2018, 02:02
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 362

- ესეიგი ვიღაც ნიკოლაის ესაუბრე? - მენტორი ყველაფერს თანმიმდევრობით აანალიზებს და მოას გაფითრებულ სახეს ყურადღებით აკვირდება
- როგორ კოლექციონერი ისე გამეცნო, ცოტათი დავეჭვდი თუმცა ამას ვერც კი ვიფიქრებდი მენტორო.
- დარწმუნებული ხარ რომ ნახატი მან მოიპარა? - ლაპარაკში ნოე ერთვება
- არ ვიცი, თუმცა ის ჩვეულებრივ კოლექციონერს არ გავდა
- თუ დარწუნებული არ ხარ, ვერც ვერაფერს ვიზამთ - მირა ფეხზე დგება და ბოლთას ცემს
- მე არ დამინახავს როგორ მოიპარეს! მაგრამ გეუბნებით რაც მითხრა - მოა აშკარად ღიზიანდება მირას სიტყვებზე და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის
- დამშვიდდით, მოა სახელი გვარი ზუსტად გახსოვს?
- კი, ნიკოლაი პეტროვა.
მიტკინი დგება და ლეპტორს ხსნის.
- რასაკეთებ?
- ეხლავე გავარკვევ ვინ არის. აი ვნახე, ნიკოლაი პეტროვა ცნობილი ბიზმესმენის ანდრეი პეტროვას ერთადერთი მემკვიდრეა, მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა დედა კი ნერვიულობას მალევე გადაჰყვა. მამის ქონებით მას სახლი აქედან ერთი საათის სავალზე და კომპანია დარჩა რომელიც რეკლამებს სხვადასხვა კომპანიისთვის ქმნიან. აი სახლის ფოტოც - ყველამ ნოუთბუქის ეკრანს დაუწყო ყურება. უზარმაზარი სახლი ეზოთი და ბევრი დეკორული გაფორმებით ნამდვილ სასახლეს გავდა, ორ სართულიანი თეთრი სახლი ისეთივე ლამაზი იყო როგორც ეზო.
- ამის დედაც, აი ეს არის სახლიი - ჯონი ემოიციებს ვერ მალავდა.
- მოა - მენტორი მოასკენ ტრიალდება და ცოტათი დამშვიდებული სახით ყველას ანიშნებს დასხედითო - რადგან დღეს არაფერი გამოგვივიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენით არ ვამაყობ, ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. კამერებმა თქვენი სახე ვერ დაინახა და ეს მშვენივრად შეძელით. ეხლა კი გისვამთ დასკვნით შეკითხვას, მზად ხართ ნახატის დასაბრუნებლად?
- მაგრამ მენტორო... როგორ? - ჰანსი აშკარად გაკვირვებული ჩანს
- ამ კაცს აშკარად სახლში აქვს დამალული ნახატი...
- დიახ მენტორი მართალია, მან მითხრა რომ რას არ მისცემდა ნახატს თავისი სახლის კედლები რომ დაემშვენებინა - მოა თვალებ დახუჭული ლაპარაკობს გეგინებათ ყოველ დეტალს იხსენებსო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ეს ამბავი წლების წინ იყო და არა რამოდენიმე საათის წინ
- ყველაფერი აშკარაა. მოა ეხლა მთავარი როლი მეორე ძარცვაში შენ გექნება
- მე? - მოა გაოცებას ვერ მალავს
- დიახ ძვირფასო შენ.
- რის თქმას ცდილობთ?
- სატყუარა უნდა იყო, უბრალოდ ჯაშუში.
- მე ამას როგორ შევძლებ?
- ყველაფერს აგიხსნი მანამ კი ჰანსი და მირა თქვენთვის დავალება მაქვს, მინდა რომ ნიკოლაი პეტროვას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალოდ, მაინტერესებს სად წავა, ვის ნახავს და აშშ...
- მე ამასთან ერთად არ წავალ - ამბობს ჰანსი და მირაც უყურებს, შემდეგ მენტორის მკაცრ გამოხედვას ამჩნევს და დანებებული აქნევს თავს
- მიტკინი მისამართს გეტყვით სახლის და დაიწერეთ.აი აიღე ჰანსი გასაღები მანქნის, ეხლავე წადით გზაში იყიდეთ საჭმელი რამე. დრო არ გვაქვს. ჰანსის და მირას წასვლის შემდეგ მოა მენტორის წინ ჯდება
- რომ არ გამომივიდეს?
- მოა, პირველად რომ შემოგიყვანა ბავშთა სახლის დირეკტორმა კაბინეტში ხელები სილით გქონდა სავსე, შემდეგ რომ გითხრეს ყველაფერი თვალები აგემღვრა, ვიფიქრე წამოსვლა არ უნდა თქო ამიტომ მოგიახლოვდი მუხლებზე დავდექი და გკითხე არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? რა გატირებ თქო? შენ კი იცი რა მიპასუზე, თქვენ ისე სუფთად გაცვიათ სილა ეზოში არ გექნებათო... - ორივეს ეცინება და მენტორი თმაზე ხელს უსმევს - სახლში რომ მოვედი ერთი დიდი შეკვრა სილა ვიყიდე და წამოვიღე,სახლის უკან დავყარე. რომ მოხვედი პირველ რიგში ეზო დაათვალიერე და ლოყაზე მაკოცე სულაც არ ყოფილხარ სუფთაო მითხარი და სილისკენ გაიქეცი. მოა... ვიცი რომ გამოგივა, უბრალოდ უნდა მოახერხო სახლში შესვლა და დამტკიცება არის თუ არა ნახატი იქ, რამდენი ადამიანი იცავს სახლს. რამოდენიმე დღე მოგიწევს თამაში - მოა ხელს კიდებს მენტორს და ლაპარაკს აწყვეტინებს
- თანახმა ვარ, ვიცი რომ გამომივა.- თვალებამღვრეული პასუხობს და მენტორს ეხვევა.

ძილი დიდი ხანი არ მიკარებიათ არცერთს, ყველა ერთად შემოსასვლელში დიდი მდინავზე იჯდა და ახალ ჩაძინებულებს კარების ხმამ გამოაფხიზლა. ჰანსიმ და მირამ დაღლილი სახით შეაბიჯეს ოთახში. მენტორი სწრაფად ადგა
- ყავას გავაკეთებ გამოსაფხიზლებლად და ვილაპარაკოთ.
შემოდგომის მიუხეავად გარეთ საამური ნიავი უბერავდა, გატიტვლებული ხეები და უძრავად იდგნენ კუთვნილ ადგილას. მენტორმა ყავა ყველას ჩამოურიგა და ეზოს ხის სკამზე მოთავსდა.
- აბა გოგონებო გისმენთ.
- მოა დაგავიწყდა თმა რომ ის კაცი ძალიან სიმპათიურიაა - მირა იცინის და მალევე ჩუმდება
- კარგი, სახლის გარე კარებთან ორი დაცვა დგას, შიგნით რა თქმა უნდა არ ვიცით რამდენი. ნიკოლაი ერთი ქუჩის კუთხის კაფეში ყოველ დღე დადის ყავის დასალევათ როდესაც სამსახურში შესვენება იწყება.
- ზუსტად ეგ მინდოდა, მოა კაფეში დახვდება. იმედია გიცნობს და გამოგელაპარაკება თუ არადა შენ მოგიწევს ამის გაკეთება
- ეს დრამა და პაემნები სავალდებულოა? - აშკარად გაღიზიანებული ნოე, ჯერ მოას შემდეფ კი მენტორს უყურებს.
- სავალდებულოა, ნიკოლაის რომ არ მოწონებოდა მოა არც გამოელაპარაკებოდა.
- როდის უნდა წავიდე?
- ეხლა დილის ექვსი საათი, ორისკენ მიდის კაფეში. - ჰანსი მაჯის საათს დაჰყურებს შემდეგ მოას
- წავალ მოვწესრიგდები.
კიბეებს მიუყვება და ფიქრობს რა ჯანდაბაზე უნდა ელაპარაკოს ამ კაცს, ჯერ ხომ გამოცდილება არ ჰქონია როგორ მოხიბლოს მამაკაცი? ნოეს ხმა ოთახის ზღურბლზე აშეშებს და დაღლილი სახით უყურებს ბიჭს
- ამის გაკეთებას მართლა აპირებ? - ნოე უახლოვდება
- რის გაკეთებას ნოე?
- იმ კაცის დაკერვას თუ რა ჯანდაბაცაა?
- დიახ ვაპირებ! და შენ რაა?
- არაფერი რაც გინდა ის ქენი!
- ძალიან კარგი, წავედი წყალი უნდა გადავივლო. - კარებს ძალით კეტავს მთელი ძალით და გაბრაზებული უცქერის თავის თავს სარკეში. რა სჭირს ნოეს? არ მოწონს მისი ესეთი დამოკიდებულება, ეჭვიანობა და სცენები. მოენატრა ის მეგობრული ნოე რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყო, თუმცა ეხლა ყველაფერი აირია და შეიცვალა, ყველაფერი.

საათს უყურებს უკვე თორმეტი ხდება, ათზე გაეღვიძა და ერთი საათი სააბაზანოდან არ გამოსულა. კარადა გამოაღო და პირველად ვერ მოიფიქრა რა უნდა ჩაეცვა... კარებზე კაკუნის და ჰანსის ხმამ გულიდან დიდი ლოდი მოუხსნა
- შემოდი, არ ვიცი
- რა ჩაიცვა? ესეც ვიცოდი, მოიცა მე აგარჩევინებ. - მენტორი ორ თქვეში ერთხელ ატარებდა ტანსაცმლის და საჭირო ნივთების საღიდლად მოზარდებს, ფულს არასდროს ინანებდა მათთვის...
- აი ეს ჩაიცვი და ეს ჩემი ფეხსაცმელი - ჰანსი ლოგინზე თანმიმდევრობით დებს ნაჭრის მოკლე ქვედაბოლოს რომელიც წინ ღილებით იკვრება და შავ როლინს, ყავისფერ ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელს. მოა სწრაფად იცმევს და სასიამოვნოდ გაოცებული რჩება როდესაც ყველაფერი მოუხდა. წითელ თმას უბრალოდ იშრობს და ოდნავ ხვეულ იტოვებს. ყავისფერ ტუჩსაცს ისმევს და წითელ პატარა ჩანთაში საჭირო ნივთებს დებს.
- ნიკოლასის მანქანა წავიყავო? მერე შენ არ გჭირდება ნიკოლას? - ეკითხება მოა და გასაღებს ართმევს
- არა, უფროსმა მე თვითონ დაგირეკავო ასე რომ ვისვენებ.
- ოუ გამოგაგდეს პოლიციელო? - ჯონი იცინის
- მოკეტე. სამ წლიანი კონტრაკტი მაქვს და კარგი სახელიც ასე რომ არა!
- გეყოფათ,წარმატებები ძვირფასო. - მენტორი შუბლზე კოცნის - და ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა მენტორო - მოა თვალს ავლებს თითვეულს და ნოეს რომ ვერ ხედავს დანანებით იქნევს თავს, შემდეგ კი მანქანას ქოქავს ნიკოლაისთან მიდის.
პარკინგზე აჩერებს მანქანას, სწრაფად უახლოვდება ქუჩის კუთხის კაფეს სახელად " ფენიქსი " ჰარი პოტერი ახსენდება და ეღიმება. კაფე მყუდრო და ლამაზია, კუთხის ცარიელ მაგიდასთან ჯდება და მაჯის საათს უყურებს, ზუსტად ორი საათია. კრუასანს და მწვანე ჩაის უკვეთავს, გამჭვირვალე მინიდან კი ხალს აკვირდება. წამიერად ფიქრობს როგორი იქნებოდა მასაც რომ ყოლოდა ოჯახი? ბევრი მეგობარი ეყოლებოდა? ამ ფიქრებში უცებ მამაკაცის ნაცნობ სახეს ხედავს რომელიც მანქნიდან გადმოდის და კაფისკენ იღებს გეზზს, მინას თვალს წყვეტს და მიმტანს მადლობას უხდის. ნიკოლაი კაფეში გაშინაურებული შედის, ყველას ესალმება. ყავას და კრუასანს უკვეთავს. მოა კი ვითომ აქაც არაფერი ჩაის გემრიელად აგემოვნებს, ბოლომდე ცლის და ძალი ხმამაღლა უძახის მიმტანს რაზეც ნიკოლაი უყურებს თუნცა მოა ცდილობს მის მწვანე თვალებს მზერა აარიდოს და არაფერი შეიმჩნიოს. ორ წუთში ვიღაც ყავას დებს მის მაგიდაზე და მოაც თავს წევს.
- ნუთუ ეს თქვენ ხართ, მოა? - კაცი გაოცებული ჩანს და მის წინ ჯდება
- ბატონო ნიკოლაი?
- ოჰ ძვირფასო არ გვინდა ოფიციალურად. გამიკვირდა თქვენი დანახვა, თუ დამიჯერებთ ბოლო წამამდე არ მჯეროდა. - მოა თავაზიანად უღიმის კაცს, ისევ ისე გევნებიანად ჩაცმულს და მოწესრიგებულს.
- მეც გამიკვირდა თქვენი დანახვა.
- ეს ჩემი საყვარელი კაფეა. ჯერ არ შემიმჩნევიხართ აქ, დადიხართ ხოლმე?
- არა ამ ქუჩაზე გამოვიარე და შემთხვევით დავინახე ეს კაფე, სახელმა კი უფრო დამაინტერესა.
- ოჰ დიახ, ფენიქსი. ფრინველი რომელიც კვდება და ცოცხლდება
- დიახ დიახ! გემრიელი ჩაი და კრუასანებიცააქვთ...
- აი ეგ საფირმო ყავა გასინჯეთ უგემრიელესია, თუ მოგეწონათ დამიჯერეთ ვერ მოეშვებით, მეც ასე შემითრია - მოა ეს ყლუპს სვამს და საამური გემო ეყვრება პირში
- დიახ ნამდვილად მართალი ხართ!
- მიხარია რომ მიგწონთ მე კი მოხარული ვარ რომ ისევ გიხილეთ...
- ასევე.
- იცით ერთი ჩვევა მაქვს თუ ადამიანს ერთხელ გამოველაპარაკე ის სამუდამოდ რჩება ჩემს გონებაში...
- რიგორც წიგნი არა? მე კი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვარ ეგრე
- მოდით თუ გამოიცნობთ ჩემს საყვარელს წიგნს?
- " ქარწაღებულნი" ? - მოა სწრაფად ამბობს და ვერც კი ხვდება რატომ
- ღმერთმანი, დიახხ! როფორ მიხვდით?
- არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ ორ წუთიანი ლაპარაკის დროს ახსენეთ ჩემთან.
- როგორი მიხვედრილი ხართ - მოას გულში მწარედ ეცინება, სწორედ ამ მიხვედრილობამ დაგღუპათო ფიქრობს გულში.
- და რას ფიქრობთ მისის ო'ჰარაზე? - ლაპარაკს აგრძელებს ნიკოლაი
- მისის ო'ჰარა ძლიერი ქალი იყო და დამოუკიდებელი. ქალის ყველა ძლიერი თვისება გააჩნდა.
- სწორი შეფასებაა. თუმცა ცუდ ადგილას, არასწორი სიყვარული აირჩია.
- დიახ, თუმცა მას არ უყვარდა. უბრალოდ ესე ეგონა
- გეთანხმებით, ადამიანები ასე ვართ უბრალოდ გგვგონია რომ რაღაც ვიცით ან ვიღაც გვიყავრს თუმცა ყველაფერი ილუზია აღმოჩნდება - მოა ფიქრობდა როგორი კარგი მოსაუბრე იყო პეტროვა თუმცა რა იმალებოდა მასსში, მაგრამ ადამიანის ყველაზე ძლიერი თვისება ხომ ესაა. სულიერად ძლიერი და იდუმალი იყო, სხვას კი ეს არ დაანახო, რადგან საჭირო დროს ის ყველაზე დიდი იარაღი აღმოჩნდება...
- თქვენზე რას მეტყვით მოა, მე თქვენი ასაკიც კი არ ვიცი
- ოცი წლის ვარ - მოამ ორი წელი სწრაად მოუმატა მის ასაკს რადგან თვრამეტი წელი ეცოტავა
- თქვენზე რვალი წლით დიდი ვარ, ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ხართ - მოა გულში ზეიმობდა კაცის ამ სიტყვებს და მოსწონდა რომ ვიღაც ლამაზსს ეძახდა
- ოჰ მადლობა. თქვენ კი უფრო ბრძენი ხართ ასაკთან შედარებით - კაცმა გადაიხარხარა
- ბრძენი? უფრო ნასწავლი, მთელი ცხოვრება სწავლას მაძალებდნენ ბოლოს მეც შევეჩვიე.
- ეს ხომ კარგია?
- ყველაფერი ზომიერად. ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?- მოა დაიბნა მაგრამ არ შემჩნია
- არა ბიძასთან ერთად, მშობლები გარდამეცვლა. თქვენ?
- მეც გარდამეცვალა... მაგრამ მე მარტი ვცხოვობ - კაცს სახეზე ტკივილი დატყო რაზეც მოა ცოტატი აღელდა
- ალბათ რთულია მარტო ცხოვრება.
- თავიდან კი, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა...
კიდევ ილაპარაკეს ცოტახანი შემდეგ მოამ ბოდიში მოუხადა მეჩქარება უნდა წავიდეო. ნიკოლაიმ ნომერი ჩაიწერა და ქალი გააცილა. მოა ძალით წამოვიდა რადგან კაცს კიდევ ჰქონოდა მისი ნახვის სურვილი. არადა წამოსვლა სრულებით არ უნდოდა... პირველად მოეწონა ვინმესთან დიალოგი ასე. მანქანა დაქოქა და ღიმილით გაუყვა გზას.
- ოჰ ნიკოლაი, ცუდ ადგილას არასწორ დროს გაგიცანი... - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიჩქარეს მოუმატა.



№1  offline წევრი nina kupradze

ამას რას ხედააავს ჩემი თვალებიიი, სასწაულიააა!❤️

 


№2  offline წევრი Elea_Nora

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია! ნეტა მოას გრძნობები ხომ არ გაუჩნდება ნიკოლაის მიმართ? იმედია არა, რადგან ჩემ ნოეს ვერავინ ვერ შეცვლის. არ ვიცი როგორ წავა მოქმედება ვერც კი ვხვდები. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ერთ შენიშვნას მოგცემ მდივანი არა დივანია სწორი ფორმა მდივანი ოფისში მომუშავეა, დივანი კი სავარძელი საერთოდ ვერ ვიტან ასეთ შეცდომას რომ უშვებენ, მაგრამ შენ გაპატიებ დიდი და გემრიელი თავი რომ მოგვართვი.
აბა ჰე და წარმატებები!

 


№3  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ამას რას ხედააავს ჩემი თვალებიიი, სასწაულიააა!❤️

დიდი მადლობაააა❤️❤️❤️

Elea_Nora
როგორც ყოველთვის ძალიან კარგია! ნეტა მოას გრძნობები ხომ არ გაუჩნდება ნიკოლაის მიმართ? იმედია არა, რადგან ჩემ ნოეს ვერავინ ვერ შეცვლის. არ ვიცი როგორ წავა მოქმედება ვერც კი ვხვდები. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ერთ შენიშვნას მოგცემ მდივანი არა დივანია სწორი ფორმა მდივანი ოფისში მომუშავეა, დივანი კი სავარძელი საერთოდ ვერ ვიტან ასეთ შეცდომას რომ უშვებენ, მაგრამ შენ გაპატიებ დიდი და გემრიელი თავი რომ მოგვართვი.
აბა ჰე და წარმატებები!

მართალი ხარ უბრალოდ გავითიშე ღამის სამ საათზე რომ შემემოწმებინა. მიხარია რომ ისევ აქ ხარ❤️

 


№4  offline წევრი ნორმი

ვაუ ნამდვილად კარგი იყო.
სიტყვები არ მყოფნის ისეტ იყო.
წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№5  offline მოდერი Tamta.k

Farvana
ვაუ ნამდვილად კარგი იყო.
სიტყვები არ მყოფნის ისეტ იყო.
წარმატებები!

მადლობა, კვლავ ჩემთან ხარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent