შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰორორ-თავგადასავალი ) თავი 1


29-11-2018, 21:54
ავტორი ველზევული
ნანახია 891

ჰეი გამარჯობა! მგოი დრო მოვიდა ერთმანეთი გავიცნოთ... მე ველზევული ვარ... ვინ ვარ? არა საყვარელო შეკითხვა არასწორია... მე ვარ რა და არა ვინ. მე ის ვარ რისიც ყველაზე მეტად გეშინია. დიახ! მე თავად შიში ვარ.
მე ვარ ყველა ფობია, ყველა ჰალუცინაცია, ყველა შეჩერებული გულისცემა და ყველა ამოუსუნთქავი ამოსუნთქვა.
მე ყველაზე საშიშ ადგილას ვბინადრობ, შენს თავში, შენს ფიქრებში. შენ კი საწოლის ქვეშ მეძებ. მე იქ ვარ. საწოლის ქვეშ, ფარდის უკან, სარკეში, შენს კარადაში, ფანჯარაში. მე ყველგან, ყოველთვის იქ ვარ სადაც შენ ხარ. შენი ჩრდილი ვარ. შენთან ვარ არამხოლოდ ღამით და არამხოლოდ მაშინ როცა მარტო ხარ... არა! მე დაბადების პირველივე წამიდან, სიკვდილის ბოლო წამამდე შენში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული და ვიკვებები შენი ყველაზე საშიშ გამოცდილებებით და ფანტაზიებით.
ო შენი ფანტაზია... ეს ხომ გადასარევი რამაა... ერთი კარგი წიგნის დაწერა შეიძლება შენს შიშებზე და მოჩვენებებზე.
საწოლის ქვეშ წითელთვალება, კუპრივით შავი, გრძელხელება, ბრჭყალებიანი მონსტრი წევს, რომელიც როგორც შენ გეჩვენება დროდადრო ტოვებს კომფორტის ზონას და ოთახში დადის.
...და ის პატარა გოგონა? რომელიც ხან ნაზად გიბერავს ცხვირზე სულს, ხან კი გაბრაზებით ფეხს ურტყამს შენს საწოლს და ისე აზანზარებს მას რომ გგონია მალე შენ დაგიშენს გამწარებული წიხლებს და თვალებს ხუჭავ მთელი ძალით რომ შემთხვევით არ გაგეხილოს და ეს პატარა არსება არ დაინახო საწოლთან, ეს ხომ ნამდვილი ფსიქოლოგიური ტრავმა იქნება შენთვის.
ისიც გავიხსენოთ პატარა, კაპიშონიანი ცულით ხელში სიბნელეში რომ გიყურებს, გინდა გაინძრე, იყვირო, მაგრამ არა! ჰაჰაჰა ამის უფლებას არ მოგცემ, მეტიც დღეს შენ ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ ეს სილუეტი შენი გონების ყველა ნაპრალს მოიცავს და ტკბილი ძილისას სიზმარში მოგევლინება. შენ ეს კარგად იცი და ამიტომ არ დაიძინებ ან მხოლოდ გამთენიისას როდესაც ოთახი განათდება მხოლოდ მაშინ გაახელ მაგრად დახუჭულ თვალებს იმედით რომ ოთახში შენს გარდა არავინაა და მხოლოდ ყველა კუნჭულის დათვალიერების შემდეგ მისცემ თავს უფლებას დაიძინო ის საწყალი 3 საათი რაც დაგრჩა მაღვიძარას დარეკვამდე.
ის ხერხიანი კაცი... მხოლოდ მისი ხერხის ბჟუილი რომ გესმის და სახეს კედლის მხარეს აბრუნებ მაგრად დახუჭული თვალებით და ელი როდის მოგაჭრის რომელიმე კიდურს. ამის გამო ზამთარ ზაფხულ გადასაფარებელში გახვეულს გძინავს, ნამდვილი პარანოია გჭირს. ასე გგონია ყველა საშინელებათა ფილმის გმირი შენი ოთახის ბინადარია. არა ისინი არ არიან საშიშები საყვარელო. საშიშ შენი გონებაა, შენი ფანტაზია და შენი შიშებია საშიში.
სიბნელე რას იტყვი? შენ ხომ ის ასე გძულს, გეზიზღება. ისტერიკამდე მიყავხარ ბნელ კორიდორს. ოხ ეს სიბნელე და მისი ამოუცნობი ზომის და ფორმის ბინადარნი და პლუს ამას დიდი სარკე გზად. ფარანს ანთებ და სარკეს სწრაფად ჩაუვლი იმის შიშით რომ არაფერი დაინახო, მხოლოდ ცალი თვალით გახედავ შეუჩერებლად და სწარაფად გაივლი დარჩენილ კორიდორს იმაზე ფიქრით რომ სარკიდან გადმოსული სტუმარი უკან მოგყვება. ცდილობ მისი ნაბიჯები მოისმინო. უეცრად ოთახიდან გიტარის ხმა გესმის. იმ გიტარის რომელზე დაკვრაც არ შეგიძლია უბრალოდ გიდევს. ცივი ოფლი გასხავს შენი ოთახი ხომ ცარიელია. ვინ უკრავს მაშინ გიტარას ასე ლაღად ღამის 3 საათზე შენს ოთახში.
...ღმერთო რა აღარ იფიქრე სანამ არ აღმოაჩენდი რომ ეს შენი მეზობელი ყოფილა.
ძილის წინ ყავა კარგი აზრია. ხო, ჯობს არ დაიძინო. რა იცი, იქნებ არც გაგეღვიძოს მომდევნო დილით ან ძილში გული გაგიხეთქოს რომელიმე შენმა მეგობარმა ოთახში რომ შეიკედლე იქნებ შიშით თავად მოიკლა თავი.
მმმ... საინტერესოა შენთან საუბარი და ყველაფრის გახსენება.
როგორ არ გიყვარს ღამით კიბეებზე სიარული იმის ფიქრში რომ სრულიად დაუცველი ხარ. როგორც წინიდან ასევე ზურგიდან, სრულ სიბნელეში მითუმეტეს მას მერე რაც შენმა ევჭვიანმა მეზობელმა ცოლის საყვარელი მოკლა. ამ სართულს განსაკუთრებით სწრაფად ჩადიხარ. გეშინია ყველაფრის, რაც მოძრაობს და რაც არ მოძრაობს. შენ შენი ჩრდილისაც კი გეშინია. და იცი რა? მართალი ხარ... უნდა გეშინოდეს! რადგან შენ არასდროს ხარ მარტო!!!
სიყვარულით ველზევული.
შენი გონების ჯურღმულებიდან )



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვაუ joy joy
საინტერესოა

 


№2  offline წევრი ველზევული

ჰაიკო
ერთი შეკითხვა მაქვს: ველზევული რას ნიშნავს? ალბათ "ბელზებელს" გულისხმობ ხომ?


ინგლისურად სახელი იწერება Beelzebub ქართულ წყაროებში ველზევულადაა ნათარგმნი )

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

1. რას ნიშნავს ველზევუელი??
2.ეს ისტორია ნამდვილია თუ მოგონილი?

მადლობა ყურადღებისათვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent