სუროგატი (დასასრული)
-თენგო ხელშეკრულების მეორე პირი ზაზას აქვს, კლინიკიდან გამოუთხოვია.-თენგოს ვუთხარი ქეთის მონაყოლი. -ეს ცუდია. -სევდიანად ჩაილაპარაკა თენგომ. მეგონა ის მაინც მომცემდა რამე იმედს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ საქმე ძალიან ცუდად მიდიოდა.-არ ინერვიულო გთხოვ, ყველაფერს გავაკეთებთ და გავასაჩივრებთ. შანსი აქვს, რომ მოიგოს სასამართლო და ამას უნდა შეეგუო. -თენგო გთხოვ იღონე რამე, ყველფერი უნდა ვცადოთ. ლიზას ვერ გავატან, ჩემს ტკივილს არ ვჩივი, ბავშვი დაიტანჯება, მოსამართლეს თუ გული აქვს არ უნდა დაგვაცილოს. -დედე მოტ*ლი ხელშეკრულებებია. ვიცი რასაც წერენ, მქონდა მსგავსი შემთხვევადა მაინც წაართვეს ბავშვი დედას.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თენგომ. -ისე მოვაწერე ხელი არც კი წამიკითხავს.-ამოვიტირე. -მესმის, დაწყნარდი და იმ არამზადას შენი ცრემლები არ დაანახო.-თმაზე მომეფერა თენგო. -კარგი მშვიდად ვარ.-ცრემლები მოვიწმინდე და მანქანიდან გადავედით. მოსამართლემ ერთი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება, ველოდებოდი, მეგონა ქეთი დამეხმარებოდა. ტელეფონზე დავურეკე და მითხრა კანადაში ვარ და შენს დახმარებას არ ვაპირებო. დალის ანდერძის მიუხედავად ლიზაზე მეურვეობა დაევალა ზაზას. სასამართლოზე ხელშეკრულება წარმოადგინა ზაზამ, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დალის ქონებას მე განვაგებდი და ქონებაზე ზაზას ხელი არ მიუწვდებოდა. თენგოს დიდი მცდელობის წყალობით ლიზას ნახვის უფლება მომცეს, შაბათ-კვირა ლიზას მე წამოვიყვანდი. გულამომჯდარი ვტიროდი, თენგო მაწყნარებდა. -რამე იღონე გთოვ, ვაშვს ვერ გავატან.-ვეხვეწებოდი თენგოს. -დაწყნარდი, გავასაჩვრებთ და მომდევნო სასამართლომდე რამეს მოვიფიქრებთ ზაზას წინააღმდეგ. გეფიცები შევუკერავთ საქმეს, წამოეგება. ყველაფერს გავაკეთებთ, შენ კი დაწყნარდი.-მამშვიდებდა თენგო. გადაწყვეტილება მაშინვე გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოში. ლიზას სკოლის შეცვლა უნდოდათ, სასამართლოზე გავაპროტესტე. მოსამართლე დატმობაზე წამოვიდა, მისი სკოლაში წაყვანა და მოყვანას მე უზრუნველყოფდი, ასევე მისი სკოლის ხარჯებსაც ვფარავდი. სოციალური მუშაკი და ზაზა სასამართლოს გადაწყვეტილებით მომადგნენ სახლში. -სოფო არ წამიყვანონ, გთხოვ არ გაატანო ჩემი თავი.-მეხვეწებოდა ჩემი გოგონა და მეხუტებოდა. -გული არ გაქვს საერთოდ? რას აკეთებ?-მარო ბებო დაუდგა წინ ზაზას. -შენი რძლის ბრალია ყველაფერი.-ხელი დალის სურათისკენ გაიშვირა ზაზამ. -ხარბი არამზადა, რომ ხარ ესეც ჩემს რძალს დააბრალე. ჩემი რძლის ბრალი ის არის, რომ შენ გამოგყვა ცოლად.-ისევ ეჩხუბებოდა მარო ბებო.-ღმერთმა დაგწყევლოს.-სავარძელზე დაჯდა მოხუცი და გულზე ხელი მიიჭირა. სოციალური აგენტი და თენგო მარო ბებოს ასულიერებდნენ. თენგომ მარო ბებო თავის ოთახში შეიყვანა. ლიზა მეხუტებოდა და ორივე ვტიროდით. მერე დაგვაცილეს და წაიყვანა ზაზამ. იატაკზე ვიჯექი და გულამომჯდარი ვღრიალებდი. -კარგი დამშვიდდი.-თენგოც ჩამოჯდა იატაკზე და გულში მიკრავდა. -დამიბრუნეთ ჩემი გოგონა.-ისევ ვაგრძელებდი ტირილს. ტირილისგან ძალა გამომელია, თენგომ ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა. -გინდა დავრჩები.-თმაზე მეფერებოდა. -არა წადი, უკეთ ვარ. სანამ ლიზას არ დავიბრუნებ კარგად ვეღარ ვიქნები.-ჩავილაპარაკე სევდიანად. -ნახავ ხოლმე, სკოლაშიც შეგეძლება მისვლა. -გახანგრძლივებულში გადავიყვან და ხშირად მივალ სკოლაშიც.-ისევ ვტიროდი. ისე ვიყავი განრისხებული სანსახურში აღარავის ვინდობდი. დალის ძმიშვილების განთავისუფლებით დავიწყე, საკმაო რაოდენობის ფული ჰქონდათ მოპარული, ფინანსურ პოლიციას გადავეცი სამივე მათგანი ფულის მითვისებისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დაცვა დავუნიშნე ლიზასაც და მეც დაცვას მივყავდი სამსახურში. ახალი კადრები მოვიზიდე, გადავამზადე და კომპანიაში დავასაქმე. ბევრი უსაქმური და სპეციალურად გაბერილი კადრები შევამცირე. ახალი მარკეტინგის მენეჯერი ავიყვანე, ახალგაზრდა გოგო იყო მაკო, არაჩვეულებრივი იდეებით. ასევე ახალი ფინანსური მენეჯერი და ახალი ბურალტერი. შედეგად კი კომპანიაში წესრიგი დავამყარე. შაბათ-კვირას მოუთმენლად ველოდებოდი, რომ ლიზა მენახა. კერძო სკოლაში დადიოდა ლიზა, გახანგრძლივებულ ჯგუფში გადავიყვანე, მთელ დღეს სკოლაში ატარებდა, შაბათ-კვირა კი ვცდილობდი მისთვის ყველაფერი დამევიწყებინა. ძალიან განიცდიდა, სტრესი ჰქონდა ბავშვს, უცხო გარემოში, უცხო ხალხთან, სადაც ყველა მტრულად იყო განწყობილი. -სოფო მალე წამომიყვან იქიდან?-ტიროდა ჩემი გოგო. -მალე წამოგიყვან, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ და იქიდან აუცილებლად წამოგიყვან. ლიზა შენი დახმარება დამჭირდება, გახსოვს ჩუმად სურათები, რომ გადამიღე და ანდრიას გაუგზავნე?-ვკითხე ლიზას. -მახსოვს. -ასე უნდა გადაიღო ვიდეო ჩუმად, როცა მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებაზე დაიწყებენ ლაპარაკს იმ სახლში და მე გადმომიგზავნე. თუ ამას გააკეთებ მალე წამოგიყვან.-ვუტხარი ჩემს გოგონას. თენგომ დამარიგა, რომ რამე ხელცასაჭიდი დასჭირდებოდა და ეს მოვიფიქრეთ. -მივცეთ ფული, არ გვინდა. -არც მე მინდა საყვარელო, ვერ მივცემ ფულს, სანამ შენ დიდი არ გახდები. დალიმ ანდერძით აგვიკრძალა.-თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა, ამ წყეული მემკვიდრეობის გამო იტანჯებოდა ჩემი პატარა. ორი თევ ნამდვილ ტანჯვაში გავატარეთ მეც და ლიზამაც, მენატრებოდა ჩემი გოგონა, სკოლაში მივდიოდი და იქ ვნახულობდი შესვენებაზე. ძალიან განიცდიდა, სწავლაზეც დაეტყო, მასწავლებლები უკმაყოფილოები იყვნენ. ლიზა საუკეთესო მოსწავლიდან, ცუდ მოსწავლეთა რიცხვში გადავიდა. თენგომ ბავშვის შედეგები მომთხოვა, სასამართლოზე ესეც ჩევნს სასარგებლოდ შეგვეძლო გამოგვეყენებინა. ერთ დღესაც ლიზამ დამირეკა ვაიბერით. - საყვარელო როგორ ხარ? -სოფო ჩხუბობენ და მეშინია.-ტიროდა ჩემი გოგონა. -ახლავე წამოვალ, ტელეფონი არ გათიშო და გადაიღე თუ შეძლებ, მე ჩავიწერ. ლიზა კართან მივიდა, სხვა ტელეფონიდან სოციალურ აგენტს დავურეკე და სასწრაფოდ მისვლა ვთხოვე ზაზას სახლში, მე კი ტელეფონი არ გამითიშავს ისე გავემართე ზაზას სახლისკენ. -რამდენი ხანი უნდა ვიტანო ეს შენი .-ზაზას ცოლი ჩხუბობდა. -სანამ 18 წლის არ გახდება, ისე ვერ მივიღებთ ვერაფერს.-უხსნიდა ზაზა. -გუშინ გავარტყი, თავს ვერ ვიკავებ, მინდა ჯავრი მასზე ვიყარო.-ისევ ბრაზობდა ზაზას ცოლი. სულ გავგიჟდი, თურმე ხელითაც შეეხო ბავშვს, ამას ნამდვილად არ ვაპატიებდი. კიდევ დიდხანს ჩხუბობდნენ. ყველაფერი ჩავიწერე, მათ წინააღმდეგ სამხილი მქონდა და ლიზას დღესვე წამოვიყვანდი იქიდან. -ლიზა შენს ოთახში შედი.-ჩუმად ვუთხარი ლიზას და ისიც ოთახში შეიკეტა.-კარი დაკეტე და არ გამოხვიდე სანამ მე არ მოვალ. -მეშინია, კიდევ მცემს.-ტიროდა ლიზა. -რატომ არ მითხარი, რომ გაგარტყა?-ცრემლები თავისით მომდიოდა.-ლიზა ვერავინ ვეღარასდროს ვერაფერს დაგიშავებს. -დამემუქრა სოფოსაც ზედ დაგაყოლებო.-ისევ ტიროდა ლიზა. -ვერაფერს იზავს საყვარელო, დღესვე წამოგიყვან მანდედან.-ჩემი გოგონა, რამხელა სტრესი გამოიარა ამ უგულო ხალხის გვერდით. პატრულშიც დავრეკე და ზაზას სახლს მივადექი, ყველაზე ადრე მე მივედი. კარში შევედი თუ არა ზაზას ცოლს ყელში ვწვდი და კედელზე ავაკარი. -როგორ გაბედე და შეეხე?-ზაზამ დამაკავა, ცოტაც და ნამდვილად მოვკლავდი. -პატრულში დარეკე, სახლშიც გვეჭრება, იმ ორ დღესაც არ განახებენ და მერე მაინც დათმობ მილიონებს.-ყვიროდა ზაზას ცოლი. -ის მილიონები ჩემი არ არის, შეიგნეთ იქიდან ვერაფერს მიიღებთ, ეს ფული ლიზასია. 18 წლის მიიღებს ამ თანხას და იმ დროს თქვენ ნამდვილად არ მოგცემთ ამ ფულს.-ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. -აბა რისთვის ვიტან ამ ნაბი*ვარს?-ისევ ზაზას მიუბრუნდა. ზუსტად ამ დროს მოვიდა პატრული და ჩემი დაკავება სცადეს. -მე გამოგიძახეთ, ეს ქალი უნდა დააკავოთ ბავშვზე ძალადობისთვის.-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. -მტკიცებულება რა გაქვთ, ეს თქვენ შემოიჭერით სხვის სახლში.-მითხრა პატრულის თანამშრომელმა. -შემოვიჭერი საკუთარი შვილის დასაცავად, როცა სახელმწიფო და კანონი არ იცავს მე ხომ უნდა დავიცვა.-პატრულს ტელეფონი ჩავურთე და ლიზას გადაღებული ვიდეო ვაჩვენე. ამ დროს სოციალური მუშაკიც მოვიდა, ვიდეო ნივთ მტკიცებად ამოიღეს, ოქმი შეავსეს და ნება დამრთეს ბავშვი სახლში წამეყვანა. -დღესვე დაწერ, რომ უარს აცხადებ ბავშვის მეურვეობაზე, თუ არა და მინიმუმ ერთი წლით გავუშვებ შენს ცოლს ციხეში ბავშვზე ძალადობისთვის.-მაგიდაზე ხელი დავურტყი ზაზას. -ზაზა დაუწერე, დაუწერე და წაიყვანოს თავისი ნაბი*ვარი.-ეხვეწებოდა ცოლი. -დაგიწერ.-თავი ჩახარა და მაშინვე დაწერა ზაზამ, რომ უარს ამბობდა ლიზაზე. ხელიც მოაწერა, სოციალურმა აგენტმა კი მოწმის სახით მოაწერა ხელი, პატრულის თანამშრომელიც დაგვემოწმა ხელმოწერით. -ლიზა მე ვარ, კარი გამიღე.-ლიზას კარზე დაუკაკუნე, ისიც გამოჩნდა კარში, ტიროდა. ხელები მომხვია და გულში ჩავიკარი. -სოფო წამიყვანე აქედან.-ტიროდა გულ ამომჯდარი ლიზა. -მაპატიე ჩემო პატარა, რომ ვერ დაგიცავი.-გულში ვიკრავდი ლიზას და მეც ვტიროდი. -ასეთი კანონის დედაც მო..ნ-შეიგინა პატრულის თანამშრომელმა.-ამათი დაშორება როგორ შეიძლება. მერე წამოვედით, სახლამდე ეკიპაჟმა მოგვაცილა. მალე უზენაეს სასამართლოში გაიმართა პროცესი. ვიდეო, ზაზას ხელწერილი, პატრულის და სოციალური აგენტის ჩვენები, ბავშვის ცუდი შედეგები სკოლაში, ყველაფერი ამის წყალობით ზაზას ბავშვზე ყოველგვარი მეურვეობა მოუხსნეს. მოსამართლემ ალიმენტიც კი დააკისრა, რაზეც უარი განვაცხადე. -თენგო მადლობა.-სასამართლო პროცესის შემდეგ თენგოს ვეხვეოდი და სიხარულისგან ვტიროდი. -მადლობა ლიზას, ისეთი ნივთმ ტკიცება გადაიღო ნამდვილი ბომბი.-იცინოდა თენგო.-სახლამდე მიგიყვან. -არა, გმადლობ. მანქანით ვარ და თავად წავალ.-თენგოს დავემშვიდობე და მანქანაში ვჯდებოდი გასროლის ხმა, რომ გავიგონე. ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, ჩოჩქოლი ატყდა და თენგო დავინახე როგორ ჩაიკეცა ჩემს წინ. -თენგო!-ბოლო ხმაზე ვიყვირე, მერე გამოჩნდა პატრული, მალე სასწრაფოც მოვიდა და თენგო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერ მივხვდი რა მოხდა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ოპერაციას უკეთებდნენ თენგოს, მე კი ნერვიულად დავაბიჯებდი საავადმყოფოს დერეფანში. -თენგო ჯიშკარიანთან ვინ არის?-ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან. -მე ვარ ექიმო, როგორ არის?-მისკენ გავიქეცი. -კარგად არის, ორგანოები არ დაზიანებულა, გადარჩა.-გამიღიმა ექიმმა.-მალე პალატაშიც გადაიყვანენ და შეგიძლიათ ნახოთ. მალე თენგოს ნახვის უფლება მომცეს, ნარკოზიდან გამოვიდა. მის პალატაში შევედი. -როგორ ხარ?-სევდიანად გავუღიმე. -კარგად, შენ როგორ ხარ?-გამიღიმა და ტკივილისგან სახე დამანჭა. -გაისროლეს და ვერ მივხვდი რა მოხდა, ძალიან შემეშინდა.-თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. -შენ გიმიზნებდა.-თენგომ მითხრა და გაოცებულმა შევხედე. -ვინ? მე? რატომ?-გაოცებული ვუყურებდი. -არ ვიცი, რომ დავინახე შენ აგეფარე.-მითხრა თენგომ. გაოცებული ვიყავი, შეშინებულიც. არ ვიცოდი ვის უნდოდა ჩემი მოკვლა. მერე პატრული მოვიდა, გამომძიებელმა გამოგვკითხა ყველაფერი. მე ვერც ვერაფერი დავინახე და არც არაფერი ვიცოდი. მხოლოდ თენგო დავინახე დაჭრილი იმ მომენტში. გამომძიებელმა განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობასთან გვქონდა საქმე და დაკავებული ეჭვმიტანილი ზურა ჯიქია იყო. -იცნობ? ვინ არის?-შემომხედა თენგომ. -დალის ძმის შვილია. თამაშობს და კომპანიის დიდი ქონება გაფლანგა. სამსახურიდან გავანთავისუფლე და ფინანსურ პოლიციას გადავეცი.-პატრულს და თენგოს ავუხსენი ვინ იყო ზურა. -დიდი ხნით მოუწევს ჩაჯდომა, არ ინერვიულოთ.-გამომიცხადა გამომძიებელმა. ზურა ჯიქია დააპატიმრეს და განზრახ მკვლელობისთვის, ფინანსური მაქინაციებისთვის 20 წლი მიუსაჯეს. თენგო საავადმპოფოდან გამოწერეს, მისი ძალიან მადლიერი ვიყავი, ფაქტიურად სიცოცხლე რამის გაწირა ჩემთვის. -მე წაგიყვან სახლში.-გამოვუცხადე თენგოს. -კარგი შენ წამიყვანე.-გამიღიმა და საავადმყოფო დავტოვეთ. -რატომ გადამეფარე, რომ მოეკალი?-შევხედე თენგოს. -პიველივე დანახვისას მომეწონე და შემიყვარდი.-გამიღიმა თენგომ. -თენგო მე.. -ვიცი, რომ სხვა გიყვარს და არც დავალებულად არ იგრძნო თავი ჩემს მიმართ გთხოვ.-სიტყვა გამაწვეტინა და სევდიანად გამიღიმა.-იცი მაშინ ცრემლიანი თვალებით, რომ დაგინახე მაშინვე გადავწყვიტე არაფერი მომეთხოვა. მერე შენ შემომთავაზე ყველაფერს ავანაზღაურებო, მეც შანსი არ გავუშვი შენი ახლოს გაცნობის და ცენტრში დაგიბარე. მეგონა ვაჭრობას დამიწყებდი და წუწუნს ამდენ ფულს ვერ გადავიხდიო, მაგრამ შენ მაშინვე მომეცი თანხა, სანამ მოვიფიქრე რამე ირაკლი მოგვადგა. მერე ვაპირებდი დამებრუნებინა თანხა, დანარჩენი შენც იცი. თან და თან შემიყვარდი, ისე ველოდებოდი როდის დამირეკავდი და შენს დიდ ტკივილზე დამელაპარაკებოდი. მინდა შენს მეორე დიდი ტკივილზეც დამელაპარაკო. ისეთი ჩამქრალი გაქვს თვალები, სულ სევდიანი ხარ. ლიზა შენთან არის, მაგრამ მაინც სევდიანი ხარ. -ანდრია. მე ის გავუშვი, თავად გავუშვი და ვთხოვე ცოლ-შვილზე ეზრუნა და ოჯახი არ დაენგრია. მერე კი ავარიაში მოჰყვა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. არ მირეკავს, არ მკითხულობს. ლიზას ამბების გამო არც მე არ წავედი მის სანახავად. -მისი ცოლი? -გაეყარა, ინვალიდი მიატოვა. -შენ რატომ არ მიდიხარ?-შემომხედა თენგომ. -არ ვიცი. ძალა უნდა მოვიკრიბო, ძლიერი უნდა ვიყო, რომ დავარწმუნო ოპერაცია გაიკეთოს. ვერც ვრეკავ, მეშინია, რომ არ მიპასუხებს. -თუ გიყვარს და იცი, რომ მასაც უყვარხარ იბრძოლე.-სევდიანი თვალებით შემომხედა თენგომ. -ვიცი ვუყვარვარ, ვგრძნობ. იმიტომ არ მეკონტაქტება, რომ უნდა სხვასთან ვიყო ბედნიერი. -რომ ვიცოდე, რომ უბრალოდ მოგწონვარ მაინც შენტვის ვიბრზოლებდი. მაგრამ რომ გიყურებ როგორ საუბრობ მასზე.. უნდა წახვიდე.-მცირე პაუზის მერე მითხრა თენგომ. თენგო სახლში დავტოვე და წყნეთში წავედი. დაცვა ავიყვანე, ყველგან დაცვა და მძღოლი დამყვებოდა. ძალიან ვიყავი შეშინებული, ლიზაც დაცვას მიყავდა სკოლაში. ლიზამ, მარო ბებომ და მე ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მარო ბებო ისეთ გემრიელ კუბდრებს გვიცხობდა. ჩვენც გვასწავლიდა და ერთად ვაკეთებდით. ლიზა უფრო მეტად გახალისდა, ხშირად დალის სასაფლაოზე მივდიოდით. მინდოდა დალი დამახსოვრებოდა, აღარ ვეჭვიანობდი. ანდრიაზე ფიქრი კი არ შემიწყვეტია, არ მინდოდა ქეთის შანტაჟის გამო ვყოფილიყავი მასთან, უბრალოდ ლიზას ამბები უნდა მომეგვარებინა და მერე ჩავსულიყავი კანადაში. ამ დროისთვის კომპანიაში სერიოზულად ძლიერი კადრები გადავამზადე, ისეთები ვინც კარგად გაუძღვებოდნენ ყველაფერს და კომპანია დროებით მათ გადავაბარე. -ლიზა შენ იცოდი, რომ ანდრია ვეღარ დადიოდა?-ვკითხე ლიზას. -არა, რატომ ვეღარ დადის?-გაოცებულმა შემომხედა ლიზამ. -ავარიში მოჰყვა და ვეღარ დადის. მასთან უნდა წავიდე, წამომყვები? -მერე სკოლა? -კარგი, მაშინ ეხლა მე წავალ, შენთან მარო ბებო და ელისო იქნებიან. ზვიადიც აქ იქნება და სკოლაში გატარებს. მალე დავბრუნდები და მერე არდადეგებზე ისევ წავიდეთ ანდრიასთან და ლუკასთან. ხომ არ გამიბრაზდები?-შევხედე ლიზას. -არა, წადი.-ცოტა მოიწყინა. -უნდა ვნახო, ვიცი ვჭირდები. -თვითონ ჩამოვიდეს.-გაიბუტა ლიზა. -ვერ შეძლებს, ოპერაცია უნდა გაიკეთოს.-გულში ვიკრავდი ჩემს გოგონას და ვცდილობდი ამეხსნა ჩემი წასვლის აუცილებლობა. -კარგი წადი და ჩემს მაგივრად ბევრი აკოცე.-გამიღიმა ბოლოს. თურქეთში გადავფრინდი, თან ლიზაც წავიყვანე, კანადის საელჩოში შევედი ვიზაზე. სამი დღიტ თურქეთში დავრჩით მე და ლიზა. ლიზა ისეთი ბედნიერი იყო, მეც მყოფნიდა მისი სიხარული. უკან დავბრუნდით, მალე ფოსტით გამომიგზავნეს პასპორტი, ვიზა ჩამირტყეს და მზად ვიყავი კანადაში გადავფრენილიყავი. ლიზას დავემშვიდობე, ბილეთი ვიყიდე და ერთი კვირით კანადაში გავფრინდი. ქეთის დავურეკე და ოტავას აეროპორტში ჩავფრინდი, აეროპორტში ქეთი დამხვდა. -ანდრიას სახლის მისამართი მომეცი და სახლის გასაღები.-გამოვუცხადე ქეთის. -რატომ ჩამოხვედი?-ეჭვით მიყურებდა ქეთი. -შენ არ დამეხმარე, თუმცა ჩამოვედი. რატომ? აქ ანდრიას გამო ვარ და არა შენს გამო. -გაბრაზებულმა ვუთხარი. -რატომ? დავიჯერო მართლა გიყვარს?-ისევ ეჭვით მიყურებდა. -არ მაინტერესებს შენ რა გჯერა, ანდრიას ბინის მისამართი და გასაღები მომეცი.-ხელი გავუწოდე, მანაც გასაღები მომცა და მისამართი ჩამაწერინა. -მიგიყვან.-მანქანისკენ შებრუნდა. -არ მინდა, ცუდი მოგონებები მაკავშირებს შენთან. ჩვენ ერთი ჰაერით ვერ ვისუნთქებთ. -ვუთხარი და ტაქსებისკენ დავიძარი. ტაქსი გავაჩერე და მისამართი უკარნახე, მალე ანდრიას სახლის კართან ვიდექი და ვერ ვბედავდი კარის გაღებას. გასაღები მოვარგე კარს და ჩუმად შევიპარე. საწოლზე იწვა და ეძინა, ღამე იყო, მკრთალად ჩანდა ღამის სანათის ფონზე მისი სახე, წვერი აღარ ჰქონდა, თმაც შეჭრილი ჰქონდა. ცრემლები მომდიოდა წყალივით, ღრიალი მინდოდა. მისი დანახვისას მივხვდი, რომ ამ კაცს ვერასდროს დავივიწყებდი. არც ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა სრულყოფილი ამ კაცის გარეშე. ფრთხილად გავიხადე ფეხსაცმელები და საწოლზე მის გვერდით დავწექი, დიდხანს ვუყურებდი და ჩამეძინა. -სიზმარში ვარ?-მისი ხმა ჩამესმა ძილში. თვალები ნელა დავაცილე ერთმანეთს. -არა, ცხადია, შენთან ჩამოვედი.-ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე.- რატომ არ მითხარი? რატომ არ მომიყევი? -უნდა წახვიდე!-სახე მომარიდა, ინვალიდის სავარძელი ხელით მოსწია და საწოლიდან გადაჯდომას ცდილობდა. -დაგეხმარები. -არ მინდა!-მკაცრად მითხრა, თავად გადაჯდა და სევდიანი თვალებით შემომხედა.-რატომ ჩამოხვედი? -ქეთიმ მითხრა ლიზას დაბრუნებაში დაგეხმარები, რადგან ანდრიამ მთხოვაო და შენ ანდრიას უნდა გაჰყვე ცოლადო. -რა გითხრა? სულ გაგიჟდა?-თვალებისგან ცეცხლს აფრქვევდა. -მე უარი ვუთხარი. ლიზას დაბრუნებაში არ დამეხმარა და მარტომ ვიბრძოლე. ლიზას ვჭირდებოდი და ვერ წამოვიდოდი. ვერც ვრეკავდი, რადგან გაბრაზებული ვიყავი შენზე.-მის წინ ჩავიმუხლე და ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი. -მე ვთხოვე დაეხმარეთქო, შანტაჟის მოწყობა კი არ მითხოვია.-გაბრაზებული იყო. -ვიცი, მჯერა შენი, შენ და ქეთი ორი უკიდურესობა ხართ. დაშანტაჟებით და მოტყუებით ერთხელ უკვე დამინგრიეს ცხოვრება და მის მითითებებს აღარ შევასრულებდი, თანაც ლიზა უნდა დამებრუნებინა. -აბა აქ რატომ ხარ? უნდა წახვიდე.-გამომიცხადა მკაცრად. -არ წავალ. ერთი კვირა თავიდან ვერ მომიცილებ.-უტეხად ვუყურებდი თვალებში. -მერე წახვალ?-სევდიანად ჩაილაპარაკა. -დროებით, თუმცა მე და ლიზა ერთად ჩამოვალთ.-გავუღიმე. -რატომ? ინვალიდთან რა გესაქმება? წარმატებული, ლამაზი ქალი ხარ. -ქალი რომელსაც მთავარი არ აქვს. საყვარელი მამაკაცისგან შორს არის და სტკივა. -სოფო უნდა წახვიდე და დამივიწყო. შენ წინ ბედნიერი ცხოვრება გელოდება, ლიზა გელოდება. -ანდრია.-ხელები მოვხვიე და კალთაში ჩავუჯექი.-ორი წელია ვცდილობ დაგივიწყო და ვერ ვახერხებ. რატომ გგონია, რომ მომავალში შევძლებ შენს დავიწყებას. -უნდა შეძლო. შენ ამდენი ტანჯვისთვის ცოდო ხარ.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მომწმინდა. -წვერი ნინას მოსწონდა არა.-ხელი გაპარსულ სახეზე ჩამოვუსვი.-მატყუარა ხარ, იცი რამდენი ვიტირე? -ვიცი, ლიზა მეჩხუბა.-გამიღიმა. -იცი როგორ მჭირდებოდი? -ცხვირი ყელზე გავუსვი, სხეული დაეჭიმა, ვგრძნობდი ძალიან ღელავდა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეკოცნა, მე კი მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე და უფრო გამოვიწვიე. -ადექი!-უცებ შემიშვა ხელები. -არა!-ისევ ვაკოცე და თავად მივწვდი მის ტუჩებს. ვკოცნიდი და ვეხუტებოდი, მანაც მომხვია ხელები და კოცნაში ამყვა.-რატომ ცდილობ თავიდან მომიცილო. მე უბრალოდ არ შემიძლია, ვერ შეგელევი. -რატომ შემელიე, რატომ გამომიშვი მაშინ? ნინა არ ღირდა შენს თავგანწივად, შენ კი დამარწმუნე. რა მივიღე? მიმატოვა და ინვალიდის სავარძელში დამტოვა მარტო.-გაბრაზებული მიყვიროდა. -შეცდომა დავუშვი, ვაღიარებ. მიყვარხარ და მე არასდროს მიგატოვებ.-ვტიროდი. -გეცოდები. -არ მეცოდები, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, უბრალოდ უნდა მოინდომო და ყველა სირთულეს დასძლევ. -ასე? იცი რომ მომვლელის გარეშე არაფერი გამომდის? ტედი, რომ არა სრულიად უსარგებლო ვიქნებოდი. ის მეხმარება. საწოლიდან გადმოსვლა ძლივს ვისწავლე, რომ ტედი არ შევაწუხო საპირფარეშოში შესვლისას. -ოპერაციას დასთანხმდი, იქნებ გამოვიდეს.-მის დარწმუნებას ვცდილობდი. -ეს მხოლოდ ილუზიაა. არაფერი არ გამოვა, უკვე ხუთი ოპერაცი გავიკეთე, შედეგი არ არის. -ტკივილი ხომ შეგიმსუბუქდა, ეგეც შედეგია. -სოფო წადი გთხოვ. ბედნიერებისთვის ისიც მეყოფა თუ მეცოდინება, რომ სადღაც ბედნიერი ხარ. -მე არ მეყოფა. მე ვერ ვიქნები ბედნიერი შენს გარეშე. რაღაც მაკლია და ეს შენ ხარ. თანაც ბინა არ მიქირავებია, ერთი კვირა მოგიწევს ჩემი ატანა.-თვალი ჩავუკარი. -კარგი, მხოლოდ ერთი კვირა. მერე წახვალ და შეეცდები ბედნიერი იყო. ეხლა კი შენი ბლინები გამიკეთე, მომენატრა. -მე არ მოგენატრე, მარტო ბლინები მოგენატრა.-გავიბუსხე, მაცივარი გამოვაღე, მხოლოდ ნახევარფაბრიკატები იყო, ამიტომ საფულეს ხელი დავავლე და მაღაზიაში წავედი. საჭირო ინგრედიენტები ვიყიდე, კიდევ ბევრი რამ და უკან დავბრუნდი. -მთელი სუპერმარკეტი ამოზიდე?-შემომხედა გაკვირვებულმა. -ბოლოს როდის ჭამე ნორმალური სადილი? -აღარ მახსოვს. დღეს შაბათია, ლუკაც მოვა. -გავიცნობ და დავმეგობრდებით.-თვალი ჩავუკარი. კარის ხმა იყო და შემოსასვლელისკენ გავიხედე. -ტედი იქნება. ამ დროს მოდის და მავაჯიშებს.-მართლაც ტედი იყო, ექთანი ბიჭი, მაღალი, ნავარჯიშები, გარუჯული ტიპი იყო. -ტედ ეს სოფოა.-უთხრა ტედს ინგლისურად.-ეს კი ტედია.-მეც გამაცნო ტედი. ტედს მივესალმე, მერე სავარჯიშოდ გავიდნენ. მე კი ბლინების ცხობა დავიწყე. შუადღისთვის სადილიც მოვამზადე და კარზე ზარის ხმაც გავიგე. კარი გავაღე და 8 წლის ხუჭუჭთმიანი ძალიან ლამაზი ბიჭუნა და ქეთი იდგნენ კარში. -გამარჯობა სოფო.-მომესალმა ქეთი.-ეს ლუკაა. -გამარჯობა ლუკა, მე სოფო ვარ. ლიზა ხომ გახსოვს, მე მისი დედა ვარ.-გავუღიმე ლუკას. -გამარჯობათ. ლიზას ძალიან ლამაზი დედა ჰყოლია. ლიზამ რომ მითხრა ის ქალი,-ლუკა დაფიქრდა.-დალი დეიდა არის ჩემი დედაო? -ისიც და მეც მისი დედა ვართ.-თმაზე მოვეფერე ლუკას და დაბნეული სამზარეულოში გავიყვანე.-ბლინები გიყარს? -კი, ძალიან.-შემომხედა გაღიმებულმა. -მაშინ ეს შენ.-თეფშით ნუთელა წასმული ბლინები დაუდგი წინ. -ლუკა ბევრი არ ჭამო.-უთხრა ქეთიმ. -ლუკა რამდენიც გინდა იმდენი ჭამე.-თვალი ჩავუკარი.-დღეს ლუკას კვებაზე და გართობაზე მე ვიზრუნებ და ანდრია. შენ შეგიძლია მშვიდად წახვიდე.-შევხედე ქეთის და სამზარეულოდან ხელკავით გამოვიყვანე. -ჩემი შვილის სახლიდან მაგდებ?-გაცოფებული მიყურებდა. -ჯობია წახვიდე, სადაც ხარ ყველგან ყველაფერს აფუჭებ. -ზედმეტი მოგდის სოფო.-თვალები დამიბრიალა. -არ მომდის ზედმეტი. ზაზამ მითხრა, რომ ის ხელშეკრულება თავად მიუტანე. ჩემი დაშანტაჟება გინდოდა? როდემდე აპირებ ახლობლების გრძნობებით თამაშს? აქ იმიტომ არ ვარ რომ ეს შენ გინდოდა. იმიტომ ვარ, რომ ეს მე მინდა და არ მინდა ახლო მახლო იყო, როცა ჩემი ცხოვრების დალაგებას ვცდილობ. -გაბრაზებული ვუყურებდი, ფერი არ ედო სახეზე, ყველა მისი თამაშის წესი და ყველა კარტი ვიცოდი, ეს მის გეგმებში არ შედიოდა და დაბნეული მიყურებდა. -დედა ეს მართალია!-ანდრია გამოჩნდა კარებში და ისეთი იმედ გაცრუებული უყურებდა ქეთის, ბრაზი, უნდობლობა, ზიზღი, ყველაფერი იკითხებოდა მის სახეზე.-მე გთხოვე დაეხმარეთქო! წადი! ახლავე წადი!-დაიყვირა ანდრიამ. ქეთიმ ხელჩანთას ხელი დაავლო და სახლი დატოვა. -მეგონა ვარჯიშობდი.-არ მინდოდა ანდრიას ეს მოესმინა. -ტედი გავუშვი, დღეს გავძლებ ვარჯიშის გარეშე.-ჩაილაპარაკა სევდიანად. -ლუკა სამზარეულოშია ბლინებს ჭამს, წამოდი შენც.-სავარძელს ხელი მოვკიდე, რომ წამეყვანა. -შეეშვი, მე თვითონ წამოვალ.-მითხრა და სამზარეულოში გავიდა. თავად გადაჯდა სამზარეულოს სკამზე.-მამი როგორ ხარ?-ლუკას მოეფერა. -კარგად. სოფო მართალა მაგარ ბლინებს აცხობს.-გადაუჩურჩულა ანდრიას. -ხომ გითხარი..-თვალი ჩაუკრა ლუკას. -თან ძალიან ლამაზი და საყვარელია. -ნამდვილად.-სევდიანად ამაყოლა თვალი ანდრიამ, სამზარეულოს მაგიდას ვიყავი მიყუდებული და ყავას ვსვავდი. -დიდხანს უნდა იჭორაოთ ჩემზე?-თვალი ჩავუკარი მამა შვილს. -გაიგონა.-ისევ დაიჩურჩულეს და ორივეს გაეცინათ. -ტედი ისევ მოვა?-შევხედე ანდრიას. -ხვალამდე გავანთავისუფლე. -კარგია. ჩვენ რა ვაკეთოთ დღეს? ლუკა იდეები მჭირდება.-შევხედე ლუკას. -იქ ბოქსით ვითამაშოთ. -არა. თქვენ ითამაშებთ და მე რა ვაკეთო?-გავაპროტესტე.-ფილმს უყუროთ, რამე სასაცილო ანიმაციას და პოპკორნი ვჭამოთ. ანდრო პარკშიც გავისეირნოთ.-შევხედე ანდრიას. -არ მინდა, სახლში მირჩევნია.-გაბრაზებულმა ჩაილაპრაკა. -კარგი, მაშინ მოვიფიქრებ კიდევ რამეს.-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოს მილაგება დავიწყე. ბიჭები ფილმის შესარჩევად გავიდნენ და მისაღებში, რომ მივედი უკვე მოეძებნათ ახალი ანიმაციური ფილმი მოანა. ფილმს უყურეთ, სამაგიდო თამაში ჰქონდა ლუკას, ამიხსნა წესები და მერე ის ვითამაშეთ. საღამოს ლიზას დავურეკეთ და ვეჭორავეთ, ჩემი გოგონა მოწყენილი იყო. -სოფო მენატრები, მალე ჩამოხვალ?-ანდრიას გადავხედე, სახე დაუსევდიანდა. -მალე ჩამოვალ და შენც აქ წამოგიყვან.-ვუთხარი ლიზას. -მართლა ჩამოიყვან?-გაუხარდა ლუკას. -მართლა.-ანდრიას შევხედე. -არა, გატყუებს.-ანდრია მიუბრუნდა ლუკას.-სოფო უნდა წავიდეს და საქართველოში დარჩეს, თუ უნდა სტუმრად ჩამოვიდეს ხოლმე, აქ ვერ დარჩება.-შემომხედა სევდიანი თვალებით. -მაგას მე გადავწყვეტ, სად მინდა და სად დავრჩები.-ვუთხარი გაბრაზებულმა. ის ორი დღე აღარ ვეკამათებოდი, ვცდილობდი ლუკა გამეხალისებინა. ცალკე ოთახში მეძინა, დიდი ბინა იყო, სამი საძინებლით. ლუკამ და მე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, კომპიუტერული თამაშიც კი მასწავლა და რაღაც საშინელი სროლები მათამაშა. ყოველ გასროლაზე თვალებს ვხუჭავდი, იმდენად რეალური ეფექტები იყო და თან 3D ფორმატში უყურებდით, რომ გული ცუდად მქონდა თამაშს, რომ მოვრჩი. -როგორ მოგეწონა ადრენალინი?-იცინოდა ანდრია. -ნუ დამცინი, ლამის მოვკვდი შიშით. ამას რატომ ათამაშებ, მისი ასაკისთვის არ შეიძლება.-გავუბრაზდი ორივეს. -ეგ შენ გაქვს ბავშვის გული, განა ლუკასაც.-თვალი ჩაუკრა ანდრიამ ლუკას. კვირას საღამოს ლუკა ვამეცადინეთ. ორშაბათს კი მძღოლმა მოაკითხა და წაიყვანა სკოლაში. ლუკა, რომ წავიდა ტედი მოვიდა, ანდრია ავარჯიშა, ტედი ყავაზე დავპატიჟე და ჩემი გამომცხვარი ნამცხვრითაც გაუმასპინძლდი. -ტედ რაღაც მინდა გკითხო?-ანდრია გასული იყო ოთახიდან, ტედი გამოვიჭირე და ჩუმად ვეჩურჩულებოდი. -რა?-მანაც ჩურჩულით მკითხა. -ანდრიას ქალთან ურთიერთობა შეუძლია?-ძალიან მრცხვენოდა ტედისთვის ამის კითხვა, თუმცა მაინც ვკითხე, თან სულ გავწითლდი. -რატომ მას არ კითხავ?-გამიცინა ტედმა. -რომ არ შეეძლოს ვიცი ინერვიულებს, ამიტომ შენ გეკითხები. -შეუძლია და თუ მოინდომა ოპერაციის მერე შანსიც აქვს, რომ ისევ გაიაროს. -მადლობა.-ამოვისუნთქე, ტედი კი იცინოდა. -რამ გაგამხიარულა?-ანდრიამ შეხედა ტედს და მერე მე გადმომხედა. -ძალიან საყვარელია.-ჩემზე უთხრა ტედმა. -გეთანხმები.-გამიღიმა ანდრიამ. -მე წავალ, ეს ისე გივლის მე აღარ ვარ საჭირო.-ტედი წავიდა და მარტო დაგვტოვა. -ანდრია, მარტო ვართ და დროა დავილაპარაკოთ.-ახლოს მივედი და მის წიმ ჩავიმუხლე. -უკვე ვილაპარაკეთ. შენ დაბრუნდები და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. -უკან დავბრუნდები კანადაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბედნიერები ვიყოთ. -არ მიყვარხარ, ცოლად რატომ უნდა მოგიყვანო? -გიყვარვარ და ცოლადაც მომიყვან.-თვალი ჩავუკარი.-კანადის მუდმივი ვიზა მჭირდება მე. საელჩოში სირბილი მეზარება. -ხომ გთხოვა მარკომ ცოლობა, რატომ არ დასთანხმდი? -იმიტომ რომ შენ მიყვარდი. შენც გიყვარვარ. -არა.-თვალი მომარიდა. -კი, თვალები არასდროს იტყუება.-კალთაში ჩავუჯექი და კოცნა დავუწყე, ისიც ამყვა. -სოფო არაფერი გამოვა.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა. -შენი ერთი თანხმობა და გამოვა, ყველაფერი გამოვა. -არ შემიძლია. არ ვარ სრულფასოვანი, ინვალიდი ვარ. ცოდო ხარ, დაიტანჯები. -უშენოდ უფრო დავიტანჯები. -ცოტა ხანი, მერე შეგიყვარდება და ბედნიერი იქნები. -ჯიუტი ხარ, მაგრამ მე უფრო. ვერ მომიშორებ.-თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში გავედი, ყავა გავამზადე და უკან დავბრუნდი. მარტო არ მტოვებენ აშკარად, მისაღებში ირაკლი მიქელაძედამხვდა, ის და ანდრო ლაპარაკობდნენ. -სოფო ირაკლის ხომ იცნობ.-ისე მკითხა ანდრიამ თითქოს რაღაცის დაწუსტება უნდაო. -გამარჯობათ ირაკლი, როგორ ხარ?-ხელი ჩამოვართვი ირაკლის, ის კი დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა. უხერხულობის გასაფანტად ყავა შევთავაზე და სამზარეულოში გავედი. ყავა გავამზადე და უკან დავბრუნდი. -შენი ყავა.-წინ დავუდგი მაგიდაზე და სავარძელში ჩავჯექი. -სოფო ირაკლი ჩემი მარჯვენა ხელია, კომპანიას ეხლა ირაკლი უძღვება.-მითხრა ანდრიამ, მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე. -მე სამზარეულოში ვიქნები.-შევხედე ანდრიას და სამზარეულოში გავედი. საშინლად არ მომწონდა ეს ირაკლი, ცოტა ხანში კი სამზარეულოში ირაკლი შემოვიდა. -წყალს დამალევინებ?-კარის ჩარჩოზე იყო მიყუდებული და მიღიმოდა. -ინებე.-ჭიქაში წყალი ჩამოვასხი და წინ დავუდგი მაგიდაზე. -ძალიან ლამაზი ხარ.-თვალი ჩამიკრა. -მადლობა.-ისევ ნიჟარისკენ მივბრუნდი. -რატომ ჩამოაკითხე ანდრიას? -ეს ჩემი და ანდრიას საქმეა.-შევხედე გაბრაზებულმა. -ასეთ ლამაზ გოგოს რა გესაქმება ამ ხეიბართან.-ჩემსკენ წამოვიდა და ხელი თმაზე ჩამომისვა, მე კი ხელი გულზე მივადე და კან დავიხიე. -ანდრია ხეიბარი არ არის და მე ის მიყვარს, გთხოვთ სიტყვები სწორად შეარჩიეთ. შენ კი გირჩევ ჩემგან თავი შორს დაიჭირო. -თავი ძალიან მაგარი გოგო გგონია? -ჩაეღიმა.-დრო არ უნდა დაკარგო მასთან, რა მოგეწონა მასში? -ის რომ შენნაირი ნაგავი არ არის და სხვის საკუთრებას არ ეფლირტავება. თუ შეიძლება გადი, საქმე გქონდათ განსახილველი.-ხელით კარისკენ ვანიშნე, ჩაიცინა და გასვლა დააპირა. -თუ ნამდვილი კაცი დაგჭირდა მზად ვარ თავი ნამდვილ ქალად გაგრძნობინო საყვარელო.-თვალი ჩამიკრა. გაცოფებული ვიყავი, მზად ვიყავი ყველაფერი დამელეწა. სადილის გამზადება დავიწყე. ვნერვიულობდი, ანდრია და ირაკლი მისაღებში იყვენე და საქმეზე ლაპარაკობდნენ, თან რაღაც საბუთებს ჩასცქეროდნენ. -მალე მორჩებით?-მისაღებში შევედი. -მალე დავამთავრებთ, ერთი ყავაც გაგვიმზადე.-გამიღიმა ანდრიამ. -კარგი.-ტავი დავუქნიე და სამზარეულოში ყავა გავამზადე, ჩემთვისაც გავიმზადე და მისაღებში დავბრუნდი. -თენგო როგორ გყავს?-ირონიულად ჩაიღიმა ირაკლიმ. -თენგო ვინ არის?-ანდრიამ შემოგვხედა ორივეს. -ჩემი მეგობარია, ადვოკატია. ლიზას საქმე მან მომაგებინა. -მარტო მეგობარი?-ირონიულად ჩაიცინა ირაკლიმ. -მარტო მეგობარი. თანაც ძალიან გულისხმიერი და ზრდილობიანი. ჩემს გამო ბევრი გააკეთა, მასთან სიცოცხლით ვარ დავალებული.-ირონიულად შევხედე. -ასეთი რა გააკეთა ჩვენმა გმირმა?-ირონიას არ იშურებდა ირაკლი. -ჩემთვის განკუთვნილ ტყვიას გადაეფარა და ლამის მოკვდა.-შევხედე გაბრაზებულმა. -რა ტყვიას, ვინ გესროლა?-შეშინებული მიყურებდა ანდრია. -დალის ძმის შვილმა. ციხეშია, ჩემი მოკვლა სცადა.-ანდრიას მივუბრუნდი. -გმირობის ჩადენის შანსი მიეცა და გამოიყენა.-ისევ აგრძელებდა ირაკლი. -ირაკლი იქნებ დაამთავრო თენგოს კრიტიკა.-შევხედე გაბრაზებულმა. -რა მოხდა, შეგიყვარდა?-ირონია არ დაიშურა. -კმარა ირაკლი.-ანდრია გაბრაზდა.-ხვალ გავაგრძელოთ, ეხლა კი წადი. ისევ სამზარეულოში გამოვედი, ნერვიულობაზე თეფშები ძირს დამიცვივდა და ანდრია შემოვიდა ხმაურზე. -კარგად ხარ? -კი.-გაუღიმე ნაძალადევად და ნამსხვრევების ხელით აკრეფა დავიწყე. -რას აკეთებ, ხელს გაიჭრი.-დამთავრებული არ ჰქონდა ნათქვამი, რომ მართლაც გამეჭრა ხელი და სისხლი წამომივიდა.-ოხ, სოფო.-აფთიაქის ყუთი მოიტანა, ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და ფრთხილად გადამიხვია. -ანდრია მე წავალ.-თავზე ირაკლი დაგვადგა.-რა სჭირს? -ხელი გაიჭრა. -საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანო.-შემომხედა ირაკლიმ შეშფოთებული სახით. -არ არის საჭირო.-ვუთხარი გაბრაზებულმა. -წადი, თავად მივხედავ.-უთხრა ანდრიამ და ისიც წავიდა. -ნაგავი.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა. -რატომ ბრაზობ მასზე? -შემომხედა გაკვირვებულმა. -მიზეზი მაქვს, თავხედია და შეუგნებელი. -ანდრიას ძარღვები დაეჭიმა. -მოგწონს? -არა! გაგიჟდი? მიყვარხარ და მინდა ეს შეიგნო. -ირაკლი კარგი ვარიანტია, ჭკვიანია, სიმპატიური. მასთან ბედნიერი იქნები. -უკაცრავად მაგრამ შენი შერჩეული საქმრო არ მჭირდება.-ბოლო ხმაზე დავუყვირე.- თავად გადავწყვეტ ვის დავუკავშირო ჩემი ცხოვრება და საერთოდ რატომ მიეცი ჩემი სამსახურის მისამართი? -მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი. მინდოდა ვინმეს ეზრუნა შენზე.-თავი ჩახარა. -მხოლოდ პრობლემები შემიქმნა მაგ შენმა ირაკლიმ თავის გაუთავებელი ფლირტით.-გაბრაზებული ვუყვიროდი. -ის თენგო?-სევდიანად ჩაილაპარაკა და ცემი ხელი თავის ხელში მოიქცია. -თენგო მხოლოდ მეგობარია და შენგან განსხვავებით გვერდში მძიმე დროს სწორედ თენგო დამიდგა. ჩემთვის განკუთვნილ ტყვიას წინ სწორედ თენგო გადაუდგა. ლიზა მისი წყალობით დავიბრუნე და მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარვარ, ჩემს გრძნობას გაგებით მოეკიდა და თავად მირჩია შენთან ჩამოვსულიყავი. იდეალური კანდიდატია ჩემთვის და ლიზასთვის, მზრუნველი და ერთგული, მაგრამ მე არ მიყვარს. მიუხედავად ამ ყველაფრისა მე აქ ვდგავარ შენს წინ და ისევ ვცდილობ ჩემს სიყვარულში დაგარწმუნო.-ხელი გამოვტაცე და საძინებელში გავედი, საწოლზე დავემხე და ვტიროდი, გული მტკიოდა, სხვა კაცისკენ თავად ანდრია მიბიძგებდა, რამდენიც შეტევაზე გადავედი, იმდენჯერ უკან იხევდა და ხელს მკრავდა. ტირილში ჩამეძინა, საღამო იყო რომ გამეღვიძა, ოთახში ბნელოდა, ფრთხილად წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი, ანდრია არსად არ ჩანდა. მერე აივნის კარი დავინახე ღია და იქით წავედი. აივანზე იყო და სიგარეტს ეწეოდა. მეც აივანზე გავედი და ჩამოვჯექი. -შეგცივდება. -არ მცივა.-ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექით, მერე სიჩუმე დავარღვიე.-იცი მშიშარა ხარ, გეშინია, რომ იმედებს გამიცრუებ, ცხოვრებას ვერ უპირისპირდები და სირაქლემას პოზიციას ირჩევ. მეც შემეშინდა ორი წლის უკან, შემეშინდა რომ შენი სიყვარულისთვის მებრძოლა, შემეშინდა, რომ იმედებს გაგიცრუვებდი და მიმატოვებდი. შენი საყვარლის სტატუსის შემეშინდა და ბედნიერება ხელიდან გავუშვი. სხვისი ბედნიერების დანგრევის შემეშინდა, ვფიქრობდი ღმერთი დამსჯიდა და გაგიშვი. ახლა როლები გავცვალეთ. მე ვიბრძვი, შენ კი გეშინია და უკან იხევ. მოვა დრო და შენც ჩემსავით ინანებ, რომ გამიშვი და არ იბრძოლე. -ახალგაზრდა ხარ, სიცოცხლით სავსე. ჭკვიანი და წარმატებული ქალი, შემდგარი პიროვნება. შენზე 8 წლით უფროს ხეიბართან არ უნდა იყო. დრო მოვა და ინანებ რომ დარჩი, მოგბეზრდება, დაიღლები. -მხოლოდ ერთხელ.-მის მუხლებზე გადავჯექი.-მხოლოდ ერთი ღამე და წავალ.-მაისურის ქვეშ შევუცურე ხელები და კოცნა დავუწყე. უთავმოყვარეო ქალივით ვიქცეოდი, მაგრამ მინდოდა მისი ვყოფილიყავი, მინდოდა მასთან ვყოფილიყავი. -სოფო გაჩერდი.-ჩემი შეჩერება სცადა. -გთხოვ. მინდა პირველად ეს შენს მკლავებში განვიცადო, მინდა პირველად შენ მკლავებში ვიგრძნო რომ ქალი ვარ. ის მოძალადე იყო, მე კი მსხვერპლი. მინდა ეს შენს მკლავებში განვიცადო, მერე წავალ და თუ არ გენდომება ახლოს არ გაგეკარები. იქნებ ჩემი კოშმარებიც დამთავრდეს და სექსზე წარმოდგენა შემეცვალოს. პირველი ხარ ვისთან ყოფნაც მინდა, პირველი ხარ ვინც კაცის მიმართ ზიზღი გამიქრო.-ისევ ხარბად დავეწაფე მის ტუჩებს, სავარძლით საძინებელში წამიყვანა. ერთმანეთს ვეფერებოდით და ტანსაცმლისგან ვანთავისუფლებდით. იმ ღამით უბედნიერესი ვიყავი, მის შიშველ მკერდზე მედო თავი და მისი აჩქარებული გულის ცემა მესმოდა. -ეს შეცდომა იყო.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -არასოდეს ვინანებ. ეს ღამე მე მთელ სიცოცხლედ მიღირს.-გულზე ვაკოცე. -ღმერთო როგორ მიყვარხარ.-ხელები მომხვია.-და როგორ არ მემეტები ჩემი თავისთვის. -გთხოვ იბრძოლე. ოპერაცია გაიკეთე, ტედმა მითხრა შანსი არსებობსო. -კარგი, ვიბრძოლებ.-ჩემს ტუჩებს მისწვდა და მაკოცა.-მართალი ხარ, მეშინია ცხოვრებას დავუპირისპირდე, მეშინია რომ დაგტანჯავ. -რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, მაგას არ მეტყოდი. -ჩემი სოფო.-ხელები მომხვია და გულზე მაგრად მიმიხუტა. ყოველ დილით ტედი მოდიოდა და ვარჯიშობდნენ. დღის განმავლობაში კი მე და ანდრია ხან ფილმს ვუყურებდით, ხან ერთმანეთს წარსულის ამბებს ვუყვებოდით. ღამე კი ერთმანეთის ალერსში გვათენდებოდა. შაბათს უნდა საქართველოში დავბრუნებულიყავი, ლიზა ისე მელოდებოდა საათებს ითვლიდა. მეც მენატრებოდა ლიზა, თან ანდრია არ მეთმობოდა. ხუთშაბათი დღე იყო, ტედმა ანდრია პარკში წაიყვანა, მეც მაღაზიებში უნდა გამევლო, ლიზასთვის საჩუქრები უნდა მეყიდა. კარის ხმა გავიგე და მეგონა ტედი იყო. -ტედ რამე დაგრჩათ?-კარისკენ წავედი, კარში კი ირაკლი იდგა და გასაღები ეჭირა ხელში. -სალამი სოფო. -ანდრია არ არის სახლში, დავურეკავ.-ტელეფონს ხელი დავავლე და ანდრიას ნომრის აკრეფვა დავიწყე. -ვიცი, ანდრიასთან არ მოვსულვარ, შენთან მოვედი. -გასაღები ვინ მოგცა? -ანდრიამ, მისი ხშირი სტუმარი ვიყავი და გასაღებიც მომცა. -შენთან არაფერი არ მესაქმება, ახლავე წადი.-ხელი კარისკენ გავიშვირე. -ჯერ რაღაცას მოგასმენინებ.-ტელეფონი ჩართო. ანდრია და ირაკლი ფინანსებს განიხილავდნენ. „-სოფო შენი ვინ არის?-ეკითხებოდა ირაკლი. -მეგობარია.-ანდრიამ უპასუხა. -ძალიან ლამაზია. -კი ლამაზია. შეგიძლია მისი გული მოიგო და ცოლადაც მოიყვანო. ის მხოლოდ ჩემი მეგობარია. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ. მაგრამ თუ გული ატკინე ვერ გადამირჩები. -მართლა ძალიან მომწონს, ვეცდები თავი შევაყვარო. -აბა შენ იცი.-უთხარ ანდრიამ.“ თვალებიდან ცრემლი მომდიოდა, ისე გადაულოცა ჩემი თავი, თითქოს ნივთი ვყოფილიყავი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შვილი დამიბრუნა, მაგრამ საყვარელი მამაკაცი დამაკარგვინა. -სოფო მე მართლა მომწონხარ და სერიოზულად ვფიქრობ შენზე.-ირაკლი წამოვიდა ჩემსკენ.-იქნებ მიხვდე, რომ არ უყვარხარ, ახლა თავის მდგომარეობით სარგებლობს და თავს გაცოდებს. -წადი!-ვუყვირე.-ეხლავე წადი!-ისევ ვყვიროდი. -არ წავალ.-ჩემსკენ წამოვიდა და კედელზე ამაკრა. -არ მომეკარო!-გაბრაზებული ვუყურებდი, თან ცრემლები მომდიოდა. -ძალიან მომწონხარ, ის არ გიმსახურებს, უბადრუკი ხეიბარია.-ჩემს ტუჩებს დააცხრა და მკოცნიდა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ ვიცილებდი. -მომშორდი! თავი დამანებე!-სახეზე ფრჩხილებით ჩამოვკაწრე. ხელები გამიკავა და ყელში დამოწყო კოცნა.-მომშორდი! თავი დამანებე!-ისტერიკა მეწყებოდა, ჩემი კოშმარი მახსენდებოდა. მეშინოდა რომ წარსულის კოშმარი კვლავ დაბრუნდებოდა ამჯერად ირაკლის სახით. -ჩემი გახდი და განახებ რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი.-ხარბად მკოცნიდა და თან ხელებს მიკავებდა. -მომშორდი!-ვტიროდი და ვგრძნობდი ძალას დავკარგავდი, წინააღმდეგობასაც ვეღარ ვუწევდი, მისი თვალები იცვლებოდა და ვამეხის ვხედავდი, ისტერიკამ პიკს მიაღწია. მერე ხმები გავიგე, ყვირილი, გინება და ვიღაცის მკლავებში ჩავესვენე. თვალები, რომ გავახილე ტედი დავინახე, თმაზე მეფერებოდა. -კარგად ხარ?-შემეკითხა. -მომისწარით?-ძლივს ამოვილაპარაკე. -მოგისწარით. იმ ნაძირალას კი კარგად ვცემე, ვერაფერს დაგიშავებს.-ისევ თმაზე მეფერებოდა ტედი. -გაიღვიძა?-ოთახაში ანდრია შემოვიდა. -აქედან გადი, შენი დანახვაც არ მინდა.-დავუყვირე ქართულად. -რა ხდება?-ტედმა შემომხედა გაოცებულმა. -ისე გადაულოცე ჩემი თავი თითქოს ნივთი ვყოფილიყავი, მე რას ვგრძნობდი შენთვის სულერთია ხომ? თავიდან გინდოდა ჩემი მოშორება და გამოგივიდა. დავბრუნდები საქართველოში და აქ აღარასდროს ჩამოვალ. არასდროს გეყოფა გამბედაობა ცხოვრებას დაუპირისპირდე, თვალებში ჩახედო და საყვარელი ქალი დაიცვა. -ვუყვიროდი ანდრიას ქართულად, ტედი კი გაოცებული მიყურებდა. მერე ავდექი, ბარგი ჩავალაგე და სასტუმროში გადავედი. ტედმა დამირეკა, მკითხა როგორ დავბინავდი, მეც ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი. ვიცი ანდრიამ დაარეკინა, ვიცი ნანობდა, მაგრამ ძალიან ვიყავი გაბრაზებული. შაბათს აეროპორტში წავედი და რეგისტრაცია გავიარე, ანდრია იქ მოვიდა, ტედიც თან ახლდა. -წასვლისას უნდა დაგელაპარაკო.-დამნაშავე ბავშვივით დამიდგა წინ. -გისმენ!-თვალებში არ ვუყურებდი. -მაპატიე, მეგონა სხვასთან ბედნიერი იქნებოდი. ირაკლი კი იდეალურ ვარიანტად ჩავთვალე. მაშინ ნინას შევურიგდი და მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი. -ის ნაძირალაა. -ახლა ვიცი.-ხმას აუწია.-სამსახურიდანაც გავუშვი, ტედმა კი მაგრად სცემა. არ იცი რას ვგრძნობდი, რომ დაგინახეთ, უსუსური ვიყავი, საყვარელ ქალს ვერც კი ვიცავდი. ოპერაციას გავიკეთებ და მე ჩამოვალ საქართველოში. თუ ინვალიდად დავრჩი მაინც ჩამოვალ და ვიბრძოლებ შენთვის, აღარ შემეშინდება და ყველას დავუპირისპირდები. როცა ასე კარგად ვიყავით და ასე ბედნიერები არ უნდა არეულიყო ყველაფერი. ეს კი ლიზას წაუღე.-შეფუთული საჩუქარი გამომიწოდა.-იცი ლუკამ რა მითხრა? მინდა ნინაც სოფოსნაირი იყოსო. ორ დღეში იმდენი მოახერხე, რაც ნინამ 7 წელია ვერ შესძლო. მითხარი, რომ გაბრაზებულ გულზე არ გათხოვდები და დაგველოდები მე და ლუკას. -გული ისე მაქვს გატეხილი კაცთა მთელი მოდგმა მძულს. -თენგოც?-გამიღიმა.-მან ხომ გადაგარჩინა. -ტედ მადლობა. შენ კარგი მეგობარი ხარ.-ტედს მოვეხვიე და დავემშვიდობე.-უნდა წავიდე, ჩემი თვითმფრინავის ჩასხდომა იწყება.-ვუთხარი, შემოვბრუნდი და უკან აღარ მომიხედავს ისე მივეფარე თვალს. თვითმფრინავში ჩავჯექი და გამოვფრინდი. მძღოლი და ლიზა დამხვდნენ აეროპორტში. -სოფო როგორ მომენატრე.-ყელზე ჩამომეკიდა ჩემი გოგონა და მკოცნიდა. -მეც მომენატრე ჩემო პატარა.-გულში ვიკრავდი და ვეფერებოდი ჩემს გოგონას. სახლში მივედით, მარო ბებომაც იმდენი მკოცნა. -ისე გვაბრაზებდა ეს ქაჯი გოგო. მხოლოდ შენ გიჯერებს.-ამოიოხრა მარომ. -ლიზა არ გრცხვენია დედი?-შევხედე ლიზას და გვიან დავაფიქსირე რა ვუთხარი. -სოფო დედას დაგიძახებ.-მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. -დედას?-გაოცებული ვუყურებდი. -დედამ მითხრა, ჩვენი საიდუმლო იყოსო. სოფო შენი დედააო.-ცრემლები მომდიოდა, ვერაფერს ვეუბნებოდი.-ჩემს კლასელებს სულ ახალგაზრდა დედები ჰყავთ. მე ვუთხარი, რომ შენ ხარ ჩემი დედა და შენი სურათი ვაჩვენე. იცი რა მითხრეს? ლამაზი დედა გყავსო, დათუნასაც ძალიან მოეწონე, ასე მითხრა რომ გაიზრდები შენც ეგეთი იქნებიო, ერთნაირი ლურჯი თვალები გაქვთო.-ისევ ტიტინებდა ჩემი გოგო.-რატომ ტირიხარ? -ბედნიერი ვარ და ვტირივარ, დამიძახე დედა.-გულში ჩავიკარი ლიზა და ისევ ავტირდი. -საყვარელი ბავშვები არიან.-ელისო და მარო გვიყურებდნენ და ეღიმებოდათ. დღეები ერთმანეთს მისდევდა. ანდრია ლიზას ურეკავდა, მე არ ვპასუხობდი. როლები გავცვალეთ. მალე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და დედა გავხდებოდი. ლიზას ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი. კონსულტაციაზეც კი წავიყვანე და ეკრანზე პატარა ძმა ვანახე. ისე იყო გახარებული უკვე ოთახს ურჩევდა პატარას. ლიზას ურეკავდა ანდრია, მე ისევ არ ველაპარაკებოდი, არც ახალ ამბავს არ ვეუბნებოდი, თუ ვუყვარდი იბრძოლებდა ჩემთვის და ჩამოვიდოდა. ველოდებოდი, ლიზასგან გავიგე, რომ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ლიზას უბარებდა სოფოს ეს უთხარი სოფოს ის უთხარიო. ლიზაც გამორბოდა და მის დანაბარებს გადმომცემდა. იმდენჯერ ამიხსნა სიყვარული ლიზას წყალობით უკვე მეცინებოდა. მიხაროდა მისი ამბავი, იმას მაინც მივაღწიე, რომ ოპერაციას დასთანხმდა. ტედს დავურეკე და მისი ამბავი გამოვკითხე, თან გავაფრთხილე ანდრიასთვის არ ეთქვა. მითხრა, რომ კარგი შედეგები ჰქონდა და რამდენიმე ნაბიჯს დგავდა კიდეც. არ ვიცოდი როგორ მოვიქცეოდი, არ ვიცოდი რა რეაქცია მექნებოდა რომ დავინახავდი. ალბათ ვაპატიებდი და დავუბრუნდებოდი, ძალიან მენატრებოდა. სხვა მამაკაცი უბრალოდ ვერ წამომედგინა ჩემს გვერდით. -სოფო, დეე.-ლიზა გამორბოდა ყვირილით. -რა მოხდა, ვინმე მოგდევს?-გამეცინა. -შენი სურათი უნდა და გადაგიღებ? ძალიან მთხოვა, ცოდოა, იმდენი მეხვეწა.-მეხვეწებოდა ლიზა. -კარგი გადამიღე, ოღომდ მუცელი არ გამოაჩინო, მარტო სახე. -რატომ? -არ უნდა გაიგოს, რომ მალე ბავშვს გავაჩენ. -ხოოო, კარგი.-ლიზამ სურათი გადამიღო და გადაუგზავნა. მერე ანდრიმაც გადმოუგზავნა თავისი და ლუკას სელფი. -ლიზა ეგ სურათი გადმომიგზავნე რა.-ლიზას ვთხოვე. -არ გინდა შეურიგდე? უყურეთ ასე ერთმანეთის სურათებს.-დოინჯით დამიდგა წინ ლიზა და გაბრაზებული მიყურებდა. -მართალს გეუბნება.-მარო ბებოც აჰყვა ლიზას.-ერთმანეთი გიყვართ და ასე ცალ-ცალკე იტანჯებით. ბავშვზეც იფიქრე, ლიზაზეც. გვერდით სანდო მამაკაცი გჭირდება, ვინც დაგიცავს და გაგიფრთხილდება. -ჩამოვიდეს, დამიცვას და გამიფრთხილდეს, დავუშალე?-გაბრაზებული წავედი ჩემს ოთახში და დიდხანს ვუყურებდი ლუკას და ანდრიას ფოტოს, ძალიან მენატრებოდა. ექვსი თვე გავიდა, კომპანიას ვმართავდი და ლიზას სწავლა იყო ჩემი ძირითადი საფიქრალი. ანდრიაზეც სულ ვფიქრობდი. ტედთან მუდმივი კონტაქტი მქონდა და ყველაფერი ვიცოდი. ინტენსიურად ვარჯიშობდა და თავიდან იწყებდა სიარულს. ერთ დღეს ლიზა გადამეკიდა ზოოპარკში წავიდეთო, მას მერე აღარ წავსულვართ, არ მინდოდა წამეყვანა და წარსულის მოგონებებს შეეხსენებინათ თავი, მაგრამ მაინც დავთანხმდი ლიზას და წავიყვანე. სპილოსთან ვიყავით და ლიზა ისევ ბამბის ნაყინს ჭამდა, ამჯერად თეთრი ვიყიდე და გაფერადებული აღარ იყო. -დედა იქ ლუკაა.-ხელი გაიშვირა ლიზამ. ვიფიქრე ლიზას რომელიმე კლასელი იყო და იქით გავიხედე საითაც ლიზა იყურებოდა. ანდრია და ლუკა მოდიოდნენ ჩვენსკენ. მუხლები მომეკვეთა, ანდრიას ხელჯოხი ეჭირა და თავის ფეხით მოდიოდა. -ლუკა.-დაიყვირა ლიზამ და მათკენ გაიქცა. ლუკას და ანდრიას მოეხვია და ჩემსკენ წამოვიდნენ. ადგილიდან ვერ ვიძროდი, ნაბიჯს ვერ ვდგავდი, სიხარულისგან ცრემლები თავისით მომდიოდნენ. ვაპატიე, მისი ერთი ღიმილიც საკმარისიიყო, რომ ვაპატიე. -აქ.. როგორ მოგვაგენით?-უყურებდი ცრემლიანი თვალებით. -მარო ბებომ გვითხრა ზოოპარკში არიანო.-პასუხი ლუკამ გამცა. მოვახერხე და ლუკა გულში ჩავიკარი. -როგორ ხარ?-გავუღიმე. -მე კარგად, შენ რატომ არ დამემშვიდობე?-გაბრაზებული მიყურებდა. -მაპატიე, ვერ შევძელი.-თან ანდრიას ვუყურებდი, ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა. -იცი მამა ტიროდა, რომ წამოხვედი.-ყურში მიჩურჩულა. -რას ჩურჩულებთ?-შემოგვხედა ანდრიამ. -არაფერს.-ორივემ ერთდროულად გავეცით პასუხი. -ლუკა წამო სპილო განახო.-ლიზამ ლუკას მოჰკიდა ხელი და სპილოსკენ წაიყვანა, თან რაღაცას უხსნიდა. -მაპატიებ?-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. -დარჩებით?-შევხედე თვალებში. -შენ როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი. თუ გინდა ხუთივე დავბრუნდეთ კანადაში.-ხელი მუცელზე დამისვა. -არ გაგკვირვებია. -ლიზა ყველაფერს მიყვებოდა, მაპატიე, რომ უფრო ადრე ვერ ჩამოვედი. -გაპატიე, აქ დავრჩეთ.-წელზე ხელები შემოვხვიე და გულზე მივეხუტე. -ჩემი სოფო, ჩემი სიყვარული.-გულში მიკრავდა და მეჩურჩულებოდა. -ბიჭია. -ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, ახლა ნამდვილი ოჯახი მაქვს.-გულში მაგრად მიკრავდა. -მამა რა ცოტა ცხოველებია.-ლუკა მოვიდა იმედგაცრუებული. -სპილო ხომ განახე.-ბრაზობდა ლიზა. -სპილო კი არა ყველანაირი ცხოველია კანადაში, ჩამოდი და განახებ რა მაგარია.-უყვებოდა ლუკა. -შენი ფოტო მთლიანიც გადმომიგზავნა, სოფომ ამიკრძალა არ წამოგცდესო თან გამაფრთხილა.-მეჩურჩულებოდა ანდრია და თან გაღიმებული უყურებდა მოკამათე ბავშვებს. -სახლში წავიდეთ, უკვე იმდენი ხანია ვსეირნობ, დავიღალე.-მხარზე თავი ჩამოვადე ანდროს. -ჯერ-ჯერობით ხელში ვერ აგიყვან, მაგრამ მალე მაგასაც შევძლებ.-ნაღვლიანად დახედა ხელჯოხს. -კომპლექსიანო.-ტუჩი აუბზუე.-საერთოდ არ დადიოდი და ბიჭი კი გამოგივიდა.-გავუცინე. -დიდი ხანია კომპლექსები მოგეხსნა?-ყურზე მიკბინა და ვნებიანი მზერით შემომხედა.-მომენატრე. -მეც.-ხელი წელზე მოვხვიე და მივეხუტე. -ჩემთან ვიცხოვროთ? -არა ჩემთან. კანადაში თუ წავალთ იქ ისედაც შენთან ვიცხოვრებთ. თანაც ლიზამ უკვე ყველას მოგიწყოთ ოთახები. მარო ბებოსაც ვერ დავტოვებ მარტო, ოლიკოც გადმოვიყვანოთ და ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით. ისე ბებიაშენი და მარო დაქალობენ, ყავას სვავენ ერთად და ჩვენზე ჭორაობენ. ისე დარდობდნენ ჩვენს ამბავს.-ვუყვებოდი ანდროს. -ხშირად მირეკავდა და მეჩხუბებოდა, რით ვეღარ ჩამოხვედი, აქ ვერ გაივლი მაგ რეაბილიტაციის კურსსო.-იცინოდა ანდრია. -მთავრია კარგად ხარ. -რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით, მთავარია სულ ერთად ვიყოთ. -არც გაბედო ჩემგან გაქცევა და წასვლა. -რომც გამაგდო არ წავალ.-ჩემს ტუჩებს მისწვდა და მაკოცა. სახლში დავბრუნდით, ანდრია ჩემს ოთახში დაბინავდა, ლიზას ოთახის გვერდით კი ლუკა დავაბინავეთ. მარო და ოლიკო ისე იყვნენ გახარებულები. -რაღა მომკლავს ეხლა, თქვენს ბედნიერ სახეებს ვუყურებ.-გვიცინოდა ოლიკო. -ბებო ხომ ლამაზია?-თავზე მაკოცა ანდრომ. -ლამაზია და კეთილი. იმას კი არ გავს?-გაბრაზებულმა შეხედა. -ოლიკო ნინას ვერ იტანდა, პიველივე დღეს აითვალწუნა.-ყურში მიჩურჩულა ანდრომ. -მესმის, ბებერი კი ვარ მაგრამ ჯერ არ დავყრუებულვარ. საწოლს ის არ ასწორებდა და თავის ოთახს ის არ ალაგებდა. მარტო ფრჩხილებს დასცქეროდა და სარკის წინ იჯდა სულ. -გაბრაზებული იყო ოლიკო.-ბავშვსაც არ კითხულობდა. რა ჰქონდა მოსაწონი? ორ მეტრიანი ფეხები? სწორედ ეგ ფეხები გაუშალა სხვას და მიგატოვა.-გაცხარებული იყო ოლიკო. -კარგი ბებო. ეხლა ხომ მოვიყვანე შენი მოსაწონი სარძლო?-ოლიკოს მიუჯდა და ლოყაზე აკოცა. -მე სოფო ჯერ კიდევ მაშინ მომეწონა დალიმ, რომ აქ მოიყვანა. მერე დედაშენი და დალი შეუჩნდნენ და თავგზა აუბნიეს ბავშვს. ისე ვბრაზობდი, როგორ დატანჯეს ჩემი გოგო.-სევდიანი სახით მიყურებდა ოლიკო. -სამაგიეროდ ლიზა გვყავს.-გავუღიმე ოლიკოს.-ჩემი ტანჯვა ამად ღირდა. -აბა კუბდარი ვის გინდათ?-მარო ბებომ ახალ გამომცხვარი კუბდარი მოგვიტანა.-ლუკა, ლიზა მოდით ბებო ჭამეთ.-ეზოში გასძახა ბავშვებს. -მარომ გამასუქა.-გავუღიმე ანდრიას. -ძალიან იყავი გამხდარი, გიხდება.-თვალი ჩამიკრა. მალე ხელიც მოვაწერეთ, სექტემბერში კანადაში გადავფრინდით, გადავწყვიტეთ ბავშვი იქ გამეჩინა და კანადის მოქალაქე ყოფილიყო. მარომ და ოლიკომ გამოგვიცხადეს, რომ ერთმანეთს თავად მიხედავდნენ და გვირჩიეს კანდაში დავსახლებულიყავით. ბავშვების მომავლისთვის ასე ვარჩიეთ და გადავწყვიტე ლიზაც ოტავაში მიმეყვანა სკოლაში. ლუკა და ლიზა ტოლები იყვნენ და ერთად სწავლობდნენ. მე დღე დღეზე პატარას ველოდები და ძალიან ბედნიერი ვარ. კომპანია სანდო პირებს ჩავაბარე, კანადიდან ვაკონტროლებდი ყველაფერს. ანდრია ინტენსიურად ვარჯიშობს და ცდილობს ხელჯოხი აღარ დასჭირდეს, თუმცა ჯერ კიდევ ხელჯოხით დადის. ისევ ტედი ეხმარება ვარჯიშში. სამუელი და მარკოც ვნახე, მარკომ ჯულის ხელი სთხოვა და მალე დაქორწინებას გეგმავენ. ბედნიერი ვარ, ობლად გაზრდილ გოგოს მხოლოდ ბებო მყავდა და ეხლა ბედნიერი და ხმაურიანი დიდი ოჯახი მაქვს. ლუკას ისე შევუყვარდი, არ მეგონა ასე ადვილად თუ დავმეგობრდებოდით. ლიზა ხშირად ეჭვიანობს ლუკა უფრო გიყვარსო. ვცდილობ ლუკას მიმართ უფრო მეტი მზრუნველობა გამოვიჩინო, რათა დედის სითბო მანაც იგრძნოს. ლიზა ამნევს და მებუტება. თუმცა ჩემს გოგოს ავუხსენი და მგონი გამიგო. მეც ძალიან მიყვარს ლუკა, ლიზასავით არა მაგრამ დღითი დღე ისე შემოდის ჩემს გულში ეს ბავშვი მალე ერთნაირად ჩემები იქნებიან სამივე. ეს პატარა მაიმუნი კი მალე მოევლინება ქვეყანას. ისე მოძრაობს და მირტყავს, ნორმალურად ძილსაც არ მაცდის. -აბა რაო პატარამ?-ანდრია წამოდგა ღამით და შემომხედა. -იარე, რომ დავიძინოო, არ მოსწონს რომ ვწევარ.-ოტახში დავდიოდი ღამის სამ საათზე. -მაშინ მამიკოც თქვენთან ერთად ივლის.-ანდრიაც ადგა და მანაც სიარული დაიწყო. -მოუსვენარია, ლიზა ასე არ მაბრაზებდა. შენ მაინც დაწექი და ნუღარ მედები ფეხებში.-გავუბრაზდი ანდრიას. -რა დღეში გაქვს ნერვები.-ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამომსვა.-გაჩერდი და დააძინე დედა, არ გრცხვენია?-მუცელს ელაპარაკებოდა. ბავშვმაც თითქოს გაიგონა, გაჩერდა და მოძრაობა შეწყვიტა.-უჯერებს მამას.-ხელი მუცელზე დამისვა და საწოლზე დამაწვინა. -გეღვიძოს და მუცელზე ხელი მისვი, რომ აღარ მირტყას, ცოტა ხანი უნდა დავიძინო.-თვალები დავხუჭე, ანდრია კი მუცელს ეფერებოდა.-ბედნიერი ვარ, რომ შენ მყავხარ. -მე უფრო.-ლოყაზე მაკოცა და ცოტა ხანში ჩამეძინა. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.